სამიზნე (23 თავი)
მალევე დაიწყო ქორწილში საზოგადობამ ქართული სადღეგრძელოებითა და ქართული ტრადიციული ღვინით დალოცვები. მთელ დარბაზს ათვალიერებდა ნანო, ყველა კუთხე-კუნჭული მოიარა, მაგრამ ანდრია ვერსად იპოვა. -არ ჩანს?_შეწუხებული ხმა ჰქონდა ნათიას. -არა_გაბრაზებულმა ჩაიდუდღუნა ნანომ და ისევ დარბაზში ჩაბრუნდა, ფეხის ტკივილს ვეღარ აღიქვამდა უკვე ისე დადიოდა კაცის საძებნელად, ბოლოს ყიფიანი დაინახა, ბიჭი სიტყვით გამოსასვლელად ემზადებოდა, საჩუქარი რომ გადაეცა წყვილისთვის და უკვე ფეხის ადგმას აპირებდა ნანომ რომ უკან გაათრია. -სად არის?_ავად უელვარებდა თვალები გოგოს. -ოჰ კარგი რა, კარგადაა, ტყუილა ნერვიულობს. -ყიფიანი, სად არის. -ხანდახან როგორ გავხართ ერთმანეთს_თავი გადააქნია ბიჭმა -ნე ნერვიულობ, მართლა კარგადაა, რაღაც პატარა საქმე იყო და გავიდა, მაქსიმუმ ნახევარ საათში აქ იქნება, დამშვიდდი. -მე თქვენ დაგამშვიდებთ კარგად_უკვე დამშვიდებული ბურდღუნებდა გოგო. საჩუქარმა დიდი ოვაციები გამოიწვია, ათი დღით უშვებდნენ მთელი საბერძნეთის მოსავლელად და ნათია ლამის ადგილზე ხტუნავდა ისე გაეხარდა. ჯაბამ კი როგორც კი მილოცვების მიღება დაასრუნა ყიფშიძეს აესვეტა. -რატომ მმგონია, რომ ჩვენ აქედან გვიშვებთ და თქვენ გენერალთან მარტო ბრძოლას აპირებთ? ან ანდრია სადაა საერთოდ? -ჯაბა დამშვიდდი რა, გენერალი რომ ჩამოხვალ მერეც გეყოფა, შეირგე რა, ერთხელ მოგყავს ცოლი ძმაო, მითუმეტეს შენთვის თუ ეს ცოლი ნათიაა_თვალი ჩაუკრა ყიფშძემ და მაშინვე გაერიდა. ამ დროს ანდრიას მანქანა ნაცნობ ქოხთან იყო გაჩერებული და პოლკოვნიკმა ხმაურით შეაღო უკვე ნახევრად მონგრეული კარი. -გამარჯობა ბიჭებო_სახე გაუნათდა შესავლელშივე სკამზე მიკოჭილი ოთხი ყმაწვილი რომ დახვდა, ორს დაჭრილი მკლავიდან ჯერ კიდევ უწვეთავდათ სისხლი. -აბა, პირველი ვის უნდა გენერალზე წამეჭორაოს?_რეაქციებს გადახედა და მაშინვე შეხედა როგორ ჩახარა ერთ-ერთმა თავი. -არავის? როგორი წყნარები არიან_დემონსტრაციულად გაშალა ხელები და ახითხითებულ გაბრიელს გადახედა. -ავალაპარაკებთ, არაუშავს. -აბა რას ვიზამთ, მთავარია ისაა რომელი ხერხი ურჩევნიათ. -ტყუილა ნუ ცდილობ რა პოლკოვნიკო_ზიზღით ამოცრა ერთ-ერთმა -მშვენივრად ვიცით ის წითელ კაბიანი ვინცაა, ასე რომ აქედან როცა რომელიმე მაინც გავალთ კარგი დღე არ დაადგება. -ესეიგი წითელ კაბიანი არა?_მხიარულება ჩანდა ანდრიას ხმაში და გაოცებულმა ამოხედა ბიჭმაც -იცი, რომ სწორედ იმ წითელ კაბიანმა მოგარტყა მოძრავ მანქანაში და ეგ ბეჭი გაგიხვრიტა?_თითი მიაჭირა ნატყვიარზე და სიამოვნებით დააკვირდა ბიჭის ტკივილიან სახეს. -ესეიგი ჩემი ცოლი გინდათ? აბა გაბედე და წაიყვანე_გაყინული ხმით ამოილაპარაკა ანდრიამ და იმ ბიჭს წამოადგა თავზე თავი რომ ჩაქინდრა. -შენით დავიწყებ_კეფაში ჩავლებული ხელით შეაგდო მეორე ოთახში და კარები მოიკეტა. უკვე ცხრა სრულდებოდა, ანდრია კი არსად ჩანდა, მოწყენილი იჯდა სიძე-პატარძლისთვის ამაღლებულ ადგილზე ნანო და თითქმის ბოლომდე მოშიშვლებული ფეხი გადაედო მეორეზე. ხელჯოხს ატრიალებდა ცალი ხელით და მოწყენილი დაჰყურებდა დაწებებულ ფრჩხილებს. -ვერაფრით მოვისვენებ, რომ ვიცოდე ქორწილში ასეთი საოცრება იყო და მე მასთან არ მიცეკვია_მალევე გაიგონა საყვარელი ხმა და გაღიმებულმა ასწია თავი. -იცით, უარი უნდა გითხრათ, შეყვარებულს ველოდები. -შეყვარებულს?_ტუჩი აიბზუა კაცმა -მეგონა უფრო მაღალი სტატუსი მქონდა. -უფრო მაღალი? მაინც რომელ წოდებაზე გაქვთ პრეტენზია პოლკოვნიკო?_ხელი ჩაუდო გამოწვდილ ხელში ნანომ და საცეკვაოდ გაყვა. -მინიმუმ საქმროობაზე, მაქსიმუმ ქმრობაზე_სასიამოვნოდ ჩაესმა ხავერდოვნად ნათქვამი სიტყვები ყურთან და თვალები დაეხუჭა სიამოვნებისგან. -სად იყავი?_ოსტატურად აიცილა პასუხის გაცემა ნანომ და გაცინებულ ანდრიას ყურადღება არ მიაქცია. -მოდი ამ მომენტს მაგ კითხვით ნუ გააფუჭებ_გულთან მიიხუტა გოგო და თითონაც კოჭლობით აყვა ცეკვაში ნანოს უხერხულობა რომ არ ეგრძნო. დიდი შეძახილებით დაემშვიდობნენ ახლად დაქორწინებულებს, თვითმფრინავი დილით ადრე მიფრინავდა და ვეღარ შეხვდებოდნენ ჩამოსვლამდე, ყველა თბილად დაემშვიდობა და დაიშალნენ, წყვილისთვის დაიშალნენ, თორემ ექვსივე პოლკოვნიკთან წავიდა მოსალაპარაკებლად. -რა ხდება?_დაბნეული კითხულობდნენ ნანო და ელენე. -მოკლედ, დღეს თავდასხმას ველოდით, ვეჭვობდით გენერალი ამ დღეს იოლად არ ჩაატარებდა და წინასწარ დავიზღვიეთ თავი. -თავის დაზღვევას რას ეძახით კინაღამ ჩაგვცხრილეს. -კინაღამ ნანო, მთავარია კინაღამ, ის მაქანები ტყუილა არ იდგა იქ, ყველაფერი დაგეგმილი გვქონდა, გაბრიელი კი მის ხალხთან ერთად სხვადასხვა შესახვევებში იდგა და მომენტს ელოდა, ეს მომენტიც დადგა და ოთხივე ჩვენ გვყავს. -აიყვანეთ? მერე? რამე თქვეს? -რა თქმა უნდა პირველივე ჯერზე გენერალი არ დაუსახელებიათ, მაგრამ რამდენიმე პიროვნების სახელი და გვარი გვაქვს, აქ უკვე ელენე დაგვჭირდება. -რა თქმა უნდა_მაშინვე თავი დაუქნია გოგომაც. -ხო, ნანო, შენ გიცნობენ, სიმართლე რომ გითხრ შენით დაემემუქრნენ, მაგრამ .... -გაბედონ და მოვიდნენ, არ მეყო დღეს ბრაზის ამონთხევა, სიამოვნებით გავიმეორებდი_დაღლილმა ჩაილაპარაკა ნანომ ხელის ჩაქნევით. -ხო, მაგაზე გვიან ვისაუბრებთ_მაშინვე შეყარა წარბები ანდრიამ. -იცით რას ვფიქრობ?_ფანჯარას მოშორდა ყიფიანი -ჩვენ სამხედრო ძალებიდან ვართ და მხოლოდ ჩვენი ძალა არ მგონია საკმარისი. -რას გვთავაზობ_დაინტერესებდა ჩანდა ანდრიას მზერაში. -გამომძიებელი გვჭირდება, გამოცდილი, თავისი საქმის იდეალურად მცოდნი, რაც მთავარია მიუკერძოებელი. -და რას ფიქრობ, მოვუყვეთ რაც ხდება და დახმარება ვთხოვოთ? ასე მტკიცებულების გარეშე? -ანდრია მისმინე, ჩვენ ჯარისკაცები ვართ და არა გამომძიებლები, ჩვენ მისი დაჭერის უფლებაც არ გვაქ, არც კანონებს ვიცნობთ სრულყოფილად, ჩვენ სულ სხვა განათლება გვაქვს მიღებული და შეიძლება ისეთი რამე გამოგვეპაროს, რაც მნიშვნელოვანია. -კარგი, მაგ სფეროში ყველაზე მეტი ნაცნობი ყიფშიძეს ყავს, გიორგი, ისეთი ადამიანი გვჭირდება ვისაც საკუთარი თავივით ვენდობით, გესმის? -რა თქმა უნდა, რამდენიმე ადგილას დავრეკავ_ტელეფონი მოიმარჯვა ყიფშიძემ და ოთახი დატოვა. იქვე დასხდნენ დაღლილები და ახალ ამბებს დაელოდნენ. ნანომ უკვე შემაწუხებლად ატკივებული ფეხი პატარა მაგიდაზე შემოდო და იქვე მიგდებულ მაზს დაწვდა, რომელსაც გაყუჩების ეფექტი ქონდა. ნელა დაიწყო მუხლთან შეზილვა და თან ტკივილზე სახის გასწორებასაც ვეღარ ახერხებდა. რამდენიმე წამში თავისი ხელები ანდრიას თბილმა თითებმა ჩაანაცვლა და მოხერხებულად დაუზილა. -დღეს ძალიან გადამეღალე_თავზე აკოცა გოგოს და გულთან მიიხუტა. -ამად ღირდა, ძალიან ბედნიერები არიან_სითბო ჟღერდა ნანოს ხმაში. -ჩვენც ვართ, და ყოველთვის ვიქნებით_თვალებში ჩახედა გოგოს და გაუღიმა. რომანტიკა ყიფშიძემ შეაწყვეტინათ, რომელიც ოთახიდან უკვე გათიშული ტელეფონით გამოვიდა. -აბა?_მომლოდინედ შეაჩერდნენ სხვები, მხოლოდ ელენეს არ ამოუყვია თავი ლეპტოპიდან. -ვიპოვე, ბიძაშვილმა მითხრა თავი მომაჭერი თუ ერთი პროცენტით მაინც გაგიცრუვდეს იმედიო. -ასეთი ვინ არის? -უფროსი გამომძიებელი დაჩი თაბაგარი_საზეიმოდ გამოაცხადა ყიფშიძემ და დაჩის მობილურის ნომერი, ფურცელზე დაწერილი დააგდო მაგიდაზე. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.