შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

კონსტანტინოპოლი (თავი 10)


3-12-2018, 20:56
ავტორი lemongiirl
ნანახია 1 035

შვიდ მთვარეს გამოეთხოვა გზაში აწურული არმია. ისმოდა მეომრების ღმუილი, ქშინვა; სიცივისაგან გახელებული, წარბშეკრული მამაკაცების, ფართოდ გახელილი თვალებიდან მომავალი გამჭოლი მზერა აიძულებდა არც ერთი წამით არ მოედუნებინა ყურადღება და ცდილობდა მაქსიმალურად აეარა გვერდი მათ წინ გამოჩენას.
პირველად ხდებოდა, დიაცი არმიას ემგზავრებოდა და მიუძღვოდა მათ უფლისწულის გვერდში ამომდგარი, ვერ ეპუებოდა მეომართა რაზმი ამას. თუმცა დიდი ჰქონდათ უფლისწულის შიში და ეწადათ სიცოცხლე, ამიტომაც მხოლოდ უხმო, უხამსი სიტყვებს მიუგდებდნენ ხოლმე თვალებით და დამცინავი მზერით აგრძნობინებდნენ, რომ არა მეფის ვაჟი მის გვერდით, მთელი არმია ისე გადაუვლიდა და გადაჯეგდა მას, არც კი დაფიქრდებოდნენ.
ხმლების ალესვის ხმა პარანოიას უქადდა ელისაბეტს. ეგონა უკვე ჭკუიდან გადადიოდა და დაემსგავსებოდა ქუჩაში მოხეტიალე შეშლილთა არმიას. ღამით ვერ იძინებდა, შვიდი ღამის მანძილზე რული არ მოჰკიდებია. საგრძნობლად ეცვალა ფერი და ნაავადმყოფარს დაემსგავსა. გვერდიდან ვერ შორდებოდა უფლისწულს, იგი დაცულად აგრძნობინებდა თავს და თუ ოდეს, არც კი ეწადდა გულში გაევლო, რომ უსაფრთხოებისთვის მამაკაცის მხარს უკან დგომა მოუწევდა, ამჯერად მხოლოდ მასთან შეეძლო მშვიდად ყოფნა.
ისკანდერი ღელავდა. ღელავდა და ხედავდა მის ქალაქებში ჩაბუდებულ მალულ ლტოლვას ელისაბეტი. აშინებდა მისი ცივი ურეაქციობა და ხედავდა, რომ ოდეს მისთვის საფიცარი და ხატად ქცეული უფლისწული, მთავარსარდალს ფარული შურით ეზიზღებოდა.
სასახლის დატოვებასთან ერთად უშფოთველობაც დატოვა და თითქოს ახლა მისი სული უფრო ძლიერ დამძიმებულიყო, არ შეეძლო ნაბიჯის გადადგმაც კი, რომ ყელში არ წაეჭირა უსიამო გრძნობას. გულს ურევდა საკუთარი თავი. თუმცა კი ვერას ხვდებოდა მეფის ვაჟი მისი სულიერი სნეულების მიზეზს, ელისაბეტმა იცოდა. იცოდა და სტკიოდა ყოველივე.
იცოდა, რომ მხოლოდ და მხოლოდ ორი ზამთრის წინ სწორედ ასე მოემართებოდა მეფის არმია მისი სოფლისკენ, მისი ლამაზი დღეებისაკენ. ახსოვდა მათი შემოსვლა, პანიკა, შიში, სისხლის მწარე სუნი და ხანძარმოკიდებული სახლები. ქალები, ბავშვები, მამაკაცები. გახიზნულები და მკვდრები. უსულოდ, რომ ეყარნენ მიწაზე და მათი ქალაქები დიდი ხნის დამსხვრეული იყო... ჩამქვრალი და უფუნქციო. ახსოვდა ის საშინელი, მჟავე გემო რომელიც პირში ჩაეღვარა, მას შემდეგ რაც ერთ-ერთმა მეომარმა მთელი ძალით მოუქნია მუჭი. ახსოვდა როგორ ებღაუჭებოდა მიწას ფრჩხილებით და როგორ ევედრებოდა, მეომარს. ცრემლებად იღვრებოდა და საშინელი ტკივილი კლავდა. არ უსმენია მისი ლოცვისთვის უფალს, არ უსმენია მისი ვედრებისთვის მეომარს, რომელიც ისე ექცეოდა როგორც პირუტყვს. ისე დაისაკუთრა მისი უმანკო სხეული, თითქოს საქონელი ყოფილიყო ანდაც ნაჭრის თოჯინა, უგრძნობი და უხმო... სამაგიეროდ გოგონა უსმენდა მის ხვნეშას და როდესაც საქმე დაასრულა, შემდეგ მის შემზარავ ხარხარს. უსმენდა მის აჩქარებულ გულის ცემას, როდესაც გოგოს სასტიკად სცემდა და უკვირდა, როგორ უფეთქავდა ეს ორგანო მას და როგორ არ უფეთქავდა რამოდენიმე მეტრის დაშორებით მწოლიარე ახალგაზრდა გოგონას, ოქროსფერი თმები რომ ჰქონდა მოფენილი გარშემო და თვალები ღიად დარჩენოდა საბედისწერო მომენტში.
ახსოვდა როგორ წამოდგა მამაკაცი მისი სხეულიდან, როდესაც ეგონა, რომ მსხვერპლი მკვდარი იყო და როგორ შეისწორა ჯაჭვის პერანგს შიგნით მომზირალი ნაჭრის შარვალი. შემდეგ კი მხოლოდ მომენტებად ელანდებოდა ყოველივე. როგორ წამოდგა, როგორ აიღო მახვილი ხელში და ახსოვდა მეომრის ღრიალი და მისი სისხლი, წითელი მდორე სითხე როგორ შეერწყა უამრავი მოკლულის სისხლს და როგორ გათეთრდა მისი თვალებში გამეფებული წყვდიადი.
ის საშინელი, დასაწვავი და ათასგზის დაწყევლილი დღე არ აძლევდა მოსვენებას, გამუდმებით ზმანებად ეცხადებოდა გამომშვიდობება სისპეტაკესთან; გამომშვიდობება მშობლებთან; გამომშვიდობება ისკანდერთან; გამომშვიდობება საკუთარ თავთან.
მეხსიერებას ამოსაგლეჯი, გამაუბედურებელი დღე არ ანებებდა გონებას, ამძიმებდა მის სულს და სწორედ მეშვიდე მთვარეს ჩაიკეცა მუხლებზე და ბაგეები ანთებული თვალებიდან მომავალმა ცრემლებმა დაუსველა.
უფლისწული რჩეულ მეომრებთან და მთავარსარდალთან ერთად სათათბიროდ გასულიყო, დიდი დღე ელოდათ ხვალ ოქროს უბის არმიას, თავს უდნა დასხმოდნენ კონსტანტინოპოლს.
ქალაქთა დედოფალს.
ყველა ხვდებოდა რაოდენ დიდი თავგანწირვა იყო ეს, თუმცა ვეროდენ ბედავდა ხმის გაღებას გაგულისებული უფლისწულის თვალსაწიერში. პირს იბრუნებდნენ და ერთმანეთს ეჩურჩულებოდნენ, ხმები დადიოდა მათ ბანაკებში, ჭკუიდან შეიშალა უფლისწული, დედოფალს აუჯანყდა, უცხომიწელზე ქორწინება ეწადდა და სწორედ ამიტომაც მიუღწეველს მიუღწეველს ჰყო ხელიო, სურდა დედისათვის დაემტკიხებინა რომ კვლავ პირდაფჩენილი პაწია ბალღი არ იყო. ხმა დადიოდა, შეშლილა დედოფალიც და შვილი სასიკვდილოდ გაუმეტებიაო, თავისი ხელით მიუყვანია საიქიოს კარს როდესაც ომში გაუშვაო.
არა აინტერესებდა აგორებული ჭორები მეფის ვაჟს, მისთვის ერთადერთი წარმოადგენდა მნიშვნელოვანს, კონსტანტინოპოლის დაპყრობა, რათა უცხომიწელი მოეპოვებინა და თავისად ეგულა.
თათბირიდან გაბრაზებული დაბრუნდა, წარბშეკრულმა გაიარა მანძილი და საკუთარ კარავში შევიდა თუ არა ხმამაღლა შეიკურთხა. იცოდა, იცოდა რომ წააგებდა. ამ ომში ორივესთან დამარცხდებოდა.
მუხლმოკეცილ უცხომიწელს, რომ ჰკიდა თვალი ეგონა მფეთქავი ორგანო გაუჩერდა. კუთხეში, საცოდავად მიყუჟულიყო მისი უცხომიწელი, მუხლებზე შემოეხვია ხელები და შეშინებული, ცრემლით სავსე თვალებით შესცქეროდა მას. მხრები უთრთოდა ტირილისაგან და აბანოზისფერი დალალები გაოფლილ შუბლზე ეკვროდა.
მიეჭრა გოგოს და მის წინ ჩაიმუხლა. იმოდენ ტკივილს ლანდავდა მასში ვეღარ გაუძლო და ძლიერ მოჰხვია ხელები. ელისაბეტის სიფრიფანა სხეული მკლავებში მოიქცია და როგორც კი მისი სითბო თავისად დაიგულა უცხომიწელმა, იგრძნო როგორ ძლიერად ატირდა იგი.
მისი თავშესაფარი იყო აჰმედი. ამიტომ ეკვროდა ძლიერ, ძლიერ და სტიროდა თავის უბედობას. სტიროდა ყოველივეს და იოხებდა გულს ამით. ძლიერად ეხუტებოდა და არ უშვებდა მას, თითქოს შერწყმა სწადიდა მასთან, სურდა ერთ მთლიანობად ქცეულიყვნენ.
სიმამაცე სადღაც გაქრა. გადაიკარგა და მხოლოდ შიში დარჩა მის თვალებში დაბუდებული. უსიტყვოდ გაუგო უფლისწულმა, არ სჭირდებოდა შეხსნილი ბაგედან გადმონადენი ბგერები. მისი თვალები ისედაც ყოველივეს აღუწერდნენ.
მანამ ისხდნენ ასე სანამ წყვდიადისფერ ცაზე შემოსილი ჭუჭყისფერი ღრუბლები არ განათდნენ და დედამიწას არ გადმოხედეს.
პირველი ნათებისას კოცნის კვალი დაუტოვა უფლისწულმა ელისაბეტს და წავიდა. ომი ელოდა. სისხლისფერი, სიკვდილის სადარაჯოს მდგონი. კოშკისფერი სიკვდილი.


--------------------
პატარა თავია, თუმცა ემოციური.
და აი ესეც, ელისაბეტის საიდუმლო, რას ფიქრობთ მასზე?



ემოციური თავი იყო. დედოფალი საზიზღარი ქალია და მინდა გავწიწკნო თმებისგან. საწყალი ელისაბეტი რეები გამოუვლია. უფლისწულიც მეცოდება ესეთი ტირანი დედა რომ ყავს. იმედია მოიგებს ომს და მერე ბედნიერი იქნება უცხომიწელთან ერთად ❤

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent