შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შემოდგომის გოგო და ზამთრის ბიჭი (თავი 1)


22-11-2018, 21:01
ავტორი GirlWhoWritesBcsSheNeedsBreathe
ნანახია 1 620

ლილიანა
ფერად-ფერადი ფოთლებით აჭრელებულ გზას ღიმილით ვკვეთ, ჩანთიდან ტელეფონს ვიღებ და დედას ზარს ვპასუხობ.
-სად ხარ? - მესმის მისი შეშფოთებული ხმა.
-ახლა გამოვედი სტუდიიდან.
-წესით ათი წუთის წინ სახლში უნდა ყოფილიყავი!
-ვიცი. მასწავლებელმა შეგვაყოვნა და ხომ არ გამოვიქცეოდი? მალე მოვალ, განათებული გზით დავდივარ და არ ინერვიულო.
-გელოდები.
ტელეფონს ჩანთაში ვაბრუნებ და გზას ვაგრძელებ.
თითქმის ღამის ათია, მაგრამ გარეთ ბევრი ადამიანია - შემოდგომის საღამოს რა სჯობს!
ჩემ გარშემო ყველგან ხელიხელჩაკიდებული წყვილი მოძრაობს. მესმის მათი ხმა, ვაკვირდები მათი სიარულის მანერას, ნაკვთებს და ვხვდები, რომ ყველა მათგანი ბედნიერია.
უცნაურია - მეორე ნახევარი არასდროს მყოლია, მაგრამ უცხოების ბედნიერებისგან უფრო ფართოდ მეღიმება და გული მითბება. ვგრძნობ როგორ მინდა მეც შევიგრძნო ახლა ის, რასაც ისინი გრძნობენ.
ჩემ უკან გოგო და ბიჭი ერთმანეთს თვალებში უყურებენ და იცინიან. ჩემგან მარჯვნივ, გზის გადაღმა მოხუცი ცოლ-ქმარი გზაზე გადმოდის, ჩემ წინაც ახალგაზრდა წყვილია.
გულდასაწყვეტია, რომ მხოლოდ მე ვარ მარტო და სახლში მივიჩქარი, რადგან დედას ეშინია არავინ მომკლას.
სახლში შესვლისთანავე დედა მეხუტება, პირჯვარს იწერს და ღმერთს მადლობას უხდის, რომ ცოცხალი დავბრუნდი. მის საქციელზე მეღიმება, ფეხსაცმელებს და ქურთუკს ვიხდი და ჩემ ოთახში შევდივარ.
ოთახი ღია ვარდისფერშია მოწყობილი, ეს ფერი სიმშვიდეს მგვრის. ერთ კუთხეში ქოთნის მცენარეა, მეორე კუთხეში დიდი ტანსაცმლის კარადა, შუაში ლოგინი დგას, რომლის თავზეც ფანჯარა ლამაზ ეზოს გადაჰყურებს. კედლები სავსე მაქვს პოსტერებით, რუკებით, კალენდრებით და ფოტოებით.
აქ არის ჩემი საყვარელი სერიალების პერსონაჟები. მაქვს საქართველოს რუკა და მსოფლიოს პოლიტიკური რუკა, რომელზეც დიდი ბრიტანეთი მუქი წითელი მარკერით არის მონიშნული. არის ასევე ლონდონის ქუჩის ფოტოები და ჩემი ფოტოები.
სახალისო ცხოვრება მაქვს, არაფერი მაკლია, მაგრამ სიცარიელის შეგრძნება არ მტოვებს.
სკოლაში ყოველთვის კარგი ნიშნები მქონდა და სიზარმაცით არასდროს გამოვირჩეოდი. ახლაც ასეა, აბიტურიენტი ვარ და მომავლის გეგმებს ვაწყობ. რაც არ უნდა გასაკვირი იყოს პროფესია ჯერ არჩეული არ მაქვს, საკუთარი თავი ნაპოვნი არ მაქვს, რადგან ყველაფერი გამომდის და ყველაფერი მინდა.
სირთულეები მიზიდავს და შესაბამისად სამომავლო საქმიანობად ისეთ რამეს ავირჩევ, რაც ბევრ შრომას და სწავლას მოითხოვს.
ლონდონი კი ჩემი ოცნების ქალაქია, ძალიან მინდა გაცვლითი პროგრამით ერთი წლით მაინც ქემბრიჯის უნივერსიტეტში ვისწავლო. იქ სწავლა ძალიან ძვირია და ჩემ ოჯახს არ აქვს იმის საშუალება, რომ თანხა დამიფაროს, ასე რომ უკვე ოთხი წელია ყოველ თვე ჩემ ანგარიშზე ფულს ვრიცხავ.
ახლობლების მოცემულ, მშობლების მოცემულ ან ჩემი შრომით გამომუშავებულ ფულს არ ვხარჯავ და ვინახავ, რადგან სწავლის გაგრძელება შევძლო.
ოთახის თითოეულ კედელს კმაყოფილი მზერით ვათვალიერებ და სტუდიაში ნასწავლ ცეკვას რამდენჯერმე ვიმეორებ სახლში, რადგან მსიამოვნებს ეს პროცესი.
მიყვარს სარკის წინ რომ ვდგავარ, ვცეკვავ და ჩემ გარეგნობას ვათვალიერებ. ყავისფერი თმა ჰაერს კვეთს და ცისფერი თვალები თან მიყვება, გრძელი ფეხები მუსიკის რიტმს ჰყვებიან და სხეულს მიმართულებას აძლევენ. ამ დროს მგონია, რომ თავისუფალი ვარ და შემიძლია ნებისმიერ ადგილას წავიდე. მივდივარ კოსმოსში და მის იქით... თითქოს არავინ არსებობს სხვა ჩემ გარდა და მე ეს მიყვარს, რადგან იქ ივსება ჩემი სიცარიელე.
მალევე ვწვები დასაძინებლად და სიზმრად ისევ ლონდონის ქუჩებში დავიარები უცნობ ყმაწვილთან ერთად, რომლის ხელიც მიჭერს, რომ უფსკრულში არ ჩავვარდე.
შუაღამისას ტელეფონის ზარი მაღვიძებს. ჩემი საუკეთესო მეგობარია - ელენე.
-ამ დროს რატომ რეკავ? ხომ მშვიდობაა? - ვპასუხობ შეშფოთებული ხმით.
-კი მშვიდობაა! უბრალოდ ნუცასთან ვართ და არ გინდა მოხვიდე? - თქვა მუსიკის ფონზე.
-ნუცა ვინაა?
-რა გჭირს? ცეკვაზე დადის ჩვენთან ერთად. ნუცა ავალიანი.
-აა, ხო გამახსენდა.
-ხოდა წვეულება აქვს სახლში. ნუცას რამდენიმე კლასელი და ცეკვიდან რამდენიმე გოგოა. არ მოხვალ?
-ელენე ღამის თორმეტი საათია. შენი აზრით დედაჩემი ამ დროს წვეულებაზე გამომიშვებს? - ვამბობ და თან მეცინება.
-მე დავურეკავ. - მოკლედ მითხრა და გამითიშა.
ამოვიოხრე და ბალიში დავიფარე სახეზე. ცოტახანში ოთახში დედაჩემი შემოვიდა,
-ლილიანა, ელენემ დამირეკა.
-რაო?
-ჩვენ მეგობართან ვართ სახლში, სკოლის პროექტზე ვმუშაობთ, რომელიც ხვალისთვის მზად უნდა გვქონდეს და ლილიანას გადაავიწყდა, ტელეფონზე კი არ მპასუხობსო. რამ დაგავიწყა სკოლის პროექტი?
ელენეს გამჭრიახობაზე მეღიმება, სულაც არ მინდა, რომ დედას მოვატყუო, მაგრამ ერთხელ არამგონია რაიმე დაშავდეს.
-ვაიმე! მართლაც როგორ დამავიწყდა. ისეთი დაღლილი ვიყავი ჩამეძინა...
-მაინც რა პროექტია ასეთი?
-უჯრედულ თეორიას ეხება...
-ელენემ ხუთ წუთში მოვალთ მე და ჩემი ძმა მანქანით წავიყვანთ და მერე ისევ დავაბრუნებთ უსაფრთხოდო.
-ანუ მიშვებ?
-ამ ერთხელ.
-კარგი, მადლობა დე.
ელენე მალევე მოდის, თავის ძმა ლუკასთან ერთად და ნუცას სახლისკენ მივდივართ.

ლაზარე
მორიგი ბანალური დღე, ყალბ ადამიანებთან ერთად.
-კარგად ლაზ! - მეუბნება თეკლა და სანდროსთან ერთად ხელის ქნევით მემშვიდობება.
ვიღიმი და თავს ვაჩვენებ ვითომ არ ვიცი სინამდვილეში რას ფიქრობენ ჩემზე.
სახლამდე გზას შეწუხებული სახით მივუყვები და ვცდილობ ნერვები არ ავიშალო ასეთი ამინდის გამო.
შემოდგომა - ჩემთვის ყველაზე საზიზღარი სეზონი! ვერ გაიგებ გცივა თუ პირიქით და ვერც იმას გაიგებ რა ჩაიცვა, რადგან დღის ბოლოს შეიძლება ინატრო, ნეტავ სრულიად საპირისპიროდ ჩამეცვაო.
სახლში ჩემ მისვლას არავინ იმჩნევს და მეც ოთახში შევდივარ. სპორტულებში ვეწყობი, ყურსასმენებს ვიკეთებ და ისევ გარეთ გავდივარ, ამჯერად სარბენად. ეს ჩემი დღის რუტინაა - სკოლა, ყალბი მეგობრები, სახლი, სირბილი და ისევ სახლი.
ვცდილობ დღეს დაგროვილი აგრესია და სევდა ჩემი ფეხებით გაფანთულ კენჭებს თან გავაყოლო. მანამ დავრბივარ სანამ არ ვვოფლიანდები და მხოლოდ ამის შემდეგ ვბრუნდები სახლში, მაისური სულ სველი მაქვს და თმიდან ოფლი წურწურით ჩამომდის.
შხაპს ვივლებ და სამზარეულოში ბებოს გაკეთებულ წვნიანს მივირთმევ. როგორც ყოველთვის ჩუმადაა.
2 წლის წინ ავტოავარიაში დედ-მამა და ბაბუა დამეღუპა, ამის მერე ბებო ხმასაღარ იღებს, უბრალოდ მივლის და ამისთვის მადლობელი ვარ, რადგან ის რომ არა ბავშვთა თავშესაფარში ამოვყობდი თავს.
-მადლობა ბე, მიყვარხარ. - ვეუბნები როგორც ყოველ საღამოს, ლოყაზე ვკოცნი, ვეხუტები, ჩემ ჭურჭელს ვრეცხავ და ლოგინში ვწვები.
ხანდახან ძალიან ვბრაზობ ღმერთზე და ამისთვის რამდენიმე მიზეზი მაქვს. მან ბებიაჩემს შვილი, რძალი და ქმარი ერთ დღეს წაართვა, ხოლო მე 15 წლის ასაკში დედ-მამა და ბაბუა. ეს არ ყოფილა ადვილი გადასატანი. თითქმის მთელი ოჯახი დავკარგე და ამის გამო ძალიან მტკივა. ვბრაზობ, რადგან ყალბი მეგობრები მარგუნა, რომლებიც ჩემს ზურგსუკან ლაპარაკობენ, რომ ძალიან საცოდავი ვარ.
ვბრაზობ, რადგან შეყვარებული მყავს, რომელიც არც კი მიყვარს და ჩვენი ურთიერთობა მხოლოდ და მხოლოდ დროის საკითხია.
თითქოს გრძნობს, რომ მასზე ვფიქრობ - მირეკავს.
-ხო სალომე - ვპასუხობ.
-ლააზ! - წივის, რომ მუსიკების ხმა დაფაროს.
ვერ ვიტან ასე რომ მეძაციან, მაგრამ ყურადღებას არ ვაქცევ და შეძლებისდაგვარად მშვიდად ვპასუხობ.
-ნუცასთან ვართ ბავშვები. არ გამოხვალ?
-არ მცალია სალომე ახლა.
-რას აკეთებ ისეთს, რომ ჩემთვის არ გცალია?
-ამ გახსენებას... შეიძლება მოგვიანებით ვილაპარაკოთ?
-მოდი ნუცასთან და ვილაპარაკოთ.
-ძალიან მეძინება, ახლა ვერ შევძლებ!
-აუ ლაზ ძალიან გთხოვ! კლასელები ვართ მარტო.. და ხო ნუცას რამდენიმე ცეკვის მეგობარი... გთხოვ.. მომენატრე.
-კარგი, ცოტახანში მოვალ. - ამოვიოხრე, ტელეფონი გავთიშე და ჩაცმა დავიწყე.



___________________________

დიდი ხნის შემდეგ ისტორიების წერა გავაგრძელე...
როგორია? გავაგრძელო?



№1 სტუმარი სტუმარი შარლოტა

კი, კი გააგრძელე რა, მოუთმენლად გელით...

 


№2  offline წევრი ANDERSON

კარგი ჩანს
მიდი , გააგრძელე

 


№3  offline წევრი fluctus Oceani

ძალიან მომეწონა მემგონი ლილიანა და ლაზარე ერთად იქნებიან და ძალიან მომწოოოოოოოოოონს

 


№4  offline წევრი Elea_Nora

გააგრძელე! კარგი ისტორია ჩანს. პერსონაჟებიც კარგია. იმედია გააგრძელებ.
წარმატებები!

 


№5  offline წევრი GirlWhoWritesBcsSheNeedsBreathe

სტუმარი შარლოტა
კი, კი გააგრძელე რა, მოუთმენლად გელით...

გადაწყვეტილია - ვაგრძელებ! :დდ <3

ANDERSON
კარგი ჩანს
მიდი , გააგრძელე

უკვე ვწერ და დაიდება საღამოს <3

I love you baby
ძალიან მომეწონა მემგონი ლილიანა და ლაზარე ერთად იქნებიან და ძალიან მომწოოოოოოოოოონს

მოვლენებს ნუ გავუსწრებთ :დდ <3 <3 მადლობა, მიხარია!

Elea_Nora
გააგრძელე! კარგი ისტორია ჩანს. პერსონაჟებიც კარგია. იმედია გააგრძელებ.
წარმატებები!

მადლობა, ძალიან მიხარია თუ მოგეწონათ! <3 საღამოს აუცილებლად დავდებ

 


№6  offline წევრი khatia khatia

კაია რომ აგრძელებბბ
--------------------
we dont need makeup to look beatiful
კიკელა კიკელა

 


№7  offline წევრი GirlWhoWritesBcsSheNeedsBreathe

khatia khatia
კაია რომ აგრძელებბბ

წერის პროცესშია! საღამოს ავტვირთავ <3

 


№8  offline წევრი GirlWhoWritesBcsSheNeedsBreathe

მეგობრებოოო, ბოლოში, ლაზარეს მონოლოგში მის შეყვარებულს ჰქვია ნუცა და არა სალომე, შემეშალა და არ დაიბნეთ. შესაბამისად ლაზარე თავისი შეყვარებულის - ნუცას სახლში მიდის.

 


№9  offline წევრი კეროლაინი

კარგია❤️❤️❤️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent