შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სამიზნე (25 თავი)


6-12-2018, 22:00
ავტორი naattii
ნანახია 1 894

-დილა მშვიდობისა მეგობრებო_დაჩის ხმა გაისმა შემოსასვლელიდან, მას შემდეგ რაც ანდრიამ კარი გააღო, უკვე ყველა ადგილზე იყვნენ და მოქმედებისთვის ემზადებოდნენ.
-დილა მშვიდობის, ხომ არ ისაუზმებთ?_ძლივს წამოდგა ნანო ფეხზე და ღიმილით ჩამოართვა ხელი.
-არა გმადლობთ, ჯობია წავიდეთ.
-აბა კოლეგას ვეტყვიო?_ფეხზე წამოდგა ყიფიანი.
-ამის შემდეგ გადავწყვიტე აღარ ჩამერია, მასაც ოჯახი ჰყავს და ჩვენითაც გავუმკლავდებით _ფურცელი დააგდო მაგიდაზე ყველას რომ წაეკითხა:

„ჯობია განზე გადგე უფროსო გამომძიებელო და უცხოს საქმეში არ ჩაერიო“

-ნაბი*ვარი, ანუ გაიგო, თქვენი ცოლი? შვილებიც გყავთ არა?
-ოთხი შვილი მყავს, ცოლს რაც შეეხება, ძალიან მეცოდება ის კაცი ვინც მასზე რამის დაშავებას ცდის, კარატე პროფესიონალურ დონეზე იცის_გაეცინა დაჩის ლილიას ჩხუბის გახსენებაზე.
-ღმერთო ჩემო უნდა გამაცნოთ_აღფრთოვანება ჩანდა ნანოს თვალებში.
-ერთ-ორ ილეთს მასწავლის გამომადგება_ელენემაც სიცილით გადახედა გაბრიელს.
-ვაი საწყალო ჩემო თავო_თეატრალური აღშფოთებით შეიცხადა გაბრიელმა და ფეხზე წამოდგა -მგონი დროა წავიდეთ.
მაშინვე წამოიშალნენ კაცები, ნანო ელენესთან დატოვეს და გზას გაუდნენ. ქოხში მალევე მივიდნენ და დაჩიმ დაკვირვებით შეათვალიერა ოთხივე, მანაც სწორედ ის ბიჭი გაიყვანა ცალკე, რომელიც ანდრიამ და დამუშავებას შეუდგა.
რამდენიმე წუთში უკან გამობრუნდა და მეორე შეიყვანა, ასე განმეორდა ოთხივეზე და შემდეგ გამოვიდა ბიჭებთან.
-წავიდეთ_გახარებული დაჯდა მანქანაში.
-გვაქვს რამე?
-გენერალის მოადგილის სახელი და გვარი_თვალი ჩაუკრა პოლკოვნიკს გამომძიებელმა.
-ახლა რას ვაკეთებთ?_წინიდან გამოიხედა ყიფიანმა
-ახლა არაოფიციალურად ოფიციალურ დაპატიმრებას ჩავატარებთ.


-ესეიგი ყველამ გაიგო თავისი როლი.
-რა თქმა უნდა_თავი დააქნია ნანომ.
-მაინც მინდა სახლში დარჩე_მუდარით გადმოხედა ნადრიამ
-არა_მკაცრად ჟღერდა ნანოს ხმა -პირველ რიგში მე უნდა ვიყო იქ.
-ვიცი, მაგრამ, ვნერვიულობ, ისევ რამე რომ მოხდეს და სიტუაცია აირიოს?_არ იმჩნევდა პოლკოვნიკი რაზმის წევრების გაოცებულ სახეებს და ჩვეული ტონით აგრძელებდა.
-მოხვალ და გადამარჩენ_თბილად გაუღიმა ნანომ და სახეზე მოეფერა.
-ახლა ცრემლები წამსკდება, სალფეთქი მინდა, გავ*არი რომეოს და ჯულიეტას თქვენ რომ გისმენთ_გამოცდილი მსახიობივით შეიცხადა ყიფიანმა, სიცილით მოშორდა ფანჯარას და წამში დაუსერიოზულდა სახე -დაწექით.
ყველა მაშინვ მიხვდა, ანდრიამ წამსვე სტაცა ნანოს ხელი და დივნის უკან დამალა, დაჩი გაბრიელს მიეხმარა და ელენეს გადაეფარნენ. ყიფიანი მაინც არ კარგავდა იუმორის გრძნობას და ყიფიძესთან ერთად მიმალული ტყვიების ზუზუნში მაინც აგონებდა სხვებს მის ხმას
-ძვირფასო, როგორ ზუსტ დროს გადაგარჩინე ხედაავ_მისი სიცილი კი ყიფშიძეს უარესად უშლიდა ნერვებს.
-ტყვიებში რომ გაცხოვრონ უარს არ ეტყვი რა_ხელი აიქნია გიორგიმ და ტყვიების ზუზუნი რომ შეწყდა დანარჩენებს გადახედა. -ყველა კარგად ხართ?
-გაბრიელს მოხვდა_ტირილის ნოტები ჟღერდა ელენეს ხმაში -გამჭოლი ჭრილობაა, მხოლოდ გადახვევა უნდა_ხმაურიანად მოიწმინდა ცხირი ელენემ.
-დამშვიდდი, კარგად ვარ_მეორე ხელი მოხვია ბიჭმა.
-უკვე ზედმეტში გადადის, მოქმედების დროა_მკაცრი სახით გადახედა ანდრიამ გამომძიებელს და დაჩიმაც მაშინვე დაუქნია თავი.
-შენ სახლში რჩები და ფანჯრების გამკეთებელი რომ მოვა აქ დახვდები_მკაცრად ჟღერდა ანდრიას ხმა და როგორც კი ნანომ შესაწინააღმდეგებლად დააღო პირი მაშინვე აღმართა წინ თითი -არც კი გაბედო ხმა ამოიღო, სახლში რჩები.

-გიორგი ღავთაძე?_ სახლის სპორტულებში გამოწყობილ კაცს გამომძიებლის მოწმობით დახვდნენ კართან, უკან კი კიდევ ორი პატრულის თანამშრომელი დაინახა, რომლებიც უხერხულად ისწორებდნენ ყოველ წამს ქუდებს.
-დიახ?_შეკითხვით დაეთანხმა და თან საკმაოდ გაუხშირდა გულისცემა მისი დანაშაულები რომ გაიხსენა.
-სამწუხაროდ უნდა გამოგვყვეთ_ხელით მაშინვე უბიძგა დაჩიმ სახლში რომ არ მოესწრო კაცს შესვლა და პატრულის თანამშრომლებს სწრაფად გადახედა.
-მე იცით ვინ ვარ? ასე როგორ იქცევით? ეს დანაშაულია._კიდევ ბევრ რამეს გაყვიროდა კაცი, მაგრამ არავის ესმოდა, მაშინვე მანქანისკენ გააქანეს და უკანა სკამზე მოათავსეს.
-ავიყვანეთ, განყოფილებაში მოგვყავს_რაციით გადასცა ერთ-ერთმა პოლიციელმა და მაშინვე მოიხსნა ქუდი.
-გასაგებია, გელოდებით_პასუხადაც გაისმა ბოხი ხმა და კავშირიც გაწყდა, ათ წუთიანი მგზავრობის შემდეგ უცნაური მოთენთვა იგრძნო ღავთაძემ და წამებში ჩაეძინა. გაღვიძებული უკვე ბნელ ოთახში იჯდა სკამზე და მაგიდაზე ქონდა ხელები ბორკილით მიბმული.
-რაში მდებთ ბრალს? გენერალი რომ ამას გაიგებს არცერთს შეგარჩენთ, ახლავე გამიშვით.
-სამწუხაროდ ვერ დაგეთანხმები,_კარი შეაღო დაჩიმ და ფურცლებით სავსე ფაილი კაცის წინ დააგდო მაგიდაზე -თურმე გენერალს ტყუილა დავზდევდი, ყველაზე დიდი თევზი შენ ყოფილხარ.
-რაა?_გაშრა გიორგი
-ხო რა გაგიკვირდა? აი იქ, გვერდით ოთახში _კედლისკენ გაიშირა თითი დაჩიმ -შენი გენერალი აძლევდა ჩვენებას, დეტალებში მოგვიყვა როგორ მოისყიდე ავღანეთში ხალხი, პილოტებს როგორ უხდიდი ფულს და როგორ ჩამოგქონდა ნარკოტიკი, ვიღაც გოგოს ისტორიაც მიამბო, როგორ აწამე, საკუთარი ბრძანება რომ გაეცი გენერლის რაზმი რომ ამოეხოცათ და ქორწილში ბიჭები მიუგზავნე, ამის გარდა ვინ მოთვლის კიდევ რამდენი რამ, ცუდია ჩვენს სასამართლოს სიკვდილით დასჯა რომ აღარ აქვს_ნაღვლიანად გადააქნია თავი უფროსმა გამომძიებელმა.
-თქვენ *იგ ხოარ გაქვთ ბიჭო, რა მე, რა გენერალი ხელს მადებს, გამო***ვდით სუულ?_დაჭრილი ცხოველივით აღრიალდა ღათაძე.
-არ გინდა ახლა ტყუილი ბაზარი, დამიწერე აღიარებითი და იქნებ ნორმალური ციხის შერჩეაში დაგეხმარო, სამუდამო ყველა ვარიანტშ გარჭობილი გაქ.
-გეფიცები მე არაფერ შუაში ვარ, ეგ ყველაფერი თავად იმ ნაბი*ვარმა ჩიდინა და მე ვეხმარებოდი_ლამის ცრემლებად დაღვრილიყო ბიჭი.
-მისმინე ბიჭო, მე მაგარ მ*იდია რომელმა რა ქენით, დაწინაურება მინდა გესმის? რომელს მიგათრევთ განყოფილებაში არც ეგ მადარდებს, იგი შენ გაბრალებს, ჩვენება დაწერილია, აღიარებ არ აღიარებ დაგიმტკიცდება, ან მომიყევი რაც იცი, ან არა და მოემზადე პატიმრობისთვის_ასადგომად წამოიწია დაჩი ბიჭის მუდარამ რმ შეაჩერა
-ყველაფერს გავაკეთებ, თავისი დამამტკიცებელი საბუთებიც მაქვს, ოღონდ ციხეს ამაცილებ.
-კარგი, შენ გენერლის თაღლითობის დამტკიცებაშ დამეხმარე და ვაფშე ისე გამოგაძვრენ და სახელსაც ისე შეგიცვლი, გენერალის დამქაშები კიარა მამა ზეციერი ვეღარ გიშველის. მოსულა?
-მოსულა_ხალისიანად დაუქნია თავი კაცმა და მოსაყოლად მოემზადა.


ნახევარი საათი ელოდნენ ბიჭები გარეთ შიგნით შესულ დაჩის, ანდრია კიდევ ერთხელ არღვევდა ცხოვრების წესს და დიდი მონდომებით უშვებდა სიგარეტის კვამლს ფილტვებში.
-აბა?_მაშინვე წამოიმართა ყიფშიძე, როგორც კი კაცი კარებში დალანდა.
-გენერალი ჩვენია_მხიარულად შესძახა დაჩიმ და გახარებულ ანდრიას ხელი ჩამოართვა.
-როგორ მოახერხე?
-კარიერისტ ნაბი*ვრად მოვაჩვნე თავი, რომელსაც არ აინტერესებს ვის ჩააყუდებს, ისე მაგარი კი შეეშინდა_სიცილი აუტყდა დაჩის და ჯერ კიდევ პატრულის ტანსაცმელში გამოწყობილ ყიფიანს და ყიფშიძეს ღავთაძის გარეთ გამოყვანა ანიშნა.
-ჩვენ წავედით, გენერალი გველოდება_მხიარულად დაკრა ანდრიას ბეჭზე ხელი და მანქანაში მოთავსდნენ.

-მაინც მოგვასწრო გაქცევა ამ პიდარა***_ადგილს ვერ პოულობდა სადარბაზოსთან ანერვიულებული ანდრია.
-არაუშავს, მიწიდანაც ამოვთხრით_ტელეფონზე შეუჩერებლად ახორციელებდა დაჩი ზარებს. ბოლოს სახლში გადაწყვიტეს ისევ წასვლა.
-ახლა რას ვიზამთ?_ვერ გაეგო ნანოს სამხილების მოძებნა გახარებოდა თუ გენერლის გაქცევა წყენოდა.
-ახლა ელენეს იმედი გვაქ_დაღლილი სახით მიუბრუნდა ანდრია ქალს -ამოჩიჩქნე ქალაქგარეთ სად აქვს სახლი, თუნდაც ბიძაშვილის მამის ბებიის იყოს, ყველა დაგვჭირდება.
-ამდენისთვის ხალხი არ გვეყოფა.
-ხოდა ორი კაცი დაგემატათ_შეხტნენ მოულოდნელად ნათიას მხიარულ ხმაზე, რომელსაც უკან ჩემოდნებით დაფარული ჯაბა მოყვებოდა აქოშინებული.
-არა ძმაო, ქალთან ერთად საზღვარგარეთ არ უნდა წახვიდე_ამოხვნეშით გაუშვა ხელი ყველა ჩემოდანს ერთად და იატაკზე დაყარა ყველა. -ერთი ნასკიც კი არ მიყიდა და საჩუქრებით გაავსო ყველაფერი.
-აბა გოგოებს ისე ხომ არ დავტოვებდი_გახარებული ჩაეფსკვნა ნანოს და ელენეს და გაბრაზებულმა გადახედა ანდრიას
-დამპალო, უჩვენოდ აპირებდი რამეს?
-როგორც ჩანს არ გამომივიდა_გაეღიმა ანდრიას და ცოლ-ქმარს გადაეხვია -მიხარია რომ დაბრუნდით.
-აბა როგორია საქმის ვითარება?_მარილიანი ჩხირების კნატუნით მიუჯდა ყიფშიძეს გვერდით და არაფრით შეიმჩნია ჯაბას ჩურჩული ყიფშიძეს რომ აფრთილებდა -გვერდით მიიჩოჩე, თორე შეიძლება უცებ კბილი მოეფხანოს და სადმე გიკბინოსო.

-სამი სავარაუდო ვარიანტი მაქვს_კიდევ ერთხელ შეხტა ყველა ელენეს წამოყვირებაზე, -აქედან ორში ოჯახებით ცხოვრობენ, ანუ მესამეში უნდა იყოს_გაბადრული სახით გადმოხედა დანარჩენებს და ტაში შემოკრა -მაინც ჩავავლეთ ამ დამპალს.
-ძალიანაც კარგი, იარაღი მოემზადეთ და გავედით, ქალები სახლში_კიდევ უფრო მკაცრი ხმით წამოიძახა ანდრიამ რომ დაინახა ნანომაც რომ დააპირა წამოდგომა. სწრაფად გავიდა თავის ოთახში და კარადაში მიმალული სეიფი სწრაფად გახსნა.
-მითხარი რომ კარგად იქნები_ტირილამდე იყო ნანო მისული.
-ნწ, ერთ ტყვიას მაინც დავიჭერ, იქნებ დაჩის ისტორიამ გაამრთლოს და მაშინ მაინც დამთანხმდე ცოლობაზე.
-ღმერთო, ყველაფერს მე მაბრალებ, არადა რაღაც არ მახსოვს ჩემთის ხელი გეთხოვოს_თვალები აატრიალა ნანომ.
-აი თურმე პრობლემა რაში ყოფილა_სიცილი აუტყდა ანდრიას და ნაზად მოხვია ხელები საყვარელ ქალს -გპირდები, დაბრუნებისთანავე დავიწყებ მაგის გამოსწორებაზე ფიქრს, ახლა კი ჩემს გოგოს გაბარებ და აბა შენ იცი როგორ მიხედავ.
-იცოდე მთელი გულით გელოდები_ნანომაც მოხვია ხელები საპასუხოდ.
-მიყვარხარ პატარავ, ყოველთვის გახსოვდეს ეს_მაგრად მოეხვია ატირებულ ქალს ძლივს რომ ჩაილაპარაკა მეცო და უკან მოუხედავად დატოვა ოთახი.



№1  offline წევრი qetulaa

Mindoda kidev raaa, umagresiaaa

 


№2  offline მოდერი naattii

qetulaa
Mindoda kidev raaa, umagresiaaa

ერთი თავიც და დასრულდება ❤️❤️❤️

 


აუუ რა გიჟები არიან :) გენერალს საბოლოოდ დაერხა :) ჩემი ტკბილები ❤ ანდრია ისეთი ტკბილია ნანოსთან რომ ვდნები❤❤

 


№4  offline მოდერი naattii

რუსკიმარუსია
აუუ რა გიჟები არიან :) გენერალს საბოლოოდ დაერხა :) ჩემი ტკბილები ❤ ანდრია ისეთი ტკბილია ნანოსთან რომ ვდნები❤❤

მაგასააქ მუღამი მხოლოდ ნანოსთან როა ასე ❤️

 


№5  offline აქტიური მკითხველი terooo

ცოლობა უნდა ეთხოვააა

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent