დევიდ სმიტის იდუმალი საქმე /3/
რამდენიმე დღე ნედის გარდა აღარავინ გამოჩენილა. მასაც მხოლოდ საჭმელი და წყალი მოჰქონდა. ჩემი მცდელობის მიუხედავად, არაფერს მეუბნებოდა არც ბოსზე და არც დილანზე. ვიცოდი სხვა გამოსავალი არ მქონდა და უბრალოდ ველოდი. ერთ დილას, როცა ნედი ლანგარს იატაკზე ტოვებდა ხელი ხელში ჩავავლე და იქვე მივიმწყვდიე. ცუდი განზრახვა არც მქონია უბრალოდ მინდოდა ორიოდე სიტყვა მომესმინა. ხელის გაშვებას ამაოდ ცდილობდა. უცებ მის მარჯვენა მტევანზე უცნაური სვირინგი შევნიშნე. ზუსტად ისეთი როგორიც მამაჩემს ჰქონდა. მზერა გამიშტერდა და ხელიც მაშინვე გამომგლიჯა. გასვლას აპირებდა, რომ შევევედრე. - ნედ, ნედ გთხოვ! რამე მითხარი! მალე გავგიჟდები ნედ! - თვალები ამემღვრა. - მამაშენის გამო პასუხი უნდა აგო. დაიცადე. მალე ყველაფერს გაიგებ. მეტი არაფერი უთქვამს. კარი დაკეტა. კედელს ზურგით მივეყრდენი და ამდენი წლის შემდეგ პირველად ავტირდი. იმ ბნელ საკანში მოხვედრის შემდეგ ნორმალურად არ მძინებია. დავიძინებდი თუ არა კოშმარები მესიზმრებოდა და ათრთოლებული ვიღვიძებდი. ერთ დღეს სულ ორი წუთით ჩამთვლიმა და სწორედ ამდროს შემოვარდა ნედი მეორესთან ერთად და ჯერ კიდევ ძილბურანში მყოფი გამათრიეს გარეთ. ბოსის ოთახისკენ არ წავსულვართ. მივხვდი. რამდენიმე საკნის გავლის შემდეგ გრძელ დერეფანში აღმოვჩნდით. მე იქვე იატაკზე დამაგდეს მეორე დამხმარე დარაჯად დამიდგა. ნედი კი ბოსის მოსაყვანად წავიდა. ორიოდე წუთში ერთად გამოჩდნენ. ბოსს კვლავ ნიღაბი ეკეთა. ორივეს უბრძანა გარეთ გასულიყვნენ და ჩემს წინ ჩამოჯდა. - ეს დღეც დადგა დევიდ, - მისი ხმა შიშის ზარს მცემდა, - ახლა ყველაფერს გაიგებ, -რაღაც ღილაკს დააჭირა და დერეფნის ბოლოს სუსტად განათდა ერთი ადგილი. მზერა იმ ადგილს მივაპყარი და უცხო სხეული დავლანდე, თუმცა ეს სხეული უცხო სულაც არ იყო. - დევიდ, შვილო!.. - მამა! წამოდგომას ვცდილობდი, მაგრამ ვერ ვახერხებდი. ოდნავ, რომ წამოვიწიე ნიღბიანმა უკანვე დამაგდო. მერე კვლავ იმ ღილაკით მოიხმო დამხმარეები და ოთახის ბოლოდან მამაჩემი გაიყვანეს. - მამა! თქვენი დედაც! ნუ მიგყავთ! - დამშვიდდი სმიტ. ხომ იცი არაფერი ეშველება. - შენი დედაც! - მისი მიაამართით გავისროლე სიტყვები და სილამაც არ დააყოვნა. - მოკეტე! თქვენ გამო ისედაც არაფერი აღარ შემრჩა. მე თქვენ გიჩვენებთ! - მე დასაკარგი აღარაფერი მაქვს! რაც გინდათ ის ქენით! - გაქვს დევიდ, გაქვს! -მაოცებდა მისი ტონის ცვლილება. ერთ წამში საშინლად გაცეცხლებული იყო. მეორე წამში კი მშვიდდებოდა, - ნუთუ მართლა ფიქრობ, რომ დედაშენი საიმედო ხელშია? ვერც კი წარმოიდგენ რამდენად სულელი ხარ! - დედაჩემს თმის ერთი ღერიც,რომ ჩამოუვარდეს არ გაცოცხლებთ! - და რას იზამ? შენ ხომ არაფერი გაქვს. შენს თავსაც აღარ ეკუთვნი სმიტ! შენ უკვე მე მეკუთვნი! და საერთოდაც ბევრს ლაპარაკობ, - კვლავ ნედი მოიხმო და მალევე რაღაც გამჩარეს პირში. - ახლა მხოლოდ მე ვისაუბრებ! შენ კი მომისმენ! - სხვა გზა არც მქონდა. უნდა მომესმინა. - მამაშენი ჩემი საუკეთესო მეგობარი და ქვეშევრდომი იყო. შენ კი შვილივიდ მიყვარდი! უმადურო! მამაშენმა, დიახ, საამაყო მამაშენმა უამრავ ადამიანს დაუსრულა სიცოცხლე და იცი რატომ? ფულის გამო! და შენს გამოც. შენ, რომ არაფერი მოგკლებოდა. დიდ საქმეეებს აკეთებდა. სულ ახალგაზრდებს ართმევდა სიცოცხლეს და იცი რატომ? იმიტომ, რომ მე ვავალებდი! მე მინდოდა ასე. მე, რომ არ ვყოფილიყავი დღეს არც შენ იქნებოდი! საბოლოოდ მაინც ხომ ყველაფერი უნდა გაიგო! ჰოდა ახლა იყოს ეგ ბოლო. უმადურმა მამაშენმა, რომ ამოისუნთქა ჩემი გადაგდება მოინდომა. ჩემი! ადამიანის, რომელმაც ყველაფერი მისცა. გგონია ყოველთვის ეგრე დალხენილად ცხოვრობდით?! რა თქმა უნდა არა! ყველაფერი მე მოგეცით. ჩემი მადლობელი უნდა ყოფილიყავით, მაგრამ მამაშენს ჩემი სახელი არასდროს უხსენებია შენთვის! არასდროა მოუცია ჩემი ნაყიდი საჩუქრები! არასდროს დავუპატიჟებივარ შენს დაბადების დღეებზე. ანუ მხოლოდ მე ვთვლიდი საუკეთესო მეგობრად. იცი რა დიდი ტკვილია, როცა ადამიანი ნამდვილი გგონია, ის კი ყალბი აღმოჩნდება?! არ გეცოდინება, რადგან შენ ირგვლივ სიყვარული იყო! რეალობას არავინ გაჩვენებდა. თვალი გაახილე დევიდ! და ბოლოს. ალბათ ისიც გაინტერესებს აქ რატომ ხარ. მამაშენმა ჩამიშვა. ჩვენმა საქმეებმაც ჩაისვარეს და დამნაშავე მხოლოს მე გამოვჩნდი. 5 წელი გავატარე ციხეში, მაგრამ ჩემი ქვეშევრდომები, რომ არ ყოფილიყვნენ კიდევ უფრო მეტს გავატარებდი. მე გავიქეცი დევიდ, მაგრამ შენ ვეღარ გაიქცევი. სამუდამოდ ხარ ჩაფლული ამ სიბინძურეში. მანამ არ მოგეშვები სანამ ჩემსას არ მივიღებ! სრულიად შოკირებული ვიყავი ამ ამბების სმენით. ვერაფერს ვიჯერებდი. მხოლოდ ტანში მცრიდა თითოეული სიტყვის გაგონებისას. მამაჩემს ამდენად თუ არ ვიცნობდი. არ მჯეროდა. ან უფრო დაჯერება არ მსურდა. მან საუბარი განაგრძო. თუმცა მოსმენა აღარ შემეძლო - შენ მეტად მარტივი რამ გევალევა. ყოველი კვირის განმავლობაში 3 ადამიანს მომიყვან. დანარჩენი კი მე ვიცი. მე შენ გაგიშვებ დევიდ, მაგრამ არ გეგონოს, რომ ისევ იმის საშუალებას მოგცემ, რაც მამაშენმა გააკეთა 5 წლის წინ. უმეთვალყურეოდ არ დარჩები ნუ ღელავ. თუ ამ დავალებებს შეასრულებ დედაშენსაც და მამაშენსაც გავუშვებ. თუ არა მგონი ხვდები რაც მოხდება, - ღილაკს თითს აჭერს და გონებადაბინდულს ოთახიდან მიმათრევენ. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.