ჩვენ "არავინ" ვართ (მეორე ძარცვა) ნაწილი 4
- მოწყენილი ხარ პატარა ქალბატონო? - ეუბენბა ნიკოლაი და სახლის მეორე სართულზე ამსვლელ კიბეებს ორივე ნელი ბანიჯით მიუყვება - ცოტათი... - სად გინდა ეხლა რომ იყო? - მოა უყურებს და ეღიმება. - არ ვიცი... ნიუ-იორკში ბრუკლინის ხიდზე ან ბრაზილიაში კარნავალზე. - პირველ დეკემბერს? - ეცინება - ჰო. ბრუკლინის ხიდზე მოვახერხებდი ყოფნას თუმცა, კარნავალზე ვერ. - არაუშავს, ოცნება ყველაზე ადამიანური გრძნობაა. მის ასასრულებლად კი მხოლოდ მონდომებაა საჭირო - ალბათ მოასთვის რამოდენიმე თვის წინ ვინმეს იგივე რომ ეკითხა ვერ გასცემდა პასუხს, სახლში გამოკეტილი, საზოგადოებას მოწყვეტილი ადამიანის ოცნებები ხომ უბრალო ფიქრებია რომელიც თავისით იფანტება. - წამოდი, აი აქეთ. - ხელს კიდებს და მეორე სართულზე ბოლო ოთახისკენ მიყავს. - სად მივდივართ? ეს რა საკუჭნაოა? - ათასი ნივთი დევს პატარა უთახში, ნიკოლაი კედელზე კაკუმს იწყებს და ჩერდება, ხის კედელს წევს და მოას გაოცებული სახის დანახვისას ეცინება. - ბედნიერი უნდა იყო, რადგან აქაურობის შესახებს მხოლოდ ორმა ადამიანმა იცის... - წითელ კარებზე პატარა მონიტორია, კაცი სწრაფად კრებს ციფრებს და კარებიც ხმაურით იღება, შემდეგ მოას ხელის მოძრაობით ანიშნევს შედიო და ისიც ემორჩილენა. და აი ისიც, ნახატი " ქალი დაისის პირისპირ" ულამაზესი... შავ კადლებზე კი უფრო ლამაზად ჩანს მზის ჩამავალი სხივები ტილოზე გადმოტანილი. - ეს? - ნიკოლაისკენ ბრუნდება რომელიც არაფრის მთქმელი სახით დგას. - ეს ნახატია მოა... იცი რომელიც. - კი მაგრამ ის ნამდვილს გავს... არა ვიცი რომ ნამდვილი არარის თუმცა ძალიან კარგად არის გადმოტანილი ტილოზე. - გეყოფა მოაა თამაში, ცუდი მსახიობი ხარ... - ამბობს მშვიდად - რა? რის თქმას ცდილობ? - ფერდაკარგული ეკითხება - ყველაფერი ვიცი. - რა იცი? - ის რომ ვიღაც კაცის დაცალებით ხარ აქ, ის რომ ბავშთა სახლიდან ექვსი ბავშვი აგიყვანათ და ბევრი რამ. - მოას ეგონა გული წაუვიდოდა და ესეც მოხდა. თვალს ახელს, ხედავს როგორ ცემს ბოლთას ნიკოლაი და ეღიმება. ისებ ხუჭავს თვალებს რომ ყველაფერი აწონ-დაწონოს. თუ ყველაფერი იცოდა მაშინ რატომ ანახა ნახატი? მაშინვე რატომ არ გაწყვიტა მასთან ურთიერთობა? ვერაფრით ვერ პოულობდა პასუხებს მხოლოდ მას შეეძლო პასუხების გაცემა, მხოლოდ მას. - ნიკოლაი? - თვალები გაახილა, კაცი სწრაფად მიუახლოვდა და თმაზე ხელი ნაზად გადაუსვლა - კარგად ხარ? - ეკითხება შეშინებული სახით - კარგად ვარ. უნდა ვილაპარაკოთ... - მოიცადე, ჯერ გონს მოდი ვერ წარმოიდგენ როგორ მანერვიულე. - დამშვიდდი კარგად ვარ. გულის წასვლა სადმე რომანტიკული მეგონა და აი რა დამემართა - იცინის - გძულვარ? - რა? - ნიკოლაი გაოგნებული უყურებს - გძულვარ? - უმეორებს. - არ მძულხარ. რომ მძულებოდი და შენი გამოაშკარავება მდომებოდა აქამდე ვიზამდი. - ყველაფერი მომიყევი, როგორ გაიგე? - ნიკოლაის მიწვდილი წყლის ჭიქა დაცალა და დაჯდა - როდესაც მუზეუმში გნახე ვიცოდი რომ ერთ-ერთი მძარცველი იყავი რადგან კომბინიზონი გეცვა. შემდეძლო სხვასთანაც მივსულიყავი თუმცა გული შენსკენ მოიწევდა... შემდეგ თქვენი სპეკტაკლის დაწყებამდე რამოდენიმე წუთით ადრე დავტოვე მუზეუმი და გარეთ მანქანაში ვაკვირდებოდი რას და როგორ იზამდით. ყველაფერი კარგად შეასრულეთ თუმცა ბევრი შეცდომა დაუშვით. კაფეში რომ დაგინახე მივხვდი რომ ყველაფერს მიხვდი და შენს აზრობრივ მონაცემებზე შეყვარებული გავხვდი - იცინის - თუმცა ეხლა აქ მხოლოდ ნახატისთვის არ ხარ, არაა მოა? მხოლოდ ნახატი არ გაინტერესებს არა? - ეკითხება და თვალებში უყურებს - ნიკოლაი მე... - კაცს მოას ყელთან მიაქვს სახე და ხმადაბლა ლაპარაკობს. - აი ეს რასაც ორივე ვგრძნობთ, ეს რომ არ ყოფილიყო ერთი წუთითაც კი არ გაცოცხლებდი. მაგრამ არ შემიძლია გაგიშვა, გესმის? არ შემიძლია. სწრაფად ეწაფება გოგონას ბაგეებს და მოაც ხარბად კოცნის, მთელი არსებით. ვნებამ მთელი სხეული ერთიანად მოიცცქ, ვერც კი მიხვდა როდის დარჩა დედიშობილა კაცის წინაშე. უხერხულობა გეგონებათ სადღაც ჰაერში გაქრაო, კაციც როგორც ხელოვნების ნიმუშს ისე შესცქეროდა მოას შიშველ სხეულს. ყელი, შემდეგ ლავიწის ძვალო და მკერდი დაუკოცნა. თან იხდიდა და ცდილობდა გოგონას სხეულს მიწეპებული ტუჩები არ მოეშრებინა, როდესაც მუცელს გაცდა გოგონას ხმამ მთელი ოთახი მოიცვა. როდესაც საბოლოოდ მათი სხეულები გაერთიანდა, მოა ტკივილს და ყველაზე დიდ სიამოვნებას ისრუტავდა. ამ დროს კი ნიკოლაი სახეს უკოცნიდა და თვალებით ეკითხებოდა გაჩერებული თუ-არა. ბოლოს ძალა გამოცლილმა ნიკოლაის გულზე დაადო თავი და თვალები დახუჭა. - გინდა ვიბანაოთ? - შეეკითხა და გოგონას ცეცხლისფერ თმას ხელი ჩამოუსვა - კარგი. ცოტა არ იყოს მომშივდა თუმცა ადგომა გამიჭირდება - ნიკოლაიმ ხელში აიყვანა და ისევ დაეწაფა მის ტუჩებს. იბანავეს შემდეგ პიჟამა და ხალათი ჩაიცვეს და პირველ სართულზე სამზარეულოში ჩავიდნენ. მოა თავს სულ სხვა ადამიანად გრძნობდა, განა იყო ესეთი ბედნიერი და ლაღი ოდესმე? არა. უყურებდა მამაკაცს რომელიც იდელაურად აკეთებდა ტოსტს თუ ეს შესაძებელია, გაეცინა და ნიკოლაის გაკვირვებულ გამოხედვაზე უფრო აკისკისდა - დროზე გააკეთე, ბუხართან ვჭამოთ რა. ნიკოლაის გაკეთებული ტოსტი იმდენად გემრიელი იყო მოამ მეორედ გააკეთებინა, ეხლა წითელ დაძველებულ ღვინოს ბუხრის წინ სვამდნენ ნიკოლაი კი სოგარეტს ეწეიდა და ხელით მოას შიშველ ფეხს ეფერებოდა. - მოწევ? - ახალი ღერი გაუწოდა. - გავსინჯავ - პირველი ნაპაზსე ხველება აუტყდა თუმცა მალევე მიეჩვია და მეორე ღერიც გამოართვა, ღვინის ჭიქას მიყოლებით ცლიდა და დრო გამოშვებით ნიკოლაის ტუჩებს მთელი არსებით იპატრონებდა. - მომიყევი... - რა მოგიყვე? - შენი ბავშვობა, ჩარლი... - მოა გაკვირვრბული დააკვირდა - ჩარლი? - ხო აი მენტორს რომ უწოდებთ. ჩარლი ჰქვია თუმცა გვარი ვერ გავარკვიე... - ჩვენ ერთმანეთის სახელები არ ვიცით, მენტორის განსაკუთრებით. ჩვენ ყოველთვის "არავინ" ვიყავით ეს უნდა გვცოდნოდა და ესეც იყო. ჩარლი... აი თურმე რა. ის კარგად გვზრდიდა, თითვეული ჩვენგანი ჭკვიანი და საკუთარი სპეციალობის პროფესიონალი აღვგზარდა. ცუდის თქმა მასზე არ შემიძლია, ვერ ვიტყვი რადგან ის რომ არა არ ვიცი სად მოვხვდებოდი. არ ვიცი... იცი ჩემი ცხოვრება თაბახის ცარიელ ფურცელს გავს. არაფერი გამომიცდია, სკოლაში მეგობრები არ მყოლია რადგან არ დავდიოდი, არასდროს დავრჩენილვარ დაქალთან სახლში რადგან არ მყავს და არც შემეძლო მყოლოდა. იცი ათი წლის რომ ვიყავი მეგონა დედამიწაზე შვიდი ადამიანი ვცხოვროვდით, მეგონა ჩვენს გარდა არავინი იყო... ეს საშინელებაა, გესმის? - ჩუუ, დამშვიდდი. შენ ჯერ ახალგაზრდა ხარ, შეგიძლია ყველაფერი გამოცადო და ისინი მიატოვო... - არა, არ შემიძლია. - რატომ მოა? შეგიძლია. შენ ვალდებული არ ხარ მასთან იყო, ჩემთან დარჩი. ის ვერაფერს გაიძულებს! - ნიკოლაის თვალებს დააკვირდა რომელიც ცეცხლის ალზე მწვანედ ბზინავდა. - არ ვიცი, გამომივა? - რა თქმა უნდა. ყოველი დღე ერთამენთს მიჰყვებოდა.ნიკოლაი სამსახურს აცდენდა და მოა ამისგამო ბედნიერი იყო რადგან მთელი ყურადღება მასზე ჰქონდა გამახვილებული. სად არ დადიოდნენ, ზოოპარკში, კინოთეატრში, გამოფენებზე, აუქციონებზე, შოპინგზე. ნიკოლაი თვითონ ურჩევდა მოას ტანსაცმელს რაზეც გოგონას პრეტენზია არ ჰქონდა რადგან ნიკოლაის არაჩვეულებრივი გემოვნება ჰქონდა. ყოველ ღამეს ბუხრის წინ ერთმანეთს შერწყმული სხეულებით მთელ ძალას ცლიდნენ და შემდეგ ღვინით გაბრუებულები მოცარტის სიმღერაზე ცეკვავდნენ, თუ ამას ცეკვას დავარქმევთ. - ღმერთის გჯერა? - ეკითხება ნიკოლაის და სიგარეტს ღრმა ნაპაზს არტყამს - არ ვიცი, ალბათ არა. თუმცა მართლა მშურს იმ ადამიანების რომლებსაც ჯერათ და თავი დაიმედებულნი აქვთ რომ სიკვდილის შემდეგ სიცოცხლე არსებობს. ხომ გესმის? ეს ხომ მეორე სიცოცხლის საგზურია... - ჰო ეგრეც შეიძლება ითქვას. ღამით როდესაც ვნებით და ენერგიით დაცლიკებს ჩაეძინათ, მოამ ნიკოლაის გადახედა და ნაზად გადაუსვა თმაზე ხელი, ნაზად აკოცა ლოყაზე და ფრთხილი ნაბიჯებით დატოვა ოთახი, გზად დაყრილ ტანსაცმელს იცმევდა. თაბახის ფურცელი გვერდით ტუმბოზე დადო,საბოლოოდ შეხედა სიბნელეში ნიკოლაის შიშველ ფიგურას რომელსაც ღრმად ეძინა და კარები ფრთხილად გამოხურა. და რას ეძახით ღალატს? ნუთუ არსებობს ვნებაზე და სიყვარულზე ძლიერი გრძნობა? არ ვიცი, არ ვიცი... თუმცა როდესაც ვალდებული ხარ რომ რაღაც გააკეთო, შეასრულო მხოლოდ ადამიანური გრძნობა გიბიძგებს დანაპირების შესრულებას, ეს გინდა თუ არა, მაინც. ნიკოლაის დილით გაეღვიძა, ღიმილით გადაბრუმდა მარჯვნივ მაგრამ მოა არ დახვდა, იფიქრა ბანაობსო. წამოიმართა ტელეფონი აიღო და კონვერტს კომკრა თვალი. ხელები აუკანკალდა მოას ხელნაწერის დანახვისას. წავედი... ნახატიც წავიღე. ყველაფერი ისე გავაკეთე რომ ვერ გაგეგო, ჩემი ღალატი არ დაგენახა. არ გთხოვ რომ მაპატიო, მე შენი საკუთრება არ წამიღია. გპირდები რომ ნახატიდან აღებულ ფულს ხელსაც კი არ მოვკიდებ. სიცოცხლის განმივლობაში მხოლოდ შენთან გატარებული დღეები მიღირს, მხოლოდ ეს დღეები. სწრაფად წამოდგა, სირბილით შევიდა საკუჭნაოში და გახსნილი კარების დანახვისას კანკალი გაუორმაგდა. ცარიელ კედელს დააკვირდა, რამოდენიმე წამში უკაბ გაბრუნდა ბუხრის წინ მოწყვეტით დაჯდა და სიგარეტს მოიუკიდა. - ნახატი? რაში მჭირდებოდა ნახატი როდესაც შენ მყავდი... სიმწრის ცრემლი მოიწმინდა და საკუთარ თავზე გაბრაზდა ესეთი სუსტი რომ აღმოჩნდა. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.