გრძნობების სარკე [ სრულად ]
*** *** *** კედელზე ჩამოვკიდე... მივუახლოვდი და თითებს მის ჩარჩოზე ვასრიალებდი... დახორკლილი იყო... ზედმეტად ძველი... და არც ისე ძვირფასი... მაგრამ მხიბლავდა... შიგნით მითრევდა... უფსკრულში მაგდებდა... *** *** *** საფეხურები იმდენად ძველი იყო, რომ ასვლის დროს ხმებს გამოსცემდა, თითქოს თითოეული ხმა ნოტებს ებაძებოდა, მეორე სართულზე კიბეებით წრიულად ავდიოდი და თან თითოეულ საფეხურზე ფეხის დადგმისას ჩემთვის წავიღიღინებდი -დო -რე -მი -ფა -სოლ -ლა -სი -დო -სი -ლა -სო -ფა -მი -რე და აი აქ დამთავრდა საფეხურები, ვიგრძენი, რომ დამაკლდა ბოლოს დასამთავრებლად ნოტი, მაგრამ საერთოდ აღარ მანაღლებდა ეს, მეორე სართული მთლიანად გამოფენილი იყო ნახატებით, კუთხეში კი ძველი ფორტეპიანო იდგა, აქა იქ ამ ყავისფერ ოთახში მწვანე მცენარეებსაც შეამჩნევდი, რომლებიც თავისებურ სტილს სძენდნენ ოთახს, ხელოვნება დიდად არასდროს მაინტერესებდა მაგრამ ამჯერად ამ ნახატებმა მშანთქა, კედლისკენ შევტრიალდი, ვათვალიერებდი ნახატს რომლის სახელი საერთოდ არ ვიცოდი, არც ის ვიცოდი ვისი დახატული იყო, მაგრამ მიტაცებდა და მაფიქრებდა, ერთი ნახატიდან მეორეზე გადავდიოდი და არ მბეზრდებოდა თითოეული პორტრეტის შეფასება, მათი განცდების დანახვა, რომელსაც თითოეულის სახეზე ამოიკითხავდი , მის დამსკდარ ტუჩებსა თუ ჩალურჯებულ სახეზე, მის ღიმილსა თუ აცრემლებულ თვალებზე, თითქოს ცხოვრებაში აქამდე მაკლდა ხელოვნება, მჭირდებოდა და არ მქონდა, ბოლო ნახატმა ყველაზე მეტად გამაკვირვა, ნახატმა რომელიც საერთოდ არ იყო ნახატი, მომღიმარი ზედმეტად ქერა ქალის პორტრეტს ვცილდები და ერთი ნაბიჯით გვერდზე ვიწევი რადგან მორიგი ნახატი დავათვალიერო და ნახატზე საკუთარ სახეს ვხედავ , შემდეგ ვხედავ თუ როგორ იცვლება ჩემი მომღიმარი სახე გაკვირვებით და ვხვდები, რომ ნახატებმა იმდენად დამთრგუნეს, რომ სარკეში ჩახედვისას მეგონა ჩემს პორტრეტს ვუყურებდი, ეს განცდა პირველი რამდენიმე წამი მქონდა, ამ რამდენიმე წამში ვიგრძენი შიში, მაგრამ ვერვხვდებოდი რისი მეშინოდა ან რა მაშინებდა, ზურგზე მოკიდებული ჩანთა მოვიხსენი, დღიური ამოვიღე, სარკის ქვემოთ იატაკზე დავჯექი, კედელს მივეყუდე და წერა დავიწყე *** ახალი სახლი რომელიც საერთოდ არ ტოვებს ახლის შთაბეჭდილებას, ცოტა არ იყოს და საშიშია, თითქოს გაჰიპნოზებს, დედამიწიდან კოსმოსში გადაჰყავხარ, გავიწყებს ყველაფერს რაცშენს გარშემო ხდება, თითოეული ნივთი გითრევს უსასრულობაში. თითოეულ ნახატს სამი წუთი მაინც ვაკვირდებოდი და ვერ ვხვდებოდი როგორ გადიოდა დრო... სარკეს წამებით შევხედე და ისე ჩანდა თითქოს მთელი უსასრულობა გავიდა, თითქოს სარკემ მშთანთქა და დროსა და სივრცეს შორის გამჭედა და მაფიქრებდა, რომ უსასრულოდ იქ ყოფნა მომიწევდა, მაგრამ უცბად მდგომარეობიდან გამოვედი და სამყაროს დავუბრუნდი, ახლაც კი ვერ ვაცნობიერებ და დამმართა სარკემ... -პირველი შთაბეჭდილება სახლზე 01/09/2019 *** კიბეების ხმა ისმის და ვხვდები, რომ დედა ამოდის ზემოთ, უცბად ვტენი დღიურს ჩანთაში და ჩანთას ისევ ზურგზე ვიკიდებ... -აბა ძალიან ძველია?-ცოტახნიანი პაუზის შემდეგ აგრძელებს -შვილო ჰომ იცი, რომ მეტი საშუალება არ გვაქვს -კი დედა ვიცი -მოწყენილი ხმით ვპასუხობ და ძველი სახლი, მეგობრები, ინტერნეტი მახსენდება, შემდეგ ვაგრძელებ -აქ შეიძლება ჭკუიდან შეიშალო, არც ინტერნეტი, არც ტელევიზია და არც მეზობლები... -მესმის მარიამ, მესმის და ვწუხვარ ამის გამო, მაგრამ სხვა გზა არ გვაქვს -ჰო დედა მეც მესიმის...მაგრამ შენ ის არ გესმის, რომ მარიამი არა! მარი... -ეს რაღაცები გადავყაროთ არ გამოგვადგება -შეიძლება სარკე დავიტოვო? -ვიკითხე ყოყმანით და შემდეგ ჩემს კითხვაზე დავფიქრდი... რატომ მომინდა სარკის დატოვება? -აჰ მაგაზე უკეთესი ჰომ გაქვს... მაგრამ კარგი თუ გინდადაიტოვე -მითხრა და ხელი აიქნია -დაბლა ჩავალვ მე.. -ჰომ დედა მიდი -ბოლო სიტყვა ოდნავ გავწელე სარკე ჩამოვხსენი, ხელში მეკავა და კიბეზე ისე ჩავდიოდი, ვიყვირე -საით არის ჩემი ოთახი? -დერეფნის ბოლოს -მომესმა შორიდან ხმა და მეცდერეფანს გავუყევი *** *** *** -მარიამ მგონი შენთან არიან -ოთახის კარებში თავსშემოყოფს დედეაჩემი და მანიშნებს გავიდე -დედა, მარი, მარი მქვია -მივაყვირე მას და საწოლიდან ავიზლაზნე კარების სახელრური ჩამოვწიე და ძველი კარების გაღება არ მესიამოვნა,მისმა ხმამ შემაწრწუნა, ნელ-ნელა მივუყვებოდი გრძელ და უკვე დაბნელებულ დერეფანს და როდესაც მისაღებში გავედი უცნობი მზერა ვიგრძენი, შევხედე თითქოს წამით მის თვალებში რაღაც ნაპერწკალი გაჩნდა, მაგრამ ასე უცბათ, ჩვეულებრივად , წამშივე გაქრა, თითქოს არაფერი ყოფილა მის თვალებში -გამარჯობა -ბიჭმა ფიქრები შემაწყვეტინა -გამარჯობაა -გავწელე სიტყვა -მე ამ სახლის ძველი პატრონი ვარ, დედაშენმა დამირეკა და მითხრა, რომ ნივთების გადაყრას აპირებდა და წამეღო რაც მინდოდა და მე რაც მინდოდა ის იქ არ დამხვდა და არც დედაშენს გადაუგდია -უცბათ გამიელვა ტვინში ’’ს ა რ კ ე’’ მას სარკე უნდოდა, დავიბენი არ ვიცოდი რა მეთქვა, მაგრამ მაინც დავიწყე -იცით მე, მე ვერ მიგიხვდით -მოგაჯადოვა ჰომ? -მართლა ვერ მივხვდი -უნდა წავიღო ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანიაა... აღარ ვიცოდი რა მეთქვა,მაგრამ თითქოს ვიგრძენი, რომ სჭირდებოდა -ჩემს ოთახშია -ვთქვი და ჩემი ოთახისკენ წავედი, ისიც ხმისამოუღებლად გამომყვა ისევ ბნელი დერეფანი... სიჩუმე... ძველი კარის უსიამოვნო ხმა... და ჩემი ახალი ოთახი, თუ ითქმის ახალი... -ჰაჰ -თითქოს ირონია გაისმა მის ხმაში -ჩემი ოთახი, ჩემი ნივთი და რამდენიმე ჩემი ნახატი კიდევ რას მიითვისებ? -ცოტახნიანი პაუზის შემდეგ დააბოლოვა -ჩემსას -და გაეცინა მეც ჩამეღიმა სავით და ვკითხე -უნდა წაიღო? -და რა? შენ გინდა, რომ დაგიტოვო? -არვიცი -ვამბობ ყოყმანით -ჯერ არ დაგიკიდავს... -ჰომ შენ მოხვედი -მოვუჭერი უცბათ სიტყა, ისევ გაიღიმა , საყვარელიღიმილი აქვს -მე აქ მეკიდა -სარკე აიღო და კარის გვერძე თავისუფალ ადგილას დაკიდა, სარკეში მას ვუყურებდი, მისახვედრი იყო, რომ ის მე ვათვალიერებდი... მის ცივ ცის’ფერ თვალებს... გრძელ შავ წამწამებს... გრძელ შავ თმას... რომელიც მხრებზე ეფინებოდა... ღია ფერ ტუჩებს... უფერული ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებდა... თითქოს მისთვის იყო ეს სახლი შექმნილი... მისი შექმნილი იყო... თითოეული უფერული ოთახი... ცივი ცის’ფერი... მუქი ყავისფერი... ჭაობისფერი... ფერდაკარგული ყვითელი... უ ფ ე რ უ ლ ი... ყველაფერი უფერული მისი ჩათვლით... მისი თვალები ცის’ფერი იყო... მაგრამ უფერული... მისი კანივით... მისი გრძელი თითებივით... მისი გამოკვეთილი ყბებივით... უბრალოდ საოცარი იყო... საოცრად უფერული... ვერ ვიტანდი ასეთ ფერებს... თითქოს უგრძნობს... მაგრამ პირველად ვხედავდი... უგრძნობ ფერებს... რომელსაც მიზეზი ჰქონდა... მიზეზი, იმისთვის, რომ ასეთი ყოფილიყო... ისევ მის სიტყვებს გამოვყავარ ფიქრებიდან -იცი ძალიან ფერადი ხარ, ცოტა ზედმეტადაც -და ჰო, ისევ იცინის, ისევ ირონიულად -იცი ზუსტად ახლა ვფიქრობდი, რომ შენ ძალიან უფერული ხარ -მეც ჩავრთე ცოტა ჩემი ირონიული სიცილი -ცუდია მერე? -იცი? სიმართლე, რომ გითხრა კი, მაგრამ შენ გიხდება -უფერულობა? -კი - მოკლედ ვეუბნები, ისედაც მიკვირ, რომ ვუთხარი ის რასაცვფიქრობდი -იცი მეც იგივეს გეტყოდი -იცინის და აგრძელებს -ოღონდ ფერებზე -ჰოომ -ტუჩი ჩავტეხე -იცი, შენი თმის ფერი თვალები მაქვს... -არა -ძალიან სწრაფად შევეწინააღმდეგე -შენი თვალებიც ცისფერია ისევე როგორც ჩემი თმა, მაგრამ ერთი განსხვავებაა -ჩემი უფერულია... იმის მიუხედავად, რომ იგივე ფერია ზუსტად რაცშენი თმა -მომიჭრა მოკლედ -ჰომ,მაგის თქმას ვაპირებდი -ძალიან მოგწონს ეს სარკე? სარკეს ვუახლობდები და თამამად ვიწყებ იმის ლაპარაკს რასაც ვფიქრობ, თითქოს ადვილად ვიხსნები -კედელზე ჩამოკიდე, მე კიდევ მივუახლოვდი და თითებს მის ჩარჩოზე ვასრიალებ, დახორკლილია, ზედმეტად ძველი და არც ისე ძვირფასი, მაგრამ მხიბლავს,შიგნით მითრევს , უფსკრულში მაგდებს -იცი მგონი აჯობებს წავიღო - და გაეცინა, შემდეგ მიხვდა, რომ ვერ მივუხვდი რა იგულისხმა და განაგრძო -ასე ძალიან თუ გითრევს შეიძლება სარკის წინ გარდაიცვალო და შემდეგ შენზე დაწერენ , სარკეში ყურებით მოკვდაო -ისევ გაეცინა -წაიღე - ვუთხარი დაღონებულმა -ძალიან გჭირდება , ეს აშკარაა -იცი რა? დაგიტოვებდი მაგრამ მეშინია -რა? რისი? -მეშინია, რომ ჩემსავი უფერულს გაგხდის ამ ფერად გოგოს -შენც ფერადი იყავი? -არა, სამწუხაროდ დაბადებიდან ამ სარკესთან ასე უფერულად ვიზრდები-თქვა სევდიანად -რა შეგემთხვა? -ვკითხე და მივხვდი, რომ არ უნდა მეკითხა უცბათ გამოსწორება ვცადე -ჰმ არ უნდა მეკითხა... რა ჩემი საქმეა.. -არა, იცი რა? მოდი დაჯექი -კარებს მიეყუდა, ჩასრიალდა და იატაკზე დაჯდა, ცოტა გამაკვირვა -ყველაფერი ასე დაიწო ... *** *** *** და აქ გაიხსნა ის... პირველად გაიხსნა.. პირველად მოუყვა თავისი ამბავი ვიღაცას... მოუყვა ყველაფერი... მშობლები... სახლი... ოთახები.. უფერული ფერები... სარკე... ნახატები,პორტრეტები.... არ ეშინოდა... ყველაფერს უყვებოდა... არ ეშინოდა რადგან იცოდა... იცოდა, რომ გაუგებდა,... იმის მიუხედავად, რომ განსხვავდებოდნენ... სრულიად განსხვავდებოდნენ... ეს არ აშინებდა... პირიქით, სტიმულს აძლევდა... ისტორიაში შეიყვანდა... ვერავინ გაუგო... ვერავინ... ვერც მისნაირებმა... და ამ უფერულ ბიჭს ფერადმა გოგონამ გაუგო... *** *** *** -იცი შავი და თეთრი ერთმანეთს ძალიან უხდებიან -ყურში ჩუმად ჩამჩურჩულა, შემდეგ წამოდგა და განაგრძო -ისინი ერთმანეთისგან სრულიად განსხვავდებიან, მაგრამ ყველაზე კარგად ერთმანეთს უგებენ... ხელი გამომიწოდა... ჩავჭიდე და ამაყენა... სარკესთან მიმიყვანა... წინ დამაყენა... თვითონ კი უკან დამიდგა... ვუყურებდი მის თვალებს... ახლა ის ჩემი თმის ფერი იყო... ყველანაირად მისნაირი... მაგრამ პირველი შთაბეჭდილება.... მაინც პირველია... და ბოლომდე რჩება... -იცი ვფიქრობ - ყურთან მოდის და ჩამჩურჩულებს -შენ იქნები შავი თუ მე? შავია უფერული ფერი თუ თეთრი? -მე გამეღიმა მაინ კი ისევ გააგრძელა -ამ სარკესთან ვიგრზენი პირველი ტკივილი, პირველი დამარცხება , დამცირება და ახლა პირველად... პირველი ბედნიერება და სიყვარული, ამდენი ხნის შემდეგ.... *** *** *** რაღაცნაირია.... მაგრამ მაინცვდებ... დიდად არანაირი არაფერი.... მაგრამ, რომ ვწერდი ბერვრი რამე ჩავაქსოვე შემიფასეთ -___- (უბრალოდ მუზა მოვიდა და თავს ვეღარ ვიკავებ ვდებ...) |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.