შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სამიზნე (20 თავი)


23-11-2018, 22:05
ავტორი naattii
ნანახია 1 855

-როგორაა საქმე?_მანქანიდან არ იყო ანდრია გადასული ყიფიანს რომ დაუძახა.
-ყიფშიძე ვერ გამოავთრიე_მხრები აიჩეჩა ბიჭმა და გენერლის შეყვირებაც გაისმა.
-ამის დედაც..._სწრაფი ნაბიჯებით მიუახლოვდა ქოხს და კარები გამოაღო. ნანახზე ცოტა შეცბუნდა, მაგრამ ყიფშიძემ რომ თითქოს მალულად მოიშორა ჩამოვარდნილი ცრემლი ყველაფერს მიხვდა.
-ახლა მამალაძე აღარ დაგავიწყდება_მკაცრად ამოიდუდუნა, დანა იატაკზე მიაგდო და გარეთ გავარდა.შეცბუნებულმა მოათვალიერა პოლკოვნიკმა გენერლის სხეული, დანის წვერით თითქმის მთელ სხეულზე ისე დაესერა ყიფშიძეს კაცის კანი, რომ შრამები დარჩენილიყო. თავად გენერალი ძლივს სუნთქავდა და ტკივილისგან შეჭმუხნული სახის გასწორებას ცდილობდა.
-ხვდები მაინც ხალხი როგორ გყავს გამწარებული?_მუხლებში მოხრილი ჩაჯდა ანდრია გიორგის წინ -მისგან ხმამაღლა ნათქვამი სიტყვაც კი არ მაქვს 9 წელია განაგონი. არ ვიცი რა უნდა მოხდეს შენს ჩადენილზე რომ დაფიქრდე_თავი დანანებით გადააქნია კაცმა და შემოსულ ყიფიანს და ყიფშძეს ახედა. სიტყვაც არ უთქვამს დანით ისე გაუჭრა კაცს დაბმული ხელები და კარისკენ მიუთითა -შეგიძლია წახვიდე. შენ შენთვის ჩვენ ჩვენთვის და არ გაბედო კიდევ რაიმეს ჩვენ წინააღმდეგ გაკეთება.
-რა ქნას? შენ სულ გაგიჟდი?_წარბები შეკრა ყიფშიძემ.
-მე ასე გადავწყვიტე, შეუძლია წავიდეს. იმის თქმა არაა ალბათ საჭირო, რომ აქ მომხდარზე სიტყვაც არ უნდა დაძრა_გაოცებულ გიორგის გადახედა.
-ვიცი ანდრია_გაუბედავად გადადგა ნაბიჯი გენერალმა კარისკენ.
-კინაღამ დამავიწყდა_გასვლამდე შემოაბრუნა კიდევ ერთხელ და მთელი ძალით მოქნეული მუშტი პირდაპირ ცხვირში მოარტყა და გაუტეხა -არ დაგინახო ჩემ ცოლს კიდევ ერთხელ მიეკარო.

-რატომ გაუშვი? ჯერ მოგავტაცებინე, მერე ცოფებს ყრიდი და აწამებდი, ახლა ერთმანეთს შევეშვათო და დავზავდეთო, საერთოდ რას აკეთებ ანდრია?_ცოფებს ყრიდა ყიფშიძე. მის სიტყვებზე ყიფიანმა ხითხითით მოუკიდა მორიგ ღერს და ფანჯარასთან დადგა თავი ქნევით.
-ასე მგონია ამდენი წელი სხვასთან ვიმუშავე, ჯერ კიდევ ვერაფერი მისწავლებია. აქ მოსვლამდე ელენემ დამირეკა, კიდევ სამი ნარკო დილერი აუყვანია გაბრიელის ჯგუფს, მაგრამ ახალი ვერაფერი გაუგიათ. გენერალი ახლა გამწარებული მხეცია, რას შვება გამწარებული მხეცი, რომელსაც კუთხეში მიიმწყვდევენ? ნებდება?
-ბრძოლას იწყებს_დაფიქრებული შედგა ყიფშიძე.
-სწორია, ხოლო თუ მხეცი გენერალივით ცივსისხლიანია?
-კუდებს იშორებს და წარსულს ასუფთავებს.
-კიდევ კარგი, მთლიანად არ დაგიკარგავს გონება_მხიარულად შესძახა ყიფიანმა.
-და შეშინებულ კუდებს ჩვენ ავიყვანთ, რომლებიც უსაფრთხო თავშესაფრის სამაგიეროდ ინფორმაციას ჩაგვიკაკლავენ.
-ევრიკა_ხელების აწევით შესძახა ანდრიამ და ქოხიდან გამოვიდა -ახლა წავალ, ნანოს წერენ და სახლში უნდა წავიყვანო.
-მართლა შენთან მიგყავს?_მანქანის კარები გამოაღო ყიფიანმა.
-ოდესმე ვინმესთვის სიტყვაზე ცოლი მიწოდებია?_გვერდულად გადმოხედა ანდრიამ.
-არასდროს_თავი ღიმილით გადააქნია ბიჭმა. -შეგიყვარდა.
-შემიყვარდა_ღიმილით დაქოქა მანქანა პოლკოვნიკმა და ქალაქისკენ გაუდგა გზას.

-რა კარგია მოხვედი_გახარებულმა შესძახა ნანომ კარებში ანდრიას დალანდვისთანავე.
-სად წავიდოდი_კაცსაც გაეცინა გოგოს გულუბრყვილობაზე.
-ვერსად_ცალ ფეხზე გაჭირვებით წამოდგა.
-წავედით?
-წავედით.
ინვალიდის ეტლით მიაცილა ექთანმა ნანო და ანდრია მანქანასთან, საიდანაც რიგრიგობით გადმოლაგდნენ ყიფიანი და ყიფშიძე.
-ბიჭებოო_გახარებულმა შესძახა ნანომაც და ანდრიას ხელებში აწრიალდა. -როგორ ხართ?
-ჩვენ კი ვართ კარგად_გაოცებისგან სახე წაშლოდათ ბიჭებს.
-აჰ შრამები? არაუშავს, გაივლის ან დარჩება_ხელი უდარდელივით აიქნია გოგომ. უცებ მოურიდებლად მოეხვია ყიფიანი და მთელი ძალით ჩაიხუტა გოგო
-გეფიცები ყველაზე ძლიერი ქალი ხარ, ვინც კი ოდესმე მინახავს.
-ჰმ, ჰე წავედით_წარბშეკრულმა ჩაახველა ანდრიამ და ხელში დაკავებული ნანო მანქანაში შესვა.
-ეჭვიანო_სიცილით ჩაჯდნენ ბიჭებიც უკან და ანდრიას მოხედვაზე მხრები აიჩეჩეს -ჩვენც მოვდივართ.
-აბა ახლა დაიშალეთ.
-ნწ, გამორიცხულია, ნანო ხომ უნდა გავრთოთ_თვალი ჩაუკრეს უკან მიბრუნებულ კაცს და მანაც ბუზღუნით დაქოქა მანქანა.

ანდრიას ბინამდე თხუთმეტი წუთი დასჭირდათ. სახლი სუფთა ოროთახიანი გამოდგა, კომფორტულად მოწყობილი, თუმცა ცოტა ჩაბნელებული და ცივი.
-ხოო, ნათელი ფერები დაგვჭირდებაა_წამში მოათვალიერა ნანომ ბინა.
-ოთახში დაგაწვენ_საძინებლისკენ წავიდა ანდრია.
-არა რა, ბიჭებთან მირჩევნია, გავერთობი_მუდარით გახედა ანდრიას და მანაც მორჩილად წაიყვანა დივნისკენ.
-კომფორტულად ხარ?_ბალიშები დაუწყო ზურგთან და პატარა მაგიდაზეც ნელა შემოადებინა ფეხი.
-შეიძლება შენს გვერდით კომფორტულად არ ვიყო?_თბილად გაუღიმა ნანომ და ლოყაზე ჩამოუსვა ხელი.
-გაგვეზარდა უფროსი_არასებული ცრემლი მოიწმინდა ყიფშიძემ და სავარძელში მოკალათებულ ყიფიანს ჩამოუჯდა კიდეზე.
-დამეწვა გული _ხელზე ჩამოაყრდნო ყიფიანმა ყბა და ტუჩები გადმობურცა.
-დამეკარგეთ აქედან_ ვითომ მკაცრი სახით დაუცაცხანა ანდრიამ, თუმცა მაინც გაეღიმა სამზარეულოსკენ მიმავალს სამ ხმაში ერთად ატეხილი ხარხარი რომ დაეწია.


-გამარჯობა ოჯახს_გაბრიელის შეძახება გაისმა რამდენიმე წუთში ბინაში.
-ანუ დღეიდან მოსვენება არ გვექნება_ნანოს გადახედა, რომელიც ბედნიერი იღიმოდა.
-ძალიანაც კარგი, ვერ ვიტან მოწყენილობას.
-დარწმუნებული ხარ, რომ სწორი კაცი აარჩიე?_წარბი აუწია პოლკოვნიკმა.
-ათასი პროცენტით_წამით აკოცა კაცს და მისკენ წამოსულ გაბრიელს მოეხვია, რომლის უკანაც გაფითრებული სახითა და გაფართოებული თვალებით იდგა ელენე.
-ეს... ეს .... ეს არის ნანო? ეეს?_ხმა გაყინვოდა ქალს.
-გამარჯობა ელენე_დაბნეული სახით ძლივს წამოდგა ელენე და ცალ ფეხზე მდგომი რომ არ დაცემულიყო ანდრიას დაეყრდნო ბეჭზე.
-თქვენ რა დამცინით?_ერთი ნაბიჯით უკან დაიხია ქალმა. -იცით მაინც ვინ არის?
-იციან ელენე, ყველაფერი იციან, მე .... მე ვცდებოდი, მაპატიე, ყველაფერი ჩემი ბრალია, მაპატიე_აცრემლებულს ჩაეხარა ნანოს თავი და თითებს იწვალებდა.
-კი, მაგრამ ვერაფერი გავიგე, აქ რას აკეთებ, ანდრია ასეთი ქალი როგორ შეგიყვარდა, ის ხომ ...
-ყველაფერი ვიცითთქო ელენე_მაშინვე გააჩუმა ქალი ქმრის მკაცრმა ხმამ, -სწორედ შენი მოტაცებით მიხვდა ნანო ყველაფერს და მას შემდეგ რა არ გააკეთა და როგორ არ აწამეს რომ ჩვენ დაგვხმარებოდა, შეცდა და ბოდიში მოიხადა ასე არ შეიძლება, მასაც გაუგე, სულაც არ იცოდა ვინ იყავი, დავალება მიიღო და შეასრულა, შენი გაცნობა არ დაუწყია, მას ტერორისტი ეგონე.
-გეფიცები მართლა ვნანობ, იმ დღიდან წამი არ გასულა შენზე რომ არ მეფიქროს, ამიტომაც მოვიძებნე მაშინვე გაბრიელი, მაპატიე_მუდარა იგრძნობოდა ნანოს ხმაში და გული მოეწურა ანდრიას გოგოს ასეთ ხმაზე.
-შენს ადგილას ნებისმიერი შეიძლებოდა ყოფილიყო_მშვიდად ამოილაპარაკა ელენემ და გვერდიდა ქმრის ღრმა ამოსუნთქვაც გაიგონა. თუ ნანო გაბრიელისთვის მნიშვნელოვანი ადამიანი იყო, მისთვისაც გახდებოდა.
-გამარჯობაათ_კიდევ ერთი მხიარული შეძახილი გაისმა და ოთახში ნათია და ჯაბაც გამოჩნდა.
-აი ვინ გვაკლდაა_ხმა დაიწვრილა ყიფიანმა
-გაიზარდე რა, ძალიან გთხოვ_პატარა ბავშვივით გამოიწელა კერესელიძემ კისერი.
-ახალი ამბავი გვაქვს_ნანოს რომ გადაეხვია მის გვერდით ჩამოჯდა ნათია და მეგობრებს გადახედა.
-კიდევ კარგი, კიდევ ერთი ცუდის გაგონება არ მინდა_ ხელი აიქნია ყიფშიძემ.
-ორ კვირაში ქორწილში გეპატიჟებით_საზეიმო ხმით გამოაცხადა ჯაბამ და დაიმსახურა კიდევაც მხიარული შეძახილები.

სასიამოვნო საღამო გაატარეს, ბევრი ისაუბრეს, თითქოს ერთი დღით დაივიწყეს ის ყველაფერი ცუდი, რაც მათ ირგვლივ ხდებოდა. უკვე საკმაოდ გვიანი იყო ანდრიამ ხელში აყვანილი რომ ჩააწვინა მათ საწოლში თვალებ მილულული გოგო და საბანიც კარგად ამოუკეცა. სააბაზანოში იყო და კბილებს იხეხავდა ოთახიდან განწირული კივილის ხმა რომ გამოვიდა და ანდრიაც ფეხშიშველი გაიქცა მისაშველებლად.


-გენერალო, ავარიაში მოყევით?_გაკვირვებული შეჰყურებდა დალეწილ უფროსს ერთ-ერთ ობიექტზე მისულს დაცვის წევრი.
-ავარიაში აბაა_მწარედ ამოილაპარაკა გიორგიმ და ცხვირზე დაკრული პლასტერი თთით მოისინჯა.
-რაა ცნობილი სად ვიყავი ეს ერთი კვირა?
-საიდუმლო დავალებაზე_თვალები უფრო გაუფართოვდა ბიჭს.
-ჰმ, დავალებაზე. ახლა წადი, რამაზი მომითრიე სასწრაფოდ და ყველა ჩვენს საქმეში ჩარეული პირის მონაცემები მინდა, ვინც მე მიცნობს უკლებლივ ყველასი_მუჭი მაგრად დააბრახუნა მაგიდაზე გიორგიმ.
-ახლავე გენერალო_მაშინვე გაქრა ოთახიდან ბიჭი.
-დავალება არა ანდრია? მე თქვენ გაჩვენებთ წამებას და დამუქრებას, დავალებაზე გამგზავნა ბიჭმა თურმე. მე არ ვიყო გენერალი, თქვენ თუ ეგ საქციელი არ გაზღვევინოთ._კიდევ დიდხანს ისმოდა ოთახიდან გიორგის ჯინიანი ლაპარაკი.



№1  offline მოდერი naattii

უცნაური მე
ახლა რაღა დაართა ნანოს რომ დაფეთა ეს ფეხშიშველი ბიჭი :დდ
გენერალი ბევრს კი იმუქრება მაგრამ დიდი იმედი მაქვს ვერაფერს დაუშავებს ვერავის, ან მეტი რაღა უნდა დაუშავოს..
გაგრძელებას ველოდებიი ❤️

ჯობდა გაეთვალისწინებინა ანდრიას რჩევა :D

 


ქორწია,ქეიფია,გრილი,გრიალი,გრიალი, გრიალი :) ამის მეტი აღარ მახსოვს :) ამდენი უბედურების მერე დროა ბედნიერებამ დაისადგუროს❤ გენერალი კიდევ დიდი ბაქია ვინმეა და ნუ ბლატაოს აქ :) ერთხელ ხომ ასწავლეს ჭკუა და არც ახლა გაუჭირდებათ ჩემ ბიჭებს ❤ გელოდები ახალი თავით ❤

 


№3  offline მოდერი naattii

რუსკიმარუსია
ქორწია,ქეიფია,გრილი,გრიალი,გრიალი, გრიალი :) ამის მეტი აღარ მახსოვს :) ამდენი უბედურების მერე დროა ბედნიერებამ დაისადგუროს❤ გენერალი კიდევ დიდი ბაქია ვინმეა და ნუ ბლატაოს აქ :) ერთხელ ხომ ასწავლეს ჭკუა და არც ახლა გაუჭირდებათ ჩემ ბიჭებს ❤ გელოდები ახალი თავით ❤

ტყუილა აქნევს ერთ ადგილს :D გრიალი გრიალი ოხერტიალიიი :D ასე მტერი დაგეცალოოოოს ტიალიი :D

 


№4  offline წევრი qetulaa

Shen momineleb mee, natiaaaaaaaaa, ra sayvarlebi ariannn, au axal istoriashi sadme dachi gaurie raa monenatraaaa

 


№5 სტუმარი ნათია41

ანუ ორ ქორწილში ვგუგუნებთ? ხო და წინა კომენტარზე გეტყვი რომ სამჯერ ვიყავი ანალოგიურად ;დდ ყველაფერზე მეტირებოდა ქმარი რომ მეტყოდა მიყვარხარო იმაზეც ვტიროდი. და სხვა აზრი არც მომსვლია და მომკალით;დდ. არადა კაი იქნება ბაევიკი ფეხმძიმე;დ

 


№6  offline მოდერი naattii

qetulaa
Shen momineleb mee, natiaaaaaaaaa, ra sayvarlebi ariannn, au axal istoriashi sadme dachi gaurie raa monenatraaaa

ვნახოთ ვნახოოთ ❤️

ნათია41
ანუ ორ ქორწილში ვგუგუნებთ? ხო და წინა კომენტარზე გეტყვი რომ სამჯერ ვიყავი ანალოგიურად ;დდ ყველაფერზე მეტირებოდა ქმარი რომ მეტყოდა მიყვარხარო იმაზეც ვტიროდი. და სხვა აზრი არც მომსვლია და მომკალით;დდ. არადა კაი იქნება ბაევიკი ფეხმძიმე;დ

იარაღით და მუცლით ხო :D

 


№7  offline წევრი nini :)

ვერ ვიტან გენერალს.... საბედნიეროდ ანდრია არ შემძულებია და არც აზრი შემცვლია მასზეეე.... ელენეს რეაქცია არ იყო გასაკვირიიიი ნანნოს დანახვისას....
მიყვარს ეს ხალხიიი.... იმედია ნანოს ცუდი არაფერი მოსვლიაა.... მიხარია მისი დამოკიდებულება თავის ჭრილობებზე... ბევრი დეპრესიაში ჩავარდებოდა მას კიი....

დაჩი მომენატრააააა

 


№8  offline მოდერი naattii

nini :)
ვერ ვიტან გენერალს.... საბედნიეროდ ანდრია არ შემძულებია და არც აზრი შემცვლია მასზეეე.... ელენეს რეაქცია არ იყო გასაკვირიიიი ნანნოს დანახვისას....
მიყვარს ეს ხალხიიი.... იმედია ნანოს ცუდი არაფერი მოსვლიაა.... მიხარია მისი დამოკიდებულება თავის ჭრილობებზე... ბევრი დეპრესიაში ჩავარდებოდა მას კიი....

დაჩი მომენატრააააა

დაჩი მეც მომენატრა ❤️

 


№9  offline აქტიური მკითხველი terooo

ოჰო... ახლა ახალი ომი დაიწყება

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent