შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სამიზნე (22 თავი)


29-11-2018, 19:57
ავტორი naattii
ნანახია 1 855

მალე მოვიდა ქორწილის დღე, ნანო ისეთი ენთუზიაზმით ემზადებოდა, გეგონებოდათ თავად თხოვდებოდა, რა ენქნა, პირველად იყო მეჯვარე და უნდოდა სრულყოფილად შეესრულებინა ყველაფერი. დილის შვიდზე წამოხტუნა ანდრია, ოთახიდან გაუშვა ტანსაცმელებით და თავად მომზადება დაიწყო, ნახევარ საათში ფრთხილად მოუკაკუნეს:
-შემო ანდრია, გეგონება შიშველი ნანახი არ გყავდე.
-ამ, მე ვარ_მორცხვად იღიმოდა კარში ელენე.
-უი, მაპატიე, არ გელოდი_უარესად დაიბნა ნანოც.
-ხო ვიცი, მე და გაბრიელმა ვიფიქრეთ, დახმარება დაგჭირდებოდა_თავისი ტანსაცმლით მომზადებული შემოაბიჯა ელენემ და საწოლის პატარა კუთხე დაიკავა.
-ელენე, მე....
-აღარ გინდა, არ გვინდა, რაც იყო იყო, ყველამ ახალი ცხოვრეადავიწყეთ, არც შენ ხარ გამონაკლისი, შეიძლება ჯერ ისე ვერ მოგექცე როგორ საჭიროა, მაგრამ ვცდილობ.
-მადლობა_ღიმილმა გაუნათა სახე ნანოს.
-აბა, რას აპირებ? რას იცმევ?
-რვაზე სალონში ვარ ნათიასთან ერთად, მირჩევნია ჩაცმული წავიდე, თან ისე რომ ანდრიამ ვერ დამინახოს_საცოდავი სახე ქონდა გოგოს.
-რატოო?
-მინდა ერთიანად მნახოს, რაც გავიცანი, სულ ვიღაცისგან გავრბოდით, ან საავადმყოფოში ვიწექი, მინდა ჩემზე ერთი ლამაზი მოგონება დავუტოვო.
-კარგი, მაშინ მოდი კაბის ჩაცმაში დაგეხმარები და ანდრიას გატყუებაც ჩემზე იყოს.
-მადლობა.
-გეყო მადლობების ხდა_ხელი აიქნია ელენემ და ნანოს წითელი, გრძელი კაბა მოხსნა საკიდიდან.


-როგორ ხართ?_სამზარეულოში მიჯდომოდა მაგიდას გაბრიელი ანდრიასთან ერთად.
-ჯერჯერობით იმაზე უკეთ ვიდრე წარმომედგინა, ამ დღეებში ჩემებს დაველაპარაკები.
-ოჰოოჰ, ანუ სერიოზულად?
-არასერიოზულად არც აქამდე შემიხედავს.
-ფეხი?
-თითქოს მიეჩვია ხელჯოხს, სამი დღეა შეუსვენებლად ვარჯიშობდა, ქორწილში უნდა ვიცეკვოო, ნათიას იმედს ვერ გავუცრუვებო, ამ ქორწილზე დიდ იმედებს ამყარებს, თითქოს როგორც იქნა რაღაცამ გაახალისა.
-მოწყენილობას არც აქამდე არ იმჩნევდა.
-სამაგიეროდ ღამე იმჩნევს. ერთი კვირაა უკვე მთელი ღამე ვყარაულობ, გეფიცები არც ვწუწუნებ, უბრალოდ არ მინდა ასე დიდხანს გაგრძელდეს.
-ანდრია მან ბევრი გამოიარა.
-ვიცი, და ჩემი ბრალია_ხელი ჩამოისვა დაღლილ სახეზე ანდრიამ ელენეს კივილი რომ გაისმა სააბაზანოდან.
-ანდრიააა, წყალი გასკდაააა.
შიგნით შესულებს კარებთან მდგომი ელენე დახვდათ, პირსაბანთან კი ნამდვილი ფანტანი მოწყობილიყო.
-ჯანდაბა_გაბრაზებულმა ჩაიბურტყუნა ანდრიამ და სპორტულებით შეაბიჯა, გაბრიელიც უკან მიყვა. ელენემ ისე მოუკეტათ კარები არაფერი შეიმჩნია და მომლოდინე ნანოს გახედა.
-წამო სწრაფად
-გაღიარებ_ხითხითით გამოყვა ნანოც და ხელჯოხის ნაცვლად ქალს დაეყრდნო ხმა რომ არ გასულიყო.
-ნუ ნერვიულობ, მხოლოდ ერთ-ერთი ბოლტი მოვუშვი_სიცილით ჩაჯდნენ ქალები მანქანაში და სალონისკენ წავიდნენ.

-რა კარგია მოხვედით_უკვე ვარცხნილობა გაკეთებული დაქროდა ნათია სალონში და მაკიაჟის გასაკეთებლად ვერ აჯენდნენ. -ეს კაბაც როგორ გიხდება, ღმერთო როგორი ლამაზი ხარ_ტაში შემოკრა გახარებულმა.
-მიდი მიდი, შენს მაკიაჟს მიხედე_ძლივს დააჯინეს აღელვებული ქალიც და ელენე სტილისტს მიუჯდა.
-თქვენ მანამდე ფრჩხილები გაიკეთეთ და შემდეგ გადმოგაჯენთ ჩემთან_თავიდან სტილისტის სიტყვებს არავინ დაკვირვებია, მაგრამ როდესაც გოგო მართლა მიუჯდა მომუშტული ხელებით მაგიდას, ნათია დაიძაბა.
-ხელოვნური ფრჩხილები გააქვთ?_გაუბედავი ტონი გაჟღერდა სალონში და ელენემ თვალები დახუჭა გოგოს სახე რომ არ დაენახა სარკეში.
-დიახ რა თქმა უნდა_მაშინვე უპასუხა გოგომაც, მაგრამ, როცა ნანომ ხელები გაშალა და მისი ნუნები დაინახა პირდაპირ სახეზევე დაეწერა შოკი.
-იცით ჩვენ დიდხნიანიც გვაქვს._გაუბედავად ჟღერდა კოსმეტოლოგის ხმა.
-კარგი იქნებოდა_არც ამოუხედავს ისე უპასუხა ნანომ და პირდაპირ ხელი მიაჩეჩა.


-ღმერთო, ერთ საათში თავისუფალი აღარ ვიქნები_უკვე სრულიად მომზადებული დაქროდა ოთახში ნათია და გოგოების მობეზრებულ სახეს არ იმჩნევდა.
-ბავშვი მაინც შეიცოდე, ჯაბას მიყვები, ვინმე ღიპიან ბიძიას ხოარა.
-მადლობა ნანო, ასეთი საოცარი შედარებით სრულიად მომეშვა გულზე_თვალების ბრიალით დაუცაცხანა მეჯვარეს და მათ სიცილზე უფრო გული მოუვიდა.
-მოვიდნენ_დედამისი შემოვიდა ოთახში და კიდევ ერთხელ შეათვალიერა სამეული. ელენეს ტანზე მომდგარი ზურმუხტისფერი კაბა ნამდვილად უხდებოდა, შესაფერისი საყურეებით და ღია ტონალობის მაკიაჟით. ნანო პირიქით, წითელი ცალ მხარეს აჭრილი, გრძელი კაბითა და მკვეთრი, მუქ ფერებში გადაწყვეტილი მაკიაჟითა და დილით შეჭრილ კარეში ნამდვილ ქალღმერთს გავდა, ნათია კი დედოფალივით დაფარფატებდა თეთრი კაბით.
-ამის დედაც.... რაც იქნება იქნება_უცებ გამოგლიჯა კარი და გაოცებული ქალბატონებიც უკან მოიტოვა.
ცალცალკე მანქანებით წავიდნენ ეკლესიაში და შესასვლელთან მოგროვდნენ, ფოტოგრაფი ყოველ წამს აფიქსირებდა, ანდრია კი მის მომავალს ვერ აშორებდა თვალს.
-არაჩვეულებრივად გამოიყურები_შრამზე აკოცა საფეთქელთან და თმა ცალ ყურზე გადაუწია -მაგრამ, თმის შეჭრა, მხოლოდ იმიტომ ვინმემ შენი ნამდვილი სახე რომ არ დაინახოს სისულელეა, მე ყველანაირი მიყვარხარ.
-მეც მიყვარხარ_საპასუხოდ მიეხუტა გოგოც და კოსტიუმში გამოწყობილ კაცს ღიმილით ჩაავლო ბაბოჩკაში ხელი.
-ხო, ამ დილით გაპარვისთვის შემდეგ ვისაუბროთ როგორ ამინაზღაურებ_თვალი ჩაუკრა კაცმა და მეგობრებისკენ წავიდა.

-დამშვიდდი?_გვერდით ამოუდგა ნათიას მეჯვარე და თავისი ადგილი დაიკავა.
-როგორც კი დავინახე_მორცხვად გაიღიმა ნათიამ და მკვეთრად მიტრიალებული ანდრიას მზერას დააკვირდა.

ქუჩის ბოლოს აბღუილებულმა მანქანის ბორბლებმა მაშინვე მიიქცია ანდრიას ყურადღება და ხმის მიმართულებით შებრუნდა.
-კერესელიძე, სწრაფად_მაშინვე დაიბუბუნა ბოხი ხმით და წამში სტაცა ნანოს ხელი, რომელიც მანქანას ამოუყენა უკან და დახრა აიძულა, ჯაბა რადგან შესასვლელთან ახლოს იდგა, ლამის ხელში აყვანილი შესვა ნათია ტაძარში და უკან მოხედა მეგობრებს. ანდრია თვალებით გაბრიელს ეძებდა, რომელიც გამქრალიყო, ამიტომ დაბნეულად მდგომ ელენეს მოხვია ხელი და ნანოსთან ერთად უკან ამოიყენა, თუმცა გოგოს ნაცვლად ცარიელი ადგილი რომ დახვდა, მთელ ეზოში გაისმა პოლკოვნიკის გინება.
ერთ სროლას მეორე მოყვა და რიგში მდგომ მანქანებს რამდენიმე რიგად გადაევლოთ ავტომატიდან გამოვარდნილი ტყვიები, ანდრია მხოლოდ ნანოს სახელს გაყვიროდა, მაგრამ მთელი ძალით ჩაბღაუჭებული, ატირებული ელენესხელები ვერაფრით მოიშორა, სუსტად ისმოდა პატარა იარაღიდან საპასუხოდ გახსნილი ცეცხლი და ანდრიას გაგიჟებას არაფერი უკლდა, როგორც იქნა გაძრომა რომ მოახერხა. გასწორებული იარაღით გახსნა თვითონაც საპასუხოდ ცეცხლი და პირდაპირ შუა ქუჩაში მდგარ ხელ აწეულ ნანოს მიუახლოვდა. მანქანა თვალს მიეფარა და გოგოს იარაღიც დადუმდა. ცივი მზერით მოუბრუნდა მიახლოებულ კაცს და შემდეგ ბოლ ავარდნილ იარაღს დახედა.
-ერთი მათგანი დავჭრი, ერთიც შენ, ექიმი დაჭირდებათ, და ხო, იარაღი შენია, უჯრიდან მოგპარე_გაყინული ხმით ამოთქვა, ხელში ჩაუგდო გამწარებულ კაცს ჯერ კიდევ სასროლად მზად მყოფი 9 კალიბრიანი და კოჭლობით წავიდა ტაძრისკენ.


-გაბრიელ_მკაცრად ჟღერდა ანდრიას ხმა.
-ვიცი, ყველაფერი გეგმის მიხედვითაა, ელენე?
-კარგადაა, მე ხომ დაგპირდი._ჯვრისწერას გადახედა ანდრიამ და ჯერ კიდევ სისველე შემდგარი ნანოს ცრემლებზე გაუშტერდა თვალი. -რომ არაფერ იეჭვონ ქორწილი რომ გახურდება და წამოვალ.
-კარგი ანდრია, არ ინერვიულო, ხომ იცი შეგიძლია მენდო.
-კარგი გაბრიელ, დროებით_სწრაფად დაასრულა, რადგან უკვე ცერემონიაც სრულდებოდა. ნათიას და ჯაბას გაღიმებულ სახეებს არაფერი ჯობდა, როდესაც მამაომ ცოლ-ქმრად გამოაცხადა და დამსწრეებს მილოცვა თხოვა.

-ძალიან დაიღალე არა? მაპატიე რაა_მუხლის სრესით დაკავებულ ნანოს გადახედა ნათიამ.
-ხუმროობ? ორსულად შენ ხარ მე კი არა_სიმწრით გაეცინა გოგოს.
-მალე იქნები_თვალი ჩაუკრა ქალმაც.
-კარგი რა, მე როგორი დედა უნდა ვიყო_თავი გადააქნია ნანომ.
-როგორიც ჩვენ ყველა, ან ბევრად უკეთესი, სხვანაირად არ გამოგივა_ახლოს მიიხუტა გოგო და ხალხს გადახედა -ანდრია აღარ შემინიშნავს, სად გაქრა?
-ხო, ვერც მე ვხედავ_ჩაფიქრებულმა გადაავლო ხალხს თვალი ნანომ.

პოლკოვნიკი ამ დროს საკმაო სიჩქარით მიაქანებდა მანქანას უკვე ნაცნობი ქოხისკენ, სადაც დასაკითხად გამზადებული 4 კაცი ელოდა.
-------------------
საერთოდ აღარ აქტიურობთ, ალბათ დასრულების დროა უკვე <3



უხ ეს ბოროტი გენერალი rage მაინც ხომ ვერ ჩაშალა ქორწილი smiley რას ხლართავენ ჩემი ბიჭები? ისე ანდრიას და ნანოს შვილი რაღაც საოცრება იქნება, თან თუ ბიჭი იქნება ხომ საერთოდ kissing_heart blush მოვლენები საინტერესოდ ვითარდება, გელოდები ახალი თავით kissing_heart

 


№2  offline მოდერი naattii

რუსკიმარუსია
უხ ეს ბოროტი გენერალი rage მაინც ხომ ვერ ჩაშალა ქორწილი smiley რას ხლართავენ ჩემი ბიჭები? ისე ანდრიას და ნანოს შვილი რაღაც საოცრება იქნება, თან თუ ბიჭი იქნება ხომ საერთოდ kissing_heart blush მოვლენები საინტერესოდ ვითარდება, გელოდები ახალი თავით kissing_heart

უღრმესი მადლობა <3

 


№3  offline წევრი Nano Goduadze

დასასრულიოოო? :| მეცემინები იცოდე :( ჩემს ბიჭს არ დამაშორო ჯერ იცოდე ^^ ვაიმეეე, ეგ გენერალი როგორ მიშლის ნერვეებს :| მოაშორე მალე დამიტანჯა ბავშვები :((

 


№4  offline მოდერი naattii

Nano Goduadze
დასასრულიოოო? :| მეცემინები იცოდე :( ჩემს ბიჭს არ დამაშორო ჯერ იცოდე ^^ ვაიმეეე, ეგ გენერალი როგორ მიშლის ნერვეებს :| მოაშორე მალე დამიტანჯა ბავშვები :((

ვნახოთ ვნახოოთ ❤️

 


№5  offline წევრი qetulaa

Ise velodebodiii, asec vicodi rom verafers izamda boroti generali, au momdevno rodis iqnebaaa

 


№6  offline მოდერი naattii

qetulaa
Ise velodebodiii, asec vicodi rom verafers izamda boroti generali, au momdevno rodis iqnebaaa

ვეცდები მალე იყოს ❤️

 


№7  offline აქტიური მკითხველი terooo

ახლა ვინ მოიტაცა

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent