შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ხელები (თავი მეორე)


4-12-2018, 22:18
ავტორი sofia.z
ნანახია 1 212

ხელები

(თავი 2)
დაახლოებით საღამოს 6 საათი იყო, რომ გამეღვიძა. საათს რომ დავხედე უცებ გამოვფხიზლდი და ლოგინიდან წამოვხტი. ალბათ, ბებიაჩემი ნანიკო გაგიჟებულია და ერთი სული აქვს როდის ჩავალ, რომ კარგად გვარიანად გამომთათხოს.
უცებ გადავიცვი სარაფანი, რადგან საკმაოდ ცხელოდა და ოთახიდან გავედი. ბებია მეზობელ ნათელასთან ერთად იჯდა ეზოში და თხილს არჩევდა. როგორც კი დამინახა გაეინა და თავი აქეთ-იქით გადააქნია.
-ვაი, შვილო, შენ რა გითხარი. აფუჭებს ხალხს ქალაქი, აფუჭებს. კი მაგრამ, ბებია, რამ დაგაძინა ამდენხანს? - ღიმილით მკითხა და უკვე მასთან მისულს ფეხზე მომისვა ხელი.
-დილით ჩამეძინა. - ნათელას ისეთი სახე ჰქონდა გულში მილიონჯერ გაიცინა ალბათ და თქვა, ვაიმე როგორი ზარმაცი შვილიშვილი ჰყოლია ნანიკოსო.
-ბავშვები იყვნენ მოსულები. მდინარეზე მიდიოდნენ, მაგრამ ვერაფრით გაგაღვიძე. ქვევიდან გეძახე და კიბეზე ვერ ამოვედი, ხომ იცი ფეხები როგორ მტკივა. - დანანების ნიშნად ბოლო სიტყვებზე თავი გადააქნია.
-დიდიხნის წინ? ნეტა ისევ მდინარეზე იქნებიან? - ფეხის წვერებზე ავიწიე და ეზოდან გარეთ გავიხედე, თითქოს რამეს დავინახავდი.
-იმის მერე აქ ვარ და არ ამოუვლიათ ზევით. ჯერ არ ამოვიდოდნენ. ჩადი შენც გაგრილდები ცოტას, თან მოხვალ ჭკუაზე. - თავი დავუქნიე, ჩავალ-თქო ჩავილაპარაკე და სახლში შევედი.
საღამო იყო უკვე და ჯერ ნაჭამი აარ მქონდა, ამიტომ თავ ცოტა არაკომფორტულად ვგრძნობდი. უცებ მოვატეხე ხაჭაპურს პატარა ნაჭერი და ისევ გარეთ გავედი.
-ბე, წავედი მე და მალე მოვალ. - ჭიშკრისკენ წასულმა დავიბარე. ბებიამ უბრალოდ თავი დამიქნია და ნათელასთან ლაპარაკი განაგრძო.

მზე ისე მცხუნვარედ აჭერდა, რომ ამხელა მანძილის გავლა მდინარემდე ძალიან დამეზარა, თუმცა იმაზე რომ დავფიქრდი იქ მისული როგორ გავგრილდებოდი ფეხს უფრო ავუღქარე. დარწმუნებული ვიყავი ჩემი ღამის ნაცნობიც იქ იქნებოდა, ამიტომ უფრო მიმიწევდა იქით გული. თუმცა ერთი პრობლემა იყო - სახეზე არ ვიცოდი როგორ გამოიყურებოდა, შესაბამისად იმდენ ხალხში მიდი ამოცნობა გამიჭირდებოდა.
ამ ფიქრებშ ვიყავი გართული უცებ ზურგზე ვიღაც რომ შემეხო. რა თქმა უნდა, შეშინებულმა ხმამაღლა წამოვიყვირე.
-კაი, რა იყო, დაწყნარდი, დემეტრე ვარ. - სიცილით მითხრა და წინ გადამეღობა. არ ვიცი, ამ დროს რა დამემართა. არც ისე მაღალი, შავგვრემანი ბიჭი იდგა ჩემ წინ და მიღიმოდა. - რამდენიმე საათია გიცნობ და ორჯერ მოვახერხე შენი შეშინება. - მის ნათქვამდე გამეცინა, რადგან ჩემი სიზმარი და ის მახინჯი არსება, რომელიც სავარაუდოდ დემეტრე იყო, გამახსენდა. ჩემს სიცილზე წარბები შეკრა და მერე უცებ გამიღიმა. - რამე ისე ვთქვი? - სიცილით თავი გავუქნიე და თვალებში შევხედე. შავი კუპრივით თვალები ჰქონდა, თითქოს ძალიან საშიში და ამავდროულად, ძალიან თბილი და სანდო.
-არ გამიშვებ? - მის ზურგს უკან გზისკენ ვანიშნე. მანაც თანხმობის ნიშნად თავი დამიქნია და გვერდით დამიდგა და ჩემთან ერთად განაგრძო გზა.
-ტატა, ტატა, - ისე საყვარლად თქვა ჩემი სახელი უნებურად გამეღიმა. - ლამაზი სახელია.. - შემომხედა და გამიღიმა. - დიდიხანია რაც აქ ჩამოდიხარ დასასვენებლად? - თანხმობის ნიშნად თავი დავუქნიე.
-პატარაობიდან ყოველ ზაფხულს აქ ვატარებ. ბებია და ბაბუა ცხოვრობენ აქ. - თავი დამიქნია და ჰორიზონტს გახედა. შემდეგ მზემ შეაწუხა და ისევ ჩემკენ გამოიხედა. - შენ ბეროსთან ხარ ჩამოსული, ხომ?
-ბეროსთან ვარ, კი. ბეროს ბიძაშვილის ძმაკაცი ვარ. - ცოტახანს გაჩუმდა, შემდეგ ისევ განაგრძო. - სხვას არაფერს მეტყვი შენზე? - დავფქრდი რა უნდა მეთქვა.
-რა გითხრა არ ვიცი. - მხრები ავიჩეჩე.
-თუნდაც ის, რამდენი წლის ხარ, ან სად ცხოვრობ, და ან ძმა თუ გყავს და ა.შ. - მანაც მხრები აიჩეჩა და გამიღიმა.
-17 წლის ვარ. თბილისში ვცხოვრობ. დედისერთა ვარ. - ჩემს მოკლე პასუხებზე გაეცინა.
-აჰა, პატარა ტატა. - ჩემს ასაკს გაუსვა ხაზი, რაც არ მომეწონა და დაბღვერილმა შევხედე.
-პატარა არ ვარ. - ჩემს პასუხზე გაეცინა.
-ასაკით პატარა ხარ, თუმცა შეიძლება აზროვნებით ბევრ დიდს ჯობდე. - მის პასუხზე გამეცინა.
-ხო, შეიძლება. - წარბები ზევით ავწიე და გავიცინე.

აასობაში მდინარესაც მივაღწიეთ. უკვე იმდენად ვიყავი დაღლილი, რომ დემეტრესთვის აღარ მითქვამს არაფერი. მაშინვე ბავშვებისკენ წავედი და მივესალმე.
-ვა, მძინარა მზეთუნახავიც მოსულა. - ბერო წამოდგა ფეხზე სიცილით და ჩემკენ წამოვიდა.
-გაიცანით, ესაა ჩემი თათა. - დემეტრეს ნათქვამ ტატას შემდეგ ბეროს ნათქვამი თათა ცუდად მომხვდა ყურში. - თათ, ეს ჩემი ბიძაშვილია, ნიკოლოზი - ქერა ბიჭისკენ მიმითითა. - ეს კი დემეტრეა, თუმცა, როგორც ჩანს, მოგისწრიათ უკვე ერთმანეთის გაცნობა. - დამეჯღანა და სანამ მუჯლუგუნს მიიღებდა მანამ გამეცალა და თავის ადგილს დაუბრუნდა. - არ გაგარილდებით? - მე და დემეტრეს შემოგვხედა ეშმაკური თვალებით, რაზეც თვალებით ვანიშნე, რომ უნდა გაჩერებულიყო, თურე ცუდი დღე დაადგებოდა.
-მე ჩავალ და იმედია, ტატაც შემომიერდება. - ჩემი სახელი კარგად გამოთქვა და გვერდით ჩამიარა. წინ მიდიოდა, მის ზურგს ვუყურებდი, თეთრი მაიკა და შავი შორტი ეცვა. უცბათ ჩემი სიზმარი გამახსენდა. ველოდი მის შემოხედვას და გული რაღაცნაირად მიცემდა. მეგონა ის სიზმარი რეალობად მექცა. უცებ შემოიხედა მე შემომხედა და გამიღიმა. მეც გამეღიმა, რადგან სიზმარში ნანახი მახინჯი არსების ნაცვლად ახლა ჩემ წინ ერთი ძალიან სიმპატიური ბიჭი იდგა და მიღიმოდა.




*************
პირველი რამოდენმე თავი ცოტა პატარაა. ცოტახანში თავების მოცულობაც გაიზრდება და ისტორია უფრო საინტრესოც გახდება.
ველი თქვენს კომენტარებს. მინდა ვიცოდე, გავაგრძელო თუ არა ისტორიის დადება..



№1  offline წევრი ამილია

აუუუუ... ძაააააალიან მაგარია <3 გააგრძელე,წარმატებებიი...

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent