შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სამიზნე (24 თავი)


4-12-2018, 13:50
ავტორი naattii
ნანახია 1 963

ყველა მოუთმენლად ელოდა 6 საათის დადგომას, უკვე შეკრებილები ნერვიულად მიმოდიოდნენ ოთახში და უკვე ხმის ამოღებასაც ერიდებოდნენ, მხოლოდ ნანო იჯდა დივანზე და მობეზრებული სახით უყურებდა ტელევიზორის ეკრანზე მიშტერებულ ანდრიას.
-ღმერთო ჩემო, ახლა ამ მე7 სართულიდან გადავხტებიი_ამოიღმუვლა ბოლოს და წამში გამოაფხიზლა ანდრიაც.
-გამაყუჩებელი გინდა? ხომ არაფერი გტკივა?
-არა ანდრია არა, თქვენი ყურება მკლავს, ისე დაბოდიალობთ ტვინი მეტკინა, ვერ გამიგია ასე რა განერვიულეთ.
-რომ არ დაგვიჯეროს?
-თუ ისეთია როგორიც აღწერეთ დაიჯერებს, წინასწარ ნერვიულობით რას აკეთებთ?
პირი გააღო პოლკოვნიკმა შესაპასუხებლად, თუმცა კარზე ზარმა ისევ დაახურინა.
-მოვიდა_ხელები მოისრისა ყიფიანმა და ჩვეულ ადგილს დაუბრუნდა ფანჯარაში, გაბრიელი, ელენე და ყიფშიძე ნანოს მიუჯდნენ გვერდით და დაძაბულებმა გახედეს კარებში მდგომ მამაკაცებს.
-გამარჯობათ, იმედია სწორად მოგაგენით_ საკმაოდ სიმპატიური, 40 წლამდე კაცი იღიმოდა კარებში და მაშინვე გაუწვდინა ანდრიამ ხელი, როგორც კი კარი მიხურა.
-პოლკოვნიკი ანდრია არსენიძე.
-უფროსი გამომძიებელი დაჩი თაბაგარი, თქვენს სამსახურში მიგულეთ_გაღიმებულმა შეაბიჯა ოთახში და შეკრებილებს თავი დაუკრა. მაშინვე მოეწონა კაცი ნანოს ისეთი სითბო ჩანდა მის თვალებში.
-დაბრძანდით, რამეს ხომ არ მიირთმევთ?_დივანზე შესწორდა ნანო
-მადლობა, არ არის საჭირო, თქვენი მუხლისთვის დასვენება ჯობია.
-საიდან .....
-ალბათ, წინასწარ მოიძიეთ ჩვენზე ცნობები როცა შეხვედრა გთხოვეთ.
-სიმართლე რომ გითხრათ არა, არ მიყვარს წინასწარ ფიქრებით გადაღლა, მითუმეტეს შეიძლება შევცდე, მირჩევნია ხოლმე ნელნელა მივყვე, მუხლი კი აქედანვე ეტყობა უხერხულად გიდევთ, თანაც სახვევი სპორტულ შარვალშიც შესამჩნევია_თბილად გაუღიმა ნანოს და ყიფშიძეს მიუჯდა გვერდით. -ხომ არ ჯობია დავიწყოთ?
-კი ბატონო_ანდრიაც ჩამოჯდა და დაბალი ხმით დაიწყო. -ვიფიქრე, რომ დასაწყისისთვის მის სახელს არ გეტყვით, საკმაოდ დიდი პიროვნებაა და არ მინდა ამან ზეგავლენა იქონიოს.
-მოდი პატონო ანდრია, ერთ რამეზე შევთანხმდეთ, რამდენიმე წლის წინ მინისტრის მოადგილე დავიჭირე, შემდეგ საკუთარი სიმამრი გავუშვით ციხეში მე და ჩემმა ცოლმა, თუ ცუდი ადამიანია პრეზიდენტიც რომ იყოს ჩემთვის მნიშვნელობა არ აქვს.
-სიმამრი? აი მესმის სამსახურის ერთგულება_მოწონების ნიშნად დააქნია ნანომ თავი და წამოჯდა -მე დავიწყებ კარგი?_თანხმობის მიღების შემდეგ კი ღრმად ამოსუნთქა და დაიწყო:
-გენერალი ხუთი წლის წინ გავიცანი.........
საკმაოდ დიდი ხანი დაჭირდა ნანოს მოსათხრობად, ხანდახან ანდრია ჩაერთვებოდა, ზოგჯერ გაბრიელი უმოწმებდა, დაჩის სახეზე ვერაფერს წაიკითხავდით, სრულიად გაშეშებული სახით იჯდა, თუმცა ეტყობოდა მთელი ყურადღებით რომ უსმენდა.
-მოკლედ, ყველაფერი ასე მოხდა_საბოლოოდ ამოისუნთქა ნანომ და წყალი მოსვა.
-გასაგებია, ინფორმაცია საკმაოდ ბევრია და დაფიქრებასაც დრო დასჭირდება. ის ოთხნი ახლაც იქ გყავთ?
-კი იქ არიან, ბიჭებს მიაქვთ საჭმელი რიგრიგობით.
-კარგი, მინდა საქმეში ჩემი პარტნიორიც ჩავრთოთ, თქვენი ნებართვის გარეშე არ გავაკეთებ, ბოლოსდაბოლოს ეს თქვენ წამოიწყეთ.
-კი ბატონო, თუ სანდოა.
-მხოლოდ სანდო არა ანდრია, დემნა ჩემთვის ძმასავეთაა, შეგვიძლია საკუთარი თავივით ვენდოთ.
-კი ბატონო_მაშინვე დათანხმდა ანდრიაც.
-მაშინ ყავის დროა_ღიმილით წამოდგა ნანო და ძლივს გაშალა ფეხი ანდრიას ხელი რომ იგრძნო. -მადლობა_მაშინვე ახედა კაცს და უყოყმანოდ დაეყრდნო ხელზე.
-რამდენი ხანია?_სიცილის ნოტები ჟღერდა დაჩის ხმაში.
-უკაცრავად?
-რამდენი ხანია ცოლობას გახვეწნინებთ?_უკვე ვეღარ შეიკავა ფართო ღიმილი ანდრიამ.
-ერთი თვეა_ანდრიამაც სიცილით აიცდინა ნანოს ბეჭზე მორტყმული.
-მაშინ ჯერ ადრე_დივანში გადაწვა დაჩი და შუბლი მოისრისა -ჩემმა ცოლმა სამი წელი მალოდინა და სანამ საავადმყოფოში არ მოვხვდი სიკვდილის პირას მყოფი, მანამდე არ დამთანხმდა .(იხ. „ორი მოწმე“)
-მესროლეთ ვინმემ_საცოდავი სახით გადახედა ანდრიამ რაზმის წევრებს და ხმამაღალი ხარხარიც გაისმა სახლის კედლებში.


-როგორ მიყვარს მზეე_სახე ცხელ სხივებს მიუშვირა ნათიამ და შეზლონგზე მჯდომ ჯაბას გახედა, რომელიც უკვე თხუთმეტი წუთი იყო, ხმას აღარ იღებდა.
-გამაგებინებ რა ხდება?_დაღლილი ხმით წამოიძახა ქალმა და ისიც წამოჯდა -კერესელიძე.
-შენთვის ასეთი მზე შეიძლება?_თემა გადაიტანა ჯაბამ.
-ყმაწვილო, ჩემი ხუთი თითივით გიცნობ, მითხარი რა ხდება.
-ვერ ვისვენებ ნათი, ვერ ვისვენებ, რაღაც მჭამს_სახეზე აისვა ხელები კაცმა და თითზე წამოცმულ ოქროს რგოლს უფლება მისცა სხივები აერეკლა.
-რას გულისხმობ_ხმა მაშინვე დაეძაბა ნათიას.
-ნუ გადაირევი ახლა, ჩვენზე კიარ ვამბობ_თვალები აატრიალა ბიჭმა.
-გამაგებინე წესიერად_სანაპიროს ჩანთა ესროლა თვალებ დახუჭულს და მოსასმენად მოემზადა.
-მგონია, რომ სპეციალურად გამოგვიშვეს, ყიფშიძეს წამოცდასავეთ წამალია თქვენთვის ახლა აქედან წასვლაო, მგონია, რომ იქაურობას გაგვარიდეს, ჩვენს არ ყოფნაში აპირებს ანდრია გადამწყვეტი ნაბიჯების გადადგმას და სანამ დავბრუნდებით დაამთავრებს, მთელი სხეულით ვგრძნობ ამას.
-სიმართლე რომ გითხრა, რაღაც ეჭვი მეც გამიჩინა ნანომ ისე მეხვეოდა აეროპორტში_ნათიაც ჩაფიქრდა.
-რა ვქნათ?
-რა უნდა ვქნათ?_ისევ სათვალე მოირგო ქალმა და შეზლონგზე შესწორდა, -სანამ მე ზაგარს მივიმატებ, აეროპორტში დარეკე._და გაეცინა გახარებული ქმრის კოცნა რომ იგრძნო ლოყაზე. აზრი არ ქონდა საბერძნეთში დარჩენას, ორივეს გონება მაინც მეგობრებთან იქნებოდა და ვერც დასვენებას შეძლებდნენ, თანაც ვერცერთი შეძლებდა ასეთ დროს მათ მიტოვებას, ამ ომში ერთი ადამიანიც კი უმნიშვნელოვანესი იყო მათთვის.


დაღლილი გააღოკაცმა სახლის კარი და ოთახებიდან გამომავალ ბავშვების ყიჟინზე ავტომატურად გაეცინა, როგორც ყოველთვის სახლი ყირაზე იდგა, დივნის შუაში კი ლილია დამჯდარიყო, სახეზე აფარებული ხელებით და ორ, ზუსტად ერთნაირ გოგოს ევედრებოდა გაჩერებულიყვნენ. უჩუმრად მიეპარა ქმარი უკნიდან და კისერში აკოცა.
-მოხვედი, დამეხმარე გთხოვ_შეტყუპებული ხეებით შეევედრა ქმარს და ტყუპებისკენ გაიშვირა ხელები, -აბსოლიტურად არაფერი ესმით.
-უფროსები სად არიან?_სიცილით მიუჯდა გვერდით ცოლს
-მეცადინეობენ, ნეტა გავდნენ იმათ_ამოიხვნეშა ქალმა.
-ყველა ერთნაირები ხომ არ გვეყოლება_ლოყაზე აკოცა ლილიას და სამზარეულოსკენ წავიდა -მაჭამე რა რამე.
-მოდი დაჩი_უკან აედევნა ცოლიც.


-ჩაფიქრებული ხარ-15 წუთიანი დაკვირვების შემდეგ ფრთხილად გადახედა ლილიამ ფანჯარასთან ჭიქით მდგომ ქმარს.
-ხო, ახალი საქმე ავიღე_არ გამოუხედავს ისე უპასუხა.
-მეცნობა, სერიოზულია?
-ძალიან ლილია_მოუბრუნდა ცოლს -ძალიან სერიოზული.
-კარგი რა ჩვენ მაინც აღარ გვიკვირს.
-არ ვიცი საყვარელო, მამაშენსაც კი გადაასწრო სისასტიკეში, ქალი სასიკვდილოდ სცემა უბრალო გართობისთვის, ინვალიდი დატოვა, ფრჩხილები დააძრო. მძიმე საქმე იქნება.
-ღმერთო_პირზე ხელები აიფარა ქალმა.
-ჯერ არ გასულა ხმა რომ ვეხმარები, მაგრამ ისეთი ჩანს მალე გაიგებს. ხომ იცი როგორც ვიქცევი?
-რა თქმა უნდა დაჩი, ტყუპები სახლში რჩებიან, უფროსებს თავად გავყვები გამოვყვები სკოლაში. უსაფრთხოების რეჟიმს ჩართულად ვაცხადებთ_გაეღიმა ლილიას და თავადაც დაისხა ყავა.
-ათი წლის მერეც არანორმალურად მიყვარხარ_სიცილით მოეხვია ქმარი და ლამის ჭიქა გააგდებინა, სამაგიეროდ შემოსასვლელიდან გაისმა ხმამაღალი ბგერები და ლილიაც იქეთ გავარდა.
-მერამდენე ვაზა გამიტეხეეთ_მთელი გულით იცინოდა დაჩი ტყუპების ცელქობაზე.



ჩემი გიჟი წყვილი heart_eyes ახლა იწყება არდავიწყება smile აუ ანდრია და ნანო რა საყვარლები არიან kissing_heart დაჩიმ რომ უთხრა ჩემმა ცოლმა სამი წელი მაწვალაო მაგაზე და ანდრეას რეაქციაზე ძალიან ვიხალისე smile ჩემი გიჟმაჟუნები kissing_heart ლილიაზე რომ ვგიჟდები ჯერ არ მითქვამს ხო? ხოდა იცოდე, რომ მაგ გოგოზე ვგიჟდები kissing_heart

 


№2  offline მოდერი naattii

რუსკიმარუსია
ჩემი გიჟი წყვილი heart_eyes ახლა იწყება არდავიწყება smile აუ ანდრია და ნანო რა საყვარლები არიან kissing_heart დაჩიმ რომ უთხრა ჩემმა ცოლმა სამი წელი მაწვალაო მაგაზე და ანდრეას რეაქციაზე ძალიან ვიხალისე smile ჩემი გიჟმაჟუნები kissing_heart ლილიაზე რომ ვგიჟდები ჯერ არ მითქვამს ხო? ხოდა იცოდე, რომ მაგ გოგოზე ვგიჟდები kissing_heart

მადლობაა ❤️❤️❤️

 


№3  offline წევრი დარინა

ჩემი დაჩიკოოო არასდროს მომბეზრდება იმის თქმა რომ დაჩიზეე ვგიჟდები ჩემი სიგიჟეა, აუ ნანო მეცოდებაა იმედია რამეს მოიფიქრებ და უშველიი.

 


№4  offline მოდერი naattii

დარინა
ჩემი დაჩიკოოო არასდროს მომბეზრდება იმის თქმა რომ დაჩიზეე ვგიჟდები ჩემი სიგიჟეა, აუ ნანო მეცოდებაა იმედია რამეს მოიფიქრებ და უშველიი.

ვნახოთ ვნახოოთ

 


№5  offline მოდერი ტკბილიწიწაკა

მართლა კაი ისტორია იყო უბრალოდ ვატყობ რომ ზედმეტად გაიწელა :/ ანუ ჩემთვის ასე ვთვლი და არმინდა გეწყინოს მართლა უბრალოდ სულ ერთი და იგივე მორჩებიან დლააგდება მერე ისევ რაღაც გამოჩნდება აირევა დავიტანჯე მართლა ამათი უბედურებიტ მინდა საბოლოოდ ბენდიერები და დალაგებულები ვნახო ამიტომ მაინც ვაგრძელებ კითხვას და ვნახოთ რაიქნება

 


№6  offline მოდერი naattii

ტკბილიწიწაკა
მართლა კაი ისტორია იყო უბრალოდ ვატყობ რომ ზედმეტად გაიწელა :/ ანუ ჩემთვის ასე ვთვლი და არმინდა გეწყინოს მართლა უბრალოდ სულ ერთი და იგივე მორჩებიან დლააგდება მერე ისევ რაღაც გამოჩნდება აირევა დავიტანჯე მართლა ამათი უბედურებიტ მინდა საბოლოოდ ბენდიერები და დალაგებულები ვნახო ამიტომ მაინც ვაგრძელებ კითხვას და ვნახოთ რაიქნება

პირიქით, გეთანხმები, უბრალოდ სიმართლე რომ გითხრა არ მიყვარს უცებ და მიყრილად დასრულებული და დროც ვერ ვიპოვე წესიერად რომ ჩავუჯდე და ერთ დიდ თავში გავარკვიო ყველაფერი, ორ თავზე მეტი აღარ იქნება

 


№7  offline წევრი ANDERSON

დიდებული მოთხრობაა heart_eyes

 


№8  offline მოდერი naattii

ANDERSON
დიდებული მოთხრობაა heart_eyes

დიდი მადლობა <3

 


№9  offline წევრი nini :)

ვაიმეეეე ჩემი დაჩიიიი..... ჩემი ლილიააა..... როგორ მომენატრნენ.... და მიყვარს ეს სასწაული წყვილი.....
ანდრია სულ გადარია დაჩის სამი წლის გაგებამ.... ძალიან მაგარიააა.... დხლა უფრო მქვს მოლოდინი შემდეგი თავებიიისსს....
ვგიჟდები ამათზეეე.... და შენზეც ❤❤❤❤

 


№10  offline მოდერი naattii

nini :)
ვაიმეეეე ჩემი დაჩიიიი..... ჩემი ლილიააა..... როგორ მომენატრნენ.... და მიყვარს ეს სასწაული წყვილი.....
ანდრია სულ გადარია დაჩის სამი წლის გაგებამ.... ძალიან მაგარიააა.... დხლა უფრო მქვს მოლოდინი შემდეგი თავებიიისსს....
ვგიჟდები ამათზეეე.... და შენზეც ❤❤❤❤

მე როგორ ვგიჟდები შენს კომენტარს რომ ვხედაავ <3

 


№11  offline აქტიური მკითხველი terooo

ისევ ისეთი არანორმალურები

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent