შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სამიზნე (26 თავი) დასასრული


8-12-2018, 18:14
ავტორი naattii
ნანახია 2 389

სამარისებული სიჩუმე გამეფებულიყო ქალაქს მოწყვეტილ ადგილზე, მეორე სართულის ფანჯარასთან მდგომმა გენერალმა ცივად გადახედა ჩაბნელებულ გარემოს და კიდევ ერთხელ მოსვა სასმელი ჭიქიდან.
-ოღონდ შენ მიბრძანე და იმ ჭიქინად ჩამოვხსნი ანდრია_გესლიანად ჟღერდა ყიფიანის ხმა, რომელიც იარაღის სამიზნეში აკვირდებოდა კაცის თითოეულ მოძრაობას.
-არა, მკვლელები არ ვართ, უნდა დავიჭიროთ.
-შენ და შენი პრინციპები რა_იქვე დააფურთხა და თვალთვალი განაგრძო -რვა კაცია ეზოში, შიგნით ვერ ვხედავ.
-ჯანდაბა, ერთიანად ვერ მოვახერხებთ, ერთმა ორი კაცი უნდა ავიღოთ, ვრისკავთ მაგრამ, იმედია თქვენც გარისკავთ.
-მარჯვენა ორს მე ავიყვან_ხმადაბლა გაისმა დაჩის ხმა, რასაც იარაღის გადატენაც მოყვა.
-წინა ორი ჩემი_ანდრიაც მოემზადა
-მე და გაბრიელი მარცხენა და უკანა მხარეს გავინაწილებთ_კევის ღეჭვას არ ანებებდა თავს ყიფშიძე.
-აბა ზედამხედველი მეც გყავართ აგერ_ჩაეცინა ყიფიანს და მეგობრების ზურგის გასამაგრებლად მოემზადა.
-შევდივარ _ხმადაბლა გაისმა ანდრიას გაყინული ხმა და მალევე მოყვა პირველი გასროლაც, გასაკვირად გასროლას სიგნალიზაციის ხმაც აჰყვა. რამდენიმე წამში მწვანე ხასხასა ბალახით დაფარული მინდორი ნამდვილ ბრძოლის ველად გადაიქცა, ანდრიამ ორივე მიზანში ამოღებული დაჭრა, გასროლის ხმა გვერდიდანაც ისმოდა, ანუ დაჩიც მოყვებოდა.
-ჯანდაბა, უკან დაიხიეთ, ამის დედაც სარდაფში მთელი არმია ყოლია ამ დედა მოტ**** უკან დაიხიეთ_სამიზნის გატრიალებას ვეღარ ასწრებდა ყიფიანი მეგობრები რომ დაეცვა. ვერც მოახერხა, ამდენ ხმაურში და არეულობაში მაინც თითქმის ყველამ დაინახა როგორ ჩაიჩოქა გაბრიელი მუცელზე ხელ აფარებული და პირქვე ჩაემხო.
-არააა, ჯანდაბა გაბრიეელ_ანდრიას განწირული ბღავილი ისმოდა ეზოს მეორე მხრიდან და უკვე ისე ესროდა ყველა შემხვედრს აღარ აინტერესებდა კლავდა თუ უბრალოდ ჭრიდა, წაქცეულმა მეგობარმა წამში გაუყინა ვენებში სისხლი.
-ანდრია, უკან_დაჩის ხმა მოესმადა და არც გაუხედავს ისე მოარტყა მხოლოდ იარაღის გატრიალებით, კიდევ ორი წააქცია და მანქანას ამოეფერა.
-ტყვიები გამითავდა_გაეცინა სიმწრისგან -ტვიები გამითავდა ამის დედაც, გაბრიელამდე ვერ მივდივარ.
-მე მივალ_ყიფშიძე გაიჭრა წინ და დაახლოებით ხუთი გასროლის შემდეგ მისი იარაღიც გაჩუმდა.
-მაპატიეთ მეგობრებო, სტუმრები მყავს და დროებით უჩემოდ უნდა გაძოთ_ხელჩართული ბრძოლის გამო აქოშინებული გაისმა ყიფიანის ხმა.
-გველოდებოდნენ, დამპალი ნაბი*ვარი, მოგვიმწყვდია_თავი მიადო მანქანას ანდრიამ და თვალები დახუჭა.
რამდენიმე წამში რატომღაც სიგნალიზაციის ხმა შეწყდა და მთელს ტერიტორიაზე შუქი ჩაქვრა. დაცვის წევრები სიბნელეს მიუჩვევლები უყურებდნენ დაბნეულები ერთმანეთს და უკუნით სიბნელეში საკუთარ ცხვირსაც ვერ ხედავდნენ.
-სწორედ ისე პომპეზურად მოვედით როგორც ვგეგმავდით, აბა ბიჭებო, როგორ ერთობით მარტო?_ნანოს მხიარულ ხმას გასროლის ხმები მოყვა და ნათიას შეძახილიც გაისმა
-ჩემ შვილს ამაყად გამოვუცხადებ დაუბადებელი მოხვდი ომშითქო, ისე ნეტა ამ სროლის ხმებში ყურები ხომ არ ეტკინება?_დაფიქრებულმა ჩაილაპარაკა და წამში მოარტყა ანდრიასთან მიპარულ კაცს.
-ბოთე, 5 კვირის ხარ, სად აქვს ჯერ ყურები_გაეცინა ნანოს და ორი სავსე მჭიდი ანდრიას ესროლა.
-მეორედ უჩვენოდ წვეულება აღარ მოაწყოთ_უცებ უთხრა კაცს მიახლოებულმა და სწრაფად აკოცა ტუჩებში.
-ღმერთო, ვგიჟდები შენზე_უკან დაუბრუნა კოცნა და ახითხითებული დაჩისკენ გააქცუნა ისიც რომ შეეიარაღებინა.
-მაინც არ გამოგყვები_ჩურჩულივით გაიგონა ნანოს ხმა და სიცილი აუტყდა.
-მოგიტაცებ_და იქვე ესროლა გაბრიელის სხეულთან დამხობილ კაცს.
-ეზო ცარიელია, ელე, კარები შენზეა, სახლში შევდივართ_ყურში ჩამაგრებულ აპარატს ჩასძახა და გაისმა კიდეც საპასუხოდ ქალის აკნკალებული ხმა
-ხომ ცოცხალია? ღმერთო, ჩემი ქმარი ხომ ცოცხალია?
-ნუ ნერვიულობ, ფეხში აქ მორტყმული.
-კარი ღიაა, შეგიძლიათ დატკბეთ და მეც დამატკბოთ_მწარედ ჩაისისინა გამწარებულმა ქალმა და გაიგონეს კიდეც კარის ჩხაკუნი.
-როგორ მოახერხეთ?_ნათიას გადახედა ჯაბამ -ან აქ რამ წამოგიყვანა შე არანორმალურო ორსულად ხარ.
-ორსულად ვარ წაქცეული კიარა, ჩვენი შვილიც ჩვენსავეთ დარეკილია არ გამიჭირვებს, ამას ელენე აკონტროლებს, სისტემაში რაღაც ჩაგვამაგრებინა და კამერებიდან დაწყებული სიგნალიზაციით დამთავრებული, ყველაფერი მის ხელშია.
-გენერალი მეორე სართულზე მარჯვნივ მეორე კარში გელოდებათ, დაცვა კი მხოლოდ ორი კაცია.-დაბარებულივით გაისმა ქალის ხმა.
-ახლავე ვეწვევი_ანდრია დაწინაურდა და ლამის სირბილით მივარდა კარებს.
-გამარჯობა გენერალო_ომახიანად დაიძახა შეღებისას და ღიმილი სახეზე შეახმა. ორ დღეში დაბერებულიყო კაცი, სასმელიანი ხელი უკანკალებდა და აცრემლებული თვალებით ამოხედა ერთ დროს უახლოეს მეგობარს.
-მომკალი.
-აე ვაპირებ უბრალოდ ტყვია დაგახალო და გაგათავისუფლო, ციხეში ამოლპები, კარგად ხანს იწვალებ.
-ჯანდაბა, მომკალი_თავი დახა კაცმა და კიდევ ერთი ყლუპი მოსვა.
-იციი, ასეთი განადგურებული რომ დაგინახე წამით, მხოლოდ წამით გავიფიქრე, რომ ნანობდი და სინდისი გაწუხებდა, შენ კი თურმე ციხის გაგონებაზე ტრა*ი გიხტება და გასაღებას მთხოვ, ახლა ორმაგად ვისიამოვნებ შენი ჩაყუდებით_მკლავში წაავლო ხელი და დაჩისკენ გააქცუნა.


ერთ საათში საავადმყოოში იყვნენ შეკრებილები, ნანო ჩუმად უყურებდა მკლავში დაჭრილ ანდრიას და თვითონაც ცუდად ხდებოდა ანდრია რომ სახეს შეიჭმუხნიდა ტკივილისგან.
-ანუ, როდის?
-რა როდის?_გაკვირვებულმა ახედა კაცს
-ქორწილი როდის გირჩევნია, თუ უბრალოდ ჯვარი დავიწეროთ? ან ხომ არ გავიქცეთ?
-მოიცა და როდის დაგთანხმდი?
-აბა საავადმყოფოში რომ მოხვდებიო?
-ქალიშვილი გოგოსავეთ წუწუნებ პოლკოვნიკო, უბრალო ნაკაწრია_თვალი ჩაუკრა გოგომ და ფანჯრისკენ შებრუნდა რომ არ გაცინებოდა. რამდენიმე წამში საწოლის შრიალის ხმა გაისმა და ნანომ შეხედა როგორ ეძებდა ფეხზე ამდგარი ანდრია მის ნივთებში რაღაცას.
-დაგეხმარები რას ეძებ.
-იარაღს.
-რაა?რისთვის?_თვალები გაუფართოვდა გოგოს.
-რავი დავიხლი სადმე უფრო სერიოზულ ადგილას_წარბი აუწია ნანოს და მისი ძლივს შეკავებული სიცილის დანახვაზე თვითონვე მორთო ხარხარი.
-მაინც მოგიტაცებ_ყურში ჩაჩურჩულა და მთელი ძალით მოხვია საყვარელ სხეულს ხელები.


-არა რა, გიჟი ხარ, არანორმალური_ბოლთას ცემდა გვერდით პალატაში ჯაბა და საწოლზე წამოგორებულ ცოლს, რომელიც არხეინად ანადგურებდა სნიკერსებს გაცოფებული მიჩერებოდა. -ორსულად ხარ, მუცელში ბავშვი გყავს, შენ კიდე იარაღს სტაცე ხელი და შუა ბრძოლაში შემოვარდი.
-აღიარე ეფექტური იყო, აი ისეთი შემოვარდნა გამოგვივიდა მე და ნანოს ბოევიკებში რომ იღებენ ხოლმე.
-კი აბაა, კოჭლი და ორსული სამყაროს წინააღმდეგ, სათაური ხომ მაგარია?
-აუ კი, აზრზე ხარ ბავშვს რეებს მოვუყვები_ისევ სიცილი აუტყდა ნათიას.
-ღმერთო დამეხმარე, ხელები ცისკენ აიქნია ჯაბამ.
-საყვარელო მისმინე, თქვენ დახმარება გჭირდებოდათ, მშვიდად გვეყურებინა ჩვენ კაცებს როგორ კლავდნენ? ერთი პროცენტი მაინც რომ ყოფილიყო ჩემთვის საფრთხის შემცველი წამოვიდოდი? ვერასდროს მიმატოვებ, მოსჯილი გყავარ მთელი ცხოვრება მიყურო, ნუ გვიყურო.
-სიამოვნებით_სახეზე მოეფერა მოლბობილი ქმარი, მაგრამ მალევე გაწიეს გვერდით
-სნიკერსი გამითავდა_პატარა ბავშვივით გაბზიკა ნათიამ ტუჩები და ჯაბაც თავის ქნევით გაქრა ოთახიდან.


-რამდენი მიუსაჯეს?_დაჩის კაბინეტში იჯდა ანდრია და გამომძიებელს შეყურებდა
-სამუდამო, ასეც ველოდით_მხრები აიჩეჩა კაცმა და იმ წუთას შემოსულ დემნას მიესალმა.
-მადლობა, რომ დაგვეხმარე, უშენოდ ცცოტა გაგვიჭირდებოდა_ხელი გაუწოდა ჩამოსართმევად ანდრიამ და წასასვლელად წამოდგა.
-სამაგიეროდ ახლა ნაცნობი გენერალი მყავს_იგივეთი უპასუხა დაჩიმაც.
-გენერალი, ჯერ კიდევ უცხოდ ჟღერს , ვერ მივეჩვიე.
-ნამდვილად იმსახურებდი მეგობარო, წარმატებებს გისურვებ და იცოდე ჩემი იმედი გქონდეთ, ნებისმიერ თქვენგანს.
-მადლობა, იგივეს თქმა შემიძლია მეც_სამხედრო სალამით დაემშიდობა უფროს გამომძიებელს და კარიც მოიხურა.


განყოფილებასთან გამოსულს საჭესთან ნანო დახვდა წამომჯდარი, რომელიც მოუთმენლობისგან ტუჩების კვნეტაზე გადასულიყო და მაშინვე დაქოქა მანქანა, როგორც კი კაცი დაინახა.
-ხო მშვიდობაა?
-კი კი, უბრალოდ გველოდებიან, გვეჩქარება_ჩაჯდომისთანავე გააქანა მანქანა.
-ნანო რა ხდება?
-ამდენი ლაპარაკი რად უნდოდა, მაინც ნახავდი დღეს.
-დაჩის? როგორ?
-აი ეს დაიჭირე, თუ გინდა უკვე გაიკეთე_შავი ბარხატის კოლოფი ესროლა კაცს და მთელი გულისყურით უყურებდა რეაქცია რომ არ გამორჩენოდა. ანდრიას ყუთში ორი ოქროს რგოლი დახვდა და გაოცებულმა გადახედა ნანოს.
-ვიპარებით?
-გიტაცებ_ამაყად ჩაილაპარაკა გოგომ და გაზს ბოლომდე მიაჭირა. -არ უნდა დაგვაგვიანდეს, მამაოს შევპირდი ნახევარ საათში ვიქნებითთქო, უკვე ყველა იქაა, გაბრიელმა მეჯვარეობა მიითვისა _გზისთვის არ მოუშორებია თვალები ისე გაიღიმა, მაგრამ მთელი გულით იგრძნო როგორ ბედნიერად გაეცინა კაცს და სიჩქარეების გადამრთველზე დადებული ხელი მთელი ძალით ჩაბღუჯა.


------
კიდევ ერთი ისტორია დავასრულეთ, იმედია მოგეწონებათ, დიდი იმედი მაქვს მიფურცუხებულ დასასრულად არ ჩამითვით არ მინდოდა ზედმეტად გაწელვა, უღრმესი მადლობა ვინც ბოლომდე მომყვებოდით და აქტიურობას არ იშურებდით, თქვენს გამოა სწორედ აქ რომ ვარ <3



ღმერთო,ნანო რა გიჟია:) ❤ გენარალისთვის ცოტა სხვანაირი სასჯელი მინდოდა (ერთი-ორი კიდევ ეწამებიმათ, დედაა,რა..ბოროტი ვარ :) )
ნათიაც კაი შერეკილია რა, აშკარად ბევრი ექნება შვილისთვის მოსაყოლი :) ჩემი ანდრეა,როგორ მოუხდება გენერლობა ნუუ ❤❤ ჩემი ტკბილი და გიჟი ხალხი მომენატრებიან ❤ აუ, პატარა ისტორია შერეკილ ყიფიანზეც დაწერე რა :) გელოდები ახალი ისტორიით ❤ <3

 


№2  offline წევრი დარინა

ცოტა კი მეწყინააა დასასრული რომ წავიკითხეეე ისე მიჯაჭვული ვიყავი ამ ისტორიაზეეე, თან ბოლო თავებში ჩემი დაჩიკოც გამოჩნდააა, ძალიან ძალიან მომეწონა ბედნიერი დასასრულიი, რა ვქნა მიყვარს ბედნიერი დასასრულებიი. იმედია ახალი ისტორიით მალე დაგვიბრუნდებიი.

 


№3  offline წევრი სიბილა

ასეეეეეეე,ახლა წყნარად მოგვიყევი,დაგემოვნებით მათი შვილების ისტორია25წლის შემდეგ.ერთის მხოლოდ-რომლის ცხოვრებაც ყველაზეა გადაბმული

 


№4  offline წევრი tamari1999

აუუ მეწყინა დასასრულიო რომ წავიკითხე :დდდ ვგიჟდები მე ამათზე. არა ორი მოწმე ჰომ ძალიან მიყვარდა^^ არანორმების ოჯახები იყვნენ :დდ მაგრამ ამათმა მგონი ცოტათი გადაუჯოკრეს :დ სასწაული ხარ შენ:* მომენატრებიან ყველა :* წარმატებები.. მიხარია რომ შენს სტილს არ კარგავ. და ძველ პერსონაჟებსაც არ იბიწყებ და იხსენებ ყველგან^^ საინტერესო მეთოდი გაქვს ნამდვილად❤

 


№5  offline მოდერი naattii

რუსკიმარუსია
ღმერთო,ნანო რა გიჟია:) ❤ გენარალისთვის ცოტა სხვანაირი სასჯელი მინდოდა (ერთი-ორი კიდევ ეწამებიმათ, დედაა,რა..ბოროტი ვარ :) )
ნათიაც კაი შერეკილია რა, აშკარად ბევრი ექნება შვილისთვის მოსაყოლი :) ჩემი ანდრეა,როგორ მოუხდება გენერლობა ნუუ ❤❤ ჩემი ტკბილი და გიჟი ხალხი მომენატრებიან ❤ აუ, პატარა ისტორია შერეკილ ყიფიანზეც დაწერე რა :) გელოდები ახალი ისტორიით ❤ <3

ვნახოთ მუზები რას იტყვიან ❤️

დარინა
ცოტა კი მეწყინააა დასასრული რომ წავიკითხეეე ისე მიჯაჭვული ვიყავი ამ ისტორიაზეეე, თან ბოლო თავებში ჩემი დაჩიკოც გამოჩნდააა, ძალიან ძალიან მომეწონა ბედნიერი დასასრულიი, რა ვქნა მიყვარს ბედნიერი დასასრულებიი. იმედია ახალი ისტორიით მალე დაგვიბრუნდებიი.

მადლობაა

სიბილა
ასეეეეეეე,ახლა წყნარად მოგვიყევი,დაგემოვნებით მათი შვილების ისტორია25წლის შემდეგ.ერთის მხოლოდ-რომლის ცხოვრებაც ყველაზეა გადაბმული

ჯერ ვერ გავიმეტებ ასე დასაბერებლად :D

tamari1999
აუუ მეწყინა დასასრულიო რომ წავიკითხე :დდდ ვგიჟდები მე ამათზე. არა ორი მოწმე ჰომ ძალიან მიყვარდა^^ არანორმების ოჯახები იყვნენ :დდ მაგრამ ამათმა მგონი ცოტათი გადაუჯოკრეს :დ სასწაული ხარ შენ:* მომენატრებიან ყველა :* წარმატებები.. მიხარია რომ შენს სტილს არ კარგავ. და ძველ პერსონაჟებსაც არ იბიწყებ და იხსენებ ყველგან^^ საინტერესო მეთოდი გაქვს ნამდვილად❤

ძალიან დიდი მადლობა ❤️❤️❤️

 


№6  offline წევრი nini :)

ვგიჟდები მე ამათზეე..... ყველა პერსონაჟზე რომელიც ისე გყავს წარმოდგენილი რომ ვერ დაივიწყებ ვერასოდეს..... ვგიჟდები შენზე გელოდები ახალი ისტორიით სადაც ბევრი დაჩი იქნებააა

 


№7  offline მოდერი naattii

nini :)
ვგიჟდები მე ამათზეე..... ყველა პერსონაჟზე რომელიც ისე გყავს წარმოდგენილი რომ ვერ დაივიწყებ ვერასოდეს..... ვგიჟდები შენზე გელოდები ახალი ისტორიით სადაც ბევრი დაჩი იქნებააა

მადლობა ჩემო კარგო ❤️

 


№8  offline აქტიური მკითხველი terooo

აუ რა ძალიან კარგი ხარ...
ძალიან მომეწონა მთელი ისტორია

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent