შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ნაძვის ხის ქურდი (სრულად)


8-12-2018, 14:20
ავტორი Alice76
ნანახია 19 529

ყველაზე ტკბილი დრო ,მთელი დღის განმავლობაში, რომელია?
დილით,ყავის დალევის მომენტი? არა,ყავა საერთოდ არ მიყვარს. იქნებ,როდესაც საყვარელ ადამიანს ეხუტები? მარტო ვარ. არა მხოლოდ სახლში,არამედ ზოგადად,ცხოვრებაში. სამსახურიდან სახლში მისული ჩაის ან ერთ ბოთლ ლუდს რომ გადაყლურწავ? ეგ ნამდვილად ოქროს მომენტია,მაგრამ მე მაინც, ყველაზე მეტად, სამსახურში შესვენების ერთი საათი მიყვარს.
ჩემი საქმიანობა იმდენად მოსაწყენია,მასზე რომ მოგიყვეთ,ჩამოგეძინებათ და კითხვას არ გააგრძელებთ,ამიტომაც მოკლედ გეტყვით-სასამართლოს კანცელარიაში ვმუშაობ.
ყოველ დღიურად იმდენი უაზრო რამის კეთება მიწევს,დროა ვინმემ იფიქროს და გინესის რეკორდსმენთა სიაში შემიყვანოს,სახელით მის უაზროესობა.
მთელი რვა საათით ნამდვილი რობოტი ვხდები,ამას ისიც ემატება,რომ ოთახში ,ჩემს გარდა, ხუთი სხვა ადამიანი ზის. ვიღაცას ოთახის ტემპერატურა არ მოსწონს და ბუზღუნებს,ვიღაცას შია,ერთს კონდენციონერის ჰაერზე ახველებს,მეორეს წელი გაუკავდა,მესამეს შვილიშვილს ლაქტოზის შეუთავსებლობა აღმოაჩნდა...
რა გასაკვირია,რომ ჩაკეტილი და არაკომუნიკაბელური ადამიანი ვარ და ხალხში ყოფნისას ყველაზე წყნარ და შეუმჩნეველ კუთხეს ვნახულობ,რომ არავინ შემამჩნიოს და ღმერთმა არ ქნას,გამომელაპარაკოს.
ერთი წლის წინ,როდესაც ოცდაერთიწლის ასაკში აქ მუშაობა დავიწყე,ზრდილობის გამო ყოველთვის ყურადღებით ვუსმენდი და ვპასუხობდი ჩემი თანამშრომლების წუწუნსა თუ კითხვებს,მაგრამ მალევე მივხვდი,რომ ჯობდა ისევ თავი მომეჩვენებინა,თითქოს ყურსასმენებში არაფერი მესმოდა და მშვიდად მეკეთებინა ჩემი საქმე.
პირველ საათზე კი დღის ყველაზე სასიამოვნო მომენტი დგებოდა.
ჩემი მეგობარი აპარატი საყვარელ ჩიფსებსა და ცხელ შოკოლადს მიბოძებდა თუ არა,ყველასგან შორს,ეზოში ,ყველაზე შორეულ სკამზე ვჯდებოდი და ერთი სათით ჩემს საყვარელ საქმეს ვაკეთებდი-არაფერს.
თუ წვიმდა,მაგ შემთხვევისთვისაც მქონდა გამონახული ადგილი-უკანა ეზოში,ბორდიულის ერთ ადგილას ნაძვის ტოტები იმენად ხშირი იყო,რომ წყალი არ ატანდა,მეც მუყაოს ყუთი მივათრიე და ასე მოვიწყე თავშესაფარი.
ვიჯექი და ვფიქრობდი ყველაფერზე-რა იქნებოდა,ახლა სასამართლოს კომეტა რომ დასცემოდა? ანდა უცბად მესამე მსოფლიო ომი დაწყებულიყო ? როგორ უძლებდა ჩემი თანამშრომლის,რუსიკოს ქმარი სახლში მის წუწუნს? ამერიკელებმა მართლა თვითონ მოაწყეს თერთმეტი სექტემბერი? რა იქნებოდა,საქართველოში კი არა,ირანში რომ დავბადებულიყავი? ხვალ რომ აპოკალიფსი დაწყებულიყო,როგორ გადავრჩებოდი? ოდესმე შემიყვარდება ვინმე?
საერთოდ არ ვიცოდი,რა იყო სიყვარული. მშობლები არ მყავდა. დედა ჩემს გაჩენას შეეწირა,მამა კი მაღაროში მუშაობისას მიწის ქვეშ დაიმარხა.
საბედნიეროდ თუ საუბედუროდ,იმდენად პატარა ვიყავი,რომ საერთოდ არ მახსოვს მამა.
ბიძამ და ბიცოლამ გამზარდეს სოფელში.ვიცოდი,კარგად თუ არ ვისწავლიდი,იქაურობას თავს ვერ დავაღწევდი,ამიტომაც თავდაუზოგავად ვშრომობდი. ასე მოვიპოვე სახელმწიფო დაფინანსება და სამართლის შესასწავლად დედაქალაქში,მამიდასთან გადმოვბარგდი.
მამიდაჩემი საყვარელი,პატარა და ფუმფულა ქალია,თუმცა მისი ქმარი ნამდვილად ვერ დაიკვეხნიდა სისაყვარლით. სასმელთან ერთად,ნარკოტიკებსაც არ თაკილობდა,მამიდაჩემს ხანდახან ურტყამდა და ერთი-ორჯერ მეც რომ ცუდად გამომცეხედა,მივხვდი,იქიდან უნდა მომეცოცხა.
სტუნდენტთა საერთო საცხოვრებელში განვაგრძე ცხოვრება,რადგანაც პირველივე კურსიდან ვმუშაობდი-ბავშვებს ვამზადებდი ინგლისურში. დამატებითი სამსახურიც ვიშოვე,მოლარედ და მას შემდეგ ნათესავებისკენ არც კი გამიხედავს.
საკუთარი ცხოვრებით უკმაყოფილო არ ვიყავი,ბოლოს და ბოლოს,ნორმალური სამსახური ვიშოვე,ბინაც ვიქირავე და მარტოობითაც ვტკბებოდი,მაგრამ ადამიანები ნამდვილად მაკლდა.
ჩემი ერთადერთი მეგობარი მარიამი იყო,რომელთანაც სკოლაში დავახლოვდი და უნივერდიტეტში,ერთ კურსზე მოხვედრილებმა,უფრო გავამტკიცეთ მეგობრობა,თუმცა ახლა ის პოლონეთში იმყოფებოდა,გაცვლითი პროგრამით,ხოლო მე საქართველოშიმარტოობის პროგრამას გავდიოდი.
ნოემბრის დასაწყისთან ერთად დღის საყვარელი ნაწილი ცოტა უსიამოვნო გახდა,ვინაიდან წვიმებმა იმატა,აცივდა და ნაძვის ხშირი ტოტებიც ვერ მიცავდნენ სიცივისგან. ყოველთვის ვდილობდი,ცუდ ხასიათს არ ავყოლოდი და რაიმე კარგზე მეფიქრა,თუმცა ზამთრის მოახლოებასთან ერთად ეს მცდელობები ნაკლებ წარმატებული ხდებოდა. ერთხელაც,ოცდარვა ნოემბერს,სიცხისა და სურდოს გამო,გადავწყვიტე,რომ სიცივეში ერთი საათი ჯდომა ვეღარ მესიამოვნებოდა და შესვენებისას საძულველ ოთახში დავრჩი,სადაც მხოლოდ მე და რუსიკო ვიყავით.
თერმოსით ჩაის შევექცეოდი და მუსიკას ბოლო ხმაზე ვუსმენდი ყურსასმენებში,როდესაც კარი გაიღო და უცნობი ადამიანი გამოჩნდა.
რა უნდოდა აქ ზევსს? არა,უფრო სხვა ღმერთი,ყველაზე სიმპათიური რომელი იყო ნეტავ ოლიმპოზდ?თითქმის წამებში შევისწავლე ყველა ნაკვთი. დიდი,ცისფერი თვალები და კუპრივით შავი თმა. სწორი ცხვირი და წარბები ერთმანეთს იმდენად ეხამებოდა,ადამიანს ტირილს მოანდომებდა. ბიჭს თხელი სვიტერი ეცვა,რომელზეც კუნთები უნამუსოდ ეკვეთევიდა.
ჩაი გადამცდა და ხველება ამიტყდა, მოსასულიერებლად ფეხზე წამოვდექი და ფანჯარა გამოვაღე.
-კარგად ხარ,ლანი?-მომესმა რუსიკოს ხმა და აწითლებული მივუბრუნდი.
-კი,კი. გაციებული ვარ და მახველებს-უფრო ბიჭის გასაგონად ვთქვი.
თუმცა გარჯა ნამდვილად ზედმეტი იყო,რადგანაც არა თუ ჩემი ხველება,საერთოდ მე არ შევუმჩნევივარ.
რუსიკოს კომპიუტერთან მივიდა და ქალს ხმადაბლა საუბარი გაუბა.
როგორც მივხვდი,ამ საწყალ კომპიუტერს,რუსიკოს გადამკიდე,მეათასედ აეკიდებინა რაღაც ვირუსი.
ჩემს ადგილს დავუბრუნდი და ვეცადე,ბიჭისთვის აღარ შემეხედა. აქამდე მსგავსი რამ ერთხელ უკვე მომსვლოდა,როდესაც უნივერსიტეტში ,ერთი წელი ,ჩემს იდიოტ კურსელს ვეტრფოდი.
საშინელებაა ასე შორიდან,შენთვის ყოფნა. იცი,იმის გამბედაობა არასდროს გექნება,მიუახლოვდე და ადამიანურად გამოელაპარაკო. არც შენი თავის იმედი გაქვს,არც მისი. იმასაც ხვდები,ადრე თუ გვიან, ყველაფერი სისულელით დასრულება,თუ კი ,რა თქმა უნდა,დაიწყებ.
მე პირადად,ნამდვილი სიყვარული არსად შემხვედროდა,ფილმების გარდა,ამიტომაც დიდად არ მწამდა ბედიერი დასასრულების.
იქნებიან კარგად,დაქორწინდებიან და მერე? იცხოვრებ მთელი დარჩენილი დრო სხვა ადამიანთან.მოგიწევს,გაითვალისწინო სხვისი სურვილები,მოუმზადო საჭმელი,დაურეცხო წინდები,აიტანო მთვრალი,იმან აგიტანოს მთვრალი...
სანამ ურთიერთობათა სიძლეებზე ვფიქრობდი და გულს ვუმტკიცებდი,რომ ამის თავი არ მქონდა,ბიჭი საქმეს მორჩენილიყო და რუსიკოს მადლობებს ისმენდა.
ჩუმად მაინც გავაპარე თვალი. არა,ძალიან სიმპათიურია!
ეს ხმა მაინც ჰქონდეს ცოტა ნაკლებად მიმზიდველი?
-მელანი!-შემომესმა და რუსიკოს ღიმილით მივუბრუნდი.-ხომ ამბობდი,ჩემი კომპიუტერი ჭედავსო? აქაა ბარემ იკა და დაგეხმარება.
იკა? ირაკლი...სახელი მაინც აქვს მიწიერი,მადლობა ღმერთს.
გამახსენდა,რას ვაკეთებდი კომპიუტერში-ცოტა ხნის უკან მენსტრუაციის ციკლის დარღვევაზე მოვიძიე ინფორმაცია,შემდეგ ორსულობის ნაადრევი სიმპტომები ამომიგდო საიტმა,გადავყევი და...
ახლა მთელი ბრაუზერი სავსე მქონდა ყველანაირი სტატიით,რაც კი ქალის საშვილოსნოსა და ვაგინაზე დაწერილა.
იკა კი უკვე ჩემსკენ დაიძრულიყო და აშკარად აპირებდა,ჩემი კომპიუტერი ძირფესვიანად გამოეკვლია.
-ახლა არა!-დავიღრიალე და ბიჭს ფეხი ჰაერში გაუშეშდა-მნიშვნელოვან რამეს ვწერ,სამაგისტროს,ახლა ბევრი რამ მაქვს გახსნილი და სხვა დროს იყოს.-ამოვიკნავლე და მეტი დამაჯერებლობისთვის ყელზე შარფი მჭიდროდ შემოვიხვიე.
-არ გაგითიშავ,მარტო ანტივირუსს ვნახავ,მუშაობს თუ არა-გამიღიმა და მომიახლოვდა.
სასწრაფოდ გამოვრთე ბრაუზერი და უკან მივიჩოჩე.
-დაგსვა?-წამოვიწიე,თუმცა ხელით შემაჩერა.
-არა,იყავი,ორი წამის საქმეა.
ჩემსკენ წამოიწია,თითებში წრუწუნა მოიქცია და ეკრანს შეაჩერდა.
საუბედუროდ,გაციების გამო,ცხვირი წვინტლით მქონდა გამოტენილი და ვერანაირი სუნი ვერ ვიგრძენი,არა და ,დარწმუნებული ვარ,კარგი სუნი ექნებოდა.
-რამდენიმე პროგრამა ახარვეზებს,ხვალ შესვენებისას შემოვივლი და მოვაგვარევ-შემომღიმა და დაგვემშვიდობა.
ყბადაღებული ვუყურებდი მიხურულ კარს ,როდესაც რუსიკოს ხმამ გამომაგფხიზლა.
-კარგი ბიჭია,არა?-წარბები ამითამაშა.
-გამდნობი-ჩავიცინე და მის სახეზე დავამატე-ანუ,რომ დაგადნობს,ეგეთი.
-უცოლშვილოა,იმდღეს ვკითხე და შეყვარებულიც არ ჰყავს-მრავალმნიშვნელოვნად გამოაცხადა ქალმა.
ოხ ეს რუსიკო,ყველაზე ყველაფერი როგორ იცის?
-იქნებ ჰყავს და არ გითხრა?-მხრები ავიჩეჩე და შეწყვეტილი სტატია მოვძებნე.-ახალია?-ვერ მოვითმინე და მაინც ვიკითხე.
-ვინ,იკა?-გაოცებულმა შემომხედა-ნახევარი წელია,ჩვენთან მუშაობს.
-ვა!-წამოვიძახე. აბა,აქამდე მეძინა? მარცხენა თვალი კი ზარმაცი მაქვს,მაგრამ ეს როგორ ვერ შევამჩნიე?
როგორც აღმოჩნდა,იკა ტექნიკური უზრუნველყოფის სამსახურში მოღვაწეობდა,ხოლო თანამშრომლებთან შესვენების დროს მიდიოდა,თუ კი ვინმეს რაიმე პრობლემა ჰქონდა. მისი სამუშაო სასამართლო პროცესის აუდიო-ვიდეო ჩანაწერებს უკავშირდებოდა და ძირითადად ,მეორე სართულზე მდებარე კაბინეტში მჯდომი აგვარებდა ყველა საკითხს.
იმ დღის შემდეგ ცხოვრება ცოტა ამერია. თანაც,რუსიკოს დახმარებით,რომელმაც გვარი ისე მითხრა,თითქოს უკვე იცოდა,რომ ბიჭს ფეისბუქზე მოვძებნიდი,იკას ყველა სურათი იმავე საღამოს თვალებით დავასკანერე და გონების ყველაზე აბეზარ კუნჭულებში შევინაზე.
კარგი იქნებოდა,ვინმე მეგობრის მსგავსი მყოლოდა გვერდით,ვისთანაც ამაზე ვისაუბებდი,მხოლოდ და მხოლოდ გართობის მიზნით მაინც,მახსენდებოდა,როგორ ვლაყბობდი მარისთან ყველა გამვლელ ბიჭზე და ეს სისულელე მენატრევიდა კიდეც,თუმცა ის შორს იყო,სწავლისა და მუშაობის მიღმა,არაფრისთვის მქონდა დრო,რომ ახალი მეგობარი შემეძინა.იმას საერთოდ თავი დავანებოთ,რომ ხალხში ადამსების ოჯახის წევრივით დავდიოდი და ადამიანებს უკიდურესი აუცილებლობის შემთხვევაში ვეკონტაქტებოდი.
ჩემს ერთადერთ მეგობარს უკვე იშვიათად ვეხმიანებოდი. ის სწავლობდა და ახალ ნაცნობებთან ერთად ერთობოდა. გულის სიღრმეში ძალიან ვბრაზობდი.მიმატოვა,მასთან საუბარი ისე ვეღარ გამომდიოდა,როგორც ადრე,ამიტომაც უკვე იშვიათად ვურეკავდი და ჩვენი საუბარიც მხოლოდ მის ახალ ცხოვრებას ეხებოდა.
მოსვენებას არ მაძლევდა ის ფაქტი,რომ ერთადერთი ახლო ადამიანი ნელ-ნელა მშორდებოდა და ვერაფერს ვაკეთებდი,რომ ეს შემეჩერებინა.
იკამ დანაპირები შეასრულა და კომპიუტერის შესაკეთებლად მეწვია. მთელი ნახევარი საათი უხერხულად ვიჯექი სკამზე და მის კითხვებს გამოშტერებული ვპასუხობდი.რა მერქვა,სად ვსწავლობდი,როგორ მოვახერხე,რომ კომპიუტერი ასე გამოვტენე უსარგებლო ნაგვით,თავად კი ენას ვერ ვაბრუნდებდი,რომ საპასუოდ რაიმე მეკითხა.
სანამ გაციებული ვიყავი,შესვენებაზე სასამართლოს სასადილოში ჩავდიოდი,იმ იმედით,რომ სადმე იკას გადავაწყდებოდი,თუმცა მხოლოდ რამდენჯერმე მოვკარი თვალი და ისიც შორიდან. კაცმა რომ თქვას,ახლოდან რომ მომეკრა რა,მეც უცბად არ გავლექსილიყავი!
წვიმები აუტანლად გაგრძელდა,ჩემს თავშესაფარს დავუბრუნდი და რამდენჯერმე ახალი მუყაოს ყუთის მიტანა დამჭირდა,რადგანაც წვიმა უკვე ყველგან აღწევდა.ვიჯექი,ვსვამდი შოკოლადს და საკუთარ თავს ვესაუბრებოდი. ძირითადად იმაზე,რომ თავი დამენებებინა უცნობ ბიჭზე ფიქრისათვის და რაიმე პროდუქტიულისთვის დამეთმო დრო.
საუბედუროდ,რუსიკოს კომპიუტერს მაინც და მაინც მაშინ მოუნდა გამართულად მუშაობა და იკა იმ დღის შემდეგ ჩვენს ოთახში აღარ შემოსულა.
ახალი წელი ახლოვდებოდა და ეს ყველგან იგრძნობოდა,ჩემი ბინის გარდა.
ვერასდროს ვიტანდი წელიწადის ამ დროს. ან რა არის გასახარი?
ოცდათერთმეტი დეკემბერი სრულდება და პირველი იანვარი იწყება. მერე? ჰოპ! ფეოიერვერკები,ჭამა-სმა,საჩუქრები( ბიცოლაჩემი ყოველ წელს ახალი კბილის ჯაგრისების შეკვრას მჩუქნიდა) .
უბრალოდ სისულელეა! და რამდენ ფულს ხარჯავს ხალხი ამ დღისთვის?
ერთადერთი,რაც მომწონდა,ათასგვარი ასაფეთქებლით აბრჭყვიალებული ცა იყო.
თითქოს რაიმე სასწაული ხდება,მაგრამ ჩემი დამოალი გონებაც აფუჭებდა ფოიერვერკებს და მახსენებ-ყველაზე ცუდი ისაა,რომ არაფერი სასწაულიც არ ხდება.
ისე აღმოჩნდა,რომ წლის ბოლოსთვის შვებულება დავიმსახურე. ალბათ იმიტომ,რომ მანამდე ერთი დღეც არ მომითხოვია,ან და რისთვის უნდა მომეთხოვა?
თითქმის ძალით დავთანხმდი დასვენებას.
ერთის მხრივ კარგი შესაძლებლობა,თავს ხელში ავიყვანდი,სასამართლოს შენობის თითოეულ კუთხეში იკას ვეძებდი და ეს საშინლად მიშლიდა ნერვებს. მე ხომ გაწონასწორებული,მშვიდი ადამიანი ვარ!? ვერანაირი იკა ვერ დაარღვევს ამ სიმშვიდეს და ჯობია ეგ ბიჭიც ყველა დანარჩენი “პრინცის” გზას გავუყენო.სახლში გამოკეტილი ამ ჩვევას მაინც მოვიშლი-მეთქი,გავიფიქრე,რამდენიმე წიგნი მოვიმარაგე და ჩემს ერთოთახიან სამოთხეში მოვკალათდი.
ამ ბინასთან განსაკუთრებული სიყვარული მაკავშირებდა. საერთო საცხოვრებელში ოთახის მეზობლად ერთი უჟმური გოგო მყავდა.
რამდენჯერმე ლუდი შევთავაზე და მას შემდეგ ამითვალწუნა,როგორც შემდეგ გავიგე,ყველას ეუბნებოდა,რომ ლოთი ვიყავი.
ოთახში მუდმივად ციოდა,რადგანაც თათას ( ასე ერქვა იმ უხსენებელს) ,დახურული სივრცის შიში ჰქონდა და წამდაუწუმ ანიავებდა ოთახს.
მას შემდეგ,რაც ჩემი მყუდრო ბუდე ვიქირავე,არც თათას ატანა მიწევდა,ლუდსაც იმდენს ვსვამდი,რამდენიც მომინდებოდა და სააბაზანოშიც არ მხვდებოდა რიგი,როდესაც ცხელი წყლის გადავლება მინდებოდა.
მშვიდად ვადევნებდი თვალს სხვათა საახალწლო სამზადისს.
მართლაც კარგი იქნებოდა ახალი წელი,ნამდვილი სიახლე რომ მოეტანა ცხოვრებაში,მაგრამ მხოლოდ კალენდრით ცხოვრებას ვერ შეცვლი.
ოცდათერთმეტი დეკემბერს ტელეფონის ზარმა გამომაღვიძა.
“მოღალატე” რეკავდა.
თვალები ავახამხამე. მარიამის კუთვნილი ეს ნომერი მხოლოდ საქართველოში იყო აქტიური.
-გისმენთ!-ფრთხილად შევძახე და გულში შეპარული სიხარული დავამუხრუჭე.
-გძინავს,ბო*ზუკ? გაიღვიძე და იმღერე,დაქალი ჩამოგივიდა-დაიკივლა მონატრებულმა ხმამ და დენდარყმულივით წამოვხტი.
-ჩამოხვედი? აქ ხარ?-შევყვირე.
-სიურპრიზი!-ჩაიკისკისა.
-როდის ჩამოხვედი?
-ათი წუთის წინ. ჩემოდანს ველოდები და მერე შენთან მოვდივარ!
-შენებთან არ მიხვალ?-სასიამოვნოდ გაოცებული ვიყავი.
-უფ,არც იმათთვის არ მითქვამს და სოფელში წავიდნენ. მოკლედ,მარტო ნანუმ იცის და ისიც დღეს ჩამოდის. შენთან ვთუხთუხებთ!
-მარიამ!
-რა?
-მიყვარხარ,შე ძუ*ნა!
-მეც,ჩემო ბო*უკა!-ჩაიკისკისა და გამითიშა.
ფრთაშესხმული წამოვხტი. მარიამის წასვლის შემდეგ მთელი ერთი წელი ვუმტკიცებდი ჩემს თავს,რომ მარტოც მშვენივრად ვიყავი,არადა,როგორ მაკლდა!
ყოვლელ მხრივ ნერვებს მიშლის ეს გოგო. უპრინციპოა სიყვარულში,წუწუნა,ეგოისტი,შერეკილი...
სიურპრიზები არ მიყვარს,ის კი გიჟდება მოულოდნელობებზე და საჭიროდ თვლის ,ყველაფერი ზარზეიმით მოაწყოს,მაგრამ...
მაინც მიყვარს. ალბათ იმიტომ,რომ უკუღმართი ვარ.
სწრაფად ჩავიცვი თბილი კომბინიზონი და არეული სახლის მილაგებას შევუდექი.
მარიამს დიდად არ შეაწუხებდა უწესრიგობა,მაგრამ აქაურობა ოდესმე ხომ უნდა დამელაგებინა? თანაც,ახალი წელია,მაინც.
ჩემი მეგობარი ნახევარ საათში მომადგა.
კარის გაღებისთანავე მეძგერა და მძიმე ჩემოდანი ფეხში ჩამაზილა,რის გამოც ჩახუტებას ისეთი ეფექტი ვეღარ ჰქონდა,როგორიც ჩაფიქრებული ჰქონდა.
-იდიოტი ხარ!-კარი გამწარებულმა მივხურე და ჩუსტი გავიძრე,რომ ფეხი დამეზილა.
-აბა,რას შვები?-დივანზე გადაწვა და ბედნიერმა ჩაისუნთქა.
ისევ ისეთი იყო მარი. მაღალი,შავგვრემანი,ტანწერწეტა და მხიარული.
ტანსაცმელზე უგონოდ შეყვარებული ყოველთვის გამორჩეულად იმოსებოდა.
ახლაც,შვიდი ზომით დიდი კოსტუმი მოერგო კუბოკრული შარვლისა და კაშკაშა იასამნისფერი ტოპის ზემოდან.
-მოდი აქ,ჩამეხუტე,შე უჯიშო!-დამიცაცხანა და მეც დავნებდი მონატრებას.
ზემოდან დავებერტყე და ლოყები დავუკოცნე.
-მომენატრე,მოღალატევ.-დავყვირე ზემოდან და შანელის სურნელი შევუშვი ფილტვებში.
-რამდენი ხანი უნდა მეძახო ეგ სიტყვა? ქმარი კი არ აგახიე,შეჩ!
წამოვჯექი და სერიოზულად მივაჩერდი.
-მართლა მიჭირს უშენოდ.
მარიც წამოდგა და დამნაშავის სახით შემომხედა.
-მეც მიჭირს. რადგან ევროპაში ვარ,ეს ავტომატურად არ ნიშნავს,რომ ბედნიერებისგან ვგიჟდები. მენატრება აქაურობა,ხალხიც კი,აზრზე ხარ? მეგონა,აქედან წასულს ყველაფერი ცუდი დამავიწყდებოდა,მაგრამ...
-არ მოუწერია?-გავიხსენე მარის ბოლო სატრფო,რომელთანაც რეკორდული დროით-მთელი ერთი წელი იყო.
-იმის მერე რამდენჯერმე,ხო. მაგრამ ისეთი არაფრი. მომიკითხა და ეგ იყო. მერე ერთმა ბიჭმა დამთაგა ფოტოზე და წავაყარეთ...
-კიდევ კარგი. მეშინოდა,შეურიგდებოდი.
-შენსკენ?-გამომცდელად შემომხედა და თვალები დააწვრილა-ამ ბოლო დროს იშვიათად მელაპარაკები. რამე ხო არ ხდება?
-არა,საერთოდ არაფერი-თვალი ავარიდე,თუმცა ხელზე მომქაჩა და წარბები ასწია.-კარგი,ჰო. ერთი ბიჭი მომეწონა,მაგრამ მხოლოდ ერთხელ ვნახე და ხომ ხვდები შენც,პლატონური სიყვარული და დაქრაშვა არაა ჩემი თემა. ეგ უკვე გავიარეთ.
-ვინაა?-დაიწყო და აღარ გაჩერდა მანამ,სანამ ჩემსავით არ შეისწავლა იკას ყველა ფოტო.
-მაგარი ბიჭია,აი,სერიოზულად!-აღფრთოვანებული მიყვიროდა,სანამ მე ინტერნეტით საჭმლის შეკვეთას ვცდილობდი-აი ეს თუ არ გაიცანი,ჩემი ხელით დაგაჭრი თავს!
-წარმატებები-დავჩხავლე და დავაყოლე-სუში გინდა თუ ბურგერი?
-ხინკალი!
-რა?-ყურებს არ დავუჯერე.
-ხინკალი და ლუდი.როგორ მომენატრა!-მობილური მიაგდო და ლეპტოპთან მომიცუცქდა-ნანუ წამოვიდა უკვე,საათნახევარში ჩამოვა,დაახლოებით... ოცი რას გვეყოფა,გოგო? ოცდაათი იყოს!
გაფართოებული თვალებით შევხედე შეკვეთა გავზარდე და წავილაპარაკე.
-იქ უფრო დაგაკლდა ჭკუა,მგონი!
ნანუ,მარიამის უმცროსი და ,კიდევ უფრო გადარეული იყო. ჯერ ისევ სკოლაში სწავლობდა,მეთორმეტე კლასში,თუმცა ასაკის მიუხედავად,მე და საკუთარ დას ყველაფერში გვჯობნიდა,დაწყებული სითამამით,დამთავრებული ჭკუით.
უამრავი თაყვანისმცემელი ჰყავდა,რადგანაც ულამაზესი იყო,თუმცა სწავლას დროსა და ენერგიას არ აკლებდა,სურდა,ექიმი გამხდარიყო.
ხსენებული ქალღმერთი შუადღისთცის დააცხრა ჩემს მოკრძალებულ ბინას და იქ მყოფები ერთიანად აგვიკლო.
-გოგო,შენ რა,ნაძვის ხე არ გაქვს?-აღშფოთებული მიმოდიოდა ერთი ბეწო ოთახში და საახალწლო მოსართავს ამაოდ ეძებდა.
-მაგაში ფულს არ დავხარჯავ-მტკიცედ გავიქნიე თავი და მარიამს მივუბრუნდი-რა საჭიროა?
-ხო,რავიცი. მთავარია,ერთად ვართ,ნაძვის ხე რად გვინდა?
-ორი იმბეცილი-ჩაიბუტბუტა ნანუმ და სავარძელში ჩაებერტყა-კარგით,რა! საახალწლო განწყობა გვჭირდება! რისთვის წამოვედი ამხელა გზაზე?
ნანუს ამ სიტყვებმა უარყოფითი ემოციები მომიტანა. ჩემთან ჩამოვიდნენ,მარი პოლონეთიდან წამოვიდა,ახლა კი ვისხედით და იგივე განწყობა გადავდე დანარჩენებსაც. უაზრობის ჩემპიონი.
-კარგი,მოდი,მოვრთოთ-ამოვილაპარაკე ცოტა ხნის შემდეგ.
ვინაიდან ფინანსები დიდად არც ერთს არ გვიწყობდა ხელს,მით უმეტეს,საახალწლო სუფრაზეც უნდა გვეზრუნა,იმაზე დავიწყეთ ფიქრი,ფული როგორ გვეშოვა.
-ეს ხომ ბო*უკაა?-ჩაიქირქილა მარიმ და ჩემსკენ გამოიხედა-საათში ასი დოლარი,აბა,რას იტყვი, მელანიკო?
-ახალი წელია,კლიენტები თავიანთ ოჯახებში არიან-ამოვიოხრე და ფანჯარას გავხედე-თოვლი?
თვალებს არ დავუჯერე. რამდენიმე წელი იყო,რაც ამგვარი ბარდნა არ მენახა. ფანჯარას მივვარდი და ფარდები კარგად გადავწიე-თოვს,ქალებო!
რამდენიმე წუთში უკვე გარეთ ვიდექი და მხიარული კისკისით ვტრიალებდი ფიფქებში. უცნაური განცდა მქონდა. მე ხომ ასეთი ჩვეულებრივი რაღაცები არ მახარებდა? ეს რა იყო,ახალი წელი?
თითქოს საერთო განწყობა ნელ-ნელა ჩემშიც იბუდებდა და დაობებულ გრძნობებს სასწაულებრივად უბრუნდებდა ფერებს.
ქუჩებს უმისამართოდ მივუყვებოდით და აზრს მოკლებულ თემებზე ვსაუბრობდით.
-მარტო ლუდი არ გვეყოფა,შამპანურიც ვიყიდოთ.-ეკამათებოდა ნანუ დას.
-მერე,ნაძვის ხე და მოსართავებიც რომ გვინდა?-შეეპასუხა მარი.
-მოდი,როგორმე ხის გარეშეც გავძლოთ და კარგად მოვილხინოთ.-შევაპარე ორივეს და ნანუს სახეზე მაშინვე ვინანე ნათქვამი.
ტუჩები გამოსწია და კარგად გამოგვლანძღა,არაფერს არ მიჯერებთ და კარგად იყავითო.
ჩამოგვრჩა და მარტომ განაგრძო სიარული.
ასეთ დროს ვიცოდით,უნდა მოგვეცადა. ნანუს ერთი თვისება ჰქონდა-როდესაც რაიმეს მოინდომებდა,აუცილებლად უნდა აესრულებინა,თორემ ნამდვილ ეშმაკად იქცეოდა და ყველას და ყველაფერს წამლიდა. გაბრაზების ჟამს მისგან შორს ყოფნა საუკეთესო გამოსავალი იყო,ამიტომაც მარის ხელი ჩავკიდე და ჩუმად განვაგრძეთ გზა.
ჩემს კორპუსთან ვბრუნდებოდით,ნანუ ისევ გაბუსხული მოგვყვებოდა,ამიტომაც მხოლოდ ჩვენ ორნი მივუახლოვდით მაღაზიას და მის წინ გავაჩაღეთ ბჭობა,თუ რა უნდა გვეყიდა.
-რა ლამაზია-წაიკაპარაკა მარიმ და ჩემს უკან მდგარ ნაძვის ხეს შეჰხედა,რომელიც ,სავარაუდოდ,მაღაზიის მფლობელს დაედგა.
-ასეთი არ გვაწყენდა-შორი-ახლოს მდგარ ნანუს გავხედე.
-რა იქნება,რომ გვათხოვონ?-გაიცინა.
-ან ვითხოვოთ-ღიმილით ვუპასუხე.
-საშინელებაა,თუ ფული არ გაქვს,ახალი წელიც კი არ მოდის-მოიღუშა მარი და ნანუს ხელი დაუქნია. მანაც,როგორც იქნა,ინება და მოგვიახლოვდა.
უცბად ერთმა გიჟურმა იდეამ გამიქროლა გონებაში და სანამ დავაიგნორებდი,ხმამაღლა გავაჟღერე.
-მოდი,მოვიპაროთ!
-რა?-ყურები ცქვიტრს.
-ნაძვი. უფრო სწორად,ვითხოვოთ. სანამ ახალი წელი დადგება,ასე,თერთმეტ საათზე,მერე კი დავაბრუბოთ.
მარიმ გადაიხარხარა,ნანუმ კი აღფრთოვანებით შემომხედა.
-მაგარია,ნი,მართლა! გენიალურია!
-გაგიჟდით,ხო? და რომ დაგვიჭირონ?
-ვერ გაიგებენ. ეს მაღაზია ათ საათზე იკეტება,თუ დროულად დავაბრუნებთ,ვერ მიხვდებიან-კიდევ უფრო გადაირია ჩემი ცნობიერი.
-ახლა დაწყნარდებით,ვიყიდით,რაც გვინდა და ავალთ სახლში,გაიგეთ? ნუ აყვები ხოლმე შენ ამას- მკაცრად დამიქნია თითი მარიმ და მაღაზიაში შევიდა.
-მოდი,ჯერ დავათროთ-თვალი ჩამიკრა ნანუმ და კარისაკენ მიბიძგა.
მარის დათრობა კი ნამდვილად რთული საქმე იყო,რადგანაც ჩვენზე გაცილებით კარგად იტანდა სასმელს.
საღამოს ათი საათისთვის გოგონებს უკვე “ჩემო ლამაზო მეგობრებოთი” მივმართავდი და შიგადა შიგ ვასლოკინებდი,ნანუც არ იყო უკეთეს დღეში,თუმცა,ჩემგან განსხვავებით,მამა-პაპური სადღეგრძელოების მოგონების ნაცვლად,ტელეფონზე ჩამოეკიდა და ვიღაცას განაბული ესაუბრებოდა.
როგორც შემდეგ აღმოჩნდა,თბილისელი თაყვანისმცემლებიც მრავლად ჰყოლია და ერთ-ერთი მათგანი ჩემს ბინაში დაუპატიჟია.
-არ განიხილება!-ხელის აწევით მოცელა ჩემი და მარის არგუმენტები-ბიჭები გვაკლია,ხალხო! ორ საათში ახალი წელია,ჩვენ კი უკანასკნელი ლუზერებივით ვსხედვართ და ვარჩევთ,რა იდიოტია მარის ყოფილი და რა ლამაზი ის ვიღაც ერეკლე...
-ირაკლი-ჩაუსწორა მარიმ და შამპანური დაისხა-იკა არ ჰქვია?-მომიბრუნდა.
-არ თქვა-მეთქი,გაგაფრთხილე-თვალები ავატრიალე და ნანუს მივუბრუნდი-მალე მოვლენ ეგ შენი ბიჭები?
-გამოვიდნენ უკვე-მხრები აიჩეჩა-წამო,ნაძვის ხე მოვიტანოთ.
-ნაძვის ხე!-წამოიყვირა მარიმ და ფეხზე წამოხტა-წამოდით,ვიტაცებთ!
-მოიცა,მართლა?-ყურებს არ დავუჯერე.
-აი,ძალიან მოვიწყინე! სასწრაფოდ რამე სიგიჟე მჭირდება-ისევ შეჰყვირა მარიმ და რწევით მომიახლოვდა-ხომ იყავი დიდ გულზე,ხოდა,წამოდი!
შენიღბვისთვის ჩემი გამჭირვალე წინდები,ქუდები და კინოთეატრის სამი დე სათვალეები მოვიმრაგეთ(მზის სათვალე ვეღარ ვიპოვე),ძველის ძველი,შავი დუტის ქურთუკი მოვისხი და ორი კორპუსის დაშორებით მდებარე მაღაზიასთან მივიპარეთ.
ქუჩაში სრული სიჩუმე იყო,ახალი წლის სამზადისში ყველა სახლებში შეყუჟულიყო,მაღაზიაც დაეკეტათ და ნაძვის ხე მარტოსულად ანათებდა ჩაბნელებულ ვიტრინებს.
-მოიცა,მართლა უნდა მოვიპაროთ?-ახლაღა გავიაზრე სიტუაცია და შიშმა ფეხებამდე დამიარა.
-შენ არ იყავი,მთელი დღე რომ წიკვინებდი?-შავი თვალები დამიბრიალა მარიამმა და სახეზე “ჩულქი” ჩამოიცვა.
-დავძრავთ,რო?-იკითხა ნანუმ.
-მომისმინეთ,ამ ყინვაში იმისთვის ნამდვილად არ გამოვქცეულვარ,რომ ორი იდიოტის ლუღლუღს ვუსმინო.-დაგვიცაცხანა მარიმ-მივდივართ,ხელს ვკიდევთ ნაძვს,მოგვაქვს და აგვაქვს მეხუთე სართულზე,ორმოცდამეცამეტე ბინაში,ოქეი? ქვეშაფსიები!
-ვინაა ქვეშაფსია?-ამოთქვა ნანუმ,ხელი ჩამჭიდა და წამათრია-შენ მანდ იდექი,თუ რამეა,”თოვლი მოსულა” რომაა სიმღერა,ეგ წაიმღერე და მივხვდებით,გაიგე?-დაუბარა დას და მომიბრუნდა-ჩამოიცვი ეგ ნასკი და ჩქარა მიგვაქვს,იქ კამერაა-ხელით დამანახა.
საერთოდ ვერ გავიაზრე,როგორ ჩავავლე ნაძვის ბოლოებს ხელები,გული ამოვარდნაზე მქონდა,ახლა კარგად მესოდა,რას გრძნობდნენ ბანკის მძარცველები. მათ ხომ ცხოვრებამ სხვა გამოსავალი არ დაუტოვათ?
ნანუმ ფერადი ნათურები დენცქვიტადან გამოაძრო და ხე სწრაფად წავაცუნცულეთ.
რამდენიმე სათამაშო გზაში ჩამოგვარდა,მარიამი უკან აგვედევნა,ხელებგაშლილი,თავისი ჭკუით,ნაძვს ფარავდა. რამდენჯერმე შეჩერება მოგვიწია,რადგანაც ხან მე ვიჭაჭებოდი სიცილისგან,ხანაც ნანუ. მარის “თოვლი მოსულა” ჩაეხვია და ვეღარ ვაჩერებდით.
მეხუთე სათულამდე ძლივს ავაღწიეთ და ნაძვის ხე ჩემს პატარა ბინაში შევტენეთ.
როდესაც ნათურები აციმციმდა,ერთხმად ავკივდლით და სიცილისგან იატაკზე გავგორდით.
-ვაიმე,დედა!-წიოდა მარიამი-არ მჯერა,ეს მართლა ვქენით?
-გიჟების ურდო-ვერ წყნარდებოდა ნანუ.
-კრიმინალები ვართ-ვხარხარებდი,როდესაც კარზე ზარის ხმა გაისმა.
სწრაფად მოვიყვანე სახე მწყობრში და კარისკენ გავემართე. ნანუ ამედევნა და წაილაპარაკა.
-ეს ,ალბათ, თაზო იქნება. ძმაკაცებსაც მოვიყვანო.
-იმედია,დაეტევიან-გავუღიმე, სულ გადავივიწყე ჩემი ინტროვერტობა და კარი გამოვაღე.
ზღურბლზე საშუალო სიმაღლის,შავგვრემანი ბიჭი იდგა,რომელსაც ხელში პოლიეთილენის პარკები ჩაებღუჯა და ნანუს გაბრწყინებული უყურებდა. ჩემთვის არც შემოუხედავს,ისე მიაჩეჩა გოგონას პარკები და საუბარი გაუბა თოვლიან ამინდზე.
წარბაწეულმა გავატარე ბიჭი და დანარჩენებს მივუბრუნდი. ფეხებში ჟრუანტელმა დამიარა,მუცელს მოედო და ბოლოს გულამდე მიაღწია.
ჩემს წინ ორი ბიჭი იდგა-ერთი მაღალი,სპორტული აღნაგობის,ცისფერთვალება იკა,ხოლო მეორე... ჯანდაბას მეორე,ღმერთო!
ენა ძლივს მოვატრიალე,რათა სახლში შემეპატიჟებინა. კარი მივხურე და მაშინვე სარკეს მივახტი.
გრძელი,ყავისფერი თმები,რომლებსაც სულ ვისწორებდი,ახლა თოვლის გამო ურჩ კულუკლებად დამხვეოდა. საბედნიეროდ,ტუში ისევ წამწამებზე მესვა,მთვრალი,თაფლისფერი თვალები აქეთ-იქით გამირბოდა,ცხვირი და ლოყები ამწითლებოდა. იქვე მდგარ ტონალურ კრემს დავტაცე ხელი,თუმცა შევამჩნიე,რომ სხვების თვალთახედვის არეში ვიყავი და კვლავ ადგილზე დავაბრუნე.
რაც არის,არის-მეთქი,შევუძახე თავს და ოთახში შევბრუნდი.
მაგიდის გარშემო სამი ბიჭი შეკრებილიყო,პირველი,სავარაუდოდ,ნანუს მოტრფიალე თაზო გოგონასთან ახლოს,სავარძელში მოკალათებულიყო და რაღაცას ჰყვებოდა რთულ სამუშაო გრაფიკზე,იკა ნაძვის ხისკენ მიბრუნებულიყო და ინტერესით აკვირდებოდა,მესამე კი,მაღალი,გამხდარი,ღია ფერის თმის ბიჭი მარიამს ესაუბრებოდა.
ჩავახველე და გაღიმებული მოვთავსდი დივანზე.
იკამ ნაძვის ხეს თავი ანება და ჩემსკენ შემობრუნდა.
-მელანი,არ ვიცოდი,შენთან თუ აღმოვჩნდებოდი-გამიღიმა და ოთახს თვალი მოავლო-შენი სახლია,ხომ?
მიცნო? შეუძლებელია!
-კი,უფრო სწორად,არა... უფრო...-მარიამის გააგებული მზერა დავიჭირე და ენა დავიმორჩილე-დროებით.
-კარგი ადგილია,მეც ახლოს ვცხოვრობ.-ჩაილაპარაკა და ნაძვზე მანიშნა-და მეც ზუსტად ასეთი ხე მაქვს.
-მართლა? -წამოვიკნავლე და გახევებულ მარის შევხედე-სად ცხოვრობ?
-დაახლოებით ორი სახლის იქით,მაღაზია გეცოდინება,მარკეტი “ჯი ემი”,მამაჩემისაა.
-ჰა?-წამოიყვირა ნანუმ და გადმომხედა.
-რა?
-არა,არაფერი. მაგ მაღაზიაში ხშირად შევდივართ. რა დამთხვევაა-ნერვიულად გავიცინე.
-აჰამ,ნამდვილად ვერ წარმოვიდგენდი,აქ თუ გნახავდი.
-ერთმანეთს საიდან იცნობთ?-გამოშტერდა ნანუ.
-იკა-გამოვკვეთე და თვალები დავქაჩე-სასამართლოში მუშაობს.თუმცა,არ მეგონა,თუ გახსოვდი.
გოგონამ თვალები ააფახუნა,გადახარშა ჩემი ნათქვამი და სახე გაუნათდა.
ღმერთს შევევედრე,ახლა არ დამწვას-მეთქი,თუმცა ამაოდ.
-ის იკა?-წამოაყრანტალა ნანუმ და მარის შეჰხედა,დის მზერაზე კი სასწრაფოდ დაამატა-შენ რომ ახსენე,ჩემი ძმაკაცი სასამართლოში მუშაობსო,ახლა გამახსენდა-მიუბრუნდა თაზოს.
უფალო,მიწაში მაინც ჩამიტანე,სხვა სურვილს თუ არ მისრულებ!
-მახსოვდი?-თემას მიუბრუნდა იკა და მის მზერაზე უარესად ავწითლდი-შენ თავს რა დამავიწყებს,ჩემი ოთახის ფანჯრიდან გაგიცანი.
-რა?-დავიბენი და შევეცადე,გამეხსენებინა,როდის დავძვრებოდი ფანჯრებზე.
-სასამართლოში,ყოველ დღე,პირველ საათზე,დარში თუ ავდარში,ნაძვების ქვეშ ზიხარ და ... არ ვიცი,რას აკეთებ,მაგრამ ძალიან ბედნიერ კი ჩანხარ ხოლმე-ჩაიცინა.-შენ თავს რომ ელაპარაკებოდი,მაგ დროს ძალიან საყვარელი იყავი.
-იქ... ვისვენებდი-ამოვღერღე-მეგონა,ყველასგან შორს-დავამატე გაბრაზებულმა.
-რას ვშვებით ,აბა? არ ვსვამთ?-წამოიძახა მარის გვერდით მჯდომმა ბიჭმა,რომელსაც ნიკა ერქვა და მათი მოტანილი პარკებიდან ნაირ-ნაირი სასმლის ამოლაგებას შეუდგა.
-მარი,წამო,ჭიქები მოვიტანოთ-გადავულაპარაკე ჩემს მეგობარს,რომელიც ხარბად შესცქეროდა შოკოლადებს და კონიაკს.
-მიდი რა,შენ მოიტანე...-ხელი აიქნია და მომიწია,მაგიდის ქვეშ ფეხი გამეკრა,რომ მისი ყურადღება მიმექცია.
საუბედუროდ,მიზანშიც არ ვუქნივარ ღმერთს და ნიკას გავარტყი ,რომელსაც საზეიმოდ შემართული შამპანური ხელიდან გაუვარდა და ნაწყენმა შემომხედა.
-რისთვის?
-ბოდიში,რეფლექსია-დავიხარე და ფეხი მოვიზილე-ხანდახან ასე იცის ხოლმე...წამოდი,ხომ ხედავ,ფეხი დამეჭიმა-თვალები დავუბრიალე მარის და ამ უკანასკნელმაც,როგორც იქნა,მოტვინა.
-ის იკაა,ხო?-ამედევნა ჩურჩულით-არაფოტოგენური ყოფილა,ისე უფრო ლამაზია!
-რა დროს სილამაზეა!-ვუჩურჩულე გამწარებულმა,როდესაც სამზარეულომდე მივაღწიეთ-ვერ გაიგე,ამის მაღაზიიდან მოვიპარეთ ნაძვი!
-რა მოხდა მერე,დანიშნული კი არ აქვს,დავაბრუნებთ და ვერც მიხვდება-თვალები აატრიალა.
-ასეთი უიღბლო რატომ ვარ?-ამოვიწკმუტუნე და ჭიქებს დავწვდი.
-რატომ უიღბლო? უფრო უმადური ხარ. ოცნების ბიჭი სახლში დაგადგა და უიღბლო ვარო, კიდევ შენ გაიძახი?
-ჰო,შემომხედე,რას ვგავარ-ხელები ჭიქებიანად ავიქნიე-მთვრალი,სველი და დამნაშავე...
-ახლა დამშვიდდი -მომიახლოვდა მარიამი და ლოყებზე ცალი ხელი მომიჭირა,სახე ამაწევინა და ოლიმპიადის მონაწილესავით შემომხედა-თავში ხელი აიყვანე!
სიცილი წამსკდა და კინაღამ ჭიქები შევიწირე.
-ლოთი მარო-ამოვისუნთქე-პირიქითაა ეგ.
-მერე,მე რა ვთქვი?-მხრები აიჩეჩა და ოთახისაკენ გამიძღვა,საიდანაც სიმღერის ხმა მოდიოდა.
ნანუ და თაზო ხელგასახვეულები მღეროდნენ “last Christmas “ -ს,ნიკა ვიდეოს იღებდა,იკა კი ფანჯარასთან მდგარი ტელეფონზე საუბრობდა.
ვინაა? იქნებ შეყვარებული? მე რა,უკვე ვეჭვიანობ?
თითქოს ჩემი ფიქრები გამოიცნოო,ღიმილით გამომხედა და ტელეფონი გათიშა.
მოცა,ჩემსკენ მოდის? რა უნდა?
ჯერ ისევ ჭიქებით ხელში შუა ოთახში გავხევდი და მოახლოებულ ბიჭს გავენაბე.
-ჩაის ჭიქები რად გინდა?-გაიცინა და ერთი,წიწილის გამოსახულებიანი ჩამომართვა.
-სხვა არ მაქვს-გავუღიმე მეც და მხრები ავიჩეჩე.
-კონიაკი ასე ჯერ არ დამილევია-გადაიხარხარა და ხელი მიბიძგა-მოდი,დაჯექი.
ჩემს სახლში მაინც არ იყოს?
გვერდით მომისკუპდა და საუბარ გამიბა.
მთელი ერთი თვე ჩუმ-ჩუმად ამ ბიჭის დანახვაზე ვოცნებობდი,ახლა გვერდით მეჯდა და თოვლზე მელაპარაკებოდა,მე კი გამოშტერებულ მდგომარეობაში მყოფი,იმასაც კი ვერ აღვიქვამდი წესიერად,რომ ეს “ის” იკა იყო. სირცხვილით ვიწვოდი,რატომღაც დარწმუნებული ვიყავი,რომ უკვე ყველაფერი იცოდა და მისთვის ერთი პატარა,ქურდი ქრცვინი ვიქნებოდი მთელი ცხოვრება.
თავდაჯერებულობა,რომელიც სხვა ყველაფერში საკმარისზე მეტი მქონდა,ბიჭებთან ურთიერთობისას სადღაც ჯანდაბაში მეკარგებოდა,მეგონა,რომ არ ვიყავი საკმარისად მიმზიდველი ან კარგი იმისთვის,რომ იკასნაირ ბიჭს ჩემთვის ისე შემოეხედა,როგორც,მაგალითად,თაზო უყურებდა ნანუს.
ამ აზრმა იმდენად ცუდად გამხადა,რომ იკას ბოდიში მოვუხადე და სააბაზანოსაკენ გავვარდი,თან ერთი ჩაის ჭიქა შამპანური გავიყოლე.
-რა ჯანდაბა გჭირს?-მივუბრუნდი ანარეკლს,როდესაც კარი ჩაკეტილი დავიგულე-შეხედე შენ თავს,ძალიანაც ლამაზი ხარ,აბა ,რაშია პრობლემა?
ანარეკლი გაბუტული მომაჩერდა და ჩაის ჭიქიდან მოსვა.
-ახლა კარგად მომისმინე!-ხმას ავუწიე-გეყოფა! ყველაფერზე ფიქრი,ნერვიულობა და უბრალოდ არანორმალურად მოქცევა! მოგწონს,არა? ი-ი განსხვავებულია მელანი,უბედური,მარტოსული,საწყალი. საკუთარი თავის შეცოდება უბრალოდ საზიზღრობაა. ლუზერი ხარ,მეტი არაფერი. ასე გააგრძელებ და ამოგხდება კიდეც სული პორნოს ყურებით,კატების გარემოცვაში. საშინელებაა-ცხვირი ავიბზუე და სასმელი გამოვცალე-დაიკიდე ყველაფერი. არ აქვს მნიშვნელობა,იკა სერიოზულად გიყურებს თუ არა. არც შენ უნდა შეხედო ყველაფერს სერიოზულად. ახალი წელია,ამის დედა ვატირე და შენ!ხო,შენ! ქურდობა დაგჭირდა იმიტომ,რომ დღესასწაულამდე ორი საათით ადრე მიხვდი,თურმე საჭირო ყოფილა ნაძვიც,ზეიმიც და საერთოდ,მხიარულობა. სირცხვილო!
მონოლოგი კაკუნმა შემაწყვეტინა.
ხმა ჩავიწმინდე,ორეულს თავი დავუქნიე და კარი გამოვაღე.
-ათ წუთში ახალი წელია,ტუალეტში ხვდები ხოლმე?-ინტერესით შემომხედა იკამ.
-კარგად მაქვს დაცდილი-გავუღიმე-ყველაფერ ცუდს აქ დატოვებ,წყალს გაატან მერე გახვალ და ახალი შემართებით შეხვდები ახალ წელს.
-აქამდე არ მიცდია,როგორ უნდა,აბა?-შემოვიდა და კარი მიხურა.
საერთოდაც ,მე ვიხუმრე და ცუდში ბუნებრივი მოთხოვნილებები ვიგულისხმე,მაგრამ ახლა უკან ვეღარ დავიხევდი.
სარკის წინ ორივე გაჭირვებით დავეტიეთ,ანარეკლ-იკას მივაჩერდი და ყოვლისმნახველი ადამიანის სახე მივიღიე.
-ჩაისუნთქე-თვალები დავხუჭე და ფილტვებში ჰაერი შევუშვი. კიდევ კარგი,ორი კვირის წინ ჰაერის გამწმენდი დავამონტაჟე-ახლა რაც კი ცუდი ფიქრები გაქვს,ერთად მოუყარე თავი-ნელა,მელოდიურად,მლოცველივით ამოვთქვი.-კარგად გადააბი ერთმანეთს,რამე არ გამოგრჩეს. ყველა ცუდი,რაც კი მომხდარა,რისიც გეშინია...
-აჰამ-დაიზმუვლა,ცალი თვალი გავახილე და კინაღამ სიცილი წამსკდა,ამხელა აწოწილი კაცი ტუალეტში ჩემთან ერთად იდგა და “ცუდ რაღაცებს” ერთად კრეფდა.
-წამოიღე ეგ ყველაფერი მთელი სხეულიდან თავში-ხელები ავწიე და ფხუკუნი შევიკავე-და ახლა რაც ძალი და ღონე გაქვს,დაიყვირე,არ დაფიქრდე!-შევუძახე და შევხტი,მართლაც იმხელა ხმაზე იღრიალა.
იმავე წამს სააბაზანოს კარი გაიღო და ოთხი შეშლილი სახე შემოგვაჩერდა.
-რას უშვრები ჩემს ძმაკაცს?-შემიძახა თაზომ.
-განწმენდის პროცედურაა-მხრები ავიჩეჩე.
-ხუთ წუთში ახალი წელია,გამოეთრიეთ მაქედან,რასაც არ უნდა წმენდდეთ-ჩაიცინა ნანუმ.
იკას ღიმილით შევხედე.
-აბა,იმოქმედა?
-მგონი,კი. ჩემებურ მეთოდსაც გასწავლი,გინდა?
-მოდი,ჯერ ახალ წელს შევხვდეთ-სასწრაფოდ გამოვვარდი,რადგანაც მისი მზერა უცნაურად მეჩვენა.
-ზუსტად ახალი წლის დადგომისასაა საჭირო ეგ პროცედურა-დამეწია და მხარი გამკრა.
გონებაში ისევ შემომეპარა ის აზრი,მეთამაშება-მეთქი,თუმცა სწრაფად დავაიგნორე. დაე,იყოს თამაში.
ჩემს პატარა აივანზე გაჭირვებით მოვთავსდით ექვსივე და გასუსულები შევაცქერდით აბრჭყვიალებულ ცას.
ესეც ჩემი საყვარელი მომენტი. თუმცა ცის ყურება დიდად აღარ მიზიდავდა. ჩემს გვერდით მდგარ სხეულს ხარბად ვაჩერდებოდი. მინდოდა,ეს მომენტი როგორმე სამუდამოდ გაწელილიყო. უბრალოდ აი ასე,გვერდით მდგარიყო და არსად წასულიყო,მზეც არ ამოსულიყო...
-გილოცავთ!-დაიწივლა ნანუმ და თაზოს გადაეხვია.
იკა მომიბრუნდა და ხელი მომხვია,დაიხარა და ყურთან მიჩურჩულა.
-სურვილი ჩაიფიქრე!
სურვულის კი არა,საერთოდ არაფრის ფიქრის თავი არ მქონდა. ჰაერში გაჯერებული დენთის სუნთან ერთად რაღაც სასიამოვნოს გრძნობდა ჩემი ცხვირი და ტვინიც ამ სუნის გარდა სხვა ყველაფრის აღქმაზე უარს აცხადებსა.
რა მსურდა ყველაზე მეტად?
ვიღაც,ვინც ჩემს მარტოობას დაინახავდა,მტვერსასრუტივით შეიწოვდა და სამუდამოდ მომაშორებდა. ყოველთვის ახლოს იქნებოდა,რათა თუკი ოდესმე კიდევ დამედებოდა ეს საშინელი მტვერი,კვლავ გავესუფთავებინე. ისევ და ისევ...
-აბა,რა ჩაიფიქრე? -მოხვეულ ხელებს არ მაშორებდა.
-მტვერსასრუტი-ჩავიღიმე,შევბრუნდი და შევხედე.
ბავშვები ოთახში დაბრუნებულიყვნენ,ნანუს წივილი ისმოდა,ნაწილობრივ ვხედავდი,როგორ წუწავდა თაზო ყველას შამპანურით.
ჯანდაბას ყველაფერი-მეთქი,გავიფიქრე,იკას კისერზე მოვხვიე ხელები,ფეხის წვერებზე ავიწიე და ტუჩებზე დავწვდი.
ნამდვილად არ მაინტერესებდა არც სიმორცხვე,არც ის,რომ სიმთვრალე გაივლიდა,ეიფორიაც და ხვალ დილით,ნაბახუსევზე ბალიშში თავჩარგული სირცხვილით დავიწვებოდი.
არაფერი მადარდებდა გარდა იმ არომატის,რომელსაც ხარბად ვისრუტავდი.
თვალდახუჭულმა ვიგრძენი,როგორ მომხვია წელზე ხელები და ჰაერში ამიტაცა. ბაგე გააპო და უფრო მომთხოვნად განაგრძო კოცნა.
ეს იყო გათავისუფლება. ჩემი ბორკილები თავადვე დავამსხვრიე,ან იქნებ,ახალი წლის ჯადოსნური განწყობა დამეხმარა. შედეგი ერთი იყო-ბედნიერი ვიყავი.
-განწმენდის რიტუალი თავად შეასრულე-ჩაიცინა,როდესაც ჩემს ტუჩებს მოშორდა.
არ ვიცი,რამდენ ხანს ვიყავი მიხუტებული მის სხეულზე. მოშორება და თვალებში ჩახედვა არ მინდოდა.მის მხარს ზემოდან დავინახე,როგორ დაიძრა თაზო აივნისკენ,თუმცა რომ დაგვინახა,ეშმაკურად ჩაიღიმა და ფეხაკრეფით წავიდა უკან.
სიცივეს ვერ ვგრძნობდი,მზად ვიყავი,მთელი ღამე ამეტანა ყინვა,თუმცა მაინც მომიწია,მოვშორებოდი,როდესაც მისი სხეული ოდნავ შეირხა. მივხვდი,რომ დრო იყო.
მეშინოდა,რაიმე არასასურველი არ დამენახა მის თვალებში,მაგრამ ასე არ მოხდა. უბრალოდ მიღიმოდა მთელი მისი სახე-ცისფერი თვალები,მსხვილი ტუჩები,წარბები...
-შენი ნაძვის ხე მოვიპარე-თავადაც არ ვიცი,რატომ წამოვაყრანტალე.
გაიცინა და ისევ მიმიხუტა.
-ვიცი. ეგ მოსართავები მე შევარჩიე.და მამაჩემმაც დამირეკა წეღან-ჩაიკლაპარაკა და თმაზე ხელი ჩამომისვა-ახალი წლის საჩუქარი იყოს.

მეორე დილით ,საშინელ სიცხეში,მარისა და ნანუს შუა გამეღვიძა. ორივეს ჩემს სხეულზე შეელაგებინათ ფეხები და მშვიდად ფშვინავდნენ.
ტანსაცნლიანი ვიწექი,ოფლი მასხამდა და საშინლად მწყუროდა.
გაჭირვებით გამოვძვერი ლოგინიდან და ოხვრით მოვავლე თვალი ნაგავსაყრელად ქცეულ ჩემს სათაყვანებელ ბინას.
თავბრუსხვევას გულის რევის შეგრძნება მოჰყვა და დასამშვიდებლად დივანზე ჩამოვჯექი.
ჩემს წინ მოციმციმე ნაძვს მივაჩერდი და მხოლოდ შემდეგ აწრიალდა გასული ღამის მოგონება ჩემი პარალიზებული ტვინის ხვეულებში.
სტუმრები გამთენიისას წავიდნენ,მანამდე კი ვცეკავავდი,ვმღეროდი და ვეხუტებოდი... იკას!
-ვაიმე!-წამოვიძახე და გულგადაქანებული გავვარდი სამზარეულოში.
სამი ჭიქა ცივი წყლის გამოცლის შემდეგ თავი ხელებში ჩავრგე და ამოვიზმუვლე.
-რა სირცხვილია! რას იფიქრებს...
დიდ ხანს მოვთქვამდი,მივტიროდი საკუთარ სინდისს,დაკარგულ შემართებას და მხოლოდ მაშინ გამოვცხიზლდი,როდესაც ჩემი მობილურის ხმა მომესმა.
კარგა ხნის ძებნის შემდეგ,აივანზე ვიპოვე,უამრავ ცარიელ ბოთლთან ერთად.
მოკლეტექსტური შეტყობინება უცხო ნომერს ეკუთვნოდა.
აკანკალებულმა ტექსტს სანამ დავხედავდი,თავს შევუძახე.
-ის არ იქნება. ტყუილად თავი არ დაიიმედო. არ იქნება! ალბათ ტექნობუმი ან რამე მასეთია,საახალწლო ფასდაკლებას მთავაზობენ. გაიგე?
ჩავისუნთქე და შეტყობინება გავხსენი.
“ჩემს მაისურს შენი სურნელი აქვს” -მატყობინებდა ის,ვისაც მთელი ღამე ვეხუტებოდი.
ამოვისუნთქე და ბედნიერმა ჩავიღიმე.
-“ის” ყოფილა!


მოგესალმებით<3
ვიცი,ჩემი სხვა ისტორიის გაგრძელებას ელოდით,თუმხა რატომღაც მომინდა ასეთი რამის დაწერა. ვიცი,ბანალურია,არც ისეთი,როგორსაც ალისასგან ელით,თუმცა მომინდა,გამეზიარებინა ეს პატარა ისტორია,რომელიც უბრალოდ შემომეწერა.



არ ვიცი რაზეა ისტორია და ერთი სული მაქვს წავიკითხო, არადა გაგანია ტრენინგზე ვარ 6 საათამდე :))

 


№2  offline ახალბედა მწერალი Alice76

რუსკიმარუსია
არ ვიცი რაზეა ისტორია და ერთი სული მაქვს წავიკითხო, არადა გაგანია ტრენინგზე ვარ 6 საათამდე :))

პაწაწინაა მარუსი,უცბად შემომეწერა,გამორჩეული არაფერი,უბრალოდ ხასიათზე ვიყავი :* დაგელოდები ♥️

 


№3  offline წევრი Liziko27

ვაიმეეეეეე ეს რაიყო:d:d:d ჯერ ერთი ისტორის ემოციდან ვერ გამოვსულვარ მეორეს მიმატებ... სიგიჟე გოგო ხარ... ეს ყუთი რამე ახალია ალბათ:d:d მეც უნდა ვცადო იქნებ ვინმემ შემამჩნიოს:d:d სამწუხაროდ მე არმყავს სიმპატიური აიტები სამსახურში:d;d;d მელაკუდას თუ გამიგრძელებ სიკვდილამდე შენი მადლობელი ვიქნები:*:*:*

 


№4  offline წევრი qetulaa

შენ მე გამაგიჟებ რა, სახიდან ღიმილი არ მომშორებია ისე წავიკითხე, ძალიან,ძალიან მომეწონა ალისსს, ბედნიერების ჰორმონები დამიგროვდნენ დიდიდოზიტ, საოცარი ვინმე ხარ

 


№5  offline აქტიური მკითხველი grafo

ე.ი. ავტობუსში დავიწყე კითხვა, მერე მეტროში, მერე მეორე მეტროში და ახლა დავასრულე როგორც იქნა მატარებელში კითხვა :)). ყველგან მოვახერხე ყურადღების მიქცევა, რადგან გაკრეჭილი არ ერქვა ჩემს კითხვის მდგომარეობას, კიდევ უფრო მეტი იყო.
უუზარმაზარი მადლობა შენ ასე უცებ რომ ახერხებ 16940573926600 დადებითი ემოციით ამავსო :*.

 


№6  offline წევრი LI_BE

რომ იცოდე, როგორ მიყვარს მე:

- თბილი და ტკბილი საშობაო ისტორიები blush

- შენი ისტორიები უბრალო ადამიანებზე smile

- შენი საოცარი იუმორი heart_eyes

- შენი ლექსიკა და ტერმინოლოგია relaxed

- შენი გიჟი-გადარეული გმირები smile



ხომ ხედავ, უკვე რამდენჯერ მიყვარხარ smile bowtie

 


№7  offline წევრი მარია ანსაკა

ვაიმე გიჟივით ვხარხარებდი ჩემი ქმარი შემოვარდა რას კითხულობ წამაკითხეოო????????????????ძალიან ტკბილობა იყოოო მადლობა შენ????????????

 


№8  offline წევრი მერცია

მმმ, ენდორფინო, აი ზუსტად ასეთი - თბილი, ტკბილი, ღუნღულა და გემრიელი მომწონხარ... :*
სულმოუთქმელად გადავსანსლე..:)))

 


№9  offline ახალბედა მწერალი Alice76

M∆IIå Beŧa^°
არ ვიცი რა ვთქვა laughing
არადა როგორ არ უნდა დავწერო, ორ მეტრიანი კომი როდესაც ამდენი ხანი ვცდილობდი ექაუნთზე შემოსვლას კომპით, რა ჯანდაბად მინდოდა ეს ნიკი უფფ,
მოვკვდი სანამ ყველა "ჩამალული" სიმბოლოს ადგილი გამოვიკვლიე.
(რაღაცაზე მაინც ხომ უნდა ვიწუწუნო joy )
ხოდა მოთხრობა შეიძლება ბანალურია, მაგრამ შენი რომაა ვგიჟდები laughing kissing_heart

მე შენზე რომ ვგიჟდები,არაერთხელ მითქცამს და კიდევ არაერთხელ განვმეორდები^^ შენსავით გადარეული ნიკი გაქვს ,ჩემი ლალა ♥️♥️

Liziko27
ვაიმეეეეეე ეს რაიყო:d:d:d ჯერ ერთი ისტორის ემოციდან ვერ გამოვსულვარ მეორეს მიმატებ... სიგიჟე გოგო ხარ... ეს ყუთი რამე ახალია ალბათ:d:d მეც უნდა ვცადო იქნებ ვინმემ შემამჩნიოს:d:d სამწუხაროდ მე არმყავს სიმპატიური აიტები სამსახურში:d;d;d მელაკუდას თუ გამიგრძელებ სიკვდილამდე შენი მადლობელი ვიქნები:*:*:*


მიხარია ასეთი ემოციის დანახვა,ესე იგი,ნაწილობრივ მაინც გამომივიდა,რაც მინდოდა♥️♥️ იქნებ,ახალი წლის მოსვლასთან ერთად შემოგვემატნონ სიმპატიური აიტები:დდდ მელაკუდას მოტივებზე დიიდ რაღაცას ვწერ და თუ ოდესმე დავაყენე საშველი და დავამთავრე,მერე სრულიად გამოვისყიდი დანაშაულს♥️♥️

meocnebe avadmyopi
ღმერთო
რამდენი ვიცინე
ასეთი სასწაული ისტორია კარგა ხანია არ წამიკითხავს
რა საყვარელი წყვილი იქნება წარმომიდგენია
განწმენდის პროცედურაზე და თაზოს რეაქციაზე კინაღამ სკამიდან გადავყირავდი
ღმერთო რა კარგი იყო
სასწაული ხარ შენ


უზომოდ მახარებ,ყოველთვის<3 ეს ემოციები ჩემთვის ყველაფერია,დიდი მადლობა♥️♥️♥️

qetulaa
შენ მე გამაგიჟებ რა, სახიდან ღიმილი არ მომშორებია ისე წავიკითხე, ძალიან,ძალიან მომეწონა ალისსს, ბედნიერების ჰორმონები დამიგროვდნენ დიდიდოზიტ, საოცარი ვინმე ხარ


ამაზე მეტი კომპლიმენტი ჩემი ისტორიებისთვის არც არსებობს. თუ კი შევძელი და ადამიანი ასე გავამხიარულე,მეტი რა მინდა?♥️♥️ მადლობა ქეთო ამისთვის♥️

grafo
ე.ი. ავტობუსში დავიწყე კითხვა, მერე მეტროში, მერე მეორე მეტროში და ახლა დავასრულე როგორც იქნა მატარებელში კითხვა :)). ყველგან მოვახერხე ყურადღების მიქცევა, რადგან გაკრეჭილი არ ერქვა ჩემს კითხვის მდგომარეობას, კიდევ უფრო მეტი იყო.
უუზარმაზარი მადლობა შენ ასე უცებ რომ ახერხებ 16940573926600 დადებითი ემოციით ამავსო :*.

გრაფ ♥️ დიდი მადლობა შენ,მეგონა,მთლად ისეთი ვერ გამომივიდა,მაგრამ შევძელი და მაინც გაგამხიარულე,ეს ჩემთვის საუკეთესო შეფასებაა♥️
უყვარხარ ალისას

LI_BE
რომ იცოდე, როგორ მიყვარს მე:

- თბილი და ტკბილი საშობაო ისტორიები blush

- შენი ისტორიები უბრალო ადამიანებზე smile

- შენი საოცარი იუმორი heart_eyes

- შენი ლექსიკა და ტერმინოლოგია relaxed

- შენი გიჟი-გადარეული გმირები smile



ხომ ხედავ, უკვე რამდენჯერ მიყვარხარ smile bowtie


აი ასე უცბად შემომეწერა ლიბეს საყვარელი ისტორია ^^ და ბედნიერი ვარ,რომ გაგახარე,მართლა. ჩემგან იშვიათია ასეთი მიწიერი რამეები,მაგრამ ხანსახან ხასიათზე მოვდივარ და მართლა მიხარია,რომ ამის სხვებისათვის განაწილება შემიძლია. მიხარია,რომ შენნაირი ტკბილი ადამიანია ის,ვისაც ამას ვუზიარებ.
მე რომ გყვარობ,მაგას თქმა აღარ უნდა♥️

dakarguli
აი ასეთი რომ ხარ იმიტო მიყვარხარ მე შენ ❤❤❤
ძალიიიან ბევრი ვიცინე და საოცრად ვისიამოვნე
სულაც არ იყო ბანალური


ძალიან გამახარე,ხომ იცი?♥️
ისეთი ტკბილი განწყობა მომედო ახლა ამ კომენტარების კითხვისას,ვერ აღვწერ.საოცარი ხარ,საოცარი ხალხი ხართ ♥️♥️

მარია ანსაკა
ვაიმე გიჟივით ვხარხარებდი ჩემი ქმარი შემოვარდა რას კითხულობ წამაკითხეოო????????????????ძალიან ტკბილობა იყოოო მადლობა შენ????????????

მადლობა პირიქით,ასეთი ემოციის გაზიარევისთვის. ჩემთვის მნიშვნელოვანი და ძალიან გასახარია,როცა ასე აფასებენ ჩემს ნაშრომს♥️♥️♥️ ქმარმა რაო? :დდდდდ

მერცია
მმმ, ენდორფინო, აი ზუსტად ასეთი - თბილი, ტკბილი, ღუნღულა და გემრიელი მომწონხარ... :*
სულმოუთქმელად გადავსანსლე..:)))


სიღუნღულე ხარ თავად.
მადლობა,რომ აქ ხარ და ასე მაღუნღულებ მეც ♥️

 


№10  offline წევრი რუსკიმარუსია

[quote=Alice76][quote=რუსკიმარუსია]არ ვიცი რაზეა ისტორია და ერთი სული მაქვს წავიკითხო, არადა გაგანია ტრენინგზე ვარ 6 საათამდე :))[/quote]
პაწაწინაა მარუსი,უცბად შემომეწერა,გამორჩეული არაფერი,უბრალოდ ხასიათზე ვიყავი :* დაგელოდები ♥️[/quot
მომენტი, როცა ტრენინგიდან დაღლილი გამოდიხარ, მარტო ძილი და დასვენება რომ გინდა, მაგრამ იცი, რომ აქ ერთი ტკბილი ისტორია გელოდება დაღლილობას გავიწყებს kissing_heart
მთელი გზა ვკითხულობდი, სულელივით ვიღიმოდი სულ არ მახოვდა, რომ მეტროს ვაგონში გაჭედილი ვიყავი და არც ავტობუსმა დამინდო მაგ მხრივ smile მაგრამ მე ბედნიერი და მომღიმარი ვიყავი, რადგან ამ გიჟებმა მოიპარეს ნაძვის ხე და ბოლოს რაც მთავარია თურმე "ის ყოფილა" kissing_heart ხოდა მადლობა შენ, რომ ეს დღე გამიხალისე heart_eyes

 


№11  offline ახალბედა მწერალი Alice76

[quote=რუსკიმარუსია][quote=Alice76][quote=რუსკიმარუსია]არ ვიცი რაზეა ისტორია და ერთი სული მაქვს წავიკითხო, არადა გაგანია ტრენინგზე ვარ 6 საათამდე :))[/quote]
პაწაწინაა მარუსი,უცბად შემომეწერა,გამორჩეული არაფერი,უბრალოდ ხასიათზე ვიყავი :* დაგელოდები ♥️[/quot
მომენტი, როცა ტრენინგიდან დაღლილი გამოდიხარ, მარტო ძილი და დასვენება რომ გინდა, მაგრამ იცი, რომ აქ ერთი ტკბილი ისტორია გელოდება დაღლილობას გავიწყებს kissing_heart
მთელი გზა ვკითხულობდი, სულელივით ვიღიმოდი სულ არ მახოვდა, რომ მეტროს ვაგონში გაჭედილი ვიყავი და არც ავტობუსმა დამინდო მაგ მხრივ smile მაგრამ მე ბედნიერი და მომღიმარი ვიყავი, რადგან ამ გიჟებმა მოიპარეს ნაძვის ხე და ბოლოს რაც მთავარია თურმე "ის ყოფილა" kissing_heart ხოდა მადლობა შენ, რომ ეს დღე გამიხალისე heart_eyes[/quote]
ყველაზე მეტად იცი რა გამიხარდა ახლა? თავადაც გადაჭ....ტილი ავტობუსიდან მოვდივარ და ადამიანს ცოტათი მაინც თუ შევუმსუბუქე ეს ტანჯვა... არ ვიცი,უბრალოდ ვამაყობ საკუთარი თავით;დდდდ
დიდი მადლობა ამ გრძნობისთვის და კიდევ იმისთცის,რომ სულ სულ ჩემთან ხარ♥️♥️♥️

 


№12  offline აქტიური მკითხველი nawkas12345

vaimee ramdeni vicine alice
gansakutrebit qurdobis scenaze
dzalian kargi iyo

 


№13  offline მოდერი naattii

ერთი დღე იქნება შენ ასეთ დასასრულებზე გცეემ :D რა ბედნიერი ვარ ხოლმე სრულად რომ დებ და მაინც მგონია შუაში წყვეეეტ. მეტი მინდა მეტი მეტი მეტი :D

 


№14  offline წევრი mariam m.k

Ox jadoqaro mweralo rogorc yoveltvis gasaocari ram dawere simartle gitxra banakuri ar aris ubralod sheni stils ar shesabameba magram aw zemot naxseneb komshi vigac werda ro sheni iyos da yvelafers wavikitxavo egreca namdvilad yvelafers wavikitxav ogondda dawere. Pativiscemit sheni natlia

 


№15  offline მოდერი Mathew

გეფიცები,საშინელი მოწყენილობისგან მიხსენი და გადამარჩინეე!!
საოცრება იყო.
აი რომ იცოდე რამდენი ვიცინე და როგორ მესიამოვნა.
განსაკუთრებ იმააზე ვიცინე,რეფლექსიაო რომ თქვა.
წყვილიც ძალიან მომეწონა და საერთოდ შენც მომწონხარ :)))
ნაძვის ხის მოპარვაც მაგარი იდეა იყო,ალისასეული :)))
მიყვარხარ heart_eyes

 


№16  offline ახალბედა მწერალი Alice76

nawkas12345
vaimee ramdeni vicine alice
gansakutrebit qurdobis scenaze
dzalian kargi iyo

უზომოდ მიხარია,რომ მოგეწონა♥️ დიდი მადლობა,რომ არ იზარებ კომენტარს♥️♥️♥️

naattii
ერთი დღე იქნება შენ ასეთ დასასრულებზე გცეემ :D რა ბედნიერი ვარ ხოლმე სრულად რომ დებ და მაინც მგონია შუაში წყვეეეტ. მეტი მინდა მეტი მეტი მეტი :D


პაწაწუნად იყო ჩაფიქრებული,ჩემი ბრალი არაა,ჩემს მუზას მოედავე:DDD♥️ მთავარია,პატარა განწყობა მოიტანოს♥️

mariam m.k
Ox jadoqaro mweralo rogorc yoveltvis gasaocari ram dawere simartle gitxra banakuri ar aris ubralod sheni stils ar shesabameba magram aw zemot naxseneb komshi vigac werda ro sheni iyos da yvelafers wavikitxavo egreca namdvilad yvelafers wavikitxav ogondda dawere. Pativiscemit sheni natlia

ნათლია მოსულა♥️♥️ ვერ აღვწერ,რამდენს ნიშნავს ეს სიტყვები,წეღანაც უზომოდ გამიხარდა ამის წაკითხვა,ახლაც... უბრალოდ დიდი მადლობა ♥️

Mathew
გეფიცები,საშინელი მოწყენილობისგან მიხსენი და გადამარჩინეე!!
საოცრება იყო.
აი რომ იცოდე რამდენი ვიცინე და როგორ მესიამოვნა.
განსაკუთრებ იმააზე ვიცინე,რეფლექსიაო რომ თქვა.
წყვილიც ძალიან მომეწონა და საერთოდ შენც მომწონხარ :)))
ნაძვის ხის მოპარვაც მაგარი იდეა იყო,ალისასეული :)))
მიყვარხარ heart_eyes


აი,როგორი სიამაყით ამავსე ახლა^^ მოწყენილობისგან გიხსენი ,თავი სუპერგმირი მგონია,დიდი მადლობა შენ,უდიდესი,ამ სიყვარულისთვის.
წეღანაც ვთქვი,ახლაც განვმეორდები,ჩემი საღამო გააფერადეთ ასეთი სითბოთი.
მიყვარხარ მე შენ♥️

 


№17  offline წევრი kora

საახალწლო განწყობა უფრო ამიმაღლა ამ უზომოდ თბილმა ისტორიამ ❤️
--------------------
kira.G

 


№18  offline ადმინი შამანი

როგორც მივხვდი ისტორიაში საახალწლო განწყობა ტრიალებს და არაფრით გამოვტოვებ ამას♥️♥️♥️
♥️
მოგვიანებით როგორც კი წავიკითხავ დავბრუნდები ^^^^^
--------------------
ნინე ავალიანი
"...და თუ ანათებ,მხოლოდ იმიტომ რომ თვითონ იწვი"
Ich liebe dich

 


№19  offline ახალბედა მწერალი Alice76

kora
საახალწლო განწყობა უფრო ამიმაღლა ამ უზომოდ თბილმა ისტორიამ ❤️

ჩემი ჩანაფიქრიც ეს იყო ზუსტად და მიხარია,რომ გამომივიდა. დიდი მადლობა,რომ არ დაიზარე და შთაბეჭდილება გამიზიარე♥️♥️♥️

შამანი
როგორც მივხვდი ისტორიაში საახალწლო განწყობა ტრიალებს და არაფრით გამოვტოვებ ამას♥️♥️♥️
♥️
მოგვიანებით როგორც კი წავიკითხავ დავბრუნდები ^^^^^

ეს ვინ მოსულა :O თვალებს არ ვუჯერებ. ჩემი გოგო დამიბრუნდა♥️♥️ გელოდები ♥️♥️

 


№20  offline წევრი შამხათი

აუ, გთხოვ, ყველა საქმე გადადე და ბევრი წერე რა..
შენს ისტორიას რომ ვხედავ, წაუკითხავადაც ვიცი, რომ ზუსტად ისეთი იქნება, როგორსაც ველი. ძალიან კარგი იყო, აი, ძალიან.

 


№21  offline ახალბედა მწერალი Alice76

შამხათი
აუ, გთხოვ, ყველა საქმე გადადე და ბევრი წერე რა..
შენს ისტორიას რომ ვხედავ, წაუკითხავადაც ვიცი, რომ ზუსტად ისეთი იქნება, როგორსაც ველი. ძალიან კარგი იყო, აი, ძალიან.

ეგ მინდოდა კიდევ? ჩემს გაუკეთებელ საქმეებს:(
დიდი მადლობა ასეთი სიტყვებისთვის,მეც ერთი სურვილი მაქვს,ვწერო. ამ სურვილს კიდევ უფრო უწყობთ ხელს.

 


№22  offline წევრი beshqen

რა საყვარლობა იყო,მადლობა რომ შემოგეწერა...შენ ხარ ძალიან,ძალიან მაგარი გოგო... ვიცოდი რომ ყველაფერი შეგეძლო,შენ ვერც წარმოიდგენ როგორ მათბობ,,,რაც უნდა დაწერო,შეუძლებელია სიამოვნებით არ წავიკითხო. რაზეც გინდა, იმაზე წერე,ოღონდაც არ შეწყვიტო,სულ წერე

 


აი ძააააან შოკი იყო ^_^ აი ძააან,ძაააან,ძაან <3 ჩავთბი და ჩავტკბი ^_^ ერთ ამოსუნთქვაში რომ წაიკითხავ ისეთი ^_^ უფრო მომინდა ახალი წელი,მეც მომინდა იკას მსგავსი მტვერსასრუტი, არაუშავს თუ იკა არ ერქმევა:დდდდდდ აუ ძალიან მაგარი იყო ^_^

 


№24  offline ახალბედა მწერალი Alice76

beshqen
რა საყვარლობა იყო,მადლობა რომ შემოგეწერა...შენ ხარ ძალიან,ძალიან მაგარი გოგო... ვიცოდი რომ ყველაფერი შეგეძლო,შენ ვერც წარმოიდგენ როგორ მათბობ,,,რაც უნდა დაწერო,შეუძლებელია სიამოვნებით არ წავიკითხო. რაზეც გინდა, იმაზე წერე,ოღონდაც არ შეწყვიტო,სულ წერე

არ ვიცი,მადლობა როგორ გადაგიხადო ამ სიტყვებისთვის.
ამ დადებითი ემოციებისთვის,სიყვარულისთვის...
უზომოდ მახარებ და მაბედნიერებ.
უბრალოდ,მადლობა♥️

შემოდგომის-ფერი
აი ძააააან შოკი იყო ^_^ აი ძააან,ძაააან,ძაან <3 ჩავთბი და ჩავტკბი ^_^ ერთ ამოსუნთქვაში რომ წაიკითხავ ისეთი ^_^ უფრო მომინდა ახალი წელი,მეც მომინდა იკას მსგავსი მტვერსასრუტი, არაუშავს თუ იკა არ ერქმევა:დდდდდდ აუ ძალიან მაგარი იყო ^_^


ძალიან დიდი მადლობა,ამავსეთ სიყვარულით,სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით ♥️
მთელი გულით გისურვებ ისეთ მტვერსასრუტს,რომელიც შენს თბილ გულს გაახარებს♥️♥️♥️

 


№25  offline მოდერი ტკბილიწიწაკა

მთელი ისტორიის განმავლობაში ღიმილი არ მომშორებია სახიდან♥️♥️♥️♥️♥️♥️
რა კარგი ხარ ნეტა იცოდე და როგორ მიყვარს უკვე ეს ისტორიაც ♥️♥️♥️♥️

 


№26  offline ახალბედა მწერალი Alice76

ტკბილიწიწაკა
მთელი ისტორიის განმავლობაში ღიმილი არ მომშორებია სახიდან♥️♥️♥️♥️♥️♥️
რა კარგი ხარ ნეტა იცოდე და როგორ მიყვარს უკვე ეს ისტორიაც ♥️♥️♥️♥️

შენ ხარ უტკბილესი♥️♥️ მის შემქმნელს კიდევ შენ უყვარხარ♥️

 


№27  offline წევრი Maia G.

ჩემი მთელი დღის პოზიტივი ხარ❤❤❤❤❤ასე ხშირად გაბრაზდი ხოლმე რააა.....სულ ღიმილით ჩავარაკრაკე მთელი ისტორია❤❤❤მადლობა ასეთი კარგი რომ ხარ❤❤❤❤❤❤

 


№28  offline ახალბედა მწერალი Alice76

ცუცუნა
ჩემი მთელი დღის პოზიტივი ხარ❤❤❤❤❤ასე ხშირად გაბრაზდი ხოლმე რააა.....სულ ღიმილით ჩავარაკრაკე მთელი ისტორია❤❤❤მადლობა ასეთი კარგი რომ ხარ❤❤❤❤❤❤

შენ-ჩემი პოზიტივი ♥️♥️ ალბათ კიდევ გავბრაზდები ახალ წლამდე ;დდ♥️♥️ მიხარია,რომ მოგეწონა♥️

 


№29  offline ადმინი შამანი

"ამოვისუნთქე და ბედნიერმა ჩავიღიმე.
-“ის” ყოფილა! "
ჩემი საყვარელი მომენტია,ყველაზე საყვარელი ამ ისტორიაში.
აი ის მომენტია,ბედნიერებისგან და სიყვარულისგან გაბერილს რომ გაგაღიმებს. heart_eyes
ძალიან,ძალიან სახალისო,ბედნიერი და სიყვარულით სავსე ისტორიები გაქვს და სულ მაბედნიერებს მათი კითხვა,ალის heart_eyes
თან,ამ ისტორიამ მეც საზეიმო განწყობა შემიქმნა,რაც ძალიან მაკლდა.
ახლა მეტად ვგრძნობ ახალი წლის მოახლოებას innocent
მიყვარხარ ნანუს heart_eyes და როგორ მიხარია,შენი ისტორიების წაკითხვის შესაძლებლობა რომ მაქვს innocent bowtie

--------------------
ნინე ავალიანი
"...და თუ ანათებ,მხოლოდ იმიტომ რომ თვითონ იწვი"
Ich liebe dich

 


№30  offline აქტიური მკითხველი terooo

როგორ მომეწონა რომ იცოდეე

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent