შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

გავრცელებული სახელი [ 2 ] +18


26-11-2018, 22:15
ავტორი Cat-herine
ნანახია 4 573

2
საკუთარი დაუოკებელი გულისცემა იმდენად ხმამაღლა ესმოდა, რომ ყურები დაუგუბდა კიდეც. ადგილს იყო მიყინული და წარმოდგენაც არ ჰქონდა რა უნდა გაეკეთებინა. ბრაზმა, ვნებამ, სიყვარულმა და სიძულვილმა ერთბაშად მიიტანეს იერიში მის ულამაზეს შინაგან სამყაროზე და მიზანმიმართულად ანგრევდნენ მას. გაახსენდა თითოეული წამი გატარებული ამ ადამიანთან, გაახსენდა საკუთარი თავი მის გვერდით, გაახსენდა ის ენით აუწერელი ტკივილი, რომელიც მან მიაყენა. და მაინც, მისი სახელის წარმოთქმისას, მისი ფოტოს შემყურეს სხეული არ ემორჩილებოდა. ფეხებშუა ძლიერ ფეთქვას გრძნობდა, რომელსაც იგი ჭკუიდან გადაყავდა. მიუხედავად ყველაფრისა, მზად იყო ამ ადამიანის მკლავებში ყოფნის ნეტარება კიდევ არაერთხელ განეცადა. მაგრამ ეს იმდენად შეურაცხყოფელი ეჩვენებოდა მას შემდეგ, რაც ამ კაცმა გაუკეთა, რომ სიტუაცია გამოუვალი ეჩვენა. კბილებით ქვედა ტუჩს იწვალებდა, ხელებში ფოტოს ათამაშებდა, ფეხებს კი რაც ძალი და ღონე ჰქონდა ერთმანეთს აწებებდა აღგზნების ჩახშობის მიზნით, მაგრამ ვერა და ვერ შეძლო დამშვიდება. ათასგვარი ფიქრი ელავდა მის გონებაში, მაგრამ მოზღვავებული ენერგიისა და არანორმალურად ძლიერი სურვილის გამო ვერ ახერხებდა ვერც ერთზე კონცენტრირებას. გაუაზრებლად ჩაიცურა ხელი ქვედაბოლოს ქვეშ და საცვალს შეეხო. ხვდებოდა, რომ ამის გაკეთება არ შეიძლებოდა. მითუმეტეს აქ და ახლა, მაგრამ საკუთარ თავს ვერაფერი მოუხერხა. მის მეხსიერებაში კადრებით ჩნდებოდა ვნების ქარცეცხლში გატარებული მაგიური ღამეები, როდესაც გიორგისთან ერთად ნეტარების ოკეანეში ქალთევზასავით ცურავდა და თავის შეკავება უკვე შეუძლებელი ხდებოდა. სწრაფად მოიშორა საცვალი სხეულიდან და გაურკვეველი მიმართულებით მოიქნია. აცახცახებულმა, სიამოვნების მოლოდინში ატმისფერი ქვედაბოლოს ქვეშ შეცურებული თითები სასქესოზე სწრაფად აათამაშა. ოდნავ წამოიკვნესა, როცა ფალანგებში აღგზნებისგან ოდნავ შეშუპებულ მოხვდა და გაუაზრებლად გაიმართა წელში. ნელი ტემპით დაუწყო საკუთარ თავს ფერება და გაოცებული იყო იმისგან, თუ რაოდენ დიდი რაოდენობის სითხე გამოყო მისმა ორგანიზმმა. სულ სველი იყო. აღარ ჰყოფნიდა ნელი და ნაზი ტემპი. ახსოვდა როგორ ანაცვლებდა გიორგი სინაზესა და ცხოველურ სიუხეშეს ერთმანეთში ს სურვილი გაუჩნდა ეცადა. ინსტინქტურად ააჩქარა და უხეში გახადა მოძრაობა. მისი მკერდის კერტებიც ითხოვდნენ შეხებას და იტანჯებოდნენ. სურათს ხელი გაუშვა, წინ დაიდო და ისე მოაქცია, რომ ფოტოდან გიორგი პირდაპირ მას უმზერდა. მისი მწვანე თვალებიდან წამოსული გიჟური მუხტი წერილს არსებულზე მეტად აღაგზნებდა და სირცხვილის გრძნობას აღვიძებდა მასში. ლოყები შეეფაკლა, მაგრამ გაჩერება ან გიორგისთვის მზერის მოშორება აზრადაც არ მოსვლია. ზედაპირული მოფერება უკვე ვეღარ აკმაყოფილებდა, თითები ღრმად შეუცურა და ხმამაღლა წამოიკვნესა. სუნთქვის რიტმი უკვე კარგად ხანია დაერღვა. თვალები დახუჭა და ინსტინქტებს მიენდო. ღრმად სუნთქავდა და ამოსუნთქვებს შორის გიორგის ეძახდა. ჯი წერტილს იწვალებდა და სულ ცოტა ჰქონდა დარჩენილი კულმინაციამდე. მკერდს მოუჭირა, რაც ძალა და ღონე ჰქონდა სწრაფად და ძლიერად მოძრაობდა.
- გიორგი! - კვნესოდა, ეძახდა, უნდოდა. - მეტი აღარ შემიძლია… - ნაწყვეტებად ისმოდა მისი ხმა. თვალის გუგები ზევითკენ მიმართა, მხოლოდ თეთრი გარსის გარჩევაღა იყო შესაძლებელი. მის ტუჩებზე დაწერილი “გიორგი”-თ ნათელი იყო, რომ ქალმა სიამოვნების ევერესტი დაიპყრო და არაადამიანურ ორგაზმს ეზიარა
გონს მხოლოდ ათიოდე წუთის შემდეგ მოვიდა. თვალი სურათზე გამოსახული გიორგისთვის გაეშტერებინა და გრძნობდა, რომ მისი საქციელის მიუხედავად ეს ადამიანი არ სძულდა. კი, მან მიატოვა ის. კი მან მოატყუა, რომ მარტო იყო, სინამდვილეში კი საცოლე ჰყავდა. კი, არაკაცურად მოიქცა, მაგრამ ზოგჯერ შენში არსებული გრძნობა მიდენად ძლიერია, რომ რამდენად ამაზრზენი ქმედებაც არ უნდა ჩაიდინოს შენმა საყვარელმა ადამიანმა, ის მაინც შენი გიჟური სიყვარულის ობიექტი იქნება. ქეროლი ხვდებოდა, რომ ბუნებაში არ არსებობდა არაფერი, რაც აიძულებდა მას ეს მამაკაცი გულიდან ამოეგდო და ეს აშინებდა. გიყვარდეს ყველაფრის მიუხედავად ძალიან საშიში, ჩამთრევი და საინტერესოა. მაგრამ როდესაც ეს ადამიანი მიდის შენი ცხოვრებიდან, ყველაფერი თან მიაქვეს. შენი სული მას დაჰყვება აჩრდილივით და სხეულს აღარ ეკუთვნის თითქოს. საკუთარ თავს სჩუქნი სიყვარულის ობიექტს და შენ მის გარეშე უკვე შენ არ ხარ.
წარსულის გახსენებაიყო და თვალებზე მოვარდნილმა ცრემლთა ნაკადიმა გასაქანი ჰპოვა ქეროლის სახეზე. გავარვარებულმა მარილიანმა ბურთულებმა სახე უმოწყალოდ დაუსერეს და ქალს თავის შეკავება უკვე აღარ შეეძლო. ხმით აქვითინდა და წლების ნაგროვები ემოციები ამოანთხია.
როდესაც ლადოსთან მივიდა, რომ გასაღები დაებრუნებინა, აშკარად ეტყობოდა, რომ ნამტირალევი იყო. ბიჭმა სცადა მიზეზის გარკვევა, მაგრამ ეროლმა იგი უპასუხოდ დატოვა. უხმოდ ჩააბარა გასაღები და თავისი ნომრისკენ გასწია. პჯახისა და მეგობრის კითხვებიც დააიგნორა და არ შეიმჩნია, რომ ყველაფერი გაახსენდა. უბრალოდ საწოლზე წამოწვა და ბალიშშ თავი ჩარგო. ტირილის ძალა უკვე აღარ ჰქონდა. თვალებგახელილი იწვა და ფიქრობდა რა გაეკეთებინა. გიორგისთან რომ ურთიერთობა გაეგრძელებინა, ამისთის საჭირო იქნებოდა გადაებიჯებინა საკუთარ თავზე და თავმოყვარეობაზე. ამის გაკეთება კი ასეთი მარტივი არ იყო. ზედმეტი სიამაყე, რა თქმა უნდა, ღუპავს ურთიერთობას, მაგრამ არც უთავმოყვარეობა ვარგა. ქეროლი დილემის წინაშე დადგა. ან ხელი უნდა ჩაექნია, ან კიდევ როგორმე აღედგინა ურთიერთობა.
მეორე ვარიანტი მიმზიდველად ეჩვენებოდა, მაგრამ არ იცოდა რას გრძნობდა თავად მამაკაცი მის მიმართ. თუმცა გულგრილი არ უნდა ყოფილიყო, რადგან მის ფოტოს ინახავდა. 22ის იყო ქეროლი, როდესაც მათ ურთიერთობა დაიწყეს. ეს კავშირი ექვსი თვე გაგრძელდა, მას შემდეგ კი ორი წელია გასული. იქნებ კაცმა უბრალოდ არ იცის ამ ფოტოს არსებობის შესახებ ? გაუელვა თავში ქეროლს, იქნებ უბრალოდ ოდესღაც დადო და დაავიწყდა მისი არსებობა? ამ ფიქრების აზრად მოსვლისთანავე გულმა რეჩხი უყო ქალს.
რაც არ უნდა ყოფილიყო, ბოლოჯერ უნდა გაებრძოლა. მთელი ღამე ფიქრობდა, როგორ გამოესწორებინა სიტუაცია, როგორ დაებრუნებინა ურთიერთობა ამ ადამიანთან. მიუხედავად ამბივალენტური გრძნობებისა და ფიქრებისა, რომლებიც იბადებოდნენ და კვდებოდნენ მის გონებაში, ბოლოს მის ტვინში ნათურა მაინც აინთო.
...
გიორგი ჯიშკარიანი, საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი ბიზნესმენი, რომელსაც ენ რაოდენობით მტერი და ავისმოსურნე ჰყავს და რომელსაც კომპანიაში თავისი მდივანი სჭირდება.
ქეროლი ბორდოსფერ სავარძელში იჯდა დ ა და ინტერნეტ სივრცეში ამ ადამიანზე რაც შეიძლება მეტი ინფორმაციის მოგროვებას ცდილობდა, მაგრამ ბოლოს ნაპოვნმა მაინც ყველაზე მეტად გაახარა. სი-ვი გააგზავნა მითითებულ მისამართზე და სულ რაღაც თხუთმეტიოდე წუთში გასაუბრების დრო მოუვიდა პასუხად. ცოტათი გაუკვირდა კიდეც მომენტალური პასუხი, მაგრამ გაამართლა იმით, რომ ბატონ გიორგის მეტისმეტად სწრაფად სჭირდებოდა მდივანი და თანამშრომელი ახლის საპოვნელად თავდაუზოგავად მუშაობენ.
ღიღინით წამოხტა და კარადასთან მივიდა. სულ რაღაც ორიოდე წუთში აირჩია შინდისფერი კაბა და შავი მაღალქუსლიანი, წაწვეტებული ფეხსაცმელი. თმა ცხენის კუდად შეიკრა და სახლიდან ისე გაიპარა, რომ ვერავის შეემჩნია. თუმცა საიმონს ეძინა, ოდრი სამზარეულოში ფუსფუსებდა, ლორა კი სახლში არ იყო.
ტაქსიში მოხერხებულად და ელეგანტურად ჩაჯდა და გული უფართხალებდა გიოპრგის ნახვის მოლოდინში. მაგრამ ყველაფერი ისე მარტივად არ იქნებოდა, როგორც ერთი შეხედვით ჩანდა. ქეროლს გეგმა ჰქონდა შემუშავებული. მართალია, ის არ იყო დეტალებამდე გათვლილი, მაგრამ ბატონ გიორგის ნამდვილად აურევდა თავგზას და შეაცბუნებდა.
უზარმაზარი, ნაცრისფერი შენობის ქვეშ გაჩერდა ტაქსი. ქეროლიც ამაყად გადმოვიდა მანქანიდან. ყველას წყვილი თვალი მომართული იყო მისკენ განურჩევლად სქესისა. ქერა გრძელი თმა სიარულისას ოდნავ ირხეოდა, მარალქუსლიანების რიტმული კაკუნი მეტად უხდებოდა მის თავდაჯერებულ სიარულის მანერას.
ლიფტში შესვლისას იგრძნო, რომ მარჯვენა მხრიდან ვიღაცის დაჟინებული მზერა ბურღავდა. სულ ოდნავ მოაბრუნა თავი და შეხედა მბურღაი მზერის ავტორს. ახალგაზრდა მამაკაცი იყო, ყავისფერი თმითა და თაფლისფერი თვალებით, რომლის სხეულზეც პერანგი ძლივს ჩერდებოდა. თეთრი მატერია მეტისმეტად დაჭიმულიყო და მჭიდროდ ეტმასნებოდა გამოკვეთილ მხრებსა და ხელებს. ქეროლმა ტუჩის კუთხე ოდნავ ჩატეხა, თმა მოიქნია და ლიფტიდა გავიდა.
ჰოლში ძალიან ბევრი გოგო დახვდა, რომლებიც, როგორც დაასკვნა, მდივნის ადგილისთვის იბრძოდნენ. კუთხეში დაჯდა და ელოდებოდა თავის რიგს. ამასობაშ კი ყურებით გაერთო. მაინც რამდენად განსხვავებული თაბეჭდილება შეიძლება ჰქონდეს ადამიანს, როდესაც რომელიმე თანაბმდებობის დასაკავებლად თვლის საკუთარ თავს მზად. აქ იყვნენ ლამაზმანები, არც ისე ლამაზი ქალები, გამომწვევები, მეტისმეტად კონსერვატულები. ზოგს თავი ძალიან ღირსეულად ეჭირა, ზოგიც კი გულისამრევად ვულგარულად იქცეოდა. აშკარად ეტყობოდათ რას ელოდნენ ამ გასაუბრებისგან.
გოგონები შედიოდნენ მამაკაცის ოთახში მხიარულები, მიზანდასახულები, ხოლო გამოდიოდნენ გატეხილები და ატირებულებიც კი. ქეროლი კი რიგში ბოლო იყო. ნერვიულობდა, არანორმალურად ნერვიულობდა, მაგრამ არა გასაუბრების გამო. მისთვის ამჟამად მთავარი იყო ის, რომ შემუშავებული გეგმა თავისი ემოციურობის გამო არ ჩაშლოდა. გიორგი არ იყო მარტივი კაცი, ის თავისუფლად კითხულობდა ადამიანებს, ამიტომ ჩვეულებრივზე ასჯერ მეტი ძალისხმევა დასჭირდებოდა ქეროლს, რომ ჩანაფიქრი სრულყოფილად განეხორციელებინა. გული განუზომლად სწრაფად უცემდა და როცა რამდენიმესაათიანი ლოდინის შემდეგ მისი შესვლის დრო დადგა, მაგიდაზე მდგარი წყლით სავსე ჭიქა ერთი ამოსუნთქვით ჩაცალა. მხრებში გასწორდა და ნელი ნაბიჯით გაუყვა ბოსის კაბინეტისკენ. ორჯერ დააკაკუნა და გაიგონა დიდი ხნის ნანატრი ხმა, რომელიც დაღლილობისგან და ბრაზისგან კიდევ უფრო დაბოხებოდა კაცს.
კარი შეაღო და შევიდა, მისი მაგიდის წინ დადგა და მიესალმა.
- გამარჯობა, მე ქეროლ უაითი ვარ. - ჰაეროვანი, თუმცა ოდნავ ემოციაშეპარული ხმით თქვა ქალმა და მისკენ ზურგშექცევით მდგარ კაცს თვალებით ბურღვა დაუწყო. გიორგი კი თითქოს ადგილს მიეყინაო. ჯიბეებში ხელებჩაწყობილი, გასცქეროდა ქალაქს, მაგრამ ვერ ხედავდა მას. ამ ხმის გაგონებისთანავე მისმა გაყინულმა გულმა რამდენიმე დარტყმა გამოტოვა, ამ სახელის გაგონებისთანავემისი ქვეცნობიერიდან მოგონებებიმა ცუნამივით წალეკეს მისი ცნობიერება და თალწინ ქეროლი დაუდგა. ქეროლი, რომელიც უდარდელად ნებივრობდა მის მკლავებში, რომელიც დილაობით არ აძინებდა ხოლმე, რომელიც არაჩვეულებრივ ღვეზელს აცხობდა და საერთოდ არ გამოსდიოდა მისი საყვარელი ყავის მომზადება.ამ ნაზი გრძნობების გახსენებისთანავე მოაწვა ბრაზი მის საფეთქლებს, კისერზე ძარღვი დაეჭიმა და თვალები ჩაუსისხლიანდა. სრაფად შებრუნდა ქალისკენ და თავისი სამუშაო მაგიდის კიბეებს ჩააფრინდა.
- მასხრად მიგდებ, ქეროლ ? - დაიგრგვინა მისმა ბოხმა ხმამ დაქეროლი შშმა აიტანა. იგრძნო როგორ დაუარა მისი სისხლის ყოველ ატომს ადრენალინის ნაცნობმა დოზამ და სიამოვნებისგან გააკანკალა. შესაძლებელზე მეტად სექსუალური ეჩვენა გაბრაზებული გიორგი, მისი ხმაც კი იმდენად ამიმზიდველი იყო, რომ ქეროლს წამით მოუნდა სულ გაბრაზებული ყოფილიყო კაცი მასზე, რათაქალში ასეთი ემოციები აღეძრა. მაგრამ ახლა არ იყო ამის დრო, ქეროლი რამდენიმე წამით ადრე, სანამ კაცს ხელებში ცაადნებოდა, გონს მოვიდა და ჩანაფიქრი გაახსენდა.
- უკაცრავად, რას გულისხმობთ ? - მამა აბრამის ბატკანივით შეშინებული და უმანკო გაუხდა სახის გამომეტყველება. დამფრთხალი შველის იმიჯი მოირგო და კაცს შეხედა.
- რა ჯანდაბას აკეთებ აქ, ქეროლ ? - კბილებს შორის გამოსცრა კაცმა და თავი ძლივს შეიკავა, რომ არ მიჭრილიყო ქალთან და წითლად მოელვარე ბაგეები უხეში კოცნით არ დაეფარა. ხვდებოდა, რომ იმ გრძნობის ჩახშობა, რომელიც ამ ქალთან განიცადა, შეუძლებელი იყო.
- რას ნიშნავს რას ვაკეთებ, ისევე რგორც ყველა მოვედი გასაუბრებაზე, რათა სამსახური მეპოვნა. - გაოცდა ქალი.
- ანუ შენ გინდა თქვა, რომ ამერიკიდან საქართველოში სამსახურის საძებნელად ჩამოხვედი ? - ტუჩის კუთხე ჩაუტყდა კაცს და სახეზე ენით აღუწერელი ცინიზმი გამოესახა. - ამაზე უნიჭო ტყუილს ვერ მოიფიქრებდი, ვაღიარებ.
- უპირველეს ყოვლისა, გთხოვთ, რომ თქვენობით მომმართოთ, რადგან არ გიცნობთ და შენობით ფორმაზეც არ გადავსულვართ. შემდგომ კი გთხოვთ უფრო გასაგებად მესაუბროთ. - ოფიციალური ტონი დაიჭირა ქეროლმა და ხმა გაიმკაცრა.
- რა ? - წარბი შეჭმუხნა გიორგიმ. - რას ნიშნავს ერთმანეთს არ ვიცნობთ ? - ყბები დაეჭიმა კაცს.
- შესაძლოა წინა ქეროლი გიცნობდათ კიდეც, მაგრამ პირადად მე არ გიცნობთ. ავარიაში მოვყევი და ამნეზიის დიაგნოზი დამისვეს, ამიტომ უმორჩილესად გთხოვთ წარსულით არ იმსჯელოთ. - ეს თქვა და ძლივს შეიკავა თავი, რომ გიორგის სახის დანახვაზე მთელი ხმით არ ახარხარებულიყო. კაცს აშკარად ეტყობოდა, რომ საქმის ამგვარ ვითარებაზე არანაირი წარმოდგენა და ვარაუდი არ ჰქონია. მაგრამ ბოლოჯერ გაიბრძოლა.
- მეკაიფები ? - წარბი ასწია და როცა ქეროლის ყველა ჟესტი, მიმიკა და ემოციაც კი მისი აზრით, მას სიმართლეს ეუბნებოდა. თავის სავარძელში ჩაესვენა და ჩაფიქრდა. ერთი წუთი ჩუმად იყო და თვალებით ჭამდა ქალს, სურდა სულ მცირე რამ მაინც ეპოვა, რაც დაამტკიცებდა, რომ ქეროლი ტყუოდა, მაგრამ ვერ იპოვა. მედგრად იდგა ქალი. აშკარად ეტყოვბოდა, რომ გეგმის განსახორციელებლად ყველაფერს გააკეთებდა. გუნებაში კი გიორგის ეფერებოდა და ეალერსებოდა, როგორც ადრე.
მამაკაცმა ერთი წუთი შეიცადა, მაგიდაზე არსებულ ღილაკს თითი დააჭირა და თქვა.
- ლოლა, ვაკანსია გააუქმე, ვიპოვე მდივანი.



№1  offline წევრი ket-kat

კარგია, გაგრძელება როდის იქნება?

 


№2  offline წევრი Cat-herine

ket-kat
კარგია, გაგრძელება როდის იქნება?

სამწუხაროდ, ზუსტ თარიღს ვერ დაავასახელებ...

 


№3  offline წევრი Nano Goduadze

ეხლა წავიკითხე ორივე თავი და მომეწონა ძალიან ^^ თუმცა 10 დღიანი დაგვიანებით თუ არ ატვირთავ კარგს იზამ :))

 


№4  offline წევრი Nano Goduadze

აახალბედა "მწერლის" კვალობაზე ძალიან უყურადღებო ხარ :) კარგად წერ მაგრამ თვეში ერთხელ ახალი თავის დადებით დიდად წინ ვერ წახვალ :) წარმატებები.

 


№5  offline წევრი Nano Goduadze

საერთოდ რატომ დაიწყე წერა ამ ისტორიის თუ გაგრძელებას არ აპირებდი ? ))

 


№6  offline წევრი Cat-herine

მაპატიეთ, ფსიქიკური პრობლემების გამო ვერ შევძელი ისტორიის გაგრძელება, დამნაშავე ვარ, ყველანაირი საყვედურის ღირსი, მაგრამ ფიზიკურად ვერ მოვახერხე დაწერა. ამიტომ, როდესაც წერას მოვრჩები, სრულად ავტვირთავ.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent