შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სამიზნე (19 თავი)


22-11-2018, 10:18
ავტორი naattii
ნანახია 1 916

რამდენიმე საათით ადრე:
-გამარჯობა გენერალო_უხეშად მოაცალა ნათიამ თავიდან კაცს ნაჭერი.
-ოჰ, ესენი ვინ ყოფილან, რამე გნებავთ მეგობრებო?_ირონიული ხითხითი აუტყდა კაცს.
-მადლობა ღმერთს ნაგვებს არ ვემეგობრები_მთელი ძალით მოუქნია ჯაბაზე წართმეული ხელკეტი კაცს კისერში -.
-ეს ხმამაღალი განაცხადი იყო ქალბატონო_სისხლი გადმოაფურთხა გენერალმა და გაბოროტებული თვალებით ამოხედა .
-ნათია_ჩარევა სცადა ანდრიამ, მაგრამ მაშინვე ხელი აუქნია გოგომ და გენერალს წინ გადაუდგა
-ქალების ჩაგვრა გიყვართ გენერალო? დაბმული ქალების ალბათ თანაც, რომელთაც საშუალებაც კი არ აქვთ როგორმე შეგეწინააღმდეგოთ? იცით თქვენ ქალისთვის რას ნიშნავს მთელი ცხოვრება სარკეში თავს უყურებდე და გულს გირევდეს საკუთარი ანარეკლი?_კიდევ ერთი დარტყმა მოხვდა გენერალს, ამჯერად ყბაში და უკვე ტუჩზეც დაეტყო სისხლის კვალი.
-ნათია_ამჯერად ხმამაღლა დაიყვირა ანდრიამ და აკანკალებულ გოგოს ძალით წაართვა იარაღი. ჯაბამ კი ხელი მოხვია და გართ გაიყვანა.
ოთახში სახეწაშლილ ანდრიასთან ერთად ყიფიანი და ყიფშიძე დარჩა. მთელი მონდომებით გადაშალა პოლკოვნიკმა ნანოს ისტორია.
-იცით გენერალო ეს რა არის?
-აბა გამანათლე.
-გახსოვს ნანოს გატაცება რომ გავიგე, შენს სახლში მოსული როგორ გაგაფრთხილე?
-ორმაგად.... გადაგიხდიო_თვალები დახუჭა გენერალმა და ხმა გაუტყდა.
-თუ გინდათ გადით_გაზის ბალონს მოუკიდა ანდრიამ.
-მე აქ მამალაძის სახელით ვარ და სიამოვნებით ვუყურებ ამ ყველაფერს, იქნებ მაშინ მაინც არ დამესიზმროს ძმაკაცის დანაწევრებული სხეული_კბილებში გამოცრა ყიფშიძემ, ყიფიანი კი როგორც ყოველთვის ფანჯარასთან მდგარი ეწეოდა და გულგრილად უყურებდა განვითარებულ მოვლენებს.
-ფრჩხილებით დავიწყებ, ძალიან მინდა საღ გონებაზე მყოფმა იგრძნო ეს ტკივილი_მწარედ გამოსცრა პოლკოვნიკმა და უმოწყალოდ გაუყარა ქლიბის წვერი ბოლომდე გენერალს, სანამ მასზე ჩამოკიდებული ფრჩხილი არ დაინახა. კიდევ დიდხანს ისმოდა ქოხის შემოგარენში კაცის გამაყრუებელი ღრიალი.


-ნათი, ნათი დამელოდე, მოიცა_ძლივს დაეწია ტყეში შევარდნილ შეყვარებულს ჯაბა.
-არ ვიცი ჯაბა რა დამემართა, უბრალოდ ვეღარ ვაზროვნებდი, რომ წარმოვიდგინე იმ გოგოს რისი გამოვლა მოუწევდა, ხვდები რა ტკივილი გამოიარა? თანაც ისედაც ამდენი ტანჯვის შემდეგ და რის გამო? გენერლის გართობისთვის? ის ხომ ვერაფერს ხვდებოდა_ტირილი აუვარდა ნათიას და ჯაბას გაოგნებული სახე რომ აღარ დაენახა სახეზე ხელები იფარა.
-ნათია...
-არაფერი მითხრა გთხოვ, მეც არ ვიცი რა მომივიდა, უბრალოდ უცებ თავი ნანოს ადგილას წარმოვიდგინე, თუ ხვდები რამდენი ქალი იყო მის მსგავსად, რომლის დასახმარებლადაც არავინ მისულა? რამდენი მოკლეს ტყუილ უბრალოდ და რომ არ ეპოვათ მათი გვამები ტყეში მგლებს მიუგდეს კვალის დასაფარად?
-საყვარელო რა დაგემართა, უნდა დამშვიდდე, ნათია ასე რამე დაგემართება_გულში ჩაიკრა ისტერიკამდე მისული ქალი და რომ ვერაფრით დააწყნარა მანქანაში ჩასმული წაიყვანა ქალაქისკენ.


-ორსაც ვერ გაუძლო ნაბი*ვარმა და გოგოს ათივე დააძრო_გენერლის მხარეს დააფურთხა ყიფშიძემ.
-ნანოსთან წადი ანდრია_როგორც იქნა ყიფიანმაც ამოიღო ხმა და პოლკოვნიკს გადახედა -ცოტა დამშვიდდები, ექიმმა გონს საღამოს მოვაო და უკვე ბინდდება, წადი, ახლა მას ჭირდები, ამას ჩვენ მივხედავთ, ჯერ მაინც ვერ მოვა გონს ისეა გათიშული_გენერლისკენ აიქნია ხელი და კიდევ ერთ ღერს მოუკიდა.
-კარგი, კარგი_თავი დაუქნია ანდრიამ და გაზი გამორთო -რომ გაეღვიძოს ღამე სიბნელის შეეშინდება, ახლა მართლა მჭირდება მისი ნახვა_შუბლი მოისრისა და დაღლილი სახით გამოაღო კარები. სასწრაფოდ სჭირდებოდა ახლა მისი გოგოს სახის დანახვა.

დილით ნანოს ანდრიას მოფერებით გაეღვიძა. ბედნიერად გაეღიმა და ხელი მოხვია მის საკუთრებას.
-დილა მშვიდობი.
-დილა მშვიდობის პატარავ, ხომ არ გცივა? _მკლავებზე აუსვა ხელის მტევნები ანდრიამ.
-არა, რა შემაციებს.
-დაგაჟრიალა.
-პატარას რომ მეძახი მსიამოვნებს_აწითლებულმა ამოილაპარაკა ნანომ და ხელები აიქნია -შენთან თამაში რატომ არ შემიძლიააა.
-იმიტომ, რომ შენც ყველა ემოციას ვხედავ_სახე დაუკავა ანდრიამ და თბილ ტუჩებს დაეპატრონა.
-დილა მშვიდობის, ოჰ ხელის შეშლა არ მინდოდა_ღიმილით დაასრულა ექიმმა ანდრიას დანახვაზე.
-გამარჯობა ექიმო, გაწერა როდის იქნება შესაძლებელი?
-ჯერ სამწუხაროდ ვერა, რამდენიმე დღე მაინც მინდა დავაკვირდე, თანაც მარტო ვერ იცხოვრებს, ფეხს ჯერ კიდევ რამდენიმე თვე შეიძლება ვერ დაეყრდნოთ.
-რამდენიმე თვე? ღმერთო ჩემო დედა გადაირევა_თვალები დახუჭა ნანომ და თავი გადააქნია.
-არ გადაირევა, სახლში არ ბრუნდები, ჩემთან მოდიხარ._თბილად გაუღიმა ანდრიამ ანერვიულებულს -ექიმო, მე მითხარით და მასწავლეთ ყველაფერი რაც დაჭირდება.
-კი ბატონო, ასე იმედიანად ვიქნები, რამდენიმე წუთში სახვევს მოგხსნიან, მთელ სახეზე აღარაა საჭირო, მხოლოდ ჭრილობასთან დაგიტოვებ.
-მადლობა ექიმო_გასინჯვის შემდეგ კარებში დააწია ანდრიამ სიტყვა და გოგოსთან სალაპარაკოდ მოემზადა.
-რას ნიშნავს ანდრია შენთან მოვდივარ?
-აი რასაც თქვი იმას.
-არ ვაპირებ, დედას დაველაპარაკები.
-უკვე ველაპარაკე და ნუ მეწინააღმდეგები, თუ რა გინდა 32 წლის კაცი 17 წლის შეყვარებულივით დავრბოდე შენს სანახავად? კარგი რა, მორჩა ჩემთან მეყოლები და მეთვითონ მოგივლი._საუბრის დასრულების ნიშნად უცებ აკოცა და საწოლიდან ჩამოხტა.
-გენერალი სად არის?_სულ სხვა თემაზე გადავიდა ნანო, რადგან არც თითონ იყო დიდად წინააღმდეგი ანდრიასთან ცხოვრების.
-მაგაზე საუბარი არ გვინდა_თვალი აარიდა ანდრიამ
-ბატონო პოლკოვნიკო, აბა კარგად შემომხედეთ. სად არის გენერალი?
-სადაც საჭიროა, მე მას პირობა მივეცი რა მოხდებოდა თუ ხელს დაგაკარებდა.
-ღმერთო ჩემო ანდრია.
-რა ნანო რა? რაც შენ გაგიკეთა იმის შემდეგ უბრალოდ ბედნიერად ეცხოვრა?
-მხოლოდ ერთ კითხვაზე მიპასუხე ანდრია, თუ ჩვენც მათსავით მოვიქეცით, დარჩება რაიმე რაც მისნაირებისგან განგვასხვავებს? მაშინ ჩვენს მათნაირები გავხდებით, მე კი არ მინდა გაბოროტდე გესმის?
-არ გვინდა ამ თემაზე საუბარი, დაისვენე, სახვევებსაც მოგხსნიან და შუადღით მოვალ, კარგი?
-ანდრია, უბრალოდ ჩემს ნათქვამზე იფიქრე, კარგი? უბრალოდ დაფიქრდი, ჩვენ ასეთები არ ვართ_სახეზე მოეფერა ცალი, შეუხვეველი ხელით და თითი ყვრიმალზე გადაუსვა -მიყვარხარ.
-მეც მიყვარხარ, ახლა დაისვენე, რამდენიმე საათში დავბრუნდები_შუბლზე აკოცა და ნაცნობი, დაბრუნებული სურნელი შეისუნთქა, მიხვდა ამის მეტი უკვე აღარაფერი სურდა. ჩაფიქრებული გამოვიდა საავადმყოფოდან და ქოხისკენ წაიყვანა მანქანა.

-ელენე, ახალი არის რამე? _პირსახოც შემოხვეული, ჯერ კიდევ წვეთებით დანამული სხეულით მიადგა გაბრიელი ცოლს.
-შენი აზრით ახლა ასე თუ მომიდგები გვერდით რამეზე ფიქრს შევძლებ? წელიწადია შენთან არ ვყოფილვარ_მძიმედ ამოიხვნეშა ელენემ და ძლივს აიძულა თავი ეკრანს მიბრუნებოდა.
-ჩვენი დროც მალე მოვა ძვირფასო_კისერში აკოცა ქალს და თვითონაც კომპიუტერს ჩახედა. -კიდევ სამი კაცი იპოვე? ყოჩაღ.
-ბავშვები რომ გავუშვი სკოლაში ბევრი დრო აღარ დამრჩა და მხოლოდ ეს შევძელი.
-გადასარევია, სანამ ჩავიცმევ მონაცემები ამომიწერე და ბიჭებს დავურეკავ, საუკეთესო ჰაკერი ხარ მსოფლიოში.
-ჩაცმაში ხომ არ მოგეხმარო?_წარბები აათამაშა ელენემ
-კაარგი, მემგონი დამატებითი ხუთი წუთი გვექნება, ანდრია ჯერ კიდევ ნანოსთანაა, ამიტომ...._ხითხითით მოხვია გაბრიელმა ცოლს ხელი და წელზე შემოჯენილი გააქანა ოთახისკენ.

-უკეთ ხარ?_გადასაფარებელი გაუსწორა ჯაბამ ნათიას.
-კი, დავმშვიდდი, ჩემზე კარგად მოქმედებ_კაცისკენ გადმობრუნდა თვითონაც.
-ცოტა შემაშინე.
-მაპატიე, მეც არ ვიცი ასე რატომ დამემართა, ისეთი დიდი ზიზღი და აგრესია ვიგრძენი თავი ვერ შევიკავე_ისევ ტირილის დაწყებას აპირებდა ჯაბამ რომ შეაჩერა.
-არა რა გთხოვ, ისევ ცრემლები არ დამანახო თორემ გავგიჟდები, არ შემიძლია შენი ასეთი ყურება.
-კარგი, ვსო, მორჩა_თვალები ელით ამოიწმინდა ნათიამ და წუთით დახუჭა მომდგარი ცრემლი უკან რომ გაებრუნებია.
-იცი რა ნათი, ვფიქრობ ამდენი საშინელების შემდეგ, ერთი დიდი პოზიტიური ცვლილება გვჭირდება.
-მართალი ხარ,3 კვირა გავიდა და იმდენი რამ მოხდა, თან ყველა ცუდი, კარგი ამბავი ნამდვილად გვჭირდება.
-მაშინ მე მაქვს ერთი იდეა_საწოლზე წამოჯდა ჯაბა და ანერვიულებული გასწორდა ჯაბა.
-აბა გისმენ_გაღიმებული მიეყრდნო ნათიაც ლოგინის თავს.
-ცოლად გამომყევი_ნერვიულობა იგრძნობოდა ჯაბას ხმაში, სანამ ნათიას გაღიმებულ სახეს დაინახავდა.



ჩემი ბავშვები,რა კარგები არიან ❤ ნანოს ადამიანობამ გამაოცა,მე პირიქით ვიზამდი,გენერალი ყველაფრის ღირსია. პოზიტიურად დასრულდა ეს თავი და იმედია შემდეგი თავიც პოზიტივით იქნება სავსე ❤ წარმატებები შენ და ხშირად გაგვახარე ახალ-ახალი თავებით❤

 


№2  offline წევრი დარინა

მიყვარს მე ესენიი, საერთოდ ვერცერთ პერსონაჟს ვერ გამოვარჩევ, მგონი დაჩის მერე ანდრეაზე ვარ შეყვარებულიიი.

 


№3  offline წევრი Variable Ocean

კარგი ხარ ასე გააგრძელე, რაღაცები არ მომწონს მაგრამ არაუშავს გამოსწორება შეიძლება.

არასდროს არმიატოვო წერა იმის გამო რომ აქტიური მკითხველი არ გყავს და ა.შ

 


№4  offline მოდერი naattii

რუსკიმარუსია
ჩემი ბავშვები,რა კარგები არიან ❤ ნანოს ადამიანობამ გამაოცა,მე პირიქით ვიზამდი,გენერალი ყველაფრის ღირსია. პოზიტიურად დასრულდა ეს თავი და იმედია შემდეგი თავიც პოზიტივით იქნება სავსე ❤ წარმატებები შენ და ხშირად გაგვახარე ახალ-ახალი თავებით❤

დიდი მადლობაა ❤️❤️❤️

დარინა
მიყვარს მე ესენიი, საერთოდ ვერცერთ პერსონაჟს ვერ გამოვარჩევ, მგონი დაჩის მერე ანდრეაზე ვარ შეყვარებულიიი.

გეთანხმებიი :D

Variable Ocean
კარგი ხარ ასე გააგრძელე, რაღაცები არ მომწონს მაგრამ არაუშავს გამოსწორება შეიძლება.

არასდროს არმიატოვო წერა იმის გამო რომ აქტიური მკითხველი არ გყავს და ა.შ

აქამდე არ მიმიტოვებია და არც მივატოვებ, პირველ რიგში იმიტომ ვწერ. რომ მე მსიამოვნებს და მინდა ვწერდე. შეგიძლიათ მიმითითოთ თუ რამეში ვცდები, ჯანსაღი კრიტიკა მუდამ მისაღებია ❤️

უცნაური მე
ნათიი... სულ ერთიანად წავიკითხე ყველა თავი და თურმე ძალიან მომნატრებიხარ. მიხარიხარ მე შენ და შენი მრავალფეროვანი ისტორიები ❤️ იცოდე რომ მე დავბრუნდი და აქტიურად მივადევნებ თვალს აწი ყველა თავსა თუ ახალ ისტორიას.. იმედია მეტი ტანჯვა აღარ ეღირსებათ ამათ და ახლა მაინც გაიხარებენ ❤️ მოკლედ ველოდები გაგძელებას ❤️

მიკვირდა რომ არ ჩანდი და საოცრად მიხარია, რომ დამიბრუნდი ❤️

 


№5 სტუმარი ნათია41

აი მეც შემოგიერთდით. ცოტა ხანი დაბლოკილი ციყავი. ამდენი ცუდის შემდეგ მართლა კარგი რამეა ხელის თხოვნა და მგონი ეს რკინასავით ქალი ფეხმძიმეთაა ისეთი გულის აჩუყებები დაეწყო რაც ორსულებს ახასიათებთ ან სიბერისკენ გადახრილევს და ეა უკანასკნელი ნამდვილად არ ემუქრება ჯერ ნათიას; დდ

 


№6  offline მოდერი naattii

ნათია41
აი მეც შემოგიერთდით. ცოტა ხანი დაბლოკილი ციყავი. ამდენი ცუდის შემდეგ მართლა კარგი რამეა ხელის თხოვნა და მგონი ეს რკინასავით ქალი ფეხმძიმეთაა ისეთი გულის აჩუყებები დაეწყო რაც ორსულებს ახასიათებთ ან სიბერისკენ გადახრილევს და ეა უკანასკნელი ნამდვილად არ ემუქრება ჯერ ნათიას; დდ

მემგონი ერთადერთი ხარ ვისაც ეგ აზრი გაუჩნდა :D

 


№7  offline აქტიური მკითხველი terooo

არანორმალურები არიან

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent