შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

დაკარგული დრო /9/


11-12-2018, 22:55
ავტორი sameone crazy girl
ნანახია 10 788

ადრე გაიღვიძა და თავად დაიწყო ლიზასთვის საუზმის მომზადება. მანანასთან ყოფნის დროს იმდენი რამე ისწავლა . ქალს საოცარი ახსნის ნიჭი ჰქონდა და შეაყვარა სამზარეულოში ფუსფუსი. ელიზაბეტს დამღლელი ღამის შემდეგ გათიშულს ეძინა და რომ გაიღვიძა სამზარეულოში ძლივს გალასლასდა.
_ელეე გაიღვიძ... აქ ხარ უკვე? _სამზარეულოდან რომ გამოიხედა გოგომ გაეღიმა. ლოყები დაუკოცნა და ოთახში შეიჭყიტა
_საუზმე მზადაა...
_დეე მადლობაა
_ბებუცის სკოლაა...გემრიელად მიირთვიი
_ვნახოთ აბა ...თუ მომეწონა შენ გადმოგაბარებ საზმზარეულოს
_არ მინდა იყოს...ჩემს ნიჭს შევინახავ
_გემრიელია...
_აუ დე... შაბათს გიგას დაბადებისდღეა და აგარაკზე ადიან
_გამახსენე და საჩუქარი ავურჩიოთ
_დარჩენა მინდა
_გვიან წამოგიყვან...რა გინდა იქ ყველა დათვრება ვერ დაისვენებ მაინც
_მეორე დღეს ანდროს დაბადებისდღეა
_ნუ თუ ანდროს დაბადებისდღეა მაშინ რა გაეწყობა მეორე დღეს აგიყვან
_დედაა
_კარგი საჩუქრები ავარჩიოთ და წადი მერე გადაწყვიტე მოგაკითხავ თუ არა...წავედით ვიგვიანებთ
*^*^*^*^
სკოლის წინ კაფეში იჯდა დაქალებს ელოდა და თან მეორე დღისთვის დავალების დაწერას ცდილობდა. წვენს წრუპავდა და კალმისტარს ათამაშებდა შიგადაშიგ თმებს ისწორებდა . გარესამყაროს მოწყვეტილი იყო სანამ ზურგიდან ვიღაც არ მოეხვია, ხელებით მაგიდას არ დაეყრდნო და ლოყაზე მხურვალე კოცნის კავლი არ დაუტოვა
_ბეჯითი მოსწავლე ვაროო ელენიკოო? _გათიშული უყურებდა აწ უკვე გვერდით მჯდომს და გაჩერებული გულის ამუშავებას ელოდა
_ანდრეა ? აქ რას აკეთებ?
_რას მეცადინეობ..._რვეული თავისკენ შეატრიალა და ნაწერებს დააკვირდა . რვეულის ბოლოში ნახატი ჰქონდა _შენ დახატე?
_არა ჩემმა კლასელმა...
_ეს გოგო შენ გგავს
_ხო , მე ვარ
_რა ქვია იმ შენს მხატვარ კლასელს? _ თითქოს ხასიათი გაუფუჭდა ისე დახურა რვეული და მზერა გაუსწორა გოგოს
_არ იცნობ შენ...აქ რა გინდა ქრისტის თუ ელოდები არ იყო დღეს...გიგა არ ვიცი ზუსტად მაგრამ ამ დროს მასწავლებელთანაა ხოლმე
_შენ ვის ელოდები
_ბავშვებს
_აქ გემრიელი ნამცხვარი აქვთ იცი?
_არა... არ გამისინჯავს
_გავსინჯოთ... მოგეწონება ვიცი
შეკვეთა მისცა და ისევ ელენას მიუბრუნდა
_მოდიხარ აგარაკზე?
_არ ვიცი , ალბათ კი
_თბილი ქურთუკი წამოიღე თორე გაიყინები _ ცხვირზე მოუჭირა თითები და ყურებამდე გაუცინა. მაგიდას იდაყვებით იყო დაყრდნობილი იმხელა იყო მთელი ადგილი ეჭირა
_შეეშვი ჩემს ცხვირს
_რატო გამებუტები?
_ნუ მელაპარაკები ბავშვივით
_მგონი უკვე გამებუტე
_ნერვებს მიშლი _სახე მოექუფრა, მზერა მოაშორა , რვეული და კალამი ჩანთაში ჩააგდო _საერთოდ არ მეცინება
_ძალიან საყვარელი ხარ რომ ბრაზდები და რა გავაკეთო
_ბავშვები თუ გიყვარს ბაღში დაიწყე მუშაობა ... ან ცოლზე და შვილებზე იფიქრე
_არ გამოვა ეგ ... მე ვინც მომწონს შვილების გაჩენა მისი ცხოვრების ამ ეტაპზე არ გამოვა
_დაარწმუნე და იქნებ შეცვალოს გეგმები
_ჯიუტია
_ვერ დაარწმუნებ?
_უძლური ვარ სრულიად
_ასე ძალიან გიყვარს რომ დათმობაზე მიდიხარ? _ხმა ჩაუწყდა და ეგონა რომ მის სახეზე ცვლილებას ნებისმიერი შეამჩნევდა. თავიც კი ასტკივდა დაძაბულობისგან . არ შეეძლო ამ ბიჭის სიახლივეს ყოფნა მითუმეტეს ახლა , როდესაც სხვა ქალზე ესაუბრებოდა
_შეიძლება ასეც ითქვას
_ვიცნობ მეც ?
_ნწ , შენ არ იცნობ
_არ გამაცნობ?
_არა
_რატომ
_ნამცხვარი გასინჯე , მართლა გემრიელია _მისი ჩანგლით აიღო და ტუჩებთან მიუტანა _ თვითმფრინავი გავაფრინო თუ გასინჯავ ისეც
_მომეცი მე თვითონ
_ელენიკო ცელქობს
ტუჩები დაესვარა ჭამის დროს. ბიჭმა ქვედა ტუჩზე თითი რომ გადაუსვა სულ აეშალა გრძნობები_კრემი მოგეცხო
_გემრიელია...
_ხომ გეუბნებოდი...შენ მე უგემოვნო გგონივარ?
გაეღიმა , მერე მისი კლასელებიც გამოჩნდნენ. თეო , საბა და სოფო . მაგიდასთან მივიდნენ თუ არა ადგილები დაიკავეს და ანდროს მზერა მიაპყრეს
_ელენიკო არ გაგვაცნობ ამ ბიჭს? _საბამ მისი ხელი დაიჭირა და თითებზე ეფერებოდა
_ქრისტის და გიგას მეგობარი ანდრო ...
_სასიამოვნოა _გოგონები თავად გაეცნენ ის კი ისევ ელენას თითებზე მოთამაშე ბიჭს უყურებდა. გოგონას სიტყვებმა მთლიანი განწყობა გაუფუჭა , მალევე გაეცალა იქაურობას. აშკარა იყო რომ გაბრაზდა.
მეორე დღეს აგარაკზე რომ ავიდნენ საერთოდ არ ეკონტაქტებოდა ელენას. მალე გიგას მეგობრებით გაივსო სახლი, სიმღერა,ხმაური . ცეკვა , სადღეგრძელოები. სრული ქაოსი იყო. ელენა ქრისტისთან და ნაცნობ გოგონებთან ერთად იყო. ყველას იცნობდა და კარგადაც ერთობოდა. მხოლოდ ანდროს მზერა არ მოსწონდა.
მარტო იჯდა ანდრო გვერდით რომ მიუჯდა
_ჩემზე გაბრაზებული ხარ?
_უკაცრავად ვიცნობთ?
_ანდრო რა დაგემართა?
_მე ? მე არაფერი ... მე ხო ქრისტის და გიგას მეგობარი ვარ . შენთან რა საერთო მაქ
_ამის გამო გაბრაზდი? კარგი რა ... ბავშვი ხარო მე მეუბნები და ამხელა კაცი რაზე ბრაზდები
_იმაზე ვერ გავბრაზდები ვისთვისაც არავინ ვარ... ჩემი მეგობრების მეგობარზე რატომ გავბრაზდები
_ნუ მიყვირი
_ჯანდაბა , კონტროლს მაკარგვინებ ბავშვო _ მისკენ დაიხარა, ლოყაზე მოეფერა . საფეთქელზე აკოცა , ზურგი აქცია და მარტო დატოვა.
სახლში სასწრაფოდ დაბრუნდა , ტელეფონი იპოვნა და ლიზას დაურეკა, მაგრამ არ პასუხობდა . ბოლოს გაიგო რომ ოპერაციაზე იყო. იქ დარჩენა აღარ შეეძლო , სააბაზანოში ჩაიკეტა და ტირილი დაიწყო. მერე ტაქსი გამოიძახა და სახლის უკანა გასასვლელიდან ისე გაიპარა არავის გაუგია. მხოლლდ ქრისტის მისწერა წავედიო და მორჩა.
ბინაში როგორც კი შევიდა მაშინვე საძინებლისკენ გაიქცა. საწოლზე დაწვა და ცრემლებს გასაქანი მისცა. ბოლოს გაჩუმდა ,მაგრამ მაინც ვერ დაიძინა, იწვა და სულ ანდროზე ფიქრობდა. უკვე მისი დაბადებისდღე იყო . პირველი ხდებოდა , მობილურს უყურებდა მისი ფოტო ჰქონდა ჩუმად რომ გადაუღო გაცინებულს მისი პროფილიდან მოპარული ფოტოებიც ჰქონდა . შემდეგ მისი სახე ანთებულ ეკრანზე გამოჩნდა და ისე უპასუხა ვერც გაიაზრა რომ ურეკავდა
_ელენიკო
_ანდრო
_მგონი მართლა ვიბავშვე, მაგრამ შენც გეწყინებოდა ასე რომ მეთქვა გიგას დის მეგობარიათქო
_მთვრალი ხარ ანდრო ?
_წახვედი
_ანდრო
_არ უნდა წასულიყავი ...
_დაბადებისდღეს გილოცავ ანდრო
_ასეთი მოლოცვა დავიმსახურე ხო?
_მითხარი რა გაჩუქო და გამოვასწორებ
_როგორი სულელი ბავშვი ხარ არ ვიცი რა მეშველება
_სულელი არ ვარ
_ძალიან , ძალია ჭკვიანი ხარ აბა ?
_ანდრო მანქანაში ხარ? თუ მეჩვენება
_უშენოდ იქ არ მინდოდა... ბინაში ხარ ?
_არა
_აბა მამაშენთან?
_საჭესთან მთვრალი ზიხარ და მელაპარაკები?
_არ გამითიშო რა
_ძალიან მთვრალი ხარ
_გეშინია?
_უნდა მეშინოდეს?
_ერთ დღეს რომ აღარ ვიყო ?
_მოვკვდები
_სხვა რომ მოგეფეროს კიდევ მოვკვდები , კარგად დაიმახსოვრე ელენიკო მხოლოდ ჩემია და შენი თხელი თითებიც მხოლოდ ჩემია !
_ანდრო
_დაიძინე , დროა უკვე
გათიშა
გონება სულ მთლად აურია პატარა გოგოს .
მისი გრძნობები და შეხედულებები თავდაყირა დააყენა
სული აუფორიაქა, მოსვენება დაუკარგა
*^*^*^
ლიზამ შუაღამით ნახა მისი ზარები და შეტყობინება ბინაში ვარ არ ინერვიულოო. რთული პაციენტი ჰყავდა და სახლში დაბრუნებას ვერ ახერხებდა. მიწერა დილით მოვალი , არ დაურეკავს უკვე 4 საათი იყო და აღარ გააღვიძა.
დილით ადგომა დაეზარა, ლიზას ელაპარაკა რომ მოხვალ მოგიყვები რაც მოხდაო უთხრა და ისევ ბალიშში ჩარგო სახე. მოგვიანებით ადგა და იბანავა. სააბაზანოდან ახალი გამოსული იყო. ისევ პიჟამა ჩაიცვა და ბოლოს და ბოლოს უპასუხა ქრისტინეს ზარს
_სად ხარ ელიკო გუშინ როგორ გაგვექეცი...დღესაც არ მპასუხობ
_მოვიწყინე...
_ვიცი რატომაც მოიწყინე და მანაც მოიწყინა. შუაღამეს წავიდა. იმდენი დალია , ეგეთი ნასვამი ეგ მე არასდროს მინახავს.. გიგას ვკითხე რა სჭირს_თქო და მითხრა შენ დაქალის ბრალია ყველაფერიო...დაივიწყე ეგ რომ გითხარი
_ქრისტინე რატო გამოუშვით მერე ასე მთბრალი იქნებ რა მოუვიდა... ელაპარაკეთ დღეს?
_კიი ... მარტო ხარ შენ?
_ხო ...არ გითხარი დედა სამსახურშია_თქო?
_საღამოა ულვე და კიდე არ მოსულა? შენ პიჟამა გაცვია გოგო?
_დაურეკე რა ანდროს გაიგე როგორაა
_წავედი და შენ ჩაიცვი რამე ასე ტიტლიკანა ნუ დადიხარ _თვალი ჩაუკრა და წამსვე გაუთიშა.
ფუმფულა ჩუსტებით დააბოტებდა , წიგნი აიღო და საწოლზე წამოწვა . კითხვაში იყო გართული კარზე ზარის ხმა რომ გაიგო და წამსვე გაიქცა გასაღებად
_გასაღები სად დატოვე ლიზიკო? _გაღიმებულმა გააღო კარი და ანდრო რომ დაინახა თვალები გაუფართოვდა
_ანდრო
_ელენიკო ... გილოცავ ჩემს დაბადებისდღეს _ მკლავები მოხვია და ლოყაზე აკოცა . სახლში ისე შეიყვანა კიდე ვერ იჯერებდა რომ იქ იყო , მასთან
_მე ... შენ ისა ვერ გავიგე ახლა .. როგორ აქ
_ვიფიქრე სანამ იუბილარი ვარ მანამ შევურიგდები_თქო და მოვედი ...
_ისედაც შევრიგდებოდით
_ანუ წავიდე?
_არა ... ეგ არ მითქვამს
_ყავას არ შემომთავაზებ? ან ჩაის ...თუ ვერ ამზადებ
_ხო რა თქმა უნდა... ყავა თუ ჩაი
_ყავა მირჩევნია ... მარტო ხარ?
_ხო ... დედას საქმე ჰქონდა და კიდევ ვერ დაბრუნდა
_ღამეც მარტო უნდა იყო?
_გუდიანი მოვა და წამიყვანს?
_მართლა მარტო უნდა იყო? ...
_რამდენი კოვზი შაქარი?
_ერთი ... _მაგიდასთან დაჯდა და ისე უყურებდა _მგონი ძალიან გავშინაურდი _თავზე გადაისვა ხელი გოგომ რომ დაინახა და დაიბნა ... ადუღდა წყალი
_ხო ... ვიცი
_პირველად აკეთებ? რომ ვიცოდე მოვიწამლები თუ არა... რას ეძებ ამდენ ხანს
_ვიპოვნე _ სანთელი იპოვნა და მაცივრიდან ნაჭერი გამოიღო შიგნით ჩაარჭო და მაგიდაზე დადო _ რა ლამაზი დღეაა რა ნათელი მზეაა იმიტომ რომ დღეს ანდრიკოს დაბადების დღეეაა _ წაუმღერა კიდეც და დაელოდა_ჩააქრე
_იცი რა ლამაზი ხარ_თვალებგაბრწყინებულ მომღიმარ გოგოს უყურებდა და თავს ვეღარ ერეოდა. სანთელი ჩააქრო და მერე ლოყაზე აკოცა_მადლობა
_რა ჩაიფიქრე არ მეტყვი ხო?
_რომ ამიხდება მერე გეტყვი ... როგორი მასპინძელი ხარ არც ჩანგალს მაძლევ არც კოვზს ყავაც იქ დატოვე _თემა გადაიტანა და ელენაც უცებ დატრიალდა. მის წინ დაჯდა და ჩუმად აგემოვნებდა ტორტს _გემრიელია ... იცოდი რომ მოვიდოდი? იმ მაიმუნმა გოგომ გითხრა?
_ხო და ასე დაგხვდი _ პიჟამაზე ანიშნა და ხალათი უკეთ შეიკრა _ ქრისტიმ მაგიტომ მკითხა სად ვიყავი?
_ქრისტი ვინ არის...ასე ნუ მიყურებ . მიდი ჩაიცვი და წავიდეთ
_სად წავიდეთ
_სადმე... რა წესია ბავშვთან ერთად სახლში გამოკეტვა . მიდი ჩაიცვი თორე ასე წაგიყვან
_აქ რო დარჩე არ შეიძლება? არ მიყვარს გვიან ბოდიალი თან გამოცვლაც მეზარება
_ნეტავ დაგანახა როგორ მიყურებ მერე აღარ გაბრაზდებიდი ბავშვს რომ დაგიძახებდი ... მოდი აქ _ ხელი ჩაკიდა და ისიც მის ნებას დაჰყვა. ჩაეხუტა და თავზე აკოცა . ის კი განაბული იდგა მთლიანად მის სურნელში ჩაფლული , ხელები მკერდზე ჰქონდა მიბჯენილი და მისი გულისცემა ესმოდა. გაორმაგებული გულისცემა , თვითონ კი სუნთქვაც შეეკრა . ბიჭმა მის თმებში ჩამალა სახე , იქვე ყელში აკოცა და გაიყინა თითქოს
_ანდროო
_ჩშშ ... ცოტა ხანს ასე იყავი და მერე თუნდაც მოვკვდე
მანამ იყვნენ ასე სანამ კარის ხმა არ გაისმა და ლიზა არ დაბრუნდა
_ელოო მოვედიი დეე ... უი სტუმარი გვყოლია გამარჯობა _ ორივეს გადახედა, ბიჭი წამოდგა ელენე ისე გაწითლდა თითქოს რამეს აშავებდა
_საღამომშვიდობისა... მე ანდრო ვარ
_ელეს მეგობარი ანდრო ხო? სასიამოვნოა
_ჩემთვისაც _ხელი ჩამოართვა და გაუღიმა
_დაჯექით მე გავალ ... ელეს საყვარელი პილმენები მოვიტანე და თუ დაგვეწვევი გამახარებ . ნუ თუ არ გეჩქარება
_წავალ სჯობს... არ შეგაწუხებთ . ნახვამდის
_არავითარი შეწუხება ... იმ ადამიანების სტუმრობა ვინც ელეს უხარია მეც მახარებს . თუ არ გეჩქარება დარჩი
_დედააა
_კარგიი მე წავედი. გამიხარდა შენი გაცნობა
წასვლამდე კიდევ ერთხელ ჩაეხუტა და ლოყები დაუკოცნა
_ხვალ გეცლება რო გნახო ?
_საღამოს კი
_მოგწერ მაშინ და იცოდე მერე არ მითხრა საქმე მაქვსო თორემ აქ მოვალ . თან მივხვდი რო სწერვა დედა არ გყავს
_ჰმ, ახლა უნდა ისარგებლო საყვარელი დედა რომ მყავს?
_არ დამჭირდება იმედია _ ცხვირის წვერზე აკოცა და მერე მოშორდა _წავედი თორემ ვეღარ მივდივარ მგონი
_ნახვამდის _ფეხისწვერებზე აიწია და ლოყაზე აკოცა . სულ ანდრო კოცნისა ხოლმე და თვითონ ძლივს მოახერხა დროულად მოქმედება.
კარი რომ მიხურა გაღიმებული წაფარფატდა ლიზიკოსთან. ჩაეხუტა და ერთ ადგილას ხტუნვა დაიწყო
_ხოო საყვარელია
_მართლა რაღაცნაირია
_ხოო რაღაცნაირია
_ელენა
_ხოო
_რაო ... რა მოხდა ჩემს მოსვლამდე?
_ჩამეხუტა და მაკოცა ...აი აქ _ყელზე მიიდო ხელი და უცებ გაჩერდა _იცოდა აქ ხალი რომ მაქვს?
_ღმერთო რა საყვარელი ხარ ახლა ვიტირებ... ჩემი გოგო შეყვარებულია და მგონი ისიც . ახლა არ თქვა არაო. არ ჰგავს ის ბიჭი ისეთს ტყუილად რომ აკეთებდეს რამეს. მე მომწონს
_ოო დედა ნუ აჭარბებ ახლა...ბარემ სიძე დაუძახე. პილმენები მომიტანე ?
_ჩავყარე უკვე და ადროვე მოიხარშოს
_მიყვარხაარ
_რა მარტივი ყოფილა შენი გახალისება სად იყო ის ბიჭი აქამდე
_მოვიდა ჩამეხუტა და თავისი დაბადებისდღე მომილოცა ... არ მჯერა რო რეალობა იყო
_რა რომანტიულიაა
_დედაა
_მე რომ მიშლი ნერვებს ხომ კარგია...
_მგონი ცოტნე გირეკავს
_დამცინი უკვე?
_მართლა გირეკავენ
_ცოტნეა?_ წამსვე გაიქცა და ტელეფონი ძლივს იპოვნა. სხვა ნომერი იყო მაგრამ მაინც აღელვებულმა უპასუხა. სრულიად სხვა საქმეზე ურეკავდნენ კლინიკიდან. უთხრა რაც სჭირდებოდათ და სააბაზანოში შევიდა.
ცოტნემ მართლა დაურეკა, ვიდეო ზარი იყო და ქალბატონმა ელენემ ცელქობა გასაწყვიტა. სააბაზანოში შევიდა ტელეფონი სარკესთან დადო ჩართო და გაიქცა
_ელენა რატომ შემოხვედი ? _ქაფი სახიდან მოიშორა და კივილი დაიწყო ცოტნეს ხმა რომ გაიგო
_ისე გინდა ჩემი დაბრუნება რომ უკვე ყველა ხერხს იყენებ?
_ღმერთო მიშველე მეჩვენება უკვე _დატრიალდა და მერე ტელეფონიც დაინახა _ელენაააა მოგკლავ შვილო რომ გამოვალ შენ კიდე რატომ არ თიშავ , უზრდელო !
_ჩშშ , თვალები დახუჭე
_რა? გაგიჟდი?
_დახუჭე თვალები ელიზაბეტ...
_იცოდე გვერდით ეფექტებზე პასუხს არ ვაგებ _გაიცინა და ზურგით დადგა
_ლიზა შემობრუნდი და ისე დადექი ...
_ჩემი საჯდომი არ მოგწონს?
_მკერდი უფრო
_რომელი უფრო ეს თუ ეს _ წყლის ქვეშ დადგა და თითებით საკუთარ მკერდს შეეხო მეორე ხელით ქვემოთ სვლა დაიწყო _იქნებ ეს ...
_ჯანდაბა !
რამდენიმე წამს უყურებდა მზერაარეულ კაცს და აგიჟებდა მერე უცებ გადაიხარა
_რომ ჩამოხვალ გავაგრძელოთ ...
_ელიზაბეეტ
_გკოცნი _ თვალი ჩაუკრა და ტელეფონი გათიშა.
სწრაფად დაიბანა, მთელი სხეული ეწვოდა ძლივს გააღწია კაბინიდან. ტელეფონი აიღო და ელენას დააცხრა თავს
_ქალბატონოო ელენაა
_ასე უცებ გამოხვედი? რაო ცოტნემ მომენატრეო ?
_ ეს უკვე სითავხედეა იქნებ ადაფეტი ყოფილა ჩვენ შორის
_ ხო და იტალიაში და_ძმასავით გეძინათ...კარგი რა დედა ბავშვი ხომ არ ვარ . ცოტა ჩამორჩი ჩემს განვითარებას ისევ პატარა გგონივარ... აი ისევ გირეკავს
_წავედი ახლა და იცოდე ხვალ დილით საუზმეს შენ ამზადებ
საძინებელში შევიდა და უპასუხა
_გამოფხიზლდი?
_ცუდი ქალი ხარ
_ამხელა კაცი რა დღეში ხარ ...
_ზუსტადაც რომ ამხელა კაცი ვარ და ბავშვივით მომექეცი
_აღარ ბრუნდები? ვერ ვხვდები ასეთი რა საქმე გაქვს
_იურიდიული საქმეები მაქვს მოსაგვარებელი, დროში იწელება. როგორც კი მექნება ყველა დოკუმენტი წამოვალ მაშინვე
_და სხვა არაფერი?
_არც ისე მარტივია როდესაც ყველა საქმეს ტოვებ , ყველაფერს ყიდი და არავის აძლევ უფლებას რომ მოგატყუოს. ზოგჯერ ძალიან ადვილია იდიოტი რომ ხარ
_მომენატრე _უყურებდა და თვალს ვერ აშორებდა _მგონი ძალიან გადაღლილი ხარ...სულ არ გძინავს მანდ?
_ცუდი საწოლი მაქვს და ხმაურიანი მეზობლები მყავს...დაჩისაც არ სძინავს მთელი ღამე სულ სხვადასხვა გოგონები ამოჰყავს და ოხრავენ... ფსიქიკას მინადგურებენ
_ღმერთო ჩემო...როგორ მებრალები. რამე ნორმალური მაინც მომატყუე _წარბები შეკრა
_გღალატობ... ხო აი სანამ დავბრუნდები გღალატობ
_ვთიშავ ისევ ... აშკარად ყველაფერი ისე მიდის როგორც გინდოდა და კმაყოფილი ხარ. დარწმუნებული ვარ ვიღაც ძალიან გააბრაზე და გასწორებულში ხარ
_რა სიტყვებია ექიმო ... გეკადრებათ? მე უბრალოდ ჩემი უნივერსალური გამჭრიახობის და წინდახედულობის გამოვლენა შევძელი და ყველა გავაოცე. ვგიჟდები ამ მომენტზე
_საოცრებები არიან... ღმერთო ჩემო ახლა მართლა გავშიშვლდები _მისი გამომეტყველება, თვალები . იმდენად ანათებდნენ, იმხელა მუხტი მოჰქონდათ. მართლაც სხვანაირი იყო ეს კაცი სულ სხვადასხვანაირი იყო და აგიჟებდა. ტუჩები მოიკვნიტა და ეკრანს თითები შეახო _ახლა აქ რომ მყავდე ... აქ რომ მყავდე ვერც კი წარმოიდგენ რას გავაკეთებდი და იჩქარე თორემ მალე შევიშლები
_სავსე მთვარეა ეტყობა მანდ _გაიცინა და თვალი ჩაუკრა _რომ ჩამოვალ სადმე გამოგკეტავ და ავანაზღაურებ დაკარგულ დროს
_შენ ის მითხარი თებროლე ვინ არის !
_ვინ თებროლე
_აბა არავინ მიყვარდაო ? რატომ გიყვარდა სახელი თებროლე და არა ელიზაბეტი
_ვინ გითხრა ეგ_ძალიან სერიოზული სახით უთხრა და სულ აიჭრა ლიზა
_ირაკლიმ ბიჭს ცოტნეს ვარქმევ და გოგოს თებროლესო ...ძალიან უყვარდა ჩემ ბიძაშვილსო. ვინ ჯანდაბაა თებროლე
_ჯანდაბა? მე ასე მოვიხსენიებ შენს ოჯახის წევრებს? ჯანდაბა როგორ აკადრე ჩემ ბებიას სირცხვილი შენ
_საერთოდ რა შუაშია შენ მე მომატყუე... ვიინ?_უცებ გაჩერდა და წამოიკივლა_ბებია?
_დიახ, საწყალი ქალი ალბათ მიწაში ბრუნავს არადა სულ მეუბნებოდა ექიმი ქალი მოიყვანე ბებო იქნებ გიშველოს პაწაო
_შენ...არც კი ვიცი რა უნდა გითხრა. მე რა ვიცოდი . რანაირი ბებია იყო ისე თქვა ირაკლიმ
_დედაჩემის დედა იყო თებროლე _უცებ დასევდიანდა. გაახსენდა როგორ ცხოვრობდნენ მთელი ბავშვობა ბიძაშვილებივით როდესაც ერთად ყოფნა უნდა შესძლებოდათ. არაფერი აკლდათ , ძმებივით იყვნენ მაგრამ მაინც ბიძაშვილები ერქვათ
_მითხრა ცოტნე გაბრაზებული იქნება პირველს გეგა რომ დავარქვი და მეორეს უნდა დავარქვაო
_ხოდა დაარქვას ... ორი ცოტნე მეტრეველი ვიქნებით. თებეა ჩვენ გოგოს უნდა დავარქვა
_ფეხმძიმედ ვარ ასე უცებ? ღმერთო ჩემო
_ელიზაბეტ
_მე ბიჭი მინდა, მაინტერესებს როგორია ბიჭის დედობა, გოგო მყავს უკვე
_ნწ... პირველი გოგო მინდა
_შენ არ დაბრუნდე და ბავშვს ამაზონიდან გამოვიწერ
_რომ ბრაზდები, ღმერთო რომ ბრაზდები სისხლი ისე მიდუღს კაპილარებს მიწვავს
_თქვენ მწერლობაზეც ხომ არ გიფიქრიათ
_გგონია ვაჭარბებ?
_ყველა არტერია განაგლეჯი გაქ და რომ დუღდეს კიდეც შენი სისხლი არ გამიკვირდება
_უგულო ხარ ექიმო
_ალბათ ამიტომ შემიყვარდი მთელი არსებით და არა მხოლოდ გულით
იმ წამს თავდახრილი ცოტნე ისევ გასწორდა, მზერა ისევ მიაპყრო და გაუღიმა
_მთელი არსებით?
_მთელი არსებით!
*^*^
სამშობლოში სამუდამოდ დასაბრუნებლად ემზადებოდნენ. ყველა საჭირო დოკუმენტს აწესრიგებდნენ. ალაგებდნენ, ბარგს კრავდნენ. ხელფასები დაარიგა და ბოლოს დარჩა თავის ბიჭებთან ერთად.
რატი იყო ის ვინც ბოლო ოცდახუთი წელი გაატარა მის გვერდით. მეგობარი რომელიც უპირობოდ მის გვერდით იდგა და არასდროს შეუქცევია ზურგი. ვერ ხვდებოდა როგორ დაიმსახურა ამ კაცის ერთგულება , მაგრამ ფაქტი ერთი იყო რატი ძმასავით ჰყავდა. აწ უკვე 43 წლის კაცს საკუთარი საქმეც ჰქონდა, ოჯახიც და პრობლემებიც , მაგრამ ცოტნეს რომ სჭირდებოდა ზედმეტი კითხვების გარეშე მიდიოდა მასთან .
დაჩისთან თავიდან საქმე აკავშირებდა შემდეგ რომ გაიცნო და მიხვდა როგორი ბიჭიც იყო საბოლოოდ დაუმეგობრდა. თავისებური ბიჭი იყო , შეიძლებოდა უცებ გამქრალიყო და რომელიღაც ქვეყანიდან დაერეკა. ან სამშობლოში დაბრუნებულიყო და სადღაც გადაკარგულ სოფელში გაეტარებინა რამდენიმე კვირა. არასდროს იხევდა უკან და რომ გაბრაზდებოდა უკონტროლო ხდებოდა.
ვაჩე კი მათთან შედარებით სულ ბავშვი იყო. ჯერ კიდევ 24 წლის თავქარიანი ბიჭი რომლის ცხოვრებაც რადიკალურად შეცვალა მეტრეველმა . თავხედი იყო, არც გინების გარეშე საუბარი შეეძლო და ბევრი მავნე ჩვევაც ჰქონდა , მაგრამ ერთგული იყო და ყოველთვის აფასებდა ცოტნესა და ბიჭების ამაგს.
_მამიკო კი მივდივართ, მაგრამ შენმა ირაკლიმ რომ ვერ დაიჭიროს ის ს*რი მერე რას ვაპირებთ? გეგმა ბე არ გვაქვს?
_დაიჭერს და მორჩი ლაყბობას... წამომყევი ის ყუთები ჩამომატანინე. დოკუმენტს ვერ ვპოულობ _რატიმ უბიძგა კიბისკენ და წაიყვანა
_მამიკოო უთხარი რამე რაა გამწყვიტა წელში და დამთხარა თვალები ამ დოკუმენტების ნაკითხი ...
_მამიკოს ნუ მეძახი...
_რატო ტო
_რატო და ლიზიკოს რომ ეგონოს შენნაირი შვილი გააკეთა ვაფშე აღარ იფიქრებს ბავშვებზე და დატოვებ კაცს მომავლის გარეშე _დაჩიმ თვალი ჩაუკრა და პლანშეტს დახედა ისევ
_რას დამიწუნებს ვერ გავიგე სიმპათიური არ ვარ თუ რა... ნეტა ჩემნაირი გამოუვიდეს ყველას ბიჭები რაა
_ღმერთმა დაგვიფაროს...შენ ერთიც საკნარისი ხარ დედამიწისთვის
_მოდიხარ თუ გესროლო ყუთი
_აუუ ამან ხო შემ*ა რაა... მოვდივარ ბიძია ბაგრატ
საღამომდე ყველაფერი დაასრულეს. ჩანთები აიღეს და იქაურობა დატოვეს.
თვითმფრინავში ერთად ისხდნენ. ცოტნე ჩუმად იყო გონებას ასვენებდა და ფიქრობდა
_რომეოს ჯულიეტა მოენატრა და ჩაფიქრებულია
_ნახეს უცხო მოყმე ვინმე ჯდა მფიქრალი სავარძელსა უხვად ესხა დოლარები მისსა ბარათსა ზედა
_ ვაჩეე, ძმაო შენ პოეტი ყოფილხარ და არ გვცოდნია_ რატიმ ჩაიცინა _ რუსთაველის შთამომავალი ხო არ ხარ შე ჩემა
_ეგ მე კი არა იმ ქალსაც არ ეცოდინებოდა ვის საშვილოსნოშიც ვიყავი ... მამიკო დედიკოს როდის გაგვაცნობ?
_ყველაფერი რომ ჩაივლის მერე და მართლა ჩემი შვილი რომ ეგონო მომკლავს _გაიცინა და ხელი მიარტყა _ისე ხარ გალეული ვაფშე 17 წლის ბავშვს გავხარ
_დედა მე არ მყავს და მამა ... მიშვილე არ გინდა? ელენიკოს დავილუძმაკაცდები და ვიცხოვროთ მშვიდად. ქონება ჩემი მომყვება მშვენიერი ბიჭი ვარ
_ჩემთან იქნები ისედაც და გვარი თუ მოგწონს ბაზარი არაა
_სად შენთან ვიქნები
_სად და ტყეში...სახლში სად ვიქნები სხვაგან
_კაი ღადაობ? მართლა თქვი მაშინ?
_ეგ ამბავი განხილვას არ ექვემდებარება !
_ატრა*ებ გეფიცები ...
_მაგაზე მერე ილაპარაკეთ ... ჩუმად იყავით ახლა . ჩაფრენამდე მაინც დავისვენო
_რატი ძიას ცოლი ჰყავს შემოსარიგებელი და ენერგიების მობილიზება სჭირდება
_არ ვაპირებ მის შემორიგებას და ნუ გამამეორებინებ კიდევ ! როგორც წავიდა ისე დაბრუნდება
მაინც ვერ გაჩუმდნენ. ჩასვლამდე განტვირთვას ახდენდნენ და საქმის გარდა ყველაფერზე ისაუბრეს ცოტ_ცოტა.
მხიარული ნოტა არასდროს აკლდათ. სულ ხდებოდა რაღაც რაზეც მაგრად ერთობოდნენ. ყველანი აფრენდნენ ცოტ_ცოტას და ამიტომ უგებდნენ ერთმანეთს.
*^*^*^*^
აეროპორტიდან ყველა ცალ _ცალკე გავიდა. ისე თითქოს ერთმანეთს არც იცნობდნენ. ოთხი მიმართულებით წავიდა ტაქსიც. ბოლოს ქალაქგარეთ სახლში მივიდნენ. მხოლოდ ცოტნე დარჩა თბილისში. ჯერ თავის სახლში მივიდა. ბარგი დატოვა და შემდეგ ლიზასთან წავიდა.
კლინიკაში შევიდა და მის კაბინეტში შეიპარა. ისე აუარა გვერდი ყველას თითქოს უჩინარი იყო. ლიზას კაბინეტში ჩასძინებოდა და ისეთი საყვარელი იყო დივანზე მოკეცილი რომ იწვა ცოტნეს გაეღიმა. მისი დანახვისას საოცარ შვებას გრძნობდა სულ. სავარძელში ჩაჯდა , უყურებდა და ტკბებოდა. მერე დაიხარა, სულ ახლოს იყო , მაგრამ არ ეხებოდა. იგრძნო ქალმა მისი სიახლოვე და თვალბის გახელამდე წარმოთქვა მისი სახელი. თითქოს სიზმარში იყო და გამოფხიზლება არ სურდა
_ ცოტნე .... მართალი იყავი ისე მომენატრე რომ მტკივა , ძალიან მტკივა და შენ გარდა ვერაფერი გამიყუჩებს ამ ტკივილს _ჩუმად ლაპარაკობს ისე რომ ტუჩებს თითქმის არ აშორებდა ერთმანეთს. მეტრეველის ცხვირის წვერი კანზე შეეხო, ღიმილმა გაუპო კაცს ბაგე და ბოლოს ტუჩებიც შეახო ქვედა ყბაზე. ძალიან ნაზად კოცნიდა ისიც თითქოს განზრახ არ ახელდა თვალებს . თითები თმაში შეუცურა კაცს და კოცნამდე გაეღიმა_მეტჯერ აღარ დამემშვიდობო უბრალოდ დაბრუნდი მაშინ როცა წასვლა აღარ იქნება საჭირო_ კოცნის შემდეგ უთხრა და ისევ შეეხო კაცის ბაგეებს
_სულ მალე მოვალ ლიზიკო...ცოტაც , სულ ცოტაც უნდა მოგენატრო _ჩაეხუტა. მკერდზე მიიკრა ქალი. ისიც გატრუნული იჯდა და მშვიდად სუნთქავდა მის სურნელს.
_ფრთხილად იყავი , რომ დამიბრუნდე _თხელი თითები მოზრდილ წვერზე ჩამოუსვა და მთელი სახე დაუკოცნა. შემდეგ ისევ დაწვა და თვალები დახუჭა მეტრეველმა კი იგივე გზა გაიარა უკან დასაბრუნებლად....

*^*^*^*^*^*
შეტყობინება გაგზავნა და სიჩქარეს უმატა. უმისამართოდ დადიოდა ადრენალინი სჭირდებოდა სულ ცოტა დოზა მაინც თორემ შეიშლებოდა უკან დაბრუნდებოდა და ლიზას ვეღარ მოშორდებოდა. გაქცევა სჭირდებოდა, რეალობისგან დამალვა ის დრო დადგა რისიც ყველაზე მეტად ეშინოდა, რაზეც ყველაზე მეტად დარდობდა . უნდა შეხვედროდა ადამიანს რომელთანაც დამნაშავე იყო , ვისი ვალიც ჰქონდა მთელი ოცი წელი რომ წაართვა იმ ადამიანთაგან ერთ_ერთი იყო . ძმების დაკარგვას რომ გლოვობდა და მიუხედავად სიძლიერისა მაინც შეუჩერებლად სტკიოდა მათი დაკარგვა .
იქ მივიდა სადაც ბოლოს შეხვდნენ. გამგზავრებამდე ყველანი ერთად იყვნენ . ჩვეულებისამებრ ხალისიანი ღამე გამოუვიდათ . მანქანა გააჩერა და ფეხით განაგრძო გზა. ყველგან კადრები იყო, ყველა კუთხეში მოგონებებს ხედავდა იქ იყვნენ ლაშა, ნიკუშა და ზურა , იქ იყო გეგაც , საკუთარ თავსაც ხედავდა სულ ახალგაზრდას მხიარულსა და თავისუფალს.
სახლის კარი ხმაურით გაიღო, ყოველი გადადგმული ნაბიჯი ესმოდა და გულისცემა უჩერდებოდა. ცარიელ სახლში მხოლოდ ის იყო , მისი მეორე ნაწილი ზურგით იდგა და ეწეოდა. თითქოს განგებ არ ბრუნდებოდა მანამ სანამ არ მიუხახლოვდა . შემდეგ პირისპირ აღმოჩნდენ და უკან დასახევი გზა აღარ ჰქონდა.
დამუნჯდა, სიტყვები დაკარგა ან რა უნდა ეთქვა ირაკლის თვალების დანახვისას სინდისმა ისევ მოუჭირა ყელზე მარწუხები ...
_მოვკვდი ? მოიცა ზემოთ ასაკი გვემატება? მეგონა იმ ასაკში ვრჩებოდით რომელშიც დავტოვებდით დედამიწას _ბუტბუტებდა და ისტერიული უხდებოდა საუბარი. იცინოდა , ნელ_ნელა კარგავდა კონტროლს _ ცოტნეს ვარქმევდი ბავშვს და არ დამაცადე ? ანა სხვა რამეს დაარქმევს და მერე ნუ მეტყვი ჩემი სახელი რატომ არ ჰქვიათ შენს ბიჭებსო... ისინი სად არიან . სად დახეტიალობენ . როგორ მოხდა შენ რომ გამოჩნდი და ისინი არა _რელობიდან გაქცევას ცდილობდა. თავზე ხელი მოიჭირა და ირგვლივ მიმოიხედა
_იკა _რამდენი დრო იყო გასული მას შემდეგ რაც ასე დაუძახა ბოლოს. მხოლოდ ცოტნესთვის იყო იკა და სხვა არავისთვის
_არაა ... არ მომიახლოვდე. შეუძლებელია შენ იყო . შეუძლებელია , გამორიცხულია ცოცხალი იყო
_შეუძლებელია , მაგრამ ცოცხალი ვარ . შეგიძლია ბიჭს სხვა სახელი დაარქვა _ჩაიცინა , თავი დახარა და ამღვრეულ თვალებზე ხელები ჩამოისვა . თავის აწევა და სახეში მუშტის მოხვედრა ერთი იყო, მოულოდნელობისგან და დარტყმის სიძლიერისგან გვერდით გადაქანდა
_ცოცხალი ხარ? ამ დროში თავიდანაც დაიბადებოდი... ოცი წელია შენ ცარიელ საფლავთან დავდივარ...ოცი წელია ბიცოლა შავებს ატარებს და შენ ახლა ხარ ცოცხალი? _ ირაკლის ღრიალი არავის არასდროს უნახავს, ირაკლოს მგლისებრი თვალები არავის დაუნახავს . ახლა კი მსხვერპლის მოკვლის წინ გააფთრებულ მტაცებელს ჰგავდა რომელსაც მსხვერპლი ეცოდებოდა და ცრემლები ჯებირებს ასკდებოდნენ მაგრამ ბრაზი თანდათან უფრო იმატებდა . ყველაფერი ერთდროულად დაატყდა თავს. იგინებოდა, ყვიროდა, იცინოდა , ტიროდა
_არაა ...არა შენ ცოცხალი არ ხარ . მეჩვენები , რა ჯანდაბად მეჩვენები . აქამდე არ გამოჩენილხარ ამდენი ხნით ვაფშე დამიკიდე და ახლა რა გეტაკა ...ხო არ მოგენატრე
_იკა ... იკა შემომხედე _ხელი მოხვია თავი ააწევინა და გააჩერა _მე ვარ... აქ ვარ და აღარსად წავალ . მეც მკვდარი უნდა ვიყო არ მქონდა სიცოცხლის უფლება და მოვკვდი კიდეც .ოცი წლის განმავლობაში ყოველ დღე ვკვდებოდი
_ცოცხალი ხარ ...ფეთქავს .ხმა მესმის _თავი მკერდზე მიადო და გაჩერდა . მოშორდა, უკან დაიხია და სახეზე ხელები ჩამოისვა _ სად იყავი ... აქამდე სად იყავი _საყელოში წვდა და შეანჯღრია_სად ჯანდაბაში იყავი აქამდე იცი ისინი როგორ არიან? იცი და რომ გყავს ? იცი რა გადავიტანეთ ? მიპასუხე !
_ძალა აღარ ჰქონდა მუხლები ეკვეთებოდა. ყველაფერი ტრიალებდა მის ირგვლივ, თითქოს ისევ სიზმარს ხედავდა. ვერაფერს ამბობდა .უბრალოდ უყურებდა ძმის სისხლისფრად შეღებილ თვალებს , შეშლილ სახეს და სრულიად უძლური იყო. ესაა დამნაშავის ხვედრი , ვერ პოულობს თავის დახსნის გზას. უბრალოდ ჩუმდება და განაჩენს ელის_იცი ცოლ_შვილი რომ მყავს?
_ვიცი ... ყველაფერი ვიცი
_ისინი?
_მაპატიე გთხოვ...ყველაფერი ჩემი ბრალია. ყველას მე ჩავაცვი შავები... ყველა ჩემ გამო დაიტანჯა . ჩემი ბრალია ის წყეული დღე , მაგრამ ახლა უნდა დავბრუნებულიყავი... იკა
ბიჭი ერთხანს უყურებდა, მისი არც ესმოდა უცებ მოხვია მკლავები და ჩაეხუტა. ძვლების ატკიებამდე უჭერდა ხელებს, მისი თმას ეხებოდა და იცინოდა
_ცოცხალი ხარ... გაჭაღარავებულხარ კიდეც . დაბერდი შე ჩემა ? ტყუპები არ ვართ? რას შვებოდი ასეთს ჩემზე მოხუცი რომ ჩანხარ
ირაკლის სიტყვები რომ გაიაზრა უფრო შეეკრა სუნთქვა . კედელს მიეყრდნო და ბიჭს მზერა გაუსწორა
_როგორ ... შენ იცოდი ? იკა როდის გაიგე
_შენი ბრალი თუ არის მათი სიკვდილი ჩემი ბრალიცაა მაშინ...იქედან არ გამოიქცეოდი მანამდე რომ მეთქვა სიმართლე . რომ მომეყოლა ყველაფერი ასე არ დასრულდებოდა . შენი ბრალი არ არის... ყველაფრის ბრალია. ყველანი დამნაშავეები ვართ
_მე ის ქალი ვნახე ვინც ამშობიარა დედა ... ტყუპები დაიბადნენო მითხრა. იქ ორი ქალი იყოო მეორეს შავები ეცვა მშობიარეს ეხმარებოდა, ამხნევებდა და მოთქმით ტიროდა ბიჭები რომ გაჩნდნენო . გავგიჟდი ვუთხარი გეშლება მე ტყუპისცალი არ მყავს_თქო , მაგრამ ზუსტად ახსოვდა ტყუპები სახლში სხვას არასდროს გაუჩენია ჩემი დახმარებით თან ქართველსო. გავგიჟდი , უკან წამოსვლა მინდიდა. სახლში ვერ გავჩერდი , დარეკვასაც ვერ ვახერხებდი . მანქანაში რომ ჩავჯექი ბიჭებიც დამედევნენ. ჩვენ აქ რა გვინდა შენ თუ წახვალო და წამოვედით. მერე სამუდამოდ დავკარგე ყველა_სახეზე აიფარა ხელები და კედელს დაუშინა მუშტები
_დედას ჯერ უთხრეს დაფეხმძიმებას ვერ შეძლებო ხომ იცი გვიან დაქორწინდნენ . მერე დაფეხმძიმდა და ბავშვი დაბადებიდან რამდენიმე დღეში მოუკვდა. ასმათი ფეხმძიმედ იყო ამ დროს და დედაც მასთან ერთად იყო მშობიარობა რომ დაეწყო ... მერე დედამ დედას ჩემი თავი გადასცა ... ასე იყო ყველაფერი. 15 წლის ვიყავი დედამ რომ მომიყვა . გახსოვს ძალიან რომ ვიჩხუბეთ და შენთან აღარ მოვდიოდი?
_მე არ მოვდიოდი!
_შენ კი არა მე არ მოვდიოდი და დედას რომ ვუთხარი საერთოდ აღარ ვნახავ_თქო მომიყვა. თავიდან არ მჯეროდა , გავბრაზდი . საშინლად გავბრაზდი გახსოვს შენთან სახლში რომ მოვდიოდი გივის და ასმათის საერთოდ არ ველაპარაკებოდი. მერე მივხვდი რომ კარგადაც მოიქცნენ. ციცინო ვერ გადაიტანდა ჩემ გარეშე იმ ბავშვის დაკარგვას, ალბათ დაშორდებოდნენ და დედა თავს მოიკლავდა. დედას ჩემ გარდა არავინ ჰყავს და მე რეალურად ორივე მივლიდნენ. ორივესთან ვიყავი თავიდან ერთ სახლში არ ვცხოვრობდით?
_ბოლოს მეც ვაპატიე დედას მიუხედავად იმისა რომ ციცინოს ამბავი არ ვიცოდი. ვხვდებოდი რომ რაღაც მსგავსი იქნებოდა ... მაგრამ მაშინ თავს დაფიქრების საშუალება არ მივეცი. არ ვიცი ჩხუბი მინდოდა, შენი ჩახუტება და ყვირილი რომ მართლა ძმა იყავი თუ რა ... დღემდე არ მაქვს პასუხი
_შეიძლებოდა სულ სხვა რამეს გაებრაზებინე და იმ გზაზე წასულიყავი... ან რამის ყიდვა გდომოდა ცოტნე
_რატომ არ მითხარი
_არ ვიცი ... არ მინდოდა ციცინოს სტკენოდა. მაინც არაფერი შეიცვლებოდა ამით , ასე მეგონა მაშინ . მე და შენ სულ სხვადასხვანაირად ვაზროვნებდით და ვრეაგირებდით...ცოცხალი ხარ ტოო _ისევ გაიმეორა და ღრმად ჩაისუნთქა_როგორ მინდა მაგრად გცემო
_მოდი თუ გაგისწორდება აქ ვარ ბატონო გამომძიებელო _ ხელები გაშალა და გაიღიმა
_დაჯექი მომიყევი ყველაფერი წავალ ღვინოს ვიპოვნი თორე გამისკდება თავი მალე . არ შემომაკვდე _წავიდა და მალევე დაბრუნდა ბოთლით და ჭიქებით. ისე სვამდნენ როგორც ადრე, აღარ იყვნენ პატარა ბიჭები , აღარ უხტოდნენ თვალებში ჭინკები. ორი სერიოზული კაცი იჯდა ერთმანეთის პირისპირ და ყვებოდნენ ამბებს რომლებიც ერთდროულად გულს ტკენდათ, ასევდიანებდათ, აღიმებდათ ზოგჯერ სიმწრისგან , ზოგჯერ კი ხარხარებდნენ. იჩხუბეს, ირაკლი გაგიჟდა რომ გაიგო რატი იყო მასთან და ლამის მართლა სცემა ცოტნე. ათას ამბავზე გაუბრაზდა, მაგრამ გაქცეული გამომძიებელი შალვა რომ ახსენა წამსვე აფეთქდა
_შალვა სად იპოვნე ბიჭო
_შენი ამბები ვიცი ... მაინცადამაინც ლიზა გვასალიას რომ მიადექი ტრუპად გამომაცხადეო ეგეც ვიცი. იქ სხვანაირად გადაიკვეთა ჩვენი გზები. მე რომ დავუპირისპირდი საერთოდ არ ვიცოდი ქართველი თუ იყო იმათ უფროსი. მერე დავუკავშირე ყველაფერი ერთმანეთს
_შენ იყავი ?
_სად
_თავს ნუ იშტერებ ! შენ მიხვედი იქ ჩემს ნაცვლად და რომ მივედით ყველანი დაფენილები დამხვდნენ... შენ იყავი ხომ ?
_არ მესმის რას მეუბნები
_გცემ ახლა
_ატრ*კებ ! ხო დაიჭირე ისინი რა გინდა
_სისხლიც იყო იქ ... ვერ გავიგეთ ვისი მერე ვივარაუდეთ რომ გაქცეულების იყო . დაგჭრეს?
_ნაკაწრი იყო
_შენ ხო არ გადაირიე... მართლა ბეტმენი ხო არ გგონია თავი ! თუ ვინმე ნაბოზ*^ იყო ყველასთან გიჩხუბია და ახლა საქართველოში გადმოხვედი?
_გინდა რომ დაიჭირო შალვა თუ არა? თუ არ გინდა წავალ უკან და იქ დავაჭერინებ
_უდიპლომო დეტექტივო შენ უნდა დამაჭერინო შალვა? ორი ქვეყანა ეძებს?
_ჯერ ეს ერთი დიპლომი მაქვს და სხვათაშორის იქ შენზე კარგად ვსწავლობდი ...მერე მეორე მე ისეთი რამე შემიძლია გავაკეთო შენ რომ კანონი არ გაძლევს უფლებას და მერე უბრალოდ ფაქტზე გამოიჭერ. ძალიან მარტივად . ახლა მისი მარკვენა ხელიც დაიჭირეს და კომპანიონიც მარტო დარჩა და გაგიჟებული დამეძებს ჩემზე რომ იყაროს ჯავრი. ჩამოვა ცოტა ხანში და მერე საქმეებსაც თვითონ აიღებს ხელში
_ამის დედაც შენ აღარ ხუმრობ
_მოხვედი ხასიათზე დეტექტივო მეტრეველო? შე იდიოტო ლიზასთან როგორ მიხვედი იმათ რომ ეპოვნათ და რამე დაეშავებინათ სად მიდიოდი მერე _უცებ დაუყვირა და ირაკლი გაშეშებული დატოვა. _წამოუგორდა იქ შიშველი და მერე კიდე სახლში აკითხავდა. მაგის გამო ჩამოსვლა მომიხდა და გავხდი გვასალიას დარაჯი !
_უკაცრავად გვასალიასთან რა გინდა შენ... ლიზიკოს დავუმეგობრდი თავიდან სხვათაშორის , ისე არ ვახსოვართ არცერთი
_ვიცი ეგ ... სხვა დროს ყურადღებით უნდა იყო . არ გეკადრება ამხელა მთავარ გამომძიებელს
_წეხან დამიყვირე თუ მომეჩვენა...
_უფროსი მე ვარ ! დოკუმენტების მიხედვით 10 დღით და ახლა გადაკეთებულით მთელი თვით დიდი ვარ და თუ მომინდა წამოგარტყავ კიდეც
_შენ სიბერეში ძალიან ხისტი გამხდარხარ. ადრე ასე არ გიელავდა თვალები...ახლა ძალზედ გაუხეშებულხარ ბატონო ცოტნე . რა მაინტერესებს ამ 20 წლის განმავლობაში დავიჯერო ვერავინ მოახერხა შენი ამქვეყნისკენ შემობრუნება და გულის გალღობა? ძლევამოსილი ქალი არ გამოჩენილა? ჩემს იმედზეა მეტრეველების გვარი?
_რომ გამოჩნდა დავბრუნდი ხომ ხედავ ... მარიამი ჩამოვა მალე და იქნებ უთხრა ცოტა ხანს დარჩეს. არ მინდა არეულობის დროს სანერვიულო დამემატოს
_მარიამს შეეშვი მილიონჯერ შეიცვლის აზრს და იმ ქალზე მითხარი ვინ არის რა ჰქვია სადაურია
_ ელიზაბეტ გვასალია !
_რა ელიზაბეტი .... მოიცა არაა?
_ხო ვიცი ლიზა მეტს იმსახურებს , მაგრამ უზომოდ მიყვარს. სულ შევიშალე ! _ჭიქა დაცალა და მაგიდის ზედაპირს გაუსწორა მზერა _ მგონია რომ სულ სხვანაირი გავხდი... ისევ შეიცვალა რაღაც ნაწილი ჩემში
_შანსი არაა...ლიზას თავი როგორ მოაწონე . მოსწონხარ ვაფშე ? _ახარხარდა და მოხვდა კიდეც_ვაიმეე გეგა გვასალია თუ სადმე ხარ ის დროა გაცოცხლდე შენი და გაგიჟებულა _მაღლა აიხედა და ისევ გაიცინა ცოტნეს სახე რომ დაინახა_მაშინებ ასე რომ იყურები მგონია კაცსაც მოკლავ
_პირველი არ იყო ფრთხილად იყავი... ღვინო მეტი არ გვაქვს?
_ლაპარაკი განაგრძე შენ. ასე ვერ გაიქცევი. მე მოვიტან ღვინოს
იმდენ ხანს ისაუბრეს ცოტნე გააგიჟა, მაგრამ 20 წლის შემდეგ ცოტაც კი იყო .
თენდებოდა სახლი მორიგეობით რომ დატოვეს. ბატონი გამომძიებელი პირდაპირ განყოფილებაში წავიდა. გააღვიძა თავისი ბიჭები და საქმეს შეუდგა. ცოტნე კი ქალაქგარეთ სახლში მივიდა. სიჩუმე იყო , ყველას ეძინა მაგრამ შესვლისას ლარნაკი წააქცია და წამებში აღმოჩნდა მის წინ ორი ნახევრად შიშველი კაცი იარაღით ხელში . მთვრალმა სიცილი ვერ შეიკავა ხელები მაღლა ასწია და ახარხარდა
_გადაირიე მეტრეველო? რა დროს მოსვლა იყო
_სად იყავი
_მთვრალი ხარ შე ჩემა?
_სიცოცხლის ნაწილი დავიბრუნე ... სულის გათავისუფლებას ვგრძნობ _ გაიცინა ისევ და ბიჭებს ხელი მოხვია _რა ფორმაში გძინავს შვილო მართლა რომ დაგვადგეს ვინმე კი არ მოგკლავს გ*ხმარს _ვაჩეს თმები აურია და გააბრაზა ბიჭი
_მამიკოო რადგან გავიღვიძე პიანინოზეც ხო არ დავუკრა
_იცი ტო?
_ირაკლი ნახე? _დაჩიმ ჰკითხა
_ ხოო და ყველაფერი გეგმის მიხედვით წავა
_ბორჯომი გინდა მამიკო?
_არა. დავიძინოთ
_ჩემს ტრუსს რას ერჩი მამიკო?_გაიჯგიმა და სიცილი აუტყდა მერე_ხო აშკარად არ ღირს ასე დავხვდე ვინმეს
სიცილით ავიდნენ მეორე სართულზე. დერეფანი გაიარეს და საძინებლებს მიაშურეს.
კმაყოფილი იყო, მშვიდი და ბედნიერი...
*^*^*^*^*^
ერთი კვირა გავიდა ისე რომ ბიჭების კვალიც არ ჩანდა. ირაკლი მუშაობდა მხოლოდ და ცოტნეს ისე უკავშირდებოდა ვერავინ იგებდა.
შუაღამე იყო კაბინეტიდან რომ გავიდა ბიჭებს გადახედა და წამებში დატოვა განყოფილება მათთან ერთად. ერთ_ერთი მნიშვნელოვანი სპეცოპერაციისთვის ემზადებოდა რაც კი ჩაუტარებია. საოცარ მუხტს გრძნობდა და ერთი სული ჰქონდა როდის ჩააყუდებდა შალვას.
შენობას ალყა შემოარტყეს. ერთ_ერთი შიგნით იყო შეპარული და ყველა ინფორმაცია ჰქონდათ ხელთ შალვას ჩასაყუდებლად. ყველაფერი მართლაც ზედმეტად მარტივი ჩანდა და ცუდი შეგრძნება ჰქონდა ცოტნეს. შორიდან უყურებდა ირაკლის და სიტუაციას ზვერავდა. შეცდომა არ გაპარულა ზუსტად იცოდა , რომ შალვა ვერაფერს მიხვდებოდა , მაგრამ მაინც საშინელი შეგრძნება ჰქონდა. შეთანხმების მიხედვით შიგნით არ უნდა შესულიყვნენ, მაგრამ სროლა რომ ატყდა და პოლიციელები სენობაში შევიდნენ იქ იმაზე მეტი ხალხი დახვდათ ვიდრე ვარაუდობდნენ.
ყველაფერი ელვის სისწრაფით განვითარდა . იარაღი გადატენა და შენობისკენ გაიქცა. რატი , ვაჩე და დაჩი რომ დაინახე რამდენიმე წუთში კი გაგიჟდა, მაგრამ იმ ვითარებაში არაფერი შეეძლო. ირაკლიზე იყო კონცენტრირებული. შალვა რომ გაიქცა ისიც უკან დაედევნა . შენობიდან გავიდნენ. ირაკლი ესროდა სანამ ტყვიები არ გაუთავდა
_შენი დედაც ...შენი დედაც _მანქანას იყო ზურგით მიყრდნობილი ისევ ესმოდა გასროლის ხმა და შალვას გინება. დანა გაშალა და ქვემოდან გახედა მიახლოებით რომ გაეგო სად იდგა, მაგრამ იქ აღარ იყო
_ლაწირაკო ტყვიების დათვლა უნდა ისწავლო ! ხომ გეუბნებოდი შენგან არაფერი გამოვა_თქო
_შალვა ძია მარტო რომ დარჩი და დედა გეტირა ვერ ხვდები ვინ გააკეთა?
_ხელები გაშალე დააგდე ეგ რაღაც და წინ იარე
_ახლავე აი ამ წამს დავაგდებ _გაიცინა . მარჯვენა ხელზე გადაატანინა მზერა და მარცხენაში მოქცეული დანა მოუქნია . კაცი ძირს დავარდა , დაიღრიალა და მიწაზე გართხმულმა გამოჰკრა სასხლეტს თითი. რამდენიმე გასროლა გაისმა და მერე ღამემ სიჩუმე დაიბრუნა.
ცოტნემ რომ დაინახა ირაკლი როგორ დავარდა მიწაზე გაგიჟებულმა ისროლა შალვას მიმართულებით. ერთ წამში დაფარა მანძილი ძმამდე და სახით დამხობილი გაასწორა
_ირაკლი... იკა ... იკა შემომხედე ამის დედაც
_ცოტნე ... _ბიჭებიც მივიდნენ
_ესროლა? ჯანდაბა _დაჩიმ უკან დაიხია . ისე ჰყავდა ცოტნეს ჩაბღუჯული ვერც დაინახავდნენ ნორმალურად
_ირაკლი ... ამოიღე ხმა ნუ მაშინებ. სისხლი არ გაქვს არსად და იცოდე აგკუწავ ახლა თვალს თუ არ გაახელ_უცებ მოვიდა გონს და სახეში გაარტყა
_რას მიტყაპუნებ ბიჭო ... შენ 20 წელი მკვდრად მომაჩვენე თავი და 20 წუთიც არ მაცალო ეს დედა ნატირები... ვაახ რა მწარეა ეს შეჩვენებული. კიდე თუ ჩამიტყდა ნეკნები და მომკლავს ანა _ ქურთუკი გაიხსნა და მერე ჯავშანჟულილეტიც მოიშორა _ ვაახ შენი დედა მოვ*ყან ზურგი მტკივა _რას მიყურებთ ... მომეცი ეგ იარაღი _ ცოტნეს იარაღი აიღო და გაწმინდა მერე ხელი თვითონ მოკიდა და წამოდგა
_კარგად ხარ ხო?
_კარგად ვარ რემბო ,კარგად... წადით ახლა თორემ მოვლენ ჩემები და ხომ მომეჭრა თავი ამხელა გამომძიებელს რომ ვუთხრა 20 წლის მკვდარმა ძმამ მიშველა_თქო
_წამოდი ახლა ნუ გაგიჟდები_ცოტნე გაიყვანეს სანამ მართლა დაეტაკებოდა ირაკლის.
მანქანაში რომ ჩასხდნენ მერე იფეთქა
_რა ჯანდაბა გინდოდათ იქ... რომელიმე ხო არ დაგჭრეს? რას მოვარდით . კაცმა რომ გკითხოთ ვერ იტანთ პოლიციას
_მე არც მისვრია გეფიცები მამიკო ...
_ყველაფერი კარგადაა და მორჩა ახლა . დავიღალე, საღამოსვე წავალ სადმე _დაში სავარძელს მიეყრდნო და თვალები დახუჭა
_ირაკლიმ ისე შემომხედა მომკლავს ალბათ _რატიმ თქვა და გაიცინა _ მორჩა შენი სუპერმენობა მეტრეველო?
_ამოიღე მამიკო ხმა ... შენ ხო არ ხარ დაჭრილი
_არაა... ნაკაწრია უბრალოდ ნამსხვრევზე გავიჭერი ! დასრულდა. დანაშაულთან მებრძოლი ერთი მეტრეველიც საკმარისია
საბოლოოდ დაუბრუნდნენ სახლებს. ვაჩე ცოტნესთან წავიდა დიდი წუწუნის და ბრძოლის შემდეგ. გათენებამდე დამშვიდნენ, დალაგდნენ და ახალი დღე ახალი ფურცლიდან დაიწყეს.
ცოტნეს კიდევ ერთი ნაბიჯი ჰქონდა გადასადგმელი სულის თავისუფლებისთვის, სრული დაბრუნებისთვის სჭირდებოდა ოჯახთან დაბრუნება . ყველაზე რთული დღე ელოდა წინ , მაგრამ მოცდას აღარ აპირებდა
ყველა ტელევიზია აჩვენებდა კადრებს როგორ მიჰყავდათ ხელბორკილებიტ დამნაშავეები არავინ იცოდა მათი აყვანა რის ფასად დაუჯდათ. ჟურნალისტები საკმაოდ დიდ განცხადებებს აკეთებდნენ . ელიზაბეტმაც იცოდა რომ ცოტნე მალე დაუბრუნდებოდა. მთელი სხეული გაეყინა იმოს წარმოდგენისას რომ შეიძლებოდა ცოტნე ყოფილიყო იქ სროლის დროს .
მობილურის ხმა ზუსტად დროულად გაიგო და სუნთქვა შეეკრა სანამ მისი ხმა არ გაიგო
_მოხვალ?
_ცოტნეე
_კარგად ვარ ელიზაბეტ _გაეღიმა და ლიზა მის ღიმილსაც ხედავდა .
არაფერზე უფიქრია სწრაფად ჩაიცვა და წავიდა . გულისცემა მანამ არ დაუმშვიდდა სანამ მის მკლავებში არ აღმოჩნდა. ხელები მოხვია და მთელი სახე დაუკოცნა
_მომენატრე... უღმერთოდ მომენატრე
_ელიზაბეტ _ქალის სახე ხელებში მოიქცია , ტუჩებზე წაეტანა და სიმშვიდე იგრძნო. ქაოსი ერთიანად დალაგდა, ყველაფერი გაქრა და დარჩა მხოლოდ ელიზაბეტი , მისი სურნელი და ყავისფერი თვალები



№1  offline ახალბედა მწერალი ფ ე ფ ო

შენ ძალიან მაგარო გოგო :* უკვე წუწუნს ვიწყებდიი...როგორ გამახარე.

 


№2  offline აქტიური მკითხველი La-Na

საოცრად საოცარი გოგო ხარ❤❤❤❤❤
--------------------
ლანა

 


№3  offline წევრი დარინა

ორი თავი ერთ დღეში უკვე ფუფუნებააა, ისე გაგვანებივრე დღეს დალილობაც კი ჯანსაბაში გავუშვი, ჩვენი თბილი, ტკბილი და საოცარი მარიამი ხარ.

 


№4  offline მოდერი sameone crazy girl

ვაიმეე ისე მიხრია მე თვქვენ რო გახარებთ ♡♡♡♡
მიყვარხართ

 


№5  offline მოდერი sameone crazy girl

Girl... from the past
რა ვქნა რომ ასე ძალიან მოწმონს შენი წერის სტილი. არა მარტო სტილი. ზოგადად შენი ხედვა და გადმოცემა.
ძალია. კარგი ხარ ❤

ძალიან დიდი მადლობა
♡♡♡♡♡♡
იმედია დიდხანს მოგეწონება და იმედებს არ გაგიცრუებ

 


№6  offline წევრი Anansio

ძალიაან მახარეებ❤️❤️❤️❤️ჩემი განწყობის “მფარველი” ხარ❤️❤️❤️❤️ ანდროოო ... ოოო ეს ბიჭი ძალიაან მომწონს❤️❤️❤️❤️ ელენეც უსაყვარლესია❤️❤️❤️რაც შეეხება ცოტნეს... ფენიქსი ფერფლიდან აღდგა!!! ტყუპების კავშირი ძალაშიაა❤️❤️❤️❤️ცოტნეზეე და მის შინაგან სამყაროზე ვგიჟდებიი!!! ანალოგიურს ვიტყვი ლიზაზეც... ქალი აღმაფრენა!!! ...უძლიერესიი და უმაგრესი პერსონაჟები გყავს , როგორც გარეგნულად ასევე პიროვნულადაც❤️❤️გყვარობ მე შეენ! უმაგრესი გოგო ხარ მარიამ!!!❤️❤️❤️

 


№7  offline მოდერი sameone crazy girl

Anansio
ძალიაან მახარეებ❤️❤️❤️❤️ჩემი განწყობის “მფარველი” ხარ❤️❤️❤️❤️ ანდროოო ... ოოო ეს ბიჭი ძალიაან მომწონს❤️❤️❤️❤️ ელენეც უსაყვარლესია❤️❤️❤️რაც შეეხება ცოტნეს... ფენიქსი ფერფლიდან აღდგა!!! ტყუპების კავშირი ძალაშიაა❤️❤️❤️❤️ცოტნეზეე და მის შინაგან სამყაროზე ვგიჟდებიი!!! ანალოგიურს ვიტყვი ლიზაზეც... ქალი აღმაფრენა!!! ...უძლიერესიი და უმაგრესი პერსონაჟები გყავს , როგორც გარეგნულად ასევე პიროვნულადაც❤️❤️გყვარობ მე შეენ! უმაგრესი გოგო ხარ მარიამ!!!❤️❤️❤️

ძალიანნ ძალიან მიხარიხარ
ვგიჟდები სიხარულისგან ასე რომ მოგწონთ ♡♡♡♡♡♡♡♡

 


№8  offline წევრი ნანა73

კარგი ხარ! აღარ დაიგვიანო ასე რააა ❤️

 


№9  offline მოდერი sameone crazy girl

ნანა73
კარგი ხარ! აღარ დაიგვიანო ასე რააა ❤️

ხვალ ან ზეგ დასრულდება
მადლობა

meocnebe avadmyopi
აი ყველაზე კარგი თავი იყო
მართლა
ანდრეაზე და ელენაზე რომ ვაფრენ ისე არცერთზე
მაგარი საყვერელი წყვილია
ცოტნეზე და ირაკლიზე ვგიჟდები
ვაჩე კიდე ყველაზე მეტად მიყვარს
ძალიან მაგარი თავი იყო ❤

უაიმე ჩემი ვაჩუნა რო მოგწონს გამიხარდა ეგეც
მადლობა დიდიიიი
მალე დასრულდება და იმედია მოგეწონება ფინალიც

 


№10  offline წევრი Taattu

მარიამმმ როგორ გამახარე
გუშინვე წავიკითხე უბრალოდ გათიშული იყო საიტი ცოტა ხნით და ვეღარ დაგიტოვე კომენტარი
ეს რა იყოოო... scream
ჯერ წინა თავში გვატირე disappointed_relieved laughing
მერე სააბაზანოს სცენა laughing laughing
მერე ძმების შეხვედრა
ელენიკო და ანდროო საყვარლები heart_eyes
ცოტნიკო მიყვარს heart_eyes heart_eyes შენეულია
მადლობა ჩემო ტკბილო heart_eyes ველი შემდეგ თავს
ახალი ისტორიაც მაინტერესებს ძალიან ძალიან

 


№11  offline მოდერი sameone crazy girl

Taattu
მარიამმმ როგორ გამახარე
გუშინვე წავიკითხე უბრალოდ გათიშული იყო საიტი ცოტა ხნით და ვეღარ დაგიტოვე კომენტარი
ეს რა იყოოო... scream
ჯერ წინა თავში გვატირე disappointed_relieved laughing
მერე სააბაზანოს სცენა laughing laughing
მერე ძმების შეხვედრა
ელენიკო და ანდროო საყვარლები heart_eyes
ცოტნიკო მიყვარს heart_eyes heart_eyes შენეულია
მადლობა ჩემო ტკბილო heart_eyes ველი შემდეგ თავს
ახალი ისტორიაც მაინტერესებს ძალიან ძალიან

დღეს დავამთავრებ
ძალიან ძალიან მიხარია რო ასე მოგწონს
დიდ მადლობა ♡♡♡♡♡♡♡♡♡♡♡♡♡♡♡

 


№12  offline მოდერი ტკბილიწიწაკა

ჩემი ცოტნიკოო შევჭაამ!!!
ალექსანდრე როგორი კარგიხარ ბიჭო შენ მომინდი უკვე :დ
არა რა მარიაამ შენი სტიქიაა ეს უამრავი წყვილი და ყველა ერთმანეთზე უკეთესები და რა გა ვა კე თო? :დდდდ კიდე მინდა ბევრი მინდა აიი სულ მინდაა როვკითხულობდე და ვკითხულობდე :დდ ჰოდა გელოდები მიხარიხართ და მიყვარხართ ♥️♥️♥️♥️♥️

 


№13  offline მოდერი sameone crazy girl

ტკბილიწიწაკა
ჩემი ცოტნიკოო შევჭაამ!!!
ალექსანდრე როგორი კარგიხარ ბიჭო შენ მომინდი უკვე :დ
არა რა მარიაამ შენი სტიქიაა ეს უამრავი წყვილი და ყველა ერთმანეთზე უკეთესები და რა გა ვა კე თო? :დდდდ კიდე მინდა ბევრი მინდა აიი სულ მინდაა როვკითხულობდე და ვკითხულობდე :დდ ჰოდა გელოდები მიხარიხართ და მიყვარხართ ♥️♥️♥️♥️♥️

უამრაბი წყვილი აქ არ მეყოლევა ესენი ისე უბრალოდ ჩავსვო სიტუაციის გნსამუხყად
მადლობა დიდი
♡♡♡♡♡

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent