შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მიწაზე ერთად, მიწაშიც ერთად ... (2)


14-12-2018, 13:34
ავტორი good girl
ნანახია 952

ნახევარ საათში პროკურატურაში მივიდა.შენობის წინ საპატრულო მანქანები დახვდნენ.
-რა მოხდა ? იკითხა მიშამ
-შენ ჯერ ის თქვი უსუპოვ, გამოძიებას, რომ დავამთავრებთ შემდეგ უნდა მოხვიდე არა? მკაცრი ტონით შეეკითხა უფროსი ჟირესი
-ბატონო უფროსო,შემდეგ აგიხსნით, რაც შემემთხვა, ახლა კი საქმეში გამარკვიეთ.
-რა გარკვევა უნდა.ექიმი ვიპოვეთ მოკლული,ახალგაზრდა გოგონაა ასე 25 წლის.
-25 წლის?იკითხა მიშამ- კი მაგრამ სად მუშაობდა?
-ბავშვთა საავადმყოფოში,პედიატრი იყო.
-გვამი სად იპოვეთ?
-კლუბ „MAGIC”- თან ახლოს,არცში ეგდო.
-რით არის მოკლული?
-არ ვიცით,გვამი ექსპერტიზაზეა, რაღაც გრძელი ჩხირით ალბათ,ზისტად არ ვიცით,პასუხი ხვალ იქნება.
-გვამი რომელ პროზექტურაშია?
-მე-3 -ში
-კარგი იქ მივდივარ, თქვა მიშამ.
-მოიცა, მოიცა უსუპოვ, ახლა სად მიდიხარ, რომელი საათია,ხვალ დილით 9 სთ-ზე აქ იყავი და ერთად წავიდეთ, ახლა კი სახლში წადი დაისვენე, ახალი გონებით შევუდგეთ ხვალ საქმეს. უთხრა ჟირესმა.
-კარგი უფროსო,როგორც ინებებთ, ხვალ 9 სთ-ზე სტარტზე ვიქნები, ახლა კი წავედი.კარგად იყავით
-ნახვამდის.
მიშა პროკურატურიდან გამოვიდა,მანქანაში ჩაჯდა და წავიდა,რაღაცაზე ფიქრობდა. უცებ მანქანა შეატორმუზა იმ ადგილას სადაც ის ქალი ნახა,მისთვის ჩაილაპარაკა: „ნეტა აქ რა უნდოდა შუაღამისას,მარტოს. თანაც როგორ მელაპარაკებოდა,სახლი არა მაქვსო და ათას სისულელეს.იქ რა უნდოდა რომ მიმაყვანინა თავი“ და გაჩერდა! კლუბი MAGIC”-ი, ის ქალიც ხომ იქ ნახეს მოკლული. ნუთუ , არა, არა ეს სისულელეა.იმ კლუბში ხომ ბევრი ხალხი დადის. ერთ-ერთი ის ქალია, მე რომ გადავეყარე.ხვალ იქ წავალ და ხალხს დავკითხავ.ვინმეს რაღაც ეცოდინება ან ერთზე ან მეორეზე.თქვა და მანქანა დაძრა.
დილის 8 საათზე მიშა კლუბ MAGIC”-ისკენ წავიდა.1 საათში იქაური ხალხის დაკითხვა უნდა მოესწრო,რადგან 9-ზე პროკურატურაში უნდა ყოფილიყო.
კლუბში შევიდა, იქაურობას გადახედა და მაინცადამაინც არ მოეწონა, რადგან აზარტული თამაშები არ იზიდავდა. ბარმენთან მივიდა და იმ უცნობ ქალძე შეეკითხა გზაზე რომ გადაეყარა. ბარმენმა თავიდან ვერაფერი უთხრა , რადგან მიშამ სახელი არ იცოდა ქალის.შემდეგ გამომძიებელმა ფიზიკირად დაუხასიათა.ამის შემდეგ კი ბარმენი გონს მოვიდა და უთხრა:
-დიახ, დიახ, გამახსენდა ეგ ქალი.დღის დიდ ნაწილს აქ ატარებს,ისე სახელი არ ვიცი.თუ გნებავთ გაგირკვევთ.
-როგორ არა, უთხრა მიშამ.
ბარმენმა მობილური აიღო და ვიღაცას დაურეკა. სასურველი პასუხიც მიიღო და ტელეფონი ადგიოლზე დადო.
-მაგ ქალს „ნადია“ ჰქვია.ფიზიკურად მაგარი გოგოა, მაგრამ რად გინდა სიტყვას არ გეტყვის. ამ ბოლო დროს მარტო დადის, ადრე კი ვიღაც ბიჭთან ერთად დადიოდა ზოგჯერ გოგოსთან ერთადაც. სულ ბილიარდს თამაშობენ,ახლაც იქ არის.აი იქ მე-3 განყოფილებაში თამაშობს.
-კარგი,კარგი. ახლა მისი ნახვა არ მინდა.შენ ის მითხარი , ის ბიჭი ან გოგო ვინ არის?
-არ ვიცი,ბიჭი მგონი შეყვარებულია,მაგრამ მგონი ატყუებს.ხანდახან იმ მეორე გოგოსთან ერთად დადის და შეყვარებულებივით იქცევიან.იმ მეორე გოგოს სახელი არ ვიცი მაგრამ მგონი საავადმყოფოსთან უნდა ჰქონდეს შეხება, ერთხელ აქ ერთი მოთამაშე დაჭრეს და იმ გოგომ აღმოუჩინა პირველადი დახმარება.ის ბიჭი შეყვარებული უბრალო მოთამაშეა,სხვა არაფერი ვიცი მის შესახებ.
-კარგი დიდი მადლობა ინფორმაციისთვის.
-ნახვამდის, ჩემს შესახებ არაფერი უთხრა!
-კარგი უფროსო,არაფერს ვეტყვი.
9საათზე მიშა პროკურატურაში მივიდა,ის და ჟირესი მორგისაკენ წავიდნენ,
-უსუპოვ ამ დილით მოკლულის ვოლგა ატიანოვას სახლში მივედი, მითხრეს რომ ამ ბოლო დროს სახლში სულ არ იყო,ხან საავადმყოფოში ხან კი კლუბ MAGIC”--ში იყო.თან ყველაზე საეჭვო ის არის რომ სწორედ იქ არის მოკლული.აი ფოტოც მაქვს მშობლებმა მომცეს.ძალიან განიცდიან საწ....ბი,ისიც მითხრეს რომ ვიღაც ბიჭთნ ერთად დადიოდა,იმ ბიჭს ოლეგი ჰქვიებია,კიდევ ისიც გავიგე რომ ვიღაცდაქალი ჰყოლია.იმ გოგოს სახელი მშობლებმა არ იციან.ოლეგის სახელიც დედამისს შემთხვევით გაუგია ტელეფონზე საუბრის დროს.ერთ დღეს ოლეგთან ულაპარაკებია ვოლგას, შეხვედრა დაუნიშნავთ. გამოწყობილა და წასულა.მას შემდეგ საბოლოოდ დაკარგულა.მშობლებს ჰგონებიათ დაქალებთან იქნებოდა და არ მოუკითხავთ,შემდეგ მისი სიკვდილის ამბავი ჩვენ ვამცნობეთ.მეტი არაფერი იციან შვილის შესახებ.
ამ ლაპარაკში იყვნენ გართულნი როდესაც მორგთან მივიდნენ.ექიმმა ექსპერტიზის დასკვნა გამოიტანა და აჩვენა გამომძიებლებს.



გამარჯობა ჩემო მკითხველებო.იმედია არ გამიწყრებით ასე რომ ვაგვიანებ დადებას. სტუდენტი ვარ და სულ გადარბენაზე ყოფნა მიწევს, ახლაც გავრბივარ ქირურგიაზე :DDD




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent