შემეცნება და შეგრძნება (1)
თხრობას ერთი სპეტაკი სულის მქონე პიროვნებით დავიწყებ.ანიტა ერთი უბრალო ადამიანის ქალიშვილი გახლდათ.გლეხის ოჯახში აღზრდილ გოგოს არაფერი აკლდა.უმშვენიერეს ანიტას სოფელში სათანადოდ ვერავინ აფასებდა,რადგან მას აქ მცხოვრებ ადამიანთაგან საღი აზროვნება გამოარჩევდა.ანიტა ფიქრობდა,რომ იმიტომ ვარსებობთ,რომ ვიცხოვროთ.ვერ ვიტყვით,რომ ამ მოსაზრებას მისი მეზობლები თუ ნათესავნი ვერ იაზრებდნენ,მაგრამ რაც მათ ანიტასგან განასხვავებდა იყო მათი მდარე,მოჩვენებითი გონიერება.ანიტა თითოეულ მის ახლობელსა თუ უცნობ ადამიანს თანაბარ სოციალურ არსებებად აღიქვამდა.მიუხედავად იმისა,რომ მას გააზრებული ჰქონდა,რომ ადამიანი ადამიანისთვის მგელია,ის მაინც თვლიდა,რომ ადამიანი ადამიანისთვის სულიერ სნეულებათა მკურნალია ანუ სინათლეა.ახლა რა ამბავსაც მოგითხრობთ იმ ღამეს მოხდა,როცა განსაკუთრებულად ლამაზი იყო ცა,თითქოს ის ისეთივე მშვიდი იყო,როგორიც ანიტა.მხოლოდ ანიტას შეეძლო ღრმა და წრფელი სიყვარული.ის დღითიდღე იხვეწებოდა და ყალიბდებოდა ინდივიდად.სახლში ბრუნდებოდა ანიტა,როდესაც გვერდით ერთმა ახალგაზრდა გოგონამ ჩაუარა.კლარა წამით შეჩერდა,ზღვისფერ თვალებში ჩახედა მას და უეცრად მრავლისმთქმელმა თვალებმა ნაკლებად ტკბილი წარსული მოაგონა მას.ანიტამ კი მყისვედ შეამჩნია მის დიდრონ თვალებში სევდანარევი აღტაცება.ირგვლივ სიჩუმე იყო,გარეთ კი მხოლოდ ეს ორი პიროვნება.ამ ორმა ადამიანმა ერთმანეთი ინსტინქტურად ამოიცნო,მათ შორის ყველაზე ძვირფასი- სულიერი კავშირი დამყარდა.იმ ღამეს მათ ბევრი ისაუბრეს,სწორედ იმ ღამეს იყო განსაკუთრებულად ლამაზი ცა.შეიძლება გარეგნულად ბევრი რამ ჰგავდეს ერთმანეთს,მაგრამ ადამიანისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ისაა,რაც მის სულიერ მხარესთან ახლოსაა.სანამ მკითხველს ვეტყოდე თუ რაზე ისაუბრეს ანიტამ და კლარამ,მანამდე მინდა გითხრათ,რომ კლარას ანიტას მსგავსად სუფთა სული ჰქონდა არაფერია იმაზე კარგი,როდესაც ადამიანებს შენი ზედმეტი სიტყვების გარეშე ესმით.ადამიანთა ხსნა ურთიერთგაგებასა და ურთიერთპატივისცემაშია.თანაგანცდა-ეტაპი,როცა ინდივიდს სხვა პიროვნების სულის სიღრმეებში შესვლა ძალუძს.მკითხველს დავპირდი,რომ კლარასა და ანიტას საუბარს უფრო დეტალურად განვიხილავდი და აი ამის დროც დადგა.სულიერი სიმშვიდის მოყვარული კლარა სრულიად შემთხვევით შეხვდა მისსავე მსგავს.მსგავსნი ადვილად ახერხებენ თანასულიერების პროცესის გაღრმავებას.მორიდებულმა ანიტამ კლარას მეტყველ თვალებში დარდი პირველივე დანახვისთანავე ამოიცნო.ახლა კი უშუალოდ გადავიდეთ მათ საუბარზე.კლარამ გაიხსენა თავისი არცისე შთამბეჭდავი წარსული,ანიტა კი გონით აფასებდა მის გულიდან წამოსულ სიტყვებს.ზოგადად ადამიანები ხშირად არიან გაჭედილი გრძნობასა და გონებას შორის და ვერ იაზრებენ,რომ პირველ რიგში საჭიროა რაღაცის შემეცნება,მხოლოდ ამის შემდგომაა შესაძლებელი მისი შეგრძნობა.ადამიანის გონითი ფაზაც ხომ სამ ნაწილად შეიძლება დავყოთ:1)შემეცნება-ამ დროს ინდივიდუმი გონებას მაქსიმალური ძალით მოიხმარს და აღიქვამს და იმეცნებს გარშემო არსებულ მოვლენებს.2)შეგრძნება-ამ დროს დამოუკიდებელი არსება უბრალოდ შეიგრძნობს გარემოში მიმდინარე პროცესებს გონის ძალით.3)განცდა-ამ შემთხვევაში ადამიანი შეგრძნებიდან გადადის განცდის ფაზაში,მართალია ის უფრო გულის ფაზაა და არა ჭკუა-გონების,მაგრამ გულამდე სანამ რაღაც აღმოჩნდება,მან ჯერ სამი ზემოთჩამოთვლილი გონითი სტადია უნდა გაიაროს.თანაგანცდა განცდის ის უმაღლესი ფაზაა,როცა ადამიანი პიროვნულ ამაღლებას განიცდის.როდესაც ადამიანი სითბოს გასცემს,სულიერ სიმსუბუქესა და შვებას გრძნობს არამარტო ის,არამედ სითბოს მიმღებიც.თანაგანცდაა ის,რაც შემდგომში ადამიანთა სულიერ კავშირს იწვევს.ადამიანი ადამიანის გარეშე სიცოცხლეს მოკლებულ არსებად ანუ გაუცხოებულ არარაობად გადაიქცევა ხოლმე.ანიტასა და კლარას შემთხვევაში თანაგანცდა იყო სწორედ ის ფაქტორი,რომელმაც მათი სულიერი დაახლოება განაპირობა. გასაკვირია,მაგრამ კლარამ და ანიტამ საუბარი თავიანთ სულიერ საიდუმლოთა შესახებ დაიწყეს.მკითხველს ვთავაზობ მათი ღრმა დიალოგის შინაარსს.კლარას ასეთი ჩვევა ჰქონდა ყველას ვისაც კი გაიცნობდა,ერთ აზრიან შეკითხვას უსვამდა,ამით ის ხვდებოდა ღირდა თუ არა კონკრეტულ ადამიანთან ურთიერთობის დამყარება.ვფიქრობ,მკითხველსაც აინტერესებს რა სახის შეკითხვა იყო ეს.მოკლედ ორი ადამიანიდან მხოლოდ ერთი უნდა აირჩიო.ამ ორი პიროვნებიდან ერთ-ერთი შეუხედავი და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირია,მეორე კი მშვენიერი გარეგნობით იქცევს ყურადღებას.ანიტამ,რა თქმა უნდა,პირველი პიროვნება მოიწონა.თვალი ბრმაა,ის მხოლოდ ხორცისაკენ იყურება,აი გულს კი სწორედაც რომ სულისმიერი ძახილებისადმი აქვს მიდრეკილება.ამ პასუხის გაცემისთანავე კლარა მიხვდა,რომ ანიტა ის ინდივიდია,რომლის ნდობაც შეიძლება.ასე დაიწყო მათი უსასრულო მეგობრობა…სიბრმავე ის სულიერი სნეულებაა,რომელიც გულისხმობს მატერიალიზმს.იყო მატერიალისტი კი ნიშნავს იმას,რომ მხოლოდ ხორციელს,ნივთიერს ანიჭებდე უპირატესობას.ზოგადად რა განსხვავებაა თვალით აღქმულსა და გულით დანახულს შორის?თვალს მხოლოდ სხეული აინტერესებს,აი გული კი სულისაკენ იცქირება. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.