შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

დაკარგული დრო /1/


30-11-2018, 22:00
ავტორი sameone crazy girl
ნანახია 15 930

ოპერაციაზეა, ყველაფერი სისხლითაა დასვრილი. წითელი სითხე სახეზეც ხვდება. აპარატის გამაყრუებელი ხმა ესმის, სინათლე თვალებში ანათებს. ჭრილობიდან სისხლი ისევ ასხავს. ვერაფერს ახერხებს მერე ყველაფერი პატარავდება, ხმები ერთმანეთში ირევა და საკუთარი კივილის ხმა აფხიზლებს ...
ვინ იცის მერამდენედ ნახა ეს სიზმარი . მას შემდეგ წლები გავიდა, სასამართლომაც მის სასარგებლოდ გამოიტანა დასკვნა, მაგრამ საკუთარ თავს ბოლომდე ადანაშაულებდა. ფიქრობდა რომ მეტი შეეძლო , რომ არ მოინდომა გამოსავლის პოვნა. სამსახურზე უარი თქვა, ქურურგიის განყოფილებიდან მორგში გადაინაცვლა. ფაქტობრივად პროფესია შეიცვალა, ყველაფერი თავიდან დაიწყო . ამბობდა ასე უფრო მეტს ვისწავლი და მერე ისევ ქირურგიაში დავბრუნდებიო, მაგრამ მიეჩვია და ასეც ეხმარებოდა ადამიანებს.
სახეზე ხელები ჩამოისვა, მერე წამოდგა და აივანზე გავიდა. ზაფხული იყო , მაგრამ საკმაოდ ციოდა. თმები ქარმა აურია, ახურებულ სხეულზე ცივი სიოს შეხება ესიამოვნა. მოაჯირს მიეყრდნო და სივრცეს გაუსწორა მზერა. მერე თითქოს ვიღაცის მზერა იგრძნო , მაგრამ ვერავინ დაინახა ...
სააბაზანოში შევიდა , გამოფხიზლდა და ჩვეულებისამებრ საუზმის მზადება დაიწყო . რვაზე უკვე მზად იყო ყველაფერი , საძინებლის კარი გააღო და მძინარე გოგონას ღიმილით შეხედა. ჯერ არეულ თმაზე გადაუსვა ხელი მერე აკოცა და ისიც შეიშმუშნა
_დეე გაიღვიძე დაგაგვიანდება სკოლაში
_ხუთი წუთიც ლიზუ რაა _საბანი თავზე გადაიფარა და ჩვეული პოზა მიიღო. 13 წელია უკვე ასე იქცევა და გასაკვირი არც არაფერი იყო მის ქცევაში .
_ელე დღეს საკონტროლო გაქვს ფიზიკაში პირველ გაკვეთილზე ... მე სამზარეულოში ვიქნები წვენს გაგიმზადებ
_აიი უკვე გავიღვიძე... _უცებ წამოდგა და საწოლის გასწორება დაიწყო. მერე დედას აკოცა და ოთახიდან სწრაფად გავიდა _სანამ ვიბანავებ ჩემი იისფერი კაბა გამიუთოვე რა გთხოოვ
_გუშინ გავაუთოვე , მზადააა _ხმამაღლა დაუძახა , კარადიდან გამოიღო კაბა საწოლზე დადო, ფეხსაცმელიც გაუმზადა ჩანთაც იქვე დაუდო იცოდა დაავიწყდებოდა და მერე ჩავიდა სამზარეულოში. მალევე გამოჩნდა ქალბატონი მოკლე იისფერ კაბაში, ყავისფერი თმა გაშლილი გაშლილი ჰქონდა
_დეე დამიწანი რაა
_როდის უნდა ისწავლო დე? არ გინდა რო შეიჭრა?
_ასე მომწონს
_დაჯექი ასე ხელები მეტკინება მაღალი ხარ უკვე _ ხმაურით აკოცა
_ ჩემი წვენი სად არის?
_იქეთ დევს მოიცადე ჯერ თავი გააჩერე თორე ლამაზად არ გამომივა
_დღეს ნანუს დაბადებისდღეა და საჩუქარი უნდა ვუყიდო ხო გახსოვს
_ფული ჩაგიდე საფულეში და იყიდე... გამოგივლი გვიან და წამოგიყვან. დამირეკე რომ გეცლება ხო ?
_დეე
_კაბისთვისაც ჩავდე ფული და შეარჩიე რამე... ფოტო გამომიგზავნე ოღონდ წასვლამდე
_მიყვარხარ
_ჩემო სიცოცხლე _აკოცა და თვალებგაბრწყინებულ გოგოს ნაწნავებზე ჩამოუსვა ხელი _ვისაუზმოთ ახლა და წავიდეთ თორე დაგაგვიანდება
_ვასწრებთ ნუ ღელავ ლიზუ..

რომ ისაუზმეს ელემ აალაგებინა უცებ მაგიდა ყველაფერი მოაწესრიგეს და სწრაფად გავიდნენ სახლიდან .
ელენა სკოლაში დატოვა და კლინიკაში წავიდა.
დოკუმენტები ჰქონდა მოსაწესრიგებელი შემდეგ კი ფორმა ჩაიცვა და მთლიანად საქმეზე გადაერთო.
გვამს ზეწარი ფარავდა
_ირაკლი მეტრეველო გპირდები გავიგებ შენი გარდაცვალების მიზეზს ... _ ჩვეული ფრაზა გაიმეორა . სხვას რომ დაენახა იფიქრებდა გაგიჟდაო, მაგრამ მისთვის ნორმალური მომენტი იყო რადგან მიაჩნდა რომ დიდი მნიშვნელობა ჰქონდა იმას თუ რამ განაპირობა ამა თუ იმ პიროვნების სიცოცხლის შეწყვეტა.
მოემზადა, ზეწარი მენჯამდე გადასწია და სხეულის ზედაპირული დათვალიერებით დაიწყო. პირველივე შეხებისთანავე სითბო იგრძნო , მერე სხეულს დააკვირდა სწრაფად მოიშორა ხელთათმანები სკალპელი იქვე დააგდო ერთი ხელი ყელზე მიადო მეორე ცხვირთან მიუტანა და შიშისგან გული გაუჩერდა . მისკენ იყო დახრილი და ხელებს მთელ სხეულზე ახებდა
_გამორიცხულია, მგონი მესიზმრება... რამდენიმე საათია აქ არის ამ ტემპერატურას ვერ შეინარჩუნებდა. ჩემს მოსვლამდე შეამოწმეს ჯანდაბა მგონი შევიშალე ... _ სწრაფად გასწორდა და სახეზე ხელები ჩამოისვა. მერე მობილური აიღო და ის იყო განგაში ატეხა ზურგიდან აეკრო ვიღაც და ყელზე დანა მიაბჯინა
_მობილური დადე და ყველაფერს აგიხსნი ექიმო
_შენ ... მორჩა ხვალიდან სამსახურს დავტოვებ ოღონდ ახლა გვამი ყელზე დანას არ მაბჯენდეს და არ მეუბნებოდეს რომ ამიხსნის
_დამშვიდდი
_მომაშორე ეგ დანა, თუ მომკლავ აქედან ვერ გახვალ . მინიმუმ ტანსაცმელი გჭირდება _გული საშინლად უცემდა , მთელი სხეული უკანკალებდა მაგრამ ლაპარაკს მაინც არ წყვეტდდა
_გამომძიებელი ვარ, გაჩვენებ დოკუმენტებსაც უბრალოდ ჩემი ტანსაცმელი უნდა იპოვნო. სადღაც აქ იქნება... ჩემმა ბიჭებმა მეხუმრეს რისთვისაც აუცილებლად დავაქვეითებ ყველას_ხმაზეც ეტყობოდა როგორ ბრაზობდა _ექიმო ჭკვიანად იქნები ხო? იცოდე სიკვდილ სიცოცხლის საქმეა და თუ გაიგებენ რომ ცოცხალი ვარ შენც შარში გაეხვევი, თუ დამეხმარები ყველაფერს რომ მოვაგვარებ ჯილდოს მოგცემენ ... ქირურგად დაგაბრუნებ რომ დამაწინაურებენ _ყელიდან დანა მოაშორა , მაგრამ მაინც ახლოს იდგა
_რა ჯანდაბა ხდება იქნებ ამიხსნათ ბატონო ირაკლი
_სახელმწიფო საიდუმლოა
_და რა ვიცი რომ ვიღაც ყაჩაღი არ ხარ ანდაც დამნაშავე კორუმპირებული დეტექტივი
_დაჯექი თორემ მგონი ცუდად ხარ ...
_აქ როგორ შემოაღწიე
_ჯერ კიდევ დარჩა ნამდვილი პოლიციელები რომლებსაც სჯერათ ჩემი...
_ჩემგან რა გჭირდება ... რა უნდა დავწერო
_ინფარქტი, თრომბი ან რამე ეგეთი რაც წამსვე კლავს რადგან შუა სამმართველოს შენობაში გავიშხლართე
_და ვერავინ გაიგო რომ ცოცხალი იყავი ?
_რაღაც წამალი გამიკეთეს და კიდევ კარგი დროულად გამოვფხიზლდი თორემ ხომ გამფატრავდი _ზეწარი წელზე ჰქონდა მოხვეული და ხელით იჭერდა. ლიზა ცოტა ხანს უსმენდა მერე სიცილი ვერ შეიკავა, ისტერიკა ჰქონდა
_შეიძლება გავგიჟდე... ბატონო ირაკლი რა მშვიდად ხართ ახლა რომ გაგიშვათ და მერე ვთქვა ცოცხალიათქო რა გეშველება, რას აპირებთ
_ზედმეტი ხომ არ გაინტერესებს
_მეშინია რომ დავწერ დოკუმენტს და მიიღებ რაც გსურს მე აღმოვჩნდები იმ მაგიდაზე
_ტანსაცმელი მჭირდება სად ინახავთ ნივთებს ... ასეთ ფორმაში არასერიოზულია ჩემი საუბარი თანაც აშკარად არსად გვეჩქარება ქალბატონო ელიზაბეტ
_აი იქ , კარადაში იქნება პაკეტში _სკამზე იჯდა და შორიდან უყურებდა
_იქნებ გაიხედოთ ... ვერსად გავიქცევი თუ თქვენი ხელნაწერი არ მექნება ბეჭდით
_საკუთარი თავი არ გეყოლებათ იმდენჯერ ნანახი რამდენჯერაც მე შიშველი კაცი
_გვამისგან განვსხვავდები მგონი , როგორც გგნებავთ _ ზეწარი მოიშორა , მაგრამ ლიზას მისი ცქერის სურვილი ნამდვილად არ ჰქონდა საერთოდ ვერც ამჩნევდა მის გარეგნობას. რომ გეკითხათ ვერც აღწერდა . მისი ტვინი მხოლოდ გამოსავალზე ფიქრობდა.
გათიშული იყო მის წინ რომ დაჯდა ირაკლი უკვე ფორმაში იყო თავისი ნიშანი აჩვენა და ტელეფონიც მიაწოდა
_აქ ნახე ყველაფერი, მთელი ჩემი დოსიეა ... წაიკითხე მიდი
_ რატომ მიხსნი ამ ყველაფერს
_კანონის ფარგლებში მინდა ვიმოქმედო, მაქსიმალურად ... თანაც თქვენი დახმარება შესაძლოა შემდეგაც დამჭირდეს ქალბატონო ელიზაბეტ , ოთარის ასულო გვასალია .
ჩუმად იჯდა კითხულობდა მის მიწოდებულ ინფორმაციას და ბოლოს მაქსიმალურად მშვიდად დაიწყო საუბარი
_დავწერ იმას რაც გჭირდება , მაგრამ სხვა დროს უბრალოდ დაივიწყებ რომ ვარსებობ და სხვას მიმართავ. არ გაგიჭირდება სხვა პათანატომის დარწმუმება
_მარწყვის ნაყინი ისევ გიყვარს ლიზიკო ? _ წერა ჰქონდა უკვე დაწყებული კაცის ხმა რომ გაიგო და სუნთქვა შეეკრა _ მახსოვს გეგა ეძებდა შენთვის მარწყვის ნაყინებს ... წითელა გქონდა და 20 მარწყვის ნაყინი მინდაო გითქვამს
_გეგას იცნობდი ?
_ჩემი წასვლის დროა ლიზიკო ... მოგიყვები შენს ძმაზე ისევ რომ შევხვდებით
გეგა მისი ტკივილი იყო . ბავშვობის ნათელი წერტილი, საყვარელი უფროსი ძმა რომელიც ერთ დღეს მისი ცხოვრებიდან გაქრა და დატოვა დიდი ტკივილი. ჯერ კიდევ ბავშვი იყო , მაგრამ ტკივილს ვერ ანელებდა. ყველაფერს იძიებდა , ყველაფერი უყვარდა რაც გეგას უკავშირდებოდა. არაფერს იტყოდა, საერთოდ დაივიწყებდა ირაკლის არსებობას . მხოლოდ გეგაზე აინტერესებდა, მან ისეთი ამბავი გაიხსენა ბევრმა გეგას მეგობარმაც რომ არ იცოდა.
მთელი დღე გათიშული იყო, ფიქრობდა რომ ვიღაც მივიდოდა და ეტყოდა რომ ყველაფერი იცოდა , ან ეტყოდნენ რომ გაატავოსუფლებული იყო , ანდაც დაიჭერდნენ დანაშაულისთვის, მაგრამ ეს ყველაფერი არ ადარდებდა . დროზე ადრე წავიდა სამსახურიდან, მშობლების სახლში მივიდა და დედას დანახვისთანავე მოეხვია
_ლიზა , დეე ხო კარგად ხარ?
_კი დე, უბრალოდ ადრე გავთავისუფლდი და მოვედი . მამა სახლშია ?
_არა , ბაზარში გავუშვი პროდუქტების მოსატანად. ელენე როგორაა , რამდენი ხანია არ მოსულა
_დაკავებულია , ბევრი სამეცადინო აქვს . შაბათ საღამოს გამოვიყვან _ ლოყაზე მოეფერა ქალს . არ უნდოდა მისი დამძიმება, მაქსიმალურად ცდილობდა დადებით თემებზე ესაუბრა , მაგრამ ბოლოს მაინც ალბომამდე მიაღწია და გეგას ფოტოების დათვალიერება დაიწყო
_დე გეგა როგორი იყო ?
_სიგიჟემდე უყვარდი , არ გახსოვს როგორ გეფერებოდა ხოლმე?
_მახსოვს... ისიც მახსოვს სკოლაში რომ მოდიოდა ხოლმე . საოცრად გამოიყურებოდა, ვამაყობდი ჩემ გვერდით რომ მიაბიჯებდა. ყველა რომ ესალმებოდა , მასწავლებელებს მოწიწებით მოიკითხავდა, საოცრად გალანტური იყო , ისე იღიმოდა სულ მინდოდა მეყურებინა ...
_ასეთი იყო , უფროსებს პატივს სცემდა. შეეძლო ნებისმიერი საქმე დაევიწყებინა თუ ვინმეს დახმარება სჭირდებოდა . გიტარაზე დაკვრა უყვარდა , გახსოვს რომ გიმღეროდა ხოლმე ?
_ბუნდოვნად ... დე გეგას ყველა მეგობარს იცნობდი ?
_შენც იცნობ მათ , მაგრამ იმდენი მეგობარი ჰყავდა ყველას გაცნობას უბრალოდ ვერ მოვახერხებდი ... დე არ მეტყვი რატომ გაგახსენდა დღეს გეგას ამბები ?
_ფოტო ვნახე დღეს და გამახსენდა... მიყვარხარ დე _ ჩაეხუტა და ლოყაზე აკოცა. დიდხანს ეხვეოდა, მერე მოეხმარა მამაც დაბრუნდა და ვახშმამდე მათთან იყო. ელენას რამდენჯერმე დაურეკა ვიდეოებიც გამოუგზავნა ქალბატონმა სადაც დაქალებთან ერთად იყო ბოლოს კი მის წამოსაყვანად წავიდა. რამდენიმე დაქალიც თან გამოჰყვა, ყველანი სახლებში მიიყვანა და გახალისდა კიდეც მათთან საუბრის დროს. ბოლოს ისევ ქალიშვილთან ერთად დარჩა, დაქანცული ქალბატონი პირდაპირ საძინებლისკენ გაიქცა ელიზაბეტი კი მარტოდ მარტო აღმოჩნდა თავის ფიქრებთან და განვლილი დღის მოგონებებთან ერთად .
რამდენიმე დღე ისე გავიდა რომ არაფერი შეცვლილა, ჩვეულებისამებრ აგრძელებდა ცხოვრებას . ის იყო დაავიწყდა ირაკლის ამბავი ისევ რომ გამოჩნდა. სახლში მარტო იყო და ლამის გული გაუსკდა დივანზე მჯდომი რომ დაინახა
_ღმერთო მიშველე
_ნუ გეშინია , უბრალოდ სტუმრად მოვედი
_კიდევ ვინმე უნდა გავასაღო მკვდრად?
_გეყოფა ირონია ... შენი დახმარება მჭირდება
_რაღაც არ მახსოვს რომ ვმეგობრდობდეთ
_არაუშავს , მე კიკინებიანი მახსოვხარ . შენი თოჯინაც კი დამიცვია ცუდი ბიჭებისგან
_შენ ჩემ ძმაზე პატარა ხარ
_გეგა ჩემი უფროსი მეგობარი იყო . ჩემი მისაბაძი ბიჭი ვის გამოც ავირჩიე პროფესია...დღეისთვის ეს ინფორმაცია იკმარე
_რა გჭირდება , ფული, თავშესაფარი , ალიბი
_ ეს წერილი უნდა მიიტანო აი ამ მისამართზე ფურცელზე რაც წერია . უბრალოდ გადასცე ამ ქალს და წამოხვიდე _ქალის ფოტოც აჩვენა და შემდეგ წერილი მისკენ გაასრიალა
_ეს ქალი ვინ არის
_პირადია , საქმეს არ ეხება ამიტომ სხვას ვერავის დავავალებ
_შენი ცოლია ? ბეჭედი უკეთია
_ჭკვიანი გოგო ხარ
_შვილიც გყავს ? ამ ფოტოზე ბავშვის ხელიც ჩანს
_დეტექტივი შენ ხარ თუ მე
_მითხარი
_ყოფილი ცოლია , ბიჭი მყავს 6 წლისაა და გეგა ჰქვია . მიიღე საჭირო ინფორმაცია ? დავმეგობრდეთ თავიდან ?
_ისეთი სანდო გარეგნობა და მზერა გაქვს ვიბნევი
_იმედია არ მოგეწონე ... სხვა მიყვარს.
_ნუ მაცინებ
_ისე ბექას ცოლად როგორ გაჰყევი , საერთოდ არ იყო შენი შესაფერისი
_შენ მე არ მიცნობ არც ბექაზე იცი რამე
_ვინ გითხრა რომ არ ვიცი... გეგა აქ რომ ყოფილიყო ელენა არ გეყოლებოდა , ბექას თავ ყბას გაუერთიანებდა
_გეგა არ იყო ჩხუბისთავი
_მართალია, მხოლოდ მაშინ ჩხუბობდა როცა საჭირო იყო და ბრაზდებოდა ... მიიტან წერილს თუ არა
_გადავცემ
_სხვა არაფერი უთხრა არც შენი სახელი თორემ იეჭვიანებს და მიგაწვენს იმ გვამების გვერდით , გამკეთებელია გეფიცები
_მგონი გავგიჟდი და ჰალუცინაციები მაქვს
_დაიკიდე ... ყველაფერი კარგად იქნება .
ირაკლი წავიდა, ელიზაბეტმა მეორე დილას მიიტანა წერილი მითითებულ მისამართზე. სახლის კარი ბიჭმა გაუღო მიესალმა და სთხოვა გეგა დედიკოს დაუძახეო ისიც წამსვე გაიქცა და მალევე გამოჩნდა ფოტოზე ნანახი ქალი
_ეს თქვენთვისაა ... _წერილი გადასცა და ბავშვს ხელი დაუქნია_ნახვამდის გეგა
_ნახვამდიის _ბავშვმაც გაუღიმა და დედას ფეხზე მოეხვია. ის კი წერილს დაჰყურებდა . მანამ გაეცალა იქაურობას სანამ ქალი გონს მოვიდოდა.
აღარც დანაშაულს გრძნობდა, აღარც ფიქრობდა ზედმეტს. ირაკლი რამდენიმეჯერ მივიდა, ყოველ ჯერზე უყვებოდა გეგაზე ამბებს. ის კი წერილებს ატარებდა მასსა და ქალს შორის. მეორედ რომ მივიდა ქალმაც მიაწოდა წერილი. მესამე ჯერზე უკვე სახლში შევიდა და ახლოს გაიცნო ანაც და გეგაც.
ერთ_ ერთი ვიზიტისას ელენაც გაიცნო ირაკლიმ და მალევე წავიდა. მეორე ჯერზე მათთან ივახშმა და ბოლოს ჩვეულებრივ რუტინად იქცა მისი უდროო დროს გამოჩენა. შემდეგ კი ორი თვე არ გამოჩენილა. ანაც ღელავდა უკვე , მაგრამ არაფერი ისმოსა მისგან
სახლში იყო ელენასთან ერთად და ქიმიაში ამეცადინებდა ტელევიზორში შემთხვევით რომ დაინახა ირაკლი. წამსვე აუწია ხმა, ირაკლის მთავარ გამომძიებლად ნიშნავდნენ, მადლობას უხდიდნენ საქმის გახსნისთვის და იქვე აცხადებდნენ რომ ძებნაში იყო მისი წინამორბედი რამდენიმე თანამზრახველთან ერთად.
ასე დასრულდა მორგში "გაცოცხლებული" მეტრეველის ამბავი და დაიწყო მათი მეგობრობა. ხშირად იყო ანასთან და ირაკლისთან ერთად. ელენასაც ძალიან შეუყვარდა ორივე , გეგასთანაც ხშირად ატარებდა დროს, პატარა ბიჭის უფროს მეგობრად იქცა. ირაკლი და ანაც შერიგდნენ.
ასე დაიწყო მათი მეგობრობა მეტრეველის ოჯახთან პირველი კავშირი , გაცნობის ისტორია რომლის მოყოლაც ყველასთან არ შეიძლებოდა...
*^*^
ორი წელი გავიდა, ამ ხნის განმავლობაში ბევრი არაფერი შეცვლილა . ელენეთი იწყებდა და ასრულებდა. ჩვეულებროვ მუშაობდა ბევრჯერ შესთავაზეს ქირურგიაში დაბრუნება და ბოლოს გადაწყვეტილებაც მიიღო. გაუჭირდა თავიდან ამ მძიმე გრაფიკთან შეჩვევა, მაგრამ თავდაჯერება უკვე არ აკლდა და ყველაფერი ბევრად მარტივი იყო როდესაც საკუთარი თავის რწმენა ჰქონდა.
_არ აღვნიშნოთ შენი საოპერაციოში დაბრუნება?_ანამ დაურეკა და პირდაპირ საქმეზე გადავიდა _ჩემთან გამოდი , ირაკლიც სახლში იქნება და ვივახშმოთ
_ისე მეუბნები უარის თქმა აშკარად არ შემიძლია
_გელოდებიი
_რა წამოვიღო
_არაფერი
_ნუ რა რძალი ხარ რაა აი რატო შეგირთო მეორედ ირაკლიმ
_ხო აბა რაა კაცის გულისკენ გზა კუწზე გადისო ხო იცი _აკისკისდდა წამსვე _წავედი ახლა გეგას ვამეცადინებ თან ...
ელენე სკოლიდან მისული იყო უკვე. მეცადინეობაც დაეწყო და შოკოლადებს ავლებდა მუსრს
_დედუ როგორ ჩაიარა დღემ? _თავზე აკოცა და შოკოლადი აართვა
_კარგად...შენთან?
_შესანიშნავად... რთული ოპერაცია არ იყო . ანამ დაგვპატიჟა ვახშამზე. იმეცადინე და წავიდეთ... მე ვიბანავებ ,დავისვენებ ხო?
_ვამთავრებ უკვე
_რამე ხო არ გინდს დე
_არაა ... შენ?
_არც მე _გაუღიმა და სააბაზანოსკენ აიღო გეზი .
რამდენიმე საათის შემდეგ მეტრეველთან ისხდნენ სუფრასთან და იცინოდნენ ანასა და ირაკლის კამათის გამო .
_არა რაა მატყუარაა პროსტა გიჟდებოდა ჩემზე და ცოლობაზე ძლივს დავითანხმე
_რომ გამეყარე ვისი ბრალი იყო
_შენი რა თქმა უნდა... აბა ჩემნააირ კაცს როგორ უნდა გაეყარო
_ბავშვი არ გვისმენდეს გეტყოდი ახლა
_რაღა ბავშვი ცხრა წლის გახდება მალე და სხვათაშორის და მინდაო ასე მითხრა
_მართლა დე?
_არა გატყუებს
_მოღალატევ, როდის ვატყუებ
_მე ძმა ვუთხარი ... თუმცა ორივე რომ იყოს არაფერი დაშავდება
_გენაცვალოს მამა ... აი ელიკო შენც მოწმე ხარ მერე რო არ თქვას ბავშვზე იმოქმედაო
_მოწმეები ვართ ორივენი.. დროა მეორე მეტრეველზე იფიქროთ
_მე დაც მეყოლება მალე ... თეაა ფეხმძიმედ
_ვაახ რას ვიფიქრებდი ლიზიკო ასე მშვიდად თუ გაეყრებოდა ქმარს
_თეა გამოჩნდა და გადამარჩინა, თორემ ბექა რა ტიპია თქვენ არ იცით
_ბექა? ეგეც ახლა ბაბულიკა ქუჩისბიჭი არ იყოს...რას იზამდა
_ქუჩის ბიჭი არაა, მაგრამ ასე მარტივად არ გამეყრებოდა თვითონ რომ არ შეყვარებოდა სხვა
_მე საერთოდ ვერ ვხვდები ერთად როგორ გაძლეს ან დედა როგორ შეაბა ... რაღაცნაირები არიან ორივე
_ელენა მაგაზე საუბარი არ ღირს... მე და ბექას მშვიდი ურთიერთობა გვაქ და შენ არც დედის სითბო გაკლია არც მამის. და_ძმებიც გყავს და თეაც
_ხედავ? თუ გამაბრაზებ მესამედ სხვას მოვიყვან
_დავრჩებით მარტო და ვისაუბრებთ
_ტერორში ვყავარ
_ირაკლიიი _სიცილი ვერ შეიკავეს. ცოტა დალიეს, ბევრი იცინეს, ილაპარაკეს და ბოლოს დედა_შვილი სახლში დაბრუნდა...
*^*^*^*^*
ღმერთს ყოველთვის დიდი ჩანაფიქრი აქვს და არასდროს არაფერი ხდება უმიზეზოდ. ყოველთვის შეიძლება სულ მცირე დეტალმა შეცვალოს მთელი ცხოვრება . იმ დეტალმა ყურადღება რომ არასდროს მიგიქცევია . შეიძლება დადგეს წამი რომელიც ყველაფერს შეცვლის. მტერთან დაგამეგობრებს და მეგობარს გადაგამტერებს. ერთ ადამიანს გააუფერულებს და მეორეს უამრავ ფერს შესძენს , ფერებს რომლებიც შენს სულს გაალამაზებენ და მთლიანად ამ ფერებზე იქნები დამოკიდებული, ემოციებზე რომელსაც ის მოგცემს. დადგება დღე როდესაც ყველაფერს დაივიწყებ, აღარ იფიქრებ და უბრალოდ იმოქმედებ , მიჰყვები ხმას რომელიც გმართავს ...
*^*^*^*^*^
მორიგე იყო, რთული დღე გაიარა და გამთენიისას დატოვა კლინიკა. იმაზე გვიან ვიდრე უნდა წასულიყო. ელენა მისი მორიგეობის დღეებში ბექასთან იყო და იცოდა სახლში არავინ დახვდებოდა. საშინლად დაღლილი იყო ყველა ძვალი სტკიდა და თვალები ეხუჭებოდა.
მანქანას სწრაფად მართავდა, გზა ცარიელი იყო ფაქტობრივად . გამაგრილებელი სასმელის ქილა მიიყუდა და წამით დახუჭა თვალები. მერე უცებ დაინახა სხეული მანქანის წინ თითქოს ციდან გადმოვარდაო და ისე ძლიერ დააჭირა მუხრუჭს ფეხი რომ თავადაც შეეჯახა საჭეს. აკანკალებული ხელებით ღვედი ძლივს გაიხსნა და სწრაფად გადავიდა ,ასფალტზე გართხმული კაცი რომ ენახა. მასთან ჩაიმუხლა და გვერდულად დაცემულს პულსი შეუმოწმა. წამსვე იგრძნო ძლიერი ფეთქვა და დამშვიდდა
_მადლობა ღმერთს... ბატონო კარგად ხართ? ჩემი გესმით? ახლავე წაგიყვანთ კლინიკაში ...მე ექიმი ვარ და დაგეხმარებით _კაპიუშონის გადახდა სცადა . ხელი ისევ მის მაჯაზე ჰქონდა მოჭერილი და არ უშვებდა. სულ მთლად გაიყინა. ლამპიონები ანათებდა და საკმაოდ სციოდა. კაცი რომ წამოიწია და მთლიანად დაფარა მისი სხეული სულ მთლად აერია გონება
_თქვენ მე დამეჯახეთ...
_დიახ ...შეგიძლიათ მიჩივლოთ. ახლა კლინიკაში წამომყევით . ადგომას შეძლებთ? მგონი ასე ძლიერ არ დაგჯახებივართ
_სახლში წამიყვანეთ... კარგად ვარ. უბალოდ სახლში წამიყვანეთ ექიმო _ თვალებში უყურებდა , კარგად ვერ ხედავდა მაგრამ ძალიან ახლოს იყო მისი ნიკოტინს შერეული სურნელიც კი იგრძნო
_ასე არ შეიძლება...
_სწრაფად თუ შეიძლება მეჩქარება _კაცი უცებ მოშორდა და თავად დაიძრა მანქანისკენ. წინა სავარძელზე დაჯდა და ლიზაც იძულებული გახდა მანქანაში დაბრუნებულიყო _სწრაფად ატარეთ
_რომ დაგეჯახეთ თქვენც დამნაშავე იყავით და
_აი აქ შეუხვიეთ ექიმო
_ლიზა მქვია ... თქვენ ?
_ექიმო ზედმეტი საუბარი არ გვინდა...აი აქ გააჩერეთ და გადმოდით
_თქვენ არაფერი გჭირთ ამიტომ კარგად ბრძანდებოდეთ ... ვწუხვარ
_გადმოდით ექიმო _იარაღი რომ დაინახა წინადადება გაუწყდა
_კარგით...გადავდივარ. არაა საჭირო ეგ იარაღი _ხელები საჭეს მოაშორა მანქანის ძრავა გამორთო და გადავიდა. ცივმა ქარმა გახურებული კანი წამსვე გაუყინა. კაცმა წელზე მოხვია ხელი და ისე მიეკრო რომ ვერავინ გაიგებდა თუ უცხოები იყვნენ. ისე უყურებდა გეგონებოდათ წყვილი მისეირნობდა სახლისაკენ
_სწრაფად იარეთ ექიმო თორემ თქვენი სიცოცხლის წამებიც ნელ_ნელა ამოიწურება _კაცის ხრინწიანი ხმა აშკარა შიშს და აღელვებას ატარებდა. თან საკმაოდ მკაცრად ისმოდა და ნამდვილად არ ხუმრობდა.


როგორც დაგპირდით ნოემბრის ბოლოს დაგიბრუნდით ახალი ჩვეულებრივი არაფრით გამორჩეული ჩემებური ისტორიით რომელიც ვფიქრობ სასიამოვნოდ გაგატარებინებთ რამდენიმე წუთს. დიდი ისტორია არც ეს უკანასკნელია და სულ 10 ან 11 თავი იქნება
მომენატრეთ
გელით
და ვიმედოვნებ მოგეწონებათ



№1  offline წევრი დარინა

ჩემი თბილი, ტკბილი და უსაყვარლესი გოგო დაბრუნდააა, როგორ მიყვარს შენი ისტორიებიიი, აი ისე გამიხარდა შენი ნიკის დანახვა ეგრევე შემოვვარდიიი, უკვე მიყვარს ეს ისტორიაც, მოლოდინის რეჟიმზე გადავერთე ამ წამიდან.

 


№2  offline წევრი mia miako 15

ძალიან კარგია.მომეწონა.მართლაც ძალიან კარგად წერ.მომწონს შენი ისტორიები და ველი შემდეგ თავს.წარმატებები

 


№3  offline წევრი nigita

აუუ რამაგარი იყო აი სიტყვები არ მყოფნის ძალიან შენეული ისტორიაა , რომ დაიწყებ და გითრევს . ა გამიხარდა რომ დაბრუნდუ ესეც Perfectო ისტორია იქნება დარწმუნებული ვარ

 


№4  offline მოდერი Mathew

ახალ თავს მოუთმენლად ველი მარიამო innocent blush ისე,ნეტა რა ხდება ჰა? გელოდები,აბა შენ იცი yum

 


№5  offline მოდერი sameone crazy girl

ჰაიკო
ერთი ლაიქი ჩემგან:D და შემდეგ ტურში გელოდები:)

ვაიმე გმადლობთ :დ ძალიან მიხარია მეორე ტურში რომ გადავედი იმედია მეორესაც გადავლახავ წარმატებით ♡♡

დარინა
ჩემი თბილი, ტკბილი და უსაყვარლესი გოგო დაბრუნდააა, როგორ მიყვარს შენი ისტორიებიიი, აი ისე გამიხარდა შენი ნიკის დანახვა ეგრევე შემოვვარდიიი, უკვე მიყვარს ეს ისტორიაც, მოლოდინის რეჟიმზე გადავერთე ამ წამიდან.

უუჰ როგორ მიხარია ჩემი მკითხველის დანახვა და ბოლომდე თუ მოგეწონება კიდევ უფრო ბედნიერი ვიქნები. არ დავაგვიანებ მალ მალე დავდებ

mia miako 15
ძალიან კარგია.მომეწონა.მართლაც ძალიან კარგად წერ.მომწონს შენი ისტორიები და ველი შემდეგ თავს.წარმატებები

მადლობაა დიდი
მალე დავდებ შემდეგს და თანდათან უფრო გაირკვევა ყველაფერი

nigita
აუუ რამაგარი იყო აი სიტყვები არ მყოფნის ძალიან შენეული ისტორიაა , რომ დაიწყებ და გითრევს . ა გამიხარდა რომ დაბრუნდუ ესეც Perfectო ისტორია იქნება დარწმუნებული ვარ

კინნამდვილად ჩემებურია ბოლომდე ასე გაგრძელდება და ვფიქრობ უნდა მოგეწონოთ მადლობა დიდიი ♡♡♡♡♡♡

Mathew
ახალ თავს მოუთმენლად ველი მარიამო innocent blush ისე,ნეტა რა ხდება ჰა? გელოდები,აბა შენ იცი yum

ხვალ დავდებ ალბათ ახალს და ნელ ნელა გაირკვევა ყველაფერი დიდხანს არ გაწვალებთ :დ

 


№6  offline მოდერი abezara98

მომნატრებია შენი ისტორიებიი heart_eyes გუშინწინაც ჯერ დკემბრის ცა'მეტი გადავიკითხე თავიდან ბოლომდე და მერე დავიწყე პრეზენტაციის გაკეთება sweat_smile
რა თქმა უნდა, კვლავაც შესანიშნავი დასაწყისია, უკვე იმდენად მაინტერესებს რა მოხდება და ვინაა ის ბატონი დაზრალებული თუ გამტაცებელი ჯერ არ ვიცი, მაგრამ გავიგებ sweat_smile მგონი, ძაან ჩავხლართე, არა? sweat_smile ხოო, ირაკლი და ანა რაღაც საოცარი წყვილია heart_eyes მარტო გეგას კი არა, ელესაც სჭირდება და ან ძმა (დედის მხრიდან, აბა, მამის მხრიდან ჰყავს და...) laughing ძაან გავიჭერი, ხო? laughing
მიყვარს მე შენი თითოეული ისტორია და აქედანვე ვგრძნობ, რომ ესეც ერთ-ერთი ჩემი უსაყვარლესი ისტორია გახდება blush გელოდები მოუთმენლად და წარმატებები! heart_eyes

 


№7  offline წევრი Anansio

აუუუ როგორ გამახარეე❤️❤️❤️გავგიჟდი რომ დავინახე❤️❤️❤️ ვისიამოვნეეე ძალიაან❤️❤️❤️ისეთი ინტრიგა დატოვეეე❤️❤️❤️მოუთმენლად ველოდები შემდეგ თავს❤️❤️❤️ საინტერესო პერსონაჟები არიაან❤️❤️❤️❤️უმაგრესიი გოგო ხარ მარიამ!!!❤️❤️❤️❤️❤️❤️

 


№8  offline მოდერი sameone crazy girl

abezara98
მომნატრებია შენი ისტორიებიი heart_eyes გუშინწინაც ჯერ დკემბრის ცა'მეტი გადავიკითხე თავიდან ბოლომდე და მერე დავიწყე პრეზენტაციის გაკეთება sweat_smile
რა თქმა უნდა, კვლავაც შესანიშნავი დასაწყისია, უკვე იმდენად მაინტერესებს რა მოხდება და ვინაა ის ბატონი დაზრალებული თუ გამტაცებელი ჯერ არ ვიცი, მაგრამ გავიგებ sweat_smile მგონი, ძაან ჩავხლართე, არა? sweat_smile ხოო, ირაკლი და ანა რაღაც საოცარი წყვილია heart_eyes მარტო გეგას კი არა, ელესაც სჭირდება და ან ძმა (დედის მხრიდან, აბა, მამის მხრიდან ჰყავს და...) laughing ძაან გავიჭერი, ხო? laughing
მიყვარს მე შენი თითოეული ისტორია და აქედანვე ვგრძნობ, რომ ესეც ერთ-ერთი ჩემი უსაყვარლესი ისტორია გახდება blush გელოდები მოუთმენლად და წარმატებები! heart_eyes

ვაიმეეე ჩემი გოგოოოოო ♡♡♡♡♡♡♡♡♡♡♡
ძალიან ძალუან მიხარია ასე რო დაგაინტერესე და ვფიქრობ მომდევნო თავიც მოგეწონება

Anansio
აუუუ როგორ გამახარეე❤️❤️❤️გავგიჟდი რომ დავინახე❤️❤️❤️ ვისიამოვნეეე ძალიაან❤️❤️❤️ისეთი ინტრიგა დატოვეეე❤️❤️❤️მოუთმენლად ველოდები შემდეგ თავს❤️❤️❤️ საინტერესო პერსონაჟები არიაან❤️❤️❤️❤️უმაგრესიი გოგო ხარ მარიამ!!!❤️❤️❤️❤️❤️❤️

მადლობაა ჩემოო კარგოო♡♡♡
მალ მალე დავდებ და დიდხანს არც ჩაიხლართება სიტუაციები
მიხარუა რომ დაგაინრერესათ

 


№9  offline მოდერი Tamta.k

როგორი ინტრიგააა ღმერთმანიიი????????ძალიაან კარგია როგორც ყოველთვიის❤️❤️

 


№10  offline წევრი qetulaa

როგორ გამიხარდი მარიამმმ, დაიცყო შენებური თბილი და პოზიტივიტ სავსე ისტორიააააა, მოუთმენლად გელოდები

 


№11  offline მოდერი sameone crazy girl

qetulaa
როგორ გამიხარდი მარიამმმ, დაიცყო შენებური თბილი და პოზიტივიტ სავსე ისტორიააააა, მოუთმენლად გელოდები

მეც მიხარიხართ თქვრნ
ბოლომდე ჩემებური იქნება

Tamta.k
როგორი ინტრიგააა ღმერთმანიიი????????ძალიაან კარგია როგორც ყოველთვიის❤️❤️

ხოო მაგრამ ხო მალე ვხსნი კველა კვანძს და ესეც მალე გაირკვევა
♡♡♡♡♡♡♡

 


№12  offline წევრი რუსკიმარუსია

გამიხარდა შენი დაბრუნება ❤ საკმაოდ საინტერესო ისტორიაა ❤ თავიდან ვიფიქრე ირაკლი და ლიზა იქნება წყვილი თქო, თან ირაკლი ისე ლაპარაკობდა რომ... ახლა კიდევ დაზარალებულის ვინაობა მაინტერესებს და ვფიქრობ შეჯახება არც ისე შემთხვევითია.
გელოდები ახალი თავით და შენებური სითბოთი ❤

 


№13  offline მოდერი sameone crazy girl

რუსკიმარუსია
გამიხარდა შენი დაბრუნება ❤ საკმაოდ საინტერესო ისტორიაა ❤ თავიდან ვიფიქრე ირაკლი და ლიზა იქნება წყვილი თქო, თან ირაკლი ისე ლაპარაკობდა რომ... ახლა კიდევ დაზარალებულის ვინაობა მაინტერესებს და ვფიქრობ შეჯახება არც ისე შემთხვევითია.
გელოდები ახალი თავით და შენებური სითბოთი ❤

ირაკლის და ლიზიკოს ამბავჯ არ გამოვა რაც შეეხება დაზარალებულს ხვალ დავდებ და გაირკვევა ნსხვერპლია ტუ დამნაშავე
♡♡♡

 


№14  offline ახალბედა მწერალი ფ ე ფ ო

უჰ...აი ისეთი იყო...:) გაღიმებულმა ჩავიკითხე ბოლომდე და გაგრძელება მინდოდა, მაგრამ დამთავრდა :( მომეწონაა...დავინტრიგდი და გელოდებიი :*

 


№15  offline მოდერი sameone crazy girl

Life is Good
უჰ...აი ისეთი იყო...:) გაღიმებულმა ჩავიკითხე ბოლომდე და გაგრძელება მინდოდა, მაგრამ დამთავრდა :( მომეწონაა...დავინტრიგდი და გელოდებიი :*

არ არსებობს მართლა შენ ხღ თუ მეჩვენები
ძალიან მიხარია ძალიან ძალიან მიხარია რომ დაიწყე კითხვა და თუ მოგეწონა ხომ საერთოდ.
ხვალვე დავდებ შემდეგს და ვიმედოვნებ მომდევნო უფრკ მოგეწონება
♡♡♡♡♡♡♡♡

 


№16  offline წევრი ეირინ

აი შოკში ვარ უბრალოდ რა, ხომ ვიცოდი რომ აპირებდი დადებას და მაინც გავოგნდი, იმ დონემდე რომ ვერც კი გამოვხატე სიხარული❤რაღაცნაირი იყო ვერ გავუგე ვის ვისთან ტოვებ, პირველად ვარ გაუკვერვეველ სიტუაციაში და ეს მომწონს, უფრო მეტად მინდება რომ წავიკითხო და განვითარებას დაველოდო ისტორიის❤ველოდები შემდეგ თავს❤როგორც ყოველთვის საუკეთესო იყო მარიამ❤

 


№17  offline მოდერი ტკბილიწიწაკა

ეეე როგოოორ გამიხარდიიი ნეტა იცოდეე ♥️♥️♥️♥️
აუუ ეს რაიყოი რაღაც ახალია ვაფშე და უცხო ♥️♥️♥️ მაგრამ აი ისეთი რო ჩაგითრევს :დ ყოველთვის მაოცებდი შენი ისტორიებით არც ახლა გაგიჭირდება ჰოდა აბაა შენიცი გელოდები მოუთმენლად ♥️♥️♥️♥️♥️

 


№18  offline მოდერი sameone crazy girl

ეირინ
აი შოკში ვარ უბრალოდ რა, ხომ ვიცოდი რომ აპირებდი დადებას და მაინც გავოგნდი, იმ დონემდე რომ ვერც კი გამოვხატე სიხარული❤რაღაცნაირი იყო ვერ გავუგე ვის ვისთან ტოვებ, პირველად ვარ გაუკვერვეველ სიტუაციაში და ეს მომწონს, უფრო მეტად მინდება რომ წავიკითხო და განვითარებას დაველოდო ისტორიის❤ველოდები შემდეგ თავს❤როგორც ყოველთვის საუკეთესო იყო მარიამ❤

ძალიან მიხარია ასე რომ გაგახარეთ მომდევნო თავში უფრო დალაგდება ყველაფერი იმედია გამოვა
დიდი მადლობა

უცნაური მე
რა კარგი იყო.. დარწმუნებული ვარ ძალიან მაგარი რამე გამოვა.. ველოდები გაგრძლებას.. ❤️

იმედია მართლააც კარგი გამოვა და მოგეწონებათ
დღესვე დავდებ სავარაუდოდ

ტკბილიწიწაკა
ეეე როგოოორ გამიხარდიიი ნეტა იცოდეე ♥️♥️♥️♥️
აუუ ეს რაიყოი რაღაც ახალია ვაფშე და უცხო ♥️♥️♥️ მაგრამ აი ისეთი რო ჩაგითრევს :დ ყოველთვის მაოცებდი შენი ისტორიებით არც ახლა გაგიჭირდება ჰოდა აბაა შენიცი გელოდები მოუთმენლად ♥️♥️♥️♥️♥️

არ ვიცო რამდენად უცხო გამოვა თუმცა არის რაღაც საინტერესო და ემოციური მომენტები წინ რომელიც ვფიქრობ მოგეწონებათ

 


№19  offline წევრი fluctus Oceani

აჰაააააააააა მეც წავიკითხე და ბოლომ ძაან დამაინტერესააააა

 


№20  offline წევრი sofi_sofi

ვოუ ვოუ რა მაგარიააა მალე დადე რა გთხოვ

 


№21  offline მოდერი sameone crazy girl

I love you baby
აჰაააააააააა მეც წავიკითხე და ბოლომ ძაან დამაინტერესააააა

ახალი თავი ომედოა უფრო მოგეწონება

sofi_sofi
ვოუ ვოუ რა მაგარიააა მალე დადე რა გთხოვ

დავდებ დღეს
მადლობა

 


№22  offline წევრი elene2619

ამ საიტზზე პირველი ისტორია შენი წავიკითხე და "მოვიწამლე" ახალბედა მწერლებით შენი თამადობით <3 ძალიან მომწონს შენი წერის სტილი გამორჩეული და განსხვავებულია heart_eyes სასწაულებს რო დაატრიალე უკვე ვხვდები relaxed
წარმატებები შენ heart_eyes

 


№23  offline წევრი TamoTi

როგორც ყოველთვის ძალიან კარგია♥♥♥

 


№24 სტუმარი სტუმარი ნესტანი

კარგი დასაწყისი აქვს რა მაგარია მომწონს თქვენი ნაწარმოებები რამდენჯერმე არ გავიმეორო არ მომწყინდება რაღაც განსხვავებული ჩანს

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent