შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

პირობა 9თავი


2-12-2018, 22:49
ავტორი LurjTvala demoni
ნანახია 1 800

- ფიქრობ რომ ჯერ ადრე იყო? _ აივანზე მყოფ ჯონათანს ამოუდგა გვერდით.
- არა, არ ვფიქრობ მაგას. უბრალოდ ვიცი ამას რაღაც ცუდი მოჰყვება. მეშინია რამე არ დაგემართოს.
- მეტი რაღა უნდა დამემართოს? ყველაფერი დამემართა რაც შეიძლებოდა. გახსოვს 7 წლის წინ რომ დამჭრეს? _ იცინის.
- დარო რა გაცინებს ნორმალური ხარ?
- აუ მართლა ძაან მეცინება. _ აკისკისდა გოგო.
- იმაზეც გაიცინე 10 წლის წინ რომ დაგჭრეს.
- აუ ეგ პრიკოლი იყო. თავში მიმიზნებდა და მხარში გამარტყა. _ ნელ-ნელა უმატა სიცილს.
- რა გაცინებს დარო? _ მალევე წამოადგა თავზე ბებო.
- რაღაცეებს ვიხსენებდით. წარსული მტკივნეულია თუმცა სოგჯერ სახალისო. _ მალევე დასეროზულდა. - შენ რას აკეთებდი ბებო ამ წლების მანძილზე?
- მოგონებებით ვცხოვრებდი. ყოველ დღე ვიხსენებდი ბედნიერ დღეებს, მომავლის გეგმებს ვსახავდი, წარმოვიდგენდი თუ როგორ ვსეირნობდი შენთან ერთად ზღვის სანაპიროზე, ანდაც ღამის თბილისის ქუჩებში. მე ბედნიერ მოგონებებს მივსტიროდი, მაგრამ ვინ იცის ამ დროს შენ რას გადიოდი.
- არ ღირს გახსენება. _ მხარზე ჩამოადო თავი ბებოს.
- ქალბატონო სვეტა იცით დაროს რა უყვარს ყველაზე მეტად? _ ღიმილით ეკითხება ჯონათანი.
- უბრალოდ სვეტა დამიძახე. რა უყვარს?
- ყოველ დილით ნახევრად შიშველი გადიოდა აივანზე, ცხელს ყავას მიირთმევდა და მეზობლებს უთვალთვალებდა. განა იმოტომ რომ ჭორიკანაა, უბრალოდ ყველას შესწავლით იყო დაკავებული. მთელი დღე და ღამე მათი შესწავლით  კავდებოდა. შემდეგ სახლში შემოდიოდა და დიდ დაფაზე წერდა, დღეს ვინ რა გააკეთა. მათი ხასიათი, ქცევა, სიარულის მანერა სულ ზეპირად იცოდა.
- ახლაც ყველაფერი მახსოვს.
- ერთი მეზობელი გვყავდა რობი, ყოველ დღე დილით ადრიანად დგებოდა, ერთ ღერ სიგარეტს მოწევდა, შემდეგ ყავას სალევდა და მთელი დღე ეზოში "აბირჟავებდა" ნუთუ არ იღლებოდა სულ ერთი და იგივეთი?
- შენ თუ არ იღლებოდი?
- მე ვსწავლობდი მათ. ქალბატონ ჟანეტთან კი ყოველ დღე 2:10 წუთზე სასწრაფო დახმარება მოდიოდა. _ ისევ აკისკისდა.
- დაროს ბავშვობიდან უყვარდა ხალხზე დაკვირვება. ყოველთვის ვიღაცას აკვირდებოდა, მის ქცევებს და მანერებს იმეორებდა. _ ღიმილით გადახედა შვილიშვილს.
- საღამო მშვიდობის. _ ზურგს უკან მოესმა ნიკას ხმა.
- მე წავალ საბუთებს გადავხედავ. _ ბებოს ლოყაზე კოცნის და კაბინეტისკენ მიდის.
- დარო. _ კაბინეტში შესულს უკან აედევნა მაშო.
- გისმენ?
- გვანცამ დამირეკა, შენ გირეკავდა, მაგრამ გამორთული გქონია.
- დასატენია. რაო რა მინდაო? ისე რაც პაემანზე წავიდა მას შემდწგ, ეგეც და გუგაც გაქრა.
- გათხოვდა.
- რა ქნა? _ გაკვირვება გამოესახა სახეზე.
- გუგასთან ერთად გაიპარა.
- ორი იდიოტი. _ ჩაეღიმა. - სად არიან?
- რაჭაში.
- კარგია. მაშო დღეს ჩემს მეგობარს ვესაუბრე, ბიძაშენის საქმეზე. ლიცენზია ჩამოართვეს, ერთ კვირაში სასამართლოა. შენი მოწმედ წარსდგენა უნდათ, მაგრამ მე უარი ვუთხარი. ვიცი რა რთულიც იქნება ეს შენთვის.
- მადლობა. _ ნაღვლიანი თვალები მიანათა გოგოს.
- ახალი საქმე გვაქვს. ლონდა გაბისონია ბრალდებული, რომელსაც ქმრის და დედამთილის მკვლელობაში ედება ბრალი.
- სასამართლო როდის არის?
- სამ დღეში. ქმარი მოძალადე იყო, ხშირად სცემდა ცოლს, დედასაც. ძალიან უბრალო და წყნარი გოგოა.  გუშინ შევხვდი, გონებრივად ჩამორჩენილია. 14 წლის იყო რომ მოიტაცეს, მას შემდეგ ტყვეობაში ჰყავთ. მკვლელობის დროს სახლში იყო, მაგრამ სარდაფში ჰყავდათ ჩაკეტილი. სამი შვილი ჰყავს, სამივე არასრულწლოვანი. ბავშვები იმ დროს სკოლაში იყვნენ, ისინი მოწმეებად არ გამოდგებიან. გოგო სარდაფიდან პოლიციამ გამოიყვანა, მაგრამ მკვლელობაში ეჭვმიტანილად მაინც მას თვლიან. უფროსი ბიჭი 16 წლისაა, სკოლაში ვიყავი მასწავლებელს ვესაუბრე, მითხრა რომ უფროსი იმ დღეს სკოლაში არ ყოფილა. რას ფიქრობ?
- ბავშვები ძალადობას ადასტურებენ?
- კი, უფროსი ყოველთვის ხედავდა როგორ ძალადობდა მამა დედაზე. თუმცა ბრალდების მხარე ყველაფერს უარყოფს, იმდენი გააკეთა რომ ბავშვები არც კი დაიკითხნენ.
- გარდაცვლილს მტერი არ ჰყავდა? იქმებ მკვლელობაში სხვა ვინმე ფიგურირებს, და ცოლი მართლა არ არის დამნაშავე.
- ცოლი უდანაშაულოა, მაგრამ მკვლელობა ოჯახის წევრმა ჩაიდინა. მე ვიცი ვინც მოკლა, თუმცა შენგან მჭირდება პასუხი. მამაკაცის სხეულზე მიყენებული ჭრილობების რაოდენობით, შეგვიძლია დარწმუნებით ვთქვათ რომ მკვლელობა არაპროფესიონალმა ჩაიდინა. პირველი დარტყმა გულმკერდის არეში მოხდა, დაცემის დროს თავი მაგიდას ჩამოარტყა თუმცა არ გათიშულა. შემდეგ საძილე არტერიაზე დაარტყა, ბოლო დარტყმა პირდაპირ გულში. მკვლელობის იარაღი ბრტყელთავა სახრახნისია, რაც იმაზე მიგვანიშნებს რომ მკვლელმა დანაშაული აფექტის მდგომარეობაში ჩაიდინა.
- ეს როგორ დაასკვენი?
- უფროსი ბიჭი სახლში ნაადრევად ბრუნდება, ხედავს როგორ სცემა სასიკვდილოდ მამამ ბებია.  იცოდა რომ შემდეგი დედამისი იქნებოდა. ამიტომ იქვე სამშენებლო იარაღების ყუთიდან, სახრახნისი ამოიღო და აფექტურ მდგომარეობაში მოკლა მამა. შემდეგ დახმარების სათხოვნელად დედასთან გაიქცა, მკვლელობის იარაღი სათანადოდ გაასუფთავეს, დედამ დაარიგა თუ რა უნდა გაეკეთებინა. შემდეგ ისევ სარდაფში ჩავიდა, კარი შვილმა ჩაკეტა, თავად კი პოლიციაში დარეკა და თქვა რომ სახლში მკვლელობა მოხდა.
- ეს ყველაფერი საიდან იცი?
- ხილვა მქონდა. საიდან მეცოდინება მაშო მკვლელობის ადგილი დავათვალიერე, სახლში დამონტაჟებული ვიდეო კამერა ვნახე. მკვლელობა ჩაწერილი იყო, მაგრამ ფირი გავანადგურე. მის აღდგენას ვერავინ შეძლებს, თან პოლიციას არც უნახავს კამერა.
- პოლიციის ჩანაცერებშე წერია რომ სახლი კრიმინალისტებმა შეისწავლეს,  იქ არანაირი კამერა არ იყო. დარო სიმართლე მითხარი ეს როგორ გაარკვიე? _ ჩანაწერები გაუწოდა ლაშხს.
- გრძელი ამბავია შემდეგ მოგიყვები. ვერ დავუშვებ პატარა ბავშვი ციხეში მოხვდეს, ვერც იმას დავუშვებ რომ უდანაშაულო ქალი დაისაჯოს. რაღაც უნდა მოვიფიქრო. _ ცოტა ხნით ჩაფიქრდა, ოთახში გაიარ-გამოიარა და უეცრად გაჩერდა. - მოვიფიქრე.
- რა?
- ამას სასამართლოზე გაიგებ. წავალ დავისვენებ თორემ დღეს ძალიან დავიღალე. _ გოგოს ემშვიდობება და ოთახისკენ მიდის.

- შენ ხარ? დაროს ვეძებდი სად არის? _ დაროს წასვლიდან ნახევარ საათში კაბინეტში ნიკა შევიდა.
- დასაძინებლად წავიდა. _ ღიმილით ეუბნება ბიჭს მაშო. - იჩხუბეთ?
- ძალიან.
- რა უთხარი?
- ეშმაკის ადვოკატი დავუძახე.
- ნორმალური ხარ? ეგ რამ გათქმევინა? იცი მაინც რა დაუჯდა მას აქამდე რომ მოსულიყო? იცი მაინც როგორ მეხმარება მე? შენ ვერც კი წარმოიდგენ რა გამოიარა მან, მას მხოლოდ შენ დარჩი ნიკა. ის ყველაფერს შენთვის აკეთებს, იცი ვინ ხარ შენ მისთვის? არა მარტო დიშვილი  არამედ მისი შვილი ხარ. ის შენ შვილად გთვლის, მას არასოდეს ეყოლება შვილი. ის ბაბუაშენის და იმ ქალის წყალობით დაამახინჯეს. გინახავს მისი სხეული? მე თვალი მოვკარი და ცუდად გავხდი, შენ მაინც არ უნდა გეკრა მისთვის ხელი. შენ ერთადერთი მიზეზი ხარ რატომაც ცოცხლობს ის, შენს გამო თქვა ბედნიერებაზე კი. შენს გამო დათანხმდა ერეკლეს ურთიერთობაზე, რადგან ცხოვრების აზრი არ დაეკარგა შურისძიების გამო. დედაშენის მკვლელობის გამო ციხეში უდანაშაულო ადამიანი ზის, სწორედ მაგიტომ იცავს დარო ხალხს რომელიც ნაწილობრივ დამნაშავეა, მაგრამ არავითარ შემთხვევაში დაიცავს მკვლელს, გარდა ბავშვებისა.
- ვიცი ძალიან ვაწყენიე, მაგრამ არ ვიცი როგორ დავიმსახურო მისი პატიება.
- ურთიერთობაში ნდობა უპირველესია,  თუ მის ნდობას არ გაამართლებ შემდეგ სინანული გვიანია. არ ვიცი დაროს რამდენად მოუნდება, ისევ გაგანდოს ან ჩაგრიოს იმ საქმეებში რასაც აკეთებს. არამგონია მას დაავიწყდეს ის სიტყვები რაც შენ უთხარი. გული ძალიან ატკინე. _ ბრაზიანი თვალები შეანათა და ოთახიდან გავიდა.


- დილამშვიდობის. _ გაღვიძების თანავე დაურეკა ერეკლეს.
- როგორი სასიამოვნოა დილით შენი ხმა რომ მეამის. როგორ ხარ?
- კარგად შენ?
- უკვე კარგად. _ იღიმის.
- მოკლედ რაღაცას გეტყვი, დღეს ოფისში ვერ მოვალ საქმეები მაქვს და. ამ საღამოს რას აკეთებ?
- რა მაცდური წინადადებაა.
- ერეკლე. _ მოჩვენებით სიბრაზით ამბობს.
- ჯერ-ჯერობით არაფერი დამიგეგმავს. რა ხდება?
- არც დაგეგმო, საღამოს გამოგივლი. ახლა წავედი.
- მიყვარხარ.
- მეც. _ გაუაზრებლად ეუბნება, თუმცა როდესაც გაიაზრა რა თქვა ეგრევე ტელეფონი გათიშა. - მოიცა ახლა მე რა ვთქვი? _ თავში წამოირტყა ხელი. ამღერებულ ტელეფონს დახედა სადაც ერეკლე ურეკავდა, თუმცა არ უპასახა. სააბაზანოში შევიდა,  სახეზე წყალი შეისხა და სარკეში ჩაიხედა, სახეზე იდიოტური ღიმილი დასთამაშებდა. - რა გაცინებს დარო? _ თვალებს უქაჩავს მის ანარეკლს, შემდეგ ენა გამოუყო ტანზე გაიხადა და ცივი წყლის ქვეშ დადგა.

- დარო ბებია შენთან არიან. _ კიბეზე ჩადიოდა როდესაც მისაღებიდან ბებოს ხმა გაიგო, ნაბიჯს აუჩქარა და მალევე ამოუდგა ბებოს.
- გისმენთ? _ წარბაწევით უყურებს კარში მდგომ ორ პოლიციელს.
- პროკურატურიდან ვართ.
- ეგ უკვე ვიცი. რა გნებავთ?
- ჩვენთან ერთად უნდა წამობრძანდეთ.
- უი მართლა? რას მელაპარაკებით? და რა დავაშავე?
- გუშინდელი თქვენი განცხადების შემდეგ, უნდა დაიკითხოთ.
- უი ჰო? _ ირონია შეეპარა ხმაში. - რასთან დაკავშირებით უნდა დამისვათ კითხვები? სარჩელი უკვე შეტანილია, ამიტომ თქვენ ჩემი დაკითხვის უფლება არ გაქვთ. _ ხმას უწევს.
- ქალბატონო ძალას ნუ გამოგვაყენებიებ.
- იცი არა ვინც ვარ?.
- კი მერე? _ ირონიული გაუხდა ტონი ბიჭს.
- მერე? მერე ის, რომ არც შენი, არც შენი პროკურორის, არც პრემიერის დამითუმეტეს პრეზიდენტის არ მეშინია. სანამ დროა დატოვეთ ტერიტორია, თორემ მე თავად გიჩივლებთ უკანონოდ, რომ შემომივარდით სახლში. ორდერი მაჩვენე  რის საფუძველზე მოხვედი, მიგყავარა. ანდაც საერთოდ რა გინდათ? თუ ორდერს მაჩვენებთ ჩემი ფეხით წამოგყვებით.
- ორდერი არ გვაქვს.
- რას ლაპარაკობ? ჰოდა წადი, ორდერის გარეშე არ დაბრუნდე. _ ცხვირწინ მიუხურა კარი. - ორდერი არ გვაქვს. _ გამოაჯავრა. - დაიწყეს უკვე. _ მომაბეზრებლად აიქნია ხელი, ბებოს ლოყაზე აკოცა და სახლიდან გავიდა.


- დარო მე არ დავუშვებ, რომ.
- მაგას მეც არ დავუშვებ. _ დამამშვიდებლად ჩამოუსვა ხელი ქალს. - ლონდა, რომ გითხრა ასი პროცენტით დარწმუნებული ვარ აქედან გაგიყვან თქო, ტყუილია. 50-50-ზე დიდი შანსია  ეს სასამართლო ვერ მოვიგოთ, თუ მოსამართლე გამოიტანს განაჩენს. მოსამართლე საშინლად ვერ მიტანს, თან ახლა ჩემზე ყველა გადაკიდებულია, მაგრამ არის ერთი გზა რითიც შემიძლია მოვიგო პროცესი. ნაფიც მსაჯულები უნდა მოვითხოვოთ, რთული იქნება, მაგრამ არ დავუშვებ ციხეში ჩაჯდე. ყველაფერს გავაკეთებ სასჯელის თავიდან ასაცილებლად. კიდევ არის რაღაც. _ ქვემოდან ამოხედა გოგომ.
- რა?
-როგორმე უნდა მოვახერხო და შენს უფროს შვილს დაველაპარაკო. მისი მოწმედ გამოყვანა მინდა, მე დავარიგებ რაც უნდა თქვას. გპირდები არანაირ შეცდომას არ დავუშვებ. ისიც მოვიფიქრე როგორ გამოვძვრეთ ამ სიტუაციიდან.
- ძალიან მეშინია.
- რისი? მანამ სანამ მე შენს გვერდით ვარ, არაფრის არ უნდა შეგეშინდეს. გპორდები ამ ყველაფრის დასრულების შემდეგაც, გვერდით დაგიდგები. მე არ მინდა შენი ფული, მე ამ ყველაფერში კაპიპს არ ავიღებ. _ დამამშვიდებლად დაადო ხელი ხელზე.
- ძალიან დიდი მადლობა დარო. _ უბრალოდ უღიმის, შემდეგ ფეხზე დგება და ოთახიდან გადის.
- თამათა. _ მანქანაში ჩაჯდომის თანავე ურეკავს გოგოს.
- დარო როგორ გამახარე.
- ვიცი ყოველთვის მაშინ გირეკავ როცა რაღაც მჭირდება, მაგრამ ახლა რასაც გთხოვ ეს სიკვდილ სიცოცხლის საკითხია. ცოტახანში გამოგივლი სასწრაფო საქმე მაქვს.
- კარგი. _ ტელეფონს თიშავს და იქაურონას სცილდება.

- ხომ მშვიდობაა? _ მანქანაში ჩაჯდომისთანავე ეკითხება ლაშხს.
- ტელეფონი გამორთე. _ გოგოს ნათქვამმა დააბნია, შემდეგ ტელეფონი ამოიღო და გამორთო. - ვიცი ამას არ უნდა გთხოვდე, მაგრამ. თამთა პროზექტურაში იცნობ ვინმეს?
- კი როგორ არა.
- სანდოა?
- კი.
- მოკლული დედა შვილის ამბავი ხომ გაიგე? _ თანხმობის ნიშნად თავი დაუქნია. - მოკლედ...
- დარო, შენ მე ისეთი რაღაც გამიკეთე, ამაზე უარს არასოდეს გეტყვი. იმ ამაგს ვერასოდეს გადაგიხდი, ასე რომ არაფერზე არ ინერვიულო.
- მაგრამ არ უნდა გაიგონ მე რომ მიცნობ. ხომ იცი ამას ჩემს წინააღმდეგ გამოიყენებენ.
- არაფერზე არ ინერვიულო.

- ეს ის ადგილია სადაც მე და მაშო მოვდიოდით ხოლმე. _ ხელით ანიშნა გვირილებით სავსე მინდორისკენ. - მაშოს არ უყვარდა გვირილები, მაგრამ ჩემს გამო შეიყვარა. ეს ჩვენი აღმოჩენილი ადგილია, ნუ პირველად მე აღმოვაჩინე. მშობლების პირველი ჩხუბის შემდეგ, მაშინ ოთხი წლის ვიყავი. სიმშვიდე და სიწყნარე მჭირდებოდა. აქ მარტო დავდიოდით ხოლმე. _ იღიმის. - შემდეგ ბაბუ წამოვიყვანეთ. როდესაც ჩვენი ბედნიერი სახეები დაინახა, აქაურობა შეისყიდა და მისი გარდაცვალების შემდეგ კი მე დამიტოვა. აი იქ. _ ხელით ანიშნა გრძელი სკამისკენ. - იქ პირველად დავეცი, ნაიარევი დღემდე მაქვს მუხლზე. შემდეგ ის საქანელა ბაბუმ გააკეთა. _ ხეებს შორის ჩამოკიდებულ ორ საქანელაზე მიუთითა. - ჩემი ლურჯი იყო, მაშოსი ვარფისფერი. მართალია ლურჯ ფერს ვერ ვიტანდი, მაგრამ მაშოს უყვარდა და მეც შემიყვარდა.
- ბოლოს ვის უთხარი სიტყვა მიყვარხარ? _ უეცრად ეკითხება ლიჩელი.
- მაშოს. სიკვდილის წინ, მაქამდე არასოდეს მქონდა ნათქვამი. არც არავისთვის მითქვამს ეს სიტყვა, ბოლოს მხოლოდ მაშოს ვუთხარი. 31 წლის ვარ და ჯერ დედაჩემისთვისაც კი არ მითქვამს, მთავარი სიტყვები ხომ არ არის არა? მთავარია გრძნობა, მე შეიძლება არ ვამბობ, მაგრამ გადმოვცემ. გაგრძნობინებ. _უეცრად გაჩუმდა. -ვაგრძნობინებ, რომ მიყვარს. მთავარი ეს არის. როდესაც პატარა ვიყავი დედას ვკითხე რა არის სიყვარული-თქო? მისი პასუხი კი ჩემთვის სრულიად გაუგებარი იყო. ის სიყვარულს სულ სხვანაირად აღიქვამდა, მე კი. მე საერთოდ არ ვიცი რა არის სიყვარული. აღარ ვიცი. მიყვარდა, მაშო მიყვარდა. ის ჩემთვის ყველაფერი იყო, და სწორედ მას გავატანე ჩემი გული და გრძნობები.
- ჩემამდე არასოდეს არავითან გქონია კავშირი? ურთიერთობა როგორიც გვაქვს? ან უფრო უკეთესი?
- არასოდეს. ესპანეთში ჩემთვის ერთადერთი მამაკაცი, ჯონი იყო. მხოლოდ ის და მეტი არავინ. ის იყო ჩემი მეგობარი, მამა, ძმა, ძმაკაცი, დედაც ის იყო ჩემთვის.
- დღემდე ასეა?
- არა. _ წამოიყვირა.
- ანუ პირველად მე მაკოცე?
- მე არ მიკოცნია, შენ მაკოცე. _ წამოწითლდა ლაშხი, ამაზე კი ლიჩელი გახალისდა.
- როგორი ბავშვური ხარ. თითქოს ხომ ძლიერი ხარ, ქალი რომელიც მთას გადადგამს, თუმცა სინამდვილეში ძალიან ბავშვური ხარ. ჩემი პატარა ბავშვი ხარ, უამრავ გოგოსთან მქონია ურთიერთობა, მაგრამ შენნაირი არავინ ყოფილა.
- არა მგონია ჩემნაირი ცხოვრება ვინმეს ჰქონოდა.
- უარესებიც აქვთ.
- შეიძლება.
- ანუ გვირილები გიყვარს?
-კი, მხოლოდ მინდორზე, და არა ლარნაკში. ვერ ვიტან ყვავილებს ვიღაცის გულის მოსაგებად, ან გასაბედნიერებლად რომ წყვეტენ. ისინი ხომ ძლაიან სათუთები და ლამაზები არიან, მათი ადგილი აქ არის.  ეს ადგილი ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ის მოგონებები რაც აქ მაქვს ყველაზე სუფთა და წმინდაა. ამიტომაც მოგიყვანე აქ, შენც მნიშვნელოვანი ხარ ჩემთვის.
- მე -ც ვარ? _ მოჩვენებითი სიბრაზით ამბობს, მაგრამ გულში ხალისობს როდესაც დაროს დაბნეულ სახეს ხედავს.
- რატომ მიშლი ნერვებს? ხომ იცი არა რისი თქმაც მინდოდა.
- კარგი ხო. _ გულში ჩაიკრა. - ძალიან მიყვარხარ. _ სიჩუმე ჩამოვარდა. - ტელეფონში რომ მითხარი მეცო, ის შეგიძლია ახლა გაიმეორო. _ გაფართოებულ თვალებში ჩააჩერდა გოგოს.
- იცი მე, მე ისა. ის უბრალოდ წამომცდა.
- წამოგცდა? წამოგცდა თუ ის თქვი რასაც ფიქრობდი? _ ინტერესით აკვირდება ლაშხის მიმიკას.
- ნუ ჰო შესაძლოა. _ იღიმის.
- ანუ?
-ანუ? რა ანუ?
- ანუ გიყვარვარ?
- კი.
- ვერ გავიგე?
- ერეკლე. _ წარბები შეკრა გოგომ.
- მითხარი მართლა ვერ გავიგე.
- მიყვარხარ. _თავი დახარა. -ახლა ხომ გაიგე?
- ასე უფრო უკეთესია. მეც ძალიან მიყვარხარ.

 _ შუაღამე იყო ბიჭი სახლთან, რომ მიიყვანა. მანქანა გააჩერა თუ არა რაღაც აზრი ამუიტივტივდა თავში.
-ერეკლე.
- გისმენ?
- კარგი დეტექტივი გყავს?
- რად გინდა?
- მითხარი გყავს?
- კი, მაგრამ რად გინდა?
- რაღაცისთვის მჭირდება, შემდეგ გეტყვი. სერიოზული არაფერი, მართლა. რაღაცის გარკვევა მინდა.
- კარგი. დავურეკავ და დაგიკავშირდება.
- მადლობა. ტკბილი ძილი. _ დაემშვიდობა და იქედან პირდაპირ სახლში წავიდა.

- რა გჭირს? _ კართანვე ხვდება მაშო.
- არაფერი. რა მჭირს?
- რაღაც ძალიან ბედნიერი ხარ, თვალები გინათებს. ერეკლე ნახე? რა უთხარი? აკოცე? _ ერთიანად მიაყარა სათქმელი.
- ახლა გვანცას გავხარ იცი? ისიც შენნაირია. დიახ ვნახე, რა მითხრა და როგორც ყოველთვის. მეც ვუთხარი, ის რასაც ის ამბობს ყოველთვის. მერე ჰო კაი ვაკოცე. დავამშვიდე შენი აფორიაქრბული ნერვები?
- რასქვია როგორც ყოველთვის? ეგ როგორ გავიგო? მოიცა შენ რა სიყვარულში გამოუტყდი?
- უნდა წავიდე მეძინება. _ გოგოსგან თავის დაღწევას შეეცადა, მაგრამ სულ ტყუილად.
- სამზარეულოში წამოდი, ყავა დავლიოთ და ყველაფერი დაწვრილებით მომიყევი. _ ყველაფერი დეტალებში მოაყოლა. თუ რამეს ვერ გაიგებდა აჩუმებდა, კარგად გაიაზრებდა და შემდეგ გაგრძელების იფლებას აძლევდა.
- რა საყვარელი წყვილი ხართ. _ საყვარლად უფახუნებს თვალებს.
- აბა, აბა. _ გამოაჯავრა ლაშხმა.
- გუშინ ნიკას ვესაუბრე. _ უეცრად წამოიძახა მაშომ. - ძალიან ნერვიულობს, ნიკას დიდი ხანია ვიცნობ და ასეთი განერვიულებოლი არასოდეს მინახავს. ნანობს მის სიტყვებს.
- ნანობს. _ ჩაეღიმა. - კარგია სინანული, მაგრამ გვიან ნანობენ. იცი? მე რატომ ვამბობ ყველაფერს იმას რასაც ვფიქრობ? იმიტომ რომ არასოდეს არაფერს ვნანობ. მე არ ვნანობ სიტყვებს რომელსაც ვამბობ, და არასოდეს არაფერს ვამბობ ისეთს რასაც არ ვფიქრობ. ნიკამ ოს თქვა რასაც ფიქრობდა, ამიტომ არ უნდა ინანოს. ის თუ ფიქრობს რომ მე უსამართლო ვარ, დაე იყოს ასე. არაფერს ვეტყვი, მაგრამ თუ ფიქრობს რომ უსამართლოდ ვექცევი ხალხს, მათ ვისაც არაფერი დაუშავებია, ამაში შევედავები. რადგან მე უდანაშაულოს ციხეში არ გავუშვებ. ის გოგო დამნაშავე იყო, მან ადამიანი მოკლა. მისი შეყვარებული, თუ ბავშვის მამა. არც ის იყო უდანაშაულო, მართალია ის იმ დანაშაულისთვის არ დასჯილა, მაგრამ ეგ არაფერი დასჯით მაინც დაისაჯა. მაშო თუ შენ არ გსურს იყო ისეთი როფორიც ვარ, ხომ იცი მე არაფერს დაგაძალებ? მე შენ სამართლიანობას გასწავლი და არა სიბოროტეს. გასწავლი თვალდახუჭულმა დაინახო დანაშაული, გასწავლი ისმენომ გაიგო სიტყვები რასაც პოლიციელი გეტყვის. გასწავლი საუბრის გარეშე დაადგინო დამნაშავე და უდანაშაულო. გასწავლი როგორ მიხვდე ვინ არის მკვლელი, და ვინ მსხვერპლი. ვიცი გაინტერესებს როგორ მივხვდი, ვინ მოკლა ის კაცი. გაინტერესებს საიდან გავიგე ვინ იყო მკვლელი. მართალი ხარ მე არ მინახავს იქ ვიდეო ჩანაწერი. უბრალოდ დანაშაულის ადგილი დავათვალიერე, ნახევარი საათი ყველაფერზე ფიქრი შევწყვიტე და წარმოსახვის უნარი ჩავრთე. შემდეგ გამახსენდა რომ ბავშვი სკოლაში არ ყოფილა, ასევე იარაღების ყუთში მისი მაისურის ნაგლეჯი ვიპოვე. რომელიც რატომღაც პოლიციას გამორჩა, მისი ჩვენება წავიკითხე რომელიც პოლიციას მისცა. იქ კი აშკარა იყო რომ ის დაარიგეს, დაზეპირებული ტექსტები უკვე უამრავჯერ წამიკითხავს.
- დედის უდანაშაულობას როგორ დაამტკიცებ?
- ყველაფერი მოვაგვარე. შენ უბრალოდ ხვალ ჩემი სახელით სასამართლოში წერილს გაგზავნი, სადაც დაწერ რომ ლაშხი და მისი დაცვის ქვეშ მყოფი ნაფიც მსაჯულებს ითხოვს. თუ ამ საქმის შესახებ განაჩენს ისინი, გამოიტანენ შემიძლია ვთქვა რომ სასამართლოს ჩვენ მოვიგებთ.
- ასეთი დარწმუნებული რატომ ხარ?
- ამას ხვალ გაიგებ სასამართლოში. დამიჯერე ჩემით იამაყებ. _ ბედნიერმა გაეკრიჭა გოგოს, ტკბილი ძილი უსურვა და თავისი ოთახოსკენ წავიდა.

- საღამო მშვიბობის ბატონს გადაეცი, რომ ორ დღეში ახალი ეტაპი იწყება. _ ოთახში შესვლის თანავე რეკავს ტელეფონზე, კაცის პასუხს არ ელოდება და ტელეფონი გათიშა.






№1  offline წევრი mia miako 15

ძალიან კარგი ისტორია.ველი შემდეგ თავს

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent