შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

დაკარგული დრო /2/

1-12-2018, 18:27
ავტორი sameone crazy girl
ნანახია 10 157

_გადმოდით ექიმო _იარაღი რომ დაინახა წინადადება გაუწყდა
_კარგით...გადავდივარ. არაა საჭირო ეგ იარაღი _ხელები საჭეს მოაშორა მანქანის ძრავა გამორთო და გადავიდა. ცივმა ქარმა გახურებული კანი წამსვე გაუყინა. კაცმა წელზე მოხვია ხელი და ისე მიეკრო რომ ვერავინ გაიგებდა თუ უცხოები იყვნენ. ისე უყურებდა გეგონებოდათ წყვილი მისეირნობდა სახლისაკენ
_სწრაფად იარეთ ექიმო თორემ თქვენი სიცოცხლის წამებიც ნელ_ნელა ამოიწურება _კაცის ხრინწიანი ხმა აშკარა შიშს და აღელვებას ატარებდა. თან საკმაოდ მკაცრად ისმოდა და ნამდვილად არ ხუმრობდა. სახლში როგორც კი შევიდნენ იარაღი მაშინვე მოაშორა და კარი გადაკეტა
_ნუ გეშინიათ თქვენზე ძალადობას არ ვაპირებ არც მანიაკი ვარ...თქვენი ხელები მჭირდება ექიმო , გააკეთებთ იმას რასაც ყოველდღე აკეთებთ და წახვალთ მშვიდად, გპირდებით _სახე სულ დაცვარული ჰქონდა, თვითონაც არ იყო კარგად. შავი ქურთუკი დაცემის შემდეგ მტვერით იყო გათეთრებული, შარვალზე ალაგ_ალაგ სისხლის ლაქები ეცხო. თმები არეული ჰქონდა და წვერიც მოუვლელი . მხოლოდ ჭრელი თვალები ანათებდა და ისინიც შუშასავით ცივი და უმეტყველო ჩანდა იმ დროს ლიზასთვის.
დაჭრილი ბიჭი დივანზე იწვა, სულ ახალგაზრდა იყო. ჭრილიბა გადახვეული ჰქონდა,მაგრამ როგორც ჩანს სისხლდენა დაეწყო და კაცს შეეშინდა. სიცხისგან იწვოდა და გონზე არ იყო.
_ტყვია იყო ჭრილობაში?
_ხო ... აქაა ყველაფერი . სხვა რამე თუ გინდათ მითხარით და მოგიტანთ
_ცუდადაა...შეიძლება ვერ გადარჩეს . ინფექცია იყოს გავრცელებული
_უნდა გადაარჩინო
_თორემ მომკლავ?
_ბევრს ლაპარაკობ... გააკეთე რაც შეგიძლია და ეცადე გადაარჩინო თორემ მერე არ ვიცი რას გააკეთებ_დაუყვირა და თვალები ისე აენთო თითქოს მალე აალდებოდნენ.
ყველაფერი გააკეთა რაც შეეძლო , ზურგის ტკივილიც აგიჟებდა, ხელებსაც ვერ იმორჩილებდა, აღარც თვალები აძლევდნენ მოსვენებას. ეშინოდა, თავს იკავებდა , მაგრამ გული მაინც საშინლად უცემდა. ყოველ წამს სროლას ელოდა. იარაღი აღარ ჩანდა მაგრამ არ იცოდა რა ელოდა.
_მორჩა...წავიდე?
_გაიღვიძებს და მერე
_და გინდა რომ დაველოდო როდის გაიღვიძებს? შეიძლება ხვალ გაიღვიძოს
_ხოდა ხვალ წახვალ _უმეტყველო სახე ჰქოდა ,მაგრამ ქალს თვალს არ აშორებდა. ხელზე მოუჭირა და დასვა . მერე ქურთუკი მოიშორა, მაისურიც გადაიძრო და მაგიდაზე დაწყობილ ხსნარებს მოავლო მზერა
_აქ ტყვედ ვერ დამტოვებ ეგ უკვე გატაცებაა და საერთოდაც მე უკვე ჩავიდინე დანაშაული
_უკვე ყბედობ ექიმო_ხელი გადახლეჩილი ჰქონდა. კანიდან სისხლი მოდიოდა და თავად ცდილობდა დამუშავებას. ლიზა ერთხანს უყურებდა მერე ამოიხვნეშა ხელიდან გამოსტაცა ბამბა და მხარზე მიაწვა ხელით
_დაწექი და მე დაგიმუშავებ ჭრილობას...ჰიპოკრატეს ფიცი მაქვს დადებული
_და იქნებ რამე გამიკეთო რაც გამთიშავს
_ბიჭი გადარჩა ... ჩემგან რა გინდა. გასაკერია ესეც . ამდენ ხანს რატომ გააჩერე
_გაკერე
_წამალი ?
_უბრალოდ გაკერე ექიმო ან მე მომეცი და თვითონ მივხედავ
_მანქანას რომ შეუვარდი ეს უკვე გქონდა ხო ?
_ჭორაობთ ექიმო
_აღარც ვილაპარაკო? გამიტაცეთ
_თუ დამღლით მომიწევს პირი აგიხვიოთ _ქვემოდან უყურებდა ხელი მის ფეხებზე ედო. ქალი ჭრილობას უყურებდა და წმენდდა . დაბინძურებული იყო და საშინლად გამოიყურებოდა
_მიღებული გაქვს რამე თუ როგორ ვერ გრძნობ _უცებ სახეზე დააკვირდა _კაიფში ხარ?
_ჩშშ ექიმო , გაჩუმდით თორემ თავი რომ მტკივდება უკონტროლო ვხდები _ხელი ტუჩებზე ააფარა და მის წინ დაჯდა. გაჭრილი მკლავი ისევ მის ფეხზე ედო. კაბის ქვეშ შეაცურა და შიშველ ბარძაყებს შორის აღმოჩნდა . თვალებგაფართოებულ ქალს დიდრონ თაფლისფერებზე აკვირდებოდა თავისი ჭრელი სფეროებით , ჭინკები უხტოდნენ ტვალებში. გაუხეშებული, სქელი ბაგეები ენისწვერით დაისველა და ტუჩებიდან ხელი მის მაჯებზე გადაიტანა _აპ აპ აპ წინააღმდეგობის გაწევა არ ღირს მაგ დროს უფრო ვღიზიანდები ... სჯობს ჩუმად იყო და ის გააკეთო რასაც გეუბნები . ძალიან ლამაზი ხარ და გამიტყდება რამე რომ დაგიშავო
_ხელი მომაშორე თორემ გაკერვის ნაცვლად ვენა გადამეჭრება და სისხლისგან დაიცლები_კანკალებდა, ტუჩები გაულურჯდა, გაფითრდა მაგრამ მაინც უტეხად არ აშორებდა მზერას. თავი ამაყად ეჭირა და ისე უყურებდა
_ექიმები საოცარი არსებები ხართ...ვერავის მოკლავთ თუ შემთხვებით არ შემოგაკვდებათ ისიც ღმერთის ჩარევით და ტყუილდ ნუ იღლით თავს _ აშკრა იყო საუბარი უფრო უჭირდა _ის რომ გაიღვიძებს წახვალ ! ხელი ლოყაზე ჩამოუსვა და მერე ისევ დაწვა. გაჭრილი მკლავი კი ისევ ფეხებზე დაადო, კაბა მარტივად გაუსწორა და ქვემოდან ახედა _გააგრძელე
_ბეჭზეც გაქვს ჭრილობა
_შენ წარმოიდგინე ვგრძნობ

სანამ მხარზე ამუშავებდა ჭრილობას მანამ კაცს თვალები რადენჯერმე დაეხუჭა. ზუსტად იცოდა მალე დაკარგული სისხლის გამო გონებას დაკარგავდა. ბეჭზეც საკმაოდ დიდი ჭრილობა ჰქონდა , მაგრამ მისი დამუშავება გაკერვის გარეშეც შეიძლებოდა. კარგად დაინახა ხერხემალზე ტატუს ქვეშ ნაკერების კვალი. ზურგის ტვინზე ოპერაციის შედეგი უნდა ყოფილიყო სავარაუდოდ. წელთან კანი ნაფლეთებად იყო ქცეული ერთ მონაკვეთში თითქოს შანთით ამოწვესო. მის ირგვლივაც ტატუ ჰქონდა. რაღაც გაურკვეველი სიმბოლო რომელიც ვერაფერს მიამსგავსა. ყველაფერი წამებში აღიქვა , ჭრილობა ღია იყო ისევ კაცმა გონება რომ დაკარგა და ხელი იატაკზე დაუვარდა.
წამსვე წამოვარდა გასაღები ჯიბიდან ამოაცალა და გაიქცა. მანქანა ეზოსგან შორს იდგა. თითქმის მისული იყო რომ გაჩერდა. გული აჩქარებული ჰქონდა და ძლივს სუნთქავდა სახლს გახედა და ხმამაღლა დაიყვირა
_მეზიზღება ჩემი პროფესია... მეზიზღება . ღმერთო თუ მომკლავს ხომ იცი ამ ნაბიჯის გამო სამოთხეს ვიმსახურებ და ელენას მიმიხედე.

უცებ თქვა და გულაჩქარებული დაბრუნდა სახლში. ნემსი ძლივს იპოვნა წამალი რომ გაეკეთებინა. სწრაფად გადაახვია ჭრილობა და იქვე იატაკზე დაჯდა. შუაში იყო ერთ მხარეს ბიჭი იწვა მეორე მხარეს კაცი .თვითონ მხოლოდ დაძინება, გაღვიძება და ელენას ჩახუტება უნდოდა
_გამაოცე ექიმო _კაცის ხმა რომ გაიგო წამსვე გაახილა თვალები. სახეზე მიეფრქვა მისი სუნთქვა და ნახევრად დახუჭულ ჭრელ თვალებს გაუსწორა მზერა_არადა მეგონა დამუქრება მომიწევდა . ტელეფონი მომაწოდე _მობილური ახლა შეამჩნია და საკუთარი თავი წამსვე გამოლანძღა _ იმედია არ დაგირეკავს პოლიციაში ხო? თუ დარეკე შენი ქალიშვილის გაცნობა მომიწევს
_არსად დამირეკავს ...რომ დავბრუნდი იმასაც ვნანობ
_არ ინანო ... რომ არ დაბრუნებულიყავი უარესი იქნებოდა შენთვის_მანამ უთხრა სანამ უპასუხებდნენ მერე სულ რამდენიმე სიტყვა თქვა _წამოდი არ... არა რატი არ გახდა საჭირო . აქ არა , კარგად იქნება _გაუთიშა და ჯიბეში ჩაიცურა მობილური_ მოდუნდი ცოტა არ მიყვარს ქალების შეშინება _წამოჯდა და ქალიც გვერდით დაისვა _ რამდენ ხანში გაიღვიძებსო რა თქვი?
_არ ვიცი ორგანიზმს გააჩნია
_დაიძინე მაშინ
_დამცინი? მკვლელი ხარ იუმორის გრძნობით და მისხალი ჯელტმენობით?
_კრიტიკული მდგომარეობა საკუთარ თავს გართმევს ასე არაა?
_ჩემ შვილს ხომ არ შეეხებიან
_ჭკვიანად თუ იქნები არა
_ვერავის ვეტყვი ორ კრიმინალს ოპერაცია სახლში გავუკეთე_თქო, ლიცენზიას დავკარგავ
_ჭკვიანი ქალი ხარ ,ქედს ვიხრი შენს წინაშე
_დაწექი თორემ ისევ გაითიშები
_ასე გგონია? _ჩაიცინა და ქვემოდან ახედა. იდაყვეით მუხლზე იყო დაყრდნობილი დაშავებული ხელი გაშლილი ჰქონდა
_არ იყავი გათიშული?
_ცოტა ხნით..._დივანს მიეყრდნო , მაგრამ ბეჭი ეტკინა და ისევ წინ გადაიწია შეგინების შმედეგ.
ჩუმად ისხდნენ. ლიზა ცდილობდა მისკენ არ გაეხედა მაგრმა არ გამოსდიოდა. ბოლოს ჩასთვლიმა, დივანზე მიყრდნობილი იჯდა , მაგრამ რომ გაიღვიძა იწვა და პლედიც ეხურა. თვალები გაახილა თუ არა წინ მჯდომი კაცი დაინახა. თითქოს სრულიად ჯანმრთელი იყო და ერთი ნაკაწრიც არ ჰქონდა. ყავის ფინჯანი ეჭირა ხელში და მშვიდად სვამდა.
_გამარჯობა ექიმო...ყავას დალევ?
_არ გაუღვიძია? _პლედი მოიშორა და სახეზე ხელები ჩამოისვა. შემდეგ ბიჭს მიუბრუნდა პულსი შეუმოწმა, ქუთუთოები ჩამოუწია და გადასხმის შეკვრას დააკვირდა_ მალე გაიღვიძებს
_დაველოდოთ
_მალე ელენა დამირეკავს და რომ არ ვუპასუხებ ინერვიულებს...
_შენი ტელეფონი მანქანაშია რომ მიხვალ დაურეკე და უთხარი რომ ხმა ჩაუწიე , დაგეძინა გრძელი მორიგეობის შემდეგ და ვერ უპასუხე _მშვიდად უთხრა, სიგარეტს მოუკიდა და კვამლი გამოუშვა . ფალანგებზეც ნაკაწრები ჰქონდა, ვიღაცას მისი ხელიდან მაგრად მოხვდა
_ცაცია ხარ ..._ინსტიქტურად წამოსცდა და მერე მზერა მოაშორა კაცმა რონ ჩაიცინა
_ყავა გიგიცივდებათ ექიმო _სავსე ფინჯანი მაგიდის კუთხეში გადადო და მოწევა განაგრძო. მერე დაურეკეს, წამოდგა და ოთახის მეორე ბოლოში გადაინაცვლა. ისე მოძრაობდა თითქოს მეფე იყო ან ღმერთკაცი ციდან ჩამოვიდა და სხვა ყველა მას უნდა დამორჩილებოდა.
ბიჭს ცვლილებები დაეტყო. მანაც დაინახა და წამსვე წამოაყენა ექიმი
_არაფერს იტყვი... უბრალოდ შეამოწმებ როგორაა და წახვალ. _დაასრულა წინადადება და ბიჭმაც გაიღვიძა _მძინარე მზეთუნახავო გაიღვიძე? მე უკვე კოცნას ვაპირებდი
_გულმა მიგრძმო ეტყობა... კიდე გადავრჩით ტო?
_სულელო ბავშვო რამდენი სიცოცხლე დამრჩა იცი?
_სადღაც ოთხი ...
_დაისვენე ახლა , ექიმი გაგსინჯავს და მერე ისევ დაიძინებ_თავზე გადაუსვა ხელი და წამოდგა.
ლიზამ ყველაფერი შეამოწმა მერე ნემსი გაუკეთა და წამსვე გასასვლელისკენ წავიდა.
მიდიოდა და ეშინოდა რომ ესვროდა, ან იქნებ იმის ეშინოდა რომ მიდიოდა. უკან რომ მიიხედა და კაცი მიჰყვებოდა გული გაუჩერდა
_იარე ექიმო
_ხომ მითხარი...
_ჩუმად
მანქანას მიუახლოვდა კარი გააღო და ტელეფონის ხმაც გაიგო. ვინ იცის მერამდენედ ურეკავდა ელენა. ის იყო უნდა დამჯდარიყო კაცმა შეაბრუნა მანქანას ააკრა და ტუჩებზე დაეწაფა. მოძრაობის საშუალება არ მისცა სანამ ჭრილობაზე არ მოუჭირა ხელები და მერე ტუჩზე კბილების კვალიც დარჩა
_ისევ შევხვდებით ექიმო და აუცილებლად გადაგიხდი ყველაფრისთვის..._ჭრელი თვალები ბოლოჯერ მიანათა და უკან დაიხია _წადი თორემ სამუდამოდ დაგიტოვებ !
მანქანაში ჩაჯდა და ისე წავიდა რომ უკან აღარ მიუხედავს, საოცარი ადრენალინის შეგრძმება ჰქონდა, გული ხან უჩერდებოდა ხან გაორმაგებით უცემდა. სადღაც ხალხით სავსე ადგილას გააჩერა მანქანა და თავი საჭეს ჩამოსდო. ნაკბენ ტუჩზე თითები გადაისვა და თვალები დახუჭა...
საწრაფად გააღო კარი და სახლში შესულს ელენა რომ დახვდა თითქოს გულიდან ლოდი მოაშორეს . სწრაფად მოეხვია და აკოცა
_გირეკავ იცი რამდენი ხანია?
_ვიცი დე.... ძალიან რთული ღამე მქონდა. მეძინება,ვიბანავებ და ერთად დავიძინოთ ხო?
_კარგად ხარ?
_კი ჩემო სიხარულო...როცა ჩემთან ხარ მე სულ კარგად ვარ

დუშის ქვეშ იდგა და ყველა კადრს ერთმანეთის მიყოლებით ხედავდა. ბოლოს ნერვებმა უმტყუნა პირზე ხელი აიფარა და დაიყვირა. კედელს მიეყრდნო მუშტები დაუშინა და იქვე ჩაიკეცა. დიდხანს იჯდა და ფიქრობდა მომხდარზე.
ვერაფერს ხსნიდა, ვერ ხვდებოდა როგორ შეიძლებოდა სცოდნოდა კაცს მის შესახებ ამდენი რამ. მისი სხეული, გამოხედვა ჭრილობები და ბოლოს კოცნა _ყველაფერი თავბრუს ახვევდა . ის შიში რომელიც იქ უნდა გამოეხატა იმ წამს აფეთქდა მასში . კრუნჩხვები დაეწყო, კანკალებდა და კივილი უნდოდა. მოკვდებოდა ელენას რომ ენერვიულა.
თავს მოერია, ყველაფერი დაალაგა. თავი დაარწმუნა რომ ეს რიგით რთულ ოპერაციას ჰგავდა. ექიმის ხვედრი იყო ასეთი და ყველაფერი დასრულდა.
წარმოდგენა არ გვაქვს მომენტებზე რომლებიც ჩვენს ცხოვრებას მთლიანად ცვლიან. მშვიდდები, გზას აგრძელებ, მშვიდად უღიმი საყვარელ ადამიანებს თავს ატყუებ რომ არაფერი გჭირა და ამ დროს უკვე ლაბირინთში მოხვდი რომელსაც ორი ბოლო აქვს ერთით უფსკრულში ხვდები მეორე კი ლაბირინთის არეული გზებიდან გიხსნის. თუმცა ისიც არ ვიცით უფსკრულის ფსკერზე რა გველოდება , იქნებ იქაც არის გზა რომელიც სიმშვიდისკენ მიდის.
*^*^*^
დიდი დრო გავიდა, მაგრამ მშვიდ ცხოვრებას ვერ დაუბრუნდა. როგორც კი ფიქრის დრო ჰქონდა აუცილებლად იხსენებდა მის სახეს და ისევ ვიღაცას ამსგავსებდა. ყოველ ჯერზე ეცნობოდა მისი სახე თითქოს სადღაც ჰყავდა ნანახი მისი წვერით დაფარული ნაკვთები. თვალები , თვალები ისეთი ჰქონდა რომ ზუსტად იცოდა ამით არავის ჰგავდა. მისი ჭრილობებიც არ ენახა და ზუსტად იცოდა რომ ყოფილი პაციენტი არ იყო .
სახლში იყო , ელენე უყვებოდა გეგა ვნახე ხატვაზე დადის ისე ხატავს უნდა ვთხოვო მეც დამხატოსო .
აივანზე იყო ელენა კი საძინებლიდან ელაპარაკებოდა. სწრაფად იპოვნა ტელეფონი და ირაკლის დაურეკა
_მოკრძალებული სალამი უმშვენიერეს ექიმს ... როგორ ხარ დოქტორო ელიზა?
_ირაკლი
_ჰოუუ
_ძმა გყავს?
_ძმა?
_ხო ძმა
_ლიზა რა მოხდა?
_არა არაფერი ... რაღაც დამესიზმრა და ავირიე . დაიკიდე
_სახლში ხარ?
_ნუ დასერიოზულდი მართლა რაღაც მესიზმრა და
_მატყუებ
_წავედი ელე მელოდება და მერე დავილაპარაკოთ . დაივიწყე _მობილური გადადო და საკუთარ თავზე გაიცინა _მგონი შევიშალე...
ვერ გაარჩია როგორი ფერის თვალები ჰქონდა შავი რომ არ იყო იცოდა, არც თაფლისფერი. ჭრელი იყო ლურჯი ან მწვანე , მაგრამ ვერ იხსენებდა ზუსტად.
ერთ ღამეს სიზმარში ნახა ლურჯთვალება კაცი და სულ მთლად გაყინულმა გაიღვიძა. თითქოს მისმა მზერამ გააქვავა. საწოლიდან წამოდგა და აივანს მიაშურა ჭიქა ღვინით ხელში და ძველისძველი მეგობარი , სიგარეტიც არ დავიწყნია. მობილური რამდენიმე წამში ამღერდა , უცხო ნომერი იყო. როგორც ექიმს ჩვევად ჰქონდა ნებისმიერ ზარზე პასუხი და ამჯერადაც მალევე უპასუხა
_გისმენთ
_გიყურებ და ვფიქრობ მოუხდება თუ არა შენს ტუჩებს ღვინისა და სიგარეტის გემო , მგონი ისე უკეთესია _ხრინწიანი ხმა გაიგო და მთელი სხეული დაეჭიმა. წამსვე ფეხზე წამოდგა და ირგვლივ მიმოიხედა
_სად ხარ ...
_ახლოს და თან შორს იმისთვის რომ გაკოცო ... ცხელა , მაგრამ ასეთი პენუარით აივანზე დგომა სადისტობაა იქნებ ვინ გიყურებს წინა კორპუსიდან
_ანუ წინ ხარ ?
_გააჩნია როგორ დავინახავთ
_არ მეგონა ასე მალე თუ შეგაწუხებდა ფიქრები , ჭრილობა შეგიხორცდა და ჩემს ნაკვალებს ეფერები თუ რა ეტაპზე ხარ
_შენგან განსხვავებით ძილში არ ვათ*ვ*^
_შენ აქ იყავი ხომ ?
_გელანდები კიდეც? მეგონა მხოლოდ გესიზმრებოდი...
_არ მეტყვი ვინ ხარ და საიდან მიცნობ?
_ვინ თქვა რომ გიცნობ ... დაჯექი თორემ ასე მაფორიაქებ და შეიძლება გესტუმრო კიდეც . კედლები სქელი აქვს შენს საძინებელს?
_მითხარი ვინ ხარ
_კაცი , რომელსაც მაგრად დაევასე და რომელიც აზრზე არ ხარ რატომ მოგეწონა
_გიჟი ხარ ხომ ?
_დღეს გიჟი თუ არ ხარ ვერ იცხოვრებ ...
_კარგად ვჩანვარ მაქედან ?
_გახდას თუ აპირებ არ გინდა სხვებიც დაგინახავენ და ნუ გადარევ თინეიჯერ ბავშვებს
_როგორაა შენი დაჭრილი მეგობარი
_კარგად, რომ გნახავს აუცილებლად გადაგიხდის მადლობას
_იმედია მეტჯერ აღარ დასჭირდება ქირურგის დახმარება და ვერ მნახავს
_სხვა დროს უფრო ჩუმ და ნაკლებად სექსუალურ ექიმს ვიპოვნი გეგმიდან რომ არ გადავუხვიო და თავგზა რომ არ ამირიოს
_ჩემნაირი ბევრი არ არის
_არ მითხრა რომ ეჭვიანობ
_მეგონა ქალაქიდან წახვიდოდი ანდაც საერთოდ ქვეყნიდან
_ძლივს დავბრუნდი რა დროს წასვლაა, სიკვდილამდე აქ ვიქნები
_დიდხანს იყავი წასული?
_იმდენად რომ ყველაფერი შეცვლილი დამხვდა , სარკეში დანახული გამოსახულება კი ყველაზე მეტად
_იცი მე ქირურგი ვარ და არა ფსიქოლოგი
_სწორი ყოფილა რომ ამბობენ ექიმებს გული არ აქვთო
_ამას მეუბნება კაცი რომელმაც იარაღი დამიმიზნა და შვილის მოკვლით მემუქრებოდა
_მე არ მითქვამს რომ მოვკლავდი...მკვლელობა სააერთოდ არ მიხსენებია . საერთოდაც მოლაპარაკებისთვის დრო არ მქონდა
_დანაშაულის გრძნობა ხომ არ გაწუხებს
_არ მიყვარს ქალთან იარაღს რომ ვიყენებ და მითუმეტეს მას ვუმიზნებ
_შენ ძალიან გავხარ ერთ ჩემს ნაცნობს , რომელსაც მგონი შენც იცნობ
_უკვე თენდება, დაიძინე თორემ ხვალ ოპერაციის დროს ჩაგეძინება _ ზარი ისე შეწყდა რომ კითხვის შებრუნება ვერ მოახერხა.
მშვიდად დაეძინა_თქო ვერ გეტყვით , მაგრამ დილამდე გაუნძრევლად იწვა და ფიქრობდა.
_დეე შვებულება როდის გექნება ? _ელენამ საუზმობისას უთხრა და თვალების ციმციმით გახედა
_თვის ბოლომდე ვერ ავიღებ ... თუ გინდა ბექას და თეას გაჰყევი
_მერე შენ მარტო იქნები?
_არაუშავს დე... ცოდო ხარ ამ სიცხეში შენი მეგობრებიც აღარ არიან ქალაქში
_არაუშავს დაგელოდები ...სახლში გრილა მაინც გამოვიძინებ კინოებს ვუყურებ და გავა ორი კვირაც
_დავურეკავ მე ბექას და ვეტყვი რომ შენც მიდიხარ
_ლაშას დაბადებისდღეა დღეს შენც ხო არ წამოხვალ
_გასართობ ცენტრში აღნიშნავენ?
_არაა სახლში იქნებიან ...
_ვნახოთ თუ მოვიცლი წამოვალ ... შენ დილიდან იქ იქნები?
_ხოო , მამამ დამირეკა გამოდიო
_მაშინ ბარემ უთხარი რო დასასვენებლად შენც გაჰყვები
_დედაა რაღაც არეული მეჩვენები და ხომ კარგად ხარ?
_კარგად ვარ... უბრალოდ გადავიღალე . მოდი გაკოცო და წავედიი
*^*^*^*
საღამოს დრო ჰქონდა ბექამ დაურეკა უთხრა ელენა ისევ აქაა და გამოდი ცოტა ხნითო . დიდად არ უყვარდა ყოფილი ქმრის სახლში სტუმრობა, მაგრამ წელიწადში რამდენჯერმე მაინც უხდებოდა. სულ 4 წელი იყვნენ ერთად და რომ დაშორდნენ მას შემდეგ ელენას გამო ხშირად ხვდებოდნენ . ზედმეტად ნეიტრალური ურთიერთობა ჰქონდათ , რადგან მათი გრძნობები სამუდამოდ გამრქრალი იყო . თეა განქორწინებიდან ორი წლის შემდეგ შეირთო და უკვე მესამე შვილს ელოდნენ. მოკლედ ელენას მათთან ყოფნა ძალიან უყვარდა და_ძმასთან კარგი ურთიერთობა ჰქონდა და როგორც ყველაზე უფროსი მათზე ზრუნავდა კიდეც.
ბავშვისთვის საჩუქარი შეარჩია და ყოფილი ქმრის სახლში წავიდა.
კარი ბექამ გაუღო , შიგნიდან ბავშვების ხმა ისმოდა
_ლიზა , როგორ ხარ?
_მე კარგად, შენ? გილოცავ ვაჟიშვილიის დაბადებისდღეს _ლოყაზე აკოცა და მისაღებისკენ დაიძრა _თეა სად არის?
_აქ ვაარ... პრივეტ _ საკმაოდ დიდი მუცელი ჰქონდა , წონაშიც მოიმატა და საყვარლად გამოიყურებოდა
_გილოცაავ ... აი ეს ჩემგან
_რა საჭირო იყო ...ელენამ იმხელა მანქანა მოუყვანა
_ეგ ელას საჩუქარი იყო , თავისი დანაზოგით უყიდა ... როდის ელოდები დიდი მუცელი გაქვს უკვე
_ოქტომბრის დასაწყისში სავარაუდოდ , მაგრამ ბევრი მოვიმატე და იმიტომ ვარ ამხელა . ბექა კიდე არ მეხმარება საერთოდ ეს ბავშვები ორივე მისი ასლია და მაგიჟებენ
_ელენას გამოვუშვებ და მოგეხმარება ... ბექა სრულიად უნიჭოა მაგ საქმეში ხომ იცი. ელა რომ დავუტოვე ერთ დღეს კინაღამ მოწამლა ბავშვი
_ორივე უმადური ხართ რა
... მამი მოდით ჩემთან სუფრა გავშალოთ და ვივახშმოთ ...ელიკო მოგვეხმარე
_მამა სჯობს გამეცალო თავად გავაწყობ თორემ მერე თეფშების ნარჩენების ძიება მომიხდება იატაკზე
_შენც დამცინი? ყოჩარ შვილო
_შვებულებას ჯერ ვერ ვიღებ და ელეს თქვენათან გამოვუშვებ მოგეხმარებათ და თან დაისვენებს, მოშორდება ქალაქს . მერე ერთად წავალთ სადმე
_ხო გვითხრა , გამეხარდა ... ორივე უჯერებს და ცოტას დავისვენებ მეც . რა ხდება სამსახურში ახალი უფროსი როგორ მოგწონს
_ჯერ კარგად არ ვიცნობ. რთულია როდესაც არაპროფესიონალი ყიდულობს კლინიკას და მხოლოდ ბიზნესს წარმოადგენს მისთვის ექიმებიც და პაციენტებიც
_თეა იცნობს გიას , ბავშვობაში მის მეზობელ სახლში ცხოვრობდა
_ხო , გივი ძალიან კარგი კაცია ... დიდი უბედურება შეემთხვათ ადრე და მას მერე გულჩათხრობილი გახდა , თითქოს უჟმურიცაა მაგრამ ნამდვილად არაა მისთვის კლინიკა მხოლოდ შემოსავლის წყარო
_სულ შავები აცვია ხოლმე , ვინმე გარდაეცვალა?
_შვილი , წლების წინ . ჩვენ მათ მეზობლად რომ გადავედით ახალი მომხდარი იყო ავარია. სადღაც ხევში გადაიჩეხა და გვამიც ვერ იპოვნეს. საქართველოში არ მოხდარა თუ არ ვცდები, მაშინ ასეთი გავლენიანი არ იყო . მთელი ოჯახი განადგურდა ,ცოლიც ავად არის ... მოკლედ გიას რთული ცხოვრება აქვს

ცოტა კიდევ ისაუბრეს სამი ექიმი ერთ სივრცეში სასაუბრო თემას აუცილებლად იპოვნიდა ბოლოს ელენამ ვეღარ გაუძლო დავიღალე სულ კლინიკაზე და ავადმყოფებზე რომ საუბრობთო და სახლში დაბრუნდნენ. ლიზასაც არ გაუწევია წინააღმდეგობა, იმ სახლში ისე იყო თითქოს ჰარამხანის ერთ ერთი ქალი იყო.
_წასვლამდე ბებოსთან მიგიყვან, მოენატრე ორივეს
_ვიყავი მე გუშინ , ჩემი საყვარელი კექსი დამახვედრა . იმდენი ვჭამე მგონი ორი კილო ერთბაშად მოვიმატე
_ჩემთვის არ გითქვამს ... მე არ ვყოფილვარ დიდი ხანია
_რომ გეცლება ერთად გავიდეთ და დავრჩეთ. ბაბუს ჭადრაკს ვეთამაშები თორემ სულ დამავიწყდა
_ვის წერ ასე გაბადრული
_კატოს და ქრისტის ... დასვენების ამბებს მიყვებიან
_დეტალურად ალბათ ხომ? სად არიან
_ბათუმშია ორივე ... სხვადასხვა სასტუმროში მაგრამ ყოველდღე ნახულობენ ერთმანეთს
_დეე აუცილებლად წაგიყვანდი რომ მეცალოს ხომ იცი
_ვიცი და ნუ ღელავ ლიზიკოო _ გაუცინა და მერე ლოყაზე აკოცა. აუ დეეე უძალიანმაგრესი კეტები ვნახე და ხო მიყიდი?
_წასვლამდე გიყიდი რაღაცებს ... მეც მინდა რამე გრილი სრაფანი თორემ დავიწვები მგონია. კლინიკიდან რომ გამოვდივარ ცეცხლი მეკიდება
_როდის გამოდიხარ ღამეა სულ
_აი ახლა მაგალითად... ნუ დამცინი. ჩემზე კარგი პროფესია შენ აირჩიე
_ოო ნუ მებუტებიი ლიზიკო...
მზე უკვე ჩასული იყო , მაგრამ მაინც საცობში მოხვდნენ. ელენემ სიმღერას აუწია და ცეკვავდა. მხიარულება არასდროს აკლდათ როცა ერთად იყვნენ. არაფერი იყო ისეთი რასაც ლიზას არ ეტყოდა მეგობრებივით იყვნენ და მართლად არ ჰყავდათ ერთმანეთზე ახლო მეგობრები. ზუსტად იცოდა ლიზა არაფერზე ეჩხუბებოდა და ამიტომ თავისუფლად ეჭორავებოდნენ ელენეც და მისი დაქალებიც.
*^*^*^*^*
შუაღამით დაურეკეს სასწრაფო ოპერაცია იგეგმება და უნდა მოხვიდეთო . ელვის სისწრაფით ჩაიცვა და მალევე კლინიკასთან იყო. მანქანიდან სწრაფად გადავიდა სწრაფად მიდიოდა და თავი ძლივს შეიკავა წინ რომ გადაეღობა ჭრელთვალება უცნობი
_15 წუთში მოხვედი ... ყოჩაღ ექიმო
_შენ ? გამიშვი _ხელები მოიშორა და უკან დაიხია
_რატომ გიკვირს ხომ გითხარი შევხვდებით_თქო _თვალს არ აშორებდა, მშვიდად იყო. თმები დაევარცხნა, წვერიც შეესწორებინა და აღარც დასვრილი სამოსი ეცვა.
_მეჩქარება...თუ არ მეჩქარება და შენ დაარეკინე ვიღაც ქალს_გულაჩქარებულმა ძლივს წარმოთქვა სიტყვები
_სასრაფო და გადაუდებელი დახმარება მჭირდება
_კიდევ უკანონო ოპერაცია უნდა გავაკეთო?
_ხედავ უკვე რა მშვიდად ხვდები ამ ამბავს?
_ყველა კრიმინალს ჰყავს თავისი ექიმი რომელსაც საკმაოდ დიდ ანაზღაურებას უხდის და მაშინ დავიწყებ შენთან მუშაობას ...საქმიანი სახე მივცეთ ამ ყველაფერს. ასე არც ჩემ ნამდვილ პაციენტებს მოვშორდები და შავბნელ საქმეებსაც გავაკეთებთ
_კარგი იდეაა , მაგრამ მეეჭვება კიდევ დამჭირდეს შენი დახმარება , როგორც ექიმის . ამჯერად სხვა პრობლემა მაქვს
_ვწუხვარ , მე მხოლოდ გაჭრა_გაკერვა მეხერხება ჯანმრთელ ადამიანებთან არაფერი მესაქმება. არც ფსიქოლოგი ვარ და არც ფსიქიატრი ასე რომ შენს დახმარებას ვერ შევძლებ_უყურებდა და თანდათან უფრო უჩქარდებოდა გულისცემა .მისი მზერა ისე აბნევდა თავი პატარა გოგო ეგონა. ფიქრობდა რომ ეშინოდა, მაგრამ არ იყო ეს შიშით განპირობებული ემოციები
_ძალიან მწარე ენა გაქვს ექიმო
_არ მითხრა გულს მტკენო _ ჩაიცინა და თვალები აატრიალა _იარაღი არ გაქვს , აშკარად არავინ კვდება და ტყუილად გამიტეხე ძილი უკვე მეორედ
_აშკარად დამნაშავე ვარ შენ კი არ მაძლევ უფლებას დანაშაული გამოვისყიდო_ ისევ წინ გადაეღობა .ზემოდან დაჰყურებდა _შემეშვი და ასე გამოისყიდე
_სამწუხაროდ ვეღარ შეგეშვები ექიმო...ასეთი საინტერესო არ უნდა იყო , დანაშაულია . მე კი ვგიჟდები საინტერესო დანაშაულებზე _ თვალებში უყურებდა, თითები ლოყაზე ჩამოუსვა და უფრო დაიხარა. აკოცებდა ლიზა გონს რომ არ მოსულიყო
_მე კი კრიმინალები არ მიზიდავენ ... კარგი ბიჭები მომწონს და ტყუილად ცდილობ ჩემთან ფლირტს. როცა იარაღი არ გაქვს ვერაფერს მაიძულებ
_სასტიკი ხარ ექიმო , მაბრაზებთ თან მატყუებთ კარგი ბიჭები რომ მოგწონდეს ბექას არ გაეყრებოდი ხომ ასეა. შენ უბრალოდ აზრზე არ ხარ რას ნიშნავს სურვილი გკლავდეს, სისხლი გიდუღდეს და იწვოდე ვიღაცის სურვილით. წარმოდგენაც არ გაქვს რაა ცხოვრების კაიფი
_რა მარაზმია...ჭკუას მასწავლის კაცი რომლის სახელიც არ ვიცი, რომელმაც ცოტა ხნის წინ იარაღის მუქარით გამიტაცა, ემუქრებოდა ჩემს შვილს , ჩამადენინა დანაშაული ,მითვალთვალებს და კიდევ ვინ იცის რა
_ჯანდაბა ! გაბრაზებული უფრო ვნებიანი ხარ ეს იმ დღეს ვერ შევამჩნიე
_გამეცალე თორემ ვიყვირებ დაცვა და მთელი პერსონალი გამოვა
_მაგრად რომ ხომ იცი
_არ ტეხავს ამ ასაკში პატარა ქუჩის ბიჭივით რომ იქცევი ? საერთოდ ვინ ხარ... თავიდან დავიწყოთო მეუბნები და სახელიც არ გინდა მითხრა. შუაღამით მხვდები ღამის რაინდივით , თუ დღისით გიპოვნიან და არ გამოვა
_ხვალ დილით დაგირეკავ და შევხვდეთ იქ სადაც გინდა ... სახელსაც გეტყვი
_გგონია მაინტერესებს?
_ინტერესით კვდები და გიჟდები ახლა ასე ძალიან რომ გინდა ისევ მნახო
_სასაცილო ხარ იცი? _გაიცინა და სულ გადარია კაცი
_უკვე ვცოფდები
_და რას იზამ დამახრჩობ? დავიღალე უკვე შენთან აფსურდული დიალოგით. არც ხვალ შეგხვდები, არც ზეგ... საერთოდ არ მაინტერესებს ვინ ხარ და მარტო ის მინდა რომ შემეშვა და არ მაიძულო გიჩივლო . მეზიზღება სასამართლოებში და დაკითხვებზე სიარული _მანქანაში ჩაჯდა და წავიდა. იმდენად სწრაფად მიახალა ყველაფერი და გაიქცა რომ კაცი გაოგნებული დარჩა
_ღადაობ ღმერთო? ახლა მე მცხელოდა ამ ყველაფრისთვის? ხედავ ხო როგორ დამაიგნორა და მოტყდა, იმენა დამიკიდა ... _მაქანაში ჩაჯდა და წამებში დაეწია ლიზას. ბოლოს აიძულა გაეჩერებინა .
_რა ხდება ... რა რბოლა გამიმართე _ გაბრაზებული გადმოვიდა მანქანიდან ექიმი შემდეგ ისიც გადმობრძანდა სწრაფად მიდიოდა ქალისაკენ გეგონებოდათ დახრჩობას უპირებსო
_დამავიწყდა
_რა დაგავიწყდა ასეთი ლამის ავარიაში მოყევი და ისევ ჩემი ასაწყობი იქნებოდი
_მთავარი დამავიწყდა _ როგორც კი მიუახლოვდა მაშინვე ხელი მოხვია და კიდევ ერთხელ აკოცა , ამჯერად სრულიად გააზრებულად მხოლოდ მისი კოცნა უნდოდა და არავითარ ინსტიქტს არ აჰყოლია. ელიზაბეტი ჯერ ხელებგაშლილი იდგა შემდეგ თავის დახსნას ცდილობდა და ბოლოს ორივე ხელი მის მკერდზე ჰქონდა მიბჯენილი საყელოში წვდა როგორც კი ამოისუნთქა და კაცის თხელი ტუჩებიდან მზერა მის თვალებზე გადაიტანა
_სჯობს გვიან ვიდრე არასდროსო _გაიღიმა , ქვედა ტუჩზე იკბინა და უკან გადადგა ნაბიჯები _ხვალ დაგირეკავ და თუ არ მიპასუხებ სამსახურში მოგაკითხავ ექთნებს ვეტყვი რომ შენი მომავალი ქმარი ვარ
_მეოცნებე კრიმინალი
_ეცადე მშვიდად დაიძინო ექიმო , ისევ თუ დაგესიზმრები შეგიძლია დამირეკო
_მშვიდი ძილს გისურვებდი, მაგრამ მეეჭვება შეძლო _ხელი დაუქნია , ფართოდ გაუღიმა და ამჯერად სწრაფად განაგრძო გზა.
პატარა გოგოსავით იყო აჟიტირებული, იცინოდა და ალბათ საკუთარ თავს დასცინოდა ასეთი ქცევის გამო, მაგრამ აინტერესებდა, იზიდავდა და არაფერი ადარდებდა
_ჯანდაბა რას ვაკეთებ , მგონი შევიშალე

ახსნას ვერ პოულობდა, საკუთარ ქცევას ვერ ამართლებდა , მაგრამ მის მიმართ ინტერესს გრძნობდა, მიზიდულობას ვერ ერეოდა . არ იყო სუსტი ქალი რომელიც მარტივად იხევდა უკან და საკუთარ ემოციებს სხვას აჩვენებდა , მაგრამ დიალოგი რომელიც ჭრელთვალებასთან გამართა სრულიად გაურკვეველი იყო მისთვის. მთლიანად არეული იყო და ვერცერთ ქმედებას გამართლებას ვერ უძებნიდა და სწორედ ეს გვრიდა საოცარ შეგრძნებას, მუხტს აძლევდა რომელიც მთელს მის სხეულში ვრცელდებოდა

ვიმედოვნებ მოგეწონებათ
დიდი მადლობა ყველას ვინც გითხულობს

№1  offline მოდერი Mathew

როგორ არ უნდა მომეწონოს,სულ ახერხებ რაღაცით ადამიანის გაოგნებას.
ახლა ის მაინტერესებს ეს ტიპი ვინაა.
რა უნდა...არა,მგონი ვხვდები რაც უნდა,მაგრამ მაინც...
ხოდა,გელოდები ახალი თავით მარიამო.
მიყვარხარრ )))
(თოიძის ერთგული ანანა :დდ )

№2  offline მოდერი sameone crazy girl

Mathew
როგორ არ უნდა მომეწონოს,სულ ახერხებ რაღაცით ადამიანის გაოგნებას.
ახლა ის მაინტერესებს ეს ტიპი ვინაა.
რა უნდა...არა,მგონი ვხვდები რაც უნდა,მაგრამ მაინც...
ხოდა,გელოდები ახალი თავით მარიამო.
მიყვარხარრ )))
(თოიძის ერთგული ანანა :დდ )

შენ ხარ? კარგია რომ მიაწერე ბლოს ????????????ისიც კარგია რომ მოგეწონა და ნელ ნელა გაირკვევა ყველაფერი

№3  offline წევრი Anansio

ვაიიიმეე შოკშიიი ვარ❤️❤️❤️❤️რააა ძალიაან მაგარი იყოო❤️❤️❤️❤️საოცარიიი❤️❤️❤️❤️სახე გაბადრული ვკითხულობდიი❤️❤️❤️❤️რააა ამბებიააა❤️❤️❤️ეს ჭრელთვალებაა❤️❤️❤️❤️ ამათი ამბები იქნებაა რაღააც საოცრებაა❤️❤️❤️❤️უზომოდ მომწონს❤️❤️❤️ მოუთმენლად ველოდები შემდეგ თავს❤️❤️❤️❤️ გყვარობ მარიამ!!!❤️❤️❤️❤️

№4  offline წევრი mia miako 15

ძალიან კარგია მომეწონა.შეუდარებელი ხარ.ველი შემდეგ თავს.წარმატებები

№5  offline მოდერი abezara98

ვაიმეე, რა იყო ახლა ეს? scream სულ დავიბენი და ავირ-დავირიეე scream ან ირაკლი რა შუაში იყო? ვითომ მართლა მაგის ძმაა? scream არა, ისე კი ჰგავდა ქცევით რაღაც მხრივ sweat_smile ყოჩაღ უცნობო ბატონო, როგორ უცებ ამიფორიაქა ქალი, რომ ამდენი ხნის განმავლობაშიც კი მის ერთ კოცნაზე ეფიქრებოდა და მომავალში უფრო მეტს რომ ჩიდენს, საერთოდ ხომ სულს გააფრთხობინებს?! joy joy ისე, ეს ლიზაც მაგარი მყავს laughing ვერ დამიტოვა უცბად ხახამშრალი, მაგრამ მერე თავად დატოვეს ისევ აფორიაქებული laughing უხ, ცეცხლი წყვილია, ცეცხლი პირდაპირ laughing
მოუთმენლად ველოდები, საოცრებავ, შემდეგ თავს heart_eyes ისე, ლიზას იცნობდა ხო ეს? ისე უთხრა დიდი ხნის წინ ჩავედი და უკან ჩამოსულს ყველაფერი შეცვლილი დამხვდა, საკუტარი ანარეკლიცო, რომ რაღაცნაირად დამაეჭვა sweat_smile მოკლედ, მე და ჩემი შეთქმულების თეორიები sweat_smile მოკლედ, გელი, გელი, მოგელიი! heart_eyes heart_eyes

№6  offline წევრი დარინა

მიყვარს რა შენი გიჟი და იდუმალი კაცებიიი, აი დაღლილი რომ შემოვდივარ და ახალი თავი მხვდება ვერ წარმოიდგენ როგორი სიხარულით ვეცემი და ერთი ამოსუნთქვით ვნთქავ მთელ თავს, აუ მიხარიხარ მარიამ.

№7  offline მოდერი sameone crazy girl

Anansio
ვაიიიმეე შოკშიიი ვარ❤️❤️❤️❤️რააა ძალიაან მაგარი იყოო❤️❤️❤️❤️საოცარიიი❤️❤️❤️❤️სახე გაბადრული ვკითხულობდიი❤️❤️❤️❤️რააა ამბებიააა❤️❤️❤️ეს ჭრელთვალებაა❤️❤️❤️❤️ ამათი ამბები იქნებაა რაღააც საოცრებაა❤️❤️❤️❤️უზომოდ მომწონს❤️❤️❤️ მოუთმენლად ველოდები შემდეგ თავს❤️❤️❤️❤️ გყვარობ მარიამ!!!❤️❤️❤️❤️

ძლიან ძალიან დიდი მადლობა უზომოდ მიხარია რო მოგწონთ

mia miako 15
ძალიან კარგია მომეწონა.შეუდარებელი ხარ.ველი შემდეგ თავს.წარმატებები

მადლობაა
მომდევნოც მოგეწონებათ იმედიაა

საინტერესოა ჭრელთვალება რატომ ეცნობა ასე ძალიან ლიზას? მომწონს მე ჭრელთვალება ❤ რატომღაც მგონია,რომ კლინიკის დირექტორთან საერთო ბევრი აქვს სიმპატიურ უცნობს :) ლიზიკოს ემოციები და ირონია მომწონს ძალიან. შენზე კიდევ ვგიჟდები❤❤❤ გელოდები ახალი თავით ❤❤

№9  offline მოდერი sameone crazy girl

abezara98
ვაიმეე, რა იყო ახლა ეს? scream სულ დავიბენი და ავირ-დავირიეე scream ან ირაკლი რა შუაში იყო? ვითომ მართლა მაგის ძმაა? scream არა, ისე კი ჰგავდა ქცევით რაღაც მხრივ sweat_smile ყოჩაღ უცნობო ბატონო, როგორ უცებ ამიფორიაქა ქალი, რომ ამდენი ხნის განმავლობაშიც კი მის ერთ კოცნაზე ეფიქრებოდა და მომავალში უფრო მეტს რომ ჩიდენს, საერთოდ ხომ სულს გააფრთხობინებს?! joy joy ისე, ეს ლიზაც მაგარი მყავს laughing ვერ დამიტოვა უცბად ხახამშრალი, მაგრამ მერე თავად დატოვეს ისევ აფორიაქებული laughing უხ, ცეცხლი წყვილია, ცეცხლი პირდაპირ laughing
მოუთმენლად ველოდები, საოცრებავ, შემდეგ თავს heart_eyes ისე, ლიზას იცნობდა ხო ეს? ისე უთხრა დიდი ხნის წინ ჩავედი და უკან ჩამოსულს ყველაფერი შეცვლილი დამხვდა, საკუტარი ანარეკლიცო, რომ რაღაცნაირად დამაეჭვა sweat_smile მოკლედ, მე და ჩემი შეთქმულების თეორიები sweat_smile მოკლედ, გელი, გელი, მოგელიი! heart_eyes heart_eyes

როგორ მიყვარხართ დაკვირვებული მკითხვები აუუ გული ამიფორიაქდა მდენი დეტალი რომ შეამჩნიე
ძალიან ძალიან დიდი მადლობაა
მომდევნო თავესსი გაირკვევა ყ ელაფერი

დარინა
მიყვარს რა შენი გიჟი და იდუმალი კაცებიიი, აი დაღლილი რომ შემოვდივარ და ახალი თავი მხვდება ვერ წარმოიდგენ როგორი სიხარულით ვეცემი და ერთი ამოსუნთქვით ვნთქავ მთელ თავს, აუ მიხარიხარ მარიამ.

მეც მიხარიხართ და მაბედნიერებთ
ჩემი ბიჭი ნამდვილა დიდუმალი იქნება ცოტა ხანს

რუსკიმარუსია
საინტერესოა ჭრელთვალება რატომ ეცნობა ასე ძალიან ლიზას? მომწონს მე ჭრელთვალება ❤ რატომღაც მგონია,რომ კლინიკის დირექტორთან საერთო ბევრი აქვს სიმპატიურ უცნობს :) ლიზიკოს ემოციები და ირონია მომწონს ძალიან. შენზე კიდევ ვგიჟდები❤❤❤ გელოდები ახალი თავით ❤❤

კლინიკის უფროსთან არ ვიცი ვნახოთ რა როგორ იქნება მალე გავარკვევ ყველაფერს

№10  offline წევრი fluctus Oceani

ვაიმეეე ისევ შეუდარებელია როგორიც წინა თავიიიი მომწონს ეს ჭრელთვალება ძალიან მე მომწონს ცუდი ბიჭები,კრიმინალებზე ხომ ვგიჟდები საერთოდ

№11  offline წევრი Liziko27

ვფიქრობ ირაკლი და ეს ბიჭი რაღაცით არიან დაკავშირებულები.. ან ვცდებიი. მოკლედ გამიჩნდა საფიქრალი:d;d

№12  offline მოდერი sameone crazy girl

I love you baby
ვაიმეეე ისევ შეუდარებელია როგორიც წინა თავიიიი მომწონს ეს ჭრელთვალება ძალიან მე მომწონს ცუდი ბიჭები,კრიმინალებზე ხომ ვგიჟდები საერთოდ

საერთოდაც არ არის ცუდი ბიჭი და ამას შემდეგ დაინახავთ ახლა უბრალოდ სიტუაციამ აიძულა
ძალიიან მიხარია
მადლობა

Liziko27
ვფიქრობ ირაკლი და ეს ბიჭი რაღაცით არიან დაკავშირებულები.. ან ვცდებიი. მოკლედ გამიჩნდა საფიქრალი:d;d

მდააჰ ვნახოოოთ
ვნახოთ როგორ განვითარდება მოვლენები იქნებ მრთლაც არიან დაკავშირებულნი

№13  offline აქტიური მკითხველი lalita

ჩვენი გოგო მოსულა ძალიან გამიხარდა შენი ნიკის დანახვა .ცოტა უცნაური დასაწყისია მაგრამ საინტერესო ჩანს .წარმატებები ჩემო კარგო.

№14  offline მოდერი sameone crazy girl

lalita
ჩვენი გოგო მოსულა ძალიან გამიხარდა შენი ნიკის დანახვა .ცოტა უცნაური დასაწყისია მაგრამ საინტერესო ჩანს .წარმატებები ჩემო კარგო.

მადლობაა
დასაწყისი ხო მაგრამ მერე ჩემებურად განვითარდება ყველაფერი
მიხარია რო ისვე კითხულო ჩემ ისტორიებს

№15  offline მოდერი ტკბილიწიწაკა

აუუ რაკარგიააა ❤️ ძალიაან მომწონს მე ეს ჭრელთვალება ❤️ ლიზიკოც როგორი საყვარელია ♥️♥️ აუუ ძაან მესიყვარულება ეს ისტორია და აგავაკეთოო? :დ მაგრამ ამასთანავე ისეთ ინტერესში ჩამაგდე რომ ვერ წარმოიდგენ ❤️♥️ არა მუდამ მაოგნებ შენ შენი ისტორიებიტ და არც ახლა მიკვირს ♥️♥️♥️ აუუ რადაიცდის მომდევნო თავამდე ჰა?! :((( გელი გელიი როგორც მგელი :დდ ♥️♥️

№16  offline მოდერი sameone crazy girl

ტკბილიწიწაკა
აუუ რაკარგიააა ❤️ ძალიაან მომწონს მე ეს ჭრელთვალება ❤️ ლიზიკოც როგორი საყვარელია ♥️♥️ აუუ ძაან მესიყვარულება ეს ისტორია და აგავაკეთოო? :დ მაგრამ ამასთანავე ისეთ ინტერესში ჩამაგდე რომ ვერ წარმოიდგენ ❤️♥️ არა მუდამ მაოგნებ შენ შენი ისტორიებიტ და არც ახლა მიკვირს ♥️♥️♥️ აუუ რადაიცდის მომდევნო თავამდე ჰა?! :((( გელი გელიი როგორც მგელი :დდ ♥️♥️

ვაიმეე ჩემი ლურჯთვალება მომავალში უფრო მოგეწონებათ აი ნახავთ
იმედია ყოცელ შემთხვევაში :დდდ

№17  offline მოდერი sameone crazy girl

Girl... from the past
ძალიან კარგი ხარ დ მიხარია რომ მალე დაბრუნდი. თუმცა ვიცი დიდი ხნით წასვლები არ გჩვევია.
წარნატებები ❤

ამ ისტორიას ყოველდღე დავდებ და მომდევნოსაც მალე დავიწყებ ალბათ
ხო დიდხანს ვერ ვძლებ წერის გარეშე

№18  offline წევრი tekle22

იიი რატო მგონია რო ჭრელთვალება ლიზუს უფროსისს შვილია ავარიაში დაკარგული?მიყვარს შენი ისტორიებიი ყველა წაკითხული მაქვს და იცი რას ვფიქრობ?რომ წერის სტილი გეცვლება თავიდან სულ თავიდან სხვანაირი ემოცია მოქონდა ისტორიებს და ამ ბოლოებს სულ სხვა არ ვიცი მე მეჩვენება თუ ასე არ არის მაგრამ მე ყველანაირი მომწონხარ

№19  offline მოდერი sameone crazy girl

tekle22
იიი რატო მგონია რო ჭრელთვალება ლიზუს უფროსისს შვილია ავარიაში დაკარგული?მიყვარს შენი ისტორიებიი ყველა წაკითხული მაქვს და იცი რას ვფიქრობ?რომ წერის სტილი გეცვლება თავიდან სულ თავიდან სხვანაირი ემოცია მოქონდა ისტორიებს და ამ ბოლოებს სულ სხვა არ ვიცი მე მეჩვენება თუ ასე არ არის მაგრამ მე ყველანაირი მომწონხარ

მეც სხვანაირი შეგრძნება მაქვს და მიხაროა რომ შენც იგრძენი და ასეთი დაკვირვენული ხარ. სამწუხაროდ ყველაფერი იცვლება დროსთან ერთად და ისე აღარ არის გოროც ადრე
იმედია ცოტა ხანს კიდევ შევძლებ წერას და თქვენს გახარებას მერე კი შევწყვეტ

უცნაური მე
ძალიან კარგია.. ირაკლი და ჭრელთვალება მგონია რომ რაღაც კავშირში არიან.. კლინიკის ახალი უფროსიც მაფიქრებს.. მოკლედ რაღაც ეჭვები მაქვს დ ველოდები გაგრძელებას ❤️ ლიზა ძალიან ძალიან მომწონს და არ მიკვირს ასე რომ გადარია ეს ჭრელთვალება კაცი.

მიხარია ასერომ აკვირდებით დეტაკებს დიდი გაურკვევლიბა არ იქნება გპირდებით და ლიზა ბოლომდე ძალინ მოგეწონებათ

№20  offline წევრი Mariammmo

მარიამმმმ <3 როგორც ყოველთვის!!!! მოწოდების სიმაღლეზე ხარ!!! <3

№21  offline მოდერი sameone crazy girl

Mariammmo
მარიამმმმ <3 როგორც ყოველთვის!!!! მოწოდების სიმაღლეზე ხარ!!! <3

ასე თუ ფიქრობ კარგია :დ

№22  offline მოდერი D-roni

ჩემო ერთადერთოოოოოოოოოოოოოოოო რომ შემპირდიიიი გამოგიგზავნიოოოოოო სად გადამაგდეეეე???????
საოცარი აზარტი და ახალი უსახელო სიყვარული მყავს , კაციიიიიი გოდებააააააააააა ეს ჭრელთვალებაააა!!!!!!! რაღაცა ოთხიგინალლურობააა ეზ ოლვეიიიიის!
მიყვარხაააააააარ♥️♥️♥️♥️????

№23  offline მოდერი sameone crazy girl

D-roni
ჩემო ერთადერთოოოოოოოოოოოოოოოო რომ შემპირდიიიი გამოგიგზავნიოოოოოო სად გადამაგდეეეე???????
საოცარი აზარტი და ახალი უსახელო სიყვარული მყავს , კაციიიიიი გოდებააააააააააა ეს ჭრელთვალებაააა!!!!!!! რაღაცა ოთხიგინალლურობააა ეზ ოლვეიიიიის!
მიყვარხაააააააარ♥️♥️♥️♥️????

ნუუუც ჩემო გოგოოვ მართლა ვაპირებდი ფამოგზავნას გეფიცები .მიყვარხარ მე შენ

№24  offline წევრი tekle22

sameone crazy girl
tekle22
იიი რატო მგონია რო ჭრელთვალება ლიზუს უფროსისს შვილია ავარიაში დაკარგული?მიყვარს შენი ისტორიებიი ყველა წაკითხული მაქვს და იცი რას ვფიქრობ?რომ წერის სტილი გეცვლება თავიდან სულ თავიდან სხვანაირი ემოცია მოქონდა ისტორიებს და ამ ბოლოებს სულ სხვა არ ვიცი მე მეჩვენება თუ ასე არ არის მაგრამ მე ყველანაირი მომწონხარ

მეც სხვანაირი შეგრძნება მაქვს და მიხაროა რომ შენც იგრძენი და ასეთი დაკვირვენული ხარ. სამწუხაროდ ყველაფერი იცვლება დროსთან ერთად და ისე აღარ არის გოროც ადრე
იმედია ცოტა ხანს კიდევ შევძლებ წერას და თქვენს გახარებას მერე კი შევწყვეტ

უცნაური მე
ძალიან კარგია.. ირაკლი და ჭრელთვალება მგონია რომ რაღაც კავშირში არიან.. კლინიკის ახალი უფროსიც მაფიქრებს.. მოკლედ რაღაც ეჭვები მაქვს დ ველოდები გაგრძელებას ❤️ ლიზა ძალიან ძალიან მომწონს და არ მიკვირს ასე რომ გადარია ეს ჭრელთვალება კაცი.

მიხარია ასერომ აკვირდებით დეტაკებს დიდი გაურკვევლიბა არ იქნება გპირდებით და ლიზა ბოლომდე ძალინ მოგეწონებათ

არც კი გაბედო შეწყვეტა! თუნდაც ერთი მკითხველი რომ დაგრჩეს რაშიც ეჭვი მეპარება ესე შეთხელდნენ დაწერე მანამ ვიდრე სული მოგთხოვს ამის გაკეთებას არასოდეს შეწყვითო მცდელობა ვიდრე გულს გიხარებს თითოეული აკრეფილი სიტყვა არ დაემსგავსო სხვებს რომლებიც უკვალოდ ქრებიან!ვერ ვიტან დანებებულ ადამიანებს ყოველთვის გქონდა შენი სტილი და წერის სხვანაირი მანერა რის გამოც ათასში გამოგარჩიე დამიჯერე არ ვტრაბახობ მაგრამ კარგი მკითხველი ვარ და შემიძლი კარგის და ცუდის თამამად გარჩევა, ეხლაც განსაკუთრებული და გამორჩეული ხარ ცოტა გადასხვანაირებული მაგრამ ინდივიდუალური წერის მანერით რაც სხვებისგან 100% გამოგარჩევს

№25  offline მოდერი sameone crazy girl

მადლობა ასეთი სიტყვებისთვის მე მხოლოდ საკუთარი თავი მიქმნის პრობლემას თორემ მკითხველის რაოდენობა არც არასდროს დამითვლია მხოლოდ ემოციესბს ვაკვირდდები და ვიღებ თქვენგან წამოსულს . უბრალოდ ნავთობის მარაგიც კი წყდება ბოლოს :დ

№26  offline წევრი Taattu

ვაიმეეეე მარიამმ როგორ გამახარე შენ ხომ არ იცი
არ მეგონა ესე მალე თუ დაიწყებდი ახალ ისტორიას
ეს იდუმალი კაცი ვინ არისსსს scream scream
მაგიჟებს სახელი რომ არ ვიცი აჰაჰაჰჰ
დასაწყიდიდანვე ვგრძნობ რომ შენეული იქნება heart_eyes
ძალიან კარგი იყო ორივეთავი ერთი ამოსუნთქვით წავიკითხე

ველი გაგრძელებას heart_eyes heart_eyes

№27  offline მოდერი sameone crazy girl

Taattu
ვაიმეეეე მარიამმ როგორ გამახარე შენ ხომ არ იცი
არ მეგონა ესე მალე თუ დაიწყებდი ახალ ისტორიას
ეს იდუმალი კაცი ვინ არისსსს scream scream
მაგიჟებს სახელი რომ არ ვიცი აჰაჰაჰჰ
დასაწყიდიდანვე ვგრძნობ რომ შენეული იქნება heart_eyes
ძალიან კარგი იყო ორივეთავი ერთი ამოსუნთქვით წავიკითხე

ველი გაგრძელებას heart_eyes heart_eyes

დღეს დავდებ მესამე თავს და სახელსაც გავიგებთ
მიხარია რომ მოგწონს
♡♡♡♡♡♡♡♡♡♡

№28  offline წევრი sofi_sofi

მალეეე რა გთხოვ მაინტერესებს რა ქვია.ირაკლისი თუა რამე.

№29  offline მოდერი sameone crazy girl

sofi_sofi
მალეეე რა გთხოვ მაინტერესებს რა ქვია.ირაკლისი თუა რამე.

დავდებ წუთი წუთზე
:დდდ

№30  offline წევრი TamoTi

ძალიან კარგია♥♥♥საოცარი გოგო ხღ

სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent