შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

განსხვავებულად მოსაწყენი (თავი 1)


8-12-2018, 00:46
ავტორი kettevane
ნანახია 984

ერთხელ ცხოვრობ... თუ ორჯერ?... ან რატომაც არა სამჯერ?.._ეს კითხვები აწუხებდა ქეთრინს ღამის სამ საათზე.განა შეძლებდა დაძინებას, მაშინ როცა სულ რამდენიმე საათის წინ ადამიანი შემოაკვდა.ვინ იყო ის?.. რას ერჩოდა ქეთრინი?...
ეს თვითონ იყო.. დიახ, არ მოგესმათ.მან მოკლა ძველი ქეთრინი თავის თავში... და ალბათ, ეს ღამე ახლის შექმნაზე იფიქრებს, თიხისგან აპირებს გამოძერწვას, აბა, ისე ამდენი ხანი აზრების დალაგებას რაში სჭირდება ?! გული ცოტა ხნით გააჩერა, რომ საღი გონებით ეაზროვნა..
ვაი,და ინანა? უკვე 7 წელია გასული. ქეთრინი კი ფაიფურის თოჯინას ჰგავს. შექმნილია... გამოგონილი... უბრალოდ თვალით ხილული საოცრება.
ყველას აინტერესებს ერთი კითხვა. განა მართლა მოკლა მან ადრე, ძველი ქეთრინი, თუ უბრალოდ გადამალა ?!... ან იქნებ აორთქლდა და ღრუბლები ინახავენ?
ქეთრინი ექიმია, კარგი ექიმი. რის ხარჯზე მიაღწია მან წარმატებას...? თავდაუღალავი შრომით და კიდევ რით? იქნებ ფულით,მაგრამ არა ,ის ღარიბი იყო და ახლაც ღარიბია უბრალოდ მხოლოდ ერთი განსხვავებაა. ახალი ქეთრინი ემოციებითაა ღარიბი... მატერიალურ უკვე დიდი ხანია აღარ უჭირს. ყოველ კვირა დადის მაღაზიებში ტანსაცმლისთვის... იღებს ყველაზე კარგს, მაგრამ შემდეგ გამომწვევი ეჩვევა... მას არუნდა 50 წელს გადაცილებული მთავარი ექიმის ყურადღების ცენტრში ყოფნა.
როგორი იყო პატარა ქეთრინი? ფიქრობდა თუ არა იმას, რომ ოდესმე მკვლელი გახდებოდა. მისი ღაწვები ყოველთვის ატმისფრად ანათებდა...უხდებოდა სიცილი, ნამდვილი გრძნობები.პატარა ქეთრინს უყვარდა ლაპარაკი, ადამიანების გართობა. ის მაშინ გრძნობდა თავს კარგად, როდესაც მის გარშემო მყოფი ადამიანები იცინოდნენ. მოსწონდა ყურადღების ცენტრში ყოფნა... არც მაშინ უყვარდა თავისი ცხოვრება, უბრალოდ ერთობოდა ამ ყველაფრით, მაგრამ მიდიოდა სახლში და აჩენდა თავის ნამდვილ მეს. არ უყვარდა ლაპარაკი და ჭორაობა.. მაგრამ იმდენად ვერ იტანდა მოწყენას საზოგადოებაში, რომ ბოლომდე იხარჯებოდა ლაპარაკით.
ყველას მოსწონდა პატარა ქეთრინი. მან კი კარგად იცოდა რატომაც მოსწონდათ სხვებს. სწორედ ამიტომ გახდა მკვლელი. არავინ უყურებდა სერიოზულად. ყველა მეგობრობდა მასთან, მაგრამ საბოლოოდ არავინ ყავდა. ადვილად კარგავდა მეგობრებს, მაგრამ ბოლომდე არავინ დაუკარგავს. საბოლოოდ ყველას მოსწონდა მაგრამ არავის უყვარდა. მათ ეგონათ რომ უბრალოდ მხიარული იყო ის და იმიტომ იქცეოდა ასე, მაგრამ ვერ ხვდებოდნენ, რომ ამ ყველაფერს მხოლოდ და მხოლოდ მათ გასამხიარულებლად აკეთებდა.
შეიძლება აფასებდა ხალხი, მაგრამ არა იმდენად, რომ მისი კეთილგანწყობა დაემსახურებინათ. ქეთრინს არ უყვარდა შედავება, მაგრამ მაინც იმას აკეთებდა რაც უნდოდა. გეტყოდათ _კარგი. მაგრამ ეს სიტყვა მისთვის არაფერს ნიშნავდა. დიახ, მისი სიტყვების ნახევარი დაბალფასიანი იყო.. ოღონდ მხოლოდ ჩვეულებრივი ადამიანებისთვის. ვერავინ წვდებოდა ბოლომდე.
იყო ერთი ადამიანი... რომელთანაც ის ისეთი იყო, როგორიც არავისთან. ის არც მეგობარი იყო და არც შეყვარებული. უბრალოდ იყო უცხო ადამიანი, მაგრამ სულით მონათესავე. თავიდან ვერ იტანდა, ეგონა რომ ამპარტავანი იყო, მაგრამ ქეთრინმა გულის სიღრმეში იცოდა,რომ მისნაირ ადამიანს სხვას ვერ გაიცნობდა. მას არუნდოდა შეყვარებული ყოფილიყო და თან მოსწონდა ეს გრძნობა. უყვარდა თავისი თავის წინააღმდეგ წასვლა...
ღამე ოცნებების კოშკებს აგებდა. ფრთებს იბავდა და ცაში იჭრებოდა. არასოდეს უთქვია ამაზე უარი. მისთვის ოცნებები მისი თანმხლები მეგობრები იყვნენ. იმდენად უცნაური იყო, რომ ხან თვითონაც ვერ გებულობდა თავის ხასიათს. მოსწონდა თავის თავი, მაგრამ ეზიზღებოდა თავისი გული.
რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, პატარა ქეთრინი ჰიპ-ჰოპს უსმენდა. თითქოსდა მასში პოულობდა საკუთარ თავს. ნარკოტიკები არასოდეს გაუსინჯავს, მაგრამ სიმღერის მოსმენისას თითქოს სხვა სამყაროში გადადიოდა. უყვარდა სიმღერები, ლექსები, ხატვა და წერა.
ახლა კი დროა დავუბრუნდეთ ახლანდელ ქეთრინს. რა მოუვიდა მას. ხელების სისხლში გასვრის შემდეგ როგორ შეიცვალა მისი გონება...
უკვე გულთან ერთად, თავისი თავიც ეზიზღებოდა. ახსენდებოდა ძველი დრო და გული ერეოდა. საცოდავი ეგონა საკუთარი თავი. ფიქრობდა, რომ მის ცხოვრებაში ნამდვილი არავინ იყო. ყველა იყენებდა გასახალისებლად... გამოიტანა დასკვნა, რომ ღმერთი არ არსებობდა... აწუხებდა კითხვა, თუ რატომ განსხვავდებოდა სხვებისგან... რატომ არ შეეძლო დღე ისე დამთავრებულიყო, რომ თავგადასავალი არ შემთხვეოდა... მან ხომ სწორედაც ამის გამო მოკლა თავის თავში ძველი ქეთრინი. მისი ცხოვრება იმდენად განსხვავებული იყო, რომ უკვე მოსაბეზრებელი ხდებოდა.
დღეს ორშაბათია. მას უყვარდა ეს დღე, რადგან ყოველთვის ახალი შემართებით იწყებდა კვირას. მოსწონდა სამსახური, რადგან უყურებდა ავადმყოფ ადამიანებს და თავის თავთან აიგივებდა, უბრალოდ შურდა მათი, რადგან ისინი იმკურნალებდნენ და ბედნიერები იქნებოდნენ. მას კი არანაირი მკურნალობა არ შველოდა. სულ ფიქრობდა, ყოველთვის ოცნებოდა, ყოველწამს ახამხამებდა თვალებს და გაელვებით წარმოიდგენდა, როგორი იქნებოდა ისევ ძველი ქეთრინი, რომ დარჩენილიყო. უყვარდა ადამიანების განკურნება, რაც უფრო რთული იყო ეს მისთვის, მით უფრო მოსწონდა, რადგან ამით იმედს არ კარგავდა...ერთხელ პაციენტი შემოაკვდა... არადა 21 საათი უკეთებდა ოპერაციას და იმდენად სჯეროდა, რომ გადაარჩენდა, რომ რამის თავისი თავისაც იწამა და ღმერთის არსებობა დაიჯერა. მაგრამ არა, ის ხომ ამ ცხოვრებისთვის არ იყო გაჩენილი. ხელებში ჩააკვდა 65 წლის მოხუცებული ჟანა. მთელი ღამე გაათენა... სვამდა და ფიქრობდა... რას ნიშნავდა ეს ყველაფერი... რატომ... რატომ არ იყო ჩვეულებრივი ადამიანი? ის თავის თავს რობოტად ქმნიდა. შვიდი წელი იყო გასული უკვე, რაც მის სულს ნამდვილი სიცილი არ ენახა, არ მოუსმენია... გული ყოველთვის უტიროდა, მაგრამ, რა თქმა უნდა, ამას არასოდეს ამჟღავნებდა.ზედმეტად ამაყი იყო იმისთვის, რომ ჩვეულებრივი მოკვდავებისთვის გული გადაეშალა, მაგრამ, როგორც უკვე ავღნიშნე არსებობდა ერთი ადამიანი წლების წინ, რომელიც იცობდა ნამდვილ ქეთრინს. დილით ყოველთვის მწარე ყავას სვავდა, ეს სიამოვნებდა. თეთრ ხალათში თითქოს ყველა სხვა დანარჩენ ექიმს ემსგავსებოდა, მაგრამ ყველამ იცოდა, რომ ის განსხვავებული იყო. თანამშრომლები ვერ იტანდნენ. ეს არც არასოდეს უკვირდა...
უყვარდა მშობლები და ნათესავები, მაგრამ არა იმდენად, რომ მათ გამო შეცვლილიყო. ვერც ისინი უგებდნენ... ქეთრინი აბოდებდა რაღაცაზე, რა თქმა უნდა, უსულო საგანზე... და ეს იყო თავისი საწოლი, რადგან ყველაზე გულწრფელი სწორედაც, რომ საწოლთან იყო. ის ინახავდა ყველა მის ფიქრებს და როდესაც ქეთრინი მას შეიგრძნობდა მისი სხეული ისევ გამოიბამდა ფრთებს.
დილით 7 საათზე იღვიძებდა... ჰა ჰა... ეს სასაცილოა, რადგან ის ისედაც იშვიათად იძინებდა. გიჟდებოდა ღამეზე და ვერ იტანდა დილას...მოსწონდა სიბნელე, თითქოს ამ დროს ვერაფერს გრძნობდა თავისი თავის გარდა. მხოლოდ ქეთრინი და სიცარიელე. ეს ხომ არაჩვეულებრივი იყო. სინამდვილეში მისი გონება იმდენად სავსე იყო, რომ ამქვეყნიური მრავალფეროვნებები, ეზიზღებოდა.
ყველა დღე ერთმანეთისგან იმდენად განსხვავდებოდა, რამდენადაც -ჰგავდა. დიახ, ასეა. ყოველდღე ჰქონდა თავგადასავლები და ეს იმდენად ჯდებოდა თავის რუტინაში, რომ უკვე ყელში ამოსდიოდა.
კარგად ახსოვდა ერთი სასაცილო დღე. სამსახური დაუმთავრდა ისე, რომ მის ცხოვრებაში არაფერი მომხდარა ახალი, განსხვავებული, არაადამიანური... უხაროდა, ეს აბედნიერებდა, მაგრამ ქეთრინი, რის ქეთრინია თუ ბედნიერება არ წაართვეს. ჩამოდიოდა კიბეებზე... ქუჩიდან ესმოდა წვიმის გამაყრუებელი ხმა... ეს უფრო და უფრო აბედნიერებდა, მაგრამ ჰაჰ, რათ გინდა...? ფეხი დაუცურდა და პირდაპირი ინერციით დაეშვა კიბეზე... ეს კიდე არაფერი, როდესაც მაღლა აიხედა გარკვევით დაინახა, ვიღაცის დამცინავი სახე. ქეთრინი მიჩვეული იყო ასეთი რაღაცეების, ამას უკვე აღარ უმოქმედია მასზე... უბრალოდ ამ დღით მიხვდა, რომ მისი გამოსწორება არ მოხდებოდა.
მივიდა სახლში. როგორც იქნა გაიხადა ზედმეტად ვიწრო კაბა, რომელიც ძალიან მოსწონდა, იმიტომ არა, რა თქმა უნდა, რომ თავის სხეულს უფრო ლამაზად აჩვენებდა, არამედ, იმიტომ,რომ ის აწუხებდა... ისევ ყავა... შავი, მწარე. შემდეგ რამე უფრო ძლიერი მოუნდა და თაროდან გამოიღო ტეკილა. შხაპის თავიც არ ჰქონდა. უბრალოდ გადაწვა საწოლზე... ცალ ხელში ჭიქა ალკოჰოლით სავსე... მეორე თავქვეშ. თვალებიდან ცრემლები მოსდიოდა და მისი საგულდაგულოდ გაკეთებული მაკიაჟი ნაცარივით აზელვოდა სახეზე... არ ადარდებდა, ეს ყველაფერი მისთვის იშვიათი არ იყო. დრო გადიოდა... საათები მიილია და აი, უკვე დილის 6 საათია; ქეთრინს წუხანდელი ქუსლიანებიც კი არ ქონდა გახდილი, როდესაც მისი ქუთუთუები მზის სხივებმა შეაწუხა, მხოლოდ მაშინ მიხვდა, რომ დრო იყო მოწესრიგებულიყო... გარეგანად დალაგაბეულიყო, თორემ შიგნიდან ამას ვერასდროს შეძლებდა.
გიჟდებოდა თავის სამსახურზე. უყურებდა ცისფერ კედლებს და უფრო კარგად შეეძლო ემოციების ჩაკეტვა. უყვარდა ავადმყოფი ხალხი, მაგრამ ვერ იტანდა, როდესაც გამოჯამთელებულნი მადლობას გადაუხდიდნენ... ამ დროს კომპლექსდებოდა და ძალდატანებით თუ ცალ მხარეს ჩაიღიმებდა. მის ცხოვრებაში იყო მხოლოდ თვითონ, ცა და მიწა.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent