შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

აკრძალული ხილი (სრულად)


4-12-2018, 22:38
ავტორი _scorpion_
ნანახია 15 816

ეს ისტორია ადრე მქონდა საიტზე ატვირთული სხვა სახელით, მაგრამ გარკვეული მიზეზების გამო წაიშალა. სანამ ახალ ისტორიაზე ვმუშაობ ამით გაირთეთ თავი. :დ
რაც შეეხება ისტორიას, ვიცი და ბაზარი არ არის რომ წყვილი სხვა გვარად უნდა მოქცეულიო, მაგრამ მე მინდოდა სიყვარულის სხვაგვარი და შეიძლება ცოტა მახინჯი მხარეც გამოვაჩინე, მაგრამ სიყვარული სიყვარულია, იმედი მაქვს ამის ახსნას ისტორიაში დაიჭერთ. ნუ განმსჯით ისტორიის შინაარსის გამო, უბრალოდ შეაფასეთ. გამაკრიტიკეთ სასვენი ნიშნების, ტექსტის გაუმართაობის ან გრამატიჯული შეცდომების გამო. ნადლობა წინასწარ :დ

ოთახში სწრაფად შევარდა და ზურგს უკან კარი მოიჯახუნა, კარადაზე დადებულ ლარნაკს ხელი დაავლო და წინ მთელი სიძლიერით მოიქნიე რომელსაც განწირული კვნესა ამოაყოლა, ლარნაკი ფანჯრის მინას მოხვდა  და ნამსხვრევები ძირს ფანტელებივით ჩამოცვივდა.
გოგონა მთელი სიმძიმით დაეცა იატაკზე და განწირული ხმით დაიყვირა, კედლები შეზანზარდა და ხმა ექოსავით რამდენჯერმე გამეორდა.
თითქოს მთელი ამხნის განმავლობაში დაგროვილი ტკივილი, ცრემლი, შეურაწყოფა და დამცირებები, ყვირილს ამოაყოლა და მთელი ემოციებისგან დაიცალა.
ცრემლები როგორც ჩანჩქერს ისე წასკდა მუქი ყავისფერი თვალებიდან.
-რატომ?!-  დაიყვირა ისევ და თავისი ნაზი სიფრიფანა ხელები როგორც შეეძლო მთელი ძალით დაარტყა იატაკს
-რატომ?! რატომ?! რატომ?!- ამოიხავლა ისევ და ყოველი წარმოთქმული სიტყვისას თითქოს ხმა უვარდებოდა ძალაგამოცლილს, თავი მაღლა აწია და სველი სითხით დაცვარული თვალები ჭერს მიაპყრო.
-რატომ ღმერთო?!... რატომ?!- ამოიხავლა და ყელში მოწოლილი სითხის წყალობით მისი ჩახშული ხმა თვითონაც ვერ იცნო.
თავი ძირს ნელა დახარა შემდეგ კი იგივე მოძრაობით კუთხეში მიგდებული შავი ნივთისკენ გააპარა თვალი.
ფეხზე ნელა წამოიმართა,
კუთხეში მიგდებულ ჩანთამდე კედელზე დაყრდნობილმა მიაღწია, აცრემლებულ და აწითლებულ გუგებზე ხელი მოისვა და ცრემლები უშედეგოდ  მოიწმინდა.
ჩანთიდან ტელეფონი ამოიღო, ნერვიული ხელის კანკალით სოციალურ ქსელში შევიდა, ვიზუალურად სასიამოვნო შეხედულების ბიჭი შეარჩია და შეტყობინება გაგზავნა
"შენთან მინდა სექსი, ჩემს მონაცემებს მოგწერ".
რას აკეთებდა თვითონაც არ იცოდა, იმპულსებს აყოლილი განერვიულებული და აფორიაქებული ამით რის დამტკიცებას ცდილობდა რომ გეკითხათ ალბათ ვერაფერს გიპასუხებდათ.
სიბრაზეს, წყენას, განრისხებას თითქოს ყველა ემოციას ერთბაშად მოეყარა თავი.
ტელეფონს ხელი ძლიერათ მოუჭირა,ძირს დაუშვა და თავი კედელს მოწყვეტით მიაყრდნო
-ჯერ ერთი წელიც არ გასულა- თქვა ხმა ჩამწყდარმა- ის კი რას აკეთებს?- შავი შეშუპებული თვალებიდან ისევ წამოვიდა მლაშე სითხე, მარცხენა ხელი კი გულთან მიიტანა და მაგრათ მოიჭირა– როგორ მტკივა! ყველაფერი მტკივა!- დაამთავრა სიტყვა და ღრმად ამოისუნთქა
-როგორ მძულს!- წარმოთქვა ზიზღით- თუ აქამდე ცოტა იმედი მაინც მქონდა მის მიმართ, ყველაფერი გამინადგურა- თქვა და ცრემლი ისევ უშედეგოდ მოიწმინდა-სულ ასე იყო, იმედს მუდამ გულში მიკლავდა-ჩუმი დიალოგი თავისთავთან ყვირილმა შეცვალა, ფეხზე სწრაფად წამოდგა და მაგიდას სწრაფად მიუახლოვდა, ორივე ხელის იდაყვები დააყრდნო, მარცხნივ მთელი ძალით გაიქნია და უსულო საგანზე მოთავსებული ნივთები ისევ ძირს გაფანტა. ყოველთვის ასე იყო, თავის ემოციებს ვერ გამოხატავდა, უბრალოდ არ შეეძლო, გაბრაზებას გაღიზიანებას ყოველთვის ღიმილით ან დუმილით ფარავდა, შემდეგ კი მთელს ემოციებს საგნების ლეწვა-მტვრევაში, ყვირილში და თავის თავთან ტირილში ფანტავდა.
-გაგაქრობ! გეფიცები ამოგშლი, დაგივიწყებ, შენი არსებობის ყველანაირ კვალს გავაქრობ ჩემი ცხოვრებიდან. - თქვა მთელი სხეულით მოკანკალემ და ცდილობდა რომ თავისი თავი ამ სიტყვების რეალურად განხორციელებაში დაეჯერებინა,კბილები ერთმანეთს ძლიერად დააჭირა და ახმაურებულ ტელეფონს ჩააჩერდა.

* * *

მამაკაცი დრო და დრო მის გვერდით მჯდომ გოგონასკენ აპარებდა თვალს,რომელიც თავისი სიფრიფანა ხელებით ჩაბღაუჯებოდა კაბას და დაძაბულობისგან ტუჩებს კბილებით იჭამდა
-ნოე- მამაკაცის მოულოდნელმა წამოძახილმა გოგონა უსიამოვნოდ გამოაფხიზლა და მისი მუქი თვალები კაცის მიმართულებით მიატრიალა
-უკაცრავად?-ჯერ კიდევ  ბურუსში მყოფმა კითხა კაცს. ნოემ ქალს წამით გამოხედა და ასევე თავისი მუქი ყავისფერი თვალებით გოგონას მზერას ცოტა ხნით დააკვირდა,შემდეგ კი ისევ გზის მიმართულებით მიატრია თავი და ირიბი ღიმილით გაუღიმა სივრცეს
-რა გქვია?-იკითხა ისე რომ გზისთვის თვალი არ მოუცილებია, ქალმა მარჯვნივ ფანჯრისკენ უსიტყოდ გაიხედა
-რამდენი წლის ხარ?-იკითხა ამჯერად სერიოზული გამომეტყველებით როცა მიხვდა რომ გოგონა მის მიერ დასმულ პირველ კითხვაზე პასუხის გაცემას არ აპირებდა
-კითხვების დასმით ტყუილად ნუ დაიღლები -უპასუხა და თავი სავარძელს მიაყრდნო
-მშვენიერია! -ამოიგმინა კაცმა ორაზროვნად-საქმე ლაპარაკის ნაცვლად-ირონიული ღიმილით გადახედა ქალს რომელიც ისევ შუბლშეკრული უკმაყოფილო გამომეტყველებით ჰორიზონტს გაყურებდა.
დრო და დრო გოგონას რატომღაც გულში აღელვების გრძნობა ეუფლებოდა, რამდენიმე საათის წინ თავის თავში თავდაჯერებული გოგონას იმიჯი სადღაც ქრებოდა და თითქოს ბურუსიანი გაკვალული გზიდან ნათელი სივრცე ჩნდებოდა.
ხელის გულები უოფლიანდებოდა  და მარჯვენა ფეხს ნერვოზიანი ქალივით განუწყვეტლივ წინ და უკან იქნევდა.
რას აკეთებდა? სად მიდიოდა? ან ის აზრი თავში საიდან მოუვიდა რომ სოციალური ქსელიდან ვიღაც მოეძებდა და მისთვის თავი შეეთავაზებინა.
თანდათან თითქოს ხვდებოდა, აანალიზებდა,
თითქოს რეალობას უბრუნდებოდა და მიმდინარე ვითარებას საღი გონებით უყურებდა.
თითქოს სირცხცილის და საღად აზროვნების უნარი ნელ-ნელა უბრუნდებოდა.
-მოვედით-მამაკაცის სიტყვები გოგონას ყურთასმენას მეხის ტყორცნასავით მისწვდა, თავი მოაბრუნა და ნოეს შეხედა რომელიც მანქანიდან გადავიდა.
ღვედი ხელის კანკალით შეიხსნა, მანქანიდან გადავიდა და მამაკაცს უკან ნელი ნაბიჯებით გაყვა. სუნთქვა ნელნელა უჭირდა, უჰაერობას გრძნობდა, თითქოს ვიღაც ყელში უჭერდა და სუნთქვის საშუალებას არ აძლევდა.
რა ქნას? რა გააკეთოს? თავში ერთი და იგივე კითხვა უტრიალებდა, მაგრამ პასუხი არსაიდან ჩანდა.
გაიქცეს? ახლა?
შეტრიალდეს და გაიქცეს?
რა სამარცხვინოა...
თავი შეუმჩნევლად გააქნია გოგონამ და ნერწყვი მძიმედ გადაუშვა სასულეში.
ბინის კარის შეღების ხმა როგორც კი გაისმა ზურგზე ცივმა ოფლმა დაასხა.
კაცი გვერდზე გაიწია და გოგონა ოთახში შეატარა.
ქალი ნელი ნაბიჯით დაიძრა წინ.
ნუთუ გამოსავალი აღარ იყო? ბედს დამორჩილებოდა? იქნებ აეხსნა ამ კაცისთვის მომხდარის შესახებ ყველაფერი?
ნერწყვი მძიმედ გადაყლაპა,
ჩანთა დივანზე ნელა დადო, მანტო და შარფი ხელის კანკალით მოიხსნა და ისიც ჩანთის გზას მიაყოლა.
მოულოდნელად ნოემ მკლავზე ხელი ნელა მოკიდა და თავისკენ შეატრიალა.
მათ შორის დარჩენილი უმცირესი მანძილი გოგონას სუნთქვას უჩქარებდა.
მამაკაცი ზემოდან კმაყოფილი ღიმილით დაყურებდა.
ქალის მკლავიდან ხელი წელზე გდაიტანა და თავი ნელნელა ქალის კისრისკენ წაიღო.
ნოემ თავისი გავარვარებული ტუჩები ქალს ყელზე მიაწება, ხელის ნელი მოძრაობით კი
გოგონას მხარზე დაკიდებული  კაბის ნაწილი გადაუწია და ყელიდან მის ლავიწებზე გადაინაცვლა.
მთელი სხეული გაბუჟებული ქონდა,ხელები ერთმანეთს მაგრათ მოუჭირა და თვალები ცუდის მოლოდინში ძლიერად დახუჭა.ხვდებოდა რომ ასე არ უნდა მოქცეულიყო, გაბრაზებას ასე არ უნდა აყოლოდა და თავისი თავი ამ მდგომარეობამდე არ უნდა მიეყვანა.
ახლა რა უნდა ქნას? სად წავიდეს? რა გააკეთოს? ამ შარიდან თავს ვეღარ ამოყოფს, ამ...
-ორი წუთით სააბაზანოში შევალ!- გოგონას ყურებს სასიამოვნო სიტყვები მისწვდა.
მამაკაცმა მისი ყელიდან თავი აწია  და ნელა მოშორდა მის სხეულს- ცოტახნით დამელოდე, ნუ თუ გეჩქარება შეგიძლია მანამდე ცოტა გახურდე- უთხრა კმაყოფილი ღიმილით, თვალი ჩაუკრა და სააბაზანოსკენ დაიძრა.
ამაზე კარგს ახლა ვერაფერს გაიგონებდა, ლამის გოგონამ ხტუნვა დაიწყო და მამაკაცისთვის იმის დაპირება რომ აუცილებლად დაელოდებოდა...
ქალის ყურთასმენას კარის მიხურვის ხმა რომ მიწვა ღრმად და თავისუფლად ამოისუნთქა
-ეს შანსი უნდა გამოვიყენო-თქვა და თავის ნივთებს საჩქაროდ მოკიდა ხელი. კარისკენ გაემართა, მაგრამ სახელურის დაწევა რომ ცადა კარი არ გაიღო.
თვალები გაუფართოვდა და კინაღამ პანიკაში ჩავარდა
-ღმერთო- აღმოხდა აფორიაქებულს-კარი,ღმერთო კარი, ბარათი, ბარათი-ბურტყუნებდა შეშინებული და ბარათს რომლითაც ნოემ კარი გააღო თვალებით დაუწყო ძებნა
-ბარათი, ბარათი-იმეორებდა და თავალებით და ხელებით ბარათის აღმოჩენას ცდილობდა თან გამუდმებით სააბაზანოსკენ იყურებოდა შეშინებული.
თავი საშინელებათა ფილმის გმირი ეგონა, თითქოს იმ სააბაზანოდან ნოე ხანჯლით ხელში გამოვიდოდა და ყელს აქვე გამოსჭრიდა
-ბარათი-აღმოხდა გახარებულს როცა იქვე დაბლა კედლის კუთხეში მიგდებული ბარათი დაინახა, სასწრაფოდ დაავლო ხელი და აკანკალებული შეეცადა როგორმე მოერგო კარისთვის
-მიდი,მიდი, მალე-ისე იძახდა თითქოს რომელიღაცა ფეხბურთის გუნდს გულშემატკივრობდა.
ცალი თვალით კი ისევ სააბაზანოს უყურებდა-ერთი, ორი,სამი-დაითვალა და ბარათი კარს მოარგო.
ვერასდროს იფიქრებდა მწვანე ფერის დანახვა როდესმე ასე თუ გაახარებდა, ძირს დაყრილ ნივთებს ხელი მოკიდა, ბარათი იქვე დააგდო და სასტუმრო აჩქარებული ნაბიჯებით დატოვა
-ეს რა გავაკეთე?!-შუბლზე ნერვიულად მოისვა ხელი- რა გავაკეთე!- წარმოთქვა აღშფოთებულმა თითქოს წუთის წინ მკვლელობა ჩაედინა. სწრაფად ამოიღო ჩანთიდან ტელეფონი,
ხელის კანკალით გახსნა, კარტა ამოიღო და ნაგვის ყუთში გადააგდო.
მუხლების ტკივილით, სახე დამანჭული ჩამოჯდა იქვე სკამზე და ტელეფონი ჩანთაში ჩააგდო, ამის აწყობის თავი ეხლა ნამდვილად არ ქონდა.
-რა გავაკეთე? ასე რამ გამომაშტერა - ეიფორიიდან ჯერ კიდევ ვერ გამოდიოდა- თავი როგორ დავიმცირე?ვის გამო დავიმცირე? ეს რა გავაკეთე?-ერთი და იგივე კითხვებს უსვამდა თავის თავს და სატირლად ამზადებდა ტუჩებს
-რა მეგონა, ამით მას სამაგიეროს გადავუხდიდი? გაიგე ელენე, ერთხელ და სამუდამოდ შეუშვი მაგ თავში რომ დამთავრდა, მორჩა, არ ადარდებ, აღარ ადარდებ, დამთავრდა, დამთავრდა-გაუმეორე აქოშინებულმა თავის თავს და თვალებზე მომდგარი ცრემლი უკან გაჭირვევით გადააგორა
-ან საერთოდ როდის ვადარდებდი?!-დაამატა ბოლოს ხმის კანკალით, უიმედოდ იმედგაცრუებული მიაშტერდა სივრცეს, მწარე სიმართლე ყოველთვის მტკივნეულია, განსაკუთრებით კი მაშინ როცა ამას  შენს თავს შენთვითონ ეუბნები.
ფეხზე გაჭირვებით წამოდგა, მომავალ სამარშუტო ტაქსს კი ხელი ძალა გამოცლილმა აუწია იმის ნიშნად რომ გაჩერბულიყო

*   *   *  *
ბათუმის სანაპიროზე მშვიდად მისეირნობდა.დეკემბრის სუსხის გამო ოდნავ შეწითლებოდა ცხვირი და ლოყები, სახე კი დაემანჭა საპირისპიროდ მიმართული ქარის გამო.
ზღვის ნაპირზე საშუალო ზომის ნავთან შეჩერდა, მოხუცს თბილად გაუღიმა და სალამის ნიშნად ხელი მაღლა აუწია
-ოოო...ეს ვინ მოსულა!-ღიმილით და ბედბიერი გამომეტყვლებით მიეგება ბერიკაცი გოგონას როგორც ყოველთვის-მოდი შვილო მოდი,გელოდებოდი ვიცოდი რომ დღეს მოხვიდოდი
-რათქმაუნდა მოვიდოდი- სიცილით უპასუხა ელენემ
-მოდი,მოდი-ხელი გაუწოდა და ნავში შესვლაში დაეხმარა ბერიკაცი-შეხედე ეს თევზი დღეს დავიჭირე, ისეთი გემრიელია ჭამით ვერ გაძღები-თქვა და სამი თითი ტუჩებთან მიიტანა-დაჯექი შენ შვილო, დაჯექი
-არ შეწუხდეთ, ცოტა ხნით შემოგიარეთ-უთხრა მორიდებულად
-არ მაწყენინო ელენე, თვეში ერთი ორჯელ მოდიხარ ისედაც მარტო, რას ქვია ცოტა ხნით?- უთხრა ვითომ გაბრაზებულმა
-კარგით კარგით-გაუცინა თბილად გოგონამ.
ამ მოხუცს უკვე ერთი წელია იცნობს, ბერიკაცი თავის უმეტეს დროს ამ ნავში და ზღვის ყურებაში ატარებდა, როგორც თვითონ ამბობს ზღვა მარტოობის გადალახვაში ეხმარება.
როცა ცოლი დაეღუპა ზღვა გახდა მისი ოჯახი.
ელენემ ერთი ღამე ამ ნავზე გაატარა როცა ეგონა რომ არავინ იყო, უბრალოდ შიგნით შევიდა დაჯდა და ზღვის ყურებაში ჩაეძინა.
დილით მოსულ მოხუცს ელენე იქ რომ დახვდა გაეცინა,თევზი შეწვა როგორც ყოველთვის და ახალ გაღვიძებულ სტუმარს თბილად მიესალმა.
მას შემდეგ მოხუცის სანახავად დროის გამონახვას ყოველთვის ცდილობს.
ამ ადამიანთან მოსვლისას ყოველთვის თბილი გარემო ხვდება, სრულიად მშვიდად და დაცულად  გრძნობს თავს. ვერც კი გააცნობიერა როგორ დაიკავა ამ კაცმა მის ცხოვრებაში ერთ ერთი განსაკუთრებული ადგილი, შეიძლება ეს უბრალოდ გულწრფელი ღიმილით და მუდამ თბილი გამომეტყველებით მოახერხა.
მასთან საუბარი შვებას გვრის, ათავისუფლებს ყველაფრისგან,ყველანაირი ცუდი ემოციისგან, თითქოს  ზღვაში ყრის ყველანაირ  ნეგატივს და სრუილიად თავისუფალი უბრუნდება ჩვეულ რუტინას.
-დღეს მეგი და მარი დავინახე- ჩაი მოსვა და ზღვას ნაღვლიანად გახედა
-შენი მეგობრები?- ჩაეკითხა მოხუცი
-ხო... ჩემი მეგობები-ამ სიტყვის წარმოთქმა ყველაზე მეტად გაუჭირდა-ბედნიერები იყვნენ იცი?!-ღიმილით უთხრა ბერიკაცს-მარის ოქროს ბეჭედი უბრწყინავდა არათითზე,როგორც ჩანს დაადგათ საშველი მაგას და ირაკლის- ამ დროს ელენეს გულწრფელმა ღიმილმა გადაკრა სახეზე, ხვდებოდა მოხუციც რომ მათი ბედნიერება ელენესაც უხაროდა. ამას გოგონას ალაპლაპებულ თვალებზე ბრამც  კი შეამჩნევდა
-მეგის ალბათ ისევ არ ყავს არავინ, სულ იწუნებდა ხოლმე ყველა ბიჭს, ამბობდა ვერ ვუგებო-ცოტა ხნით გაჩუნდა-ისევ ერთად არია, სამი წელი გავიდა და ერთნანეთი არ დაუკარგავთ....
ჩემგან განსხვავებით-თქვა და ტუჩის კუთხე ნაღვლიანად ჩატეხა
-არ მიხვედი არაა?-თქვა მოხუცმა თითქოს გულდაწყვეტილმა, ელენემ თავი უარის ნიშნად გააქნია და ნერწყვი მძიმედ გადაყლაპა
-ვერ გავბედე-თვალები წამიერად მაგრად დახუჭა-მათი დანახვისას ადგილზე გავიყინე, ვერ გავიგე რა გამეკეთებინა. ან რა მეთქვა?
"გამარჯობათ მე დავბრუნდი თქო?""
სამი წლის წინ უბრალოდ ავდექი და გავქრი. ასე უცებ როგორ?!.
უბრალოდ როგორ გამოვეცხადო?-თქვა მოღუშულმა
-ვიცი გეშინია შვილო!-უთხრა ბერიკაცმა და მანაც ნაღვლიანად გახედა ზღვას- ჩემი ქალიშვილი იმ კაცს გაყვა ცოლად რომელსაც მე ვუწუნებდი-ელენემ ყურები ცქვიტა და მოხუცს გახედა. იშვიათად ლაპარაკობდა მოხუცი თავის ცხოვრებაზე, ამიტომ ელენე შანსს არ კარგავდა რომ მისთვისაც ისეთივე გულისყურით მოესმინა როგორც მოხუცი უსმენდა მას-
მაშინ ვთვლიდი რომ ის ჩვენი ოჯახის შესაფერისი არ იყო-ცოტა ხნით გაჩუნდა-და მერე გამოვუცხადე რომ ის ჩემი შვილი აღარ იქნებოდა-თვალები დახარა ბერიკაცმა-მას მერე ბევრი წელი გავიდა
-თქვენ?-კითხა განცვიფრებულმა, ვერ იჯერებდა რომ ასეთი თბილი და კეთილი მოხუცი როდესმე ასეთი ფიცხი იქნებოდა
-გიკვირს არა? - ჩაიცინა სევდიანად-ცხოვრება ადამიანს გცვლის, უფროსწორად იძულებულს გხდის რომ შეიცვალო-ცარიელი ჩაის ჭიქა მაგიდაზე დადგა- ძალიან ვნანობ...
მაგრამ მასთან მისვლას ვერ ვბედავ რადგან მეც მეშინია...მეშინია რომ...
-აღარ მიგიღებენ-ელენემ გააწყვეტინა ბერიკაცს ლაპარაკი
-ხო... აღარ მიგიღებენ-გაიმეორა და ორივემ ნაღვლიანად გახედა ჰორიზონტს
კაი ხანი ისხდენ ასე ჩუმად და უკვე მერამდენე ჩაის სვამდნენ თვითონაც არ იციდნენ.
-შვილო-უთხრა მოხუცმა, მარცხენა ხელისგული ხის მაგიდაზე დადო, გოგონას ხელი მოკიდა და მასაც იგივე მოძრაობით ხელის გული  თავისი მტევნის გვერდით დაადებინა-ხედავ ამ ორ ხელს შორის სხვაობას?-კითხა და მოღუშულ გოგონას სევდიანად ახედა-ერთს უკვე დასტყობია ნაოჭები და მისი გზა ნელნელა დასასრულს უახლოვდება, ხოლო მეორე ხელს კიდევ აქვს ბრძოლის და ცხოვრების გაგრძელების საშუალება-უთხა და ხელი გოგონას თეთრ მთრთოლვარე ხელს დაადო-დრო სწრაფად გარბის შვილო, ის შენ არ დაგელოდება, პირიქით მხარი უნდა აუბა და დრო და დრო მასთან ერთად უნდა გაკვალო ყველანაირი დაბრკოლებები. შენ ჩემსავით სულელურად არ მოიქცე, სჯობს მიხვიდე და დაელპარაკო, გაიგებ მაინც რას ფიქრობენ.
თორემ მერე დამიჯერე მთელი ცხოვრება იმაზე ფიქრში გაატარებ ნეტა რომ მივსულიყავი რა მოხდებოდაო-დაასრულა და ელენეს თბილად გაუღიმა.

ირგვლევ გავრცელებულ სიჩუმეს მხოლოდ გოგონას ყურისწამღები ნაბიჯების ხმა არღვევდა, რომელიც აუჩქარებელი ნაბიჯით მიიწევდა წინ ნელ-ნელა, თითქოს დროს წელავდა,ღრმად და ქოშინით სუნთქავდა, უნდოდა რომ ღელვა რამენაირად დაეფარა. ცივი სუსხის გამო ხელები ჯიბეებში ჩაეწყო და ფრჩხილებს ხელის გულებზე ნერვიულად ისობდა.
მაღალი შენობის წინ გაჩერდა, კარგად ახსოვს მეგისა და მარის ჩუმად უკან რომ აედევნა ამ დასახლებამდე მოვიდა.
სადარბაზოში მარჯვენა ფეხი ნელა შედგა, ნერწყვი მძიმედ გადაყლაპარა და გულის ცემამაც იმატა.
ეშინოდა,სხეულში გული უხტოდა, რას იზავენ რომ დაინახავენ? ან კარს რომ გაუღებენ თვითონ ელენე რას ეტყვის, როგორ შეხვდებიან?
შეიძლება საერთოდ კარი ცხირწინ მოუჯახუნონ, ისე რომ სიტყვის თქმაც არ დასცალდეს.
-არა,არა!-თავი გააქნია და თითქოს ამ მოქმედებით უარყოფითი ფიქრები გარშემო გაფანტა-ყველაფერი კარგად იქნება, კარგად! - გამხნევდასავით და კიბეს აუყვა,  ყველაფერი კარგად იქნებოდა,გონებაში ბევრჯერ გაუმეორა თავის თავს რომ მაგრად უნდა მდგარიყო.
ღამ-ღამობით დაწოლისას ბევრჯელ უფიქრია მათთან შეხვდრისას რა მოხდებოდა, რას გააკეთებდა. ძალიან არ უნდოდა მათი დანახვისას ხმა გაბზაროდა და ტირილით ყველაფერი გაეფუჭებინა.
ბოლო კიბის საფეხურიც აიარა და მარცხნივ შეტრიალდა, ნერწყვი ისევ მძიმედ გადაყლაპა, ღრმად ამოისუნთქა და ცალი ხელი კარისკენ გაწია, მაგრამ ჰაერში გაუშეშდა.
-იქნებ არ ღირს?-კითხა თავის თავს ჩუმად-მე ხომ წავედი, ახლა რატომ უნდა დავბრუნდე? ისინი ხომ კარგად არიან, რატომ უნდა გამოვჩნდე კიდევ მათ ცხოვრებაში?-დაასრულა და ხელი ძირს ნელ-ნელა დაუშვა. იქნებ მართლაც ჯობდა მათ ცხოვრებაში აღარ გამოჩენილიყო, მისი წასვლა ხომ მათთვისაც ტრაგედია იყო,
ისევ ხელახლა რატომ უნდა გაეხსნა მათთვის ჭრილობები? რატომ უნდა დაბრუნებულიყო?
-იმიტომ რომ მოგვენატრე!- მოულოდნელად მის უკან გოგონას გაბზარული ხმა გაისმა, ელენემ თავი სწრაფად წამოწია და უკან შეტრიალდა, მის წინ კი მეგი და მარი იდგნენ მოღუშული სახით.
ელენემ ტუჩები ერთმანეთს დააშორა,გული ორმაგად აუფორიაქდა, თითქოს გაყინული წყალი გადაასხეს სახეზეო, ერთ ადგილას მიიყინა.
გაშეშებული აწყლიანებული თვალებით ისე უყურებდა ორ სილუეტს თითქოს მის წინ ადამიანები კი არა მოჩვენებები ყოფილიყვნენ
-აქამდე მოხვედი და შენ ისევ წასვლაზე ფიქრობ?-კითხა აწყლიანებული გაოგნებული  თვალებით მარიმ
-მარი!-მისი სახელი ენის ბორძიკით წარმოთქვა, ცალი თვალიდან ცრემლი გადმოუგორდა, თავი დახარა და ნელი მოძრაობით თვალი მეორე სილუეტისკენ გააპარა
-მეგი! - ქერა თმიანი გოგონასკენ ნელა გაიხედა.
არა ახლა არ იტირებს!არ იტირებს!ამის დრო არ არის! არა ელე არა!
მაგრამ...
თვალები მაგრად დახუჭა და ბაგეებიდან გულის ჩამწყვეტი კვნესა ამოუშვა ,არა და რამდენჯერ უთხრა თავის თავს რომ არ უნდა ეტირა, სისუსტე არ უნდა გამოეჩინა, უბრალოდ მშვიდად უნდა ელაპარაკა მათთან და ყველაფერი აეხსნა, მაგრამ...
-ელეე...- ამოიხავლა ორივემ და ელენესკენ გაიწიეს, მკლავში სტაცეს ხელი და თავისკენ მიიზიდეს.
-ისე მოგვენატრე- წარმოთქვა კრუსუნით მეგიმ, შუაში მოგცეულ გოგონას ისეთი სიძლიერით იკრავდნენ, თითქოს ვინმე წართმევას უპირებდესო. ელენეს თავალები მაგრად ჰქონდა დახუჭული და ვერ იჯერებდა რომ ეს მართლა ხდებოდა.
როგორ იფიქრა საერთოდ რომ ისინი მას ხელს ჰკრავდნენ, მეგი და მარი ხომ ერთ დროს ელენეს განუყოფელნი, ისინი მისი სულის ნაწილი იყვნენ, ერთმანეთის მესაიდუმლეები და დამცველები. საიდან მოიტანა ან ერთი წუთით გულში მაინც როგორ გაივლო რომ ისინი მას კარს ცხვირწინ მოუხურავდნენ.
სადარბაზოს გამაყრუებელ სიჩუმეს მხოლოდ სამი ახალგაზრდა გოგონას ბედნიერებისგან დახშული  კვნესის ხმა არღვევდა.

* * *

-როგორ სხვანაირი ხარ?-უთხრა აღტაცებით მეგიმ- ძალიან გალამაზდი
-შენც ძალიან გალამაზდი-უთხრა სიცილით ელენემ
-არა არა მართლა ძალიან ლამაზი ხარ-ხელისგულებზე ნიკაპი ჩამოდო და ელენეს გაშტერებული ღიმილით მიშტერებოდა.
-ელე ხომ არ გიკვირს?-სამზარეულოდან სამი ყავის ფინჯნით ხელებ დამშვენებული გამოვიდა მარი და ელენეს შეხედა- ეს ისევ ისეთი გონება დაქვითებულია-თქვა სიცილით და ფინჯნები მაგიდაზე დააწყო
-ეს კი ჩემი გაკრიტიკების მეტს ისევ არაფერს აკეთებს-თვალები გადაატრიალა მეგიმ და ყავის ფინჯანს დაწვდა
მეგის უცნაურ აზროვნებასა და ფრაზებზე ყოველთვის "ეს რა არსებაა?!" სახეს იჭერდნენ და ეცუღლუტრბოდნენ. მუდამ ისეთ სისულელეს იტყოდა რომ გაკვირვებისგან თვალები ძირს დაგრჩებოდა, ამის გამო მეგის და მარის კინკლაობა ხშირად მოსდიოდათ, ელენე  კი მათ შორის ფარის ფუნქციას ითვისებდა.
ელენეს მშვიდად გაეღიმა
ამ ადამიანებთა  გატარებული ყველა მხიარული მოგონება ამოუტივტივდა გონებაში და გაბადრულმა გახედა მოკისკისე მარის და დაბღვერილ მეგის.
-ელე რას შვრები?როგორ ხარ, როგორ ცხოვრობ?-მარის გამოხტომა დააიგნორა და ჰკითხა ინტერესით მეგიმ, ძალიან აინტერესბდა ორივეს მის ცხოვრებაში მომხდარი სამი წლის წინანდელი მოვლენის მერე როგორ განვითარდა მისი ცხოვრება
-კარგად ვარ მეგი- გაიღიმა სასიამოვნოდ-ძველ უბანში სახლი გავყიდე და ზღვასთან ახლოს ვიყიდე ბინა, ნორმალური სამუშაოც ვიშოვე, ახლა კი თქვენც ჩემთან ხართ, ეს კი ჩემს კარგად ყოფნას უფრო სრულყოფილს ხდის-მშვიდად გაიღიმა, ორივეს ხელი მხარზე გადახვია და თავისთან მიიხუტა.
-აიიი...- ამოიკრუსუნა ბედნიერმა მარიმ და ელენეს ლოყაზე ხმაურით აკოცა- რომ იცოდე როგორ მოგვენატრე, რა აღარ ვცადეთ, რა გზა აღარ მოვნახეთ რომ დაგკავშირებოდით მაგრამ ვერაა...-თქვა და ხელები ჰაერში გაშალა-თითქოს გაქრი, აორთქლი
-ვიცი, ვიცი-თქვა და ღრმად ამოისუნთქა-უბრალოდ მაშინ თავგზა ამებნა, ყველაფერს მინდოდა გავქცეოდი, ბევრი დრო დამჭირდა რომ ყველაფერს შევგუებოდი-თავი უკან მოწყვეტით გადააქნია და სახეზე ხელი მოისვა
-ჩემო საყვარელო-უთხრა მეგიმ და მხარზე ხელი მოუსვა-რაც მთავარია ახლა მშვენივრად ხარ...ისე რაც დაშორდი აღარ გინახია?
-მეგიი!- შეუღრინა მარიმ გაბრაზებულმა,იცოდნენ რომ ამ თემაზე საუბარი არ სიამოვნებდა ელენეს მაგრამ როგორც ყოველთვის მეგის ტვინზე წინ ხომ ენა უჭრიდა
-თქვენ რას შვრებით?- სხვა თემაზე საუბრის გადატანის მიზნით მარის გახედა და არათითზე გაკეთებული ბეჭდისკენ თვალით ანიშნა
-ოოო სანამ შენ აქ არ იყავი ეს ქალბატონი დაქორწინდა და მგონი ფეხმძიმედაც არის-თქვა და მარის თვალი ჩაუკრა
-ღადაობ?- ელენე პირდაღებული წამოიწია წინ, არა კი იცოდა რომ დაქორწინებული იქნებოდა მაგრამ ფეხმძიმობას მართლა ვერ წარმოიდგენდა. ფინჯანი მაგიდაზე დადო და მარის თვალებ აციმციმებული მიუბრუნდა
-არა!-თქვა და თავი თვალებ მოჭუტული მეგობრებისკე გააპარა- უფროსწორად არ ვიცი, ამას წინებზე რამდენჯერმე გული ამერია და ცუდად გავხდი...
-აააა... რა მაგარია მარი...-აღტაცებით წარმოთქვა ელენემ და ტაში სიხარულისგან რამდენჯერმე შემოკრა
-კარგით რა ეს სულაც არ ნიშნავს იმას რომ ფეხმძიმედ ვარ!
-ხედავ?-თავალებ მიბნედილმა გადახედა მეგიმ ელენეს-თვითონაც დარწმუნებულია რომ ორსულად არის, მაგრამ ჩვენგან განუწყვეტლივ იმის თქმა რომ ფეხმძიმედაა უფრო სიამოვნებს-თქვა და მობეზრებულად ამოიხავლა
-გაა**ი მეგი-დაიღრინა მარიმ და ბალიში პირდაპირ თავში გაუქანა. ელენეს ბაგეებიდან სიცილი წასკდა და გაბუტულ მეგის მიაჩერდა რომელიც მარის მკვლელი გამომეტყველებით უყურებდა
-ღმერთო როგორ მომენატრეთ რაა...- ამოიკრუსუნა ელენემ და თავი ხელებში ჩამალა
-ელე! დამიჯერე რა დროც დავკარგეთ იმას ერთ კვირაში ავინაზღაურებთ- თქვა სიცილით მეგიმ და ელენეს მაგრათ ჩაეხუტა.

იმ დღისით მეგისთან დარჩნენ ორივე,მარიმ თავის ქმარს დაურეკა, უთხრა რაც მოხდა და ელენეს დაპირდა რომ ირაკლისაც გააცნობდა.
კარგად ახსოვთ ადრე როგორ უნდოდა ელენეს მარის შეყვარებულის გაცნობა მაგრამ ვერასდროს ვერაფრით ვერ ახერხებდა. ახლა კი არ სჯეროდა რომ მისი საუკეთესო მეგობრები მათთან იყვნენ, მარის მეუღლეს გაიცნობდა და საერთოდ ყველაფერი ისევ ძველებურათ იქნებოდა, უფრო სწორად ყველაფერი იმაზე კარგად იქნებოდა ვიდრე ადრე იყო.

***
-ელე!- ხელი დაარტყა მარიმ მეგობარს და დახლთან მდგარი მეგისკენ მიანიშნა რომელიც მიმტანს დაღლილი მზერით ელოდებოდა თუ როდის მიაწვდიდნენ შეკვეთილ ყავას
-იმ ბიჭს შეხედე მეგის როგორ უყურებს- დაიფხუკუნა და ახლა ქერა ბიჭისკენ გადაიტანა ყურადღება.
როგორც იქნა მეგის თავისი შეკვეთილი სამი ფინჯანი ყავა მიაწოდეს, ის-ისაა უნდა შემოტრიალებულიყო წინ ქერა ბიჭის სილუეტი რომ აესვეტა და გოგონა მთლიანად გადაფარა. მეგისი არ იყოს, ელენეს და მარისაც კი სუნთქვა შეეკრათ, თავალები ჭყიტეს და ოდნავ წინ გადაიწივნენ.
ეგონათ ახლა რაღაც თავბრუ დამხვევს ეტყოდა მეგის ისეთს რომ სამივე იქვე დადნებოდნენ მაგრამ...
-გამარჯობა ტკბილო!-ნაზი ბროლის ხმა მისწვდა უცბად გოგონების ყურებს, ელენეს და მარის უცბად ისეთი სიცილი წასკდათ რომ ყველამ მათკენ გადაიტანა ყურადღება.
სირცხვილისგან და სიცილისგან დაწითლებულ სახეზე ხელი აიფარეს და მეგის ცერა თითით ანიშნეს სასაცილოდ "მაგარი ბიჭია მიდი მიაწექიო ".
-ღმერთო...-ამოიღმინა ცალყბად დაღმეჭილმა და ბიჭს დაჭყეტილი თვალებით მიშტერებოდა
-შეიძლება გავიცნოთ?- უკან სიცილით გადაბჟირებულმა გოგონებმა ერთმანეთს გადახედეს
-გოგო- თვალებ აცრემლიანებული ელენე მარის მიუბრუნდა -ჩქარე გავიდეთ აქედან სანამ ეს ბიჭი "ლამასოებზე" გადასულა - სიცილით დაკრუნჩხულები წამოდგნენ, ორივე დახლთან მივიდნენ და გაურკვევლობაში მყოფ მეგის მკლავში ხელი ჩაავლეს
-მოიცა სად მიდიხართ?!- მიაძახა კარს მიახლოებულ გოგონებს ქერა თმიანმა
-ოღონდაც აღარაფერი თქვა რა...- დაკლაკნილმა მარიმ მიაძახა და სიცილისგან წამოსული ცრემლები მკლავით შეიმშრალა.
კაფე სწრაფი ნაბიჯით დატოვეს და გზას გაუყვნენ
-ღმერთოო...- ამოიღნავლა მეგიმ- არა და იმ ყავას რამდენიხანი ველოდებოდი
-სხვაგან შევალთ-უთხრა ელენემ, მეგის შეხედა წამიერად და სიცილი კვლავ წასკა ტუჩებიდან, რაზეც რათქმაუნდა მარიც აყვა
-ჰაჰაჰა! იცინეთ ხო იცინეთ სასაცილოა- წარბებშეჭმუხნულმა გახედა გზას- ყველა ჭკუანაკლული მე როგორ უნდა მეკიდებოდეს?
-აბა შენ სხვანაირს ვერ მიიზიდავ და...- თქვა მარიმ და პირდაღებულ ელენეს გახედა.
-ღმერთო ამათ ოღონდ ღადაობის საბაბი მიეცი- ხელებ გადაჯვარედინებულმა ახედა ცას, თითქოს მართლა ელაპარაკებოდესო იქ ვინმეს
-აუ მეგიი მაგარი გაგიძრო იმ ბიჭმა აღიარე რაა-ელენეს სიცილისგან ხმა ქონდა შეცვლილი და მუცელზე ხელს იჭერდა, აშკარა იყო ამდენი სიცილისგან მუცელში ყველაფერი დაეჭიმებოდა.
-ეს ნოეს უნდა მოვუყვეთ-თქვა მარიმ კისკისით
-რა ნოე?-შუბლშეკრულმა გადმოხედა მარის და მეგის როცა უსიამობნოდ და ბუნდოვნად გაახსენდა სახელი "ნოე". იმ ამბის შემდეგ ეცადა რომ ყველაფერი დაევიწყებინა, მაგარამ ახლა ნაცნობი სახელის გახსენებისას საშინლად შეაჟრჟოლა გოგონას.
-წამო აი ამ კაფეში შევიდეთ და მოგიყვებით ყველაფერს- თავლებ აციმციმებულმა უთხრა მეგიმ და მოპირდაპირე გზაზე გადაირბინეს
-მოკლედ!-დაიწყო მარიმ მაგიდაზე დასხდომის თანავე-მეგის შეყვარებული ყავს-დაასრულა მოკლედ და გაკვირვებისგან წარბებ აწკეპილ ელენეს შეხედა
-ღადაობს არაა?!- ახლა მეგის მიუტრუალდა
-არა ელე!-ყურებამდე გაკრეჭილმა შეხედა გოგონას-მართლა შეყვრებული ვარ-დაასრულა და თვალები სასიამოვნოდ მინაბა
--რას ამბობ? ეს რა მაგარი ამბავია-გახარებულმა და სასიამოვნოდ გაკვირვებულმა გაიღიმა და ხელები მაგიდაზე დააწყო-რამდენი ხანია? აქამდე რატომ არ მითხარით?
-აუ გოგო რავი, ისე გამიხარდა შენი ნახვაც არც გამხსენებია, ერთი წელია თითქმის უკვე ერთად ვართ
-ღმერთო ეს მართლა შეყვარებულია?-იკითხა სიცილით ელენემ
-კი,კი მე დღემდე მიკვირს მაგრამ ფაქტი სახეზეა-თქვა და მეგის აციმციმებულ თავალებზე დაუსვა ხელი.
ეს მათთვის მართლაც გამაოგნებელი და სასიხარულო ამბავი იყო რადგან მეგის რთული და უცნაური ხასიათიდან გამომდინარე არასდროს მოსწონდა ბიჭებთან ურთიერთობა, ხანდახან გოგონებს მის ორიენტაციაშიც კი ეპარებოდათ ეჭვი. ბიჭთან ყველაზე გრძელი ერთთვიანი ურთიერთობა ჰქონია.
მერე კი იტყოდა ხოლმე რომ ვერ უგებდა და შორდებოდა.
ახლა კი ელენე მეგის აციმციმებულ და ალაპალაპებულ თავალებს რომ უყურებდა ხვდებოდა რომ ეს სულაც არ იყო მეგის მორიგი გატაცება, ის მართლაც შეყვარებული იყო.
-აუ ელე მართლა ძაან მიყვარს!მართლა. ასეთი რამ არასდროს მიგვრძვნია გეფიცები ეს მართლა სიყვარულია! სიყვარული-აღტაცებით იმეორებდა ერთი და იგივეს
- ღმერთო როგორ მიხარია მეგი- მეგობრის ბედნიერებისგან თვითონაც გაბედნიერებულმა ხელები დაუსვა ლოყაზე და თბილად გაუღიმა
-იქეთ კვირას ირაკლი ხომ უნდა გაიცნო, ხო და ნოესაც  გაგაცნობ ბარემ-თქვა და ტაში შემოკრა
-აბა რა უნდა ქნა ადამიანო, უნდა გამაცნო! ერთი უნდა გავიგო ვინ გადარია ჩემი გოგოები ასე-თქვა და აკისკისებულ მეგობარს კიდევ ერთხელ გაუღიმა თბილად.

სანაპიროზე გაბედული ლაღი ნაბიჯებით მისეირნობდა, მიუხედავად საშინელი ყინვისა კბილები სიხარულისგან ყურებამდე დაღრიჭა და თვალებ მოჭუტული ნავს მიუახლოვდა
-გამარჯობათ-შეუყვირა ელენემ და ჩაფიქრებული მოხუცი ადგილზე შეაბარბაცა
-ელენე!-ამოიგმინა სიცილით ბერიკაცმა-შემაშინე! როგორ ხარ შვილო?-თბილად მოიკითხა და ხელით ანიშნა მის გვერდით დამჯდარიყო
-ძალიან კარგად ვარ! ასე კარგად დიდი ხანია არ ვყოფილვარ- სიხარულით მიუგო ელენემ და წინ ფერად ყუთში შეფუთული საჩუქარი გაუწოდა-ეს გამომართვით
-ეს რა არის შვილო?-იკითხა ცოტა გაკვირვებულმა
-ახალი წელი მოდის-თბილი ღიმილით წარბები მაღლა აუწია-მართალია ჯერ ადრეა, მაგრამ საჩუქარი ხომ უნდა გაჩუქოთ, სხვა თუ არაფერი თქვენი წყალობით გავბედე და მეგობრების სანახავად მივედი და აბა თუ გამოიცნობთ რა მოხდა?-საჩუქარი მაგიდაზე დადო, ხელები დოინჯით შემოირტყა და მოხუცს მოჭუტული თვალით გახედა
-ბერიკაცმა გოგონას შემხედვარემ სიცილი ვეღარ შეიკავა
-ჩემო შვილო ამას შენი თვალების შემხედვარე ბრმაც კი მშვენივრად გამოიცნობდა-თქვა მშვიდი ღიმილით. ელენემ კმაყოფილმა გადაიკისკისა
- საჩუქარი გახსენით, დიდი იმედი მაქვს რომ მოგეწონებათ-თვალებ აციმციმებულმა მიუთითა ყუთისკენ
-აჰ! კარგი- თქვა ღიმილით და ყუთისკენ წაიღო ხელი,ცოტა ხნით გაჩერდა და ელენეს დაეჭვებით კითხა-ბომბი ხომ არ დევს?-თქვა და გოგონას მოხუცის კეთილ იუმორზე მორიდებით გაეცინა.
ქაღალდი ნელა შემოახია ყუთს და გვერდით გადადო, საჩუქარი გახსნა და იქიდან ახლთახალი თევზ-საჭერი ანკესი ამოიღო. გოგონა ხედავდა ბერიკაცი  მოძველებული ანკესით როგორ ცდილობდა ხოლმე თევზის დაჭერას და იფიქრა რომ ეს ყველაზე კარგი საჩუქარი იქნებოდა კაცისთვის რომელიც  თითქმის მთელ თავის დროს ზღვაში ატარებდა.
-ელენე!-აღმოხდა კაცს წვერით დაფარული ბაგეებიდან- შვილო! მადლობა მაგრამ ეს ძალიან ძვირფასია და...
-არავითარი მაგრამ-გააწყვეტინა გოგონამ-ძალიან მეწყინება თუ არ აიღებთ, თქვენ ამ ანკესზე ბევრათ ძვირფასი ადამიანი ხართ-დაბერებულ დანაოჭებულ ხელზე, თავისი სიფრიფანა ნაზი  ხელი შეახო ელენემ და თბილად გაუღიმა.
კაცის აწყლიანებულ თვალებში ნათლად ირეკლებოდა რომ ელენეს საჩუქარმა მასზე ძლიერ იმოქმედა.
ეს არ იყო უბრალოდ ანკესი, ამ საჩუქარში გოგონას ყურადღება და მთელი სიყვარული ინახებოდა, რაც მოხუცისთვის ბევრად მეტს ნიშნავდა ვიდრე უბრალოდ ანკესი. მოხუცს გოგონას ყურადღებიან საქციელზე დანაოჭებულ და წვერით დაფარულ სახეზე დადარდიანებული ღიმილი მოეფინა.
ელენეს არაფერი აღარ უთქვამს ხვდებოდა კაცის გულის სატკივარს, ეს გულის სატკივარი კი მისი ქალიშვილი იყო. იცოდა რომ ბერიკაცი  ყველაფერს გაიღებდა ოღონდ ახლა ელენეს ნაცვლად აი ამ სკამზე მისი ერთადერთი ქალიშვილი მჯდარიყო.
-ჩაის ხომ დალევ შვილო?-ღიმილით ოდნავ ნელა ამოიხვნეშა და გოგონას ჰკითხა
-რათქმა უნდა დავლევ-ასევე თბილად გაუღიმა ელენემ და ზღვას მანაც მშვიდად გახედა.
-მეგობრების ახლოს ყოფნა მოგიხდა-უთხრა მოხუცმა და თვალებზე ნაოჭები დაემჩნია ოდნავი გაღიმებისას
-დიახ ნამდვილად! თქვენ რომ არა ალბათ ამას ვერასდროს გავბედავდი-თქვა ელენემ და ჩაი მაგიდაზე დააბრუნა, ცოტახნით უყურა მოხუცის პროფილს, რომლის თვალებიც როგორც ყოველთვის ზღვას გასქეროდა, ვერ ბედავდა წამოეწყო თუ არა ამ თემაზე საუბარი.
ცოტა ხნით კიდევ იტრიალა ერთ ადგილას და მოხუცს გაბედულად შეხედა
-ახლა კი მე მინდა რომ იგივე გაგიმეოროთ-მისკენ დაიხარა და მორიდებით შეხედა-ახლა თქვენ გადადგით პირველი ნაბიჯი, დაძლიეთ ეს შიში, იქნებ მასაც ეშინია... ეშინია იმის რომ თქვენ ისევ უარს ეტყვით-მოხუცმა გოგონას თვალებში შეხედა და თავი ნაღვლიანად ძირს დახარა
-ხომ ჯობია გაიგოთ რას ფიქრობს თქვენი ქალიშვილი, ვიდრე დარჩენილი ცხოვრება ისევ იმაზე ფიქრში გაატაროთ "რომ მივსულიყავი რა მოხდებოდაო?!"- ჩანთას ხელი მოკიდა,
მოხუცს თბილად და იმედიანად გაუღიმა და ნავიდან ნელი ნაბიჯებით გავიდა გარეთ.

*****
-ელენეე...- დაიკნავლა ყურმილში თვალებ გადატრიალებულმა მარიმ
-მარი გზაში ვარ გეფიცები 10წუთში მანდ ვიქნები-მიაყარა უცბად ელენემ ხელების ქნევით
-ყოჩაღ შენ რა... ამ დროს დაგვიანება დროული იყო, მარტო შენ თუ მოახერხებდი ამას-უთხრა ოდნავ ნაწყენმა
-მარიკო ჩემო ლამაზო-წაეპირფერა  ელენე ეშმაკურად- ხომ იცი როგორი სამსახური მაქვს მართლა ვერ მოვახერხე დროულად გამოსვლა
-ოჰ! ვერ მოახერხა-უთხრა ღიმილ შეპარულმა გოგონამ-კაი მიდი ეხლა და მაგ მძღოლს უთხარი მალე იაროს
-კაი კაი-უპასუხა სიცილით ელენემ, ტელეფონი გათიშა და სავარძელს თავი მიაყრდნო.
როგორ დააგვიანა, არა და დღეს დაგვიანება როგორ შეიძლებოდა.
დღეს ხომ მარის ქმარი და მეგის შეყვარებული უნდა გაეცნო.
როგორ აჟიტირებული ელოდებოდა ამ დღეს.
მთელი კვირა ტანსაცმლის შერჩევას მოანდომა, უნდოდა რომ მათი საყვარელი ხალხის წინაშე უნაკლოდ წარსდგენილიყო.
მაგრამ უნაკლოდ წარსდგენა როგორც ჩანს არ გამოუვიდოდა,
არა და როგორი მუდარით სთხოვა თავის უფროსს რომ დღეს ადრე გაენთავისუფლებინა, მაგრამ ღიპიანმა და გაქსუებულმა კაცმა ოთახიდან ყურებ ჩამოყრილი გამოისტუმრა.
ტაქსი ერთ-ერთი კლუბის წინ გაჩერდა, ელენემ თანხა გადიხადა და მანქანიდან გადავიდა.
კლასიკური შავი შარვალი შეისწორა და შენობაში შევიდა.
ჩვეულებრივი დაწესებულებებისგან განსხვავებით ეს ადგილი ძალიან მყუდრო იყო, გამაყრუებელი ზუზუნის ნაცვლად ყურებში სასიამოვნოდ ჩაგესმოდა მშვიდი მუსიკის ჰანგები. ნამდვილად სწორად შეურჩევიათ ადგილი.
გოგოების მოძებნა არ გაჭირვებია, მარტივად შეამჩნია კუთხეში მოკალათებული მეგობრები და ხელის აწევით ანიშნა მოვედიო.
-გამარჯობათ-მაგიდას მიუახლოვდა და მორიდებით გაიღიმა
-ელე მოდი-უთხრა მხიარულად მარიმ და გადაეხვია-გაიცანი ეს ირაკლია, ირაკლი ეს ელენეა
-როგორც იქნა-თქვა ირაკლიმ სიცილით- მეღირსა შენი გაცნობა-უთხრა და ელენეს ხელი ჩამოართვა-ძალიამ გამიხარდა
-კი! მეც ძალიან გამიხარხა-უთხრა ელენემ ახლა უკვე გაბედულად და მხიარულმა-ვერ წარმოიდგენ რამდენი ხანია შენი გაცნობა მინდა
-შენი გაცნობა მეც ძალიან მინდოდა, მარი ყოველთვის ისე გახასიათებდა რომ ძალიან დიდი სურვილი გამიჩნდა გამეცანი-თქვა და მეგობრულად ძალიან თბილად გაუღიმა.
ირაკლი ნამდვილად ძალიან თავაზიანი და მხიარული ბიჭი იყო, ზუსტად ისეთი როგორიც მარის შეეფერებოდა
-მარი რა თავაზიანი მეუღლე გყავს-თვალებ მოჭუტული მიუბრუნდა თავის მეგობარს. შემდეგ კი მეგის გახედა-მეგი შენ სატრფოს ვერ ვხედავ- თქვა და იქეთ-აქეთ
მიიხედ-მოიხედა
-წეღან გავიდა ცოტა ხნით და... აი აი მოვიდა-თქვა გახარებულმა და ზურგს უკან ვიღაცას მხიარულად ანიშნა მასთან მისულიყო.
-გაიცანი ეს ნოეა-უთხრა და თვალებით მის უკან მდგარ ბიჭზე მიუთითა.
ელენემ ღიმილით თავი უკან მიატრიალა და გონებაში ოდნავ თითქმის დავიწყებული სილიეტის  დანახვისას ღიმილი სახეხე შეაშრა.
-ნოე ეს კი ელენეა-თქვა მეგიმ და ორივეს გადმოხედა.
-ძალიან სასიამოვნოა-უთხრა მამაკაცმა და ოდნავი შეპარული ღიმილით მარჯვენა ხელი გაუწოდა გოგონას.
ელენე თვალებში გაშტერებით აცქერდებოდა. ეს ის მამაკაცი იყო რომელსაც ორი წლის წინ თავი შესთავაზა
სხეული ადგილზე მიეყინა, ვერ გაეგო რა გაეკეთებინა.
"გავიქცევი" გაულევა სადრაც გონებაში
"რა ნიჭიერი ხარ ელენე, კიდევ დაიარებიან დედამიწაზე შენნაირი ჭკვიანები?"
ასე დიდხანს დგომა გოგონების დაეჭვებას გამოიწვევდა ამიტომ ნერვიული მდვონარეობა ოდნავი ღიმილით გადაფარა და უხერხულობის თავიდან ასაცილებლად მამაკაცს ხელი მორიდებით გაუწოდა
-ჩემთვისაც-ენის ბორძიკით მიუგო და გაწვდილი ხელი მამაკაცის დიდ მკლავებს შეაგება.
კაცის შეხებამ მასში უსიამოვნო გრძნობა გამოიწვია, გაახსენდა ნოეს შეხება მის ლავიწებზე და ხელი სწრაფად მოაცილა. თვალები აარიდა და ნერწყვი მძიმედ გადაყლაპა.
-დავსხდეთ არა?-იკითხა მარიმ
-კი დავსხდეთ-თქვა ნოემ და ელენეს ღიმილით,
ხელით ანიშნა რომ მარის გვერდით დამჯდარიყო, შემდეგ კი მეგის მოხვია წელზე ხელი და მათ წინ ადგილი დაიკავა.
-ნოე ეს ის ელენეა რომ გიყვებოდით, ჩვენი ყველაზე ტკბილი მეგობარი-თქვა და გოგონას თბილად შეხედა.
ელენემ გოგონას ოდნავ გაუღიმა და თავი გვერდით გააბრუნა,
ცდილობდა ნოესთვის არ შეეხედა, უხერხულობისგან სად წასულიყო აღარ იცოდა.
ვერ იჯერებდა რომ საღამო რომელსაც ასე მოუთმენლად და აღტაცებით ელოდებოდა აქედან გაქცევის სურვილს გაუჩენდა,
მიუხედავად იმისა რომ მამაკაცი საერთოდ არაფერს იმჩნევდა და არც არაფერს აგრძნობინებდა.
-კიდევ ერთხელ ძალიან სასიამოვნოა შენი გაცნობა-ისევ გაუმეორა ელენეს და გაუღიმა. გოგონამ ოდნავი შეპარვით თავი დაუქნია,ყელზე ნერვიულად ხელი მოისვა და ისევ გვერდით გაიხედა
"რას აკეთებს? რატომ თვალთმაქცობს? იქნებ აღარ ვახსოვარ?"...
გაიფიქრა გონებაში.
იქნებ და მართლაც აღარ ახსოვდა,
"პატარა ბავშვი ხომ არ არის რომ დავვიწყებოდი"... უთხრა თავის თავს პესიმისტურად განწყობილმა.
"მაგრამ მისი გამოწვდილი ხელი? ღიმილი და ჩვეულებრივი მდგომარეობა რას მივაწერო?" არ ასვენებდა გონება.
და იქნებ მართლაც აღარ ახსოვდა...
მას შემდეგ ხომ ორი წელი გავიდა. მართალია ორი წელი დიდი დრო არ არის მაგრამ ამ ორი წლის განმავლობაში ელენეც ხომ შეიცვალა
"ამ ორი წლის განმავლობაში ხასიათი და ცხოვრების სტილი შემეცვალა, სახეზე დეფორმაცია კი არ განმიცდია" თავს უფრო მეტად უჩენდა პრობლემებს.
მაგრამ თუ ახსოვს, ელენეს რატომ არაფერს აგრძნობინებდა? ლაპარაკის დროს არც  ნამიოკებს ურტყავდა, არც მლიქვნელურად უცინოდა და საერთოდ მთელი ამ დროის განმავლობაში მისთვის ზედმტად არც კი შეუხედავს, რაზეც ელენეზე ვერ ვიტყოდი.
მთელი დროის განმავლობაში თითქოს მათთან არც იყო. ფიქრებით გატაცებული, ანერვიულებული და გაურკვევლობაში მყოფი ადგილზე ვერ ჩერდებოდა, გამუდმებით ნოეს გადახედავდა ხოლმე რომ მის ნაკვთებში რაიმე დაეჭირა.
თვითონაც არ იცოდა რის დაჭერას ცდილობდა ან რა არ ასვენებდა.
არა და მისთვის ხომ უკეთესია  ნეოს თუ მართლაც არაფერი ემახსოვრებოდა.
-აუ ელე...-სიცილით დაიძახა მარიმ და გოგონაც გაურკვეველი ბურუსიდან  გამოაცოცხლა-გახსოვს მეგი ერთ ბიჭს რომ მოწონდა-გაახსენა ელენეს ძველი დროის კურიოზი და შემდეგ ნოეს და ირაკლის მიუბრუნდა-ორი კვირა ქონდათ ურთიერთობა და მეგიმ რომ უთხრა გშორდებიო ბიჭს კინაღამ კლინიკური შეტევა დაემართა-თქვა და გაიცინა-ელე გახსოვს მერე რა გააკეთა მეგიმ?
-აუ კარგით ეხლა რაა...-თქვა გაბუსხულმა გოგონამ
-მეორე დღეს გვეუბნება მომენატრა შერიგება მინდაო-მეგის სახე დააიგნორა  ელენემ და სიცილით უთხრა ირაკლის. ნეოს მზერის დანახვას თვალს არიდებდა და ცოტა ხასიათზე მოსვლასაც ცდილობდა სანამ ვინმე შეამჩნევდა და უხასიათობის მიზეზს კითხავდა. მითუმეტეს როცა რწმუნდებოდა იმაში რომ მამაკაცს იგი ნამდვილად აღარ ახსოვდა
-კი! კი-გადაიკისკისა მარიმ-მერე რა გააკეთა კიდე ელენე თქვი რა...-სიცილისგან ხმა შეცვლილმა სთხოვა  ელენეს
-შეურიგდა ის ბიჭი და ზუსტად მესამე დღეს ისევ დაშორდა მიზეზით "ვერ ვეგუებიო"-თქვა ელენემ ცოტა მხიარულად და მარის სიცილში ირაკლიც აყვა. ნოემ კი ოდნავ შესამჩნევად გაიღიმა
-ვაიმეეე...- ამოიოხრა მეგიმ- ეს თემა არასდროს დაავიწყდებათ ამათ
-ნოე ძმა შენთან არაფერი უქნია მასეთი?- კითხა სიცილით ირაკლიმ
-რავი არაა...- მხრები აიჩეჩა მამაკაცმა- მაგრამ ჩემი გაცნობის გეგმა კი შეიმუშავა მაგრად- დაასრულა ოდნავ სიცილით და მეგის მტკივნეული ხელი მოხვდა მხარზე.
-რა სისულელეა- პირი გააღო უკმაყოფილოდ
-ხო არაა... მე ვიყავი კლუბში წვენის ჭიქა რამდენჯერმე ვითომ "შემთხვევით" რომ გადამასხი-უთხა ნოემ და თვალები ოდნავ მოჭუტა-იმდენი ქნა თავი კლუბში კი არა საცურაო აუზზე მეგონა
მეგიმ რაღაცის სათქმელად პირი გააღო, მაგრამ თავის გასამართლებლად რომ ვერაფერი მოიფიქრა ფარხმალი დაყარა და გაბუტულმა ხელები გადაიჯვარედინა. ნოეს ოდნავ გაეცინა, მეგის მხარზე ხელი მოხვია და ლოყაზე ნაზად აკოცა
-საზიზღრები ხართ- ამოილუღლუღა ნოეს მკლავებში მოქცეულმა
"ნუთუ მართლა არ ვახსოვარ".....
გაიფიქრე ელენემ თავისთვის
"რომ ვახსოვდე ქცევებზე, მიმიკაზე ხომ შეეტყობოდა რამე, ამას მე ხომ აუცილებლად შევამჩნევდი?"...
ელენეს ფიქრები თავისუფლად ყოფნის საშუალებას არ აძლევდა, მიუხედავად იმისა რომ ოდნავ გულზე მოეშვა ის რომ ნოეს არაფერი ახსოვდა რაღაცა მაინც არ ასვენებდა, ეს რაღაც კი ამ მამაკაცის მიმართ გამოწვეული დისკომფორტი იყო.
-დავიშალოთ არა ხალხო- თქვა მეგიმ უკვე რამდენიმე მხიარული დიალოგის შემდეგ.
ელენე კი დაიფიცებდა რომ მთელი ამ დროის განმავლობაში რაც ამ გოგოს იცნობდა ასეთი ჭკვიანური და სასიამოვნო ჯერ  არაფერი უთქვამს.
-კი დავიშალოთ თორე გვიანია უკვე, ხვალ სამსახური მაქვს-დაეთანხმა  ირაკლიც
-ელე სახლში ჩვენ გაგიყვანთ-უთხრა მარიმ
-არა ჩვენ გავიყვანთ სახლში-ჩაეკვეხა მეგი-ელენეს ქუჩის გავლით უნდა წავიდეთ ჩვენც და თქვენ ტყუილად  რატომ უნდა იწვალოთ?- უთხრა მხიარულად გოგონამ და ელენეს ხელი მოკიდა
-კაი მაშინ - დათანხმდა მარიც და ელენემ მეგის სიჭკვიანეზე რაღაც რომ იფიქრა წამის წინ  ყველაფერი უკან წაიღო.
მარის და ირაკლის სამივე დაემშვიდობა. მეგიმ ნოეს ელენეს მისამართი უკარნახა და უკან სავარძელზე კომფორტულად  მოთავსდნენ.
მთელი გზა ხმა არც ერთს არ ამოუღია, მეგის ელენეს მხარზე დაედო თავი.
ელენე კი მარჯვნივ გზას ჯიუტად გაჰყურებდა, თითქოს გრძნობდა რომ სარკიდან ნოე დრო და დრო უყურებდა, მაგრამ ეს მხოლოდ თავის კიდევ ერთ მორიგ ფანტაზიას დააბრალა და ფანჯრიდან გზის ყურება გააგრძელა, არც კი უფიქრია რომ ნოეს მიმართულებით გაეხედა.
თითქოს ერიდებოდა მის მზერას. რამდენიმე ხნის წინ თუ თვალს არ აცილებდა და ცდილობდა მის თვალებში რაიმე დაეჭირა, ახლა სულაც არ ჰქონდა ამის სურვილი, მიხვდა რომ შეეხედა და პატარა გადახრა მაინც შეემჩნია მის თვალებში ალბათ იქვე მოკვდებოდა, ამიტომ მაქსიმალურათ ცდილობდა ცნობისმოყვარეობა დაეძლია  და წინ არაფრის დიდებით არ გაეხედა.
-მოვედით-ფიქრებიდან ნოეს ხმამ გამოიყვანა. გაახსენდა სასტუმროში მისვლისას იგივე სიტყვები რომ უთხრა და თვალები ძლიერად დახუჭა რომ ეს ფიქრები როგორმე თავიდან გაეფანტა.
-მეგიი...-რაღაც უნდა ეთქვა მაგრამ დაინახა გოგონას თვალები როგორ დაეხუჭა და მშვიდად ფშვინავდა-უი ჩასძინებია-თქვა თავისთვის და მეგის თავი ნელა მიაყრდნობინა სავარძელზე
-შეძლებ მის სახლში მიყვანას?-ისე კითხა კაცისთვის არ შეუხედავს
-შევძლებ-უთხრა თითქოს თავისთვის და გოგონას სარკიდან გადახედა.
-კაი... მადლობა-თქვა მორიდებულად  და მანქანიდან გადავიდა. ცივი ჰაერის სახეზე მოხვედრა საშინლად ესიამოვნა თითქოს მანქანაში იწვოდა და ჰაერის უკმარისობას გრძნობდა. სუსხიანი ნიავის სახეზე მოხვედრისას კი სასიამოვნო შეგრძნებამ დაუარა.
თავისი სადარბაზოსკენ დაძრა დააპირა როცა მამაკაცის ხმამ შეაჩერა
-ერთი წუთით-დაუძახა ნოემ და ელენე ადგილზე გაიყინა, სუნთქვა შეეკრა და გულისცემა აუჩქარდა. ნერწყვი მძიმედ გადაყლაპა, ღრმად ჩაისუნთქა, შიში სადღაც ჯანდაბაში მოისროლა და შეეცადა  მამაკაცისკენ გაბედულად შეტრიალებულიყო
-გისმენ!-მიუგო ელენემ მშვიდად.
ნოეს ორაზროვნად გაეღიმა და გოგონას ორ ნაბიჯში მიუახლოვდა,
უკან დაწყობილი ხელები წინ გამოწია და მარჯვენა ხელში მოთავსებული შავი შარფი გაუწოდა
-მგონი ეს შენია-მამაკაცმა წარბები ოდნავ მაღლა აზიდა და ირონიულად გაიღიმა მაგრამ ამ ირონიაში უფრო მეტი კმაყოფილება იმალებოდა.
ელენეს შარფის დანახვისას თვალები შუბლზე აუვიდა და ბაგეები შეშფოთებისგან ერთმანეთს დააცილა.
ეს შარფი იმ ღამით ეკეთა ელენეს, რომელიც კარის გაღების დროს სიჩქარეში იქ დარჩა ან ხელიდან გაუვარდა. ზუსტად არ ახსოვს.
ამდენს ახლა ვერც ფიქრობს ტვინი ისე გაეყინა, მხოლოდ ის იცის რომ ეს  შარფი იმ ღამით იქ დარჩა.
ესეგი იცნო...
პირველივე დანახვის თანავე იცნო და არაფერი შეიმჩნია...
არა და როგორ ცდილობდა ელენე რომ მის ნაკვთებში რამე მაინც დაენახა,
როგორ გამორჩა? რა გამოეპარა? სულ მისი დაუკვირვებლობის ბრალია ან იქნებ ეს კაცია ზედმეტად ნიჭიერი მსახიობი
-ეს?... მე..... მე მეგონა...- გულის ცემა, სირცხვილი, გაოცება, გაკვირვება თითქოს მთელი ემოციები თავს დაესხნენ ელენეს.
-გეგონა რომ ვერ გიცანი?- ნოეს ირონიული ღიმილი თითქოს სადღაც გაქრა.
კაცს სახე გაუცივდა და შარფს ხელები მთელი ძალით მოუჭირა.
გოგონამ ერთით ნაბიჯით უკან დაიხია,
კაცის ქმედებამ ძალზედ შეაშინა, ეგონა ახლა ნოე ეცემოდა და ამ შარფის ბედს გაიზიარებდა
-შენ როგორ უნდა დამვიწყებოდი? მჰ?- ჰკითხა ნოემ და გოგონასკენ მანაც ერთი ნაბიჯი გადადგა- ქალი რომელიც საკუთარ თავს მთავაზობს-ხმა უფრო და უფრო უღიზიანდებოდა და შარფს ხელს არაფრით უშვებდა- სასტუმრომდე ხმის ამოუღებლად მომყვება, შემდეგ კი აბაზანიდან გამოვდივარ და ღია კარისა და შაღფის მეტი არაფერი მხვდება- გოგონა თვალებში დამფრთახი ცხოველივით უყურებდა და თან ცალ თვალს მანქანისკენ აპარებდა რომ მეგის არაფერი გაეგონა
-მისმინე- ხმის ბორძიკით დაიწყო ელენემ და თვალები რამდენჯერმე დაახამხამა
- რა გისმინო?- გამოსცრა კბილებში მამაკაცმა- გეგონა აღარ მახსოვდი და ჩვეულებრივად გავაგრძელებდით ურთიერთობას?- სარკასტულად აზიდა ნოემ წარბები მაღლა.
მამაკაცმა ელენეს მკლავში ხელის დატაცებას შეეცადა მაგრამ...
-ნოე? ელენე?- მანქანის ფანჯრიდან თავი გაკვირვებულმა მეგიმ გადმოყო- მოხდა რამე?
ელენემ დამფრთხალმა  ნოეს შეხედა, რომელიც მეგის უყურებდა და აწეული ხელით შარფს აჩვენებდა
-ეს დაუვარდა და ამიტომ გადმოვედი-იცრუა შთამბეჭდავად. იმდენად შესანიშნავად  რომ კინაღამ ელენემაც  დაიჯერა.
არა და რას არ მისცემდა გოგონა რომ მართლა შარფის მისაწოდებლად გადმოსულიყო იმ დაწყევლილი მანქანიდან.
ნოემ გოგონას შარფი გაუწოდა და გაღიზიანებულმა ძალით გაუღიმა
-გამომართვი- ელენემ ნოეს შარფი ხელიდან სწრაფად გამოგლიჯა მეგის გახედა რომელსაც ნერვიულად გაუღიმა, გაღიმება თუ ერქვა ამას რა თქმა უნდა და დამშვიდობების ნიშნად ხელი დაუქნია. მამაკაცს უსიტყოდ აქცია ზურგი და სწრაფი მოქმედებით სადარბაზოში გაუჩინარდა.

მომდევნო ორი კვირის განმავლობაში ელენეს სამსახურის გარდა ფეხი არსად გაუდგავს. მარის და მეგის კი ტელეფონით ეხმიანებოდა და მუდამ სამსახურის პრობლემებს იმიზეზებდა მათთან შეხვედრისგან თავის ასაცილებლად.
სამსახურიდან გამოსვლისას პირდაპირ სახლში მიდიოდა, ოთახში სწრაფად შესვლისას კი კარს საგულდაგულოდ კეტავდა, თვითონაც არ იცოდა ამას რატომ აკეთებდა.
რა ეგონა?
ნოე სახლში შეუვარდებოდა და მისი საქციელით განრისხებული  იქვე მოკლავდა?
არ იცის... მაგრამ აშკარაა რომ მამაკაცის გამოჩენამ  მასზე დიდი გავლენა მოახდინა.
ახლა რა უნდა ქნას?
როდამდე დაიმალება და თავს აარიდებს თავის მეგობრებს,
თან მეგი...
"ღმერთო მეგი..." აღმოხდა ელენეს ბაგეებს და ყავის ფინჯანი მაგიდაზე დადო.
ვერ ხვდება რას უფრო მიჰყავდა გაგიჟების ზღვრამდე, იმას რომ ნოეს ის არ დავიწყებია თუ იმას რომ ეს ყველაფერი შეიძლება მეგის გაეგო.
ნებისმიერ შემთხვევაში ელენე მაინც ზარალდება, განსაკუთრებით კი მეგი.
ეს რომ მეგიმ გაიგოს ვერ გადაიტანს.
მართალია იმ ღამეს არაფერი მომხდარა მაგრამ,
ეს ხომ მაინც კატასტროფაა,
თან ძალიან დიდი საშინელება.
მისი საუკეთესო მეგობარი მის შეყვარებულთან დაწოლას ცდილობდა, ეს ყველაფერი როგორც არ უნდა აუხსნა, თუნდაც გაუგოს და აპატიოს მაინც ტოვებს რაღაც უსიამოვნო შეგრძნებას ადამიანში და შეიძლება მათ მეგობრობასაც კი გადაესვას ხაზი, რასაც ელენე ვერ გადაიტანს, ხელმეორედ მათ დაკარგვას და ნაკუწებად დაშლას შორიდან ვეღარ უყურებდა.
მეგის კი ნოე უყვარს, ნამდვილად უყვარს, ამდენი ხნის განმავლობაში ვიღაც მართლა შეუყვარდა და ეს ამბავი რომ გაიგოს მათ ურთიერთობას ყველანაირი მხრიდან ბზარი გაუჩნდება.
ელენეს ამდენი ფიქრისგან უკვე თავი უსკდებოდა. ხელები ნერვიულად სახეზე გადაისვა და ღრმად ამოისუნთქა.
"რაღა მეგი, რაღა მეგი და რაღა ეს ნოე..."
ორი კვირის განმავლობაში თავის თავს ამ კითხვას უსვამდა, მაგრამ პასუხი არსაიდან ჩანდა.
ფეხზე წამოდგა და თავის ბედზე გაღიზიანებულმა მუშტები მაგრათ შეკრა. სადაც არ უნდა წავიდეს, რაც არ უნდა გააკეთოს ყველგან პრობლემას ქმნის, ახლა კი თავისი თავის გარდა სხვასაც კი შეიძლება ზიანი მიაყენოს.
"რამე რომ უთხრას?"
თავის ახალი სატკივარი გაიჩინა გოგონამ.
ეტყოდა კი ნოე რაიმეს მეგის?
რაში აწყობს მამაკაცს ამის გამჟღავნება?
იქნებ ელენესთვის შურის საძიებლად ამ ხერხს გამოიყენებდა და მეგობრებს ერთმანეთს დააშორებდა, მაგრამ ეს რომ გააკეთოს მეგისა და თვითონ ნოეს ურთიერთობასაც ხომ გაუჩნდება ბზარი?
"ღმერთო აღარ შემიძლიაა... აღარ" ამოიკრუსუნა ელენემ და ფანჯრიდან ჩაბნელებულ ქალაქს გახედა.

დილის მზის სხივებმა გოგონას თვალებზე დაიწყეს თამაში. მართალია დეკემბრის სუსხი ტრიალებდა მაგრამ ღრუბლებში მაინც ამოეყო თავი ყვითელ მრგვალ ციურ სხეულს.
ზლაზვნით და კრუსუნით გადატრიალდა და ჭერისკენ ნელა ააპრყტო თვალები.
უკვე მერამდენე დღეა ასე იღვიძებს.
ზურგით წვება და გადათეთრებულ ჭერს თვალებ დაჭყეტილი უყურებს, თითქოს ელოდება იმ დღეს როცა თეთრ სივრცეში შავი ასოებით დაიწერება ყველა მის კითხვაზე პასუხი.
დღეს ისვენებდა და არა მარტო დღეს, სამსახურში საახალწლო შვებულება მისცეს და ორი კვირით დაითხოვეს, რაც გოგონას სულაც არ გახარებია.
ახლა უფრო მეტი დრო ქონდა უსიამოვნო ფიქრებისთვის. სამსახურში დროს აყოლებდა და მუშაობის გარდა თავის გონებას სხვა რამეზე ფიქრის საშუალებას არ აძლევდა, ახლა კი უამრავი დრო ქონდა იმისთვის რომ თავის დატანჯულ წყეულ ბედზე ეფიქრა.
გულშეკუმშულმა ამოიოხრა და ტელეფონს ცალი ხელით გადაწვდა.
მესიჯი დახვდა მეგისგან
"ელენე ვიცით რომ დღეს ისვენებ ამიტომ ვიკრიბებით ახალი წლისთვის გეგმები გვაქვს, შენი ხმა არ გავიგო სამსახურის საქმეები მაქვს და ასე შემდეგ...
ჩვენ უკვე შევიკრიბეთ, ჩემი ნოეც მოდის და ვუთხარი შენთვის გამოევლო და ბარემ ერთად მოხვალთ".
კითხვა ჩაამთავრა თუ არა საწოლიდან დაფეთებული წამოხტა
-ესენი მგონი მეღადავებიან!-თქვა აქოშინებულმა და კარისკენ საცვლების ამარა ისეთი სიჩქარით გაიქცა რომ ფეხის დაცდომისას კინაღამ წაიქცა.
კარის საკეტი ორჯელ გადაატრიალა და უკან ფეხების კანკალით დაიწია. ტელეფონს ჩახედა რომ ენახა რომელ საათზე იყო შეტყობინება გამოგზავნილი და კარზე მაშინვე ზარის ხმა გაისმა.
ელენე უცბად შიშისგან ადგილზე შეხტა და ტელეფონი ხელიდან გაუვარდა.
კარს თვალებ გაფართოებული მიაშტერდა, გული აუჩქარდა და ორი ნაბიჯით უკან დაიწია.
კარზე ზარის ხმა ხელმეორედ გაისმა, შემდეგ კი კარის სახელური ჩამოიწია.
ელენემ გაფითრებულმა ააყოლა კარს თვალი,  გული საგულედან ნამდვილად ამოუვარდებოდა რომ არ სცოდნოდა რომ წუთის წინ კარი თვითონ ჩაკეტა.
ერთი ორჯელ კიდევ გაისმა კაკუნის, შემდეგ კი კიბეებზე ჩასვლის ნაბიჯების ხმა.
-წავიდა- ამოთქვა ელენემ და ტუჩები ერთმანეთს დააშორა ჰაერის ღრმად შესასუნთქად. ხელი გულზე დაიდო და იქვე იატაკზე ნელა ჩაიკეცა
- რა უნდა ვქნა?- დაუსვა თავის თავს კითხვა-სამუდამოდ ხომ ვერ დავემალები ასე- თქვა და  ცოტა ხნით გაჩუმდა, თითქოს ფიქრობდა როგორ უნდა მოეგვარებინა ყოველივე ეს პრობლემა- იქნებ სჯობს დაველაპარაკო, მაგრამ ისეთი გაცოფებულია მომისმენს საერთოდ?
კიდევ დიდხანს იჯდა იატაკზე და ფიქრობდა რა უნდა გაეკეთებინა მაგრამ თავში აზრადაც არ მოსდიოდა სად იყო საშველი.
მხოლოდ ერთადერთ დასკვნამდე მიდიოდა, გამოსავალი კი ნოესთან დალაპარაკება იყო, რაც ძალიან ძნელი იქნებოდა.

სახლის კარი მშვიდად გამოიხურა და კიბეებზე ნელა დაეშვა.
"უნდა დაველაპარაკო"
დაიწყო ისევ საკუთარ თავთან დიალოგი.
" არა სხვა გზა მაინც არ არის, უნდა დაველაპარაკო და გავარკვიოთ ყველაფერი, ასე დიდხანს ვერ გავაგრძელებ, თან მეგის გამოც..."
-აააა- აღმოხდა ელენეს ბაგეებს ყვირილი როცა ვიღაცამ მკლავში ხელი ჩაავლო და გვერდით კედელზე მსუბუქად მიახეთქა
-კარი რატომ არ გააღე?- გოგონას ყურთა სმენას ნოეს მკვახე ბარიტონი მიწვდა
-მეძინა- უპასუხა ცოტა ხნიანი პაუზის შემდეგ და ცდილობდა მისი თვალებისთვის მზერა აეცილებინა თან შეეცადა ნოეს მიერ დაჭერილი ხელიდან თავი გაენთავისუფლებინა, მაგრამ უშედეგოდ
-აჰ!- თქვა ნოემ ვითომ გაკვირვებულმა  და დამცინავი ღიმილიც არ დაიშურა- ეძინა თურმე ქალბატონ ელენეს- მისი სახელი განსაკუთრებულად გაწელა და გოგონას თვალებში შეხედა
-რა გინდა?-კითხა მშვიდი ხმით, მაგრამ ხმაში გაბზარული ბგერების დაჭერა მაინც შეიძლებოდა.
მამაკაცის მკლავიდან თავის დაძვრენას კი ისევ უშედეგოდ შეეცადა
-რა მინდა?- ნოეს ღიმილი გაკვირვებულ გამომეტყველებად გადაექცა და წარბები მაღლა აზიდა- რა მინდა? მეკითხები კიდეც რა მინდა?-ხმის ტემბრის შენარჩუნებას მთელი მონდომებით ცდილობდა
-კაი გასაგებია რომ გაბრაზებული ხარ- დაიწყო აღელვებულმა საუბარი- მაგრამ იმ ღამეს...
- გაბრაზებული კი არა გაცოფებული ვარ, იმ ღამეს შენ მე მეთამაშე- ელენეს აფართხალებული ოროვე ხელი ძლიერად ზურგს უკან დაუჭირა და ლაპარაკი განაგრძო- დამამცირე და სასაცილოდ ამიგდე
-არა!- უარყოფის ნიშნად თავი გააქნია- იმ ღამეს მე უბრალოთ ცუდად ვიყავი და არ ვიცოდი რას  ვაკეთებდი- უთხრა ტკივილისგან შუბლშეკრულმა
-ჰმ!-ამოიგმინა ორაზროვნად და ელენეს ისევ თვალებში შეხედა- ცუდად იყავი არა?- თქვა გაღიზიანებულმა და ელენეს მკლავებზე ხელი კიდევ უფრო ძლიერათ მოუჭია
-ხელი მეტკინა-დაიზმუილა ტკივილისგან სახე დამანჭულმა - გამიშვი, გამიშვიი- დაიყვირა და ნოეს მკლავებში აფართხალდა.
ელენეს ყვირილზე ბინიდან ხანში შესული მოხუცი გამოვიდა და წყვილს გაკვირვებულმა შეხედა.
- რა ხდება?- მოხუცმა ჯერ სახე დამანჭულ ელენეს შემდეგ კი ღიმილ შეპარულ ნოეს გახედა
-არაფერი არ ხდება-უპასუხა ნოემ ღიმილით რომ ირგვლივ გამეფებული უარყოფითი აურა დაემალა და ელენეს ხელი ნელა გაუშვა.
-თქვენი სასიყვარულო პრობლემები ცალკე მოაგვარეთ, აქ ხალხს კი სიმშვიდეს ნუ გვირღვევთ ახალგაზრდებო!- შეუბღვირა გაბრაზებულმა მოხუცმა.
-თქვენ არასწორად გაგვიგეთ- უპასუხა უცბად ელენემ, რომელიც ნატკენ მაჯას ხელით იზელდა- ჩვენ უბრალოდ...
-არ მაინტერესებს- შეუყვირა და წარბების შეკვრისას დანაოჭებული სახე კიდევ უფრო მკვეთრად დაეტყო- უსირცხვილოები, აღარც ნამუსი აქვთ, აღარც სირცხვილი იციან, ხალხსაც კი აღარ ერიდებიან, ჩემ დროს სად იყო ასეთი რამე, კაცი ქალის კოჭს რომ დაინახავდა ერთი კვირა ჰყოფნიდათ, ახლა კი...- ბუზღუნით შევიდა და კარი მძიმედ გაბრაზებულმა მოიჯახუნა, შიგნით სახლში კი ალბათ თავის მეუღლესთან ერთად გააგრძელებდა საუბარს იმის შესახებ რომ მათი თაობა გაცილებით უკეთესი იყო დღევანდელობასთან შედარებით.
-შენს გამო ახლა ეს ქალი ათას კუდს მოაბავს ამ ამბავს- გამოსცრა კბილებში გოგონამ
-მანქანაში ჩაჯექი-ელენეს სიტყვებისთვის ყურადღება არ მიუქცევია გვერდიდან ჩამოეცალა და მანქანისკენ მიუთითა.
- არა - უთხრა და თვალებს აქეთ იქით ატრიალებდა- ჩემით წავალ
- ღმერთო- ამოიოხრა მობეზრებულად მამაკაცმა- მერე მე არ დამაბრალო-უთხრა სარკასტულად და მკლავში ისევ ძლიერად ჩაავლო ხელები, მანქანაში ძალით ჩასვა და კარი ჩაუკეტა.

ელენეს წარბები მთელი გზა შეჭმუხნული ქონდა და დალურჯებულ მკლავებზე ხელებს ისმევდა.
ნოე დრო და დრო გადმოხედავდა გოგონას ხელებს  და ამოწმებდა თავის ნამუშევარს.
- საქონელი- თქვა თავისთვის ჩუმათ გაღიზიანებულმა როდესაც მეორე მკლავზეც შენიშნა ჩალურჯებები.
ნოემ სწრაფად დაამუხრუჭა, იმდენად სწრაფად რომ ელენეს ღვედი რომ არ ჰკეთებოდა ალბათ თავს დაარტყავდა რამეს.
-მე გაგაფრთხილე- გაუმეორე ისევ- მოვედით, გადმოდი- უთხრა და ღვედი შეიხსნა, ელენემ თავი აწია და ნაცნობი სასტუმროს დანახვისას ნერწყვი მძიმედ გადაყლაპა
-აქ რა ჯანდაბა მინდა?- იკითხრა განერვიულებულმა
- ოოო... ქალბატონს კაი მახსოვრობა ქონია- ჩაილაპარაკა დამცინავად- რა მოხდა? ჰმ?
საქმის დასასრულებლად მოგიყვანე ისევ აქ- უთხრა და დამცინავად გაუღიმა. ელენემ ბაგეები ერთმანეთს დააშორა და ნოეს შეშინებულმა გახედა.
-აქ გველოდებიან-გამოტყდა მალევე ნომ და სახიდან ორაზროვანი ღიმილი მოიშორა. ელენეს გაფითრებულ სახეს რომ  შეხედა სიცილი ვერ შეიკავა და ახარხარდა, მაგრამ არ იყო ეს ჩვეულებრივი სიცილი, მასში ირონია და დამცირება უფრო მეტი იგრძნობოდა
-შენ რა გეგონა რომ აქ ისევ შენს გ****ად მოგიყვანე?- თქვა და მანქანიდან შეუკავებელი სიცილით გადავიდა.
ელენემ სატირლად გამზადებული ტუჩები ერთმანეთს ძლიერად დააჭირა და თვალებში დაგროვილი ცრემლები უკან გადააგორა.
" მეტის ღირსი ვარ" გაიფიქრა და დამცირებისგან გამწარებულმა მუშტები ძლიერად შეკრა, იმდენად ძლიერად რომ ფრჩხილები კანში ჩაესო. ეს მის თავმოყვარეობას სცდებოდა. ეს დამცირებაზე მეტი იყო, შეურაცყიფაზე მეტი...
ამას ერჩივნა ახლა ეს მიწა გასკდომოდა და შიგნით მთელი სისწრაფით ჩაეტანა.
მანქანიდან ხელების კანკალით გადავიდა და სასტუმროში შესვლამდე ცივი ნიავის ქვეშ დამშვიდებას შეეცადა. შესულმა ისევ ნოეს მოკრა თვალი ახლა უკვე მეგიზე ხელებ გადახვეულს, რომლებსაც გვერდს მარი და ირაკლი უმშვენებდნენ.
-ელეე...- დაუძახა მეგიმ და ანიშნა მათთან მისულიყო. ღრმად ჩაისუნთქა და მათკენ მშვიდად წავიდა, გრძნობდა რომ სხვებთან ერთად ნოეც მას უყურებდა მაგრამ ყველანაირად შეეცადა მისთვის არ შეეხედა და სახიდან ყალბი ღიმილი არ მოეშორებინა.
-როგორ ხართ?- მათთან მისულმა ყველას სათითაოდ გადაეხვია და თბილად მოიკითხა.
-შენგან დავიწყებული როგორ ვიქნებით-უთხრა მარიმ ოდნავ გაბრაზებულმა
-ჯერ არც გაგვიცნია ერთმანეთი და უკვე ამდენი ხანია გადაიკარგე- დაამატა არანაკლებ განაწყენებულმა ირაკლიმ
-მაპატიეთ- უპასუხა უხერხულ მდგონარეობაში ჩავარდნილმა გოგონამ- როგორც ჩანს მართლა ბევრ დროს ვუთმობ სამსახურს-იცრუა და ნოეზე ბრაზმორეულმა ღრმად შეისუნთქა, მისგამო რომ ამ ადამიანების დატოვება მოუწია
-ნამდვილად ასეა- გაისმა გვერდიდან მეგის ხმა და ელენეს ხელი კაი ძმაკაცივით მხარზე გადახვია და მაგიდის მიმართულებით წაიყვანა - ამიტომ დანაშაულის და იმ დროის ასანაზღაურებლად ორი კვირით თუ იცი სად მივდივდივართ?- კითხა ეშმაკურად და ჭინკება ათამაშებული თვალებით ელენეს მიაშტერა.
გოგონას გაურკვეველ მდგომარეობაში ჩავარდნილ სახეს რომ შეხედა უცბად წამოიყვირა და ტაში შემოკრა
-ბაკურიანშიი...- დაასრულა და ელენემ წარბაწევით მარის გადახედა რომელმაც კმაყოფილმა თანხმობის ნიშნად თავი დაუქნია.
-ღადაობთ ხო?-კითხა გაკვირვებულმა- იმხელა გზაზე? ბათუმიდან ბაკურიანში? ხომ იცით რომ მგზავრობას ვერ ვიტან, თან ამხელა გზაზე?- კითხვები ერთმანეთს მიაყარა
-დაწყნარდი ელე, მანქანით წავალთ ისე რომ ყველა თავისუფლად დავეტევით- დაამშვიდა მეგიმ
-ისეთ შთაბეჭდილებას ტოვებ თითქოს ჩვენთან ყოფნას თავს არიდებ- უთხრა მარიმ ამჯერად მართლა ნაწყენმა
-არა რა სისულელეა- თავი გააქნია და მარის ნერვიულად გაუღიმა- წამოვალ, რა პრობლემაა, თან მითუმეტეს მაქანით თუ მივდივართ- გაუცინა მეგობრებს და ნერწყვი მძიმედ გადაყლაპა
- ხო და ძალიან კარგი, ახალწელსაც იქ შევხვდებით- ტაში შემოკრა და სკამზე გახარებული ჩამოსკუპდა.
გოგოებთან ყოფნა და მათთან მთელი თავისუფალი დროის გატარების გარდა ახლა ნამდვილად არაფერი უნდოდა, მაგრამ შექმნილი ვითარების გამო გული ღრნიდა და ვერ ისვენებდა.
რაღაცნაირად გრძნობდა რომ თითქოს აქ ზედმეტი იყო. ნოეს მისკენ გაპარებულ მზერას რომ ამჩნევდა საშინელი ზიზღის, დამცირების, სირცხვილის გრძნობა აწუხებდა მეგის მიმართ.
წარმოდგენა არ ქონდა ორი კვირა ამ მამაკაცთან ერთ ჭერქვეშ როგორ უნდა ეცხოვრა, მისი მზერა და რეპლიკები როგორ უნდა დაეიგნორინებინა, თან ისე რომ ეს ყველაფერი არავის არ შეემჩნია.
მის გამო მეგის რამე პრობლემა რომ შექმნოდა ამას თავის თავს ვერ აპატიებდა.

როგორც იქნა მივიდნენ დაშნინულების ადგილამდე, ელენემ ბიჭებს მანქანა რამდენჯერმე გააჩერებინა, მგზავრობისას გულისრევა რომ აეცილებინა თავიდან, ვერასდროს ვერ იტანდა მგზავრობას, მითუმეტეს სამარშუტო ტაქსით, გაუმართლა ამჯერად მანქანით იყვნენ და თავის ტკივილს მაინც რომ ასცდა.
ნოემ საბარგულიდან ბარგები გადმოიტანა და ირაკლის მიაწოდა თვითონ კი მეგის და თავისი ბარგი აიტაცა ხელში, ელენეს ბარგი კი ხელუხლებელი დატოვა
-უტიფარი- დაისისინა ელენემ და თავის ბარგს დაეჯაჯგურა რომელიც არც ისეთი სუსტი ჩანდა.
-ელენეე...- დაიძახა მარიმ სიცილით როცა ძირს გართხმული თოვლში ამოგანგლული ელენე დაინახა
-ნოე მიეხმარე- უთხრა ნოეს არანაკლებ გახალისებულმა მეგიმ
-მისი ბარგი ვეღარ დავინახე-იცრუა როგორც ყოველთვია და ელენესკენ კმაყოფილი ღიმილით წავიდა. ბარგი მანქანიდან უპრობლემოდ გადმოიღო და ელენეს ხელი წამოსაყენებლად გაუწოდა
-დაგეხმარები-უთხრა და ცალი წარბი ღიმილით მაღლა აწია, აშმარა იყო მომხდარი ვითარებით გახალისებულიყო ბატონი ნოე
-არ მჭირდება-დაიძახა და ფეხზე წამოფრინდა- უფროსწორად...-ტონი შეარბილა როცა გაიაზრდა რომ აქ მის გარდა სხვებიც იყვნენ და გვერდით მეგობრებს ღიმილით ხელი აუწია- გმადლობ მაგრამ მე თვითონ წამოვიღებ- გამოსცრა კბილებში და ნაძალადევად გაუღიმა
-კარგი- მხრები აიჩეჩა ნოემ და ელენეს ბარგს ხელი შეუშვა, რომელიც ისევ ხელახლა გადაყირავდა და ძირს დაეცა, თვითონ კი წინ მიმავალ მეგობრებს შეუერთდა და თავისი ბარგით ხელ დამშვენებული  სახლში შევიდა.
ელენემ ბუზღუნით, გაბრაზებულმა დაავლო თავის ბარგს ხელი და მანაც სახლის მიმართულებით წვალებით გაიკვალა თოვლით დაფარული გზები.

სასტუმროში შესვლისას საბედნიეროდ ბარგის ოთახამდე ატანაში ირაკლი დაეხმარა,
იმ დღისით ყველას მკვდარივით მიეძინა, მეგის და ელენეს ოთახში შესვლის თანავე ჩაეძინათ,
მგზავრობისგან დაღლილებს აღარც ჭამა გახსენებიათ.
მეორე დღისით უკვე შუადღე იქნებოდა ელენემ თვალები რომ გაახილა, მის გვერდით გართხმულ მეგის ხელი მიარტყა და საწოლიდან ნელა წამოდგა
-ღმერთო თავი როგორ მტკივა- თქვა და თლილი ხელები გრძელ თმაში შეიცურა, ცალი ხელი კი ისევ მეგის დაჰკრა
-მმმ...- დაიზმუილია ძილბურანში მყოფმა
-ადექი მეგი გვიანია უკვე, საშინლად მშია- ადგა და თავისი ბარგისკენ წავიდა
-სად ვარ? რომელი წელია?- თქვა მეგიმ და ბალიშიდან თავი ამოყო
- რას გავხარ გოგო- ელენემ სიცილით მეგის აჩეჩილი თმისკენ გაიშვირა თითი.
-კაი რა- ზლაზვნით წამოდგა ფეხზე-ისე მაქვს ძალა გამოცლილი ჩაცმის თავიც არ მაქვს
- მარი და ირაკლი ადგნენ ნეტა?-იკითხა ელენემ და ტელეფონს დახედა
-ნწ!- უარყოფის ნიშნად თავი აატრიალა მეგიმ- რომ ამდგარიყვნენ აქამდე გაგვაღვიძებდნენ
- ხო შენც მართალი ხარ- დაეთანხმა ელენე და  ზედა გაიხადა, ყავისფერი ფუმფულა სვიტრი გადაიცვა და ახლა შარვლის ძებნას შეუდგა
-რა უნდა ვჭამოთ?- იკითხა მეგიმ ახალ ტანისამოსში გამოწყობილმა
-ეხლა ხაშიც რომ დამიდგან იმასაც შევჭამ-კედელს მიეყრდნო და შარვლის ჩაცმას შეუდგა- არა ვიტყუები არ შევჭამ- თქვა სიცილით როცა გაახსენდა ხაშის სუნი და ამაზრზენი გემო.
ოთახიდან ჯერ ისევ გაბრუებულები გავიდნე, კიბეებზე ჩასვლისას კი მისაღებში დივანზე ნოე დახვდათ წამომჯდარი, რომელიც ყავას შეექცეოდა.
-ნოეე...- დაუძახა მეგიმ მამაკაცს, უკნიდან მიეხუტა და ლოყაზე აკოცა.ელენემ ზიზღისგან თავალები აატრიალა
-გამარჯობა- თქვა ვალდებულების მოხდის მიზნით და მის წინ დივანზე მოთავსდა, მეგიმ კი ნოეს გვერდით დაიკავა ადგილი და ხელები მამაკაცის ხელის გულებში ახლართა.
-გვრიტები არ ამდგარან?-კითხა მეგიმ
-ნწ!- წარბები მაღლა აზიდა და უარყოფის ნიშნად თავი ააქნია
-ვინმემ თუ არ გააღვიძა საღამომდე არც ადგებიან ისინი,მეც ელენეს რომ არ გავეღვიძებინე ხვალამდე ვიძინებდი გეფიცები- გაიცინა და ნოეს მხარზე თავი დაადო.
მამაკაცმა ყავის ფინჯანი ტუჩებთან მიიტანა და ელენეს ფარული მზერით გახედა,
გოგონამ როგორც კი ნოეს მზერა დაიჭირა, თვალები სწრაფად აარიდა, ფეხზე წამოდგა და მეგის გახედა
-მეგი ჩაის დალევ?- პასუხს არ დაელოდა სამზარეულოსკენ ისე წავიდა
-აუ ყავას რა... -გასძახა მუდარით ელენეს- მე ავალ იმათ გავაღვიძებ და ჩამოვალ
- კაი- უთხრა ნოემ და ლოყაზე აკოცა.

ელენემ უამრავ კარადებში ყავის და ჩაის ფინჯნებს ძლივს მიაგნო და ტუმბოზე დააწყო, ჩაიდანი კი მოშვებულ ონკანს შეუშვირა რომ წყალი ავსებულიყო.
მოულოდნელად მის წინ ვიღაცის ხელები დალანდა რომელიც ფინჯნებს ნიჟარაში აწყობდა,
მკლავს თვალი ააყოლა და წინ ასვეტებული ნოე შერჩა, რომელიც ზემოდან არაფრის მთქმელი გამომეტყველებით დაჰყურებდა.
-გარეცხავ თუ გავრეცხო?- კითხა კმაყოფილი ხმით
-გარეცხე-უპასუხა ასევე ნაძალადევი ღიმილით ელენემ
- მაშინ გაიწიე- თქვა და მისკენ ერთი ნაბიჯი გადადგა
-მიბრძანდი-უპასუხა ელენემ და ჩაიდნის სახელურს ხელი ძლიერად მოუჭირა, გაზქურისკენ წავიდა და ჩაიდანი გაზზე შემოდგა.
მერე კი ყავის და ჩაის ინგრედიენტების მოძიებას შეუდგა
-იცი რა მაინტერესებს?- იკითხა ნოემ და მოშვებული ონკანი დაკეტა- მათ იციან?
წინადადება დაასრულა თუ არა გოგონამ თავი მაღლა აწია და ნოეს ანთებული თვალებით შეხედა
-ანუ რას გეკითხები- გააგრძელა მამაკაცმა სარკასტულად საუბარი და ელენეს წინ აესვეტა
-იციან რომ ჩემთამ გ*****ად მოხვედი?- ელენეს გაცოფებული თვალები შუბლამდე აუვიდა და დასარტყმელად გამზადებული ხელი ჰაერში მძიმედ გაუკავა მამაკაცმა.
-ეს ამბავი ჩვენს გარდა კიდევ ვინმემ რომ გაიგოს- კბილებში მუქარით გამოსცრა გოგონამ- გეფიცები ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის რომ გაგანადგურო.
ნოეს ტუჩის კუთხეში ირონიულად   ჩაეღიმა და ელენეს ანთებულ თვალებს მზერას არ აცილებდა, ფიქრობდა და ვერ გაეგო ამ ერთი ციდა გოგოს საიდან ქონდა ამხელა გამბედაობა რომ აშინებდა მამაკაცს რომელსაც ორივემ კარგად იცოდნენ რომ ელენეს ერთი ხელით განადგურება მარტივად შეეძლო.
თან ემუქრებოდა როცა იცოდა რომ ამის გამკეთებელი ნამდვილად არ იყო.
არა ნოე რათქმა უნდა ამის თქმას არვისთან აპირებდა, რადგან მეგი მართლა მოსწონდა,
არ იცის....
უფრო სწორად თვითონაც ვერ გაურკვევია ჯერ მეგის მიმართ რას გრძნობდა მაგრამ ის ნამდვილად იცოდა რომ მის მიმართ რაღაცას გრძნობდა და ნამდვილად არ აპირებდა ელენეს გამო მათ ურთიერთობას რაიმე ბზარი გასჩენოდა.
რაც შეეხება ელენეს...
მოსწონდა,
ძალიან მოსწონდა, სიამოვნებდა ამ გოგოს ნერვებზე თამაში, მოსწონდა მისი ანთებული და ზოგჯერ შეშინებული თვალების ყურება, თან მაშინ როცა სასტუმროში გაწბილებული დატოვა თითქოს თავისი ამ საქციელით ანაზღაურებინებდა ყველაფერს ამ გოგოს.
-არა, არა ... მართლა გეკითხები - განაგრძობდა მასთან ირონიულად ლაპარაკს- ვთქვათ ვუთხარი- მხრები აიჩეჩა და დაიწყო სავარაუდო რჩევების მიცემა
-აუხსენი რომ ცუდად იყავი და ვინმეს უნდა ეხ***რე რომ დამშვიდებულიყავი, დამიჯერე იმ წამშივე გაპატიებენ- ხელები გადაიჯვარედინა და ისეთი გამომეტყველებით შეხედა თითქოს ამ წუთას საოცრად გენიალური იდეა შესთავაზა.
ელენე ბრაზისგან აწითლებულ და აცახცახებულ სხეულს ვეღარ იმორჩილებდა, ნოე გოგონას დაჭერილ ხელებში გრძონდა მის დაბერილ ძარღვება, რაც მის ირონიულობას უფრო მეტ ხოტბას ასხავდა, მაგრამ ღიმილი სახეზე შეაშრა როცა მარჯვენა ლოყაზე მწვავე ტკივილი იგრძნო
-ყოჩაღ- შეაქო და ლოყაზე ხელი მოისვა- მარცხელა ხელსაც კარგად ფლობ
-ჩემთან ტაკიმასხარაობას მორჩი- საჩვენებელი თითის ქნევით ელაპარაკებოდა.
ეს მისთვის უკვე ზედმეტი იყო, ამდენ დამცირებას, აგდებულად ლაპარაკს ვეღარ მოითმენდა.
იმდენად იყო გაცოფებული რომ თვალები ცოტაც და ალბათ ბუდიდან გადმოსცვივდებოდა.
-თორე? ჰმ? - წელში გასწორდა მამაკაცი და ელენესკენ კიდევ ერთი ნაბიჯით მიიწია, გოგონას მთელი სხეული თანდათან დაეძაბა - თორე რას იზავ?- ნოეს სარკასტული გამომერყველება ისევ გაბრაზებასა და გაღიზიანებაში გადაეზარდა
-იქამდე გავარგრძელებ შენთან თამაშს, სანამ მე არ მომბეზრდება- ახლა ნოემ დაიყწო საჩვენებელი თითით ლაპარაკი, მამაკაცი ნამდვილად არ აპირებდა ელენესთვის ასე მარტივად თავის დანებებას.
აზღვევინებდა...
მის ნერვებზე თამაშით აპირებდა მასზე გაცოფებულს მთელი ჯავრი ეყარა.
-ელეე... ნოე...- გაისმა გვერდითა ოთახიდა  მეგის ხმა.
ნოე სასწრაფოდ მოშორდა ელენეს და გვერდით კარადას მიუახლოვდა, გოგონამ კი სწრაფად ონკანი მოუშვა და ცივ წყალს ხელები შეუშვირა რომ დაძაბულობა და სიბრაზე ცოტათი მაინც ჩაეხშო, მეგის რომ რამე არ შეემჩნია
-რას შვრებით?- იკითხა მხიარულად გოგონამ და ნოეს მიეხუტა
-არაფერს, ყავას და ლიმონს ვერ პოულობდა და... - თქვა ნოემ და კარადიდან ორივე ინგრედიენტი გამოიღო და ტუმბოზე დააწყო.
"ამ ბიჭის მსახიობურ ნიჭს საზღვარი არ აქვს, რომ შემეძლოს იქროს გლობუსით დავაჯილდოვებდი" გამოსცრა კბილებში ელენემ.
მაგრამ ნოეს გამუდმებით ასეთი ტყუილებით, იმაში მაინც დარწმუნდა რომ თვითონ მამაკაცსაც არ სურდა რომ მეგის რაღაც გაეგო.
"ამაში მაინც გამიმართლა" გაიფიქრა აღელვებულმა.
ელენემ ონკანი დაკეტა, ხელები შეიმშრალა, ყავა და ლიმონი ხელის კანკალით სწრაფად აიღო რომ არავის შეემჩნია.
-აუ ელე ირაკლი და მარი ჩამოვიდნენ და ყავა იმათაც უნდათ რა და ხომ მოადუღებ?- კითხა და საყვარლად გაუღიმა
-რა პრობლემაა-უპასუხა ანერვიულებულმა და ადუღებულ ჩაიდანს გადახედა.
-ჯიგარი ხარ, ნოე წამო გავიდეთ- ხელი ჩაკიდა და სამზარეულოდან გაიყვანა
-ნაგავი- აღმოხდა ელენეს ბაგეებს და ხელის გული შუბლთან მიიტანა-ამის გაძლებას ისევ ჯობს სიმართლე გაიგოს ყველამ- ცოტა ხნით გაჩუნდა და შემდეგ თავი გააქნია- არა არა! ისევ ამის გაძლება ჯობს - თქვა როცა გაიაზრა რა მოხდებოდა სიმართლის გამჟღავნების დროს. ფინჯნებში წყალი კი ნელა ხელის კანკალით ჩამოასხა.

-რა ვჭამოთ?- თქვა მარიმ და ცარიელი ფინჯანი მაგიდაზე დადო
-რავიცი-მხრები აიჩეჩა ირაკლიმ- ქალები თქვენ ხართ, მოიფიქრეთ რამე
-ქალები გვეძახე და ერთხელ შენმა ცოლმა სალათში მარილის მაგივრათ შაქარი ჩაყარა-თქვა მეგიმ და გადაიკისკისა
-ჰა ჰა ჰა - გამოაჯავრა მარიმ უემოციო დაბღვერილი სახით-სამაგიეროთ ელემ იცის მშვენიერი საჭმელების გაკეთება- თქვა და ყველამ კუთხეში ჩაის ფინჯნით დივანზე წამოსკუპებულ ელენეს შეხედა
-არც იფიქროთ-წარბები მაღლა აზიდა გოგონამ - კაფეში გავიდეთ და იქ ვჭამოთ რამე - თქვა და ფეხზე წამოდგა.
ელენე მართლაც შესანიშნავი კულინარი იყო, უამრავ კერძებს ისე ამზადებდა რომ ჭამით ვერ გაძღებოდი, მაგრამ რომ მოგეკლათ ალბათ ეხლა შემწვარ კვერცხსაც კი ვერ გააკეთებდა.
-თავს იფასებს - დაიჩურჩულა მეგიმ და გარეთ გასულ მეგობრებს უკან აედევნა.

-რა ვქნათ ეხლა?- იკითხა მარიმ როცა ლუკმა გადაყლაპა
-რა კითხვებს სვავს?-თვალები აატრიალა მეგიმ- გოგო ბაკურიანში ვართ! თოვლია, გავალთ დავათვალიერებთ, სურათებს გადავიღებთ, ვისრიალევთ და ასე შემდეგ- ჩამოუყალიბა მარის ისე თითქოს ორი წლის ბავშვს უხანიდა რაღაცას.
-რა ნიჭიერი ხარ მეგი- შეაქო გაღიზიანებულმა გოგონამ- მე ვიკითხე ეხლა რა ვქნათ თქო, დავდგეთ ეგ ყველაფერი ერთბაშად გავაკეთოთ?
-თქვენ კინკლაობის გარდა  შეგიძლიათ კიდევ სხვა რამე?- იკითხა ირაკლიმ ორივეს გასაგონად- აი რამე... მაგალითად სიწყნარე
-ირაკლი ნერვები არ მომიშალო რაა...- წაიბუზღუნა გაბრაზებულმა მარიმ
-ხო ირაკლი ნერვები არ მოუშალო- გაიმეორა ორ აზროვნად მეგიმ და მარის სასაცილოდ დაეჭყანა
-კარგით, წამოდი გავიდეთ-თქვა გოგოების საუბარს მობეზრებულმა ნოემ.
მეგის ხელი ჩაჰკიდა და გასავლელისკენ წაიყვანა დანარჩენებიც მას მიყვნენ, ელენე ყველაზე ბოლოს მიდიოდა უხალისოდ.
საშინლად არ ქონდა განწყობა, დილანდელი შემთხვევის მერე ხომ საერთოდ, თავი გზა აბნეული ჭუკი ეგონა რომელსაც ვერ გაერკვია აქ რას აკეთებდა, მაგრამ გარეთ გასვლისას შეეცადა ყველანაირი უარყოფითი ენერგია გაეფანტა და ირგვლივ გადაშლილი სილამაზით დამტკბარიყო.
გადათეთრებული მთები,
სახლები,
რომლის სახურავებზეც თოვლს მოეყარა თავი, ლამაზად მოკაშკაშე ყვითელი ციური სხეული, რომელიც უშედეგოდ ცდილობდა თავისი მწველი სხივებით დაეთბო გარშემომყოფები მაგრამ უზარმაზარ თეთრად გადაპენტილ სივრცესთან არაფერი გამოსდიოდა.
ალბათ იმიტომ რომ დიდი ციური სხეული გვერდში დგომას ვერ გრძნოვდა,
ადამიანების გვერდში დგომას.
მათ ახლა მზე არ ჭირდებოდათ, რის გამოც დიდი ვეებერთელა გამოსახულება თითქოს გაბუტულიყო და ნელნელა ეფარებოდა მისკენ წამოსულ შავ ღრუბელს.
დიდი და პატარა გახარებული იყო თეთრად, გუნდად შეკრული თოვლის დანახვისას...
რითიც ამტკიცებდნენ რომ ზამთარშიც, ასეთ ყინვაშიც კი შეიძლებოდა ბედნიერი ყოფილიყავი...
ფიქრებიდან და გარშემო სილამაზის ტკბობით გაფანტულ ელენეს უეცრად მხარში ძლიერად მოხვდა პატარა წრიულად შეკრული გუნდა რომელიც დარტყმის შედეგად ნაწილ- ნაწილ დაიშალა.
ტკივილისგან სახე დამანჭა და ნატკენ ადგილას ხელი დაისვა.
უკან შეტრიალებისას კი ნოეს დამცინავი სახე შერჩა ხელში, რომელსაც ხელები განზე გაეწია და შემთხვევით მომივიდაო დაიძახა.
-საქონელი- გამოსცრა კბილებში და ახლა უკნიდან მოხვდა გუნდა ამჯერად რბილად და უმტკივნეულოდ.
-ელეე...- დაუყვირა მეგიმ და თან ენა გამოუყო
-ომს მიცხადებ? - მოჭუტული თვალებით კითხა და გუნდის შესაკრავად ნელა დაიხარა ქათქათა თოვლის მიმართულებით
-ასე გამოდის-უთხრა ინტრიგნულად და მანაც იგივე მოძრაობა გაიმეორა.
ნელა ერთდროულად გასწორდნენ წელში და ერთმანეთს მტრული გამომეტყველებით შეხედეს.
თავი დასავლეთ მხარეში გეგონებოდათ სადაც ორი "კოვბოი" ერთმანეთის გასწვრივ დგანან და შესაფერის მომეტს ელოდებიან რომ თავს დაესხნენ ერთმანეთს.
ერთი...
ორი...
სამი...
შეტაკება დაიწყო...
ელენემ გაუქანა გუნდა მეგის,
მეგიმ სწრაფად მოიგერია და მეტოქეს პირდაპირ მუცლისკენ დაუმიზნა და....
-გოოოლლლლ....- შეჰყვირა მეგიმ და ხელებ გაშლილმა წრიულად დაიწყო სირბილა,
სასაცილო სიტუაციაში მყოფმს ელენეს ბაგეებიდან სიცილი წასკდა რაშინ დანარჩენებიც აყვნენ
-მშვენიერი ფეხბურთელი დადგებოდა შენგან- მიუახლოვდა ნოე და ლოყაზე აკოცა.
ელენემ მიმდინარე სურათის დანახვისსას თვალები ზიზღით აატრიალა და მზერა აარიდა.
ვერ იტანდა როცა მეგის ეხებოდა თავისი მარწუხებით, ეგონა რომ ბილწავდა ყველას და ყველაფერს, თვლიდა რომ მისი ეს ქცევა თვალთმაქცური და ერთჯერადი იყო, რაც რათქმაუნდა ელენეს მორიგი წარმოსახვის უნარი იყო.
-საღოლ მეგი- ტაში შემოკრა მხიარულად მარიმ-მოდით ვითამაშოთ - დააყოლა ცოტახნიანი პაუზის შემდეგ და თოვლის გუნდის გასაკეთებლად გაიქცა, რომელიც ირაკლის სახეში გაარტყა.
მეგიც მას მიყვა და რგოლად გაკეთებული გუნდა ნოეს ესროლა. და წავიდა ომი. ვის ვინ ესროდა გუნდებს არ იცოდნენ რაც მთავრია მათ მიერ ნასროლი გუნდა ვიღაცას ხომ ხვდებოდა და ამითაც კმაყოფილები იყვნენ.
ომის შედეგი ფრედ დასრულდა როცა ხუთივე სილუეტი თეთრად დაფარულ მიწაზე აღმოჩნა.
დაღლილებს სუნთქვა მკერდში სწრაფად აუდიოდ ჩაუდიოდათ და კმაყოფილები ლურჯ ოდნავ ღრუბლებით დაფარულ ცას უცინოდნენ.
-ბავშვებო წავიდეთ რა...- ამოიკრუსუნა დაღლილმა მარიმ
-დაიღალე?- კითხა თბილად ირაკლიმ
-აუ ხო რა... თან შემცივდა და დავისვენოთ ცოტა
-ჩვენ წავალთ- მიუბრუნდა მეგობრებს ირაკლი და მარის წამოყენებაში დაეხმარა- თქვენ თუ გინდათ იყავით
-არა ჩვენც წამოვალთ-შეეწინააღმდეგა მეგი
-ხო თორემ მეც დავსველდი- დაეთანხმა ელენეც და ერთად სიცილით გაუყვნენ სახლის გზას.

სანამ გოგონები ოთახში ტანსაცმელს იცვლიდნენ ბიჭებს ბუხრის დანთებაც მოესწროთ და ჩაის გაკეთებაც.
მეორე სართულიდან ჩამოსულ გოგონებს სახეზე თბილი აურის მოხვედრა საშინლად ესიამოვნათ, ჩაის ფინჯნების დანახვისას კი ორივე თავის ტურფებთან გაიქცნენ და მადლობის ნიშნად ლოყაზე აკოცეს.
ელენეს თვალები მობეზრებულად შუბლზე აუვიდა და უკმაყოფილოდ თავის ქნევით დივანზე დასაჯდომად წავიდა.
-ვიღაცა იბოღმებაა...- თქვა მარიმ სასხვათაშორისოდ
-კი კი ნამდვილად- კვერი დაუკრა მეგიმაც
-სისულელეებს ნუ ლაპარაკობთ- შესძახა უხერხულად ელენემ- ჩემი ფინჯანი რომელია? - იკითხა და ჩაის ფინჯნებს ზემოდან გადახედა
-ეს არის- მოულოდნელად მიანიშნა ნოემ ჭიქისკენ და სხვებთან ერთად ისიც  დივანზე ჩამოჯდა. ელენემ დააიგნორა ვითომ ყურადღებიანი ნოეს რეპლიკა და ჩაის ფინჯანი ხელისგულებში მოიქცია.
-მგონი საღამოსთვის ვიღაცეებს ვახშმის მომზადება მოუწევთ- შეპარვით თქვა ირაკლიმ
-რათქმაუნდა ვიღაც ისევ გარეთ თუ არ მოინდომებს ჭამას- ორ აზროვნად თქვა ნოემ და ელენეს შეხედა
-არ ვიცი ბატონო ნოე, არაფერია გამორიცხული- უპასუხა და მკვახედ გაუღიმა
-ოჰ! ოჰ! ბატონობამდე ცოტაღა აკლია- შეიცხადა მეგიმ და გადაიკისკისა
-ბავშვებო რამდენიმე დღეში ახალი წელიც მოდის და რა ვქნათ?-იკითხა მარიმ მიმდინარე საუბარით არადაინტერესებულმა
-როგორ თუ რა ვქნათ?- კითხა ირაკლიმ
-ანუ სად შევხვდეთ სახლში თუ გარეთ სადმე?- თქვა და ირგვლივ გადაიხედა
-სახლში ჯობს მგონი?- თქვა ცოტა ხნის მერე ელენემ
-აუ ელე შენ ოღონდ სახლიდან არსად გადგა ფეხი რა...- თქვა ზუზუნით მეგიმ- გარეთ ჯობია სადმე შევხვდეთ, თან კონცერტს მართავენ და კარგ დროს გავატარებთ
-მე იმდენ ხალხში და აურზაურში ყოფნას სახლში მირჩევნია თქვენთან ერთად წყნარად ახალ წელთან შეხვედრა-თქვა და ელენეს მიუჯდა გვერდით იმის ნიშნად რომ მის მხარეს იყო
-მე ჩემს ცოლს ზურგს ვერ ვაქცევ- ირაკლიმ ხელები მაღლა მხიარულად აწია და მეგის დაბღვერილ სახეს მზერა სიცილით აარიდა
-მე კი ჩემს ცოლ...- ნოეს უცბად სიტყვა შეუჩერდა როცა მიხვდა რომ ინსტიქტურად შეცდომა მოუვიდა, თავი შეუმჩნევლად გააქნია და საუბარი განაგრძო
- მე კი ჩემს შეყვარებულს ვერ შევაქცევ ზურგს-თქვა და მეგის ხელი კმაყოფილმა გადახვია.
ნოეს ამ ელემენტარული მექანიკური შეცდომისთვის ყურადღება არ მიუქცევია, არც სხვა დანარჩენს, მაგრამ აი მეგის კი მთელი სხეული შეერხა და სასიამოვნო ენერგიით დატვირთულს ეშმაკურად გაეღიმა
-მაგას მნიშვნელობა აღარ აქვს-თქვა ელენემ და წინ წამოიწია-ჩვენ სამნი ვართ, თქვენ ორნი - უთხრა ღიმილით ნოეს. მამაკაცმა გოგონას არც თუ ისე დიდი სითამამით  კმაყოფილებისგან გაიღიმა და მწველი მზერა აარიდა.
ელენე მიხვდა რომ ზედმეტად ბევრს ლაპარაკობდა, რაც არც ისეთი კარგი უნდა ყოფილიყო ამიტომ ენაზე კბილის დაჭერა ამჯობინა.
იმის მერე რაც შეთანხმდნენ რომ ახალწელს არა გარეთ არამედ სახლში გაატარებდნენ, მარიმ გოგოებს ხელი მოკიდა და სამზარეულოში შეიყვანა.
ბევრი ფიქრი არ დაჭირვებიათ თუ რა მოემზადებინათ.
მარიმ კარტოფილის შეწვა დაიწყო,
მეგიმ სალათის ხოლო ელენემ მარტივი ნამცხვრის გამოცხობა იკისრა.
-არა! არა!- დაიძახა ელენემ როცა დაინახა მარი როგორ ცდილობდა დაჭრილი კარტოფილი ჯერ კიდევ გაუცხელებელ უზეთო ტაფაში ჩაეყარა
- რა ხდება?- იკითხეს შეშფოთებულმა გოგონებმა
-რას აკეთებ გოგო?- თქვა სიცილით ელენემ და კარადიდან ზეთი გამოიღო- ჯერ ზეთი ჩაასხი, მერე გაცხელებას დაელოდე და მერე მარილი მოაყარე რომ ძირზე კარგად შეიწვას და აი მერე კი ჩაყარე კარტოფილი- დაასრულა და დაჯღანულ მარის კმაყოფილმა შეხედა
-მეგი მაგ სალათს რომ დაასრულებ მარილი და ზეთი ჯერ არ დააყარო, რომ მოვრჩებით ყველაფერს მერე შეაზავე თორემ შეილება წყალი გაუშვას ბევრი-ახლა მეორე გოგონას მიუბრუნდა და მითითებები მასაც მისცა
-შენ მაგ ნამცხვარს მიხედე, ჩვენს წვრთნაში არ დაგვწამლო- ვალში არ დარჩა მეგიც
-ფქვილი დამაკლდა-გოგონების სიცილი დააიგნირა და მიმდინარე პრობლემაზე გაამახვილა ყურადღება.
-სახლის გვერდით საკუჭნაოა და იქ არის ფქვილიც- უთხრა მეგიმ
-შენ საიდან იცი სად რა არის?- კითხა ინტერესით მარიმ
-როგორ თუ საიდან! ეს ხო ნოეს სახლია, აქ პირველად კი არ ვარ- უპასუხა და ეს რა მაკადრეს სახე მიიღო
-ამას უკვე "სტენკებიც" დაუდგამს?- თქვა მარიმ და გულიანად გაიცინა
-იხუმრე შენ და მე მართლა დავგეგმე უკვე სად რა უნდა დავდგა-მხიარულად აყვა მეგიც
- აუ სად? მითხარი რა...- გახალისებულმა კითხა მარიმ
- მე ფქვილს მოვიტან-წამოიძახა ელენემ და ღრმა მათლაფით ხელში დამშვენებულმა დატოვა სამზარეულო.
საშინლად არ უნდოდა ახლა მეგის "სტენკის" ამბები მოესმინა და საერთოდ რაც იმ კაცს ეხებოდა ყველაფრის მოსმენა აღიზიანებდა და მდგონარეობიდან გამოჰყავდა. განსაკუთრებით კი მაშინ როცა ამ ყველაფერს მეგის პირიდან ისმენდა.
მის მიმართ რაღაცნაირ უსამართლობას და საშინელ სირცხვილს გრძნობდა.
-უტიფარი, საქონელი...- ლანძღავდა თავისთავთან ნოეს, თან გაბრაზებული და გაღიზიანებული პატარა მუჭით ცდილობდა მათლაფა ფქვილით გაევსო.
-ერთიც და ვსიო...მეგი და მარი მორჩებოდნენ იმ საქონელზე ლაპარაკს- დაიბურტყუნა და ბოლო მუჭით გაავსო მათლაფა.
წელში ნელა გასწორდა და უკან შეტრიალებისას ვიღაცის სილუეტს იმდენად ძლიერად შეასკდა რომ მათლაფა ხელიდან გაუვარდა და ძირს დაცემისას ფქვილმა, როგორც ატომურმა ბომბმა ისე იფეთქა და ორივე სილუეტი მთლიანად ფქვილით ამოათეთრა.
ელენეს საშინელი ხველება აუტყდა და თვალების ფშვნეტა დაიწყო.
-ხელში ფაფა გიჭერია?- კითხა მამაკაცმა უკმაყოფილო გამომეტყველებით და ხელებით სახიდან და თმიდან ფქვილის ჩამოყრას ცდილობდა.
-აქ რას აკეთებ?-თქვა ხრინწიანი ხმით და ნატკენი თვალები მაღალ სილუეტს მიაშტერა
-ამ ბოლო დროს ბევრი ლაპარაკი ისწავლე, რაც ძალიან არ მომწონს-თავის მოწესრიგება დაასრულა თუ არა ხელები ძირს დაუშვა და ელენეს თვალებში დაჟინებით ჩააშტერდა
გოგონას პასუხის გაცემა არც უფიქრია, ძირს დავარდნილ მათლაფას ხელი მოკიდა და ნოეს ზურგ შექცევით ისევ ფქვილის ავსება დაიწყო.
რატომღაც კაცს არ ესიამოვნა საპასუხო რეაქცია რომ ვერ მიიღო, გააღიზიანა იმ ფაქტმა რომ  ელენესთან საუბრის უფრო დიდხანს გაგრძელების საშუალება არ მიეცა.
წარბები კუშტად შეკრა, ერთ ნაბიჯში გოგონას წინ გაჩნდა, ტომარა ფეხის ერთი კვრით ძირს გააგორა და თეთრი მასა იატაკზე უგზოუკლოდ გაიფანტა.
პირდაღებულმა ელენემ ჯერ ძირს შემდეგ ნოეს, მერე კი ისევ ძირს გაფანტული ფქვილისკენ დაიხედა.
გაღიზიანებულს თვალები შუბლზე აუზიდა,სახე მთლიანად აუწითლდა, ხელში შერჩენილი მათლაფაც გაცოფებულმა გვერდით მოისროლა და მამაკაცს მიუბრუნდა
-რა გინდა?-ანერვიულებულმა ხმის კანკალით კითხა ნოეს
-არაფერი!- მხრების ჩეჩვით და თავისი მიზნით მიღწეულმა კმაყოფილი ღიმილით უპასუხა გოგონას რომელსაც ცოტა აკლდა და ალბათ სიბრაზისგან აქვე აფეთქდებოდა
-შენს უტიფრობას, ამაზრზენობას და უნამუსობას საზღვარი არ აქვს-თითის ქნევით აკანკალებული ელაპარაკებოდა ნოეს რომელსაც სასიამოვნო ღიმილი არ შორდებოდა სახიდან
-ჰმ? ჩემდა უნებურად გაგაბრაზე?- აღმოხდა ნოეს ბაგეებს და მსახიობურად შეწუხებული გამომეტყველება მიიღო-მაპატიე, მაპატიე, დამავიწყდა რომ ასეთ დროს ცუდად ხდები და ისტერესები, შემდეგ კი ჟ******ა გიწევს რომ ამ სტრესიდან გამოხვიდე- ენას არ აჩერებდა და გოგონას ნერვებზე კმაყოფილი, დამცინავი გამომეტყველებით  თამაშობდა.
ელენეს თვალები აეწვა, ამდენი უსამართლობის და თავხედობის ატანა უკვე შეუძლებელი ხდებოდა.
იცოდა რომ მასთან ლაპარაკს თუ გააგრძელებდა კიდევ უარესი მოყვებოდა რითიც მხოლოდ ის დაზარალდებოდა.
ღრმად ჩაისუნთქა,
თავი გვერდით სიმწრით გაატრიალა, თაროებზე დაწყობილ ყუთებს ხელი სათითაოდ ჰკრა და ძირს ერთმანეთის მიყოლებით გადმოისროლა,
დაუმორჩილებელი ბავშვივით ყრიდა თაროებიდან ყველაფერს რაც კი მის ხელს მოხვდებოდა და გამწარებული ბაგეებიდან ღრმა კვნესას აყოლებდა. ყოველთვის რაღქცის დამტვრევით ცდილობდა გამოუხატავი ემოციებით დაცლილიყო, რასაც მთელი მისი ენერგია მიქონდა.
ნოეს კი მიუხედავად იმისა რომ ნასროლი ყუთები ფეხებში  ხვდებოდა,
თავისი თავით კმაყოფილი  გიჟივით მოფართხალე გოგონას თვალს არ აშორებდა.
დაქანცულობისგან ერთ ადგილას გაშეშებული გოგონა ღრმად ოხრავდა და ცალი ხელი კედელზე ქონდა დაყრდნობილი რომ არ წაქცეულიყო.
როცა მამაკაცი დარწმუნდა რომ ელენეს დაქანცულობისგან ძალა აღარ ქონდა შერჩენილი მასთან ღიმილით მივიდა და გოგონას სახეზე ჩამოყრილი თმები უკან გადაუწია.
ქალი აქოშინებული, ძალა გამოცლილი ღრმად და ოხვრით სუნთქავდა. გამოუხატავი უთქმელი ემოციები მის შინაგან მდგომარეობაზე კიდევ უფრო დიდ ზეგავლენას ახდენდა
-არასდროს შემეშვები?-მკერდი ღრმად აუდიოდ-ჩაუდიოდა
-შეგეშვები-უთხრა და ხელები ჯიბეებში ჩაიწყო-ალბათ...
-რატომ არაფერი თქვი? როცა დამინახე თავი ისე რატომ დაიჭირე თითქოს არ მიცნობდი?ან ახლა რატომ არ ამბობ არაფერს-თვალებში მოღუშული უყურებდა და ცალ ხელს თაროს ძლიერად უჭერდა
-გინდა რომ ვთქვა?ეს ხომ შენ პრობლემებს შეგიქმნიდა?-კითხა და თავი ინტერესით გვერდით გადახარა
-მე რომ პრობლემები არ შემექმნას ამიტომ ხარ ჩუმად? რა გულის ამაჩუყებელია-დამცინავად ოდნავ ტუჩი გაებადრა ელენეს.
ნოეს ხმით ჩაეცინა და ქალის სახესთან ახლოს დაიწია.
მათი მზერა ერთმანეთს მიშტერებოდა და ბაგეებიდან წამოსული ცხელი ჰაერი ნოეს სახეს ეფრქვეოდა. კაცს ტუჩის კუთხეში არასაიმედოდ გაეღიმა და ქალის ბაგეებიდან მზერა ელენეზე გადაიტანა
-უბრალოდ რომ დაგინახე, მივხვდი რომ შენი გა****ის სურვილი დღემდე არ გამნელებია-პირში მიახალა და ხმამაღლა კმაყოფილებით ახსავსემ გაიცინა.
ელენემ სიმწრისგან თვალები ძლიერად დახუჭა, ხელები მუშტად შეკრა და უკან დაიხია
-მოიცა ჯერ არ დამიმთავრებია-ცალი ხელი მკლავზე მოკიდა და თავისკენ ცოტა ახლოს მიიზიდა
-ხელი გამიშვი- დაიღრინა ელენემ და დაქანცულმა მის მკლავებში გაიბრძოლა, მაგრამ იმის მაგივრად რომ გათავისუფლებულიყო, ასეთი ფართხალით მამაკაცს კიდევ უფრო მიუახლოვდა. ნოეს სხეულს ძლიერად აკვროდა და თვალებში ცეცხლმოკიდებული მზერით შეჰყურებდა.
ნოე ქალის სისუტით იმდენად ხალისობდა რომ ამის დამალვას არც კი ცდილობდა, ელენეს აქოშინებულ ცხელ ამოსუნთქვას თავის სახეზე გრძნობდა და სიამოვნებისგან გაბადრულს ეღიმებოდა
-იცი რა მახალისებს ყველაზე მეტად?-კითხა ღიმილიანი გამომეტყველებით და ქვედა ტუჩი კბილების ქვეშ მოიქცია-საშინლად მსიამოვნებს როცა ჩემს გამო ნერვები გეშლება... საშინლად მომწონს როცა ჩემს გამო ასეთ დღეში ვარდები- ჩუმად დაჩურჩულებდა სახესთან და თვალებში გამჭოლი მზერით უყურებდა-საშინელ სიამოვნებას მანიჭებს ის ფაქტი რომ ჩემი დანახვისას ერთიანად იძაბები, ისიც კი საშინლად მომწონს რომ ახლა ჩემს ხელებში ასეთი უსუსრი ჩანხარ- ელენეს ყურებში გველის სისინივით ჩაესმოდა ნოესგან წარმოთქმული თითოეული ბგერა
-შენ ხომ მეგი გიყვარს? ამას რატომ აკეთებ? უბრაოდ ხომ შეიძლება შემეშვა, დაივიწყო იმ დღეს მომხდარი ფაქტი. ამ ყველაფრის ასე გაწელვით ყველაფერს ართულებ. მეგობრებისთვის თვალებში ჩახედვის საშუალებას არ მაძლევ,
არ მასვენებ- ელენეს ხმა გაბზარვოდა და წუთის წინანდელი შემართებით ვეღარ ცდილობდა მამაკაცის მკლავებიდან თავის დაღწევას. უბრალოდ მკლავები ნოეს მკერზე მიებჯინა და თვალებში მოღუშული უყურებდა
-ასეც უნდა იყოს-ღიმილით უთხრა ნოემ-იმ ღამეს მოულოდნელად  გაქრი და მოსვენების საშუალება რომ დამიკარგე, იგივეს გაკეთებას გაიძულებ შენც, არ შეგეშვები სანამ არ მომბეზრდები
-შენ ის არ გიყვარს, ატყუებ, ნაგავი და ფარისეველი ხარ-მამაკაცს მკერდზე მუშტების რტყმა მსუბუქად დაუწო
- რაც შეეხება მეგის, მე ის არ მიყვარს და ეს მანაც იცის, უბრალოდ მომწონს, დანარჩენს მომავალი გვიჩვენებს.
-შენნაირი ნაგავი ადამიანი ჯერ არ მინახავს- გამოსცრა კბილებში ელენემ
-ამას კომპლიმენტად მივიღებ-დამცინავად გაიღიმა და ქალს ხელები გაუშვა- და ფარისევლობაზე კი...
ელენემ მეტის თქმა აღარ დააცალა
უმალ გავარდა საკუჭნაოდან და კარი ჯახუნით გაიხურა.
რის მიღწევას ცდილობდა?
ამ შეკითხვას ნოე თავის თავსაც კი ვერ სცემდა პასუხს.
რა ჭია არ ასვენებდა თვითონაც ვერ გაეგო.
მაგრამ ერთი იცოდა რომ ამ გოგოს წყობილებიდან გამოყვანა აუღწერელ სიამოვნებას ანიჭებდა.
სახიდან კმაყოფილი ღიმილი არ შორდებოდა, თავი სიცილით კიდევ ერათხელ გააქნია და ძირს დავარდნილი ტომარისკე  დაიხარა.

-ნამცხვარი არ იქნება-სამზარეულოში შევარდნილმა გოგოებს მიაძახა და ოთახისკენ გაიქცა. მარი და ელენე კი გაურკვეველ გამომეტყველებას აყოლებდნენ მთლიანად ამოთეთრებულ გოგონას.
ოთახის კარები ჯახუნით მიახეთქა და ანერვიულებულმა ცალი ხელი სახეზე დაისვა.
-რა ჯანდაბა უნდა?-დაიჩურჩულა ხმის კანკალით. მისი ნება რომ ყოფილიყო ყვირილით სახლს აიკლებდა, ყველაფერი რაც ხელში მოხვდებოდა ნაცარტუტად აქცევდა.
თვალზე მოწოლილ ცრემლებს ძლივს იკავებდა და გამწარებისგან კბილებს ერთმანეთზე აღჭრიალებდა.
თეთრი დასვრილი მაისური ჯაჯგურით გაიძრო და გვერდით  სადღაც კუთხეში მოაგდო
-ერთხელაც ყელში ამომივა...-კბილებს ერთმანეთს ისე უჭერდა ალბათ ცოტაც და მთელი კბილები ჩაეფშვნებოდა- ყელში ამომივა და არ ვიცი მერე რა მოხდება- იმუქრებოდა გამწარებული და ატკიებულ თავზე ხელებს ნელა ისმევდა თითქოს ასე ცდილობდა ტკივილის დაამებას
-უტიფარი, უზრდელი-ბურტყუნით ლანაძღავდა ნოეს და თავისუფლად სუნთქვას ცდილობდა-მთელი სხეული მტკივა, - დაიღრინა და სააბაზანოსკენ ნრლა წავიდა

-ელენე სად არის?- იკითხა ირაკლიმ როცა შეამჩნია რომ მაგიდაზე მსხდომთაგან ერთი ადამიანი აკლდათ
-აქ ვარ- დაიძახა ელენემ და კიბეებზე ნელა ჩამოვიდა
-გოგო რა გჭირდა წეღან?- კითხა მეგინ ინტერესით
-არაფერი...- თვალი აარიდა გოგონას და თავის განკუთვნილ ადგილას დაჯდა
-როგორ თუ არაფერი?! რას გავდი? გაბრაზებულიც იყავი-ჩაეძია მარი
-ფქვილის აღება რომ ვცადე მათლაფა ხელიდან რამდენჯერმე გამივარდა- მოკლედ უპასუხა დაინტერესებულ გოგონებს და ისევ თეფშისკენ დახარა თვალები
-თუ დაგივარდა მაქსიმუმ ფეხები დაგსვროდა, შენკი თითქმის მთლიანად ფქვილიანი იყავი!- არ ეშვებეოდა მეგი.
ელენეს მოთმინების ფიალა უფრო და უფრო ევსებოდა როდესაც ჩუმად გაყურსულ ნოეს ხედავდა, რომელიც არანაირად არ ცდილობდა უხერხული მდგონარეობის შეცვლას, სხვა თუ არაფერი რაიმე თემაზე მაინც გადაეტანა ყურადღება, ბოლოს და ბოლოს მომხდარი ხომ მხოლოდ და მხოლოდ მისი ბრალი იყო.
მაგრამ არა...
ბატონ ნოეს ხომ სიამოვნებს როცა ელენეს გამოუვალ მდგონარეობაში ხედავს, ბოლო რამდენიმე დღე ხომ ამ ფაქტით საზრდოობს ვაჟბატონი,
შორიდან იჯდა და კმაყოფილი ტკბებოდა მიმდინარე სურათის ყურებით.
-მეგი დაკითხვაზე ვარ? ისე მელაპარაკები თითქოს ფქვილის წამოსაღებად კი არა საყვარლის სანახავად ვიყავი- თქვა გაბრაზებულმა და უხერხულობაში ჩავარდნილი მთლიანად გაწითლდა
-კაი რა გჭირს ელე...- თქვა სიცილით მარიმ რომ დაძაბული სიტუაცია ცოტა განემუხტა - უცნაურად გამოიყურებოდი და ბუნებრივია რომ დავინტერესდით
-ვჭამოთ ხალხო რა დროს ფქვილია-ჩაეკვეხა ირაკლი რომელსაც ერთი სული ქონდა როდის შეჭამდა რაიმეს.
-გაბრაზებულმა ტომარას ფეხი ვკარი და იმის მაგივრად რომ წინ გადავარდნილოყო ჩემსკენ წამოვიდა და ფქვილის ამბავი ხომ იცით?..- უპასუხა გოგონებს და დაძაბულობის გასაფანტად ყალბი ღიმილი აიკრა სახეზე
-ხოო... გასაგებია!- დაიზმუილა გაბრაზებულმა  მეგიმ და კარტოფილის ულუფა კბილებში მოიქცია.
ელენე მთელი ამ დროის განმავლობაში დაჟინებულ, დამცინავ, მწველ მზერას გრძნობდა.
წარმოიდგინა როგორი კმაყოფილი გამომეტყველებით უყურებდა გოგონას თავისი მუქი დიდი ღრმა თვალებით, მაშინვე ჟრუანტელმა დაუარა, თვალები დახუჭა და თავი გააქნია რომ თავისი წარმოდგენილი ნეგატიური ფიქრები გაეფანტა. მხრებში გასწორდა და შესამჩნევად გაიღიმა, ნამდვილად არ მისცემდა ამ პირუტყვს მისი ხასიათი გაეფუჭებინა და თან ამით ეხალისა.
ვახშმის დასრულებისას, მისაღებ ოთახში თავი ცოტა ხნით მოიყარეს, ხვალინდელი გეგმები დააწყეს და ძილ მოკიდებულები დასაძინებლად წავიდნენ.
ელენეს სააბაზანოდან გამოსვლისას მეგი უკვე საწოლში დაწოლილი დახვდა რომელსაც თვალები დაეხუჭა და მშვიდად ფშვინავდა.
ელენეს მის დანახვაზე სევდიანად გაეღიმა, ადრეც ასეთმა იცოდა ძილი, საბანში ერთიანად მოიკუნჭებოდა და მთელი ღამე ასეთ პოზაში ისე იძინებდა ოდნავაც არ გატოკდებოდა.
ელენე ნელა მივიდა საწოლთან და გვერდით ისე მიუწვა რომ არ გაეღვიძებინა.
უყურებდა ზურგ შექცევით მწოლიარე გოგონას და მის გრძელ ქერა თმას ხელით ეფერებოდა.
შემდეგ...
თითქოს რაღაცამ უბიძგა მისთვის ხელები გაეშვა,
ღიმილი სახიდან ჩამოირეცხა, ზურგით გადაწვა და ნელა კედლისკენ აღაპყრო თვალები.
ნოე წარმოუდგა თვალწინ,
მასთან იდუმალი,
სახელ დაურქმეველი,
რაღაც ფარული ურთიერთობა აქვს
რასაც მალავს და შემდეგ ასე უტიფრად მეგის გვერდით იძინებს და თან თმაზეც კი მშვიდად ეფერება.
გული ღრღნიდა, ნამუსი მოსვენებას არ აძლევდა, მეგისკენ ყოველ გაწეულ ხელს უკან ნელა აბრუნებდა, თავის თავს მასთან შეხების უფლებას ვერ აძლევდა,
მეგის ყოველი შეხებისას თუ ყურებისას ნოე უდგება თვალწინ,
ყოველი მასთან მომხდარი ინციდენტი თავს ახსენებს და მშვიდად ყოფნის საშუალებას არ აძლევს.
"არა! არა! ჩვენ შორის არაფერი ხდება...
არაფერი ხდება...
უბრალოდ ჩემთვის სამაგიეროს გადახდა უნდა და ამიტომ მოსვენებას არ მაძლევს..."
თითქოს ამ ფიქრებით თავისი თავის გამართლებას ცდილოვდა
მაგრამ...
რატომ? რის გამო? რა აშინებს ასე?
ელენემ თავი უკმაყოფილოდ გააქნია და თითქოს უსიამოვნო ფიქრები გარშემო მიმოფანტა.
მეგისკენ ნელა გადატრიალდა და მთელი გულით ჩაეხუტა. როგორ მონატრებია მასთან თბილად ჩახუტება, ყოველგვარი უსიამოვნო ფიქრების გარეშე, როდის დაშორდა მას ასე ვერც კი ხვდება.
"არასდროს მე შენ ზიანს არ მოგაყენებ" თავის ფიქრებში დაპირდა მეგის და თვალები ნელა მინაბა.

მეორე დილით ელენეს ადრე გაეღვიძა, ჯერ სინათლე ნორმალურადაც არ ანათებდა არემარეს.
წუხელ გვიან დაეძინა, საწოლზე წრიალით ალბათ მეგიც კი შეაწუხა.
საწოლიდან ნელა წამოიმართა, თბილი ტანისამოსი ჩაიცვა და დაბლა სართულზე ჩავიდა.
მის და გასაკვირად მისაღებში ძალიან თბილოდა, ირგვლივ გამეფებულ სიჩუმეს კი ბუხარში მოგიზგიზე შეშის ტკაცუნი არღვევდა.
"ეს ბუხარი არასდროს ქვრება?"
გაიფიქრა თავისთვის და გეზი სამზარეულოსკენ აიღო.
როგორც ყოველთვის ჩაის გასაკეთებლად ფინჯანში ცხელი წყალი ჩამოასხა.
-მეც გამიკეღებ?- მოულოდნელად მის ზურგს უკან ნოეს ხმა გაისმა.
გოგონა შიშისგან ადგილზე შეხტა და ადუღებული წყალი ხელზე გადაისხა.
-აიიჰ...- ამოიგმინა ელენემ და სახე ტკივილისგან საშინლად დამანჭა.
ნოემ ხელი სწრაფად მოკიდა მის ნატკენ მაჯას, ონკანი მოუშვა და ხელი ცივ წყალში შეაყოფინა.
ელენეს მთელს სხეულში ჟრუანტელმა დაუარა, ოღონდ ვერ გაეგო ეს ჟრუანტელი ნატკენ ადგილას ცივი წყლის მოხვედრამ გამოიწვია თუ ნოეს თლილი ხელების შეხებამ.
აქამდე არც კი დაკვირვებია მამაკაცის გრძელ თეთრ თითებს, რომლებსაც ოდნავ ლურჯი ძარღვები დასტყობოდა ალაგ ალაგ ხელებზე.
ელენემ ტკივილისგან დამანჭული სახე ოდნავ გაასწორა,
მამაკაცს ნელა მორიდებით ახედა რომელიც შეკრული შუბლით ნატკენ ადგილას ხელს უსმევდა და თან ცდილობდა წყლით დაეამებინა მიყენებული ტკივილი.
"რა ხდება?" ჩასძახა შინაგანმა ხმამ ელენეს
ნოეს მისი ხელი ეკავა და ცდილობდა ტკივილი მისთვის როგორმე შეემსუბუქებინა,
ელენე კი არაფერს აკეთებდა შესაწინააღმდეგებლად.
არ უნდოდა აღიარება მაგრამ,
სადღაც შიგნით ესიამოვნა მამაკაცის ეს ჟესტი, თითქოს ამ წუთას სხვანაირ ნოეს ხედავდა,
სხვანაირს კი არა მგონი პირველი შემთხვევაა სადაც ისინი განსხვავებულ სიუჟეტში აღმოჩნდნენ.
არანაირი დაძაბულობა, ირონია, დამცირება და სარკასტულობა.
არა...
უბრალოდ ადამიანურობა,
პირველად აღმოჩნდნენ ერთად ადამიანურ ვითარებაში, როცა ნოე გოგონას გაბრაზების მაგივრად მასზე ზრუნვას ცდილობდა და ელენე მისგან გაქცევის მაგივრად,
მასთან ასე ახლოს ხმის ამოუღებლად იდგა.
მგონი ეს ის დროა როცა სურვილი უნდა ჩაიფიქროს ადამიანმა.
"მასთან ახლოს" გაჰკრა გონებაში ელენეს
ნოესთან ასე ახლოს ადრეც იდგა...
იმ ღამესაც კი როცა მამაკაცი მის ცხელ ბაგეებს გოგონას ყელთან დააცოცებდა, მაგრამ ასეთი გრძნობა არც ერთხელ დაუფლებია.
უბრალოდ თითქოს სუნთქვა შეეკრა, მაგრამ არა დაძაბულობის და შიშისგამო,
რაღაც სხვა იყო...
რაღაც სხვა რაც ჩემთვისაც გაუგებარი აღმოჩნდა.
გოგონასთვისაც გაუგებარი აღმოჩნდა, რამაც შიშის გრძნობა გაუღრმავა, მაგრამ არა მამაკაცის არამედ თავისი თავის მიმართ.
მისი ხელებიდან მკლავები სწრაფად დაიძვრინა და უკან ზურგისკენ წაიღო, ოდნავ ადგილზე შეტოკდა და სამზარეულოდან აჩქარებული ნაბიჯით გავიდა.
მამაკაცმა შეჭმუხნული წარბები გაასწორა და მოულოდნელი რეაქციისგან ოდნავ გაკვირვებულმა გააყოლა თვალი მის ზურგს უკან გაქცეულ გოგონას.
ცოტა ხნით იდგა და კარებში გაუჩინარებულ სილუეტს თვალს არ აშორებდა, თითქოს ცარიელ სივრცეში ხედვავდა რაღაც ამოუცნობს რამაც მის სულში რაღაც გამოიწვია
მაგრამ ამ რაღაცას სახელს ვერც ერთი მათგანი ვერ არქმევდა, ან უბრალოდ ეშინოდათ, გულის სიღრმეში ამ რაღაცის გამწვავების,გამჟღავნების და სახელის დარქმევის.
იმდენად ეშინოდათ რომ შეუმჩნევლად მთელს სხეულში აჟრიალებდათ კიდეც
ნოემ გონს მოსასვლელად თავი ოდნავ გააქნია და მოზუზუნე წყლის შესაჩერებლად მარჯვენა ხელი ონკანის დასაკეტად წინ გასწია.

მისაღებში ყველამ ნელნელა მოიყარა თავი.
ელენემ დაზიანებული ხელი მალამოთი და ბინტით დაიმუშავა,
გოგონების შეკითხვებს კი მოკლედ უპასუხა რომ დაიწვა.
ნოეს მზერის არიდებას ყველანაირად ცდილობდა, დილანდელი ინციდენტის შემდეგ საშინლად არ უნდოდა მისი გამომეტყველების დანახვა, ამიტომ ყველანაირად ცდილობდა მისთვის თავი აერიდებინა. ეშინოდა მისი მზერის, მისი თვალების დანახვის, წარმოდგენა არ ქონდა რატომ მაგრამ თვლიდა რომ თვალები გასცემდნენ, არ იცის რას მაგრამ ეგონა რომ თვალები მის დაუკითხავად რაღაც მნიშვნელოვანს იტყოდნენ.
ისევ გარეთ, ისევ იმ ადგილას ისაუზმეს სადაც გუშინ,
შემდეგ კი იმ ადგილას წავიდნენ სადაც ყველაზე მეტი თოვლი იყო რომ თოვლის ბაბუის გაკეთება არ გასჭირვებოდათ.
ვერ ვიტყვი რომ კარგი დრო გაატარეს რადგან ყველაზე მაგარი დღე გამოუვიდათ,
სიცილი, გუნდაობა, თამაში...
თოვლის ბაბუ ბოლო ჯამში არაპროპორციული გამოუვიდათ მაგრამ თავიანთი ნახელავით მაინც კმაყოფილები დაბრუნდნენ სახლში.

-ორ დღეში ახალი წელია!- ახარა ღიმილით ირაკლიმ ბავშვრებს ისე თითქოს ამის შესახებ არ იცოდნენ და პირველად მისგან გაიგეს
-საღოლ ირა, შენით მიხვდი თუ დაგეხმარნენ?- სიცილით კითხვა ნოემ და დივანზე მეგის გვერდით ჩამოჯდა.
-მაგარი გაუჩითე!- გადაიხარხარა მეგიმ და ყავის ფინჯანი მაგიდაზე დადო რომ სიცილის დროს არ დაქცეოდა
-მარიი...- ოთახში მოულოდნელად ირაკლის შემზარავი ყვირილის ხმა გაისმა როცა იატაკზე გართხმული გულწასული მარი დაინახა.
მათ ყურთასმენას კი ფინჯნის ჭახუნის ხმა მისწვდა რომელიც დაცემისას მარის გაუვარდა.
-მარი... მარი... სასწრაფო...
სასწრაფოში დარეკეთ-ოთახში მხოლოდ ირაკლის გამაყრუებელი, დახშული ყვირილის ხმა ისმოდა, რომელიც ადგილს ვერ პოულობდა და გულის შემაწუხებელი ხმით გმინავდა.
მაინც რა არის ეს სიყვარული?
დაფიქრებულხართ?
როდესმე გიფიქრიათ ამ სიტყვას ჩაღრმვებოდით "ს ი ყ ვ ა რ უ ლ ი"
რა არის? ასეთი რა შეუძლია რომ თავს გავიწყებს? გაბრმავებს, გაშინებს,
რა შეუძლია ცხრა ბგერიან სიტყვას ისეთი რომ შესაძლებელია ერთ წამში გაგაბედნიეროს და ამავე დროს უბედურად გაქციოს.
თავი უსუსურად გაგრძნობინოს და ამავე დროს გაგაძლიეროს,
და მაინც რა შეუძლია ამ ცხრა ბგერიან სიტყვას
"მ ი ყ ვ ა რ ხ ა რ ს"?

საავადმყოფოში სკამზე მსხდომნი ნერვიულად ელოდებოდნენ ექიმის გამოსვლას.
ირაკლი ბოლთას სცემდა დერეფანში დოინჯშემოყრილი და ხელებს სახეზე დრო და დრო ნერვიულად ისმევდა.
-ესე მოულოდნელად რა დაემართა?- იკითხა ჩამწყდარი ხმით მეგიმ
-არ ვიცი მეგი... არ ვიცი...- ამოიოხრა ელენემ და ფეხის ქნევას წინ და უკან ნერვიულად განაგრძობდა.
-ყავა გამომართვით- დაიძახა მათ წინ მდგომმა ნოემ და გოგონებს ყავა გაუწოდა
-ყავას არ ვსვავ-თქვა მკვახედ ელენემ და სახე ხელებში ჩარგო
-კარგი რა ელენე... საათებია უკვე აქ ვზივართ, ცოტას გამოფხიზლდები-უთხრა მეგიმ, ნოეს ყავა გამოართვა და ელენეს მიაწოდა.
მადლობა ისე მოიხადა არც ერთისთვის არ შეუხედავს,
სკამიდან ადგა და კუთხეში მიყუდებული, თითქოს უმწეო გამომეტყველებით მყოფი სილუეტისკენ წავიდა.
-ყავა არ გინდა?- გვერდით ამოუდგა და ხელში ჯერ ისევ ცხელი პირდაუკარებელი ყავა გაუწოდა.
-არა- უპასუხა ხრინწიანი ხმით
-ცოტას გამოგაფხიზლებს, გთხოვ რა...- სევდიანად გაუღიმა და ყავა ხელმეორედ გაუწოდა
- მადლობა - უთხრა და ერთი ყლუპი დიდი გაჭირვებით გადაუშვა ხახაში.
-ყველაფერი კარგად იქნება... მარიზეა საუბარი ბოლო ბოლო- ნაღვლიანად გაუღიმა და მხარზე ხელი ნელა ჩამოუსვა
-არ ვიცი რა დამემართა ძირს დაგდებული რომ დავინახე- მამაკაცმა თვალები თეთრად შეღებილ კედელს მიაპყრო და შეეცადა რამდენიმე საათის წინ მომხდარი ინციდენტი გაეხსენებინა.
-თითქოს თვალთდამიბნელდა და ყველაფერი გაქრა გარშემო, ვერ აღგიწერ რა ვიგრძენი, თითქოს ყველაფერი დავკარგე...- სიტყვებს ერთმანეთს ძლივს უყრიდა და ცდილობდა აეხსნა ის განცდა რაც მარის დანახვისას გადაიტანა- ხომ გესმის?
-არ მესმის- ნერწყვი მძიმედ გადაყლაპა გოგონამ და მამაკაცის მსგავსად მანაც თეთრ სივრცეს მიაპყრო თვალები.
-ექიმი...- დაიძახა მეგიმ როცა პალატიდან გამოსული თეთრ ხალათიანი კაცი დაინახა. ელენე და ირაკლი უმალ ადგილიდან წამოხტნენ და ექიმთან ერთ ნაბიჯში მიცვივდნენ
-რა ხდება? როგორ არის?- მიაყარეს კითხვები ერთდროულად -დამშვიდდით- ექიმი ხელის ნელი ქნევით ამშვიდებდა აღელვებულ ბავშვებს და ოდნავი დაღლილი ღიმილით გადახედა ირაკლის
-მეუღლე თქვენ ხართ?
-დიახ-აფორიაქებულმა უპასუხა ირაკლიმ
-შეგიძლიათ თქვენ შებრძანდეთ- კაცს სიტყვა არ ქონდა დამთავრებული უმალ პალატისკენ რომ დაიძრა ირაკლი და თეთრი კარების უკან მიიმალა
-მოკლედ-შემდეგ ბავშვებს მიუბრუნდა ექიმი
-ქალბატონი მარი ერთი თვის ორსულია
-რა?- ისე შესძახა მეგიმ ირგვლივ მოსიარულე მედდებმა ინტერესით შეხედეს
-დიახ ასეა- გაიღიმა მამაკაცმა და ნათქვამი კიდევ ერთხელ დაგვიდასტურა-მაგრამ გულის წასვლა მარტო ამას არ გამოუწვევია, როგორც ჩანს ქალბატონს ძალიან უყვარს თოვლი და სიცივე რაც ბავშვისთვის ნამდვილად არაა კარგი... ასე რომ თქვენც უთხარით რომ თავს გაუფრთხილდეს
-რა მაგარია- ტრანსში მყოფმა წარმოთქვა ელენემ
-მართლა რა მაგარიააა...- ტაში სიხარულისგან შემოკრა და ელენეს გადაეხვია
-კარგით ექიმო-უთხრა არანაკლებ გახარებულმა ნოემ- როდის შეილება გაწეროთ?
-თავს უკეთ თუ იგრძნობს შეგიძლიათ ახლავე წაიყვანოთ ოღონდ...- თითის ქნევით გააჩერა პალატაში შესული გოგონები- თავს გაუფრთხილდეს - დაასრულა და ისევ სასიამოვნოდ გაუღიმა
-მაგაზე არაა პრობლემა, ცივ ნიავს არ მივაკარებთ- უმალ უპასიხა მეგიმ და ელენე პალატაში შეაგდო.
-მარიიიი....- აჟიტირებულები მიცვივდნენ მწოლიარე გოგონასთან და მის გვერსით მჯომი ირაკლი ცოტახნით გვერდით მოისროლეს
-გოგონებო- წარმოთქვა სიხარულით აღტაცებულმა
-როგორ შეგვაშინე და თურმე რა კარგი ამბავი ხდებოდა ჩვენს თავს-თქვა ელენემ და მარის მუცელზე ხელი ნაზად მოუთათუნა
-აი ხომ ვამბობდით რომ ფეხმძიმედ იქნებოდი- სამი თითი გაატკაცუნა და თვალი ღიმილით ჩაუკრა
-კარგით რაა... ისეთი გახარებული ვარ - ხელები თვალთან მიიტანა და ცრემლი რომელსაც თავი წამოეწია გამოსაქცევად საჩვენებელი თითით მოიწმინდა.
-გილოცავ ბიჭო- სიცილით უთხრა ნოემ ირაკლის და ჯიგრულად ჩაეხუტა
- გაიხარე ძმა, გაიხარე- ჯერ კიდევ ვერ იაზრებდა ირაკლი რომ ეს ხდებოდა. წუთის წინ შეშინებული ასეთი გახარებული თუ იქნებოდა ვერასდროს წარმოიდგენდა.
საავადმყოფოში დიდხანს აღარ დარჩენილან, ექიმმა უმნიშვნელო წამლები გამოუწერა და წასვლის წინ ისევ და ისევ დაარიგა პატარა ბავშვივით რომ თავს გაფრთხილებოდა.

-გოგონებო შეიძლება?- კითხა მარიმ პიჟამოებში გამოწყობილ გოგონებს რომლებიც საწოლზე გულაღმა იყვნენ წამომჯარნი.
-ოხ როდიდან გავხდით ასეთი მორიდებული?- კითხა სიცილით მეგიმ
-ტ***ი დააყენე ქალო- უპასუხა და მათთან ერთად საწოლმე ჩამოჯდა
-რას არქმევთ?- ყურებამდე გაღრეჭილმა კითხა ქერა თმიანმა მეგიმ
-ჯერ არ გაციებულა ეს ამბავი ქალო აცადე ცოტა ხნით- მხარზე ხელი სიცილით მიკრა ელენემ
-აუ გოგონებო ძაან მიხარია, ასეთი გახარებულო მგონი არც არასდროს ვყოფილვარ
-ეს სხვა გრძნობაა მარი- თბილი მაგრამ ოდნავ ნაღვლიანი თვალებით შეხედა ელენემ- ეს დედობრივი სიხარულია რაც რათქმაუნდა ადრე არ განგიცდია
- აუ კი კი ეგრეა- თავის ქნევით დაეთანხმა მეგიც- ასე რომ ქალბატონო დღეიდან ფრთხილად იქნები, არანაირი თხლად ჩაცმა- ხელი გამოშალა მეგიმ და ნეკა თითი დაბლა ჩამოწია, რასაც შენდევ არათითიც მიაყოლა- არანაირი ხტუნაობა, არანაირი ზედმეტი თოვლი, არანაირი ნერვიულობა....
-კაი მეგი კაი დამშვიდდი- სიცილით თავზე ხელი დაუსვა ელენემ
-როგორ გამოცდილი დედასავით მელაპარაკება-თავი გააქნია უკმაყოფილოდ მარიმ
- აუ ხუმრობა იქეთ იყოს და მალე მეც დედა გავხდები- დაასრულა თუ არა ლაპარაკი ელენეს ხველება აუტყდა, მარიმ კი პირი გაოცებისგან ლამის იატაკამდე დაუვიდა
-არა! არა!- თავი გააქნია მეგიმ როცა მეგობრების რეაქცია დაინახა და მათ დამშვიდებას შეუდგა-ანუ რას გეუბნებით, ამას წინებზე ხომ გაიგეთ ნოემ რა თქვა?- თქვა და თვალებში ჭინკები აუთამაშდა.
გაურკვეველ მდგომარეობაში ჩავარდნილმა გოგონებმა წარბები მაღლა აზიდეს და თვალები მომლოდინედ დაჭყიტეს
-ანუ რომ ვირჩევდით სად გავატარბდით ახალწელს და ირაკლიმ რომ თქვა მე ჩემს ცოლს ზურგს ვერ ვაქცევო და მერე ნოემაც რომ თქვა მე კი ჩემს ცოლსო... - ცოტახნით გაჩუნდა და მალევე გააგრძელა საუბარი- ნუ რათქმაუნდა არ დაუსრულებია მალევე გადააკეთა შეყვარებულიო მაგრამ ხომ იცით ეს რასა ნიშნავს?- ისევ აჟიტირებულმა ოცნებებს აყოლილმა შემოკრა ტაში. გოგონებს ისევ კითხვის ნიშნიანი, შემშრალი ყალბი ღიმილი ეკერათ სახეზე და ვერ გაერკვიათ რას ბოდიალობდა ეს გოგო
-მეგი სიცხე ხომ არ გაქვს?- სერიოზულად შეეკითხა მარი
-ღმერთო ცოტა ტვინი გაანძიეთ რაა...- მობეზრებულად უთხრა გოგონებს- ანუ ხშირად ფიქრობს ეტყობა ჩვენს დაოჯახებაზე და შემთხვევითაც მაგიტომ წამოსცდა მაშინ- დაასრულა როგორც იქნა და ოცნებებს აყოლილი, კმაყოფილი ღიმილით ზურგზე გადაწვა.
-ელე ჩემს ბავშვს შენ განათლინებ- სრული სერიოზულობით მიუბრუნდა გვერდით ჩუმად მჯდომ გოგონას- ამან ჩემს შვილს ასეთები რომ დაანათლოს ამოვბუგავ ყველაფერს
-რაც გინდა ის თქვი, ხასიათს მაინც ვერ გამიფუჭებ
-როგორ გიყვარს ოცნება მეგი- სიცილით უპასუხა ისევ მარიმ
- ისეთ შთაბეჭდილებას რატომ მიტოვებ თითქოს ჩვენი დაოჯახების იდეის წინააღმდეგი ხარ- უკმაყოფილო გამომეტყველებით წამოიწია წინ მეგი
- რა სისულელეს ამბობ გოგო-გამომეტყველება დაუსერიოზულდა მარის- თქვენი დაოჯახების ამბავი რათქმაუნდა გამიხარდება მაგრამ რა სისულელესაც შენ ამბობ მანდედან რაიმე დასკვნის გაკეთება მხოლოდ შენნაირი ტვინ გამორეცხილებს შეეძლოთ. უბრალოდ ზედმეტად მეოცნებე რაც არაა კარგი. ირაკლიმ რომ თქვა ჩემზე ცოლიო ნოეს შემთხვევით ინსტიქტურად მოუვიდა შეცდომა
-შემთხვევით არაფერი ხდება საყვარელო- გაიღიმა და თვალი კმაყოფილმა ჩაუკრა
- ვაიმე კარგი სხვა რამეზე ვილაპარაკოთ თორე ეს მე გამაგიჟებს- შუბლზე ხელი შეწუხებულმა მიიდო და ელენეს ხელი წამოარტყა
- რა ჩუმად ხარ შენ
-არა უბრალოდ მეგის სისულელეების ფიქრში ხელი აღარ შევუშალე- სიცილში გაატარა მთელი ამდროის განმავლობაში მისი ჩუმად ყოფნა.
არ შეეძლო მათი ურთიერთობის შესახებ რაიმე ეთქვა, სხვა სიტუაცია რომ ყოფილიყო რათქმა უნდა რჩევას სიამოვნებით მისცემდა მაგრამ ეს არ იყო ჩვეულებრივი ურთიერთობა და ელენემ ეს მშვენივრად იცოდა.
მითუმეტეს რომ დღეს ნოეს თითქოს სხვა თვალით შეხედა, რაზე ფიქრიც კი საშინლად ხდიდა.
-მეგი...- ცოტა ხნიანი დუმილის შემდეგ ეშმაკური თვალებით შეხედა გოგონას-ისე შენ და ნოეს რამე ხო არ... ჰა? -შეპარვით კითხა მარიმ.
ელენე მთლიანად დაიძაბა, თვითონაც ვერ გაეგო რატომ მაგრამ ამ კითხვაზე უარყოფითი პასუხის მოსმენა მთელი გულით უნდოდა
-არაა...- თითქოს თავისთვის ჩაილაპარაკა- არა არაფერი არ გვქონია, არა ერთად კი გვეძინა ერთი ორჯელ, მაგრამ ინიციატივა არასდროს გამოუჩენია და მე ხომ არ მივახტები- თქვა და ისევ ზურგით გადაწვა.
ელენეს დაძაბულობა ნელნელა მოეხსნა, თითქოს მეგის სიტყვები გულზე მალამოდ მოეფინა და მუშტად შეკრული ხელები მშვიდად გაშალა.
-თორე არ გინდა რაა...- დაიჭყანა მარი
-ისეთი საყვარელია გეფიცებით რააა...-გეგონება დადნაო ისეთი ხმა ამოუშვა ბაგეებიდან- როცა მკოცნის ისეთ სითბოს ვგრძნობ, ისეთი ნაზი და ლამაზი ბაგეები აქვს რომ....
-ტვალეტში გავალ და მოვალ- უცებ ჩახშული ხმით წარმოთქვა ელენემ და აჩქარებული ნაბიჯით გავარდა გარეთ.
ტვალეტში შესვლისას სარკეში საკუთარი ანარეკლის დანახვისას გაჩერდა.
თითქოს საკუთარმა თავმა შეაშინა...
მთლიანად დაძაბული, ხელები მუშტებად იმდენად ძლიერად ქონდა შეკრული რომ დაბერილი ძარღვები ეტყობოდა.
-რაში მანაღვლებს?... რაში განაღვლებს?- კითხა საკუთარ თავს სარკეში. ნელ-ნელა დამშვიდება დაიწყო, ონკანი მოუშვა და ხელისგულებში დაგუბებული წყალი სახეზე შეისხა.
ვერ გაეგო რა დაემართა, რაში ანაღვლებდა ეს ყველაფერი?
რატომ იძაბებოდა ყოველი ნოეს ხსენებისას? განსაკუთრებით კი ახლა რამ გამოიწვია მისი გაღიზიანება?
ეს ყველაფერი თითქოს უკვე ყელში ქონდა ამოსული, ნერვევი ეშლებოდა ყოველი მისი ორგანიზმიდან წამოსული ემოციების რომლებიც ნოეს ხსენებისას იშლებოდა და უგზო უკლოდ იკარგებოდა..
-დამშვიდდი, თავი ხელში აიყვანე, ეს შენ არ გეხება, ყურადღებას ნუ მიაქცევ- თვალებ დახუჭულმა დაამშვიდა თავისი თავი, პირსახოცით სახე შეიმშრალა, ღრმად ამოისუნთქა და სააბაზანოდან თავდაჯერებული და სულიერად დამშვიდებული შეეცადა გასულიყო.
ოთახში შესვლისას მარი იქ აღარ დახვდა, მეგი კი უკვე საწოლში ჩაწოლილიყო და ტელეფონს ჩაშჩერებოდა.
-ძილინებისა მეგი- უთხრა მშვიდად და ზურგით გადაბრუნდა
-ძილინებისა- უპასუხა მხიარულად, ელენესკენ გადმოტრიალდა და ლოყაზე ხმაურით აკოცა.
გოგონას სხეულში ჟრუანტელმა დაუარა და თვალები მაგრად დახუჭა.
არ იცოდა ამ ჟრუანტელმა სიამოვნების გამო დაუარა ტანში თუ საკუთარი არაპროპორციული ფიქრებისგან გამოწვეულმა სირცხვილმა.

-ხვალ ახალი წელია-ღიღინით შემოვიდა მისაღებში ირაკლი
-ბიჭო მგონი ბავშვებზე მაგრად ახალი წელი შენ გიხარია-უთხრა ნოემ
-როგორ არ უნდა მიხაროდეს ახალი წელი, რომელიც ახალი ამბებით დაიწყო-მარის თავზე ხმაურით აკოცა და ჯერ დაუმჩნეველ მუცელზე ხელი სასიამოვნოდ მოუსვა
-შენს ცოლს რა ენაღვლება მიზეზი აქვს რომ ბევრი არაფერი გააკეთოს, მე და ელემ ვიკითხოთ თორე...- თვალები მოღუშულმა აატრიალა
-რატომ ჩვენც მოგეხმარებით-მხრების ჩეჩვით უთხრა ნოემ და ირაკლის ჩათვლით ყველამ გაკვირვებულმა შეხედა
-რას ვიზავთ ბიჭო?- კითხა და თავი წინ წამოწია ირაკლიმ რამე არასწორად ხომ არ გავიგეო
-ხო რა იყოთ... კაცს რომ ქალზე კარგი ხელი აქვს ეხლა გაიგეთ?- უპასუხა და ფეხზე წამოდგა
-რაო? - გაიკვირვა მეგიმ და ისიც ფეხზე წამოიმარათა- გოგოებო ეს ქალებისთვის რამდენად დამამცირებელია იციათ თქვენ?- იმდენად სერიოზულად და ნაწყენმა წარმოთქვა მეგიმ რომ ელენემ სიცილი ვეღარ შეიკავა და ხმამაღლა აფხუკუნდა
-ერთი იდეა მაქვს- მარის თავზე ნათურა განათდა და ისიც ფეხზე წამოდგა-მოდით შევეჯიბროთ! ქალები კაცების წინააღმდეგ- თქვა და კმაყოფილმა შემოირტყა დოინჯი მხრებზე-ირაკლი და ნოე ერთად, მეგი და ელენე კი ერთად. ხოლო მე დეგუსტატორი ვიქნები
-ატრაკებთ!- იდეით უკმაყოფილომ თქვა ირაკლიმ
-მშვენიერი აზრია- აქამდე ჩუმად მყოფი ელენეც წამოიჭრა ფეხზე- თან ახალი წლისთვისაც გავამზადებთ ცოტა რაღაცეებს
-ნოე ნუ ატრაკებ რა ძმა-ერთადერთ იმედსღა მიაპყრო თვალები ირაკლიმ
-ადექი, ადექი, უნდა ვასწავლოთ ვინ არის აქ უფროსი- ტაში შემოკრა და ირაკლის ხელი წამოარტყა რომ ამდგარიყო.
ოთხი სილუეტი სამზარეულოსკენ გაემართა, მარი კი მისაღებში დარჩა და დაელოდა როდის დაუძახებდნენ საჭმელების დასაგემოვნებლად.
საბედნიეროდ პროდუქტები წინა დღისით იყიდეს და მაცივარი მთლიანად გავსებულიყო პროდუქტებით.
გოგონებმა მინეგრეტის და აჩეჩილის კეთება დაიწყეს.
ბიჭებმა კი ხორცეულობის გაკეთება ითავეს.
სამზარეულოში ფართუკ აფარებულები, წინ და უკან მოსიარულე გოგო ბიჭების ზუზუნი ისმოდა.
მიუხედავად ნოესთან უსიამოვნო სიახლოვისა, ელენე თავს მაინც კარგად გრძნობდა სამზარეულოში მოფუსფუსე მეგობრებთან ერთად.
პირიქით ძალიან მხიარულ ხასიათზე დგებოდა როცა ვიწრო სამზარეულოში მოტრიალე გოგონები ერთმანეთს მაგნიტებივით ასკდებოდნენ. ფართუკ აფარებული ნოეს დანახვისასაც კი ეპარებოდა ტუჩის კუთხეში ღიმილი, ირაკლის საცოდაობით კი ყველა დაიწვა, თუ როგორ ცდილობდა ხორცი გაეჭრა რომელიც ხელიდან უსრიალდებოდა ან ხორცის წვენი ტანზე რომ დაექცეოდა და პანიკიორი ქალივით წუწუნს იწყებდა.
საათობით იტრიალეს სამზარეულოში. ორი სხვადასხვა ნამცხვრის, ხორცის და კიდევ უამრავი საჭმლის სუნის გამო მარი წარამარა ტვალეტში დარბოდა
მეგი კი შეუჩერებლად მთელი გულით ცდილობდა საჭმელები ყველაზე გემრიელი გამოსულიყო და ნოესთვის დაემტკიცებინა რომ კაცის ხელი სულაც არ ჯობდა ქალისას.
თავს დადებდა ასე შეურაწყოფილად თავი არასდროს უგვრძვნია.
უკვე საღამო იყო როცა ყველაფერს მორჩნენ და ერთმანეთის პირისპირ მდგომი ბავშვები კმაყოფილი გამომეტყველებით უყურებდნენ ერთმანეთს, მხოლოდ ირაკლი იყო ქანც გაწყვეტილი რომელსაც ახლა დაწოლის მეტი არაფერი უდოდა
-მზად ხართ წაგებისთვის?- იკითხა კმაყოფილებით სავსე ღიმილით ელენემ
- დასკვნების გამოტანას ნუ იჩქარებ- უპასუხო ნოემ სარკასტულად და თვალი ჩაუკრა
-დავუძახოთ დეგუსტატორს?-იკითხა მეგიმ და მარის გასძახა. ცოტა ხანი არც იყო გასული ყურებამდე გაკრეჭილი მარი რომ შემოვიდა სამზარეულოში და ერთი სული ქონდა გემრიელობებს როდის დააგემოვნებდა.
-მოკლედ ამ თეფშებზე მაიონეზი და აჩეჩილია, ხოლო ამაზე ოსტრი და მწვადი. შენ რათქმაუნდა არ იცი ესენი ვინ დაამზადა, ხოდა გასინჯავ და რომელიც მოგეწონება გამარჯვებულებიც ისინი იქნებიან.
-გასაგებია- თქვა მხიარულად და ჩანგალს ხელი დაავლო. პირველი აჩეჩილი და მინეგრეტი გაიქანა ყბაში და გემრიელად გადაყლაპა, ბავშვებს კი ცერა თითით ანიშნა მაგარიაო.
შემდეგ ოსტრი კოვზით მოსვა და თვალები სიამოვნებიგან მინაბა, მწვადის ხორცს გვერდი ცოტა ააწიწკნა და ისიც კბილებში მოიქცია
-ღმერთო რა გემრიელია- თქვა და თეფშზე რამდენიმე პორცია გადაიღო-ლიმონიც ასხია ზედ? ვაიმე რა გემრიელია
-მგონი ყველაფერი აშკარაა!- თქვა კმაყოფილმა ნოემ და გამარჯვებულმა ხელები განზე გაწია.
-შენ მეგობარი კი არა მტერი ხარ!- თქვა გაბუტულმა მეგიმ და სამზარეულოდან გაბრაზებული გაქანდა.
- მე რა შუაში ვარ?- იკითხა ყბა გამოტენილმა მარიმ და დატვირთული თეფშით მისაღებში გავიდა
-რას აკეთებთ?- იკითხა ელენემ როცა ბიჭებმა ფართუკების მოხსნა დაიწყეს- ამას ვინ მიალაგებს?
-რა?- აღმოხდა განწირული ბაგეებიდან ირაკლის
-გავიგეთ რომ კარგად ამზადებთ, ახლა ისიც გვაჩვენეთ როგორ კარგად ალაგებთ- ახლა ელენემ ჩაუკრა თვალი ნოეს და სამზარეულო ნელი ნაბიჯებით კმაყოფილმა დატოვა.
-ღადაობენ ძმაო?- იკითხა ირაკლიმ.
ნოეს ირაკლის საცოდაობისთვის ყურადღება აღარ მიუქცევია,
ბაგეებზე ღიმილი არ შორდებოდა და კარში გაუჩინარებულ გოგონას სილუეტს მიშტერებოდა.
-დავალაგოთ ძმა სხვა გზა არ გვაქვს-თავი სიცილით გააქნია და კმაყოფილი შეუდგა სამზარეულოს ლაგებას.

მეორე დღისით გოგონებმა მთელი დღე ისევ საჭმლის კეთებას მოანდომეს.
დილის მერე შეუდგნენ ყველაფრის მომზადებას რაც გუშინ ვერ გააკეთეს და ცდილობდბენ დაღამებამდე მოესწროთ რომ საკუთარი თავისთვისაც დაეთმოთ რამდენიმე საათი.
-ღმერთო როგორ დავიღალე!-დივანზე გართხმული დაეცა მეგი
-მორჩით?- იკითხა სულერთია სახით მარიმ
-შენ გაჩუნდი რა... არ გაანძრიე რასაც ქვია- უკმაყოფილოდ უთხრა მეგიმ
-მე ფეხმძიმედ ვარ - გასასამართლებელ საბუთად ისევ იგივე გაიმეორა
-კარგით გოგონებო ტოლმაც დავდგით და ერთ ორ საათში ისიც მზად იქნება-სამზარეულოდან ხელების ფშვნეტით გამოვიდა ელენე
-აუ კაია დავისვენოთ ცოტა და მერე ჩვენც მოვემზადოთ რაა...- დაიზმუილა მარიმ
-კი! კი! შენ ყველაზე მეტად გჭირდება დასვენება- სიცილით უთხრა ელენემ.
ცოტა ხნის მერე ოთახში ხმაურით ბიჭები შემოლაგდნენ
-ესენი სად იყვნენ?- იკითხა მეგიმ
-ტკბილეული და რაღაც სასუსნავები მოიტანეს- თქვა მარიმ და პარკებისკე ცნობისმოყვარედ გააპარა თვალი.
-რას შვრებით?-იკითხა ხალისიანად ირაკლიმ და მარის თავზე ხმაურით აკოცა
-ჩვენ მოვრჩით მომზადებას და ეხლა ვისვენებთ- უპასუხა მხიარულად გოგონამ
-ღმერთო ეს ნუ იბრალებს რაღაცეებს თორე გავგლეჯავ-თქვა ღრენით და თვალები დაჭყიტა
-ვიღაცას აბრაზებენ- სამზარეულოდან გამოსულმა დაიძახა ნოემ და მეგის კმაყოფილი ღიმილით მიუჯდა გვერდით
-ნოე მაბრაზებენ-დაიზუზუნა მეგიმ და ნოეს მკერდში ჩარგო თავი, მამაკაცმა გოგონას თავზე ხელი სიცილით მოუსვა და ჩუმი მზერით ელენესკენ გააპარა თვალი, რომელმაც ნოეს მზერის დაჭერის თანავე თავი უმალ გვერდით გადახარა და ფეხზე წამოდგა
-ავიდეთ და გავემზადოთ- სანამ მოვრჩებით მოვა თორმეტიც და ასეთები ხომ არ შევხვდებით
-მოვდივარ!- დაიძახა მეგიმ და ნოეს მკერდიდან თავი სწრაფად აწია
-აუ დამელოდეთ რა...- შეეხვეწა მარი და უკან აედევნა.

-ის შავი კაბა მომაწოდე რა...- უთხრა სააბაზანოდან გამოსულმა ელენემ მარის
- გამომართვი-მიაწოდა და თვითონ თმის დახვევა განაგრძო
-გოგონებო რას იტყვით?- დაიძახა მეგიმ და მათ წინ მუქ მწვანე კომბინიზონში დატრიალდა
-აუ ძაან ლამაზი ხარ მეგი- ღიმილით უთხრა ელენემ
-კი ნოეს ჭკუას დააკარგვინებ-სიცილით მიუბრუნდა მარი რომელმაც თმის ბოლო კულულიც გაიკეთა
-ელე მაკიაჟს გაგვიკეთებ?- ჯერ ისევ ხალათში გამოწყობილ ელენესთან მივიდა ორივე და მუდარით შეეხვეწნენ
-ღმერთო! კარგი დასხედით-თქვა სიცილით და თავისი ხელსაწყოები მოამზადა.
მაკიაჟს სიცილით იკეთებდნენ და იხსენებდნენ ადრინდელ დროს, როცა მაკიაჟის გასაკეთებლად ყოველთვის ელენეს მიმართავდნენ, რადგან თვითონ თავიანთ თავს ყოველთვის მუმიას ამსგავსებდნენ.
-ასე!..- დაასრულა თუ არა მარის გალამაზებაც გოგონა სკამიდან მაშინვე წამოდგა და სარკესთან წრიულად კისკისით დატრიალდა
-მეც ხომ ლამაზი ვარ?-იკითხა და შვინდისფერი მოკლე კაბა ლამაზად გაისწორა
-კი კი ოროვე ლამაზები ხართ და ეხლა თუ არ დამტოვებთ მგონი ახალწელს ხალათით შევხვდები- თქვა და მართლა წარმოიდვინა თეთრი ხალათით როგორ შეხვდებოდა ახალ ორიათას თვრამეტ წელს.
ერთი საათის შემდეგ ელენეც მზად იყო, შავი მუხლს ქვემოთ, ტანზე მომდგარი კაბა მისი სხეულის ფორმებს ლამაზად გამოკვეთდა, ხოლო უკან ნახევრად მოშიშვლებული ზურგი კიდევ უფრო სექსუალურ იერს ანიჭებდა.
შავი სწორი თმა საჩვენბელი თითით უკან გადაიწია და სარკეს მოშორდა.
-რაღაც მავიწყდება-დაიჩურჩულა ჩუმად და გახსენებას შეეცადა-სამკაული-თვალები უცებ გაუნათდა და კარადისკენ წავიდა საიდანაც საყურე და ყელსაბამი ამოაძვრინა.
მოულოდნელად ოთახში ვიღაცის შემოსვლის ხმა გაისმა მაგრამ უკან მიუხედავად იცნო მარის ნელი ნაბიჯების ხმა
-მარი შეგილია ყელსაბამი გამიკეთო?-უთხრა და ყელზე მიბჯენილ ვერცხლისფერ სამკაულს ხელი გაუშვა
- დაბლა რა ხდე... ააა....- უკან მობრუნებისას და მამაკაცის მაღალი სილუეტის დანახვისას მოულოდნელად ბაგეებიდან ყვრილი აღმოხდა
-იმ საღამოს ასე რომ მოსულიყავი, დამიჯერე დაწყებულ საქმეს შუა გზაზე არ გავწყვეტდი-ოთახში მამაკაცის სარკასტული ბარიტონი გაისმა და გოგონას გამომწვევად შეხედა.
ელენეს მისი სურნელის შეგრძნებამ ცხვირში სასიამოვნოდ გაუარა და ნერწყვი მძიმედ გადაყლაპა.
სიბრაზის მაგივრად გოგონას სხეულში სიამოვნების გრძნობამ დაუარა, რამაც უსიამოვნო შიშის გრძნობა მოჰგვარა და ტვინმა მამაკაცისგან თავისდაღწევის საგანგაშო სიგნალი ჩართო,
ნოესთვის გვერდის გავლას შეეცადა, თუმცა მამაკაცმა მკლავებში ისევ ხელი წაავლო და თავის ადგილას დააბრუნა
-უკვე ყელში ამომივიდა შენი უტიფარი საქციელი-ხმადაბლა წარმოთქვა რომ ღია კარიდან ხმა არ გასულიყო და მამაკაცის მკლავებში აფართხალდა
-დამშვიდდი! ასე არ მოვიქცევი ჩემი დანახვისას სულ გქცევას რომ არ ცდილობდე-უთხრა და მის შეკავებას შეეცადა
-ნუ მაიძულებ და არ გავიქცევი
-მე არაფერს გაიძულებ, ეს შენ ხარ ზედმეტად მშიშარა-უპასუხა და წარბები მაღლა კმაყოფილმა აზიდა-ახლა ხელს გაგიშვებ და არსად გაქცევას არ შეეცდები, თუ შეეცდები ისევ იგივეს გაკეთება მომიწევს, მე კი ნამდვილად არ მინდა რომ ახალწელს დალურჯებული ხელებით შეხვდე-დაასრულა თუ არა ლაპარაკი სასიამოვნოდ გაუღიმა და ხელი ნელი მოძრაობით გაუშვა
-აბა რა გინდა?- კითხა მშვიდად და ხელები დაბლა დაუშვა
-არაფერი- ღიმილით უპასუხა და თავი მშვიდად გააქნია. ელენეს გაკვირვებისგან წარბები მაღლა აეწია და სარკასტულად გაეცინა
-არაფერი?
-არაფერი-გაუმეორა ისევ ხელმეორედ
-აბა აქ რას აკეთებ?
-არაფერს უბრალოდ კარი ღია იყო და რომ დაგინახე...- უთხრა და თავიდან ფეხებამდე ნელა აათვალიერა.
ელენეს დაძაბულობა დაეტყო,ამ კაცის მიმიკებს საშინელ დისკომფორტამდე მიყავდა.
-ნოე - თვალები წამით დახუჭა და მამაკაცის სახელი ისე წარმოთქვა. მისი ბაგეებიდან პირველად გაიჟღერა კაცის სახელმა, რაც არამარტო მეგისთვის არამედ ნოესთვისაც უჩვეულო აღმოჩნდა. თავისი სახელის გაგონებამ თითქოს გამბედაო შემატაო,
ელენესკენ ერთი ნაბიჯი გადადგა და მათ შორი ისედაც ვიწრო სივრცე კიდევ უფრო შეამცირა.
-მისმინე...- შეეცადა ტონი გაემკაცრებინა და ხელები უკან მდგომ კარადას ძლიერად მოუჭირა - დღეს ახალი წელია და ძალიან გთხოვ ხასიათს ნუ გამიფუჭებ
-ხასიათს გიფუჭებ ხოლმე?- უპასუხა ჩახშული ხმით და თვალებს მისი სახის ნაკვთებზე ურცხვად დაატარებდა-მე კი შენთან შეხვედრისას პირიქით, ხასიათი ორმაგად მიკეთდება- დაასრულა და თავი გოგონასკენ კიდევ უფრო ახლოს მიწია.
გოგონას მთელი სხეული აუხურდა, მამაკაცის ცხელ სუნთქვას მთელს სახეზე გრძნობდა და ხელებს კარადას იმდენად ძლიერად უჭერდა რომ სისხლის მიმოქცევა უნებურად ეცვლებოდა.
ადგილიდან ვერ იძვროდა,
თითქოს გაიყინა,
მოძრაობის უნარი წაერთვა,
გულის ცემა იმდენად გაუხშირდა რომ ყურში უსიამოვნოდ ესმოდა,
მამაკაცის ჯერ კიდევ შეუხებელი ტუჩები მთელს ბაგეებს უწვავდა და აზროვნების უნარს უკარგავდა.
"მეგი" გაუელვა უცებ გონებაში, თითქოს ტვინმა საგანგაშო სიგნალი ჩართო.
დაბინდული თვალები ფართოდ გაახილა და ბაგეები რაღაცის სათქმელად ერთმანეთს დააშორა
-არა! არა!- დაიბუტბუტა ხმის კანკალით, შეკრული მკლავები მამაკაცს გულმკერდზე ააფარა და შეეცადა გაეკავებინა.
ნოეს თითქოს ცივი წყალი გადაასხესო,
ქალს ელვის სისწრაფით მოშორდა და აქოშინებული გოგონას შეშინებულ თვალებს შეშფოთებულმა შეხედა.
-რა დამემართა?- დაიჩურჩულა ჩახშული ხმით ნოემ.
მიხვდა რომ ამ თამაშმა საშიშ ზონამდე მიიყვანა, იქამდე მიიყვანა სადამდე მისვლაც სასტიკად აკრძალული ქონდა.
ოთახში ორი სილუეტის გახშირებული სუნთქვის ხმა ისმოდა, რომლებიც გაურკვეველი, შეშინებული და არეული თვალებით ერმანეთს მიშტერებოდნენ.
რა დაემართათ?
აქამდე რაგორ მივიდნენ? როცა დრო იყო რატომ არ გაჩერდნენ?
მამაკაცმა უცბად თვალი აარიდა და ოთახი ჩქარი ნაბიჯით დატოვა.
ელენეს ხელები ისევ ძლიერად ქონდა ჩაბღაუჯებული კარადას და აწყლიანებული თვალებით ცარიელ სივრცეს მიშტერებოდა.
არ ახსოვს ასე რამდენ ხანს იდგა, გონზე ოთახში გოგონების შემოსვლის შემდეგ მოვიდა
-ელე კარგად ხარ?- კითხა მარიმ, რომელმაც ელენეს ხელი ჩაჰკიდა და საწოლზე ჩამოსვა.
-რა დაგემართა?- გაკვირვებულმა შეხედა მეგიმ. გოგონას ხმის გაგონებისას ელენეს სხეულში ტემპერატურა კიდევ უფრო აუდუღდა. თავი ნელა აწია და მეგის ჩაწითლებული თვალებით მიაშტერდა.
"რა გავაკეთე?"გაიფიქრა და თვალი სირცხილისგან დაბლა დახარა
"რა გაგიკეთე მეგი" თავის თავს სასოწარკვეთილი უმეორებდა და თვალზე მოწოლილ ცრემლს ძლივს იკავებდა.
-ელე რა გჭირს? რა დაგემართა?- კითხვა გაუმეორა კიდევ ერთხელ შუბლშეკრულმა მარიმ.
გოგონა ხმას ვერ იღებდა, თითქოს ენა ჩაუვარდა.
ან რა უნდა ეთქვა?
თვითონაც არ იცოდა რა დაემართა როცა ნოე მიუახლოვდა,
თითქოს დედამიწა გაჩერდა და
აზროვნების უნარი წაერთვა.
მართალია დროულად მოვიდნენ გონს მაგრამ მათ ის ნაბიჯი მაინც გადადგეს,
მათ ის აკრძალული ხილი მაინც შეჭამეს რომელიც არ უნდა შეეჭამათ და რომელიც სასტიკად აკრძალული ქონდათ.
-წარსული გაგახსენდა? - კითხა მარიმ.
ელენემ ინსტიქტურად თავი დაუქნია და თავი გვერდით გაატრიალა, ტყუილიში რომ არ გამოეჭირათ.
-ელე ის კაცი შენი ცრემლის ღირსი არ არის- უთხრა მეგიმ და თვალზე მოწოლილი ცრემლი საჩვენებელი თითით მოწმინდა.
ელენეს კი თავი დაბლა დასჯილი ბავშვივით დაეხარა რომელიც სირცხვილისგან თავს მაღლა ვერ წევდა.
-საყვარელო მეგი მართალია-განაგრძო მარიმ- ახალი წელი იწყება ახალი ოცნებებით და თავგადასავლებით , ამ ახალს ისევ იმ კაცზე ფიქრით ნუ დაიწყებ- გაამხნევა ღიმილით მარიმ და ხელი წამოსადგომად გაუწია
-10 წუთში ახალი წელია, წამოდი ჩავიდეთ- უთხრა მეგიმ და ნაღვლიანად გაუღიმა.
ელენემ თავი ნაძალადევი ღიმილით დაუქნია, ღრმად ჩაისუნთქა და გოგონებს გვერდით ამოიდგა

10...9...8...7...6...5...4...3...2...1... 2018
-გილოცავთ! გილოცავთ!
ატყდა მხიარულება, ჟივილ ხივილი, ბათქა-ბუთქი და ერთი ამბავი
ყველას უხაროდა ახალი წლის დადგომა, მხოლოდ ორი ადამიანი გამოიყურებოდა უღიმღამოდ, რომლებიც ნიღაბ აფარებულები ყალბი ღიმილით იდგნენ და თავს ძალას ატანდნენ მხიარულებას შეერთებოდნენ.
სინამდვილეში ახალი წლის განწყობა დაკარგულები, უხერხულ მდგომარეობაში ჩავარდნილები ერთმანეთს თვალს ვერ უსწორებდნენ, უფრო მეტიც ერთმანეთის სიახლოვეს საშინელ სინდისის ქენჯნამდე მიყავდათ.
არა და ხომ სთხოვა რომ მისთვის ხასიათი არ გაეფუჭებინა, საინტერესოა ახლაც ორმაგად კარგ ხასიათზე დადგა მამაკაცი ელენესთან შეხვედრისას?
-ნოეე...- მეგის გახარებული ხმა მისწვდა ელენეს ყურთასმენას, რომელიც ნოესკენ გაიქცა და ტუჩებზე მოწყვეტით აკოცა-გილოცავ- უთხრა და ბედნიერი ჩაეხუტა.
ელენეს გულის რევის შეგრძნება დაეუფლა, როცა გაიხსენა ნოეს ბაგეები მის ტუჩებთან რა ახლოს იყო და ამ ტუჩებმა როგორ დააკარგვინეს აზროვნების უნარი
-მეც გილოცავ- ხმა ჩამწყდარმა უთხრა ნოემ და თვალები მძიმედ დახუჭა.
თითქოს ისიც ნანობდა,
თითქოს მასაც სრცხვენოდა,
სინდისი ქენჯნიდა.
თვალების გახელისას მისი მზერა მაშინვე ელენეს თვალებს შეეჩეხა, რომელიც მოაჯირს მიყრდნობილი სევდიანი გამომეტყველებით მიშტერებოდა მამაკაცის თვალებს.
ორივეს მზერაში სევდა აღიბეჭდებოდა
მაგრამ არა...
ეს უფრო რაღაც სხვა იყო
რაღაც ისეთი...
რაღაც ამოუცნობი
რაც მთელს მათ სულს სწვავდა და აწამებდა.

სამსახურიდან მოსული დაქანცული დივანზე მოწყვეტით დაეცა, საზურგეს მიეყრდნო, თავი უკან გადააგდო და თვალები თეთრი სივრცისკენ აღარპყრო.
უკვე რამდენი დღეა საშინელი ფიქრები სტანჯავს.
ბაკურიანიდან დაბრუნების შემდეგ სამი კვირა გავიდა.
სამი კვირაა იმ ღამის თავიდან ამოგდებას ცდილობს, მაგრამ უშედეგოდ, წამი არ გავა იმ მომენტზე არ იფიქროს.
სამსახურის საქმეებიც კი ვერ უკრძალავს ნოეზე ფიქრს.
უკმაყოფილოდ ამოიოხრა და დიდი მინისკენ ნელა წავიდა, თავი შუშას მიაყრდნო და განათებულ თბილისს გადახედა.
ყველაზე მეტად დაღამებას და მარტოობას ვერ იტანდა.
საკუთარ თავთან მარტო დარჩენა შეზიზღდა, საკუთარ თავთან მალულად ლაპარაკი.
ღამე კი ყველაზე კარგი საშუალება იყო აუტანელი ფიქრებისთვის დრო დაეთმო.
გაჰყურებდა ყრუდ ახმაურებულ არემარეს, ჩუმად მოსიარულე შავ სილუეტებს,მოციმციმე მანქანებს, განათებულ ქალაქს.
ფიქრი შემოაწვა მის გონებას,
ფიქრი ნოეზე...
ფიქრობდა მის მზერაზე, რომელიც  მის სხეულზე ურცხვად დათარეშობდა, მის სიახლოვეზე, მის სურნელზე რომელმაც თავბრუ სასწაულად დაახვია
და...
და მის ტუჩებზე...
ტუჩებზე რომლებიც მისი ბაგეებიდან მილიმეტრებით იყო დაშორებული,
ტუჩებზე რომელზე ფიქრიც მთელს სხეულს ცეცხლს ჰკიდებდა და ღრმად სუნთქვის საშუალებას არ აძლევდა.
მაგრამ...
მაგრამ მერე მის წარმოსახვაში მოულოდნელად, საიდანღაც ჩნდება მეგი, რომელსაც სასიამოვნო ფიქრებიდან წამში გამოჰყავს და მწარე რეალობაში აბრუნებს.
თვალებს სწრაფად გახელას აიძულებს და მთლიანად წითლდება,
სასოწარკვეთილებაში ვარდება და ამ ყველაფერს სინდისის ქენჯნამდე მიჰყავს.
"რას ვაკეთებ?" შეუყვირა გონებამ და აზრზე მოსასვლელად თავი მსუბუქად გააქნია
-გამუდმებით მასზე რატომ ვფიქრობ? რატომ ფიქრობ?- ხმის კანკალით იკითხა თავის თავზე გაღიზიანებულმა
"ნუთუ..."
დადუმდა...
შეეშინდა...
კითხვაზე პასუხის გაცემის შეეშინდა...
მისი გრძნობის გამჟღავნების ეშინოდა...
იმდენად ეშინოდა რომ თავის თავს ღრმა ფიქრებშიც კი ვერ უტყდება თუ რა ხდება მის თავს.
მეგის დაკარგვის ეშინოდა და არა მარტო მეგის,
მარის დაკარგვისაც, ამდენი ხნის უნახავი მგობრების დაკარგვის შიში მანიასავით შემოეხვია მის გონებას, რომელიც ღრმად სუნთქვის საშუალებას არ აძლევდა.
სამი კვირის განმავლობაში ძლივს გაბედა მეგისთვის ნორმალურად თვალებში ჩახედვა, ამაში ხელი იმანაც შეუწყო რომ ნოე ამ სამი კვირის განმავლობაში თვალით არ უნახავს.
ეტყობოდა რომ მამაკაციც ცდილობდა ქალისგან თავის არიდებას, რაც ორივეს წაადგებოდა იმის გასააზრებლად თუ რა გააკეთეს და რის გაკეთებას აპირებდნენ მომავალში.
ადგილზე შეხტა როდესაც კარზე ზარის ხმა ატყდა თან გაუჩერებლივ.
შუბლშეკრული სწრაფი ნაბიჯით წავიდა კარისკენ და გაღებისას შეკრული წარბები მობეზრებულად აატრიალა
-ელეე... ჩვენ მოვედით- უთხრა მეგიმ და გოგონები დაუკითხავად ოთახში შევიდნენ
-მეგონა რაღაც ცუდი მოხდა... რას ჩამოიღეთ კარები-უთხრა გაბრაზებულმა
-ასე უნდა დაგვხვდე გოგო?-კითხა მარიმ და პარკით სავსე სასუსნავები მაგიდაზე დააწყო
-დღეს შენთან ვრჩებით ელე...- უთხრა სიცივისგან აქოშინებულმა მეგიმ და მანტო გაიხადა
-დაგპატიჟეთ? შემოგთავაზეთ თუ რა ხდება ვერ გავიგე?- იკითხა სერიოზულმა.გოგონები უცბად ადგილზე გაშეშდნენ და ელენეს თვალებში გაკვირვებულებმა შეხედეს.
გოგონას მათი სახეების დანახვისას სიცილის შეკავება გაუჭირდა და ჩუმად აფხუკუნდა
-უიმეე ელე...- დაჭყანული სახით დაიზმუილა მარიმ და დივანზე ჩამოჯდა.
-ირაკლი სად არის?- კითხა და მათთან მივიდა
-სახლშია, ვუთხარი ელენესთან დავრჩებით თქო დღეს და წამოვედი
-როგორ დაგთმოთ?-კითხა ეშმაკურად და თვალით მუცლისკე ანიშნა
-ვაიმე გოგო მეც მაგას ვეუბნებოდი მთელი გზა უეჭველი ბაითის აგდებას აპირებს ბინაში-უპასუხა მარის მაგივრად სიცილით მეგიმ და გამათბობელთან პატარა სკამზე ჩამოჯდა
-ელე ეს იდიოტი გააჩუმე რა... მთელი გზა ნერვები მიშალა ორსულ ქალს-თქვა ბუზღუნით და მეგის შეწუხებულმა გახედა
-იდიოტი თავი გაბია-ვალში არ დარჩა გოგონა
-იდიოტი რომ დავგუგლო შენს სურათს ამომიგდებს-დაისისინა მარიმ და ელენეს ბაგეებიდან სიცილი წასკდა.
-კარგით ეხლა- ორივეს გასაგონად ფხუკუნით თქვა ელენემ- აი ეს დამამშვიდებელი ჭამეთ და ყველაფერი გაგივლით-მაგიდისკენ მიუთითა და პარკიდან ჩიფსის შეკვრა ამოიღო
-აუ ელე რაიმე ფილმს ვუყუროთ რაა...- მუდარით სთხოვა მეგიმ და თვალებით ლეპტოპის ძებნას შეუდგა
-იქ ტუმბოზე დევს- მიანიშნა გვერდით აქსესუარებით მორთულ ტუმბოზე- რას ვუყუროთ?
-რამე დრამა ჩავრთოთ-ლეპტოპით დამშვენბულმა თქვა მეგიმ
-ვაიმე მე ტირილის ხასიათზე არ ვარ, კომედიურ რამეს ვუყუროთ-გასცა ბრძანება მარიმ
-და რატომ უნდა გავაკეთოთ ის რაც ყოველთვის შენ გინდა?
-მეგი ფეხმძიმედ ვარ დაგავიწყდა?
-გაჩერდით თუ ღმერთი გწამთ-მობეზრებულმა დაიზუზუნა ელენემ-ისეთ რამეს ჩავრთავ რომ დრამაც იქნება და კომედიაც.
* ერთი საათის შემდეგ*
-ეს იყო დრამა?- თვალებ მიბნედილმა კითხა ელენეს
-რა გინდა ის კაცი ხო მოკვდა?- თავის გასამართლებლად გაიხსენა ფილმში მომხდარი სცენა
-რომელი ელენე, პიცის დამტარებელი რომელსაც გზაზე გადასვლისას მანქანამ გადუარა?-კითხა ხელების ქნევით
-მაგაზე დიდი დრამა რათ გინდა მეგი? წარმოიდგინე... არა არა ვეღარ წარმოვიდნენ, პირდაპირ ტანში მცრის რომ ვიხსენებ-გამოექომაგა მარი და სიცილში ელენეც გულიანად აიყოლია.
-კაით-უთხრა უემოციო სახით-ყავა გაქვს ელე
-კი, ოღონდ მე ჩაი გამიკეთე რა...- უპასუხა ელენემ და ლეპტოპი გვერდით გადადო
-თქვენ რას დალევთ?-თვალებ ატრიალებული მიუბრუნდა მარის
-აუ მე წყალს რაა, ყავა ჩემთვის არ შეილება და ჩაი არ მიყვარს
-კარგით ქალბატონო- ღიმილით დაუკრა რევერანსი და სამზარეულოსკენ წავიდა
-სქესს როდის გეტყვიან?-კითხა ელენემ ღიმილით
-ერთი თვის მერე ალბათ, ჯერ ორის ვარ და ასე ადრე არავის ეუბნებიან-თქვა და დაღონებულმა დახუჭა თვალები- აუ არა და როგორ მაინტერესებს იცი გოგოა თუ ბიჭი
-კაი გოგო რას იგრუზები და...
- ჩაი სად დევს?-ლაპარაკი სამზარეულოდან გამოძახილმა გააწყვეტინა
-ყავა სადაც იყო იქვე დევს ისიც, კარგად ნახე-გასძახა და ისევ მარის მიუბრუნდა-ხო და რას გეუბნებოდი, სახელები უკვე მოიფიქრეთ?
-აუ ჯერ არა...- ყურებამდე გაკრეჭილმა უპასუხა მარიმ- უამრავ სახელებს ვფიქრობთ, თან ხელს უფრო ის გვიშლის რომ სქესი არ ვიცით
-აუ რა მაგარია მარი, მე ვნათლავ არა?-ეშმაკურად აუციმციმა თვალები ელენემ
-რათქმაუნდა შენ განათლინეეებ- ხმამაღლა დაიყვირა მარიმ, მეგის გასაგონად
-მესმის-დაიზმუილა მეგიმ და მაგიდაზე ფინჯნები დააწყო
- რას დაიგრუზე, შენც მოგანათლინებ - დაამშვიდა მარიმ
-ნოე ამ ბოლო დროს უცნაურად იქცევა-თქვა მეგიმ და ცარიელ სივრცეს დაღონებულმა გახედა.
ელენეს ფერი ეცვალა, ღიმილი სახიდან მოშორდა და თვალების აქეთ იქით ცეცება დამნაშავე ბავშვივით დაიწყო
-საიდან მოიტანე?-კითხა მარიმ
-როგორ თუ საიდან მოვიტანე? ვგრძნობ, სხვანაირად იქცევა, სულ ფიქრებშია გაფანტული,
როცა ვხვდებით თითქოს აღარც ვლაპარაკობთ...
-იქნებ პრობლემები აქვს?-გაიფიქრა მარიმ დაღონებულმა
-არ ვიცი, არ ვიცი, ამაზე არ ვფიქრობ მაგრამ... იქნებ სხვა ყავს-ენის ბორძიკით წარმოთქვა და მოღუშულმა შეხედა გოგონებს,
ელენეს ყელზე დაძაბულობისგან ლურჯად ამობურცული ძარღვები დაემჩნა, ხელები ერთმანეთზე შემოეჭდო და იმდენად იჭერდა რომ სისხლის მიმოქცევა წყდებოდა. სხეულში სისხლი აუდუღდა, გრძნობდა, იცოდა რომ მისი ბრალი იყო...
მათ ურთიერთობაში ბზარი მან გააჩინა.
უყურებდა მეგის დაღონებულ სახეს და საშინელ ტკივილს განიცდიდა.
"არა ჩემი ბრალი არ არის!"
თითქოს საკუთარი თავის დასამშვიდებლად შეუძახა თავის თავს, მაგრამ ამას რაც უფრო ხშირად აკეთებდა მით უფრო მეტად ეპარებოდა გულში შიშის გრძნობა.
-ელეე...-დაიზმუილა მეგიმ და მასთან მივიდა-შენც ხომ იცი რომ ძალიან მიყვარს-ხმაჩამწყდარმა უთხრა და ელენეს მკერდში ჩარგო თავი.
როგორც კი მეგის შეხება იგრძნო თვალები ორმაგად გაუფართოვდა და აუწყლიანდა, თითქოს ადგილზე გაიყინა და გაშრა.
-მართლა ძალიან მიყვარს...
ვიღაც მართლა შემიყვარდა, ჩემამდე მოვუშვი, ვერ გადავიტან, მართლა ვერ გადავიტან-სრუკუნით ლუღლუღებდა გოგონა. ელენეს გული შეეკუმშა, თვალზე მოწოლილი ცრემლი მასაც გადმოუგორდა და მეგის თავზე ხელი ნელა დაუსვა
-დამშვიდდი-ჩამწყდარი ხმით უთხრა ელენემ-ყველაფერი კარგად იქნება, დამიჯერე კარგად...-უთხრა და თვალები მაგრათ დახუჭა.

ქუჩაში, ლამპიონების შუქზე, ოდნავ გაცრეცილ თოვლით დაფარულ ასფალტზე ნელა მიაბიჯებდა.
წინ დაუმთავრებელ გზას უყურებდა და ასევე თავის დაუმთავრებელ ფიქრებზე ფიქრობდა.
მეგის გუშინდელ ცრემლებზე, დაღონებულ სახეზე და თავის ტყუილზე ფიქრი საშინლად ტანჯავდა.
მთელი დღე სამსახურში გაფანტული გონებით დაბორიალობდა, ირგვლივ მყოფებს ყურადღებას არ აქცევდა, თითქოს სხვა სამყაროში იყო სადაც არავინ და არაფერი ეცნობოდა, ზომბივით წინ და უკან დარბოდა და მის თავს დატეხილი უბედურების მოგვარების სხვადასხვა საშუალებებზე ფიქრობდა.
რა გაეკეთებინა?
"იქნებ მეგის ყველაფერი ვუამბო"
გაიფიქრა გონებაში
-ყოჩაღ ელენე, ყოჩაღ... მგონი აზროვნების უნარი სრულიად დაკარგე-უთხა თავის თავს ხმამაღლა და ხელებს აქეთ იქით გიჟივით აცეცებდა- და რას ეტყვი რომ მიხვალ? მეგი იცი ნოეს ადრე არასახრბიელო სიტუაციაში გავიცანი, მერე კი ახალი წლის ღამეს კინაღამ ვაკოცეთ ერთმანეთს თქო?- გაღიზიანებულმა ღრმად ამოისუნთქა და თავი გააქნია
-იქნებ ისიც უთხრა რომ მის მიმართ გულგრილი არც ხარ-წამოსცდა მის ბაგეებს და რომ გაიაზრა რა თქვა თვალები შუბლზე აუვიდა
-ღმერთო ეს რა... რა?- აქოშინებული გაურკვეველ თვალებს აქეთ იქით აცეცებდა რომ დარწმუნებულიყო არავის გაუგია მისი სიტყვები.
-რას ამბობ ელე, ხომ არ გაგიჟდი?-იკითხა ხმის კანკალით და პირზე ხელს მთელი ძალით იჭერდა.
"ეს არ უნდა მეთქვა, არ უნდა მეთქვა" წიკვინებდა თავის თავთან და სუნთქვა აჩქარებული სწრაფად მიუყვებოდა სახლისკენ მიმავალ გზას.
თავის თავს ამ სიტყვებში პირველად გამოუტყდა, ამის გავლებას თავის ფიქრებშიც კი ვერ ბედავდა, ახლა კი ეს სიტყვები მის ბაგეებს ხმამაღლა დასცდა,
"არა არა არაფერს გრძნობ, არაფერს გრძნობ" თავის ფიქრებში მისი ბაგეებიდან წარმოთქმულ სიტყვებს ეწინააღმდეგებოდა და ცდილობდა სხეულში აგიზგიზებული ცეცხლი როგორმე ჩაექო.
საშინლად შეეშინდა, საშინლად შეაშინა მის მიერ წარმოთქმულმა სიტყვებმა, რადგან ამის გაფიქრებამ და მითუმეტეს გააზრებამ შესაძლებელია სავალალო შედეგამდე მიიყვანოს.
იმდენად სავალალო შედეგამდე რომ შეიძლება მეგი დაღუპოს და გაანადგუროს.
ქუჩაში სწრაფად მიმავალ გოგონას მოულოდნელად მკლავში ვიღაცამ ხელი მსუბუქად ჩაავლო და თავისკენ მოატრიალა
-ააა... რა... რა?- იკითხა შეშფოთებულმა როცა ლამპიონის შუქზე ძლივს გაარჩია ნოეს შავად მოელვარე თვალები. მის დანახვისას ადგილზე გაჩერდა და თვალებში დაჟინებით ჩააშტერდა.
ამდენიხნის უნახავი ნაკვთები თითქოს მონატრებოდა და ცდილობდა მისით ხელახლა შესწავლილიყო.
რა ემართება როცა მას ხედავს?
ამის ახსნა თავის თავთან ძალიან უჭირს,მამაკაცის დანახვისას ყველა და ყველაფერი ავიწყდება. მეგიც კი არსებობის ნიშან წყალიდან ქრება როცა მის თვალებს და ბაგეებს აწყდება.
"რა მემართება?" კითხა გონებამ ჩუმი ხმით.
ნუთუ მართლა არ არის მის მიმართ გულგრილი?
მაგრამ როდის?..
როდის მოახერხა მის გულში ისე შეღწევა რომ ელენეს არაფერი გაუგია
ან როგორ?..
"გამოფხიზლდი, გონს მოდი" სხეულმა ისე იყვირა რომ გოგონა მამაკაცის მკლავებს დენ დარტყმულივით მოშორდა და რამდენიმე ნაბიჯით უკან დაიწია.
ნოემ ელენეს დასამშვიდებლად ხელები ოდნავ მაღლა აწია და ანიშნა რომ არაფერს დაუშავებდა.
-დამშვიდდი! მანქანით სახლში ვბრუნდებოდი და დაგინახე
-მერე რომ დამინახე? გზა გაგეგრძელებინა, გაჩერება და აქ მოსვლა საჭირო არ იყო-ჯერ ისევ ბურანში მყოფმა უპასუხა ელენემ.
მათ შორის სიჩუმე ჩამოვარდა, ერთმანეთს თვალებში მიშტერებოდნენ და არ იცოდნენ რას ელოდნენ.
იქნებ თვალებს დაეწყოთ მეტყველება...
იქნებ თვალებს გაეცა მათ ყველა კითხვაზე თუ გაუგებარ გრძნობებზე პასუხი...
თუმცა...
თვალებს ხომ ლაპარაკი არ სჭირდება იმისთვის რომ დაამტკიცოს რა ხდება,
თვალებში ყველაფერი ირეკლება, ჩანს, იგრძნობა...
ნოემ გოგონასკენ ნაბიჯის გადადგმა სცადა მაგრამ ელენემ წამში უკან დაიხია და ხელით ანიშნა გაჩერებულიყო
-ასე ნუ იქცევი- თითქოს მუდარის ხმით უთხა ნოემ
-როგორ ასე?
-ნუ გამირბიხარ!
-შენგან თავს შორს ვიჭერ
-ეს ხომ იგივე გაქცევაა ელენე
-....
-იმ ღამეს...- დაიწყო ხრინწიანი ხმით საუბარი და გოგონას თვალებში დაჟინებით ჩააშტერდა
-სიმართლე გითხრა არ ვიცი რა მოხდა, მაგრამ რაღაც შეიცვალა...
ჩემში შეიცვალა რაღაც...
არ ვიცი რა არის, მაგრამ უკვე სამი კვირაა ვცდილობ ამ რაღაცას სახელი დავარქვა...
ხელები ჯიბეში ჩაიწყო და თავი ძირს ნელა დახარა
-შეიძლება იმის გაგებისაც მეშინია რაც ამ გრძნობას ქვია...
-ამის გაგების მეც მეშინია-თქვა ელენემ მშვიდი, დაღონებული ხმით
-სამი კვირაა შენგამ თავის არიდებას ვცდილობ, აღარ მინდა ასე... მინდა საერთო ენა გამოვნახოთ
-მე და შენ საერთო ენას ვერ გამოვნახავთ, ჩემი და შენი...
-ვიცი... ჩვენი სიახლოვე საშიშია...-თვალებში დაბინდული ჩუმი მზერით მიშტერებოდნენ ერთმანეთს.
თვალები თავისას ამბობენ,
ქალისა და კაცის დაუკითხავად მათი თვალები ერთმანეთს რაღაცას ეუბნებოდნენ,
ჩურჩულენდნენ მდუმარედ,
მათგან მალულად რაღაც ისეთს რაც მათთვის გაუგებარი და უჩვეულო იყო.
-სხვა სამყაროში იქნებ...
-ამას ახლა მნიშვნელობა არ აქვს, რადგან სხვა სამყაროში არ ვართ-უპასუხა ელენემ
-მესმის...
-მეგის დაუბრუნდი ნოე-უთხრა ხმის ბორძიკით.
უყურებდნენ ერთმანეთს, უყურებდნენ და ათვალიერებდნენ, ერთმანეთის ნაკვთებს სწავლობდნენ,
სწავლობდნენ რომ არ დავიწყებოდათ,
ასე და ერთმანეთისთვის არასდროს შეუხედავთ და ვინ იცის ერთმანეთს ასე ღრმად და გულწრფელად კიდევ როდის ჩახედავენ თვალებში.
ღიმილი...
ერთმანეთს გაუღიმეს, ნაღვლიანი ბედს დამორჩილებული სევდიანი ღიმილით გაუღიმეს.

მათი შეხვედრიდან მესამე დღეს მეგიმ გახარებულმა მიახალა რომ ურთიერთობა ჩამოაყალიბეს.
რათქმა უნდა გაუხარდა, მეგის ბედნიერება გაუხარდა, მაგრამ თვითონ რამდენად იყო ამ ყველაფრით კმაყოფილი ვერ გეტყოდათ.
იმ ღამეს მასა და ნოეს შორის დაშორების მაგივრად თითქოს რაღაც ნაპერწკალი გაჩნდა, რაღაც გათბა და გალღვა.
თან ღიმილი...
რა ლამაზი ღიმილი ქონდა, გულწრფელი, არა ირონიული,
უბრალო ღიმილი იყო, თითქოს ჩვეულებრივი მაგრამ ელესთვის ყველაზე გამორჩეული
მაგრამ...
მაგრამ...
მაგრამ...
ოხ ეს მაგრამ...
ნეტავ ეს ტერმინი არ არსებობდეს ქართულ ლექსიკონში, ეს ტერმინი რომელიც გაბრკოლებს, მომხდარ შედეგებზე გაფიქრებს და უკან დახევას გაიძულებს.
ვერ აღიქვამს რა შეგრძნება ეუფლება როცა მეგობრებთან შეხვედრისას მეგისა და ნოეს ერთად ხედავს. თითქოს ტანჯავს, რაღაც აწვალებს.
მათთან მისვლისას ნოეს გადაკოცნა და მოკითხვა ვითომ მეგობრულად, მათი ყურება თუ როგორ ეხვევა მეგი ნოეს და ეფერება...
ეჭვიანობს?
არ ვიცი, მაგრამ რაღაც კრუნჩხვის მაგვარი ტკივი ეწყება ელენეს როცა მათი სიახლოვის სუნი სცემს.
ამას ვერ აღწერს, იცის რომ ამის განცდის უფლება არ აქვს, მაგრამ როდის იყო ემოციები ჩვენ გვეკითხებოდა რისი შეგრძნების უფლება გვაქვს და რისი არა.

-ცოტა ხნით ამოდით რა თქვენც- სთხოვა მარიმ ირაკლის და ნოეს როდესაც ელენეს კორპუსთან გაჩერდნენ.
-ხო რა... რა საქმე გაქვთ ეხლა ისეთი რომ ათი წუთი ვერ დარჩეთ
-მე სამსახურში საქმეები მაქვს მეგი ხომ გითხარი-უპასუხა ნოემ და გვერდით ოდნავ გაიხედა, შემდეგ კი ცალი მზერა ზემოთ ელენეს აივნისკენ გააპარა.
-გიორგი?- თქვა უცებ მარიმ და სადარბაზოდან გამოვარდნილი მამაკაცის სილუეტისკენ გაიხედა
-რა?- გაკვირვებულმა წარმოთქვა მეგიმ.
გოგონებმა ერთმანეთს თვალებ გაფართოებულებმა გადახედეს
-ელენე...- წამოიყვირეს და სადარბაზოსკენ სწრაფად გაიქცნენ. გაურკვევლობაში მყოფი ბიჭებიც უკან ჩქარი ნაბიჯით აედევნენ.
ოთახში შესვლისას კარი ოდნავ შეღებული დახვდათ, ელენე კი მუხლებზე დართხმული, უკვე მერამდენედ ჩამსხვრეულ მინას დაწითლებული თავალებით დაჟინებით მიშტერებოდა
-ელენე...- დაიძახეს გოგონებმა და ელენესთან უმალ მივარდნენ.
საშინლად კანკალებდა, ცახცახებდა და გოგონების ხელებს უხეშად იცილებდა
-ხელი გამიშვით-დაიხავლა ძალა გამოცლილმა
-ელე დამშვიდდი გთხოვ-შეემუდარა ხმაჩამწყდარი მეგი
-ელენე მოდი წამოდექი, დამშვიდდი-სთხოვა აფორიაქებულმა ირაკლიმ და ხელი წამოსაყენებლად წინ გაწია
-გითხარით ხელი გამიშვით მეთქი-დაიკივლა ელენემ და ფეხზე სწრაფად წამოიმართა-უკან არავინ გამომყვეთ-დაიძახა გამაფრთხილებლად და მანტოს ხელი დაავლო
-ელე...
-არავინ მეთქი...-დაიკივლა კიდევ ერთხელ და კარი ხმაურით გაიჯახუნა.
-გიორგი ვინ არის?- იკითხა
ამ დროის განმავლობაში განზე ჩუმად მყოფმა ნოემ და კარში გაუჩინარებული სილუეტიდან მზერა გოგონებისკენ გადაიტანა.
პირველად ნახა ელენე ასეთ მდგომარეობაში.
მთლიანად მოკანკალე, ფერწასული და ძლივს მოლაპარაკე გოგონა, რომელიც იმდენად იყო მდგომარეობიდან გამოსული რომ მის ყველაზე საუკეთესო მეგობრებსაც კი უყვირა.
-რა ხდება მეტყვით?- იკითხა კიდევ ერთხელ როცა მის კითხვას პასუხი არავინ გასცა
-გიორგი მისი ქმარია, უფროსორედ ყოფილი ქმარი იყო-უპასუხა განერვიულებულმა ირაკლიმ და ატირებული მარისკენ დასამშვიდებლად წავიდა.

სანაპიროზე აქოშინებული სწრაფი ნაბიჯით მიდიოდა, თვალიდან ღაპაღუპით მომდინარე ცრემლებს კი მუჭით უშედეგოდ იწმენდდა.
პატარა ნავთან გაჩერდა და შუშის შიგნით სკამზე მჯდომ მოხუცს შეხედა რომელიც როგორც ყოველთვის ზღვას გასქეროდა.
-შვილო?- კარის გაღებისას როგორც კი მოხუცის ხრინწიანი ხმა გოგონას ყურებს მისწვდა, ხელები ინსტიქტურად გაშალა და მოხუცს მთელი გულით ჩაეხუტა.
-ცუდად ვარ-დაიხავლა მოხუცის ყურებთან-ძალიან ცუდად ვარ
-დამშვიდდი-უპასუხა მოხუცმა და დაბერებული თლილი ხელები თმაზე ნელა დაუსვა.
ელენე ამ კაცის მიმართ ყოველთვის მამის სითბოს გრძნობდა.მშობლები ჩვიდმეტი წლის ასაკში გარდაეცვალა, მაგრამ მიუხედავად ამისა მამის სითბო მაინც არასდროს უგვრძვნია, არც დედის. ისინი მხოლოდ თავიანთ პრობლემებს და ერთმანეთს მისტიროდნენ თუ როგორ შესწირეს მთელი თავიანთი ცხოვრება ერთმანეთს და რა ტყუილად. ელენეს ოჯახში მუდამ ჩხუბი და აყალმაყალი იყო.
არ ახსოვს დედის ან მამის სითბო ბოლოს როდის იგრძნო.
გახსენებისას ჩხუბის, ყვირილის და გინების მეტი არაფერი უტრიალებდა თავში.
ალბათ ამიტომ იყო ელენე ამ მოხუცთან ასეთი თბილი, იგი მასში მის არარსებულ თბილ ოჯახს ხედავდა და ცოტა ხნით წყდებოდა გარე სამყაროს.
-მეგონა აღარ გახსოვდი- უთხრა სიცილ ნარევი ხმით მოხუცმა
-თქვენ ყოველთვის მემახსოვრებით, უბრალოდ იმდენი რაღაც მოხდა ამ ბოლო დროს რომ მე თვითონ ვინ ვარ ისიც კი დამავიწყდა.
-შვილო იცი ძველად ერთი დიდებული კაცი იყო-დაიწყო მოყოლა მოხუცმა და გოგონამ ყურები სასიამოვნოდ დაცქვიტა, ძალიან უყვარდა მოხუცის მიერ მოყოლილი ისტორიები-ერთი შეხედვით მას უბრალო ბეჭედი ქონდა, მაგრამ ამ უბრალო ბეჭედს მისი უცებ ატირება და უცებვე კარგ ხასიათზე დაყენება შეეძლო.
-ეგ როგორ?-კითხა დაინტერესებულმა
-ამ ბეჭედს შიგნიდან ორი ჯადოსნური სიტყვა ეწერა: "ესეც გაივლის".
მოხუცი გაჩუნდა და გოგონას ღიმილით შეხედა
-მართლა გაივლის?
-აუცილებლად
-მაგრამ მერე კარგ ხასიათზე რომ ვიქნები იმ დედუბულივით მეც ხომ ავტირდები?- კითხა სიცილით ელენემ
-შენ იმ დიდებულივით სულელურად ნუ მოიქცევი და მხოლოდ მაშინ გაიხსენე ეს სიტყვები როცა ცუდად იქნები-უპასუხა მოხუცმა და მის უკან კარისკენ გააპარა თვალი-მგონი სტუმარი გვყავს
ელენეს ჩვეულებრივ მოხუცის მეზობელი ვინმე მეთევზე კაცი ეგონა მაგრამ მამაკაცის "გამარჯობის"ხმა რომ გაიგონა თმები ყალყზე დაუდგა და უკან თავი სწრაფად გაატრიალა.
-უკაცრავად რომ შემოგეჭერით-ოდნავი ღიმილით უთხრა მოხუცს-ამ ქალბატონს ვეძებდი და შემთხვევით გზიდან დაგინახეთ-თქვა და ელენეს მშვიდად შეხედა
-მოდი შვილო, დაჯექი-ნოემ უყოყმანოდ შეაბიჯა კაიუტაში და ოდნავ წვიმისგან დაცრეცილი ქურთუკი ტანიდან გაიძრო, შემდეგ კი ელენეს გვერდით პატარა სკამზე მიუჯდა და ტანის მიჯახებით მიანიშნა მიწეულიყო.
გოგონა ოდნავი უხერხული ღიმილით შეიშმუშნა და ცხელი ჩაის ფინჯანს ორივე ხელი ძლიერად მოუჭირა
-ჩაის შენც დალევ შვილო?
-დიდი სიამოვნებით! ყველგან გეძებდით-უთხრა ნოემ ჩურჩულით და გვერდულად შეხედა
-ვიცი
-სახლიდან ესე გაქცევა რომ არ შეიძლება ისიც ხომ იცი?
-ვიცი
-ტელეფონის გამორთვა რომ არ შეიძლება ისიც ხომ იცი?
-ვიცი
-მეგობრების წყენინება და ნერვიულობა რომ არ შეიძლება ისიც ხომ იცი?
-ვიცი
-მერე?-დაასრულა ნოემ კითხვები და ტუჩის კუთხეში სასიამოვნოდ ჩაეღიმა
-ახლა რა გინდა იპოლიტე ხვიჩიანივით გიპასუხო რომ სახლიდან გაქცევაც შეიძლება, ტელეფონის გამორთვაც და მეგობრების წყენინებაც?
ელენეს გამომეტყველებაზე ნოემ ამ დრომდე შემაგრებული ღიმილი ვეღარ შეიკავა და ფართოდ სასიამოვნოდ გაიცინა, რამაც ელენეს ბაგეებსაც მოჰფინა ოდნავი ღიმილი.
იმ ღიმილით უღიმოდნენ ერთმანეთს ორივე რომ გიჟდებოდა, მაგრამ ამას არ აღიარებდნენ.
მათი ბოლო საუბრის შემდეგ თვალებში ერთმანეთისთვის ასე აღარ ჩაუხედავთ, ერთმანეთისთვის ასე გულწრფელად აღარ გაუღიმიათ.
ელენეს თითქოს წამით დაავიწყდა რამდენიმე საათის წინანდელი მომხდარი ტრაგედია და მამაკაცის თვალებში ჩაიძირა. თითქოს არაფრით გამორჩეული ჩვეულებრივი მუქი ფერის თვალი ქონდა, მაგრამ იმდენად ლამაზი რომ მთლიანად გძირავდა მასში და თავს გავიწყებდა.
-აი თქვენი ჩაი-გვერდიდან გამოსული მოხუცის ხმამ ორივე მოულოდნელად რეალობაში დააბრუნა.
უხერხული ღიმილით გამოართვა ჩაი მამაკაცმა. ელენეს კი მთლიანად გასწითლებოდა ლოყები, როცა გაიაზრა რომ მოხუცმა მათი მოელვარე თვალები დაინახა.
-ერთმანეთის ვინ ხართ?-დასვა მოულოდნელი კითხვა კაცმა და ელენეს ჩაი ყელში გადასცდა. გოგონას მოერიდა იმის თქმა რომ მისი დაქალის შეყვარებული იყო რადგან მათი დანახვის შემდეგ მოხუცი ამ ყველაფერს ცუდად გაიგებდა. მითუმეტეს რომ ამის გახსენება ახლა თვითონ ელენესაც არ უნდოდა
-არ ვიცით-უპასუხა ნოემ მშვიდი ხმით და მოხუცს შეხედა
-გასაგებია-გაიღიმა ბერიკაცმა შეპარული ღიმილით და ჩუმად გაწითლებული ელენესკენ გააპარა თვალი.

-მომიყვები?-კითხა ნოემ გოგონას
-პატარა ვიყავი-დაიწყო ღრმა ქოშინით საუბარი ელენემ და ზღვას გახედა, რომელსაც ციდან ჩამოცვენილი პატარ-პატარა წვეთები უერთდებოდა-თექვსმეტისაც არ ვიყავი რომ ცოლად გავყევი, არავის დაუძალებია, მითუმეტეს არც თვითონ მას. რაც დრო გადიოდა ჩემებთან ცხოვრება გაუსაძლისი ხდებოდა...
თან მიყვარდა, ძალიან მიყვარდა. შეიძლება ბავშურად მაგრამ ჩემებურად მიყვარდა.
დაუვიწყარი წლები გავატარე მასთან-ოდნავ გაიღიმა და ხმა გაებზარა-ოცი წლის ვიყავი...
დრო და დრო ცივდებოდა, ყურადღებას აღარ მაქცევდა, დროს აღარ მითმობდა, უბრალოდ აღარ ვაინტერესებდი. ღამეები ტირილში ვატარებდი, გვერდით მეწვა... ესმოდა, გრძნობდა როგორ ვიტანჯებოდი მაგრამ ხმას არ იღებდა.
მერე... მერე მოვიდა და ყოველგავრი შესავლის გარეშე გამომიცხადა რომ უნდა წავსულიყავი, მიზეზი რათქმაუნდა სხვა იყო.
გულის სიღრმეში ვიცოდი რომ ამ ეპატამდე მივიდოდით მაგრამ თავს ამაზე ფიქრის საშუალებას არ ვაძლევდი... შეიძლება სწორედ აქ შევცდი. უნდა მეფიქრა ამაზეც, ყველა ვარიანტი უნდა დამეშვა და გამეაზრებინა რომ მერე ისე ძლიერად აღარ მტკენოდა.
საშინლად მეტკინა, არარაობად ვიგრძენი თავი, სულელად რომელიც მანამდე ვერ მიხვდა ვერაფერს სანამ სხვამ არ უთხრა, მაგრამ ... მაგრამ მისგან ამას ვერ წარმოვიდგენდი.
არაფერი მითქვამს. არ მიყვირია, არაფერი არ დამიმტვრევია, უბრალოდ ხმის ამოუღებლად ავდექი და წამოვედი.
აქაც შევცდი. უნდა მეყვირა, მეწივლა, ამეკლო ყველაფერი და ის ტკივი ამომეშვა გულიდან რაც მქონდა, იქნებ დღევანდელი მისი დანახვისას ასე არ გავნერვიულებულიყავი-ხელებს ერთმანეთში ნერვიულად ხლართავდა და ხმა უკანკალებდა-რომ გავშორდი... რამდენიმე კვირის შემდეგ გავიგე რომ თვენახევრის ფეხმძიმე ვიყავი- ნოემ დახშული ჩაბნელებული თვალები ზღვას მოაშორა და ელენეს შეკრული წარბებით მოღუშულმა შეხედა- არ ვიცოდი რა მექნა, არავინ მყავდა გვერდით, რესტორანში დამლაგებლად სამუშაო ძლივს ვიშოვე, მუცელი რომ დამეტყობოდა იქიდანაც გამომაგდებდნენ, ვერ შევინახავდი, ვერ გავზრიდიდი, მასთან მისვლას და მოწყალების თხოვნას კი სიკვდილი მერჩივნა. მერე... მერე მოვიშორე... - ტუჩები აუკანკალდა, ყველაფრის გახსენებისას მთლიანად აცახცახდა, ზღვას დაცვარული თვალებით უყურებდა და აკანკალებული ხმის დარეგულირებას ცდილობდა, როდესაც მოულოდნელად სითბო იგრძნო.
ნოემ ხელი მოკიდა და გულში მთელი ძალით ჩაიკრა. თავზე და წელზე მოხვეული ხელები ძლიერად შემოეჭდო გოგონასთვის, მაგრამ ელენეს სუნთქვის უკმარისობის მაგივრად პირიქით სუნთქვა ორმაგად გაუხშირდა, მამაკაცის მკედში ჩაძირულს თვალები მიებნიდა და მისი სხეულის სურნელით მთლიანად გაიჟღინთა. ხელები ნოეს მანაც მძლავრად შემოხვია და თვალები ერთმანრთს დააჭირა. მარილიანი სითხე ნელნელა უსველებდა სახეს და სრუკუნით მკერდი ღრმად აუდიოდ ჩაუდიოდა.
-აბორტი გავიკეთე-დაასრულა და ხმამაღლა ატირდა. ნოემ თვალები ერთმანეთს ძლიერად დააჭირა და ელენესკენ დახრილმა გოგონა სხეულზე აიკრა ისე რომ ელენეს მამაკაცის მკერდის მაგივრად ახლა მის ყელში მოეთავსებინა თავი.
-დამშვიდდი!-იმდენად ღრმად ყავდა აკრული ელენეს რომ მის ტკივილს გრძნობდა, მის თითეულ დაღვრილ ცრემს შეიგრძნობდა და იმ კაცის მოკვლის სურვილი უმძაფრდებოდა.
-დღეს კი ეს ამბავი გაიგო, მოვიდა და მიყვირა რომ მისი შვილი მოვკალი გესმის... მოვკალი...
-არავინ მოგიკლავს, შენ არავინ მოგიკლავს... დამშვიდდი
მის მკერდში აკრუსუნებული და ატირებული გოგონას დანახვას ვერ იტანდა. ვერ იტანდა იმ ფაქტს რომ სხვის გამო ტიროდა, ვერ იტანდა იმ აზრს რომ შეიძლებოდა იმ კაცის მიმართ კიდე გრძნობდა რაღაცას, არ უნდოდა იმის დაჯერება რომ ეს ცრემლები იმ კაცის ბრალი იყო. იმდენად ეგოისტი იყო რომ ამას ვერ იტანდა, ერჩივნა ამ ცრემლების მიზეზი ისევ თვითონ ყოფილიყო ვიდრე ვიღაც ნაბიჭვრი.
გოგონას თმაში ჩარგო სახე და მისი სურნელი მთლიანად შეისუნთქა.
იცოდა რომ ასე არ უნდა ეფიქრა,
იცოდა რომ ახლა აქ არ უნდა მდგარიყო, არ უნდა ჩახუტებოდა, მისი სურნელით არ უნდა გაჟღენთილიყო,
უბრალოდ არ შეიძლებოდა, დამღუპველი, გამანადგურებელი იყო, ეს გრძნობა შორს წავიდოდა, იმდენად შორს რომ უკან დაბრუნება შეუძლებელი გახდებოდა. ოცოდა რომ უნდა მოშორებოდა, ხელი გაეშვა და წასულიყო, მაგრამ უკვე გვიანი იყო...
ძალიან გვიანი...

თვალების გახელისას ოდნავი გუგების წვა იგრძნო, ჩასძინებია, ამდენმა ემოციურმა დატვირთვამ თავისი ქნა.
საწოლიდან ნელა წამოიწია, ირგვლივ მიმოხედვისას ნაცნობი ვერაფერი დაინახა.
მიხვდა სადაც იყო და თვალები ოდნავ დახუჭა, იმ კადრების აღსადგენად რაც რამდენიმე საათის წინ მოხდა.
კიდევ ვერ იაზრებდა სრულიად უყოყმანოდ რატომ გადაუშალა ნოეს ის ფურცელი რომელიც ამდენი ხნის მანძილზე დახურული ქონდა და ამის შესახებ საერთოდ არავის ელაპარაკებოდა, მაგრამ იქნებ კარგიც იყო რომ ვიღაცას უთხრა და გათავისუფლდა ამდენ ხნიანი დაგროვილი ემოციისგან.
ფეხზე წამოიმართა და
ოთახიდან ფეხშიშველი გავიდა, დერეფანს გაუყვა და ინსტიქტურად ერთადერთ განათებულ ოთახში შევიდა, სადაც უმეტეს ადგილს წიგნების თაროები იკავებდა.
ეტყობოდა რომ აქ მცხოვრებ მამაკაცს კითხვა უყვარდა
-კითხვა გიყვარს?- მოესმა უკნიდან ხმა, მის მოულოდნელ გამოჩენას იმდენად იყო შეჩვეული რომ რეფლექსი გამოიმუშავა და აღარ შეშინებია.
-კი ძალიან-მობრუნდა და კარებს მიყრდნობილ ხელებ გადაჯვარედინებულ ნოეს ოდნავ უხერხულად გაუღიმა
-თუ მოგეწონება რამე შეგიძლია წაიღო-შესთავაზა და კმაყოფილს გაეღიმა
-მადლობა... მეგი და მარი არ არიან?
- არა დავურეკე და ვუთხარი რომ ჩემთან ხარ, შენთან უნდა ამეყვანე, მაგრამ სახლის კარი დაკეტილი იყო და აქ წამოგიყვანე... ცოტახანში ისინიც აქ მოვლენ-დააყოლა ბოლოს
-გასაგებია...-უთხრა და ტუჩის კუთხე ნერვიულად მოიკვნიტა, თლილი ხელები მარჯვენა მტევანზე აასრიალა და ოდნავ მოუჭირა.
ცოტახნით ერთ ადგილას იტრიალა, ყოყმანობდა წამოეწყო თუ არა საუბარი, რომლის დაწყებაც ძალიან უჭირდა მაგრამ რომ დაინახა მიყრდნობილ კარს როგორ მოშორდა კაცი და გასვლა დააპირა აღარ დააყოვნა და მორიდებით დაუძახა
-ნოე-კარში გასული მამაკაცი ელენესკენ ნელა მიბრუნდა და წარბებ აწეული ინტერესით დააკვირდა-იმ ღამეზე მინდა გელაპარაკო.
ნოეს ტუჩის კუთხეში ჩაეღიმა და გოგონასკენ ნაბიჯი გადადგა
-მართლა?-კითხა და ელენეს წინ გაჩერდა-გისმენ
-იმ დღეს მე... გიორგი ვიღაც ქალთან რესტორანში დავინახე...- დაიწყო ხმის კანკალით ლაპარაკი და ნოეს ქვემოდან ახედა-რომ დავინახე არ ვიცი რა მომივიდა, გონება ამერია... იცინოდნენ, ხალისობდნენ, ერთმანეთის ხელები ეკავათ...-აწყლიანებული თვალები ძირს დახარა-ჩვენი დაშორებიდან ერთი წელიც არ იყო გასული და... და რომ დავინახე ჩემს გარეშეც ბედნიერი იყო თვალთ დამიბნელდა,გავბრაზდი, დავიბოღმე თუ რა მომივიდა არ ვიცი... ინსტიქტურად ვაკეთებდი ყველაფერს, მაშინ შენც შემთხვევით გადაგაწყდი...-უთხრა და თვალებში უხერხულად შეხედა-მეგონა ამით სამაგიეროს ვუხდიდი, მეგონა რამეს დავაკლებდი... არ ვიცი... მაგრამ გონს რომ მოვედი უკვე სასტუმროში ვიყავი და...-ნერწყვი გადაყლაპა და თვალი აარიდა, მამაკაცი ამ დროის განმავლობაში მალული ღიმილით უყურებდა, რაღაცნაირად მოსწონდა ეს გოგონა მის წინ რომ იდგა და თავის გამართლებას უმწეოდ ცდილობდა.
-და გაქცევა სწორ გზად ჩათვალე!-დაასრულა ელენეს მაგივრად ნოემ, ცოტახნით ჩუმად უყურა მის წინ უხერხულად ატუზულ გოგონას, შემდეგ კი ოდნავ ღიმილმა გაუპო ბაგე და ინტერესით კითხა-მაშინ სააბაზანოში რომ არ შევსულიყავი რას იზავდი?
-არ ვიცი...-უპასუხა დაბნეულმა და აფართხალებულ თვალებს აქეთ იქეთ აცეცებდა. მართლა არ ქონდა წარმოდგენა რას გააკეთებდა, მთავარი ის იყო რომ მაშინ იქიდან თავი დააღწია და შედეგებზე აღარ უფიქრია.
-თავიდან ვერ გიგდებ-წამოსცდა მოულოდნელად ნოეს ბაგეებს, ელენემ წარბაწევით, გაფართოებული, გაკვირვებული თვალებით შეხედა მამაკაცს-იმ ღამიდან თავიდან ვერ გიგდებ, მაშინ კლუბში რომ დაგინახე სრულიად მოულოდნელად არ ვიცი რა დამემართა-დაჟინებით მიაშტერდა თვალებში და ნელი ნაბიჯით კიდევ მიუახლოვდა-თავის შეკავება საშინლად გამიჭირდა... მაგრამ ჩემდა გასაკვირად შევიკავე.
შენთან თამაში დავიწყე, შენი წვალება,გაბრაზებული თავალები და შენი გაღიზიანება მახალისებდა-ოდნავ გაიღიმა- მაგრამ ახალი წლის ღამეს...- ხმა ნელნელა დახშული და ჩამწყდარი გაუხდა, ელენეს პირდაპირ დადგა და მისი თითები გოგონას სიფრიფანა თითებს ოდნავ გაუხახუნა, ქალს მთელს სხეულში ჟრუანტელმა დაუარა და მთელს კანზე აიხორკლა,ვერ გაეგო ეს ჟრუანტელი ცივ იატაკზე ფეხშიშველი დგომის ბრალი იყო თუ მამაკაცის სიახლოვის და სიტყვების. ჯერ ისევ გაურკვევლობაში მყოფი თვალებ გაფართოებული უყურებდა ნოეს და ცდილობდა გაეგო ეს ყველაფერი ესიზმრებოდა თუ რეალურად ხდებოდა-იმ ღამეს რაღაც მოხდა... რაღაც რამაც შემაშინა და უკან დახევა მაიძულა-უყურებდა გოგონას ყელს, რომელშიც დაძაბულობისგან ნერწყვი მძიმედ ჩასრიალდა, შეხედა გოგონას თვალებს რომელიც მას აფორიაქებული შესციცინებდა და რომელშიც ასე მდუმარედ იძირებოდა, გრძნობდა გოგონას სურნელს, სურნელს რომელიც თავბრუს ახვევდა და სწორად აზროვნების საშუალებას არ აძლევდა, უყურებდა ტუჩებს...
ტუჩებს რომლებსაც მამაკაცის სიახლოვისგან გაბრუებულს ფერი დაეკარგათ, მაგრამ მაინც მბზინვარედ და მიმზიდველად ელვარებდა.
-შემდეგ იყო ის ღამე...-გააგრძელა ჩამწყდარი ხმით საუბარი და ელენეს სახის ნაკვთების თვალიერებას ისევ განაგრძობდა-სამი კვირა არ მყავდა შენი სხეული ნანახი, სამი კვირა არ მქონდა შენი ხმა გაგონილი, სამი კვირა იყო გასული რაც შენთვის ნერვები არ მქონდა მოშლილი-აქ ოდნავ სასიამოვნოდ ისევ გაიცინა-გზაზე შენთვის მიმავალი რომ დაგინახე, ფიქრებში ისე იყავი გართული რომ მანქანის დამუხრუჭების ხმაც კი ვერ გაიგე-ელენეს ანთებულ გაფართოებულ თვალებს უყურებდა, რომლის გათიშული და გაბრუებული სხეულიც ადგილიდან დაძვრას საერთოდ არ ცდილობდა- რომ შემობრუნდი და დაგინახე, თითქოს სხეულში რაღაც თბილი ჩამეღვარა,თითქოს ის რაც სამი კვირის მანძილზე მაკლდა დამიბრუნდა. მერე იყო ღიმილი... შენი ღიმილი...-
გოგონამ თვალები ოდნავ დახუჭა როდესაც მამაკაცის ცხვირის შეხება იგრძნო მის გაყინულ ლოყაზე, მთელს სხეულში სცრიდა.
უნდა გასცლოდა, გაქცეულიყო, წასულიყო, არ იცოდა სად მაგრამ უნდა წასულიყო, მაგრამ არ გამოსდიოდა, სხეული გონებას არ ემორჩილებოდა. თითქოს ყურები დაეხშო და არაფერი არ ესმოდა მამაკაცის ბაგეებიდან წარმოთქმული ბგერების გარდა. ხმას მინდობოდა, ხმას რომელიც თურმე ასე ძლიერ უყვარდა და ენატრებოდა. ერთმანეთის ცხელი სუნთქა ტუჩებს საშინლად უწვავდათ და დახშულ გონებას კიდევ უფრო მეტად უბინდავდა-ჩვენი პირველი დიალოგი, პირველი ადამიანური დიალოგი მაშინ შედგა-სახე ოდნავ ღიმილით გაეპო- არ ვიცი რატომ მაგრამ ერთი წამით დავუშვი რომ მე და შენ რაღაც გამოგვივიდოდა, ამიტომ გითხარი რომ საერთო ენა გამოგვენახა... მაგრამ შენ ოცნებები ჩამიშალე და მითხარი რომ ჩვენი ერთად ყოფნა საშიში იყო... მივხვდი, ვიცოდი რომ საშიში იყო და უკან დავიხიე.
მაგრამ შენზე ფიქრს ღამიდან სხვა ღამის დადგომამდე ვერ ვივიწყებდი,
დილიდან შენი სახე მიდგებოდა წინ და ვხვდებოდი რომ მიყვარდებოდი, ყოველწამს, ყოველი ამოსუნთქვისას მიყვარდებოდი.
ელენეს თითქოს თავში რაღაც ჩაარტყესო, დაბინდული თვალები გაახილა და ბაგეები ოდნავ ერთმანეთს დააშორა რომ ჰაერი მის ფილტვებს საკმარისად მისწვდომოდა. სუნთქვა თითქოს გაუხშირდა და მკერდი მძიმედ ზემოთ ქვემოთ აუდიოდ ჩაუდიოდა. ვერ იჯერებდა, მთელი სხეული გაუბუჟდა ყურებში მამაკაცის ბოლო სიტყვები ექოსავით უტრიალებდა.
-მერე იყო შენი მზერა, რომელსაც მეგისთან ჩემი ყოველი ჩახუტებისას ვიჭერდი, მზერა რომელმაც მიმახვედრა რომ რაღაც ისე ვერ იყო... თითქოს ეჭვიანობდი მაგრამ არც ეჭვიანობა ერქვა იმ ყველაფერს, მაგრამ ჩემთვის ყველაფრის გასაგებად საკმარისი აღმოჩნდა. სასიამოვნოდ მეღიმებოდა როცა ამ მომეტში თავის ისე დაჭერას ცდილობდი თოთქოს არ განაღვლებდა და სულერთი იყო, მაგრამ შენი თვალები მაგრძნობინებდნენ რომ ეს ყველაფერი შენთვის სულ ერთი სულაც არ იყო... სულ ერთი რომ არ არის ამას ახლაც მიმტკიცებ... შენი მზერა მიმტკიცებს, შენი ცხელი სუნთქვა მიმტკიცებს რომელიც ტუჩებზე სასიამოვნო ნიავივით მელამუნება და აზროვნების უნარს მაკარგვინებს, არ გარბიხარ...
-ვერ გავრბივარ...-ამდენ ხანს ჩუმად გაყურსულმა ელენემ ამოთქვა ჩამწყდარი ჩუმი ხმით-რაღაც მიჭერს და არ მაძლევს უკან დახევის საშუალებას, შიგნიდან ვიღაც მიყვირის რომ უნდა წავიდე, რომ ყველაზე დიდ სისაძაგლეს ვაკეთებ, მაგრამ არ შემიძლია...-ხმის კანკალით ლაპარაკობდა და მამაკაცის სახესთან ახლოს მყოფი თვალდახუჭული გრძნობდა მისი ტიჩების სიახლოვეს
-ელენე...-უთხრა ჩახშული ხმით და ნერწყვი მძიმედ გადაყლაპა-გამაჩერე... ხელი მკარი...-ებუტბუტებოდა ჩუმად, ნაწყვეტ-ნაწყვეტ,თითქოს მუდარით და გოგონას ტუჩებს დაბინდული თვალებით ,დაჟინებით, ვნება არეული დააშტერდა-რამე გააკეთე! თორემ... შეცდომას დავუშვებ
დაამთავრა საუბარი და შემდეგ...
შემდეგ იყო სითბო,სიმხურვალე, აღმაფრენა, დედამიწას ოროვე მოწყდა. არარსებული ყვირილისგან ყურები ორივეს დაეხშო და ჟრუანტელი კანიდან პირდაპირ მათ სხეულში ატანდა. მკლავები აუთრთოლდათ და სისიხლმა ამღვრევა დაიწყო. ძვლები უღჭრიალებდათ და აზროვნების უნარზე ბინდი გადაეკრათ.
მათი ბაგეების შეხებამ ტანში სისხლის მიმოქცევა გააჩერა, სუნთქვის უნარი წაერთვათ და სმენა დაუქვეითდათ.
ერთმანეთის თბილი ბაგეების შეგრძნებამ არაამქვეყნიურ გრძნობამდე მიიყვანა.
გონება ამღვრეული და ჯერ კიდევ გაურკვევლობაში მყოფებმა შეხედეს, როცა ერთმანეთის ბაგეებს მილიმეტრებით მოშორდნენ და ერთმანეგის ტუჩებს ისევ მხურვალედ გრძნობდნენ. ყურებში მხოლოდ თავიანთი გახშირებული სუნთქვის ხმა ჩაესმოდათ.
-არ მინდოდა რეალობაში დაბრუნება-უთხრა ჩახშული ხმით ნოემ, როცა მის ბაგეებს მოშორდა
-რას ვაკეთებთ ნოე?-კითხა და თვალებში დაბინდულმა შეხედა
-არ ვიცი ელენე... არ ვიცი...-გოგონას სახე ხელებში ქონდა მოქცეული და მშვიდად ჯერ კიდევ ზენიტში მყოფი უყურებდა
-საშიშია
-მაგრამ უკვე გვიანია
-ვიცი
-მაგრამ... უნდა ვაღიარო რომ აკრძალული ხილის გასინჯვა მართლა ძალიან გემრიელია-მისმა სიტყვებმა ორივეს რაღაც ღრმა ღიმილი მოჰგვარა ბაგეებზე
-ახლა რა იქნება?
-არ ვიცი
ერთმანეთს ჩაეხუტნენ, ძლიერად, გაგუდვამდე ჩაიკრეს ერთმანეთი გულში
-რა სიგიჟეა-ისტერიულად გაიცინა ელენემ
-ეს ყველაფერი რომ არ მეთქვა, რომ არ მეკოცნა, რომ არ შემეგრძენი... გავაფრენდი-უთხრა ნოემ თვალებში მიშტერებულმა და ნერწყვი ორივემ გაჭირვებით გადაუშვა სასულეში.
-გავაფრენდით...
შემდეგ იყო გოგონების შემოსვლა სახლში, ელენეს და ნოეს ერთმანთის სხეულებიდან სწრაფად მოცილება,
გოგონების ჩახუტება, მეგის ჩახუტებისას თვალი მაგრად დახუჭა და შეეცადა წარმოედგინა ვითომ ვიღაც სხვას ეხუტებოდა, მათთვის იმის ახსნა რომ კარგად იყო და აღარაფერი სტკიოდა.
შემდეგ სახლი...
ისევ მარტოობა და ნოეზე ფიქრი, მისი ბაგეების შეხებისა გამოწვეული ემოციის გააზრება რაც იმ წუთში ვერ გაიაზრა.
მისი ჩახუტება, მოფერება, სიტყვები...
ნოემ ხომ ყველაფერი უთხრა, ყველა დაფარული გრძნობა გაანდო.
მაგრამ რა იქნება ამის მერე?
რა მოხდება?
მეგის დაშორდება, ის ამას ჩვეულებრივად შეეგუება და იცხოვრებენ დიდხანს და ბედნიერად?
ეს ხომ დისნეი არ არის,
ეს ხომ რეალური ცხოვრებაა, რეალური პრობლემებით.

მომდევნო საღამოს ქუჩაში ისევ ნოე დახვდა.
ერთმანეთს მშვიდად გაუღიმეს და მონატრებულ თვალებში შეხედეს.
-წამომყვები სადღაც?-კითხა და ხელები მის ხელის გულებში მოიქცია.
ელენემ კი უბრალოდ სასიამოვნო ღიმილით თავი დაუკრა. შეწინააღმდეგება აღარ გამოსდიოდა.
სულ რომც მოენდომებინა უარის თქმა მისი სხეული ინსტიქტურად მაინც დათანხმდებოდნენ.
უმშვენიერეს ადგილას წაიყვანა, სადღაც მთის გორაზე ჩამოსხდნენ, საიდანაც განათებული ბათუმის ულამაზესი ზღვა ხელის გულივით მოჩანდა, ზღვა რომელიც ნელი მოძრაობით წინ და უკან ლივლივებდა.
-მიყვარს აქ მოსვლა-დაიწყო ნოემ-მამშვიდებს ეს ადგილი
-ნამდვილად ძალიან ლამაზია-უთხრა და მამაკაცის პროფილს შეხედა. საშინლად აგიჟებდა ამ კაცის ყველა ნებისმიერი ნაკვთები, ხმა, ტემპერამენტი, საშინლად სიამოვნებდა მისი ყურება და მოსმენა.
-შენ უფრო ლამაზი ხარ-უთხრა და ელენეს გაეცინა
-რა გაცინებს?-კითხა ღიმილით
-ბანალური რომანტიკოსი ყოფილხარ
-მე?-შეიცხადა შეურაწყოფილმა
-კი შენ
-იცი რა ლამაზი ხარ...-ამოიბუტბუტა ნოემ- ეს ღიმილი ძალიან გიხდება- ვერ გაეგო მართლა ასე იყო თუ უბრალოდ მას ეჩვენებოდა, მაგრამ უბრალოდ იცოდა რომ ახლა მთვარის შუქზე ელენეს ლამაზი თვალები ყველაზე მეტად ბზინავდა
-როდის შემიყვარდი?-კითხა ხმა ჩამწყდარმა ქალმა
-მე როდის შემიყვარდი?-კითხვა შემოუბრუნა ნოემ.
ბაგეებიდან ღიმილი არ შორდებათ, ღიმილი რომელსაც უამრავი ემოცია აღბეჭვდოდა. ნაღველი, ბედნიერება, სიხარული, სინანული და სიყვარული...
მთელი რიგი ემოცია გაერთიანებულიყო და მათ ბაგეებზე მოეთავსებინათ ადგილი.
შემდეგ ისევ კოცნა,
ისევ თავ დავიწყება,
ისევ აღმაფრენა და მერე ისევ რეალობაში დაბრუნება.
-ჭაობში ვარ-დაიხავლა ნოემ-თან იმდენად ღრმად რომ ვერ გამოვდივარ
-ამ ჭაობში მე და შენ ერთად ვართ-თხელი გაყინული სიფრიფანა ხელები შეახო ნოეს და ნერწყვი გადაყლაპა
-ვერ ვაზროვნებ, პირველად ვარ ასეთ სიტუაციაში, ვერ ვიგებ გამოსავალი სად არის
-სინამდვილეში ორივემ ვიცით სადაც არის-თქვა გოგონამ ხმის კანკალით და თვალები დახუჭა
-მე შენ არ გაგიშვებ-უთხრა მტკიცედ და მკერდში ჩიკრა
-ადრე თუ გვიან მოგვიწევს-უთხრა და ხელი წელზე ძლიერად შემოხვია
-ელენე-მისი სახე ხელებში მოიქცია და თვალებში შეხედა-არ მოგცემ იმის საშუალებას რომ დამკარგო, თავს არ დაგანებებ
-ნოე-ამოიკრუსუნა ელენემ მტკივნეულად-ამაზე ფიქრი საშინლად არ მინდა მაგრამ ვხვდები რომ მოგვიწევს, იძულებულები გავხდებით...
-გეყოფა...-უთხრა ნოემ და ელენე ისევ გულში ჩაიკრა თვალები კი ერთმანეთს ძლიერად დააჭირა. იცოდა რომ სადღაც გაიჭიდებოდნენ, ეს ნოემაც კარგად იცოდა, მაგრამ ამახე ფიქრი ახლა არც უნდოდა და არც შეეძლო.

"გამოსავალი ვიპოვე"-მიუვიდა შეტყობინება ერთ საღამოს, როდესაც გოგონები მასთან ერთად იყვნენ. ნერწყვი მძიმედ გადაყლაპა და გოგონებს ნელა გადაავლო თვალი რომლებიც ლეპტოპში ფილმის დაძაბულ მომენტს მისჩერებოდნენ.
"და რა არის გამოსავალი?"
"ხვალ გაიგებ"
"ვინმე დაზარალდება?"
"აუცილებლად" იყო პასუხი.ღრმად ამოიოხრა და ტელეფონი ტუმბოზე ხელის კანკალით დააბრუნა.

მეორე დღისით, როდესაც ელენე მარისთან იყო, ოთახში თვალებ ჩასისხლიანებული, ნამტირალევი მეგი შემოვარდა.
მისი დანახვისას არ ეგონა ელენეს აქვე გული თუ არ გაუსკდებოდა
-დამშორდა-დაიძახა ხმა ჩამწყდარი ხმით და ძირს დაეცა. მარი მაშინვე მასთან მივარდა, ელენე კი ერთ ადგილას გაიყინა
-მეგიი...- ფეხზე ძლივს წამოაყენა და დივანზე ჩამოსვა
-რა მოხდა?-სახეზე ჩამოყრილი თმები უკან გადაუწია და დაღონებულმა შეხედა
-დამშორდა, დამშორდა და ვსიო... სხვა რაღა უნდა მომხდარიყო-დაიბღავლა და ღაპაღუპით მომდინარე ცრემლები უშედეგოდ მოიწმინდა
-კიმაგრამ როგორ ან რატომ? იქნებ შერიგდეთ
-არა არა, მითხრა რომ ურთიერთობას ვეღარ გავაგრძელებთო, მითხრა რომ...
ვეღარ მომატყუებდა... წარმოგიდგენიათ ვეღარ მოგატყუებო- სასოწარკვეთილებაში ჩავარდნილი ხავილისგან თავის ხმას ვეღარ სცნობდა
-ელენე- დაიძახა და ელენეს გადაეხვია. გოგონამ საშინელი ტკივილი იგრძნო, აღუწერელი დანაშაულის გრძნობა აღბეჭვდოდა სახეზე და ხმა ჩავარდნილი მიშტერებოდა მის ტანზე აკრულ სილუეტს
-არ ვუყვარვარ... არა... თურმე ტყუილ იმედს ვეღარ მომცემს და სანამ გვიანი არ არის გაწყვიტა ურთიერთობა.
-გოგო დამშვიდდი, გაჩერდი რაა...-შეწუხებულმა მარიმ მუცელზე ხელი დაიდო, თითქოს ასე ცდილობდა ბავშვისთვის მეგის ყვრილის ხმა არ აეცილებინა-იქნებ არის რაღაც მიზეზი
-მიყვარს ხალხო რატომ არ გესმით მთელი ჩემი არსებით მიყვარს-ელენეს ყურებში საშინელი ზმუილი ჩაესმოდა, მისი ასეთ მდგმარეობაში ყოფნის მიზეზი თვითონ იყო, მაგრამ ვერაფერს აკეთებდა.
უბრალოდ იჯდა და უსმენდა მისთვის ერთ ერთი ყველაზე ძვირფასი ადამიანი როგორ იტანჯებოდა, იჯდა და ამ სეირს უბრალოდ შორიდან უყურებდა.
"მართლა რა საშინელი ქმნილება ხარ ადამიანო".

-ეს იყო გამოსავი?- კითხა ელენემ როცა სანაპიროზე ერთმანეთს შეხვდნენ
-სხვა გზა არ იყო-უპასუხა შუბლშეკრულმა ნოემ
-ასე არ შეიძლება,ეს გამოსავალი არ არის ნოე- იმეორებდა და თავს იქეთ აქეთ აქნევდა
-აბა რა არის გამოსავალი ელენე?
-უნდა დაუბრუნდე-თქვა მოულოდნელად გოგონამ და მამაკაცს გაეცინა
-რას ამბობ? როგორ დავუბრუნდე?
-მე და შენ უნდა ჩამოვშორდეთ ერთმანეთს და ყვაფერი მოგვარდება-უთხრა ხმის კანკალით, როცა თვითონაც იცოდა რომ მოგვარების მაგივრად ყველაფერი გაუარესდებოდა.
-მოგვარდება? ჩამომშორდები, წახვალ, მე მეგის დავუბრუნდები და ვსიო? და რომ მიყვარხარ? რომ მიყვარხარ ელენე?- კითხა ელენეს სიტყვებით გაოცებულმა
-ასე არ შემიძლია, არ ყოფილა ასეთი ადვილი...-ხმა გაბზარული უმეორებდა-მას ჩემს მკერდზე უდევს თავი და ისე ტირის გესმის...- თვალიდან ცრემლი გადმოუგორდა
-ელენე-აღმოხდა სასოწარკვეთილ ნოეს-ჯერ კიდევ გუშინ მეუბნებოდი რომ გიყვარვარ
-უნდა წავიდე-თქვა და შეტრიალდა
-არა! ვერ წახვალ...-წინ გადაუდგა და წასვლის საშუალება არ მისცა- ვერ წახვალ, ჩემგან ვერსად წახვალ,არსად გაგიშვებ
- ვიცი, და ამიტომ მე თვითონ გაგიშვებ
-იმის მერე რაც მოხდა ჩემგან ვერსად წახვალ.
-ის რაც მოხდა შეცდომა იყო- დაიყვირა გოგონამ და მამაკაცს სხეულში გასცრა. ელენემ იცოდა რომ ტკივილს აყენებდა, რაც მას ორმაგად ტკენდა გულს, მაგრამ გაჩერება არ შეეძლო, ეს იმაზე ძნელი ყოფილა ვიდრე წარმიდგენდა-ის რაც ერთმანეთს ვუთხარით შეცდომა იყო,ასე ახლოს რომ მივუშვით ერთმანეთი შეცდომა იყო, ერთმანეთს რომ ჩავეხუტეთ, რომ ვაკოცეთ... ერთმანეთი რომ შევიყვარეთ ჩვენ მაშინ შევცდით... ეს ყველაფერი შეცდომაა...- დაასრულა და ადგილზე მიყინულ მამაკაცას გვერდით ჩაუარა.
თითქოს გული ამოგლიჯეს, დაიფლითეს, თითქოს მისი სიყვარული ფეხქვეშ გაიგდეს და გათელეს...
გული საშინლად ატკინა, გოგონამ რომელსაც მთელს მის სულს მისცემდა, ადამიანმა რომლისგანაც ამას არ მოელოდა გული ყვაზე მეტად ატკინა და უბრალოდ წავიდა.
ნოეს ყურებში მის უკან გაქცეული ქალის ნაბიჯების ხმა ესმოდა და უკან გადევნების არანაირ გზას არ მიმართავდა. გვერდი იცვალა და ზღვის პირისპირ დადგა, ამღვრეულ, აჩქარებით მოლივლივე ზღვას ჩახშული მზერით გახედა და მისკენ წამოსული ჰაერი ღრმად შეისუნთქა, იმდენად ღრმად რომ მთელს ძვლებში გაუარა და არასასიამოვნოდ შეაჟრჟოლა.

სახლში გნადგურებული დაბრუნდა. კარი დახურა და იქვე ჩაიკეცა
"ვიცი არ უნდა მეთქვა, ვიცი" ჩაიფრუტუნა თავისთვის და ცრემლით დაცვარულ სახეზე ხელი ჩამოისვა.
-საშინლად ვატკინე, ასე არ უნდა მოვქცეულიყავი, მაგრამ სხვა გზა არ იყო... უბრალოდ არაა...
გულზე ხელი მიიჭირაა და ისე ამოიგმინა თავის ხმა ვეღარ იცნო.
ყველაზე საშინელი შეგრძნება, შეგრძნებათა შორ ისაა რომ იცი უყვარხარ, სიგიჟემდ უყვარხარ, მაგრამ შენ ვერაფერს აკეთებ საპასუხოდ, პირიქით ხელს კრავ და გარბიხარ. უბრალოდ ოთახში ოთხად მოკინჭული ზიხარ და ვერაფერს, საერთოდ ვერაფერს აკეთებ იმისთვის რომ შენი გრძნობები დაიცვა.
რა დონემდე მიუყვანიხართ სიყვარულს?
ვინც ყველაზე მეტად გიყვარს მისთვის ტკივილი მიგეყენებინათ?
საკუთარი თავის შეზიზღებამდე მიუყვანიხართ ამ გრძნობას?
გულის ტკივილამდე, დაბრმავებამდე ტირილამდე და ხმის ჩაწყვეტამდე?
რატომ არის რომ ამ ერთ თითქოს არაფრით გამორჩეულ სიტყვა "მიყვარხარს" ამ და ასეთ დონემდე მიყავხარ.
"მიყვარხარ"...
არა და რალამაზი სიტყვაა "მიყვარხარ".

მომდევნო ორი კვირა სრულ ჯოჯოხეთში გაატარა. ვერსად ხედავდა, ვერსად გრძნობდა, ვერსად სუნთქვადა.
წავიდა და მანაც შეწყვიტა არსებობა.
იცოდა რომ ასე მოხდებოდა, იცოდა რომ ამ ნაბიჯის გადადგმა ცუდად დამთავრდებოდა, მაგრამ თავს წინააღმდეგობა ვერ გაუწია.
მისმა გრძნობებმა აჯობეს მის ტვინს.
მაინც მიუშვა სულამდე, მაინც შეაღწია მასში და რა მიიღო. განადგურდა და სხვაც გაანადგურა.
ყოველ ღამე ნოეს გაყინული სახე უდგება ცხვირ წინ როდესაც უთხრა რომ მათი სიყვარული შეცდომა იყო. სინამდვილეში ერთი წუთითაც კი არასდროს გაუვლია გულში რომ მათი გრძნობა შეცდომა იყო.
უყვარდა...
შეუყვარდა...
თავი შეაყვარა...
მთელი არსებით შეუყვარდა, იმდენად შეუყვარდა რომ ეს სიყვარული სტკიოდა.
ორი კვირის განმავლობაში არც მეგი არ ყავდა ნანახი, ახლა მისი დანახვა კიდევ უფრო უარეს მდგომარეობაში ჩააგდებდა. ნოე მაინც არ დაბრუნებია მეგის, არადა ყოველ დღე ელოდა ელენე რომ მეგი იმ კარიდან შემოვარდებოდა და ეტყოდა რომ შერიგდნენ.
მაგრამ ეს დღე არ დგებოდა.
უნდოდა კი რომ საერთოდ დამდგარიყო ეს დღე?
არა, არ უნდოდა.

ისევ საღამოს, ისევ ქუჩაში შეხვდნენ.
ერთმანეთის პიროსპირ იდგნენ და ნაღვლიანი მონატრებული თვალებით უყურებდნე ერთმანეთს.
ორივეს იმდენას უნდოდათ ერთმანეთს მოხვეოდნენ რომ მთელს სხეულში სცრიდათ. ერთმანეთის ნაკვთებს მონატრებულები თვალს არ აშორებდნენ ერთმანეთს.
უხმოდ იდგნენ, სიჩუმეში, ისეთ სიჩუმეში რომ ეს სიჩუმე ყურის წამღებად ყვიროდა.
-მეგისთან არ ხარ...-დაიწყო საუბარი ელენემ
-შენთან არ ვარ...-პარალელი გაუსვა მის სიტყვებს
-მე არავინ ვარ
-ყველაფერი ხარ
-არა...
-შენ ქალი ხარ რომელმაც, თავი თავდავიწყებით შემაყვარა და თავიდან დაბადების შეგრძნება გამიჩინა, მაგრამ ამავე დროს ქალი ხარ რომელსაც შეუძლია ერთი სიტყვით მომკლას...- უთხრა ჩურჩულით და მასთან ახლოს მიიწია
-ორივემ ვიცოდით რომ ასე არ შეიძლებოდა
-მთელი დღე შენზე ვფიქრობ, გათენებიდან დაღამებამდე... უკვე იმდენს ვფიქრობ რომ ტვინი მომ**ნა...-თავზე საჩვენებელი თითი მიიდო და რამდენჯერმე მიიკაკუნა
-რას მთხოვ ნოე? მეგი ფეხებე დავიკიდო და შენთან ერთად დიდხანს და ბედნიერად ვიცხოვრო?-თვალები მლაშე სითხით გაეჟღინთა- ეს ტკივილი არ მომასვენებს, ეს ყველაფერი არასდროს მოგვასვენებს... რას მოელი ჩემგან?
-მე არაფერსაც არ მოველი ელენე, არც არაფრის იმედი მაქვს, როგორც არ უნდა მოიქცე და როგორი მწარე სიტყვებიც არ უნდა მითხრა, მე ჩემსას მაინც ყოველთვის გავიმეორებ... ისეთი ძალით, ისეთი სიმწვავით რომ ბოლოს ვეღარ გაუძლებ... ვეღარ გაუძლებ ამ გრძნობას და უბრალოდ დანებდები,
როგორც შენ უწოდებ ამ "შეცდომას" დანებდები-თქვა და სიმწრის ღიმილმა გაჰკრა ბაგეზე-და ბოლოს და ბოლოს გაიგებ რომ ეს გრძნობა ყველაფერზე ძლიერია. ჩემი სიმხურვალე შენც მოგედება. თითქოს საათობით და დღითიდღე მაგ სულს ნამივით გაგიჟღინთავ და ოდესმე უშიშრად გათქმევინებს "მე შენ მიყვარხარ".
ელენე განზე მდგარი ათრთოლებული მკლავებით უყურებდა მისი საყვარელი მამაკაცის იმედით სავსე თვალებს, რომლებიც ნაპერწკალის სხივით იყო სავსე და რომელიც იმ შიშს და მთრგუნვალებას ავიწყებდა რომელიც მის სულში ბუდოდბს.
მამაკაცის კისერზე სწრაფად შემოხვია ხელები და მის კისერში თავჩამალულმა ნოეს სურნელი ხარბად შეისუნთქა
-საშინლად ჩემი ხარ ნოე...საშინლად-ხმა უკანკალებდა და მთლიანად შესრუტული მამაკაცის სურნელი გარეთ ღრმად გამოუშვა-მაგრამ ჩემთვის არ ხარ შექმნილი
მისგან მოშორებას შეეცადა მაგრამ ნოემ ხელის დაჭერით შეაკავა და ისევ გულზე მიიკრა
-შენი სიტყვებით რამხელა ტკივილს მაყენებ არ იცი...- დაიხავლა ჩუმი ხმით-შენ მე მითხარი რომ ჩვენი გრძნობა შეცდომაა... მე კი ვთვლი რომ სიყვარული ყველაზე სასიამოვნო შეცდომაა ამ ცხოვრებაში
-იცი... ახლა მესმის გიორგის-ნოეს თვალებში შეხედა და წარსული ტკივილი გაახსენდა-მასაც შეუყვარდა... იქნებ ისიც ცდილობდა რომ ეს გრძნობა თავიდან ამოეგდო, ცდილობდა დაევიწყებინა მაგრამ არ გამოუვიდა... იქნებ მასაც უჭირდა
-ნეტავ ყველაფრის გაქრობა შეიძლებოდეს
-ნეტავ სხვა სიტუაციაში გაგვეცნო ერთმანეთი
თვალიდან გადმოგორებული ცრემლი მოწმინდა გოგონას და აკოცა,მთელი სული ჩააყოლა მამაკაცმა ამ კოცნაში, ყოვთვის ისეთი გრძნობით ეხებოდნენ ერთმანეთს თითქოს ეს მათთვის უკანასკნელი შეხვედრა იყო.
შემდეგ კი გაუშვა... ისევ უხმოდ, ჩუმად, ტკივილით გაუშვა... ისევ ერთ ადგილზე მიყინული, განადგურებული თვალებით მისჩერებოდა თავის საყვარელი ქალის სილუეტს, რომელიც უკან მოუხედავად ცდილობდა სწრაფად გამქრალიყო.

თითქოს გამოიფიტა, გამოშრა და ჩამოდნა ერთ კვირაში გოგონა.
მთელი ღამის ნათევი, თვალებ ჩამოცვენილი, მაგრამ მაინც თავისებურ სილამაზეს არ კარგავდა ელენე.
გონების მოკრება უჭირდა, კონცენტრაციას ვერაფერზე იკრებდა.
სამუშაომაგიდაზე კალმით ფურცელს მიშტერებულიც კი ვერ წყვეტდა მამაკაცზე ფიქრს, მამაკაცზე რომლის გამოც თავში ყველაფერი აერია, თითქოს ტვინის უჯრედები დაწყდა, გული საგულედა ამოვარდა და გაურკვეველი მიმართულებით გაიქცა.
"რას მიშვრება ეს გრძნობა?"
"ნეტავ საკუთარი თავის გაქრობა შეიძლებოდეს, აი ასე უბრალოდ ყველა ადამიანის გონებიდან წაიშალო,
თითქოს არც გიცხოვრია, არც გიარსებია".

-ელე-დაუძახა ერთხელ მეგიმ გოგონას როცა მარისთან მოეყარათ თავი
-გისმენ-უხერხულად შეშმუშნულმა უპასუხა ელენემ ისე რომ ტელეფონისთვის თვალი არ მოუშორებია. ბოლოს მომხდარი მისი არეული გრძნობების გამო მეგისთან ისე ძველებურათ აღარ არის როგორც იყო...
თითქოს გაცივდა, მეგის თითოეული ჩახუტებისას სანუგეშოდ მხოლოდ თავზე კოცნიდა და მალევე ეცლებოდა გვერდიდან, მისი ცრემლების დანახვისას ადგილს წყდებოდა და იქაურობას შორდებოდა. აღარ ელაპარალებოდა, აღარ უსმენდა, თითქო მეგის ხმის გაგონებისას ყურები ავტომატურად იხშობოდა.
ელენეს თავში ყველაფერი არეული ქონდა, თავის გრძნობებს ვერ ეწინაღმდეგებოდა მაგრამ ამ ყველაფრის თქმის გამბედაობაც არ ყოფნიდა... უკან დახევა კი იმდენად ძნელი და დაგვიანებულია რომ უკვე ფიქრადაც კი აღარ ღირს.
-ამას წინებზე დაგინახეთ-ელენეს გულის ცემა აუჩქარდა იმდენად აუჩქარდა რომ ბაგაბუგის ხმა ყურებში საშინლად ესმოდა-ანუ ავტობუსით მივდიოდი და ფანჯრიდან შენ და ნოე დაგინახეთ ერთმანეთის პირისპირ იდექით და რაღაცას ლაპარაკობდით.
გოგონამ გაფართოებული ათრთოლებული ხელები ტელეფონს ძლიერად მოუჭირა და შეეცადა ხმის ტემბრი დაერეგულირებინა
-მართლა? მეგიზე რამე გითხრა?- ჩაერია მარიმ ინტერესით და მწნილით სავსე თეფში მაგიდაზე შემოდო.
-ააა... არა ისე...- აფორიაქებულს ენა დაება-ანუ ქუჩაში შემხვდა შემთხვევით და ორი წუთით ვილაპარაკეთ
-რაზე?- კითხა ცივად მეგიმ
-არაფერზე მოვიკითხეთ ერთმანეთი როგორ ვიყავით და მორჩა წამოვედი-იცრუა უნიჭოდ და დაძაბული დივანზე შეიშმუშნა
-მეგიზე არაფერი გითხრა ან არაფერი კითხე?
-რატომ უნდა ეკითხა?- მიუბრუნდა მარის და ამჟავებული სახით შეხედა
-რანაირად ლაპარაკობ?-გაბრაზდა მარი
-ბოდიში... უბრალოდ გაღიზიანებული ვარ ამბოლო დროს
-არა არ მიკითხავს-დაიჩურჩულა ჩუმათ-მალევე წამოვედი
-ანუ მართლა დამთავრდა...-თქვა ხმა წართმეულმა მეგიმ და აწყლიანებული შუბლშეკრული გამომეტყველებით ცარიელ სივრცეს გახედა.
ელენემ ოდნავ ბაგეები დააცილა ერმანეთს სუნთქვის საშუალება რომ მისცემოდა. ახლა ძალიან უნდოდა რომ მეგის ჩახუტებოდა ენუგეშებინა, გაემხნევებინა
მაგრამ...
ღმერთმა დასწყევლოს....
ამის უფლება არ აქვს.
მაგრამ...
იქნებ ჩაეხუტოს, როგორ მოენატრა მეგისთან თბილად გულწრფელად ჩახუტება, საუბარი, თვალებში ჩახედვა, მაგრამ არ გამოდიოდა, არ გამოსდიოდა.
სიყალბე არ შეეძლო ელენეს.
მაგრამ მაინც გაბედა, მტევნები მეგისკენ გაწია, გულში ჩაიკრავდა, ამ ერთხელ მოიტყუებდა, სახეზე ნიღაბს აიკრავდა...
სხვა თუ არაფერი ჩაეხუტებოდა მაინც, ვინ იცის იქნებ ეს ბოლო ჩახუტებაა მასთან, მაგრამ...
მეგი უკან გაიწია და ელენეს ხელებით ანიშნა გაიწიეო...
-რატომ არ მითხარი?-კითხა ისევ მკვახედ
-არ ვიცი-დაიბურტყუნა და ნერწყვი სასულეში მზიმედ გადაუშვა-უბრალოდ არ მინდოდა ცუდად... ცუდად ყოფილიყავი.
-მეგი გასაგებია რომ განიცდი, ამდენი ხანია არ გინახია მაგრამ ჩვენთანაც რომ აგრესიას გამოხატავ უკვე ხვდები?- კითხა გაბრაზებულმა მარიმ როცა დაინახა ელენეს ხელები ცივად როგორ მოიცილა მეგიმ
-რას ვიზავთ ასეც ხდება...- თქვა ორაზროვნად
-გოგო ნერვები არ მომიშალო-გაღიზიანებული წამოდვა ფეხზე მარი- ხომ ხედავ რომ არ უნდიხარ, ერთადერთი მამაკაცია? უნდა იჯდე აქ ასე და დეპრესიისგან იტანჯო?
-მარი ხმა ჩაიწყვიტე, ისედაც ნერვებზე ვზივარ-დაიღრინა მეგიმ და ისიც ფეხზე ამოიმართა
-რატომ ადექი, მოიცა უკეთესს გეტყვი ადექი და სადმე ჩაბნელებული ადგილი მომახე, ფარდები ჩამოაფარე და დაჯექი, გამიგია დეპრესიის დროს მისწრებააო-დაუყვირა მდგომარეობიდან გამოსულმა
-მარი გაჩუნდი-ყვირილთვე უპასუხა მეგიმ-ირაკლიმ რომ გითხრას აღარ მიყვარხარო და წავიდეს რას იზავ?
-ირაკლის ნუ ეხები
-აქედანვე გამზადებ რადგან ერთდღეს ისიც წავა... სამუდამო არაფერია, არაფერიი...-დაისისინა და კარისკენ წავიდა
-ენას ამოგაძრობ მეგი...-დაიწივლა და ნაბიჯის გადადგმა დააპირა მაგრამ წაბორძიკდა
-მარიი...-სწრაფად წამოდგა ელენე და ხელით დააკავა რომ არ წაქცეულიყო
-ჩემი სახელი დაივიწყე მეგი, დაივიწყე-დაუყვირა კარებში გაუჩინარებულ მეგის და შუბლზე ხელი ნერვიულად მიიდო
-დამშვიდდი მარი-ხმის კანკალით უთხა ელენემ
-იდიოტია ეს გოგო-აღელვებით წარმოთქვა-თითქოს კაცი დაილია
-წყალი დალიე-ხელის კანკალით გაუწოდა ფინჯანი-ყურადღებას ნუ მიაქცევ, ხო იცი რა დაუფიქრებელია
-ვიცი ელენე-თქა და წყალი მოსვა-ხვალ მოვა და წრუკუნით ბოდიშს მომიხდის
-აუ მარიიი...-კარი აკრუსუნებულმა მეგიმ შემოაღო
-აი რა ვთქვი-მობეზრებით აატრიალა თვალები-მალევე მოსულა გონს
-აუ ბოდიში რაა...-მიირბინა და მარის ჩაეხუტა-ბოდიში რა გთხოვ, უბრალოდ... უბრალოდ...-სიტყვების უკმარისობისგან თვალებიდან ცრემლები წასკდა და მარის მკლავებს ძლეიერად ჩაებღაუჯა
-კარგი მეგი კარგი...-მშვიდად გაუცინა მარიმ-ვიცი რა სულელიც ხარ დამშვიდდი-უთხრა და გულში ღიმილით ჩაიხუტა-ელე მოდი რა შენც
ელენემ მათკენ ნაბიჯი ბორძიკით გადადგა და მკლავები ორ სილუეტს გაჭირვებით მოხვია.
ეცადა, ძალიან ეცადა ამ მომენტში მაინც გაექრო ის საშინელი ფიქრები რომლებიც საშინლად სტანჯავდა, ეცადა ახლა მაინც არ ეფიქრა მის ღალატზე, არ ეფიქრა ქერა გოგონას ცრემლებზე, მეგისა და მარის შორის ჩხუბზე, რომლის მიზეზიც მხოლოდ და მხოლოდ ის იყო.
ეცადა...
ეცადა...
ეცადა, მაგრამ...

სანაპიროზე ნელა მოღუშული, დაღლილი მოაბიჯებდა.
არაფერზე, საერთოდ არაფერზე ფიქრობდა. მხოლოდ ზღვის ხმა ესმოდა, ზღვის რომელიც ყურისწამღებად დუმდა.
უბრალოდ ერთ სივრცეში მოტივტივე, ნელი მოძრაობით წინ და უკან ლივლივებდა, თითქოს სტარტზე იდგა, თითქოს ელოდება რაღაც მძაფრს რომ ისევ აღევებულიყო, ტალღოვანი ფრთები გაეშალა და ნაპირზე ვიღაცაზე გამწარებული მთელი ძალით დახეთქებულიყო.
სანაპიროს კიდედან კარგად ხედავდა რომ ნავში მოხუცი მარტო არ იყო. ვიღაცას ესაუბრებოდა, მაგრამ ვერ ხედავდა ვის?!
ახლოს უნდა მისულიყო.
მაგრამ იქნებ ვინმე მნიშვნელოვანი იყო, იქნებ საერთოდ მოხდა სასწაული და მისი შვილი მივიდა სალაპარაკოდ.
ასეა თუ ისე, ელენეს გონებაზე წინ მაინც ნაბიჯებმა გაუსწრეს და ნავში ფრთხილად შესვლისას ნაცნობი მონატრებული ხმის გაგონებისას ადგილზე გაშეშდა. წარბები გაკვირვებისგან მაღლა აწია და სასიამოვნო ბარიტონის მოსმენისას კანზე მთლიანად დაიხორკლა.
-არ ვიცი ამას რა ქვია?-მისწვდა სიტყვები გოგონას ყურს, მამაკაცის ხმაში დაღლილობა იგრძნობოდა-ვერაფერს ვარქმევ იმ გრძნობას რაც სხეულს ასე მიფორიაქებს და არაფრის გაკეთების საშუალებას არ მაძლევს
-სულაც არაა ყველაფერს დაერქვას სახელი შვილო-გოგონას ყურთასმენას ახლა მოხუცის დაბოხებული ხმის ბარიტონი მიწვდა-არსებობს ურთიერთობები რომლებსაც
არც ერთი დარქმეული სახელი არ მიესადაგება-ნოეს ნაღვლიანად ეღიმება
-მითხრა რომ შეცდომაა... ჩვენი ურთიერთობა შეცდომაა-ხმაში წყენა ეპარებოდა-მართლა ასეა?
არ უნდა მიყვარდეს? ნუთუ არაა ჩემი გრძნობა ნამდვილი?
-შვილო, როგორ შეიძლება შენი თვალების შემყურემ გითხრა რომ შენი გრძნობა არაა ნამდვილი. ამხელა კაცი ვარ, ყველაფერი შეიძლება დავიჯერო მაგრამ იმას ვერ დავიჯერებ რომ სიყვარული შეიძლება შეცდომა იყოს-გაიცინა მოხუცმა და ნოეს მხარზე მსუბუქად დაარტყა ხელი
-ამას იმიტომ მეუბნებით რომ გული არ მეტკინოს-უთხრა მშვიდად თავჩახრილმა მამაკაცმა
-ამას იმიტომ გეუბნები რომ იმედი არ დაკარგო
-იქნებ სჯობს კიდეც რომ დავკარგო-თქვა და თავი მაღლა აწია
-არც იფიქრო ახალგაზრდავ-შუბლი შეკრა და ხმა გაიმკაცრა მოხუცმა-იმედის სხივი ყოველთვის უნდა ბრწყინავდეს თითოეული ადამიანის გულში... და იცი გრძნობა როდისაა ნამდვილი? როცა არ უნდა გიყვარდეს მაგრამ შენ მაინც გიყვარს- უპასუხა და ბაგეებზე ღიმილი მოეფინა. ელენე ურცხვად იდგა ნავის პირზე და მათ საუბარს გულ აჩქარებით ჩუმათ უსმენდა. იცოდა რომ ეს საქციელი არ იყო ლამაზი მაგრამ ამ საუბრისგან ყურისმოწყვეტა საშინლად არ უნდოდა, თუნდაც იმიტომ რომ მონატრებული მამაკაცის ხმას ისმენდა.
-ჩვენს შოროს რაღაც განსაკუთრებულია-თქვა ნოემ და პატარა სარკმლიდან მდუმარედ მოელვარე ზღვას გახედა -და ეს რაღაც არ მაძლევს უფლებას სხვა რამეზე ვიფიქრო, აზროვნების უნარს მაკარგვინებს და ღრმად სუნთქვას მაიძულებს. ელენე უკვე ჩემი სულია... -ელენეს სუნთქვა შეეკრა, პატარა ბოძს ჩაებღაუჭა, ტუჩები დაებრიცა და აწყლიანებული თვალები მძიმედ დახუჭა
-ახლაც მისი აქ არ ყოფნა ძალიან მაწუხებს, ცუდად მხდის. ძალიან მენატრება ყოველ წამს...
გოგონას მეტი აღარ შეეძლო, ნავიდან გადავიდა და სანაპიროდან აჩქარებული ნაბიჯით ცდილობდა წასვლას.
ერთ-ერთ დიდ ქვას მოშორებით მიეყრდნო და მოლივლივე ზღვას გახედა. თვალები ცრემლით ქონდა დანამული, რომლის მაჯით მოწმენდას ცდილობდა, მაგრამ უშედეგოდ, ცრემლების ახალი ნაკადი დაუკითხავად მოდიოდა გოგონას გუგებიდან.
ზღვას დაჟინებით მიშტერებოდა, რომელსაც მდუმარება ოდნავ დაურღვევია და აღელვება დასტყობოდა. გოგონამ თავი მძიმედ გააქნია და ყურებზე ხელისგულები აიფარა. ყველაფრის გაქრობა უნდოდა, დავიწყება, დაყრუება, დაბრმავება. ვერ იტანდა ამ ზღვის ხმას. თითქოს მალულად რაღაცის თქმას რომ ცდილობდა, მაგრამ არ იცის ეს ზღვა ასეთ შეგრძნებას რატომ უტოვებდა.
მაგრამ ის ხომ ამ ზღვასავით დუმს, ამ ზღვასავით პირში წყალი აქვს ჩაგუბებული და ჩუმათ მდუმარედ მალულად ადევნებს თვალს გარშემო ყველაფერს.
ყურებიდან ხელები მოიცილა და გულზე მთელი ძალით დაიკრიბა, ისეთი შეგრძნება ქონდა თითქოს საგულედან ამოუვარდებოდა და ხელით ცდილობდა მის შეკავებას.
თავში გამუდმებით ნოეს სიტყვები უტრიალებდა, გაფუჭებული მაგნიტოფონივით ერთი და იგივე ჩაესმის ყურებში და ლამის გამსკდარიყო.
იქ ვეღარ გაჩერდებოდა, მისი სიტყვების მოსმენას ვეღარ შეეცდებოდა... რომ არ წამოსულიყო ამდენ მოზღვავებულ ემოციებს ვეღარ გადაიტანდა. თვალებიდან ისევ ცრემლებს მოიწმინდა და ხელახლა ხმალაღალი ხმით კვნესას დაიეყო.
"რა გავაკეთო? ამდენს ვეღარ გავუძლებ..." ამოიგმინა
-რა გავაკეთო, რა გავაკეთო?-იმეორებდა და თავში მსუბუქად შეკრულ მუშტს ირტყავდა
-წავიდე?-წამოსცდათ მის ბაგეებს უცებ და ელენემ ძირს დახრილი თავი მაღლა აწია-ისევ გავქრე?
წასულიყო?
მართლა სჯობდა რომ წასულიყო?
და გაუძლებდა ამას მისი გული?
ეს ხომ მარტივი არ იქნება...
იმაზე მძიმე გადასატანი გახდება ვიდრე მაშინ როცა პირველად გაქრა მათი ცხოვრებიდან.
მაგრამ იქნებ გაიაროს? იმ ტკივილმა გაიაროს.
არა ნამდვილად გაივლის, დაიტანჯება მაგრამ ნელნელა შეეგუება ყველაფერს, თანაც იქნებ ნოეც შეურიგდეს მეგის.
"რა დებილი ვარ" გაჰკრა ისევ უკმაყოფილოდ გულში.
მართლა დებილია.
წეღან თავისი ყურით გაიგონა ბიჭი როგორ ამბობდა "ელენე ჩემი სულიაო" და ეს კიდევ მათ ერთად ყოფნაზე ფიქრობს.
სადაც არ უნდა წავიდეს, რა მანძილითაც არ დაშორდეს, შეუძლებელია უკვე იმაზე ფიქრი რომ მეგი და ნოე ისევ ერთად იქნებიან.
ნოე ამას აღარსდროს დაუშვებს, მეგის ვეღარ დაუბრუნდება. პირველრიგში ამით ისევ მეგის მოექცევა უსამართლოდ,
მეორე რიგში კი ამას უბრალოდ ვერ შეძლებდა. მას ელენე უყვარს,
უყვარს,
უყვარს და უყვარს.
მორჩა, აქ უკან დასახევ გზაზე ფიქრი უკვე იმდენად გვიანია რამდენადაც ახლა პაპაჩემი საფლავიდან რომ ადგეს.
ელენემ სახეზე ხელი მოისვა და ღრმად სუნთქვას შეეცადა
-არ ვიცი, არ ვიცი-ბუტბუტებდა ხმა გაბზარული და ცრემლების ახალ ნაკადს ისევ უშედეგოდ იწმენდდა თვალებიდან.

იმ დღისით სახლში საშინლად დაღლილი მივიდა, ამდენმა ემუციურმა დატვირთვამ საშინლად გამოფიტა. სამსახურის საქმეების თავიც კი არ ქონდა.
უფროსისგან რამდენჯერმე შენიშვნაც კი მიიღო.
ისეთი გონებაგაფანტული დადის მთელი დღის განმავლობაში რომ ერთხელ უფროსისგან დავალებული საბუთების მაგივრად კაბინეტში ყავა შეუტანა. იმ ყავას კიდევ გამოიყენებდა შიგნით საერთოდ რამე რომ ყოფილიყო.
ცარიელი ჭიქა მიუტანა და ეუბნებ ინებეთ თქვენი ყავაო.
ტიპი გამოაშტერა.
ერთი კვირით დაითხოვა სამსახურიდან რომ აზრზე მოსულიყო და დაესვენა თორემ მისი გაქსუებული უფროსი ამდენის ატანას ნამდვილად ვეღარ შეძლებდა.
ოთხად მოკუნჭულს საღამომდე ეძინა, ბოლოს შიმშილმა გააღვიძა. რამდენი ხანია ნორმალურად არც კი უჭამია, მისი დაძაბულობა უმადობაზეც კი მოქმედებს.
შემწვარი კარტოფილი მაგიდაზე გადმოიღო და საცაა დაჯდომას აპირებდა რომ ტელეფონის ზმუილმა მოიყვანა აზრზე, იცოდა ვინც იყო და ტელეფონისკე ისე ნელა წავიდა თითქოს იქიდან რამე საშინელი მონსტრი ამოუხტებოდა.
ეკრანს გაფართოებული თვალებით უყურებდა და ვერ გადაეწყვიტა ეპასუხა თუ არა.
მისი ხმის გაგონება საშინლად უნდოდა, მისი სურნელის შეგრძნობა, მაგრამ ვერ ბედავდა, გამბედაობა არ ყოფნიდა.
ტელეფონმა რეკვა შეწყვიტა და ელენემ გულდაწყვეტით დახუჭა თვალები.
ნეტავ ეპასუხა.
დღეს ნოეს სიტყვებმა დიდი გავლენა მოახდინა ელენეს გონებაზე. მისი სიტყვები მთელს სულს ჩაწვდა და გაათბო.
ახლა საღად, დასვენებულ გონებაზე რომ იხსენებს იმ ყველაფერს, თითოეულ სიტყვას, თითქოს გულში ვიღაც რაღაცას ურტყავს და ტანში სისხლი სხვანაირად უმოძრავებს.
უცებ ისევ აზმუილდა ტელეფონი. ელენეს ტუჩის კუთხეში იმედიანად ჩაეღიმა და ეკრანს ხელის კანკალით გადაუსვა თითი.
ცოტა ხნით ჩუმად იყვნენ, შემდეგ ნოემ დაიწყო საუბარი
-როგორ ხარ?-კითხა მშვიდი ხმით
-კარგად-ნერწყვი გადაყლაპა და მარცხენა ხელით მაისურის ბოლოების წვალება დაიწყო
-შენი ნახვა მინდა-უთხრა მამაკაცმა უიმედო ხმით, ალბათ იცოდა რასაც ეტყოდა ელენე, მაგრამ გოგონამ უკან ნელა მიიხედა და მაგიდაზე დადებულ ერთ თეფშს დახედა. გონებაში რაღაც აზრმა გუელვა რაც საშინლად არ მოსწონდა, მაგრამ წინააღმდეგონას ვერ გაუწევდა, მისი ხმის გაგონებისას უბრალოდ იკარგება და მხოლოდ გულის ხმას ენდობა.
ნუთუ გულმა აჯობა გონებას?
-გშია?-კითხა მშვიდი მაგრამ აღელვებული ხმით
-სერიოზულად?-ნოემ თითქოს გაკვირვებულმა იმედით სავსე ხმით წარმოთქვა. ამას ნამდვილად არ ელოდა, სასიამოვნოდ გაუხრდა და ოდნა ჩაიცინა
-დარწმუნებული ვარ რომ აქ ხარ-უთხრა ელენემ და მასაც ოდნავ გაეღიმა
-ქალური ინტუიციის შესახებ მსმენია, მაგრამ არ მეგონა თუ მართლა ამართლებდა-უპასუხა სიცილით, ელენეს ბაგეებზე ღიმილი ნელნელა ფართო და მოურიდებელი ხდებოდა.
აზრი არ ქონდა...
შეწინააღმდეგებას აზრი მართლა არ ქონდა. ამას უკვე ნათლად ახლა მიხვდა როდესაც მისი ხმა კიდევ ერთხელ გაიგონა.
რაც არ უნდა ეყვირა, ეტირა და თუთიყუშივით გაემეორებინა თავისი თავისთვის რომ შორს უნდა დაეჭირა ნოესგან თავი, მაინც არაფერი გამოუვიდოდა. საკმარისია ნოეს თუნდაც ერთი ბგერის გაგონება რომ ელენეს ყველაფერი ავიწყდება. მისი თვალების დანახვა და ის თავის თავს აღარ ეკუთვნის.
-გელოდები-უთხრა ელენემ და ღიმილით ნასიამოვნებმა თავლები მინაბა. ჯერ კიდევ რამდენიმე საათის წინ თავის თავს უმტკიცებდა რომ აქედან უნდა წასულიყო, მაგრამ ახლა?
ახლა ერთ ადგილზე გაბადრული ღიმილით თვალებ დახუჭული დგას და სასიამოვნოდ ეცინება.
კარზე ზარია.
ელენეს ერთი თეფში კიდევ დაემატებინა მაგიდაზე და კარისკენ აჩქარებით მივარდა.
ცოტა ხნით გაჩერდა, თმაზე ხელი გადაისვა, სახეზე ორივე ხელი შორიდან დაინიავა და კარის სახელური ჩამოწია.
ნოეს ღიმილნარევი გამომეტყველების დანახვისას მიხვდა რომ კარში ისიც ყურებამდე დებილი ბავშვივით გაკრეჭილი იდგა და ოდნავ ჩაეცინა. მამაკაცს ჩამოეცალა და სახლში შემოუშვა.
კარის დაკეტვისას მის წინ მდგომ მაღარ სილუეტს შემოუტრიალდა და ნერწყვი მძიმედ ჩაყლაპა.
ხელები წინ გაწია და ნოეს მკლავებში თავი გაუაზრებლად ამოყო.
კაცს მის თმაში ჩაერგო თავი და შუბლშეკრული მონატრებული გამომეტყველებით დაეხუჭა თვალები. გოგონას კი მის კისერში მოეთავსებინა თავისი სახე და მონატრებული სურნელით ცდილობდა მთლიანად გაჟღენთილიყო.
-ნოე-დაიხავლა მის ყელთან-ძალიან მომენატრე
ნოეს სასიამოვნოდ გაეღიმა და გოგონასკენ ოდნავ დახარა.
ცხვირი ლოყაზე გაუხახუნა და მონატრებულ ბაგეებს დაეწაფა.
როგორ მონატრებია, როგორ სდომებია მისი შეხება.
მთელს სხეულში ჟრუანტელმა დაუარა. ამდენი ხნის მონატრებულს მისი შეხედა არა ამქვეყნიურ სიამოვნებას ანიჭებდა, თითის წვერებზე აიწია და ხელები მამაკაცის თმაში შეასრიალა.
ნოეს გოგონას წელზე შემოეხვია ხელები და ისე კოცნიდა თითქოს ეშინოდა შემთხვევით არაფერი ეტკინა.
ერთმანეთის მონატრებულ ბაგეებს წუთით არწყდებოდნენ, მაგრამ ერთმანეთით მაინც ვერ ძღებოდნენ, ერთმანეთი არ ჰყოფნიდათ.
გოგონა ხელში აიტაცა,ღია ოთახისკენ წაიყვანა და არეულ საწოლზე ნელა დააწვინა, მის ზემოდან მოქცეული მამაკაცი გაჩერებას არ აპირებდა, მაისურის ქვეშ ხელი შეუცურა და კანზე ხელი ნელი მოძრაობით აატარა. ქალს ბაგეებიდან ჩუმი კვნესა აღმოხდა და დაუჯერებელი სიამოვნებისგან გაეცინა
-რა გაცინებს-კითხა ხმა ჩამწყდარმა ნოემ
-არაფერი... უბრალოდ არ ვიცი, თავი სიზამარში მგონია-დაიჩურჩულა კაცის ტუჩებთან
-სასწაულად მინდიხარ ელენე-დაიხავლა და მის ბაგეებს ისევ მონდომებით დაეწაფა.
წარმოდგენა არ აქვს წინააღმდეგონას რატომ არ უწევს, მაგრამ ეს ხომ თვითონაც უნდა.
ჯანდაბა....
ეს მას საშინლად უნდა, უნდა რომ მთელი სხეულით შეიგრძნოს, უნდა რომ მისი სურნელით გაიჟღინთოს და მხოლოდ მისი იყოს.
წინააღმდეგობის გაწევა აზრადაც არ მოსვლია, ეს ორივეს უნდოდა. ეს ვნება იყო,ლტოლვა, სურვილი,
ეს სიყვარული იყო რომლის გამოხატვა და შეგრძნება ორივეს სიგიჟემდე უნდოდათ.
მაგრამ ახლა?
ახლა რა შეიცვალა?
იქნებ ელენე უბრალოდ დაიღალა, იმასთან ბრძოლით დაიღალა რასთან შეწინააღმდეგებაც არ გამოუვიდოდა.
შეიძლება ახლა ზიზღის ღირსია, სიძულვილის, მაგრამ ეს უკვე აღარ ანაღვლებდა, მას უბრალოდ უყვარს, შეუყვარდა და ამის ურყოფას აღარ აპირებდა. ამასთან ბრძოლის აღარც ძალა აქვს და აღარც სურვილი.
ცოტა ხანში ოროვე სიამოვნების ტალღაში გადავიდა, ყურები დაეხშოთ და ირგვლივ აღარაფერი ესმოდათ, აღარაფერი... მხოლოდ მათი გახშირებული სუნთქვის და ყრუ კვნესის ხმა არღვევდა დაყრუებულ არემარეს.

ელენე ნოეს ზურგზე აკრულიყო და გაბადრული უყურებდა მოთეთრებულ კედელს.
არ სჯეროდა რომ ახლა ერთად იყვნენ, ყოველგვარი დაბრკოლების და ზედმეტი ფიქრების გარეშე.
დიახ მიუხედავად ყველაფრისა
არც კი ცდილობდა რომ რაიმე ზედმეტზე, ნეგატიურზე ეფიქრა.
ამ ენით აღუწერელ მომენტს უბრალოდ სხვა ფიქრებით ვერ გააფუჭებდნენ.
ნოე ზემოდან დაყურებდა გოგონას და მის ნაკვთებს ღიმილით ათვალიერებდა, მაგრამ რაღაც აწუხებდა, თითქოს რაღაც ეჭვს უღრღნიდა და მოსვენების საშუალებას არ აძლევდა.
-არ ვნანობ ნოე-ღიმილოთ შეხედა მამაკაცს, თითქოს მისი ფიქრები ამოიცნოო- ამ დაუვიწყარ წუთებს არც არასდროს არ ვინანებ
მამაკაცს სახეზე სასიამოვნო ღიმილი მოეფინა და გოგონას ყელში გაბადრულმა ჩარგო სახე, ღრმად შეისუნთქა მის სურნელი და ტუჩებზე ისევ მონატრებული და მოწყურებული დაეწაფა.
მამაკაცსაც კი უჭირდა დაჯერება, იმის დაჯერა უჭირდა რომ იმის მიღება შეძლო რაც უკვე შეუძლებელი ეგონა. მან ელენეს სიყვარული და მისი გულის მოგება შეძლო.
აღარც კი ეგონა თუ ეს წუთები დადგებოდა.
იცოდა რომ გრძნობა, რომელიც ელენეს მიმართ ქონდა არ იყო სწორი, ხანდახან საკუთარი თავი გულსაც კი ურევდა, მაგრამ როგორც კი ელენეს სახეს, ტუჩებს, თვალებს, თითებს იხსენებდა ყველანაირი არასასურველი გრძნობა თითქოს თავისით ქრებოდა და ბაგეებზე უნებურად ღიმილი ეპარებოდა.
მიუხედავად ყველაფრისა ნოეს ეს გრძნობა შეცდომად არასდროს აღუქვია, მისი გრძნობა იმდენად ძლიერი და მყარი აღმოჩნდა რომ ელენეც კი გაათბო და წინააღმდეგობის გაწევის სურვილი დაუკარგა.
-არ გშია?-კითხა სიცილით გოგონამ
-უკვე აღარ- დაიჩურჩულა მის ტუჩებთან და აკისკისებულ გოგონას მთელი სახე დაუკოცნა.
-ხომ ხედავ უჩემოდ მაინც ვერ გაძელი-უთხრა ნოემ ეშმაკური ღიმილით
-ვერც შენ გაძელი-მოჭუტული თვალებით დაიჩურჩულა
-მე ისედაც არსად არ გავრბოდი
-თუ არ გაჩუნდები გაგაგდებ-თქვა სიცილით,კისერზე ხელი მოხვია და შიშველ სხეულზე აიკრა მამაკაცის მხურვალე კანი.
ნოეს მის წელზე ხელები მოეხვია და კმაყოფილი ღიმილით ქალის შიშველ სხეულზე დაატარებდა ხელებს.
ახლა ამ წუთას მათ არაფერი ადარდებათ. არ იყო მათ ფიქრებში არც მეგი, არც მარი, საერთოდ არც არავინ, იყვნენ მხოლოდ ისინი, გრძნობდნენ მხოლოდ ერთმანეთს, რაც ძალების მოსაკრბად ნამდვილად წამალივით სჭირდებოდათ.
-არ მჯერა რომ ეს ყველაფერი ხდება-იცინის სასიამოვნოდ ნოე
-არც მე...-დაიბუტბუტა და მამაკაცს თვალებში ღიმილით შეხედა. ნუთუ მართალი იყო? მართლა იყო მის გვერდით და ასე უპრობლემოდ ერთმანეთით ტკბებოდნენ? არ ესიზმრებოდა? ნამდვილი იყო ეს ადამიანი?
-არ მჯერა, არ მჯერა, არ მჯერა-გაიმეორე თუთიყუშივით.
სიცილით დაუკოცნა ნოემ ბაგეები ელენეს რომ მოკისკისე გოგონა გაეჩუმებინა და დაეჯერებინა რომ ეს ყველაფერი მართლა ხდებოდა.

საწოლში დიდხანს ინებივრეს,
ელენეს თავი ზღაპარში ეგონა, ნოეს უყურებდა და უბრალოდ გაბრუებულს ეცინებოდა. იმდენად იყო ბედნიერი რომ ეს ყველაფერი არარეალური ეჩვენებოდა
-ელენე გიჟი ხარ?-დაეჭვებული თვალებით შეხედა ნოემ და ყავა მოსვა
-არა რა იყო?-კითხა ისევ ღიმილით
-ყველაფერზე იცინი გოგო-გაეცინა ნოესაც და ფანჯარასთან მდგარ გოგონას მიუახლოვდა
-არ ვიცი, უბრალოდ თავს კარგად ვგრძნობ-უთხრა მშვიდად და თვალები დახუჭა როდესაც ნოეს მხურვალე სხეულის სიახლოვე იგრნძო-ცუდზე არაფერზე ვფიქრობ და ეს მომწონს
-ამ მომენტს არ გავაფუჭებთ ცუდზე ფიქრით ელენე
-ეგ არც მიფიქრია-გაიღიმა და მამაკაცს ლოყაზე მთრთოლვარე ხელი ჩამოუსვა-ისევ მეშინია, მაგრამ შენგან შორს ყოფნა აღარ შემიძლია
-ჩვენ ერთად ვართ- მის ბაგეებზე დაიჩურჩულა-მე შენ მიყვარხარ
ელენე
ქალის თვალებში სიხარულის ჭინკები დათარეშობდნენ, თითის წვერებზე ნელა აიწია, მამაკაცის ბაგეებზე თავისი გავარვარებული ტუჩები მიაწება და უსაზღვრო, დაუტეველი ბედნიერებისგან ისტერიულად გაიცინა
-არანორმალური ხარ-სიცილში აყვა ნოეც და გოგონა ახლოს მიიკრა.
ქალი მამაკაცის სურნელით გაბრუებულმა თვალები დახუჭა.
-როგორ მიხვდი რომ შენი გრძნობების წინააღმდეგ წასვლა აღარ შეგეძლო?-კითხა ინტერეს შეპარულმა კაცმა
-ზღვამ მიკარნახა
-ზღვამ?
-კი ზღვამ... ვერასდროს ვიგებდი ასე მდუმარედ რატომ ღელავდა? დღეს კი მითხრა რაც უნდოდა. ზღვამ მე მიმანიშნა რომ უნდა დავნებებოდი ჩემს თავთან ჭიდილს. თითქოს არაფრის მომცემი საგნები, სხეულები თუ უსულო არსებები ჩვენზე, ადამიანებზე უკეთ ხვდებიან ჭეშმარიტება სად არის. თითქოს გეძახიან, ყვირიან და ცდილობენ დაგანახონ სიმართლე. მე ამას ახლა მივხვდი, დღეს მივხვდი...
-შენ ზღვასაც ეჭორავები ხოლმე?-კითხა აზარტში შესულმა ნოემ-მოიცა უნდა გაკოცო თორე დიდხანს არ გყოფნის როგორც ჩანს-გაიცინა და ელენესკენ დაიხარა, მაგრამ ქალმა ხელის კვრით ოდნავ მოიცილა კაცი
-არ მისმენ არა?-კაცმა უკმაყოფილო ელენეს ხელი ისევ მოხვია და თბილად გაუღიმა
-ამ ბოლო დროს ზღვას მეც ხშირად ვუსმენდი, განსაკუთრებით კი იმ მოხუცთან უფრო გარკვევით მესმის აღელვებული ზღვის ყვირილი-უთხრა ნოემ
-მაშინ იმ ბარში რომ დაგინახე კინაღამ ცუდად გავხდი-დაიწყო საუბარი ელენემ და წარსულის მოგონებებში გადაეშვა
-სხვათაშორის კარგი მსახიობი ყოფილხარ-მხარში ხელი ოდნავ დაარტყა. ნოემ კი მადლობის ნიშნად წარბები კმაყოფილმა მაღლა აწია
-შემდეგ ის შარფი მომეცი რომელიც იმ ღამით იქ დამრჩა, მერე ჩემ სახლთან სადარბაზოში დამხვდი, ხელები საშინლად მატკინე მაშინ-შუბლშეკრლმა ახედა ქვემოდან კმაყოფილებით მოცინარ მამაკაცს
-მერე იყო ჩემი წამება,გამუდმებით დანაშაულის გრძნობა მაწვალებდა, გოგონებს თვალებში ვერ ვუყურებდი, თან ამას ისიც ემატებოდა რომ შენ ნერვებს საშინლად მიშლიდი და მაგიჟებდი-გაღიზიანებული, მაგრამ ნასიამოვნები იხსენებდა გასულ დროს
-ერთ დღეს სამზარეულოში, ჩემთან იმაზე მეტად ახლოს იყავი ვიდრე უნდა ყოფილიყავი და მაშინ რაღაც დამემართა, თითქოს სხვა თვალით დაგინახე, ეს გრძნობა არ მესიამოვნა, მაშინ შემეშინდა მაგრამ იმ ჟრუანტელმა რომელმაც სხეულში დამიარა ძალიან მესიამოვნა-ნოე კმაყოფილი გამომეტყველებით უყურებდა და ზეიმობდა იმ ფაქტს რომ როგორც იქნა მიხვდა მისი ოცნების ქალი რომელი გზა უნდა აერჩია ბედნიერებისთვის
-იმ ღამეს კი... ახალი წლის ღამეს არ ვიცი რა მომივიდა, ჩემთან ისე ახლოს იყავი, იმდენად ახლოს რომ არც კი ვიცი აზრზე მოსვლა როგორ მოვახერხე-თვალ დახუჭული ნოეს ბაგეებზე ჩურჩულებდა და გრძნობდა მამაკაცს ღიმილით სახე როგორ ებადრებოდა-იმ დღის მერე შენზე ფიქრს ღამიდან სხვა ღამის დადგომამდე ვერ ვივიწყევდი. ყოველ დილით შენი სახე მიდგებოდა წინ და ვხვდებოდა რომ ყოველ წამს, ყოველი ამოსუნთქვისას მიყვარდებოდი-ნოეს სხეულში ჩუმი ჟრუანტელი ისე უვლიდა თითქოს გოგონა პირველად ეუბნებოდა რომ უყვარდა. მისი თითოეული სიტყვა, თითოეული ამოსუნთქვა საშინლად უხაროდა.
-მერე იმ საღამოს შენი კოცნა, თავი ზენიტში მეგონა, მერე ჩვენი დაშორება, ვიცი რომ გული საშინლად გატკინე იმ სიტყვებით, მაგრამ მაშინ სხვა გამოსავალს ვერ ვხედავდი. მე ჩვენს გრძნობას შეცდომად არასდროს ჩავთვლი, ხოლო თუ ეს ყველაფერი მართლა შეცდომაა მაშინ ვიტყვი რომ სიყვარული ყველაზე სასიამოვნო შეცდომაა ამ ცხოვრებაში-ბოლო სიტყვები ორივემ ერთდროულად ბედნიერებისგან წარმოთქვეს
-იცი... დღეს სანაპოროზე ვიყავი-უთხრა ღიმილით ქალმა.
ნოემ დახშული თვალები ოდნავ გაახილა და გოგონას გაოცებულმა შეხედა
-ყველაფერი მოისმინე?-კითხა ჩუმი ხმით
-მოვისმინე... თავიდან ვიფიქრე რომ წავსულიყავი, საერთოდ გავმქრალიყავი, მაგრამ იმავე წუთს ზღვას შევხედე და გამაჩერა, ზუსტად იმ წუთებში თითქოს მითხრა და მიყვირა რომ შემეყვიტა ეს გაუთავებელი ომი. შემდეგ შენ დამირეკე და მივხვდი რომ მდუმარედ მოლივლივე ზღვა მართალი იყო. უბრალოდ აზრი არ აქვს...-მხრები უშედეგოდ აიჩეჩა და ნოეს თვალებში აწყლიანებული დახშული თვალებით შეხედა-სადაც არ უნდა წავიდე, რამხელა მანძილითაც არ უნდა დაგშორდე, მნიშველობა არ აქვს შენი ხმის გაგონება და ჩემი დაბრმავება ერთი ხდება.
-წამოდი ოთახში-უთხრა კაცმა მშვიდი გაბრუებილი ხმით
-რა?-წარბაწევით სიცილით შეხედა
-წამო და განახებ რაც-უთხრა კმაყფილებისგან სავსემ და ქალის მაჯა თავისკენ დაქაჩა.

იმ დღის მერე გოგონებს აღარ შეხვედრია.
მათთან შეხვედრის თავიდან ასაცილებლად ყოველთვის გადაღლილობას და სამსახურს იმიზეზებდა.
წერითაც კი აღარ წერდა იმდენად ხშირად რამდენადაც ადრე.
მათმიმართ საშინლად გაცივდა,
მარიმ რამდენჯერმე კითხა რა ჭირდა მაგრამ მის კითხვას აიგნორებდა.
მათთან ასეთი სიშორე და გულცივობა საშინლად სტკიოდა მაგრამ სხვა გზას ვეღარ ხედავდა,
უკან დასახევი ყველანაირი გზა მოჭრილი იყო.
ნოეს ვეღარ გაუშვებდა, ვეღარ დაკარგავდა.
ეს უკვე შეუძლებელი იყო.

-დარწმუნებული ხარ?-კითხა ნოემ და გვერდით მდგარ ელენეს ხელი გაუწოდა
-დარწმუნებული ვარ-ამოიოხრა და აკანკალებული ხელი ნოეს ჩაშჭიდა
-ამის მერე ყველაფერი შეიცვლება ელენე
-ვიცი ნოე, ვიცი
-ნუ ნერვიულობ, უბრალოდ მყარად იდექი. მე აქ ვარ-უთხრა და ხელი ძლიერად მოსჭიდა.
გადაწყვიტეს...
გადაწყვიტეს ყველაფერი ეთქვათ, ამ გადაწყვეტილების მიღება ადვილი არ ყოფილა, განსაკუთრებით კი ელენესთვის, მაგრამ დამალვა უფრო მეტად უჭირდა.
ამიტომ ელენეს ინიციატივით მარი, მეგი და ირაკლი თავისთან დაიბარა და გადაწყვიტა რომ ყველაფერი გაემხილა.
საშინლად გაუჭირდა,
ახლაც მთელი სხეულით კანკალებს და სუნთქვა უჭირს, მაგრამ ნოეს სიახლოვე ცოტათი მაინც ამშვიდებს.
უნდა ეთქვათ, სანამ სხვისგან გაიგებდნენ სჯობდა რომ თვითონ ეთქვათ.
ამ ყველაფრის დამალვა კიდევ უფრო დიდ უსამართლობად მიაჩნდათ მეგის მიმართ.
ყველაფერი გაანალიზებული ქონდა,
ყველაფრისთვის მზად იყო.
კარი შეაღეს და ოთახში ერთად შევიდნენ.
თითქოს ყველაფერი გაჩერდა, დრომ წინსვლა შეწყვიტა, ხმაური თითქოს ჩახშულიყო, ზღვას დუმილი დაერღვია და აღელვებულიყო.
ყურებში მხოლოდ ერთმანეთის გახშირწბული სუნთქვის ხმა ჩაესმოდათ და წყვილს უცნაური გაურკვევლობაში მყოფი თვალებით უყურებდნენ.
ნოეს ელენეს ხელი ძლიერად ეჭირა და ცერა თითს მის სიფრიფანა ხელებზე ატარებდა და ამით ახვედრებდა რომ ის მის გვერდით იყო.
მეგი ფეხზე ნელა წამოდგა და შუბლშეკრული, მოელვარე თვალებით მათ გასწვრივ დადგა.
-ვიცოდი...- თქვა ხმის კანკალით, თვალები აწყლიანებოდა და ნოეს და ელენეს თითქოს ზიზღით უყურებდა-ვგრძნობდი, ეჭვი მქონდა...
-მეგი...-ბაგეებიდან აღმოხდა ოხვრით ელენეს
-მაშინ-გააწყვეტინა ელენეს- პირველად რომ გაგაცანით ერთმანეთი, სახლში წაყვანის დროს რომ გავიღვიძე ნოე შარფს გაწვდიდა, ყოველშემთხვევაში მან ასე მითხრა- ნოეს გახედა, რომელიც თვალებში კუშტად შეკრული წარბებით უყურებდა, მაგრამ მაინც იგრძნობოდა მის მზერაში დანაშაულის გრძნობა-მოუხედავად იმისა რომ იმ ღამეს შარფი საერთოდ არ გეკეთა,მაგრამ გავატარე, მეთქი რა სისულელეა მეგი რეებზე ფიქრობ თქო. ბაკურიანში ელენე მთლად ფქვილიანი რომ გავარდა ოთახში, იმ ღამით ნოეს ოთახშიც ვნახე კუთხეში მიყრილი ფქვილით დასვრილი ტასაცმელი. ესეც გავატარე... თავი დავარწმუნე რომ იქ შემთხვევით ჩავიდა და ძირს გაფანტული ფქვილის აკრეფის დროს დაისვარა თქო- ათრთოლებული ბარიტონით ლაპარაკობდა და ყველანაირად ცდილობდა რომ თვალზე მოწოლილი ცრემლები უკან გადაეგორებინა
-მერე დამშორდა... შენს გულზე მქონდა თავი დადებული და ისე ვტიროდი-ელენესკენ გაიშვირა ხელი. გოგონამ თვალებიდან გადმოგორებული ცრემლიანი სახე სირცხვილისგან ძირს დახარა და თავი აქეთ იქით მსუბუქად გააქნია-მაგრამ რატომღაც თავს მარიდებდი, სანუგეშოდ ერთ სიტყვასაც არ მეუბნებოდი. შემდეგ გზაზე დაგინახეთ... ერთმანეთის პირისპირ იდექით და რაღაცას ლაპარაკობდით.- ცოტა ხნით გაჩუნდა ჰაერი ღრმად ჩაისუნთქა, აშკარა იყო ლაპარაკი უჭირდა
-მეგი მისმინე-თავი მაღლა აწია ელენემ და მუდარით შეეხვეწა მეგის, მაგრამ ნოემ ხელი მოუჭირა და უბიძგა გაჩერებულიყო
-აცადე... თქვას ყველაფერი, დაიცალოს იმ ყველაფრისგან რაც გულში აქვს-უთხრა და ელენეს დასაწყნარებლად გადახედა.
-რა ხდება არ მესმის?- ამდენიხნის განმავლობაში გაურკვევლობაში მყოფმა მარიმ თქვა და ერთ ადგილზე გაშეშებული შუბლშეკრული უყურებდა ჯერ ელენეს, მერე ნოეს, შემდეგ კი მათ ძლიერად ჩაჭიდებულ ხელის მტევნებს.
-ეჭვი კიდევ უფრო გამიმძაფრდა-მარის შეკითხვა დააიგნორა მეგიმ და ოდნავ დამშვიდებულმა გააგრძელა საუბარი-ყველაზე საშინელი გრძნობა ეჭვი ყოფილა, ყველაზე მტკივნეული კი ამ ეჭვის გამართლება. თითქოს რაღაც პარაზიტი გიძვრება სხეულში და დღითიდღე გიღრღნის და გიჭამს ყველაფერს, შემდეგ კი საწადელს აღწევს და მთლიანად გიფლითავს შიგნეულობას.
თავს მაინც ვატყუებდი და ვაჯერებდი რომ ეს ის არ იყო რაც მეგონა, თავი უნამუსო მეგონა, მეთქი ასეთ რამეს როგორ ვფიქრობ თქო...
მერე როცა გკითხე რას აკეთებდით, დაბნეულმა დაიწყე ახსნა, თვალებში ვერმიყურებდი, გრცხვენოდა, გერიდებოდა, და...
და მივხვდი, მივხვდი რომ გამასულელეთ...-ამოიკვნესა მძიმედ და თვალიდან ცრემლი გადმოუგორდა-ჩემს ზურგს უკან ერთმანეთს ხვდებოდით-ტუჩის კანკალით წარმოთქვა ბოლო სიტყვები. მარის მოულოდნელად თავბრუ დაეხვა და რომ არა ირაკლის ძლიერი მკლავები ალბათ წაიქცეოდა.
-ასე არ არის მეგი-ჩაერია საუბარში ნოე-ელენე ყველანაირად თავს მარიდებდა, შენზე ფიქრობდა და მეუბნებოდა რომ არასწორო იყო ეს ყველაფერი, მაგრამ მე ვერ შევეშვი...
-და ახლა მადლობა გადავუხადო?!-ლაპარაკი გააწყვეტინა მეგიმ-ფაქტი ხომ სახეზეა!- თქვა და მათ ჩაჭიდებულ ხელებზე თვალით ანიშნა
-შემიყვარდა მეგი...-ჩუმად წარმოთქვა ნოემ და ელენეს ხელი კიდევ უფრო ძლიერად ჩაშჭიდა, აშკარა იყო ეს ყველაფერი მისთვისაც ძალიან მძიმე იყო-ელენე არაფერ შუაშია, ეს მე...
-არა...-თქვა ელენემ და თვალზე მომდგარი ცრემლი ხელის კანკალით მოიწმინდა-შენ დამნაშე არ ხარ-გააწყვეტინა ნოეს საუბარი და თვალებში გაჭირვებით მაგრამ მაინც იმედიანად შეხედა, შემდეგ კი მზერა ისევ მეგიზე გადაიტანა-ვიცი, ვიცი რომ ზიზღის ღირსი ვარ... ეს არ არის ნოეს ბრალი, არც ჩემი და არც შენი ბრალი არ არის... არც კი ვიცი...-ბაგეები აუკანკალდა-იქნებ არც არავისი ბრალია... მე მე უბრალოდ შემიყვარდა
-გაჩუნდი...-წარმოთქვა ზიზღით მეგიმ
-გეფიცები ყველანაირად ვეცადე თავიდან ამომეგდო, ამომეშალა, მისგან შორს წავედი, თქვენც კი დაგცილდით მაგრამ არ გამოვიდა მეგი... მე მართლა შემიყვარდა და ამ გრძნობის წინაშე სრულიად უძლური აღმოვჩნდი
-ელენე გაჩუნდი
-თავს არ ვიმართლებ, მაგრამ ამ ყველაფერს ვეღარც დავმალავდი... ეს უსამართლობა იქნებოდა...
-და ეს სამართლიანია ელენე?!- კითხა მოულოდნელად მარიმ
-მარი დამშვიდდი-ხელი ჩაკიდა ირაკლიმ და ელენეს და ნოეს წამით შეხედა მაგრამ თვალი ისევ მალევე აარიდა
-ეს არ გვამართლებს-თქვა ოხვრით ნოემ-მაგრამ... ოროვემ ვცადეთ ეს გრძნობა ამოგვეგდო თავიდან... არ გამოვიდა- თავისუფალი ხელი უძლურმა გაშალა გვერდით-შემიყვარდა... ისეთი სიყვარულით შემიყვარდა როგორითაც არ უნდა შემყვარებოდა
-გეყოფათ... გეყოფათ - დაიყვირა მეგიმ და თვალიდან შეკავებული ცრემლები გადმოუშვა-საკმარისია, საკმარისი...-დაიკვნესა გულის შემაწუხებლად და ოთხად მოკუნჭული მარის მოეხვია
-მეგი დამშვიდდი...-უთხრა მარიმ და თავზე ხელი ანერვიულებულმა დაუსვა
-მეზიზღებით-თქვა და ელენეს თითქოს თავში რაღაც ჩაარტყესო, აწყლიანებული თვალები გაუფართოვდა და მეგის გაშტერებით დააცქერდა-ორივე მეზიზღებით, იმდენად მეზიზღებით რომ გულს მირევთ-ყვიროდა და აკანკალებული მარის მკლავებში ქვითინებდა. საშინლად უნდოდა მასთან მისვლა, გულში ჩაკვრა და დამშვიდება, მაგრამ ვერ ბედავდა,
ან რა უფლება ქონდა... ადგილიდან ვერ იძვროდა და ნოესთვის მთელი ძალით ჩაებღაუჯებინა ხელები
-ნეტავ არ დაბრუნებულიყავი, არ გამოჩენილიყავი, წასულიყავი სამუდამოდ... მეზიზღებით-თითოეული მისი სიტყვა ელენეს გულში ნასროლი ისარივით ერჭობოდა და სუნთქვას უკრავდა.
-წამოდი მეგი, წავიდეთ-დაიჩურჩულა გაბზარული ხმით მარიმ და მეგი წინ წაიყვანა. კარში გასულები ცოტა ხნით გაჩერდა და ელენეს მოუბრუნდა.
რაღაცის სათქმელად ბაგეები ერთმანეთს დააშორა მაგრამ მალევე დახურა, თვალები ჯერ ძირს დახარა, შემდეგ ისევ ელენეს შეხედა, თითქოს თანაგრძნობით, მაგრამ მაინც ნაწყენი გამომეტყველებით. თვალები ნელა აარიდა და მეგი უსიტყვოდ გაიყვანა ოთახიდან.
-ირაკლი... - დაუძახა ნოემ კარებში გასულ მამაკაცს, რომელიც ხმის გაგობებაზე უკან შემობრუნდა და ხელები განზე უშედეგოდ გააქნია
-რა გითხრათ?ვერაფერს გეტყვით... ვერ გაგამტყუნებთ მაგრამ ვერც გაგამართლებთ, ეს სხვა, რაღაცნაირი სიტუაციაა... არაფრის თქმა არ შემიძლია, მართლია შეგიყვარდათ ერთმანეთი, მაგრამ...-ცოტა ხნით გაჩუნდა, შემდეგ კი მხოლოდ ორი სიტყვა უთხრა- ბედნიერებას გისურვებთ-ოდნავ ნაძალადევად გაუღიმა და სახლის კარები ნელა გაიკეტა.
ელენეს ნერვიულობისგან თავბრუ დაეხვა და ალბათ წაიქცეოდა კიდეც ნოეს მკლავებით ძლიერად რომ არ დაეჭირა, წელზე ხელები მჭიდროდ მოხვია და მკერდზე მიიხუტა, იმდენად კანკალებდა რომ ამას მამაკაცის სხეული მთლიანად გრძნობდა
-ძნელი ყოფილა...-ძალა გამოცლილმა დაიხავლა ნოეს ყელში-საშინლად ძნელი...- თავის ხმას ვერ ცნობდა, იმდენად იყო ძალა გამოცლილი და მეგის სიტყვების მოსმენის დროს გულ ნატკენი
-გაივლის, ელენე... გაივლის- უთხრა ანერვიულებულმა ნოემ, გოგონას შუბლზე აკოცა და ხელებჩამოყრილი და მთლიანად მოდუნებული ელენე დასაჯდომად წინ ნელა წაიყვანა.
ოროვემ იცოდა რომ ამ გზის არჩევა ძნელი იქნებოდა, მაგრამ როცა ამ დაბრკოლების წინაშე დგები, ყველაფერი იმაზე მეტად ძნელი ხდება ვიდრე ვარაუდობდი.
ამ ნაბიჯის გადაგმამ თავისი მეგობრები დააკარგვინა. ისეთი მეგობრები რომლებსაც თავის სულის ნაწილად თვლიდა.
მაგრამ არავინ იცის ცხოვრებაში რა მოხდება, რა სირთულეებს გადააწყდება. სამუდამო ხომ არაფერია, როცა საქმე მეგობრებს უკავშირდება ხომ საერთოდ. მეგობრის შეძენა რთული არ არის, ნამდვილი მეგობრის ყოლა კი საშინლად ძნელია, ზოგ შემთხვევაში კი სრულიად შეუძლებელი.
ელენეს შეიძლება მეგობრების არჩევანში გაუმართლა, მაგრამ მათი შენარჩუნება ვერ მოახერხა.
მათ დაკარგვას ნანობს,
მაგრამ ამ ნაბიჯის, ამ გზის არჩევას არასდროს... მართალია გაუჭირდა რომ ასეთი გადაწყვეტილების მიღება მოუწია, მაგრამ იმ მამაკაცის არჩევას არ ნანობს რომელიც ახლა გვერდით უდგას და მის დამშვიდებას, ზედმეტი სიტყვების გარეშე ცდილობს. ნოეს ბევრი ლაპარაკი არ სჭირდება საყვარელი ქალი რომ დაამშვიდოს, ელენესთვის ერთი თბილი ჩახუტებაც კი საკმარისია.
კარგად იცოდნენ რომ სიხარულით არავინ ჩაეხიტებოდა, ამიტომ თავიანთ თავებს ილუზიის შექმნის უფლებას არ აძლევდნენ.
არ ნანობენ...
სიყვარულის მხარეს დგომას არ ნანობენ...
ეს გრძნობა უბრალოდ მათზე ძლიერი აღმოჩნდა.

-გიხდება წითელი ფერი-სანაპიროზე ხელი ხელ ჩაკიდებულები ნელი ნაბიჯით მიიწევდნენ წინ
-ამ სვიტრზე მეუბნები?-კითხა გოგონამ
-კი მაგ სვიტრზე გეუბნები, სულ მუქი ფერის სამოსი გაცვია, რაღაც ახალი და ნათელი კი ძალიან გიხდება-უცბად ნოეს ბაგეები ეშმაკური ღიმილით გაეპო და გოგონასკენ ნელა დაიხარა და ყურში ჩუმად ჩაშჩურჩულა
-საცვლების უმეტესობაც კი შავი ფერის გაცვია-გაიცინა ნოემ და სანაპიროსთან ახლოს მდგომი ნავისკენ გააპარა თვალი
-საზიზღარი ხარ რა...- დაიბუზღუნა ელენემ და სიცილით მანაც გვერდით ნავისკენ გაიხედა
-მგონი ჩვენი მოხუცი დაკავებულია-თქვა კაცმა და თვალებით ნავისკენ ანიშნა
-რა?-იკითხა და ნავში მოხუცის სილუეტს და ახალგაზრდა გოგონას მოცინარ გამომეტყველებას შეხედა
-ვინ არის?
-მგონი სასწაული მოხდა და ჩვენმა მოხუცმა ის ნაბიჯი გადადგა რომლისაც ასე ძალიან ეშინოდა-ბედნიერს გაეღიმა გოგონას და ნავში გადახვეულ მამაშვილს გაბადრულმა შეხედა
-ამ მოხუცისთვის სახელი რატომ არასდროს გვიკითხავს, ელენე?- იკითხა ნოემ გაკვირვებულ-ინტერესიანი გამომეტყველებით
-წარმოდგენა არ მაქვს!-თქვა და ნავს მანაც იდუმალებით მოცულმა გახედა.
-კაი! სხვა დროს მოვიდეთ-თქვა ნოემ, ელენეს წელზე ხელი მოხვია და უკან გაკვალულ გზას ორივე ღიმილ ნარევი მზერით დაუბრუნდნენ.
მართლაც რატომ არასდროს დაინტერესებულან მისი სახელის გაგებით?
ერთხელ რატომ არ უკითხავთ "თქვენი სახელი?"
იქნებ იმიტომ რომ მისი სიტყვები, ნუგეში და რჩევები იმდენად სძირავდა მსმენელს რომ ამ ყველაზე მთავარს ავიწყებდათ?!
არ ვიცი...

-ნოე...-თქვა ელენემ და მის გვერდით მჯდომი მამაკაცი მისკენ მიახედა რომელიც ზღვას მშვიდად გაჰყურებდა-როგორ ფიქრობ როდესმე გვაპატიებენ?
-როდესმე?-კითხვა გაიმეორა და ზღვიდან წამოსული ნიავი ღრმად ჩაისუნთქა-როდესმე გვაპატიებენ... გაუვლით ის ტკენა რაც გულში აქვთ. ბოლოს და ბოლოს დრო ხომ ყველაფრის მკურნალია
-დრო წარსულის ტკივილს არ გავიწყებს
-არ გავიწყებს, მაგრამ შეგუებას გვაიძულებს... ძველებურად აღარასდროს ვიქნებით, ვეღარ ვიქნებით, ეს ხომ იცი?
მოღუშულებმა შეხედეს ერთმანეთს
-არასდროს გაწუხებს ის აზრი, რომ რაც ჩვენ გავაკეთეთ საშინელებაა?
-სიმართლეს გეტყვი! ის რაც ჩვენ გავაკეთეთ ყველაზე საშინელი დამოკიდებულებაა ადამიანის მიმართ, მაგრამ რაც არ უნდა საზარლად ჟღერდეს მე ეს საშინელება მომწონს - ლოყაზე თითით მიეფერა - ეს სიყვარულის, ასე ვთქვათ კიდევ ერთი სახეა. სხვისთვის მახინჯი, ჩვენთვის ცოტა სევდიანი, მაგრამ ნამდვილი
-მიყვარს როდესაც ტყუილ, იმედს და ილუზიებს არ მიქმნი-უთხრა და მოღუშული სახე სიამოვნებისგან გაეხსნა
ნოეს ბაგეები სასიამოვნოდ გაეპო და ქალის ლოყასთან ტუჩები ნელა აასრიალა
-ჩემში მარტო ეგ გიყვარს?
-შენი სურნელი მიყვარს, შენი თბილი მეორე "მე" მიყვარს,ღიმილი, ყველაფერი... ვაფშე ყველაფერი მიყვარს
-შენნაირი ამ ქვეყნად არსად მეგულება, ელენე-დაიჩურჩულა მთელი არსებით ქალის ტუჩებთან და მისი სურნელი ღრმად შეიგრძნო, იმდენად ღრმად რომ მთლიანად შეისისხლხორცა

და მაინც რა არის სიყვარული?
დაფიქრებულხარ როდისმე ამაზე?
ღამე გაგითენებიათ იმაზე ფიქრში თუ რა ძალა აქვს სიყვარულს? ჩაღრმავებიხარ ამ სიტყვის მნ,იშვნელობას როდისმე?
რა შეუძლია სიყვარუს ასეთი
რომ გაბრმავებს, გაიძულებს უფსკრულისკენ წახვიდე, მიუხედავად იმისა რომ ხვდებოდე, გრძნობდე რომ თითოეული, გადაგმული შენი ნაბიჯი ბევრს დაანგრევს და გაანადგურებს მაგრამ შენ მაინც არ ჩერდები. რატომ?
რატომ გაიძულებს ამას სიყვარული?
რას წარმოადგენს ესეთს რომ თავს გავიწყებს? რას წამოადგენს ესეთს რომ შენს დაუკითხავად წყვეტს ყველაფერს?!

სიყვარულში არ არსებობს ზღავრი.
ის თავს გავიწყებს, გაბრმავებს.
გაიძულებს ცხოვრებას სხვა, უფრო ფართო თვალით შეხედო.
მასთან ყოფნისას არაა საჭირო მუდმივად ისაუბრო,
რასაც არ უნდა აკეთებდე მუდამ მასზე ფიქრობ.
უბრალო საგნებიც კი მას გახსენებს თავს-ლურჯი ცა, სასიამოვნო ნიავი და თუნდაც პირქუშად შავად მოფენილი ღრუბელი.
ერთ დღეს აღმოაჩენ რომ ეს გზა იმდენად სასიამოვნო და რეალურია რომ გაშინებს კიდეც.
აღმოაჩენ სულს რომელიც შენი ცხოვრების მუდმივი თანამგზავრია.
სიცოცხლე სრულიად სხვანაირი გეჩვენდა-გასაოცარი და ღირებული.
და ხვდები, აანალიზებ რომ იგი შენი ყოველდღიური ცხოვრების ნაწილია.
და მაინც, გიფიქრია რა ძალა აქვს სიყვარულს?
სიყვრული ცოხვრების ყოველდღიური მომაბეზრებელი რუტინის სხვა თვალით დანახვაში გეხმარება.
არა და რა ლამაზი სიტყვაა "მიყვარხარ".



№1  offline წევრი tebea

ასეთები მართლა ხდება..ძალიან მტკივნეულია,ძალიან..გული დამწყდა,თან არც დამწყდა..კარგი იყო ძალიან..სიყვარული დიდი ძალაა,რომელიც გვაძლიერებს ♥️

 


№2  offline წევრი _scorpion_

tebea
ასეთები მართლა ხდება..ძალიან მტკივნეულია,ძალიან..გული დამწყდა,თან არც დამწყდა..კარგი იყო ძალიან..სიყვარული დიდი ძალაა,რომელიც გვაძლიერებს ♥️


ალბათ ხდება. მადლობ რომ წაიკითხე

 


№3  offline მოდერი ბელუ შეროზია

საშინლად მომეწონე
იმდენად საშინლად, რომ...არ ვიცი
უბრალოდ სხვა ხარ,
"არა"-ჩვეულებრივი,
"არა"-ერთფეროვანი,
მგონი ასე არასდროს არავის უჩვენებია რა არის სიყვარული!
მწარე, თან ორმაგად ტკბილი...გაცდუნებს როგორც ეშმაკი.
მარტო შინაარსი კი არა, ყველაფერი მომეწონა.
თითოეული სიტყვა, წერტილი მძიმე.
ავტორი ხომ შემიყვარდა.
წერე რა...
აი ასე,
"არა"-ჩვეულებრივად,
"არა"-ერთფეროვნად,
წერე,
შენთვის,
ჩემთვის,
სხვებისთვის
მხოლოდ შენებურად
ისე როგორც შენ წერ!

 


№4  offline წევრი _scorpion_

ბელუ შეროზია
საშინლად მომეწონე
იმდენად საშინლად, რომ...არ ვიცი
უბრალოდ სხვა ხარ,
"არა"-ჩვეულებრივი,
"არა"-ერთფეროვანი,
მგონი ასე არასდროს არავის უჩვენებია რა არის სიყვარული!
მწარე, თან ორმაგად ტკბილი...გაცდუნებს როგორც ეშმაკი.
მარტო შინაარსი კი არა, ყველაფერი მომეწონა.
თითოეული სიტყვა, წერტილი მძიმე.
ავტორი ხომ შემიყვარდა.
წერე რა...
აი ასე,
"არა"-ჩვეულებრივად,
"არა"-ერთფეროვნად,
წერე,
შენთვის,
ჩემთვის,
სხვებისთვის
მხოლოდ შენებურად
ისე როგორც შენ წერ!


მომწონს, როდესაც ჩემს ისტორიებში ხვდებიან ყველაფერს რისი თქმაც და ჩვენებაც მინდა, ზოგ შემთხვევაში კი უფრო მეტსაც.
მადლობა შენ ამ ყველაფრის გაგების, წაკითხვისა და მოწონებისთვის.
დავწერ ჩემთვის, შენთვის და სხვებისთვის.

 


№5  offline წევრი Barbare ❤

wyvili sxvagvarad verafrit moiqceoda... sxvagvarad rom koqceuliyo wyvili aseti sheudarebeli istoria ar gamovidoda.. uazroba iqneboda siyvarulze aseti dapirispireba.. faqtiurad mteli cxovreba titoeuli gmiri unda datanjuliyo... dzalian swoti iyo yvelaferi. rogorc yoveltvis sheudareblad wer da gadmoscem grdznobebs, titoeul moments. es wyvili aris wyvili, romlebic yvelaze metad imsaxurebdnen ertad yofnas. "siyvaruli namdvili swored mashinaa, roca ar unda giyvardes da mainc giyvars". madloba am istoriistvis ❤️

 


№6  offline წევრი _scorpion_

Barbare ❤
wyvili sxvagvarad verafrit moiqceoda... sxvagvarad rom koqceuliyo wyvili aseti sheudarebeli istoria ar gamovidoda.. uazroba iqneboda siyvarulze aseti dapirispireba.. faqtiurad mteli cxovreba titoeuli gmiri unda datanjuliyo... dzalian swoti iyo yvelaferi. rogorc yoveltvis sheudareblad wer da gadmoscem grdznobebs, titoeul moments. es wyvili aris wyvili, romlebic yvelaze metad imsaxurebdnen ertad yofnas. "siyvaruli namdvili swored mashinaa, roca ar unda giyvardes da mainc giyvars". madloba am istoriistvis ❤️


ბარბარე, მართალია დაგვიანებით,
გიხდი მადლობას იმისთვის რომ ისტორია გაითავისე, შეიყვარე და შეიცანი. მადლობა ლამაზი სიტყვებისთვის, მადლობ

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent