შემოდგომის გოგო და ზამთრის ბიჭი (თავი 3)
ლილიანა სახლში ღიმილით შევდივარ, მაგრამ დედაჩემის დანახვისთანავე ვიღუშები. დაღლილი სახე აქვს. -დე, რატომ არ დაიძინე? -შენ გელოდებოდი ქალბატონო. იმის ახსნა მოგიწევს სახლამდე ვინ მოგიყვანა და რატომ აგდის წვეულების სუნი. -წვეულების სუნი? -ამიხსენი! -კარგი.... მოგატყუე, - ამოვიოხრე. - არ მინდოდა ასე გამოსულიყო... ნუ თავიდან ელენემ მოგატყუა, მაგრამ ავყევი... დამნაშავე ვარ და ბოდიშს გიხდი. მაგრამ გეფიცები ერთი წვეთიც კი არ დამილევია. -რამე მოწიე? -არა! დედა როგორ იფიქრე ჩემზე მსგავსი რამ? -რამდენიმე საათის წინ იმასაც ვერ წარმოვიდგენდი რომ მოიტყუებოდი წვეულებაზე წასასვლელად! -მე არ მეგონა ეს ასეთი წვეულება თუ იქნებოდა, მეგონა რამდენიმე მეგობარი ვიქნებოდით და გავერთობოდით ჩვენთვის... დე ბოდიში... - ცრემლები მახრჩობდა. -კაი... მესმის და გავიგე. შენი ბოდიში მიღებულია, მაგრამ იცოდე ლილიანა, რომ აწი ასე არ მოიქცევი, გაიგე?! -კი.. -ახლა კი, შეკითხვა, რომელზეც პასუხი არ მიმიღია. ვინ იყო ის ბიჭი, რომელმაც სახლამდე მოგაცილა? -შენ რა მითვალთვალებ? -არა, ფანჯარასთან გელოდებოდი და დავინახე. -ის ბიჭი ნუცას კლასელია. -ნუცა ვინღაა? -ცეკვაზე დავდივართ ერთად. ელენე არ მოდიოდა, მე წამოსვლა მინდოდა და იმ ბიჭმა, სახელად ლაზარემ მომაცილა სახლამდე. -კიდევ კაი მოიფიქრე და მარტო არ წამოხვედი! ლილიანა იცოდე... მეორედ აღარ მომატყუო. -გპირდები აღარ განმეორდება. ოთახში შევედი და ლოგინში დავწექი. თავს ცუდად ვგრძნობდი, ჯერ კიდევ ცხვირში მიღიტინებდა სასმლის სუნი, ასე რომ ავდექი და წყალი გადავივლე. ტკბილად დამეძინა. მეორე დღეს სკოლა არ იყო, ასე რომ ლოგინში დიდხანს ვიწექი და ლეპტოპში სიმღერებს ვუსმენდი, შემდეგ ცოტა წავიცეკვე. -დე ხუთი საათისკენ გარეთ უნდა გავიდე, რამე პრობლემა ხომ არ არის? -სად მიდიხარ? -დომინოს პიცერიაში. -მარტო? -არა, მე და ლაზარე. -ის ბიჭია გუშინ რომ მოგაცილა? -კი. -თქვენ შორის რამე ხომ არ ხდება? -არა. ის ნუცას შეყვარებულია...თან გუშინ გავიცანი. -გასაგებია. -და რაღაც უნდა მივცე. -წადი და შვიდისკენ სახლში იყავი. -კარგი, მადლობა დე. ხუთ საათამდე ელენესთან გავიარე, როგორც ვივარაუდე ლოგინში დამხვდა, თან თავი უსკდებოდა და წუწუნებდა, გუშინ ამდენი არ უნდა დამელიაო. -ბოლოს როგორც მახსოვს ვიღაც ბიჭთან იყავი, საბა ერქვა. რა მოხდა? -ღმერთო წესივრად არც კი მახსოვს! მგონი ბოლოს ვეხუტებოდი და ჩემმა ძმამ ძლივს გამომგლიჯა მის მკლავებს, მერე მალევე წამოვედით და ეგრევე დამეძინა. -რას იკლავ ხოლმე თავს ამ დალევით? მაინც არ მესმის... -ვერც გაიგებ სანამ თავად არ ცდი! -არ მინდა მადლობა. ნიკა სახლშია? -გუშინ რომ მომიყვანა თვითონ სადღაც წაეთრა და არც დაბრუნებულა. მიდი რა ყავა გამიკეთე. -შენ სახლშიც მე უნდა გემსახურო? -რა თქმა უნდა, ამისთვის ხარ საუკეთესო მეგობარი. სხვას რას ელოდი? მე დაგახვედრებდი ყავას? მეტი საქმე არ მაქვს. -მეზარება რა. -ორი შაქარი. -კაი ხო... სამზარეულოში ყავას ვაკეთებდი, როდესაც კარზე დააკაკუნეს. -გააღე რა, ან ჩემი მშობლებიდან რომელიმე იქნება, ან უთავბოლო ნიკა. სახლში ნიკამ შემოაბიჯა, გადამკოცნა და დივანზე დაჯდა. სახე ხელებში ჩარგო და დაამთქნარა. -რატომ ხარ მოღუშული? - ვკითხე. -საიდან მოიტანე, რომ... -ოჰ, არ გინდა ძალიან გთხოვ! საკუთარ თავზე კარგად თქვენ ორს გიცნობთ. აბა დამიხალე ამბები. ყავა გინდა? -კი მინდა, მადლობა. -ელენე, ჩაიცვი და გამოდი რა აქეთ. უნდა გელაპარაკოთ! - დაუყვირა ძმამ გოგონას. -კაი ჯანდაბას! - დაიწყო ელენემ წუწუნი და მანამ არ გაჩერებულა სანამ ცხელი ყავა არ მივაწოდე და ნეტარებით არ მოსვა. -ტუჩები მაინც არ გეფუფქება? - ვკითხე გაოცებულმა. -ახლა ტვინის გარდა არაფერი არ მეფუფქება! -შენ ზოგადად ეგრე ხარ. - ჩაიცინა ნიკამ და ელენესგან ბალიშიც მიიღო. -კაი გეყოთ. დაიწყე ახლა ლაპარაკი, გისმენთ. - ჩამოვჯექი ელენეს გვერდით, ნიკას წინ. -მოკლედ... ნუცა მევასება რა... -არ არსებობს! მას შეყვარებული ჰყავს! - წამოიყვირა ელენემ. -რაა?! ან მევასება რა სიტყვაა, მომწონს მაინც გეთქვა... - გავოცდი მეც. -ვიცოდი, რომ ასეთი რეაქცია გექნებოდათ და მაგიტომ არ მინდოდა რა! -დაოკდი ახლა და წყნარად აგვიხსენი ყველაფერი! -დიდი ხანია მომწონს, მგონი უკვე წელიწადზე მეტია. -იცის? -არა, როგორ მეთქვა შეყვარებული ჰყავს. -შეყვარებული არც ისე დიდი ხანია რაც ჰყავს, შენ როგორც ჩანს მანამდე მოგწონდა. - ვთქვი მე. -საიდან იცი? -გავიცანი გუშინ ლაზარე და ვილაპარაკეთ. -რატომ არ მახსოვს? - გაიკვირვა ელენემ. -ნეტავ რატომ.... შემთხვევით იმიტომ ხომ არა რომ 3 ბოთლი ლუდი გქონდა ჩაცლილი?! -ანუ ნუცა მოგწონს? - იკითხა ელენემ. -მიყვარს მგონი. -მგონიზე რომ იყოს ყველაფერი... -ხო რა! მიყვარს. -რა უნდა ქნა? - მოიღუშა ელენე -არ ვიცი. -რომ დაშორდნენ შანსი გაგიჩნდებათ... - ჩავილაპარაკე მე. -რა? შორდებიან? -მე ეგ არ მითქვამს. და საერთოდ რომელი საათია? ხუთს უკლია ათი?! წავედი, მაგვიანდება! - წამოვხტი და ჩემი ნივთები წამოვფხიკე. -სად? -კარგად, გაკოცეთ. - ვთქვი და სახლიდან სწრაფი ნაბიჯით გამოვედი. პიცერიისკენ მიმავალ გზაზე ვფიქრობდი მიმდინარე მოვლენებზე. ანუ რა გამოდის? ნიკას მოსწონს ნუცა, რომელსაც ჰყავს შეყვარებული ლაზარე, რომელიც მალე მას დაშორდება? მართალია ლაზარე მხოლოდ გუშინ გავიცანი, მაგრამ არის მასში რაღაც ისეთი, რაც უცხო ადამიანებს იზიდავს. არ მაქვს საუბარი გარეგნობაზე, ეს მის შინაგან ბუნებას ეხება. დადებით სხივებს ასხვებს. ცოტახნით იმაზეც ჩავფიქრდი, რომ შეყვარებულების ამპულაში ძალიან მოვუხდებოდით ერთმანეთს, მაგრამ საკუთარ თავზე გავბრაზდი. ნუცა ჩემი მეგობარი იყო, არც ძალიან ახლო, მაგრამ მაინც მეგობარი! რომც დაშორდნენ მის ყოფილთან ურთიერთობას ვერ გავბედავ. მაგრამ... რატომ დავთანხმდი ლაზარეს შეხვედრაზე? დღიურს შევპირდი! - ჩავილაპარაკე ჩემთვის, მაგრამ რეალობა მეტად გასაიდუმლოებული იყო. 5 საათზე უკვე პიცერიის წინ ვიდექი, მაგრამ ლაზარე არ ჩანდა. გავი 10, 15, 20 წუთი... ნახევარი საათი.... და ის მაინც არ გამოჩნდა. ლაზარე ლილიანა სახლამდე მივაცილე და თავად ბებოსთან დავბრუნდი. მას ეძინა, საათს დავხედე ღამის ორი იყო. კაი დრო გასულა. მეც დავწექი, ძალიან მეძინებოდა, მაგრამ თვალი ვერ მოვხუჭე. დღევანდელ დღეზე ფიქრი არ მასვენებდა. ტყუილში ვეღარ ვიცხოვრებ, როგორც კი გათენდება ნუცასთან მივალ და დავშორდები! უნდა ვაღიარო, ლილიანა ძალიან მომეწონა. მისი სახე, მისი მანერები, ცეკვა და ჭკუა - ეს ყოველივე კარგად დაიბეჭდა ჩემს გონებაში. მას კიდევ შევხვდები - აი რა არის მთავარი, უნდა გავითვალისწინო ისიც, რომ ის თავისებურია, არ ჰგავს სხვა გოგოებს და ეს მას კიდევ უფრო განსაკუთრებულს ხდის. დილის ათ საათზე ოთახიდან გამოვედი, ბებოს გაკეთებული საჭმელი მივირთვი, ჩავეხუტე და ისე გავედი სახლიდან, არც კი უკითხავს სად მივდიოდი. ნუცას სახლში მალევე მივედი, კარები დედამისმა გააღო და გადამეხვია, მითხრა, რომ ნუცა სახლში არ იყო და მეც ისევ გარეთ გამოვედი. ტელეფონზე დავურეკე და მითხრა, რომ მეგობართან იყო. -ვისთან ხარ? მოვალ, რაღაცაზე მინდა დაგელაპარაკო. -გუგასთან ვარ. -ჩვენ პარალელურ კლასელთან? - ვიკითხე ეჭვით. -ხო. -მეგონა არ იცნობდი. -კარგად ვიცნობ, ბაღიდან ვმეგობრობთ. -ნუ კაი... მაგის სახლთან პარკია და იქ შეგხვდები. გუგას პარკთან მალევე მივედი, ნუცა იქვე დამხვდა. -რაზე გინდოდა ლაპარაკი? - თქვა და რაღაც ძალიან მოწყენილი მეჩვენა. -როგორ ხარ? - ვკითხე. -მრცხვენია. -რისი? -შენი. -და რატომ? -ლაზარე... დებილი არ ვარ, ვხვდები, რომ დაშორება გინდა. გუშინ მთვრალი ვიყავი და ვეცადე კოცნით დამებრუნებინე, მაგრამ ვიცი, რომ ახლა დამშორდები. ასე რომ სწრაფად მითხარი.... -არ მინდა, რომ გული გატკინო. -ტყუილით უფრო მეტკინება გული. -მართალი ხარ. დიდი ხანია მინდა, რომ დაგშორდე. საქმე შენში არაა, შენ კარგი ადამიანი ხარ, ხომ ხვდები ამას? არ მინდა გატკინო, მაგრამ ტყუილში მართლა ვერ გაცხოვრებ. ბოდიში ნუცა... -არაფერია. ეს ოდესღაც მაინც მოხდებოდა. მას გადავეხვიე და მისი ცრემლები მხარზე დამეცა. -არ იტირო რა. -დავინახე როგორ უყურებდი ლილიანას, ეს კარგად მახსოვს. - მეჩურჩულებოდა ყურში. -ნუცა... -არ გინდა, მესმის. ის კარგი გოგოა, ჭკვიანი და შენი შესაფერისი. -ასე ნუ ლაპარაკობ. -მე არ ვარ წინააღმდეგი. წარმატებები ლაზ. ყველა საქმეში. -მადლობა ნუცა, შენც. აღელვებული, მაგრამ ამავდროულად საოცრად თავისუფალი დავბრუნდი სახლში. მე ეს შევძელი! ნუცას დავშორდი. ნამუსმა შემაწუხა მისი ცრემლიანი თვალების შემყურე, მაგრამ ეს ასე უნდა მომხდარიყო, სწორად მოვიქეცი. ხუთ საათამდე დიდი დრო იყო, ასე რომ ცოტა ვირბინე და სახლში ვიბანავე. სააბაზანოდან ახალი გამოსული ვიყავი, როდესაც ბებიაჩემმა დამიძახა. -ლაზარე! მისი ხმა ბოლოს დიდი ხნის წინ გავიგონე... თავზარი დამეცა და სამზარეულოში შევვარდი. ბებო სკამზე იჯდა, ხელი გულზე მიედო და ღრმად ხვნეშიდა, სუნთქვა უჭირდა. -რა გჭირს? - მასთან მივედი და მხარზე ხელი დავადე. ბებოს პასუხი არ გაუცია, უეცრად გაითიშა და სკამიდან გადავარდნისგან ჩემმა ხელებმა იხსნა. სასწრაფოში დავრეკე და სანამ მოვიდოდნენ შოკში ჩავარდნილს, კედელზე მიყუდებულს ბებო მყავდა მიხუტებული. საავადმყოფოში გავყევი, მისი დანაოჭებული ხელი ავიღე და ხმადაბლა დავიწყდე ლაპარაკი. -ღმერთო გთხოვ ისიც არ წამართვა, არ წამართვა ჩემი თბილი ბებო... არ წაიყვანო. მოვკვდები. ბებო არ წახვიდე, ბე... დარჩი. - ცხარე ცრემლით ვტიროდი და ბებოს ხელს არ ვუშვებდი. დიდი ბოდიში ასე რომ დავიგვიანე! |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.