შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჩვენ "არავინ" ვართ ( მეორე ძარცვა) ნაწილი 3


30-11-2018, 16:13
ავტორი Tamta.k
ნანახია 1 308

- ორი დაცვა გარეთ, ოთხი ეზოში, ორი შესასვლელ კარებთან. სახლში ვიდეო კამერებია ამიტომ დაცვა არ ყავს, ნიკოლაის მარტო ყოფნა უყვარს. მეორე სართულზე არ ავსულვარ, პირველ სართულზე დაახლოებით სამი ვიდეო კამერააა, სამზარეულოს გარდა ყველგან. - მოა თაბახის ფურცელზე ხაზავს და ისე უხსნის გარშემიმყოფებს. სრული შემადგენლობთ არიან და ყველას აინტერესებს.
- ნახატები?
- დაახლოებით ხუთი, თუმცა ძნელი გასარჩევია ნამდვილია თუ ყალბი. რა თქმა უნდა " ქალი დაისის პირისპირ" იქ არ იყო. ჩემი აზრით რამოდენიმე წელი არც გამოაჩენს. რადგან მან თქვა რომ ნახატი სახლის კელდებზე უნდოდა ალბათ აქვს ადგილი სახლში სადაც მისი ცქერა შეუძლია.
- ესეიგი კიდევ უნდა მიხვიდე მასთან სახლში? - ნოა ფეხს, ფეხზე იდებს და კითხულობს.
- უნდა მივიდეს. მხოლოდ ეს არ გამოგვადგება... - მენტორი თავს აქნევს და ბოლთას ცემს
- როდემდე? როდემდე აპირებთ სატუარად გაუშვათ? - ნოე არ ჩერდება
- მოიცა და მე რაღა ვთქვა? - ნიკოლასი ფეხზე დგება
- გეყოფათ. ჩემს საქმეს ბოლომდე მივიყვან და ნოე შენ გაჩუმდი! - სწრაფად გადის კარებში და სუფთა ჰაერით ივსებს ფილტვებს, გონია მთელ სხეულზე ალმოკიდებულია და საცაა დაიფერფლება.
- არ მეტყვი რა გჭირს? - ნოე უახლოვხება
- და შენ რა გჭირს? ეს ერთი იდიოტური კოცნის გამო? ჩვენი მეგობრობა ამის გამო გაანადგურე, ფეხით გათელე? ამიხსენი! მეკითხები როგორ ვარ? ცუდად ვარ ნოე. მიჭირს, არა იმის გამო რომ ნიკოლაი ცუდი ადამიანია და ცუდად ვგრძნობ თავს მასთან, არამედ იმის გამო რომ ვეჩვევი. სული მეწვის! იცი ეს რა არის? არ იცი! გაქვს პასუხები? ხოდა მიპასუხე! - უკვე ყვიროდა, ვერც კი მიხვდა როდის გადავიდა ლაპარაკი ყვირილში, ალბათ მაშინ როდესაც ნოეს სახეზე ფერი დაეკარგა.
- ერთი იდიოტური კოცნა? შენი "ღადავით" და კოცნით იცი მე რა დამმართე? მომკიდე ხელი - გულზე მოას აცახცახებულ ხელს იდებს - ყოველ წამს ვფიქრობ, შენზე. არა იმიტომ რომ მინდა, არამედ იმიტომ რომ ფიქრები თავისით მოდის... და შენ ამას იდიოტურს ეძახი? იცი რამემართება როდესაც იმ კაცის გვერდით წარმოგიდგენ? არ იცი და შეენ გაქვს პასუხები? - მოას სულში გადატრიალება მოხდა.
- რეებს როშავ? სულ გააფრინე? მითხარი რომ ხუმრობ ნოე - სახეზე ხელს უსმევს და მუდარით შეჰყურებს - მითხარი რომ ამას სერიოზულად არ ამბობ.
- მიყვარხარ მოა! - სახიდან ხელს იშორებს და სრულებით სერიოზულად უყურებს.
- არა შეუძლებელია - ნერვიული ღიმილი უპობს ბაგეებს
- შესაძლებელია!
- მომისმინე ნოე, შემომხედე! შენ ჩემი მეგობარი ხარ... მე კი იმ გოგონების კატეგორიას არ მივეკუთნები რომლებიც მეგობრებს იყვარებენ. არ შემიძლია... ეს შეუძლებელია ნოე - სწრაფად სწვდება გოგონას ბაგეებს და ძალით ისაკუთრებს მას, რამოდენიმე წამში მოა ძლიერად კრავს ხელს და გაცეცხლეული უყურებს.
- ამას არასდროს დავივიწყებ! გპირდები - სწრაფად უჩინარდება სახლში და ტოვებს ნოეს აბობოქრებული სხეულით რომელიც შინაგანას იწვის.
არავის არ იმჩნევს და სწრაფად ადის ოთახში, ჩანთაში ტანსაცმელს და საჭირო ნივთებს დებს და პირველ სართულზე ბრუნდება.
- ნიკოლას, შენი ბინის გასაღები მომეცი. - ყველა გაკვირვებული უყურებს
- რა? რატომ?
- მომეცი მეთქი! სანამ ყველაფერს არ გავარკვევ და არ მოვაგვარებ შენს ბინაში დავრჩები. შენ კი აქ მოგიწევს დარჩენა ცოტა ხნით...
- კი მაგრამ
- ნიკოლას მომეცი ამის დედაც გასაღები! - მენტორი დგება და ნიკოლას თავს უქნევს
- მიეცი გასაღები. - ნიკოლასიც ყოყმანით იღებს შარვლის ჯიბიდან გასაღებს და აწვდის. ის თითქოს მოას თვალებში კითხულობს ყველაფერს, მანქანამდე აცილებს.
- ფული ტელევიზორის მაგიდის უჯრაშია, რამდენიც დაგჭირდება აიღე. ეს მისამართია, თუ რაიმე დაგჭირდება დამირეკე.
გაზს მთელი ძალით აწვება, ადრენალინის მორევში იკარგება. რა ვართ ადამიანები? შეიძლება ცხივრების ბორბალმა ყველაფერი სწრაფად დაატრიალოს და რეალური ან "შექმნილი" სამყარო ისე დაგინგრიოს აზრზე მოსვლაც კი ვერ მოასწრო. მითითებულ მისამართზე მიდის კარებს აღებს და სასიამოვნოდ გაოცებული რჩება ბინა იმდენად ლამაზი და მყუდროა. ბედნიერია მარტოობით და უბედური ღალატით. ღალატია რა თქმა უნდა ეს ყველაფერი, სულიერად მკვდარ ადამიანად გრძობს თავს. ტელეფონს იღებს და თითები თავისას თვითონვე აკეთებენ
- ნიკოლაი?
- მოა?
- შეგიძლია მნახო?
სააბაზანოდან გამოსული, სველ თმებს არ იშრობს. თბილ ბუმბულის მაისურს და შავ შორტს იცმევს, მისაღებში გადის თუ არა ზარის ხმაც ესმის, მოვიდა.
- გამიკვირდა რომ დამირეკე. - ნიკოლაის დანახვისას ვერ ითბენს და ეხუტება, სურნელი კი თაბრუს ხვევს. კაციც ხელებს ხვევს და რამოდენიმე წამი ესე დგანან.
- რამე მოხდა? - ეკითხება როდესაც მოა ჩაის მაგიდაზე დებს და სადღაც უსასრულობაში დაფრინავს.
- უბრალოდ არ შემეკითხო კარგი? მარტოობა არ მინდოდა...
- კარგი, ნახე რა მოგიტანე - მუხლებზე წიგნს უდებს, " სიყვარულის ორმოცი წესი" . მოას დაძაბულობა საღაც ქრება და წიგნს გულზე იხუტებს
- აი ეს მჭირდებოდა.
- მიხარია რომ გაიღიმე...
მოას ნიკოლაის ხმაჩახჩობილმა ლაპარაკმა იავნანასავით იმოქმედა, უყურებდა და ვერ ხვდებოდა რას აკეთებდა. არასწორი იყო ეს ყველაფერი? თუმცა ეხლა სწორი და არასწორი არაფერ შუაში იყო და არც ამის გარჩევის თავი ჰქონდა.
- მოა...
- ჰო -პასუხობს თუმცა თავი სიზმარში ჰგონია.
- თვალები გაახილე - ეცინება. - მე წავალ შენ დაწექი.
- წახვალ?
- არ გინდა რომ წავიდე? - მოა თვალებს ახელს და მის პირისპირ დგება.
- დარჩი... - უახლოვდება და ნიკოლაის თბილ ბაგეებს იპყრობს, ყველა და ყველაფერი ქრება, მხოლოდ ის და ნიკოლაი. ქვედა ტუჩზე კბენს და კაციც მოას ხერხემალს ნაზად უსმევს ხელს. უცებ ტუჩებს აშორებს და თვალებში უყურებს
- მოა? იმიტომ მკოცნი რომ ცუდად ხარ თუ მართლა გინდა ეს?
- მინდა, მაგრამ ცუდად ვარ.
- წავალ კარგი? ხვალ მოვალ ცხელ კრუასანებს მოგიტან დილით... შეიძლება? - მოა დგება და ნიკოლაის კარებთან აცილებს.
- რა თქმა უნდა შეიძლება. - კაცი უახლოვდება და ტუჩებს ნაზად აწეპებს შემდეგ შორდება და სწრაფად უჩინარდება.
- გაჩერდი მოა, არ იფიქრო. ეხლა არა...

***
- რა ხდება? ამიხსენი - მენტორი ნოეს პირდაპირ ზის და თვალებში უყურებს.
- არაფერი მენტორო, უბრალოდ...
- უბრალოდ მოა შეგიყვარდა? - ნოე ისედაც გაფითრებული უფრო კარგავს ფერს.
- მე...
- მომისმინე ნოე. ვიცი რომ სიყვარულმა აკრძალვები არ იცის მაგრამ ხვდები რომ სათქმელად ცუდი დრო შეარჩიე? მოა ამაყი! ჭკვიანი და ლამაზია, ის უბრალოდ არ გეტყოდა არაფერს.
- მაგრამ როგორ მეყურებინა მისთვის პაემანზე დადის, იმ კაცს ხვდება...
- პაემნებზე? დეგრადირებული ხარ თუ მეჩვენება? ჩვენ ის კაცი უნდა გავქურდოთ!
- დამიჯერეთ მოა თავის საქმეს შეასრულებს თუმცა ის "გატყდება".
- ის მე ეგრე არ გამიზრდია!
- ჩემი სიტყვები დაიმახსოვრეთ მენტორო!
სწრაფად დგება დივნიდან და მიდის. მენტორს კი ეჭვი ღრნის. მოას დრო უნდა დაუთქვას ისე არაფერი გამოვა...
სურვილი წვავს, ანადგრებს. ნახატი მისი გახდება... თუნდაც მოა "გატყდეს".

ყოველი მცდელობა გაექცე მარტოობის შეგრძნებას განწრილურია დამარცხებისთვის, ეს აზრი თავად სიცოცხლის არსის საწინააღმდეგოა. ის კი არაა საჭირო, რომ მარტოობას გაექცე, არამდეს ის, რომ გააცნობიერო შენი მარტობა. ეს ისეთი მშვენიერი გამოცდილებაა, აცნობიერებდე შენს თავს მარტოს. ეს არის განთავისუფლება სხვა ადამიანისგან, სოციუმისგან, ბრბოსგან. ეს არის შენი თავისუფლება, იმ შიშისგან, რომელსაც მარტო ყოფნა ეწოდება
პირველი რაც უნდა გააცნობიერო არის ის, რომ გინდა ეს შენ თუ არა შენ მარტო ხარ! მარტოობა თავად შენი ბუნებაა. შენ შეგიძლია დაივიწყო ის, შეგიძლია არ იყო მარტო, იყო მეგობრებთან, საყვარელთან ან თუნდაც ხალხს შეერიო, მაგრამ რაცარუნდა გააკეთო შენი ქმედებები ზედაპირული ინქნება, ხოლო სიღრმეში ეს შენს მარტოობას არ ეხება. ის ხელშეუხებელი რჩება.

- მმმ გემრიელია და ეს ჩაიც... - დაკოს ჩაის თერმოსიდან ისხამს და ნიკოლაის მომღიმარ სახეზე ეცინება.
- მიხარია რომ მოგეწონა. - წვიმის წვეთები ფანჯრის რაფას ყოველ წამს ასველებს და თავისებული ხმა სახლში ატანს
- გინდა ფილს ვუყუროთ?
- კარგი, ქარწაღებულნი?
- კარგი.
წვიმის საამური წვეთების ხმა და ფილმი ერთმანეთს იდეალურად ერწყმოდა თუმცა კარდი მოამ იმ მომნტზე გააჩერა სადაც "ქალი დაისის პირისპირ " იყო შედარებული
- ეს ის მომენტრი არაა? სადაც ნახატს მიბაძეს? - ნიკოლაი არ უყურებს ისევ კადრს აკვირდება
- კი ის არის. მოგწონს?
- ძალიან...
- ხვალ ჩემთან შეგიძლია მოხვიდე? მინდა რაღაც გაჩვენო
- და რა? თუ ისევ სიურპრიზი?
- ჰო, სიურპრიზი.
როდესაც ნიკოლაი წავიდა მოა ვერ ხვდებოდა უნდა გახარებოდა ეს თუ არა. თუ ნიკოლაი ნახატს აჩვენებდა ყველაფერი დამთავრდებოდა. მენტორისთვის ყველაფერი უნდა ეთქვა, დამრთავრდებოდა ყველაფერი რაც დაიწყო და არ დაწყებულა. წიგნი გადაშალა და ხმამაღლა დაიწყო კითხვა
- ღმერთის შენეული აღქმა შენი ზუსტი ანარეკლია. თუ ღმერთი მარტო საყვედურის სურვილსა და შიშს აღგიძრავს, ეს იმას ნიშნავს, რომ სული შიშით და ღვარძლით გაქვს სავსე. ხოლო თუ ღმერთში სიყვარულისა და თანალმობის წყაროს ხედავ, მაშინ შენც ასეთივე ხარ.



№1  offline წევრი nina kupradze

ძალიან კარგია როგორც ყოველთვის!
ყველაფერი სულ სხვანაირად შემიატრიალეე, სიურპრიზებით ხარ არსავსეე...
გელოდები და ყველაზე მეტად დასასრული მაინტერესებს.
წარმატებებიიი❤️

 


№2  offline მოდერი Tamta.k

nina kupradze
ძალიან კარგია როგორც ყოველთვის!
ყველაფერი სულ სხვანაირად შემიატრიალეე, სიურპრიზებით ხარ არსავსეე...
გელოდები და ყველაზე მეტად დასასრული მაინტერესებს.
წარმატებებიიი❤️

მადლობა დიდი, მიხარია რომ კითხულობ და მოგწონს❤️

 


№3  offline წევრი Liziko27

ნეტავ კარგად დამთავრდეს ,*,* მანამდე ძალიან საინტერესო ამბები მოხდება ვატყობ,*;*

 


№4  offline წევრი Elea_Nora

ეუჰ... მგონი ნიკოლას მოა შეუყვარდა... გააად რა საინტერესო ვინმე ხარ იცი. მოა რა ჯანდაბას აკეთებს გავგიჟდი. არ შეიძლება ასე. ვფიქრობ თავის თავში უნდა დარწმინდეს თუ ვინ მოსწონს. რა კაია რომ ნოა გამოტყდა. იმედია დაალაგებენ ურთიერთობას და მიხვდება მოა უყვარს თუ არა ნოე. რაც შეეხსბა მენტორს საერთოდ ვინ ჯანდაბაა ნეტა ხანდახან ნერვებს მიშლის. იმედია მის საიდუმლოებებსაც ოდესმე აეხდება ფარდა.
P.S. რაღაცეები მაინტერესებს ექვსივეზე და იმედია პასუხებს ვიპოვი მომავალში.
P.S. მაგარი რომ ხარ იცი ხო?

 


№5  offline მოდერი Tamta.k

Liziko27
ნეტავ კარგად დამთავრდეს ,*,* მანამდე ძალიან საინტერესო ამბები მოხდება ვატყობ,*;*

Liziko27
ნეტავ კარგად დამთავრდეს ,*,* მანამდე ძალიან საინტერესო ამბები მოხდება ვატყობ,*;*

ვეცდები რომ გაავამართლო შენი იმედები, მიხარია რომ აქ ხარ❤️

Elea_Nora
ეუჰ... მგონი ნიკოლას მოა შეუყვარდა... გააად რა საინტერესო ვინმე ხარ იცი. მოა რა ჯანდაბას აკეთებს გავგიჟდი. არ შეიძლება ასე. ვფიქრობ თავის თავში უნდა დარწმინდეს თუ ვინ მოსწონს. რა კაია რომ ნოა გამოტყდა. იმედია დაალაგებენ ურთიერთობას და მიხვდება მოა უყვარს თუ არა ნოე. რაც შეეხსბა მენტორს საერთოდ ვინ ჯანდაბაა ნეტა ხანდახან ნერვებს მიშლის. იმედია მის საიდუმლოებებსაც ოდესმე აეხდება ფარდა.
P.S. რაღაცეები მაინტერესებს ექვსივეზე და იმედია პასუხებს ვიპოვი მომავალში.
P.S. მაგარი რომ ხარ იცი ხო?

შენს ემოციებსს ღიმილით ვკითხულობ ყოველთვის. ყველაფერი გაირკვევაა❤️❤️არ გავწელავ და მალევე გავარკვევ ყველაფერს❤️მიხარიხაარ

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent