შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სუროგატი (თავი 3, თავი 4)


27-11-2018, 11:53
ავტორი R.M
ნანახია 3 859

თავი 3

-აბა რა გეგმები გაქვს, რას აპირებ?-შემომხედა დალიმ გაღიმებულმა.
-ჯერ ბინას ვიყიდი, ცოტა ფული დავაგროვე. სამსახურსაც ვიპოვი რამეს. ცოტა ხნით აქ ვიქნები თუ არ შეგაწუხებთ.-მუდარის თვალებით შევხედე დალის.
-არ გინდა ბინის ყიდვა, აქ დარჩი.
-არა. ძალიან კი მინდა ლიზას გვერდით ვიყო, მაგრამ არა. თავად უნდა დაუპირისპირდე ცხოვრებას და მის სირთულეებს. ისედაც დავალებული ვარ შენთან.
-კმარა სოფო! შენ მართალი მითხარი, ყველაზე ძვირფასი მომეცი რაც გამაჩნია და სულ ისე ნუ იქცევი, თითქოს ჩემი ვალი გქონდეს.-მისაყვედურა დალიმ.
-საკუთარი თავი მეზიზღება. ვინ ვარ მე ლიზასთვის, სიმართლეს რომ გაიგებს შემიძულებს. მე ის ფულში გავცვალე.
-შენ არ იცოდი ის თუ შენი შვილი იყო. უამრავი ქალი ხდება სუროგატი და საერთოდ არ განიცდიან. შენ რატომ განიცდი ასე, მითუმეტეს ლიზას გვერდით ხარ. შენ იმ დროს გამოუვალ სიტუაციაში იყავი და მე ვისარგებლე ამით.
-ლიზა ვერასდროს გამიგებს, მეშინია რომ შემიძულებს.-თვალები ცრემლებით ამევსო.
-რომ იცოდე როგორ უყვარხარ, როგორ მთხოვდა შენთან დამერეკა. ასე არ იქნებოდი. ძალიან უყვარხარ, ჩემზე მეტად, თითქოს თქვენს კავშირს ისიც გრძნობს.-დალიც ტიროდა.
-დალი ზაზა არ აკითხავს?-შევხედე დალის.
-არა, საერთოდ არ კითხულობს. წინააღმდეგი იყო, არ უნდოდა ლიზა გვყოლოდა. ამიტომაც მინდა, რომ ძლიერი იყო. მე თუ რამე დამემართა მაშინ წამოყოფენ თავს ლიზას მამა და და-ძმა, მეურვეობას მოითხოვენ და შენ არ უნდა დაანებო.
-დალი რა ხდება? სხვანაირი ხარ.
-ცუდად ვარ. ორივე თიკმელზე პრობლემა მაქვს და დიალეზს ვიკეთებ. დონორი არავინ არ გამოჩნდა. ველოდები სადამდეც გაუძლებ, გაუძლებ. მემკვიდრედ ლიზას დავტოვებ, ხოლო შენ მეურვედ.
-დალი გამოსავალი არ არის? დონორი იქნებ გამოჩნდეს, მე ვერ შევძლებ...
-შეძლებ, ლიზა ისე გიყვარს შეძლებ. სისხლის ანალიზი უნდა გავაკეთოთ, უნდა დავადატუროთ, რომ მისი დედა ხარ და მერე ვერაფერს შეგედავებათ ვერავინ.
-დალი ლიზას ყველაფერს გავუკეთებ. არ გვჭირდება ეს ქონება და ფული. მე უკვე შემდგარი ადამიანი ვარ და ლიზას ყველაფერს გავუკეთებ.
-ლიზა იმიტომ გაგაჩენინე, რომ არ მინდა ამ სვავებმა ჩაიგდონ ხელში ჩემი და ჩემი გარდაცვლილი ქმრის ქონება. ისე აღმიქვავდენენ ყოველთვის როგორც ფულის კუპიურას, ჩემი გრძნობები არავის ანაღვლებდა.
-მარო ბებო როგორ არის?-ჩემი მხსნელი მოხუცი გამახსენდა.
-კარგად არის, მასზეც მინდა იზრუნო თუ მე რამე მომივიდა.
-არაფერი მოგივა, ცუდზე ნუ ფიქრობ. ლიზას და მე გვჭირდები.-მივედი და დალის ჩავეხუტე, ცრემლები თავისით მომდიოდა, მეცოდებოდა, არ მინდოდა რამე მოსვლოდა.-ყველა დავკარგე, შენ და ლიზაღა დამრჩით, მინდა რომ იბრძოლო.-თვალებიდან ცრემლები მომდიოდა.
-ჯერ არ ვკვდები.-გამიცინა დალიმ.-არ ინერვიულო, პირველად სამშობიაროში რომ დამიპირისპირდი მაშინ მივხვდი, რომ სწორად შეგარჩიე. ისევე უნდა დაუპირისპირდე ყველას, როგორც მაშინ მე დამიპირისპირდი. მაშინ არაფერი გქონდა, მაგრამ მაჯობე. შენი ჭკუის იმედი მაქვს.
-დალი მე ისიც არ ვიცი შენ რა ბიზნესი გაქვს, რასთან მომიწევს შეჭიდება.
-ყველაფერს გაჩვენებ და აგიხსნი. ტექნიკის მაღაზიების ქსელი მაქვს, რამდენიმე ბინა და აგარაკი. ლიზას სახელზე ანაბრებიც მაქვს გახსნილი, სოლიდური თანხა დევს ანგარიშზე. ასეთი სახით ნუ მიყურებ, შენ კი არა ჩემს შვილს უტოვებ ამ ყველაფერს.-მითხრა დალიმ და გული ჩამწყდა. ოფიციალურად დალი იყო ლიზას დედა, მე ვინ ვიყავი? ანდრიას ისიც ვერ აუხსენი ვინ ვიყავი მე ლიზასთვის.
-ლამაზი გოგოები ვახშმობენ?-კარში ანდრია იდგა და გვიღიმოდა.-კარი რატომ არ დაკეტეთ?-შემოგვხედა გაბრაზებულმა.
-ვისი მოტაცების გეშინია?-შეხედა დალიმ გაღიმებულმა. მე კი სიწითლემ გადამიარა სახეზე.
-ათასი გადარეული დადის, თქვენ კი დამცველი არავინ გყავთ. მე არ მაჭმევთ? რაღაც ძალიან გემრიელს სჭამთ.-მაგიდასთან დაიკავა ადგილი, მეც ავდექი და თეფში დაუდგი წინ. მერე კი საჭმელი გადაუღე თეფშზე.-შენი სადილი მე შევჭამე თვითმფრინავში.-შემომხედა გაღიმებულმა.
-მივხვდი.-მეც გამეღიმა.
-მადლობა.-თვალი ჩამიკრა და გემრიელად დაიწყო ჭამა.
-დალი ყავას დალევ?-დალის გადავხედე, რომელიც მე და ანდრიას გვიყურებდა და ეღიმებოდა.
-მეც დავლევ.-შემომხედა ანდრიამ.
-მე არ მინდა, უნდა დავიძინო, თქვენ დალიეთ ყავა.-სკამიდან წამოდგა დალი და წასვლა დააპირა.
-ნათლი, რა დროს ძილია, ჯერ მელაპარაკე რამე.-ანდრიამ შეხედა დალის.
-თქვენ ილაპარაკეთ. ხვალ დილით გადმოდი, საქმე მაინც არაფერი გაქვს და მეჭორავე.-ლოყაზე აკოცა ნათლულს და კარში გაუჩინარდა.
-შენი ყავა.-ყავა დაუდგი წინ ანდრიას.
-მადლობა. არ თქვა მეც მეძინებაო, მთელი გზა გეძინა.-თვალი ჩამიკრა.
ყავა დავლიეთ, მაგიდა მივალაგე, ჭურჭელს ვრეცხავდი და ანდრიას დაჟინებულ მზერას ვგრძნობდი.
-ოლიკოსთან ვეღარ გავძელი, გულმა აქეთ გამომიწია.-ზურგს უკან მიდგა და თმას მისწორებდა.
-ანდრია. -შემოვბრუნდი და მის თვალებს გადავაწყდი, დაჟინებით მიყურებდა და მიღიმოდა.-გთხოვ გაიწიე.
-რატომ?-ხელები ნიჟარაზე ჩამოსდო და მომიმწყვდია.-თავისუფალი ხარ და შეგვიძლია..
-არ შეგვიძლია, საერთოდ რა გინდა?-ხელებიდან დაუსხლტი.-შენ სიმართლე არ იცი, მე ლიზას დედა ვარ.
-რაა? ლიზას დედა დალია.
-მე ლიზას ბიოლოგიური დედა ვარ.
-შენ მხოლოდ სუროგატი ხარ, დედაჩემმა ასე მითხრა..
- მე მხოლოდ სუროგატი უნდა ვყოფილიყავი, მაგრამ ჩემი კვერცხუჯრედი გამოიყენეს და ლიზა ჩემი შვილია. მშობიარობის დღეს გავიგე სიმართლე, ვეღარაფერს შევცვლიდი.-თვალებიდან ცრემლი მომდიოდა.
-დაწყნარდი.-მომიახლოვდა და გულში ჩამიკრა.-ნუ ტირიხარ, გთხოვ.-ცრემლებს მიმშრალებდა.
-შენ არ იცი მე ვინ ვარ, რა გამოვიარე და რისი გადატანა მომიწია. შენ მხოლოდ კანადაში გაცნობილ სოფოს იცნობ, ლაღს და ხალისიანს, წარსულის ტკივილის გარეშე.
-მერე მომიყევი, მზად ვარ მოგისმინო.-ჩემი სახე ხელებში მოიქცია და თვალებში ჩამაჩერდა.
-მე დავივიწყე, დალის ვაპატიე. მან ლიზას ნახვის ნება დამრთო.
-ეს არასწორია, შენი ნებართვის გარეშე, ასე როგორ მოიქცნენ. აღარ იტირო, თუ გინდა სხვა დროს მომიყევი.-გულში მიკრავდა და თმაზე მეფერებოდა. -ეს არ შემაჩერებს, ძალიან მომწონხარ.
-ანდრია გთხოვ.-გონს მოვედი და ხელით უკან გავწიე. -მე ლიზაზე უნდა ვიზრუნო, შენ კანადაში დაბრუნდები, არ გამოვა ჩვენი ურთიერთობა. თანაც ერთხელ უკვე მითხარი, რომ მხოლოდ გვემეგობრა. აღარ მინდა დავიტანჯო, ნუღარ გავართულებთ.
-აქ დავრჩები.-ისევ მომხვია ხელები და გულზე ამიკრა.-საფიქრელად დიდი დრო მქონდა.
-ანდრია.-მკერდზე მივაბჯინე ხელები და უკან დავწიე.-პატარა ბიჭივით იქცევი.-გაბრაზებულმა შევხედე.
-შენთან გართობას და მერე მიტოვებას არ ვაპირებ. შეშინებული ნუ მიყურებ, იქნებ გვეცადა, ვიცი შეგიყვარდი, გული გატკინე ჩემი საქციელით. მაშინ არ ვიყავი დარწმუნებული, ეხლა ვიცი, რომ შენს გვერდით მინდა ვიყო. რაც არ უნდა მომხდარიყო შენს წარსულში არ მაინტერესებს, შენზე უარს აღარ ვიტყვი.
-არა! კმარა! წადი უკვე გვიანია!-ხმა გავიმკაცრე.
-კარგი წვალ.-ხელი მომკიდა გულზე ამიკრა და ხარბად დაეწაფა ჩემს ტუჩებს.-ღამე მშვიდობისა.-ჩემს ტუჩებთან დაიჩურჩულა და დამტოვა ასე გაშეშებული. პირველად მაკოცა, კარგა ხანი გონს ვერ მოვდიოდი.
რომ გამოვერკვიე მისაღებში გავედი და შემოსასვლელი კარი დავკეტე, მერე კი საძინებლისკენ გავემართე, საწოლზე ოთხად მოვიკეცე და ავტირდი, არ ვიცოდი რატომ ვტიროდი. მტკიოდა ლიზას გამო, მტკიოდა ჩემი უიღბლობის გამო, მტკიოდა ჩემი საშინელი წარსულის გამო, რომელიც სიზმრებში არ მანებებდა თავს. ჩაცმულს დამეძინა, დილით ლიზას სიცილზე გამეღვიძა, ოთახში შემოსულიყო და ცხვირზე თავის თმით მიღიტინებდა. ჩემს რეაქციაზე კი გულიანად იცინოდა.
-პატარა მაიმუნო.-საწოლზე დავაგდე და ღიტინი დაუწყე. მერე ბევრი ვკოცნე.
-სოფო წამო პოდიუმი მოვაწყოთ.-ხელი მომკიდა და თავის ოთახში გამიყვანა. ყველა კაბას, ყველა მაისურს და შარვალს იზომავდა და ოთახში მოდელივით დააბიჯებდა, მე კი სურათებს უღებდი ჩემს კუდრაჭას და ბედნიერი შევყურებდი მის ბედნიერ სახეს. დალი შემოვიდა, ისიც ბედნიერი შესცქეროდა ლიზას, მერე კი მარტო დაგვტოვა და ჩვენც გავაგრძელეთ მაიმუნობა.
-ძალიან გიხდება საყვარელო.-გულში ჩავიკარი ლიზა.
-მაკიაჟს გამიკეთებ? დედა მეჩხუბება არ შეიძლებაო და შენ არ გეჩხუბება, გამიკეთე გთხოვ.
-კარგი, დაჯექი.-სკამზე დავსვი სარკის წინ და მსუბუქი მაკიაღი გავუკეთე.
-როგორ მიხდება?-აღტაცებული იყურებოდა სარკეში.
-ნამდვილი პრინცესა ხარ.
-დედას დავენახო.-აივანზე გაიქცა და ეზოში გადაიხედა. მეც გავყევი და დალი და ანდრია დავინახე ეზოში, ყავას სვავდნენ აუზის წინ და რაღაცაზე გაცხარებული კამათობდნენ. უკან შემოვბრუნდი, რომ ანდრიას არ დავენახე. -დედა!-ლიზამ დაუძახა აივნიდან და დალიმაც ამოიხედა.
-რაო ლიზა?
-სოფომ მაკიაჟი გამიკეთა, ხომ არ გვეჩხუბები?
-სოფოს უნდა ვეჩხუბო.-ამოსძახა გაღიმებულმა დალიმ.
-მე ვთხოვე დე არ ეჩხუბო, მე მეჩხუბე.-უცებ დამიცვა ჩემმა გოგონამ.
-სოფოს უთხარი ჩამოვიდეს, შენ კი პირი დაიბანე.-ამოსძახა ლიზას.
-პირი დაიბანეო.-ნაღვლიანმა შემომხედა ლიზამ.
-ისეთი ლამაზი ხარ, სულ არ გჭირდება მაკიაჟი.-თვალი ჩავუკარი და სააბაზანოში შევიყვანე მაკიაჟის მოსაცილებლად.
-ანდრიასაც მოვეწონები?-შემომხედა ლიზამ.
-ანდრიას იცნობდი?
-კი. ადრე მოდიოდა ხოლმე, მერე აღარ მოდიოდა. ანდრია ხომ ლამაზია?-ისევ ტიტინებდა ჩემი გოგო, მე კი სულ გავწითლდი და თავი დავუქნიე ლიზას. სულ არ მინდოდა ანდრიას ნახვა, მის დანახვაზე მუხლები მეკვეთებოდა. ასეთი რამ არასდროს დამმართნია, უცნაური შეგრძნება მქონდა, მუცელში სპაზმი მქონდა ნერვიულობისგან და ხელის გულები სულ გამიოფლიანდა. ლიზას ხელი მოვკიდე და ეზოში გავედით.
-დილა მშვიდობის.-მივესალმე და თვალი ავარიდე. ლიზა კი გაიქცა და პირდაპირ კალთაში ჩაუხტა ანდრიას.
-ანდრია სოფომ მითხრა ანდრია ლამაზიაო.-ატიტინდა ლიზა.
-ლიზა!-თვალები დაუბრიალე პატარა მაიმუნს.
-შენ კითხე ანდრია ლამაზიაო და მანაც თავი დაგიქნია ხომ?-სიცილით გამოეპასუხა დალი.
-ხოო.-თავი დაუქნია ლიზამაც და ყველას გაგვეცინა.
-ლიზა სოფო ხომ ძალიან ლამაზია.-ანდრია ეჩურჩულებოდა ლიზას.
-მე უფრო.-გაბრაზებულმა შეხედა ანდრიას.
-შენ არ ითვლები, შენ ნამდვილი პრინცესა ხარ, ყველაზე, ყველაზე ლამაზი.-ლოყაზე აკოცა და გულში ჩაიკრა.
-სოფოც ლამაზია.-ისევ უკმაყოფილომ შეხედა.
-სოფოც ლამაზია.-თვალი ჩამიკრა ანდრიამ, მე კი მზერა მოვარიდე.
-წავალ ყავას გავიმზადებ. წამოგიღოთ რამე?-შევხედე დალის და ანდრიას.
-სოფო მე ბლინები მინდა და გამიკეთებ?-ლიზა ჩამოხტა ანდრიას კალთიდან და ამედევნა.
-მეც მინდა ბლინები.-უკან გამოგვყვა ანდრია და ჩემმა ტემპერატურამ მაქსიმუმს მიაღწია.
-დარჩი და რომ გავამზადებ გამოგიტან.-მისგან თავის დახსნა ვცადე.
-რატომ? გეშინია ნერვიულობით სამზარეულო არ გადაწვა?-ყურთან გადმომილაპარაკა.
-დიდი წარმოდგენა გაქვს საკუთარ თავზე.-შევხედე გაბრაზებულმა.
-დალიმ ყველაფერი მომიყვა.
-რა მოგიყვა?
-შენი წარსული, ლიზაზე და ყველაფერი რისი გადატანაც მოგიწია.
-ეს არაფერს ცვლის.
-მე კი მინდა ვცადოთ, ძალიან მომწონხარ.
-ანდრია! ამ ეტაპზე მამაკაცი სრულიად ზედმეტია ჩემს ცხოვრებაში, თანაც კაცთა მოდგმის მიმართ არც თუ ისე კარგი განწყობა მაქვს.
-რატომ ჩხუბობთ?-დოინჯი შემოირტყა ლიზამ და შემოგვხედა ორივეს.
-გაკოცებ მეთქი და არ მაკოცნინებს. უთხარი მკოცნინოს და თვითონაც მაკოცოს, ისე არ შეურიგდები.-ლიზას უთხრა გაბუსხულმა.
-სოფო აკოცე და გაკოცოს, მაგაზე როგორ შეიძლება ჩხუბი.-ლიზა დამიდგა წინ.
-ბავშვს ნუ აგიჟებ, პატარა ბიჭივით ცანცარებ ამხელა კაცი.-შევხედე გაბრაზებულმა.
-ლიზა გავიბუტე მე, ისევ მეჩხუბება სოფო.-გაიბუსხა და ლიზასთან ერთად სამზარეულოსკენ წავიდა. თან რაღაცას ეჩურჩულებოდა და ლიზაც გულიანად იცინოდა.
სამზარეულოში შევედი, საჭირო პროდუქტები დავილაგე წინ და ბლინის ცომი გავაკეთე. მერე კი ცხობა დავიწყე. თვალს არ მაცილებდა, თვალებით მჭამდა.
-სანამ ცხელ ზეთს არ გადავისხავ, მანამ არ გახვალ აქედან?-შევხედე გაბრაზებულმა.
-კარგი.-ჩაეღიმა.-ლიზა წამო ვითამაშოთ გარეთ და სოფო თვითონ მოგვართმევს ბლინებს.-ხელი მოჰკიდა ლიზას, ლოყაზე მოწყვეტით მაკოცა და ეზოში გავიდნენ.
-„მოგვართმევს“. -გამოვაჯავრე და ენა გამოვუყავი კარში გასულს. ცხობას მოვრჩი, ბლინებს ნუთელა წაუსვი, ყავაც გავამზადე, ყველაფერი სინზე დავალაგე და ეზოში გავიტანე.
-მიირთვით.-მაგიდაზე დავალაგე ბლინები და წინ სუფთა თეფშები დაულაგე ყველას. გემრიელად შეექცეოდნენ ბლინებს ანდრია და ლიზა. მე და დალი კი ყავას ვსვავდით.
-ლიზა ყოველ დილით აქ ვისაუზმებ თუ სოფოს ამ ბლინებს გამოაცხობინებ ხოლმე. -თვალი ჩაუკრა ლიზას.
-სოფოს ცხობა უყვარს ძალიან, ფეხმძიმე სულ გემრიელობებს აცხობდა ხოლმე. ისე გავსუქდი იმ პერიოდში.-დალიმ ჩაილაპარაკა. მე კი ლიზას გადავხედე, რომელიც მშვიდად გვიყურებდა და ჩემი ფეხმძიმობის ამბავზე კომენტარი არ გაუკეთებია.
-ბლინებს მუცელშიც მაჭმევდი?-უცებ დამისვა კითხვა და შეშინებულმა დალის შევხედე.
-იცის, რომ შენ გააჩინე. ვუთხარი, რომ შენს მუცელში იყო.-შემომხედა დალიმ.
-მე.. -დავიბენი.-გაჭმევდი ხოლმე, მუცელში რომ იყავი იქაც გიყვარდა ბლინები და ნუთელა.-გაუღიმე ლიზას. -კიდევ ხილი გიყვარდა, დალიმ მითხრა, რომ აღარ ჭამ და მე ძალიან არ მომწონს ეგ ამბავი.
-მარტო ბანანს შევჭამ.
-ბანანსაც, ვაშლსაც, ატამსაც და კიდევ ბევრ ხილს.-თითი დაუქნიე.
-ხო. კარგი.-გაიბუსხა და კიდევ ერთ ბლინს დასწვდა.
-ლიზას გავასეირნებ დღეს.-დალის მივუბრუნდი.
-სად უნდა წახვიდეთ?-შემომხედა დალიმ.
-ზოოპარკში!-ერთდროულად უპასუხეთ ლიზამ და მე.-დილით შემითანხმდა.
-მე წაგიყვანთ.-ანდრიამ გადმოგვხედა. ოღონდ ეს არა, მთელი გზა უნდა მენერვიულა და ამის ქათინაურებისთვის მესმინა.
-არა ჩვენით წავალთ.-თავის დაღწევა ვცადე.
-ტაქსით ხომ არ ივლით, თან მეც შეუძლოდ ვარ. ანდრია წაგიყვანთ, ნახოს ჩვენი საცოდავი ზოოპარკი და შეადაროს კანადისას.-იღიმოდა დალი. წინააღმდეგობა ვეღარ გაუწიე და შუადღის მერე გავემზადეთ მე და ლიზა.
-მშვენიერო ქალბატონო გთხოვთ.-მანქანის კარი გაუღო ლიზას და უკან დასვა, მეც დავაპირე უკან დაჯდომა ხელი დამიჭირა.-შენ წინ, ტაქსისტივით დამსვით მარტო წინ ახლა.-მეც დავმორჩილდი და წინ დავჯექი. ღვედი შევიკარი და ლიზას გადავხედე უკან. კმაყოფილი იყო, ბედნიერი, ისე უხაროდა ზოოპარკში წასვლა. ჩემი ხელი დაიჭირა და ხელზე მაკოცა, მერ კი არ მიშვებდა და თან იღიმოდა, ძლივს გამოვტაცე ხელი და გაბუტული დავჯექი. მალე მივედით, ლიზა მთელი გზა ტიტინებდა და ბედნიერი უყვებოდა ანდრიას თუ რამდენი საჩუქარი ჩამოუტანე. -მეც რომ მოგიტანე საჩუქარი არ ნახე?-ნაწყენმა შეხედა ლიზას.
-არა. რაც სოფომ მომიტანა ჯერ ყველაფერი ვერ ვნახე. ვნახავ მაგასაც.-გული არ დასწყვიტა ანდრიას, რაზეც ორივეს გაგვეღიმა და ერთმანეთს გადავხედეთ.
-მოვედით.-ანდრიამ მანქანა გააჩერა და ლიზა გადმოიყვანა მანქანიდან. მერე კი ჩემსკენ წამოვიდა და ხელზე ხელი მომკიდა.-ხელი არ გამიშვა.-შემომხედა და გამიღიმა.
-ანდრია! არ დავიკარგები.
-რა ლამაზი ოჯახი ვართ, დალის ველაპარაკე და გაუხარდა.
-რა ელაპარაკე, რა გაუხარდა?
-ერთმანეთი რომ მოგვწონს.
-ვინ გითხრა, რომ მომწონხარ?
-მართალი ხარ, უკვე გიყვარვარ.-შემომხედა და გულიანად გაიცინა.-როგორ ბრაზდები, ძალიან საყვარელი ხარ.-ეს რა არის?-გაოცებული იყურებოდა აქეთ იქით.
-ზოოპარკი, ან ის რაც მისგან დარჩა.-ნაღვლიანად ჩავილაპარაკე.
-ბავშვობის მერე არ ვყოფილვარ. -ჩაილაპარაკა სევდიანად.
-რაც ვერემ წაიღო პატრონი აღარ ჰყავს, ცხოველებიც ძალიან ცოტა დარჩნენ.
-რამ წაიღო?-შემომხედა გაოცებულმა.
-ვერე ადიდდა და მთელი ზოოპარკი წაიღო, არ იცოდი?-შევხედე გაკვირვებულმა.
-არა. პირველად მესმის.
-ვეფხვებმა, რომ კაცი შეჭამეს და ბეგემოტი რომ გმირთა მოედანზე სეირნობდა არც ეგ არ იცი?
-რას მიყვები, მეღადავები?
-არა, მართალს გიყვები. კანადაში საქართველოს ამბებს არ უსმენდი?
-არა, პირველად მესმის.-გაკვირვებული მიყურებდა.-ცხოველები გაიქცნენ?
-გაიქცნენ და შიშით გარეთ ვერავინ გამოდიოდა. ერთი სახალისო ამბავი იწერებოდა სოციალურ ქსელში. „ტიპი ლისზე იყო ივენთზე და იქიდან მოდიოდა მაგარი დაბოლილი. ტაქსი გააჩერა და ჩაჯდა, ტაქსისტი ეუბნება ციხიდან ახალი გამოსული ვარ და პრავა არ მაქვსო, პატრული თუ შეგვხვდა წინ გადმოჯექიო. გაკვირვებული იყო ტიპი, თან კაიფშია და ფიქრობს ციხიდან გამოქცეულია ტიპი, შარს გადავეყარეო. ქალაქში ჩამოვიდნენ და ყველაფერი დაკეტილია, ირგვლივ არავინ არ დადის, ვეფხვების შიშით გარეთ ვინ გამოვა. ვიფიქრე მოვკვდიო და ხელები სულ დავილურჯე ჩქმეტითო. მერე ფილარმონიასთან სპეც რაზმი და 5-6 პიკაპის ჯიპით პატრული შეხვდათ, მანქანა გადააყენებინეს და ტიპი ფიქრობ:“ ეს ტიპია ციხიდან გაქცეულია და ახლა ჩამცხრილავენო. უკვე პანაშვიდიც წარმოვიდგინეო.“ მერე მოდის სპეცრაზმელი და ეკითხება სად მიდიხართო, ესეც ძლივს პასუხობს ზემოთ ბარნოვზეო. უნდა მიგაცილოთო რომ უთხრეს ტიპი დაიბნა, რატომო? პატრულმა უთხრა 2 ვეფხვი მოვკალით ფილარმონიასთან კიდევ მგლები და ლომია გაქცეული და შენს სახლთან არ იყვენენო. ტიპმა კი იფიქრა მართლა მოვკვდი და ისეთ ჯოჯოხეთში მოვხვდი ყველა მე მეკაიფებაო. მიაცილეს და ეზოდან ძაღლი გამოვარდა ყეფით და ვინ საით გარბოდა თვალი ვეღარ მოვკარიო. დილით, რომ გაიღვიძა და ტელევიზორში მოისმინა მომხდარის შესახებ მერეღა ამოისუნთქა.“-მოყოლა დავამთავრე და ანდრია კვდებოდა სიცილით.
-ის მინდა, მიყიდი?-შემომხედა ლიზამ და ხელი ბამბის ნაყინისკენ გაიშვირა.
-გიყიდი.-ხელში აყვანილი წავიყვანე და ვარდისფერი ნაყინი ვიყიდეთ, ისე გაფერადდა ვეღარ ვწმენდავდი.
-ლიზა ბამბის ნაყინი აღარ ახსენო.-თითი დაუქნიე ლიზას და მის გასუფთავებას მოვრჩი.
-ლიზა მანქანები ვატაროთ წამო.-ხელი მოჰკიდა ანდრიამ და მანქანებისკენ წაიყვანა. მეც უკან ავედევნე.-ამ ზოოპარკში ცხოველები არ არიან და ატრაქცუინებზე მაინც ვიკატავებთ.-თვალი ჩამიკრა მე.
-მეც ვატარებ მანქანას.-ავედევნე. ლიზა და ანდრია ერთ მანქანაში ჩაჯდნენ, მე მეორე მანქანაში და კარგა ხანი დამდევდნენ მანქანით, რომ დამჯახებოდნენ. კარგად ვიმხიარულეთ, ლიზა სპილოებით აღფრთოვანდა.
-რამხელაა. ბევრს ჭამს და იმიტომ გაიზარდა?-შემომხედა მე.
-კი, ბევრი ჭამა და გაიზარდა.-თვალი ჩავუკარი ლიზას.
მოვიარეთ ზოოპარკი, ის ცხოველები ვნახეთ, რაც ვერეს გადაურჩა. ბედნიერი ოჯახივით ვიყავით, წარმოვიდგინე, რომ ერთი ოჯახი ვიყავით და გული სითბოთი ამევსო. ფიქრებიდან გამოვერკვიე, რეალობას დავუბრუნდი და გულში რაღაც ჩამწყდა. ჩემი შვილი დედას სხვა ქალს ეძახდა, ანდრია კი.. არ ვიცოდი წინ რა იქებოდა და რა მელოდა. დალის რომ მართლა რამე დამართნოდა მეშინოდა, რომ ლიზას წამართმევდნენ და ვეღარასდროს ვნახავდი.
-რა გჭირს?-ანდრიამ ხელი მომხვია და გულზე მიმიხუტა.-რატომ მოიწყინე?
-ჩავფიქრდი. გადამივლის.-ნაძალადევად გაუღიმე და მისი მკლავებიდან თავი გავინთავისუფლე.
-ყველა ერთნაირი არ არის, შენი ყოფილის საზომით არ უნდა გაზომო ყველა მამაკაცი.-ისევ მიმიხუტა და თვალებში ჩამხედა.
-ჩემი მთავარი საზრუნავი ლიზაა, მისი მომავალი. დალი ცუდად არის და მეშინია, რომ ლიზა შეიძლება მისმა მამამ წაიყვანოს.
-დალის რა სჭირს?
-ორივე თირკმელი გათიშული აქვს, დიალეზს იკეთებს, დონორი თუ არ გამოჩნდა.. მეშინია, რომ ლიზას დამაშორებენ.-თვალებში ცრემლი ჩამიდგა.
-ამიტომ მითხრა სოფო ცოლად მოიყვანე და ლიზას მოგაშვილებთო?
-რაო? რა გითხრა?
-გამომყევი ცოლად და ლიზა ვიშვილოთ.
-არა! მე თავად შევძლებ და დავიცავ ლიზას, არავის დავუთმობ.-თვალები ბრაზისგან ამენთო.
-ლიზა ტაბატაძეა, მამის გვარზეა და გაგიჭირდება.-შემომხედა თვალებში.
-მე მისი ბიოლოგიური დედა ვარ, მის მამას კი 4 წელია არც კი უნახავს.
-არც შენ იყავი მის გვერდით, ხელშეკრულებას დაგიპირისპირებს.
-იმედია დალი კიდევ დიდხანს იცოცხლებს. -ჩავილაპარაკე სევდიანად.
-კანადაში უნდა დავბრუნდე, რაღაც მაქვს მოსაგვარებელი და მერე ჩამოვალ. შენ კი იფიქრე, თუ ცოლად გამომყვები დიდი შანსი გაქვს ლიზა შენს გვერდით იყოს.
-რა შეიცვალა, ერთი წლის უკან მხოლოდ მეგობრები ვიყოთო. საკუთარ თავთან დაუნდობელი ბრძოლა მქონდა, რომ ჩემი ფიქრებიდან გამეგდე, ეხლა მოდიხარ და ცოლობას მთხოვ.
-დაგინახე თუ არა მაშინვე მივხვდი, რომ შენ იყავი ის ერთადერთი.
-ანდრია, კმარა, აღარ გააგრძელო.-გაუბრაზდი.
-მინდა ბედნიერი იყო. საკმარისად დაიტანჯე, თანაც ისეთი სიყვარულით ექცევი ლიზას, მინდა დაგეხმარო.
-მე არ მინდა.
-რატომ?
-დრო გავა და მიხვდები, რომ მხოლოდ შეგეცოდე.
-არა, არა, არასწორად გაიგე. შენს მდგომარეობას ვიყენებ, რომ ხელში ჩაგიგდო.-ხელები მომხვია და ყელში მაკოცა.-ძალიან მომწონხარ.
-ანდრია!-შეუბღვირე და უკან გავწიე.-აღარ მინდა გული მეტკინოს, კიდევ ერთ იმედ გაცრუებას ვეღარ ავიტან, ასე კი ნუ მეხუტები!
-ძალიან ბრაზიანი გოგო ხარ.-თითი დამიქნია და ატრაქციონიდან ჩამოსული ლიზა ხელში აიტაცა. მერე წინ წავიდნენ და ლიზას რაღაცას ეჩურჩულებოდა, ლიზაც შეთქმულივით იცინოდა და თან მე მიყურებდნენ.
-რა შეთქმულებას აწყობთ?-წამოვეწიე ორივეს და მანქანაში ჩავჯექი.
-ახლა სად წავიდეთ?-გადმომხედა ანდრიამ.
-მაკდონალდსში.-წამოიყვირა ლიზამ.
-არა, მაკდონალდსში არა.-თითი დავუქნიე ლიზას.
-რატომ?-გადმომხედა ანდრიამ.
-ალერგია აქვს და მაკდონალდსის საკვები არ შეიძლება მისთვის.
-აბა რა ვაკეთოთ, ბავშვს შია?
-სახლში წავიდეთ და მე გაგიმზადებთ გემრიელ სადილს.-თვალი ჩავუკარი ორივეს.
-კარგი, სახლში წავედით.-დამთანხმდა ანდრიაც.-დალიმ მომწერა ექიმთან მივდივარ და ბავშვებს მიმიხედეო.-თვალი ჩამიკრა.
-რატომ არ მითხრა? გავყვებოდი.
-ხომ იცი, როგორი დამოუკიდებელი და ძლიერი ქალია. სამაგიეროდ მე, შენ და ლიზა სახლში მარტო ვიქნებით და რამე მოვიფიქროთ, რომ გავერთოთ.
-ანდრია ლუკა რატომ არ ჩამოიყვანე?-უცებ ლიზამ წამოიძახა უკანა სავარძლიდან და ანდრიას სახეზე ფერი გადაუვიდა.
-ლუკა ვინ არის?-შევეკითხე ორივეს.
-ლუკა..-სანამ ანდრიამ მოიფიქრა რა ეთქვა.
-ლუკა ანდრიას შვილია, ჩემი ტოლია.-უკნიდან ლიზამ გამცა პასუხი.
-რატომ არ მითხარი?-შევხედე ანდრიას.
-ვაპირებდი.
-მისი დედა?
-ლუკას დედაც იყო ადრე მოსული, იცი რა ლამაზია?-ისევ ლიზამ დაასწრო და გამცა პასუხი.
-ცოლი გყავს?-შევხედე ანდრიას.
-უნდა დავცილდე.-შემომხედა სერიოზული სახით, აშკარად არ აპირებდა ამ ყველაფრის მოყოლას.
-ანდრია, თამაშობდი?
-არა, გავეყრები და ..
-არ გაეყრები! ბავშვზე არ ფიქრობ? თამაშობდი ხომ?-შევხედე ცრემლიანი თვალებით.
-არა! არ ვთამაშობდი. დიდი ხანია ურთიერთობა გაგვიფუჭდა. ისედაც ვაპირებდი დაცილებას. შენი გაცნობის მერე კი სულ შენზე ვფიქრობ.
-გეყოფა! აღარ გააგრძელო.-ვუთხარი მკაცრი და დაბალი ხმით.
-რატომ ჩხუბობთ?-ლიზამ წამოყო თავი.
-არ ვჩხუბობთ კუდრაჭა. ლუკას კი ერთ თვეში ჩამოგიყვან.
მალე სახლში მივედით, ანდრიას ხმას არ ვცემდი, გული მეტკინა, მეთამაშებოდა, თურმე ცოლი ჰყავს. სამზარეულოში გავედი და სადილის მომზადებას შევუდექი. სანამ მე სადილს ვამზადებდი ანდრია და ლიზა მისაღებში მულტფილმს უყურებდნენ და გულიანად იცინოდნენ. სამზადისს მოვრჩი და მეც მისაღებში გავედი.
-ლიზა წამოდი ვისადილოთ.-ლიზას მოვკიდე ხელი და სამზარეულოსკენ წავიყვანე, ანდრიაც უკან გამოგვყვა და მაგიდასთან დაჯდა.
-დიდი ხანი უნდა მიბღვერდე? 33 წლის კაცი აქამდე უცოლოდ, რომ არ დავრჩებოდი არ იცოდი? გავეყრები და ასე ნუ მიყურებ.
-აუცილებელია სადილის დროს ვილაპარაკოთ?
-რატომ ჩხუბობთ?-გაოცებული გვიყურებდა ლიზა.
-შენ ჭამე და ჩვენ ნუ გვაქცევ ყურადღებას.-თავზე ვაკოცე ჩემს გოგონას და ყავის მომზადება დავიწყე.
ანდრიას ტელეფონი რეკავდა, მისაღებში გავიდა და იქიდან ელაპარაკა. მერე შემოვიდა და ტელეფონი იქვე მაგიდაზე დადო, სანამ ტელეფონის ეკრანი გამოირთვებოდა დავინახე ეკრანზე გამოსახული ქალის და ბავშვის სურათი. გული მეტკინა, ისევ იტყუებოდა, თუ არ უყვარს მისი ფოტო რატომ უყენია ტელეფონზე. ტირილი მინდოდა და მაქსიმალურად ვცდილობდი თავი შემეკავებინა. ყელში თითქოს ბურთი მქონდა, საშინელი სპაზმი მქონდა, ტირილი მინდოდა.
-ლიზა შენ და ანდრეამ მულტფილმს უყურეთ, მე ცოტა ხნით ზემოთ ავალ.-თავზე ვაკოცე ლიზას, როგორც კი ჭამას მორჩა და მაგიდა არც კი მიმილაგებია ისე გავიქეცი სამზარეულოდან. საძინებელში შევედი, საწოლზე დავემხე და მწარედ ავტირდი. ცოტა დავმშვიდდი, მაგრამ სარკეში, რომ ჩავიხედე საშინელი სანახავი ვიყავი, თვალები დასიებული მქონდა ტირილისგან. მერე სააბაზანოში შევედი და ცივი წყლით დავიბანე სახე. ცოტა დავწყნარდი, შეშუპებული თვალებიც აღარ მქონდა ისე და ქვემოთ ჩამოვედი. ანდრია ტელევიზორს უყურებდა და ლიზას მასზე მიხუტებულს ეძინა.
-დაეძინა, ზემოთ ავიყვან.-ჩუმად მითხრა ანდრიამ, მეც თავი დაუქნიე და სამზარეულოში შევედი. სამზარეულო მივალაგე და ყავა დავისხი.
-მეც დავლევ ყავას.-მაგიდასთან დაჯდა და ყურება დამიწყო. ყავა დავუსხი და შოკოლადთან ერთად წინ დავუდგი.-ვილაპარაკოთ?-თვალს ისევ არ მაცილებდა.
-სალაპარაკო არაფერია.-სამზარეულოდან გასვლა დავაპირე, ხელი დამიჭირა, წელზე ხელი მომხვია და კალთაში ჩამისვა.-რას აკეთებ?-გავიბრძოლე, თუმცა ძალა არ მეყო და მანაც გულში ჩამიკრა.
-აღარ იტირო გთხოვ. უნდა გავეყარო, ლუკას ვფიცავარ არ გატყუებ. მას მხოლოდ კანადის მოქალაქეობა უნდოდა, 7 წელია ვცდილობ ოჯახს დავემსგავსოთ, მაგრამ არ გამოგვდის. მუდმივი პრეტენზიები, უკვე ძალიან დავიღალე. მხოლოდ ფული უნდა და უზრუნველი ცხოვრება, ლუკაც გრძნობს ამას, მინდა ჩემი შვილის დედა თბილი და მოსიყვარულე იყოს და არა ანგარებიანი ქალი.
-მე რითი ვარ მასზე უკეთესი, საკუთარი შვილი ფულში გავცვალე.-ამოვიტირე მის მკერდზე.
-შენ სხვა გამოსავალი არ გქონდა, შენ ცხოვრებამ მიგიყვანა აქამდე.
-არაფერი გამოვა. სცადე და მოაგვარე ურთიერთობა. ლუკას გამო სცადე და არ გაეყარო.-შევხედე ცრემლიანი თვალებით.
-ლუკას გამოა ამდენი წელი, რომ ვითმენ. ცალკე ქეთი მიტ*ავს ტვინს არ დასცილდეო. დავიღალე, აქამდე ვითვალისწინებდი, მაგრამ ახლა შენ გიპოვე და ვერ დაგთმობ.-თმაზე მეფერებოდა და გულში მიკრავდა.
-ქეთი ვერ მიტანს, კლინიკის დაკეტვით დავემუქრე.
-არ მაინტერესებს მისი აზრი.
-ანდრია! არაფერი გამოვა, სხვის უბედურებაზე ბედნიერებას ვერ ავაგებ, არ მინდა, ვერ შევძლებ.
-კანადაში დავბრუნდები, ყველაფერს მოვაგვარებ და რომ დავბრუნდები გადაწყვეტილება უნდა მიიღო.
-არ გაეყარო გთხოვ. არაფერი გამოვა, ლუკაც დაიტანჯება, შენ იქ გაქვს აწყობილი ბიზნესი და ცხოვრება, მე ლიზას ვარ მიჯაჭვული და მისთვის მომიწევს ბრძოლა. ქეთიც ვერ მიტანს, გული დაარტყავს ჩვენზე, რომ გაიგოს. არაფერი გამოვა და ტყუილად მეც ნუ გამირთულებ ისედაც რთულ ცხოვრებას.-შევხედე ცრემლიანი თვალებით.
-ვერ შეგელევი, არ შემიძლია.-ჩემი სახე ხელებში მოიქცია და ხარბად დამეწაფა ტუჩებზე.
-გთხოვ! ჩემზეც იფიქრე, კიდევ ერთ ტკივილს ვეღარ გაუძლებ. რომ მიხვდე, რომ ის არ ვარ, რომ მიხვდე, რომ შეცდომას უშვებ? მერე ვიცი ძალიან მეტკინება.
-კარგი.-ხელები შემიშვა.-სანამ ყველაფერს არ მოვაგვარებ არ მოგიახლოვდები. არ მინდა იტირო და გტკიოდეს.-მისი კალთიდან ავდექი და ლიზას ოთახისკენ დავიძარი. მძინარე ლიზას ჩავეხუტე და მასთან ერთად ტირილში მეც დამეძინა.

თავი 4

ანდრია აღარ მოდიოდა, ორი დღე გავიდა ისე, რომ საერთოდ არ გამოჩენილა. კერძო კომპანიებში რეზიუმე გავაგზავნე, სამსახური უნდა მომეძებნა. ინტერნეტით ბინები მოვძებნე, რამდენიმე ვნახე და არ მომეწონა. დალი მეუბნებოდა მომეცადა და როცა კარგი ვარიანტი გამოჩნდებოდა მერე მეყიდა.
ორი დღის მერე დაღლილი დავბრუნდი თბილისიდან, მე და ლიზამ მულტფილმს უყურეთ და ერთად დაგვეძინა. ტელეფონის ზარმა გამაღვიძა, ანდრია რეკავდა.
-„გისმენ“-ჩავძახე ტელეფონში.
-„ეზოში გამოდი“-მისი ხმა გაისმა.
-„რომელი საათია იცი?“-ვუთხარი გაბრაზებულმა.
-„არ ვიცი. ჩამოდი გთხოვ.“-ისევ მეხვეწებოდა.
პლედი მოვიხვიე და ქვემოთ ჩავედი, კარი გავაღე და ანდრიასკენ წავედი. ჰამაკში იჯდა და სიგარეტს ეწეოდა.
-რა მოხდა? აღარ გათენდებოდა?
-დაჯექი.-ჰამაკზე ჩაიჩოჩა.
-სახლში შევიდეთ.
-არა აქ ჩამოჯექი.-ხელით ჰამაკზე მიმითითა, მეც დავმორჩილდი.
-მთვრალი ხარ?-ალკოჰოლის სუნი მომივიდა და ავნერვიულდი.
-ცოტა დავლიე, ორი დღეა არ გამოვფხიზლებულვარ. ბიჭები დამადგნენ და დამათრევენ აქეთ იქით. დღეს გამოვიპარე, რომ მენახე.
-ანდრია სახლში წადი.-ნერვიულობის პიკზე ვიყავი, შიშმა ამიტანა, კანკალს ვეღარ ვაჩერებდი, მანაც შემატყო და ჩემი ხელები თავის ხელებში მოიქცია.
-დაწყნარდი, თვალებში შემომხედე, მე ვარ, ანდრია და არასდროს არაფერს დაგიშავებ.-თვალებში მიყურებდა და მაწყნარებდა. მის თვალებში რომ ჩავიხედე შიშმა გადამიარა და კანკალი შევწვიტე.
-ჩემი პატარა.-გულში ჩამიკრა.-რამდენი იტანჯე, როგორ მინდა მაგ თვალებიდან ტკივილი გავაქრო.-ზურგზე მეფერებოდა და მეჩურჩულებოდა.
-ანდრია რატომ მოხვედი? რატომ გამაღვიძე?
-მომენატრე. იცი მთვრალი კაცი მართალი კაციაო ამბობენ. ახლა რასაც გეტყვი ეს გულიდან მოდის და უნდა დაიჯერო. ხვალ ფხიზელი გავბრაზდები საკუთარ თავზე ვიცი. დღეს კი სიმართლეს გეტყვი.
-რა სიმართლეს?
-მე ნინა არ მიყვარდა, არასდროს. საერთოდ არავინ არ მიყვარდა და არც სიყვარული ვიცოდი რა იყო. ქეთის ახირების გამო მოვიყვანე ცოლად. ლამაზი შვილი გეყოლება ულამაზესი წყვილი იქნებითო და. ა.შ. შედეგად შემრჩა ქედმაღალი და ამპარტავანი ქალი, რომელმაც საკუთარი შვილის მოფერებაც ვერ ისწავლა. სამოდელო ბიზნესშია, ივენთები, წვეულებები. შენ არ იცი რა გულისამრევი საზოგადოებაა, ფარისეველთა ბრბო. დამატარებდა ამ წვეულებებზე და რომ მომბეზრდა აღარ მივყვებოდი. გავცივდით, აღარ ვცდილობდი ურთიერთობის მოგვარებას, უბრალოდ სხვა ქალის მკლავებს ვაფარებდი თავს და ჩემი ცხოვრებით ვცხოვრობდი. არ გაუპროტესტებია, არც ის იკლებდა წვეულებებზე სიარულს. შედაგად კი ლუკა დავაზარალეთ, უპასუხისმგებლო მშობლებად ჩამოვყალიბდით. მერე ქეთის და დალის ლაპარაკი მოვისმინე, ქეთი ბრაზობდა შენზე, დალი კი გიცავდა. მოვისმინე, რომ ჰალიფაქსში იყავი და არ ვიცი, ინტერესი მკლავდა, მინდოდა გამეცანი. ვიცოდი მარკო იქ სწავლობდა, დალის ვკითხე შენზე და გამაფრთხილა ახლოს არ გაეკაროო. რასაც გიკრძალავენ ის ხომ უფრო გიზიდავს, სამუელს დავურეკე და ერთად ჩამოვედით. თავიდან თამაში გადავწყვიტე, როგორც ყველა ქალთან, მაგრამ რომ მოგიახლოვდი და საშინელი რეაქცია გქონდა უკან დავიხიე. მივხვდი, რომ დიდი ტკივილი იყო შენს წარსულში და საკუთარი თავი შემზიზღდა, მე უფრო გატკენდი. არ ვიცი რა დამემართა, შემიყვარდი და ვერ გელეოდი. ჰაერივით მჭირდებოდა შენი ნახვა, ამიტომაც ჩამოვდიოდი და ვრჩებოდი ჰალიფაქსში. მარკომ სამუელს მოუყვა ჩვენზე და სამუელმა ლამის მომკლა. მითხრა უთხარი ცოლი, რომ გყავს თორემ მე ვეტყვიო. სწორედ ამ დროს მოხვედი შენც. მაინც შემეშინდა და რაღაც ვიბოდიალე, მაინც ვერ გითხარი ნინაზე და ლუკაზე. შემეშინდა, რომ შეგზიზღდებოდი და ჩემზე ცუდად იფიქრებდი, ამიტომ მეგობრობა შემოგთავაზე. მას მერე რამდენჯერმე ჩამოვედი და გნახე, ახლოს მოსვლა კი ვერ გავბედე.
-მენატრებოდი, გაბრაზებულმა შენი ყველა სურათი წავშალე და მერე ვბრაზობდი საკუთარ თავზე. სურათიც არ მქონდა შენი.-ამოვილაპარაკე მის მკერდზე მიხუტებულმა.
-მე მაქვს და ყველა სურათს გადმოგიწერ.-გამიღიმა.-ოლიკო რამდენი ხანია გვეპატიჟებოდა და შარშან, შენი გაცნობის მერე საქართველოში წამოვედი, თან წამოვიყვანე ლუკა და ნინაც. ლიზა ისეთი სიყვარულით ლაპარაკობდა შენზე და ისეთი სითბოთი. მერე შენი ფოტოებიც კი მაჩვენა კანადაში გადაღებული. ძალიან მენატრებოდი. უკან დაბრუნებული ისევ ჩამოვედი ჰალიფაქსში და ისევ ვერ გავბედე მოსვლა. სანაპიროზე ჩვენს ადგილას იჯექი, სევდიანი. მე კი ისეთი მშიშარა ვიყავი, ვერ გავბედე ახლოს მოსვლა. სამუელმა შობას დამპატიჟა, მითხრა, რომ შენც ჩამოხვიდოდი. მინდოდა მოსვლა, მაგრამ ისევ ვერ გავბედე. მერე სასტუმროში მოვედი და ირაკლისთან ერთად დაგინახე. გიჟს ვგავდი, შემეშინდა შენი დაკარგვის. შვებულება მთხოვა, მითხრა ჰალიფაქსში უნდა ჩავიდეო, ისე გავგიჟდი საკუთრი ხელებით მოვკლავდი. რა აღარ მოვიმიზეზე და არ გამოვუშვი. ყველაფერი გავაკეთე და ახლოს არ მოვუშვი შენთან.
-დამპირდა ჩამოვალო და არ ჩამოვიდა. ის მხოლოდ მეგობრულად შემხვდა, როგორც ქართველი ქართველს.
-ეგ შენ შეხვდი მეგობრულად, მას კი მოსწონხარ.-გაბრაზებულმა ჩაილაპარაკა.
-ანდრია ეჭვიანობ?-გამეცინა.
-ეგოისტურად ვერ დაგთმე. გურამსს, ჩემს ძმას დავავალე არ გამოეშვა და რაც შეიძლება ბევრი დავალება მიეცა. მაშინ დავიწყე ინვენტარიზაცია კომპანიაში და ირაკლის გამო ყველა თანამშრომელი მოვკალი მუშაობით. მერე კი თან გამოგყევი. მიყვარხარ და მინდა შენ იყვე ჩემს გვერდით.-დაასრულა მოყოლა და ჩემს ტუჩებს დააცხრა, შიში საერთოდ გაქრა, მინდოდა და მჭირდებოდა ეს კაცი. ჩემთვის მთელი სამყარო იყო ის და ლიზა. არ ვიცოდი რა მომემოქმედებინა. არ ვიცოდი საით მივდიოდი. წუთი გავაჩერე, ბედნიერების წუთი და თავს უფლება მივეცი თუნდაც ეს ერთი წუთი ვყოფილიყავი ბედნიერი. მეც მესეირნა ღრუბლებში და დავმტკბარიყავი ცხოვრებით. თუმცა ღრუბლებიდან დაბრუნებულს სხვა რეალობა შემრჩა ხელში. ანდრიას ცოლი ჰყავდა და უკან უნდა დაბრუნებულიყო. ის კანადაში ცხოვრობდა. მე კი ლიზაზე უნდა მეზრუნა და აქ დავრჩენილიყავი. ვერ დავანგრევდი მის ოჯახს, ჩემი პრინციპები არ მომცემდა ამის საშუალებას.
-ანდრია უნდა წახვიდე. შენს ოჯახს უნდა დაუბრუნდე და ეცადო მოაგვარო ყველაფერი. თუ ნინა არ ცდილობს შენ ეცადე და იყავი კარგი მამა. ცოლს აკრიტიკებ და შენ უარესად იქცევი.
-ვიცი, მე უფრო უარესად ვიქცევი.
-ამიტომაც უნდა დავივიწყოთ ერთმანეთი და შენ უკან უნდა დაბრუნდე.
-და სიყვარულს რა ვუყოთ? ერთმანეთი რომ გვიყვარს ამას რა ვუყოთ?
-დრო გვიჩვენებს, ვეცადოთ და დავივიწყოთ ერთმანეთი. ეხლა კი წამოდი სახლამდე გამოგყვები, ძალიან ხარ ნასვამი.-ხელი მოვკიდე და მისი სახლისკენ წავედით. ეზოში ჩუმად შევედით, სახლები გვერდი-გვერდ იყო და უკან გამობრუნებას ვაპირებდი.
-ჩემთან დარჩი. არაფერს დაგიშავებ, უბრალოდ ჩემთან დარჩი.-ცრემლები მოსდიოდა.-ცუდად ვარ, გთხო დარჩი.
-ეს არასწორია.
-მთელი ცხოვრებაა არასწორად ვცხოვრობ და ეს ყველაზე სწორია.
-კარგი წამოდი.-სახლში მივიყვანე, ჩუმად შევიპარეთ მის ოთახში და ჩახუტებულებს დაგვეძინა. დილით ადრე გავიღვიძე და ისევე ჩუმად გამოვიპარე როგორც ჩუმად შევიპარე.
მეორე დრეს გარეუბანში ორ ოთახიანი პატარა ლამაზი ბინა ვნახე კარგ ფასად და იმ დღისითვე ვიყიდე, ავეჯიც შევიძინე. ერთი ოთახი ლიზასთვის მოვაწყვე, რომ ვანახე ძალიან გაუხარდა. ჩემს ბინაში გადმოვედი, დალიმ ლიზაც გამომაყოლა, ვთამაშობდით, ვსეირნობდით, ვმეცადინეობდით. ლიზა ძალიან ბედნიერი იყო. ანდრიასგან ცოტა ხნით შორს უნდა ვყოფილიყავი.
ნავთობკომპანიიდან დამირეკეს, ანალიტიკოსის ვაკანსია ჰქონდათ და გასაუბრებაზე მიბარებდნენ. დილით ლიზა წყნეთში წავიყვანე, 3 საათზე გასაუბრებაზე უნდა მივსულიყავი.
-რატომ დაბრუნდით?-ინტერესით შემოგვხედა დალიმ. ანდრიაც იქ იყო და სევდიანი თვალებით მიყურებდა.
-გასაუბრებაზე დამიბარეს და ლიზას მარტო ხომ არ დავტოვებდი. საღამოს წავიყვან.-ვუთხარი დალის.
-ლიზა როგორ ხარ?-ანდიამ ლიზა ჩაკოცნა.
-კარგად.-გაუღიმა ანდრიას.- დე, იმდენს მამეცადინებს სოფო, ხომ ისევ გამიშვებ.
-გაგიშვებ.-გაუღიმა დალიმ.-სად დაგიბარეს?-მე შემეკითხა.
-ნავთობკომპანიაა, ანალიტიკოსი სჭირდებათ და ვნახოთ. მე უნდა წავიდე უკვე, არ დამაგვიანდეს. -საათზე დავიხედე-ლიზა კარგად.-ხელი დაუქნიე ლიზას და კარისკენ დავიძარი. უკვე ეზოდან გავდიოდი ანდრია რომ წამომეწია.
-სოფო მოიცადე.-ხელი მომკიდა.
-რა მოხდა?-ისე შევხედე როგორც ჩვეულებრივ ნაცნობს. თავს ვიდანაშაულებდი იმ საღამოს რომ მასთან დავრჩი.
-მე წაგიყვან.-ხელი არ გაუშვია ისე წამიყვანა თავის სახლისკენ.
-ანდრია არ მინდა, თავად წავალ.-ხელი გავაშვებინე.
-გეყოფა!-შემომხედა გაბრაზებულმა.-არ შეგჭამ და იმ საღამოს მერე სულ ნუ ცდილობ მომერიდო.-მანქანის კარი გამიღო.-ჩაჯექი და შენი ხმა არ გავიგო.-თითი დამიქნია, მეც აღარ შევწინააღმდეგებივარ და ჩუმად შევიკარი ღვედი.-რა მისამართზე გაქვს გასაუბრება?
-ვაჟა-ფშაველაზე, დელისის მეტროს მიმდებარედ არის ოფისი.-ჩუმად ჩავილაპარაკე, ისე, რომ მისთვის არც კი შემიხედავს.
-დალის შემოთავაზებას რატომ არ დასთანხმდი?
-არ მინდა დალისთან დავალებული ვიყო. მინდა ყველაფერს თავად მივარწიო.
-საქართველოში? ეს ილუზიაა სოფო. წლობით მოგიწევს მუშაობა და ვიღაც დებილების თრევა სამსახურში. ბიზნესშიც გაერკვეოდი, დალის, რომ რამე დაემართოს მერე გაგიჭირდება.
-არაფერი არ მინდა, დალის არ ვუთხარი და ლიზა ყველაფერს დათმობს, როგორც კი მისი მეურვე გავხდები. უფულო კი აღარავის დასჭირდება და ჩემთან დარჩება.
-აი თურმე რაზე ფიქრობ. არ გამოგივა, დალის ეგეც ჩაწერილი აქვს ანდერძში, თუ არ გამოიქექები ცოტა ბავშვს წაგართმევენ, ასე, რომ ჯობია მანქანა მოვაბრუნოთ და დალის კომპანიაში წავიდეთ.
-არა! გასაუბრებაზე მიმიყვანე.
-კარგი!-გაბრაზებულმა შემომხედა.-ჯიუტი ხარ.
ცოტა ხანი ხმას არც ერთი არ ვიღებდით, მალე მივედით აღნიშნულ მისამართზე, 15 წუთით ადრე მიმიყვანა და მანქანაში გავჩერდი.
-დაგელოდები და ისევ მე წაგიყვან წყნეთში.
-კარგი.-თავი დავუქნიე და მანქანიდან გადავედი.
გასაუბრებაზე შევედი, კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი გამესაუბრა, კმაყოფილი დარჩა და მეორე დილით დამიბარა.
-ხელშეკრულებას გავამზადებთ, ხვალ გაგიფორმებთ და ხვალიდანვე შეგიძლიათ შეუდგეთ საქმეს. სამი თვე გამოსაცდელი ვადით იმუშავებთ, მერე კი შტატშიც ჩაგსვავთ.-დამშვიდობებისას გამომიცხადა ბატონმა გიამ.
-მალდობა და ნახვამდის.-ხელი ჩამოვართვი და კომპანიიდან გამოვედი.
-აბა რაო?-შემომხედა ანდრიამ გაღიმებულმა, როგორ უხდება ეს ღიმილი. ტუჩზე ვიკბინე მის შემხედვარემ, როგორ მინდოდა მოვხვეოდი და ჩავხუტებოდი, ჩემი სიხარული გამეზიარებინა.
-ამიყვანეს.-ბედნიერი თვალებით შევხედე.
-უნდა ავღნიშნოთ.-ისევ მიღიმოდა.
-წყნეთში წამიყვანე.-მისგან ისევ თავის დახსნას ვცდილობდი.
-არა! დღეს ჩემი ხარ.-შემომხედა გაღიმებულმა.
-ანდრია! ჩვენ შევთანხმდით.
-ეს შენ გადაწყვიტე, მე არ დაგთანხმებივარ მეგობრობაზე.
-გთხოვ.-შევხედე სევდიანი თვალებით.
-უბრალოდ ავღნიშნავთ, რესტორანში მეგობრებივით ვივახშმებთ და ვისაუბრებთ. რას ვაშავებთ?
-მეგობრები ვერ ვიქნებით, უბრალოდ თავს მოვიტყუებთ.
-ცოტა ხანი მოვიტყუოთ თავი ვითომ მეგობრები ვართ.
-კარგი! ლიზას რომ დავპირდი?
-დალის დაურეკე და დაელაპარაკება.
დალის დავურეკე და ვუთხარი, რომ სამსახურში ამიყვანეს. ლიზას ვერ წამოვიყვანდი, რადგან დილით უნდა გავსულიყავი სამსახურში. დალიმაც მომილოცა და წარმატება მისურვა. რესტორანში მივედით, ორ კაცზე მაგიდა გაგვიწყვეს, მშვიდად ვივახშმეთ, ზოგად თემებზე ვსაუბრობდით, ანდრია იურისტი იყო და თავის სწავლის პერიოდზე მელაპარაკებოდა, ბევრი რამ მომიყვა თავის თავზე.
-წამოდი ვიცეკვოთ.-ხელი მომკიდა და სცენისკენ წამიყვანა, წელზე ხელი მომკიდა და მუსიკას აჰყვა. მის ყელთან მქონდა თავი მიდებული და მის რიტმულ მოძრაობას ვყვებოდი.-გამიჭირდება უშენოდ.-დაიჩურჩულა ჩემს ყურთან.-მომენატრება შენი სურნელი.
-ჩვენ ხომ შევთანხმდით.-შევხედე ნაწყენი თვალებით.-გვიანია, სახლში წამიყვან?
-წამოდი, წავიდეთ.-ხელი მომკიდა და მანქანისკენ წამიყვანა.
-ანდრია ტაქსით წავიდეთ, ნასვამი ხარ.
-კარგი, ტაქსით წავიდეთ.-მომავალ ტაქსს ხელი აუქნია და გააჩერა. ორივე ტაქსში ჩავჯექით, უკან დაჯდა ანდრიაც და გულზე მიმიხუტა, ალკოჰოლმა ორივეზე იმოქმედა, წინააღმდეგობას ვერ ვუწევდი, მეც მსიამოვნებდა მის მკლავებში ყოფნა, ჩემი პრინციპები სადღაც გამქრალიყო. მალე ჩემს კორპუსთან მივედით.-შენი ბინა უნდა დავათვალიერო, თან ყავა დამალევინე.-ყურში ჩამჩურჩულა, მეც აღარ გამიწევია წინააღმდეგობა და თავი დავუქნიე. მალე ბინაში ავედით, ყავის მოდუღება დავიწყე, ანდრია ოთახებს ათვალიერებდა.-მშვენიერი ბინაა.
-მე და ლიზას გვეყოფა.-გავუღიმე და ყავა და შოკოლადის ფილა წინ დავუდე.-კალიცო რატომ არ გიკეთია ხელზე?-მის ხელზე გამექცა მზერა.
-მეკეთა და მოვიხსენი. ჰალიფაქსში სანამ ჩამოვიდოდი მოვიხსენი, არ მინდოდა დამფრთხალიყავი.-გულახდილად მომიყვა.
-რა იფიქრე პირველად რომ დამინახე?-თვალებში უყურებდი.
-ვიფიქრე ცოტას გავერთობი და მერე ისევ დავბრუნდები ოტავაშითქო.
-მერე რა შეიცვალა?
-შემიყვარდი და ვერ გავბედე გული მეტკინა შენთვის. საკუთარ თავს ვერ ვცნობდი და საკუთარი თვის შემეშინდა.-თავი ჩახარა.- მერე კი რაღაც ძალა შენკენ მეწეოდა, ვერ გელეოდი, გული შენსკენ მომიწევდა.
-გთხოვ გულახდილად მითხარი. ჩემს გამო დაიწყე ფიქრი განქორწინებაზე?
-არა, დიდი ხანია ვფიქრობდი. ნინას არ აინტერესებს რას ვაკეთებ, სად ვარ, ჩემი გრძნობები მისთვის სულერთია. კანადის მოქალაქეობა უნდოდა და მიიღო ჩემი წყალობით, ძალიან ლამაზია, ძნელია გულგრილი იყო კაცი მის მიმართ, თუმცა თანაცხოვრებისას მომბეზრდა, მის სილამაზეს ვეღარც კი ვამჩნევდი მისი აუტანელი ხასიათის გამო, გამუდმებით ვღალატობდი და სხვა ქალთან ვეძებდი თავშესაფარს. შენ რომ დაგინახე, არ ვიცი, რა დამმართე, გული გამითბა. ისეთი სუფთა ხარ, ისეთი პირდაპირი, არაფერს მალავ. ისე მინდოდა ლუკას შენნაირი დედა ჰყოლოდა, ძალიან ჩაკეტილია, გულ ჩათხრობილი. ლიზა კი ისეთი პირდაპირი და უშუალოა, შენი გავლენა იგრძნობა ლიზასთან. ნინას გავეყრები და ცოლად გამომყევი, ლიზა და ლუკა ერთად გავზარდოთ.
-მე არ ვარ მზად ანდრია. იმდენი პრობლემა მაქვს მოსაგვარებელი, ასე ლამაზად არ გამოვა ყველაფერი როგორც შენ დახატე.
-ხვალ მივდივარ, ფრენა შუადღით არის. შენი ერთი სიტყვა და სამუდამოდ აქ დავრჩები.
-არა! უნდა წახვიდე, ლუკაზე იფიქრე, მას სულ სხვა ცხოვრება აქვს იქ.
-მთავარი აკლია, ოჯახი და სითბო.
-თუ შეეცდები იქნებ შეძლო და შეინარჩუნო ოჯახი. ხშირად კაცები თავშესაფარს სხვა ქალის მკლავებში ეძებთ და არ ცდილობთ საკუთარ ცოლთან მოაგვაროთ პრობლემები. შედეგად მხოლოდ ბავშვები ზარადებიან. იქნებ შენც დაუშვი შეცდომები, რატომ ამაზე არ ფიქრობ. იფიქრე იმ დღეებზე, როცა ყველაფერი კარგად გქონდათ და მოაგვარე პრობლემები, გაქცევა გამოსავალი არ არის.
-მართალი ხარ. მეც ბევრი შეცდომა დავუშვი და არ ვცადე რამე მომეგვარებინა.-სევდიანი თვალებით შემომხედა.
-სცადე და მოაგვარე, ლუკას გამო მაინც.
-ჩვენ რა ვქნათ?
-ჩვენ დარვჩეთ კარგ მეგობრებად.
-როგორც მეგობარი დამტოვე აქ და ნუ გამაგდებ, აქ დავიძინებ და ხელს არ შეგიშლი.-გამიცინა.
-ეს დივანი პატარაა, ჩემს ოთახში დაიძინე, მე ლიზას ოთახში დავიძინებ, წამოდი.-ხელი მოვკიდე და ოთახში შევიყვანე.-ჩემს ნივთებს ავიღებ და თეთრეულს გამოვცვლი.
-შეეშვი, შენი სურნელი აქვს. მაგაზე უკეთესს ვერაფერს გადააკრავ.-თვალი ჩამიკრა და ჩემსკენ წამოვიდა.
-ანდრია დაიძინე და ასე ნუ მიყურებ.-ზურგი ვაქციე და უნდა გავსულიყავი ოთახიდან, რომ ხელი მომკიდა, შემაბრუნა და ჩემს ტუჩებს დაეწაფა. ხელი მაისურის ქვეშ შემიცურა და ტუჩებიდან კოცნით ჩემს ყელზე გადაინაცვლა.-ანდრია გთხოვ.-ამოვიტირე.
-არ იტირო, კარგი, თუ მზად არ ხარ არ მოგეკარები.-ხელები შემიშვა.-რომ არ მეკოცნა გავგიჟდებოდი.-თავზე მოისვა ნერვიულად ხელი და აივანზე გავიდა. სიგარეტს ეწეოდა და უკან აღარ ტრიალდებოდა. ვერ მოვითმინე, მეც გავედი აივანზე და ჩავეხუტე.
-ნუ მებუტები გთხოვ, უბრალოდ არ შემიძლია. არ მინდა შენი საყვარლების ვრცელ რიგს შევუერთდე. ეს ჩვენს ურთიერთობას უბრალოდ დაანგრევს.
-კარგი.-თავზე მაკოცა.-არ გიბრაზდები, წადი დაიძინე. თუ მხოლოდ გაკოცე შენც არ გაბრაზდე, მხოლოდ კოცნის უფლება მომეცი. ვიცი ცუდად ვიქცევი, არც მე მინდა იმ ქალების რიცხვში იყო, შენ სხვა ხარ. უბრალოდ რომ გიყურებ მიჭირს თავი შევიკავო. ისე ახლოს ხარ და თან ისე შორს.
-ძილი ნებისა.-ლოყაზე ვაკოცე და ლიზას ოთახში გამოვედი. მისი სურნელი, მისი ჩახუტება ისე ძალიან მინდოდა, თან ცდუნება იმხელა იყო, ისე ახლოს იყო ჩემთან. საკუთარი თავის შემეშინდა, ოთახის კარი დავკეტე და საწოლში დავწექი.
მეორე დღეს ადრე ავდექი, სამსახურისთვის უნდა მოვმზადებულიყავი, მიხაროდა ჩემი საქმე რომ მექნებოდა, ამავე დროს ანდრიას წასვლის გამო მწყდებოდა გული. თუმცა ეს უნდა მომხდარიყო, ანდრია ოჯახს უნდა დაბრუნებოდა და ოჯახის შესანარჩუნებლად ებრძოლა. ლამაზად გამოვეწყვე, შავი შარვალი, ვარდისფერი კოფთა, მაღალ ქუსლიანი ფეხსაცმელი ჩავიცვი და მსუბუქი მაკიაჟი გავიკეთე.
-ყავას დამალევინებ?-ანდრია დამადგა თავზე სამზარეულოში.
-უკვე მზად არის, საუზმეც.-გაუღიმე და ყავა და საუზმე წინ დავუდგი.
-ძალიან ლამაზი ხარ.-სევდიანი თვალებით შემომხედა.
-ვეცადე, ცოტა ვნერვიულობ.-ვცდილობდი თვალებში არ შემეხედა.
-ყველაფერი გამოგივა, ნუ ნერვიულობ.-ჩემი ხელები ხელში მოიქცია და თითებზე მაკოცა.
-ვერ გაგაცილებ.-სევდიანად ჩავილაპარაკე.
-ასე ჯობია, აქ დაგემშვიდობები.-გულში ჩამიკრა და თმაზე მეფერებოდა.-არ გაბედო და არ იტირო.-შემომხედა ცრემლიან თვალებში.
-არ ვტირი.-თავს ძალას ვატანდი, რომ მოწოლილი ცრემლები შემეკავებინა.
-დავბრუნდები, გპირდები.
-არ დაბრუნდე, ოჯახის შენარჩუნებისთვის იბრძოლე, ცხოვრებას ნუ გავირთულებთ.
-შენ ასე გინდა?
-მინდა ბედნიერი იყო, ლუკაც ბედნიერი იყოს, მე კი ლიზასთვის უნდა ვიბრძოლო. ნუ ავირევთ ცხოვრებას, შევძლოთ და დავივიწყოთ ერთმანეთი.
-ტელეფონზე დაგირეკავ ხოლმე.
-კარგი, როგორც მეგობრებმა ვიჭორაოთ.-თვალი ჩავუკარი.
-როგორც მეგობარი ვერა, მაგრამ როგორც შეყვარებულმა კაცმა წასვლის წინ უნდა გაკოცო.-მითხრა და ჩემს ტუჩებს დაეწაფა. მერე კი წავიდა და თან წაიღო ჩემი გული. ვერ გავაცილე, რადგან სამსახურში გამოვცხადდი. გული ძალიან მტკიოდა, გავყვებოდი და ვიბრძოლებდი ჩემი სიყვარულისთვის, მაგრამ ლიზასაც ვერ დავთმობდი.



№1  offline წევრი დარინა

ისეთი ცხოვრებისეულიააა, ყოველდღე ვხვდებით ასეთ ადამიანებს ცხოვრებაშიი, სოფო ცოტა ნერვებს მიშლის, ვითომ ყველაფერს ლიზასთვის ცდილობს, მაგრამ საბოლოოდ ისეთი სუსტია ბრძოლის უნარიც არ გააჩნიაა, მარტო ის ქონდა ამ თავში ჩახვეული ოჯახი არ დაანგრიოო, რატომღაც მგონია, რომ ლიზა ანდრეას შვილიაა.

 


№2  offline წევრი qetulaa

Uhh, mzime mdgomareobaa, sainteresoaa, vnaxot rogor ganvitardeba movlenwbii

 


№3  offline წევრი Takk22

უძალიანესად მომწონს შემდწგი როდის იქნება?

 


№4  offline წევრი R.M

ხვალ დავდებ ახალ თავს❤????
--------------------
R.M

 


№5  offline წევრი Takk22

ახალ თავს მოუთმენლად ველი როდის დადებ

 


№6  offline წევრი ნორმი

საუკეთესო თავი იყო.კიდევ ერთელ გავიმეორებ ნამდვილად რეალურ საფულძე დაყრდნობით წერ.ნუ მე ამის შეგრძნება მრჩება.
--------------------
მორფეოსი

 


№7  offline წევრი R.M

Farvana
საუკეთესო თავი იყო.კიდევ ერთელ გავიმეორებ ნამდვილად რეალურ საფულძე დაყრდნობით წერ.ნუ მე ამის შეგრძნება მრჩება.

ნამდვილად რეალური ისტორიაა.❤

Takk22
ახალ თავს მოუთმენლად ველი როდის დადებ

ატვირთულია. მალე დადებს ადმინი.❤
--------------------
R.M

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent