შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სამიზნე (21 თავი)


27-11-2018, 11:41
ავტორი naattii
ნანახია 2 005

-გაიღვიძე პატარავ, გაიღვიძე ჩემთან ხარ, ყველაფერი მორჩა, ნანო გაიღვიძე_ვერაფრით ახერხებდა კოშმარში ჩარჩენილი გოგოს გაღვიძებას, რომელიც გამწარებული კიოდა და ანდრიას არ ეპუებოდა.
-მაპატიე_სახეში მოხვდა პოლკოვნიკის ხელი და მაშინვე წამოჯდა შეშინებული.
-რა...რა მოხდა?_ირგვლივ აცეცებდა შეშინებულ თვალებს.
-უბრალოდ კოშმარი გესიზმრა_გულში ჩაიკრა აღელვებული გოგო და ჩაძინებას დაელოდა. გულზე მიხუტებული ყავდა ნანო და თვითონ ლეპტოპში ფილმის ყურებით ირთობდა თავს. რამდენიმე საათში ისევ ცმუკვა დაიწყო გოგომ, ამჯერად კივილის ნაცვლად მავედრებელი ხმით ამოქვა.
-ანდრია დამეხმარეე, მიპოვე რაა.
-უკვე ჩემთან ხარ ნანო_თავზე ეფერებოდა პოლკოვნიკი და ცდილობდა გოგო ისევ გამოეფხიზლებინა -მაპატიე, ასე უყურადღებოდ როგორ გაგიშვი, ღმერთო, მაპატიე რა.

უკვე განთიადის ფერები ეპარებოდა ცას ნანო რომ ჩაწყნარდა. ანდრიაც ყავის ასადუღებლად წამოდგა და დამშვიდებულ გოგოს კარგად გადააფარა საბანი. მას რომ ეპატიებინა, თვითონ ვერასდროს აპატიებდა საკუთარ თავს, მას გენერალი ყველაზე მეტად უნდა ცოდნოდა ვინც იყო, ამხელა რაღაც როგორ გამორჩა? ან ნანო როგორ მიატოვა. თვალები მოისრისა და ელექტრო ჩაიდანი წყლით ავსებული ჩართო. უკვე გათენებულე ნანოს ექიმს დაურეკა, სააბაზანოში ჩაიკეტა გოგო რომ არ გაეღვიძებინა და ისე აუხსნა სიტუაცია, მანაც გამოუწერა დამამშვიდებელი და ანდრია დაამშვიდა, გამიკვირდებოდა მართლა ისე იოლად რომ შეხვედროდა ყველაფერსო. ფაქტი იყო ნანო არ აპირებდა დეპრესიაში ჩავარდნილიყო, მაგრამ გონება და ორგანიზმი არ ემორჩილებოდა. შეტყობინება სწრაფად გააგზავნა და ისევ ოთახისკენ წავიდა გოგო რომ შეემოწმებინა. ნანო მშვიდად სუნთქავდა, უკვე გაღვიძებოდა და ანდრიას ბალიშზე თავდადებული მშვიდად იყურებოდა.
-დილა მშვიდობის_რაც შეეძლო თბილად გაუღიმა ანდრიას.
-ღმერთო სულ არ დაგაძინე?
-ოღონდ შენ იყავი კარგად_თავზე აკოცა გვერდით წამოუგორდა -მალე ბიჭები მოვლენ, დაახლოებით 13 წუთში_საათძე დაიხედა
-მეც გამოვალ, მოდი მაშინ ჯერ ჩაცმაში დამეხმარე და მერე სააბაზანო, თორემ უკან მობრუნების თავი აღარ მაქვს.
იოლად გადააცვა თავზე ერთიანი კაბა, თმაც თვითონ დაუვარცხნა და ღიმილით აკვირდებოდა სარკეში მოციმციმე ნანოს თვალებს. აბაზანაშიც ხელით გაიყვანა, ლამის უნიტაზზეც თვითონ მოინდომა დაეჯინა ნანომ რომ სიცილით გამოაგდო გარეთ და კარზე ზარიც გაისმა.
-ხომიცით, რომ სულ ღიას ვტოვებ_მობეზრებულმა გამოაღო კარი.
-რავიცით ადამიანო ახლა დაოჯახებული კაცი ხარ, რავიცით რა მომენტში შემოგეჭრათ_სიცილის ნოტებმა გაიჟღერა ყიფიანის ხმაში.
-ცანცარა_თავი გადააქნია ანდრიამ და დაჯდომას აპირებდა ნანომ რომ დაუძახა, რამდენიმე წამში კი გამოჩნდა კიდეც კაცის ხელებში მოთავსებული.
-როგორ ხართ ბიჭებო_ღიმილს ვერ იკავებდა მათ დანახვაზე, ამ თვენახევარში საკუთარი ახლო მეგობრებივით რომ შეუყვარდა.
-ჩვენ ვართ რა ნანო, შენ?
-მეც რა უნდა მიჭირდეს, ყავას ხომ არ დალევთ? თუმცა მე მაინც ვერ მოვადუღებ_მორიდებით მოსრისა შუბლი და მაშინვე წამოდგა ანდრია.
-მოგიდუღებ_თავზე აკოცა და სამზარეულოში გაუჩინარდა.
-რამდენიმე დღეში ისე დავღლი ჩემი სახელის გაგონებაც არ ენდომება_ღრმად ამოიხვნეშა გოგომ და სახეზე ხელები აიფარა.
-ხომ გახსოვს რამდენი წელია ერთად ვმუშაობთ და ვიბრძვით? _წყნარად წამოიწყო ყიფიანმა ფანჯარასთან მდგომმა, გოგოს თავის დაქნევაზე განაგრძო -მისგან სახლში ვინმეს მოყვანა და ერთად ცხოვრება კი არა, ქალის სახელიც კი არასდროს გაგვიგონია, ყოველთვის გვეგონა მარტო დარჩებოდა, მაგრამ მანამდე სანამ შენ გაგიცნობდა. აქ მოგიყვანა, გივლის, საჭმელსაც ლამის თავისი ხელით გაჭმევს.
-არ მინდა თავი დავაიმედო, ან მასში სიბრალულს და დანაშაულის გრძნოას ვიწვევდე.....
-იცოდე დაკარგავ ნანო, თუოდესმე მის სიყვარულში ეჭვს შეიტან არ გაპატიებს. ვერავითარი ძალა ვერ აიძულებდა ანდრიას ის გაეკეთებინა რაც არ უნდოდა, ამიტომ სულელური ფიქრები მოიშორე და ეცადე მასთან ბედიერი იყო.
-ცდა არც უნდა, უბრალოდ მისი შეხედვითაც კი ვბედნიერდები, ისეთი თბილი და ყურადღებიანია_აწითლებულმა დახარა ნანომ თავი და ბიჭების ხარხარს ყურადღება არ მიაქცია
-ვაიმე, ეს ეს მართლა ანდრიაზე ამბობს?_ვერ ჩერდებოდა ყიფშიძე
-ყავის ჭიქებით ხელში შემოვიდა ანდრია და პირველი ნანოს მიცა
-გემრიელად მიირთვი პატარავ_თავზე აკოცა და დანარჩენებს შემდეგ გადააწოდა.
-კი, კი უეჭველი ამაზე ამბობს_სიცილის მეორე ნაკადი დაიწყეს ისევ, ანდრია კი გაკვირვებული იხედებოდა და ვერ გაეგო რა ხდებოდა.

-დილით ექიმს ველაპარაკე_უკვე წასულები იყვნენ ბიჭები და წყვილი კინოს ყურებაში იყო გართული
-მერე?_იგრძნო როგორ დაიძაბა ნანო
-დამამშიდებელი გამოგიწერა ღამე დაეხმარებაო_ოდნავ ისმოდა ანდრიას ხმა.
-კარგი._იოლად დათანხმებაზე გაკვირვება ვერ მოასწრო ანდრიამ მალევე მიხვდა მიზეზსაც.
-არაღი მინდა.
-რა იარაღი?
-9 კალიბრიანი, თუ ავტომატური იქნება უკეთესი, დატენაზე დრო არ დამეხარჯება.
-ნანო...
-არა ანდრია, გარე ისე ვერ გავალ თუ იარაღი არ მექნება, არც კი შემომეკამათო.
-შენი სად არის?
-არ მაქვს_კინოს ყურება გააგრძელა და ანდრიას დაფიქრების საშუალება მისცა.


ერთი კვირა საოცარ სიწყნარეში გავიდა, ანდრიამ და ნანომ ერთმანეთი ბევრად უკეთ გაიცნეს, ნანოს სახვევები საბოლოოდ მოხსნეს და მაქსიმალურად ერიდებოდა სარკეში ჩახევას, ნაკაწრებზე რომც არ მიექცია ყურადღება შრამი თავისას შვებოდა, საფეთქელიდან იწყებოდა და ნიკაპამდე ჩადიოდა, სარკეში ჩახედვისას ფიქრობდა ნახევარი სახე მაქვს ერთ მხარეზეო. დედას ტელეფონით ეკონტაქტებოდა და ატყუებდა სხვა ქალაქში გამიშვეს სასწრაფოდო, კიდევ კარგი უკვე ასაკიანმა ქალმა კამერის ჩართვა და ასეთები არ იცოდა და იოლად ახერხებდა მოტყუებას. ქორწილამდე უკვე 5 დღე რჩებოდა, ისევ მათთან რომ შეიკრიბა ყველა წყვილის გარდა და საჩუქარზე დაიწყეს ფიქრი.
-ყველას გვაქვს ფული გადანახული და მინდა სადმე შორს ათი დღით გავუშვათ, ამ საქმეს უნდა მოვაშოროთ_განაჩენივით ჟღერდა ანდრიას სიტყვები?
-რატომ?
-ასეა საჭირო, გენერალი საჭიროზე მეტ ხანს იყო წყნარად, ეს კი საშინელ ქარიშხალს მოასწავებს, რომელიც დარწმუნებული ვარ ქორწილის შემდეგ მალევე დაიწყება.
-რატომ უშვებ ის აგვიხსენი_წარბიც არ შეუხრია ყიფიანს ისე შეაწყვეტინა.
-ნათია ორსულადაა, არ მინდა საფრთხე ოდნავ მაინც დაემუქროდ.
-რაა? როგორ?
-ყიფიანი რას მეკითხები, როგორ ორსულდება ქალი? აგიხსნა თუ განახო?
-არა ისა, უჰ, ჯანდაბა დავიბენი, შენ საიდან იცითქო?
-ეტყობა, შეიძლება თვითონაც არ იცოდეს რადგან ვერც წარმოუდგენია, მაგრამ იოლი მისახვედრია, იოლად ბრაზდება, საოცრად გულჩვილი გახდა, ემოციებს ვეღარ აკონტროლებს და ყველაფერს ჭამს რაც ხელში მოხვდება, გუშინწინ იმაზე დაიწყო ტირილი ნეტა განახათ ჯაბა რა საყჰვარელია ომლეტისთვის კვერცხებს რომ თქვიფავსო.
-ვააახ, მესამე ბავშვი სასტავშიი_ტაში შემოკრა ყიფშიძემ და გამოჩნდნენ კიდევაც კარებში ნახსენები პიროვნებები.
-ყველა აქ ხართ კარგიაა, ახალი ამბავი გვაქვს_იღიმოდა ჯაბა.
-უჰ მოინდომა ბიჭმა ახალი, რაღა ახალი ყველამ ვიცით უკვე._ჩუმად ჩაილაპარაკა ყიფიანმა და მიიღო კიდევაც გაბრიელისგან თავში წათაქება.
-გვინდა რომ ჩვენი მეჯვარეები ანდრია და ნანო იყვნენ_ბედნიერად გამოცხადა ნათიამ და დანარჩენების დაბნეულ სახეზე სიცილი აუტყდა.
-კი მაგრამ, ნათია მე ასე როგორ_ჯერ სახისკენ წაიღო ნანომ ხელი შემდეგ თაბაშირისკენ.
-ანდრიამ გვითხრა, რომ ორ დღეში თაბაშირს გხსნიან და ხელჯოხით სიარულს შეძლებ, სახეს კი ყურადღებას ნუ აქცევ, არ მაინტერესებს რას იტყვიან, მხოლოდ შენ მჭირდები იმ დღეს გვერდით, გთხოვ უარი არ მითხრა_ უცებ აუცრემლიანდა თვალები და ანდრიას სიტყვების გახსენებაზე მაშინვე თავი დაუქნია კარგიო.
-გადასარევი_მაშინვე ცრემლების ნაცვლად ღიმილი გამოესახა სახეზე და ფეხზე წამოდგა -შევჭამ რამეს და მოვალ.
-ისევ?_გაკვირვებული უყურებდა ჯაბა -წამოსვლამდე თითქმის ნახევარი ქათამი ჭამა და გზაში დონატების მთელი ყუთი_გაოცებულმა ჩაუკაკლა ბიჭებს, ანდრიამ კი მრავალმნიშვნელოვნად გადახედა ყველას რას გეუბნებოდითო.
-აფთიაქში გაიარე ძმაო უკანა გზაზე აფთიაქში და მოგვალოცინე მალ მამობა_მხარზე დაკრა ყიფშიძემ ხელი და სანამ ჯაბა აზრზე მოვიდოდა ყველა დაიშალა.


-რა იდიოტი ვარმ ყველა მიხვდა ჩემამდე, არადა მამა მე ვხდები_ნერვიულად მიმოდიოდა ოთახში ჯაბა.
-თავბრუ დამეხვა_თვალები გადაატრიალა ნათიამ.
-რაა? რატო? გინდა ექიმთან წავიდეთ?_მაშინვე მივარდა კრესელიძე და ნათიასაც სიცილი აუტყდა.
-შენი სიარული ვიგულისხმე, მოიცა იქნებ არ ვარ, არ გასულა ორი წუთი.
-მაშინ უნდა მივმხვდარიყავი რაღაც რიგზე რომ ვერ იყო, მაგიდის გადასაფარებელზე რომ დაიწყე ტირილი სულ ყავისფერი რატომაა და არა იისფერიო.
-დადებითია_აცრემლებული სახე შეანათა საქმროს.
-ანუ... ანუ..
-შვილი გვეყოლება.
-ღმერთო შვილი გვეყოლება_ქალივით გაოცებული მიუჯდა საცოლეს გვერდით და გაფართოებული თვალები მიაპყრო მუცელზე.


-აბა, როგორაა საქმე?
-ყველაფერი გეგმის მიხედვით მიდის გენერალო, ბიჭებს უკვე მოველაპარაკე.
-რამდენი იქნებიან?
-ერთ მანქანაში ოთხი კაცი, ყველა სანდო.
-გასაგებია, თქვენს ზარს ველოდები_მაშინვე გათიშა და კმაყოფილი მიაწვა სავარძლის ზურგს -მომინდომეს ქორწილი და ბედნიერება. მე თქვენ გაჩვენებთ როგორ უნდა ადამიანის მასხრად აგდება_მაგიდაზევე მიაგდო ტელეფონი და მშვიდი სახით თხოვა მდივანს ყავის მოტანა.



როგორ გამიხარდა ნათია ორსულად რომ არის. ახალი სიცოცხლე ❤❤❤ ანდრია ისეთი თბილი და ყურადღებიანია ზოგჯერ ვეჭვობ ეს ის ანდრიაა-თქო? :) იმედია გენერალი ქორწილს არ ჩაშლის და რაიმეს არ მიქარავს,თორე ჩავშლი მაგას გვერდებში მე :D

 


№2  offline მოდერი naattii

რუსკიმარუსია
როგორ გამიხარდა ნათია ორსულად რომ არის. ახალი სიცოცხლე ❤❤❤ ანდრია ისეთი თბილი და ყურადღებიანია ზოგჯერ ვეჭვობ ეს ის ანდრიაა-თქო? :) იმედია გენერალი ქორწილს არ ჩაშლის და რაიმეს არ მიქარავს,თორე ჩავშლი მაგას გვერდებში მე :D

სიყვარულმა ანდრია კიარა ტარიელი გადარია :D

 


№3  offline წევრი qetulaa

Araferi ar moxdeba cudi, mzags eg generali, ai jaris metauri, ande saxelmcifos isafrtxoeba aset nagavss

 


№4  offline მოდერი naattii

qetulaa
Araferi ar moxdeba cudi, mzags eg generali, ai jaris metauri, ande saxelmcifos isafrtxoeba aset nagavss

ჰოო და რამდენიც გინდა იმდენი გვყავს ასეთი :(

 


№5  offline აქტიური მკითხველი terooo

შეეცადოს ეს კაცი სცენარში არ ჩარჩედ

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent