შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მხოლოდ ჩემი ხარ! (მეშვიდე თავი)


21-12-2018, 20:22
ავტორი lamazi tvalebi
ნანახია 2 802

ტაქსი გავაჩერე და მთაწმინდაზე წავედი. ახლა ყველაზე მეტად სიმშვიდე მჭირდებოდა. თავში ათასი ფიქრი მიტრიადებდა, ნუთუ მართლა რამეს ვნიშნავ ალექსანდრესთვის? ხომ შეიძლება რომ ეს უბრალოდ მეჩვენებოდეს?
-საკმარისია ამაზე ფიქრი მარიამ. -შევუტიე ჩემს თავს. მობილური ამოვიღე და გოგონებს დავურეკე. ყურადღება არ მივაქციე იმას რომ ალექდანდრე მთელი ამ დროის განმავლობაში მირეკავდა
-მარიამ, რატომ არ პასუცობ სანდროს ზარებს? -მკითხა ლანამ.
-შეგიძლიათ დღეს ჩემთან დარჩეთ? -დავაიგნორე კითხვა და თემაც შევცვალე.
-რატომ? -მკითხა ლიზამ-რამე არასწორი ჩაიდინე? იცოდე...
-არა ლიზა არაფერი, უბრალოდ ასე მომინდა, თან ცოტას ვისაუბრებთ.
-კარგი ერთ საათში შენთან ვართ. მანამდე კი სანდროს დაურეკე ცოდოა, ნერვილობს. -მითხრა ლანამ.
-მარიამ სად ხარ? რატომ წახვედი.? -უპასუხა თუ არა მობილურს კითხვები დამაყარა.
-სანდრო დღეს არაფერზე საუბარი არ მინდა, უბრალოდ მარტო ყოფნა მჭირდება ცოტახანს. გთხოვ. სამსახურში შევხვდებით, ხვალამდე. -არაფრის თქმა არ ვაცადე ისე გავუთიშე. ცოტახანს ისევ ვისეირნე და სახლისკენ წავედი. გოგონები უკვე იქ დამხვდნენ. ოთახში შევიკეტეთ და ყველფერი მოვუყევი.
-მე ამას ახლა რატომ უნდა ვიგებდე? -იკითხა ლანამ.
-მეც დღეს დილას მითხრეს, ამ ქალბატონის და ანდრეას ბრალია ყველაფერი, აგენტობა და საიდუმლო გეგმები უნდოდათ და...
-და სწორედ ეგ დაგეხმარა-სიტყვა გამაწყვეტინა ლიზამ. -მეორე შანსი მოგცა სანდრექსასთან-თქვა და გაიცინა.
-ერთ მხრივ მომეწონა მათი ნამოქმედარი, ახლა რას აპირებ ქალბატონო.? -მკითხა ლანამ.
-დრო გვიჩვენებს. -ცოტახანს კიდევ ვისაუბრეთ და დავიძინეთ.
ღამე ტელეფონის ხმა მაღვიძებს. უცხო ნომერი იყო, ამიტომ გავუთიშე. ცოტახანში ისევ დარეკეს. ნერვებ მოშლილმა, არც დამიხედავს ისე ვუპასუხე.
-უკაცრავად მაგრამ საათი არ გაქვთ სახლში? რატომ მაწუხებთ ამ შუა ღამით? ერთხელ არ გიპასუხე ხო, მიხვდი რიმ ნომერი შეგეშალა და...
-ვინმე გაწუხებს მარიამ?
-სანდრო??? -გავიგონე თუ არა ნაცნობი ხმა ტელეფონი გამოვწიე და ნომერს დავაკვირდი. სანათი ავანთე და საწოლზე წამოვჯექი.
-არაა საჭირო ყველამ გაიგოს რომ გღვიძავს. -მითხრა სიცილ შეპარებული ხმით.
-რას გულისხმობ?
-ჩააქრე სინათლე.
-რა? შენ საიდან იცი რომ.... მოიცააა, ახლა არ მითხრა შენთან ვარო?!
-ეზოში!
-ალექსანდრე შენ სულ გაგიჟდი ხომ? ამ შუა ღამე აქ რას აკეთებ! -საწოლიდან ავდექი და აივანზე გავედი. იცით რა საყვარელი დასანახი იყო? ცალი ხელით ტელეფონი ეჭირა, მეორე კი ჯიბეში ჩაეყო და აქეთ-იქით დადიოდა. გაუაზრებლად გამეღიმა, მობილური გავთიშე ტანსაცმელი ჩავიცვი და მეც დაბლა ჩავედი. მხოლოდ გაიღიმა რომ დამინახა.
-რომ გაცივდები იცი? -მკითხა და ისევ გაიღიმა.
-რატომ მოხვედი აქ? -ვეცადე ნერვიულობა დამეფარა.
-შენ რატომ წახვედი დღეს? -კითხვაზე კითხვით მიპასხა.
-არ ვაპირებ რამე აგიხსნა.
-ხო და არც მე ვაპირებ იმის ახსნას თუ რატომ ვარ აქ. -მითხრა და ისევ გამიღიმა.
-შენ რა ნასვამი ხარ? -ვკითხე გაკვირვებულმა.
-ცოტა, მისმინე არ მინდა ჩვენს შორის გაუკვევლობა იყოს, მინდა იციდე რომ ნატა ჩემი წასრულია უკვე რადგან შენ ხარ ჩემი აწმყო და მიმავალიც, თუმცა შენ ყოველთვის როცა რამის თქმას დავაპირებ გარბიხარ! რატომ მარიამ, მიპასუხე რატომ მექცევი ასე?
-საკმაოდ ხარ ნასვამი. მგონი დროა სახლში წახვიდე.
-აი ისევ მე რა გკითხე და შენ რა მიპასუხე, კარგი წავალ მაგრამ დამპირდი რომ ერთხელ მაინც მომისმენ და არ გამექცევი.
-წადი! -ვუთხარი გაბრაზებულმა. ყველაზე მტკივნეულ ადგილას მაჭერდა და ვიცოდი ამას ფხიზელი არ იზავდა, ახლა რომ რამე ეთქვა მერე აღარ ხსომებოდა ნამდვილად ვეღარ გადავიტანდი.
-კარგი წავალ. -ღრმად ამოისუნთქა და ეზოდან გავიდა. როგორც კი მანქანის კარის ხმა გავიგე მაშინვე უკან გავყევი და მინაზე ბრახუნი ავტეხე. მანაც ჩამოწია ფანჯარა.
-შენ მართლა გაგიჟდი? ამ მდგომარეობაში საჭესთან ჯდები? რამე რომ მოგივიდეს? ახლავე გადმოდი! -ისე მივაყარე კითხვები მე თვითონაც ვერ გავიაზრე.მან კი მხოლოდ გამიღიმა.
-რა გაცინებს? ვერ გაიგე რა გითხარი?
-და რითი წავიდე?
-რითიც გინდა ოღონდ ამ მანქანით არა.
-ნწ არ გამოვა. -თქვა და ეშმაკურად გაიღიმა. -ჩემს მანქანსას ქუჩაში ვერ დავტოვებ.
-ჩემთან დავაყენოთ და შენ წადი. -მაინც არ ვნებდებოდი.
-არა! მარიამ არა! ხომ მითხარი წადიო ხოდა მივდივარ, გამეცალე.
-ჯიუტი სვანი, გადმოდი მანქანიდან. -ვუთხარი და მის მხარეს მოვუარე. კარი გამოვაღე და კიდევ ერთხელ ვანიშნე გადმოსულიყო. გაკვირვებულმა გამომხედა და მანქანიდან გადმოვიდა. სწრაფად დავიკავე მისი ადგილი.
-რას აკეთებ? -მკითხა.
-მიდი მოუარე და დაჯექი. მე გაგიყვან იქიდან კი ტაქსით წამოვალ.
-კარგი რა მარიამ ნუ ბავშვობ, გადმოდი და თვითონ წავალ. -მითხრა თუმცა როგორც კი დარწმუნდა რომ მე იქიდან გადმომსვლელი არ ვიყავი დამნებდა. მანქანაში ჩაჯდა.
-ტარება იცი? -მკითხა სიცილით.
-დაწყნარდი, და ღვედი შეიკარი. -ეს ისე დაზღვევისთვის ვუთხარი რადგან დიდი ხანია რაც საჭესთან არ ვჯდარვარ. უფრო ზუსტად სამი წელი.
-ის მაინც მითხარი მოწმიბა გაქვს თუ არა? -მაინც არ ჩუმდებოდა. ვეცადე თავი ამერიდებინა და მანქანა დავძარი.წაესულმა თვალწინ გადამირბინა. თუმცა ვეცადე ყურადღება არ მიმექცია.
-არა აშკარად ნიჭი გაქვს, საინტერესოა მანქანით რატომ არ დადიხარ კომპანიაში, თან....
-გაჩუმდი, საკმარისია, გთხოვ აღარ გააგრძელო... -მანქანა გზიდან გადავაყენე და გადმოვედი. ჰაერი ღრმად შევისუნთქე.
-მარიამ კარგად ხარ? -აშკარად მასზეც იმოქმედა ამ სიტუაციამ. მართლა არ მინდოდა ასე გამომსვლოდა. -მარიამ მიპასუხე, სახეზე ფერი არ გადევს, მარიამ!
-სამი წელის წინ ავარიაში მოვყევი, ყველაზე რთული კი ის იყო რომ ვინ დამეჯახა მანქანაში პატარა ბავშვთან ერთად იყო. სათამაშო დავარდნია და იმის აღება უცდია, გზიდან გადმოვიდა და მე დამეჯახა, იცი რა საშინელება იყო?! სამი... სამი წლის ბავშვი იყო... მადლიბა ღმერთს გადარჩნენ, მაგრამ მე თვალებიდან არ ამომდიოდა მისი სისხლიანი პატარა ხელები-ცრემლებმა გაიკვლეს გზა ჩემს სახეზე. -როგორ ტიროდა, შემეშინდა სანდრო ძალიან შემეშინდა. თვეები დამჭირდა ამ მდგომარეობიდან გამოსასვლელად. დღეს კი სამი წლის მერე პირველად დავჯექი საჭესთან, მეგონა შევძლებდი მაგრამ ხედავ ვერ შევძელი.... -ისევ ვტიროდი და ისე ვსაუბრობდი.
- კარგი დაწყნარდი, ჩემი ბრალია.... არ იტირო მარიამ ხომ იცი რომ ვერ ვიტან როცა შენს თვალებზე ცრემლებს ვხედავ... -იმდენად ავყევი ემოციებს რომ ვეღარ ვჩერდებოდი. ცდილობდა ჩემს დამშვიდებას მაგრამ ამაოდ. -მოდი ჩემთან. -მხოლოდ ეს მითხრა და ძლიერად მომეხვია. მეც შემოვხვიე ხელები და მთელი სხეულით მივეკარი. თმაზე ნაზად მეფერებოდა. იმდენად სასიამოვნო იყო ეს ყველაფერი რომ არ მინდოდა მისი გაშვება. სიჩუმე ისევ მან დაარღვია.. -წამოდი, -მითხრა და გზაზე მომავალი ტაქსი გააჩერა. კარი გამიღო და შიგ ჩავჯექი. კარი დახურა, მეგონა ისევ ასე უსიტყვოდ მიშვებდა, ამიტომ მძღოლისთვის მისამართის თქმა დავაპირე, თუმცა ამ დროს გაიღო კარი და სანდროც ჩაჯდა. მისამართი უკარნახა მძღოლს. თუმცა ისე ვუყავი ემოციებს აყოლილი ყურადღება არ მიმიქცევია რა უთხრა.
-და შენი მანქანა? -მხილოდ ეს ვკითხე გაკვირვებულმა.
-ნუ ღელავ, კომპანიის დაცვის ბიჭებს დავურეკე და სახლში მომიყვანენ.
-კი მაგრამ,...
-არავითარი მაგრამ, შენ ჩემს გამო დაჯექი საჭესთან, მე კი ჩათვალე შენს გამო გავაკეთე ეს. -გამიღიმა და თვალი ჩამიკრა. მესიამოვნა მისი ეს ჟესტი, მის მკლავს ჩავეჭიდე და თავი მხარზე ჩამოვადე, მას კი ამაზე გაეღიმა.
მალე მანქანა გაჩერდა, მძღოლს ფული გადუხადა და მანქანიდან გადომოვედით.
-სანდრო ეს ჩემი სახლი არაა... -ვუთხარი როგორც კი გარემოს თვალი მოვავლე.
-ვიცი და არც მითქვამს რომ სახლში მიმყავდი, წამოდი-მითხრა და ხელი ჩამჭიდა. როდესაც ეზოში შევედით მივხვდი სადაც ვიყავი, ეს ალექსანდრეს სახლი იყო. შინ შევედით.
-აქ რატომ მოვედით ხომ ვერ ამიხსნი?
-არ მინდოდა შენი გაშვება და ამიტომ. -მითხრა და სამზარეულოსკენ წავიდა. იქიდან კი ორი ფინჯნით ხელში გამოვიდა.
-დალიე, თბილი ჩაი გესიამოვნება. -მითხრა და გვერდით მომიჯდა. -მისმინე, მართლა არ ვიცოდი ეს ამბავი.... ამიტომ...
-გთხოვ არ გინდა, ამაზე არასდროს არავისთან ვსაუბრობ. ჩაის დავლევ და წავალ.
-არა ღამის ორი საათია არსადაც არ წახვალ!
-კი მაგრამ...
-არა მარიამ. -ისეთი სახით შემომხედა ხმა ვერ ამოვიღე. -ოთახები საკმაოდ ბევრია, ნებისმიერში მოთავსდები. წამოდი აირჩიე რომელიც გინდა. -მითხრა და ფეხზე წამომაყენა.
-რა სისულელეა სანდრო, რას ქვია ავირჩიო, პატარა ბავშვი ხომ არ ვარ?
-ზუსტადაც, პატარა ხარ ქალბატონო... ახლა კი მიდი დაათვალიერე...
-კარგი ეს იყოს. -ვუთხარი პირველივე ოთახის კარზე.
-დარწმუნებული ხარ? -მკითხა ღიმილით.
-კი. მე შევალ დავიძინებ კარგი?
-მიდი.. -მითხრა ისევ ღიმილით.
-რატომ იცინიხარ-ვკითხე გაკვირვებულმა.
-უბრალოდ... ტკბილი ძილი მარიამ. -მომიახლოვდა და ნაზად მაკოცა ლოყაზე.
გამიკვირდა მისი საქციელი. ოთახში შევედი და საწოლში ჩავწექი. საოცრად ნაცნობი სუნამოს სუნი ტრიალებდა გარშემო. ცხვირი ბალიშში ჩავრგე და უფრო ღრმად შევისუნთქე. ახლა მივხვდი რატომ იცინოდა, მისი ოთახია. სანათი ავანთე და გარემო დავათვალიერე. საკმაოდ მყუდროდ და კომფორტულად ქონდა მოწყობილი. გამეცინა ჩემს საქციელზე. ისევ საწოლში მოვთავსდი და ვეცადე დამეძინა. მაგარამ ტყუილად. დაბლა ჩასვლა გადავწყვიტე, წყლის დასალევად. ჩუმად გავედი სამზარეულოში. წყალი დავლიე და უკან დავბრუნდი, კიბეზე ვაპირებდი ასვლას, დივანზე სანდრო რომ შევამჩნიე. ვიფიქრე ეღვიძა, ახლოს მივედი, მის წინ ჩავიმუხლე, მშვიდად და ტკბილად ჩასძინებოდა. ხელი ფრთხილად დავუსვი სახეზე, ოდნავ წამოზრდილ წვერზე, სხეულში სასიამოვნო ჟრუანტელმა დამიარა. ვხვდებოდი რომ ეს ბიჭი თანდათან მცვლიდა.
არ ვჩერდებოდი, სახეზე თავისუფლად დავატარებდი თითებს. ვცდილობდი მისი თითოეული ნაკვთი შემესწავლა. მისი მზერა არ მბეზრდებოდა. პირიქით უფრო შეპყრობილი ვხვდებოდი მისით. ბოლოს ადგომა ვინებე რათა პლედი მომეძებნა და გადამეფარბინა. ფეხზე წამოვდექი თუ არა მაშინვე ვიგრძენი ჩემს თითებზე მისი ხელი.
-სად მიდიხარ? -მკითხა ნამძინარები ხმით.
-პლედი უნდა მიმეტანა, მაგრამ რადგან გაიღვიძე ადექი და საწოლში დაწექი.
-არ გამოვა... -მითხრა და დივანზე წამოჯდა.
-რატომ? -ვკითხე გაკვირვებულმა.
-ჩემს ოთახში ახლა წესით, ერთ გოგონას უნდა ეძინოს..
-ვიცი რომ შენი ოთახია, ამიტომ ადი დაწექი, მე სხვაგან დავიძინებ. -დიდი ხვეწნის შემდეგ ძლივს დავითანხმე რომ დაეძინა. დილას შვიდ საათზე ავდექი, სახლში სანამ ყველა გაიღვიძებდა მანამ უნდა მოვსულიყავი. ფრთხილად შევაღე სანდროს ოთახის კარები. მას კი ისევ მშვიდად ეძინა, წერილი კარადაზე დავუტოვე და სახლიც დავტოვე.
სახლში ფეხაკრეფით შევედი. კიბეებს ფრთხილად ავუყევი. თუმცა ოთახში შესულს ლანა და ლიზა დამხვდა.
-ან თვითონ მოგვიყვები ყველაფერს ან ბექას დავუძახებთ. -ვითომ შემაშინა ლანამ. -სად დადიხარ გოგო ასე დილა ადრიან?
-ახსნას ვერ ავცდები ხო?
-ასეა. ამოღერღე სად დაიარები.
-კარგი ხო... მოკლედ წუხელ... -ვიციდი რომ დამალვას აზრი არ ქონდა ამიტომ ყველაფერი მოვუყევი.
-აუ მაგარი აზრი მომივიდა, ხომ გინდა გაიგო რას გრძნობს ალექსი შენს მიმართ? -მკითხა ლანამ.
-სახეზე აწერია რომ უნდა-სიცილით უპასუხა ლიზამ.
-ხოდა ისე მოექეცი ვითომ არ გაინტერესებს.. დამიჯერე მალე გატყდება და ყველაფერს გეტყვის.
-არა ლანა ეგრე ვერ მივიქცევი.
-რატომ ვითომ? აბა ასე ცალმხრივად უნდა გიყვარდეს? გაიგებ მაინც რას ფიქრობს.. თან ცოტას ვიხალისებთ. აბა სულ ბიჭებმა უნდა გვაგლიჯონ ნერვები?
-კარგი ვეცდები. -ცოტახანს კიდევ ვისაუბრეთ მერე ბექა შემოვიდა ოთახში.
-ლიზ, შენ არ მიდიხარ სამსახურში? -ჰკითხა შეყვარებულს.
-კი ბექა მივდივარ. -უპასუხა ლიზამ.
-წამო მეც მანდეთ მივდივარ და გაგიყვან. -ლიზაც მაშინვე უკან გაჰყვა.
-ეჰ ლანა მგონი დაქალს გვართმევს ეს ჩემი ბედოვლათი ძმა. -ვუთხარი ლანას თუმცა არამგონია გაეგო, მობილურში ვიღაცას წერდა. -ოე გოგო მისმენ?
-რა?... რამე მითხარი? -მკითხა დაბნეულმა.
-მითხარი ვინააა? ახლავე!
-არავინ ისეთი უბრალოდ მეგობარია...
-ლანა...!!! -თვალები დავუბრიალე.
-კარგი ხო.. ნუ აკეთებ ეგრე მეშინია, ლუკაა კაფეში შევხვდეთ დღესო.
-აი თურმე რა ხდება... წადი მერე გოგო... იქნებ ბედი გაგეხსნას.
-შენ შენს სვანს მიხედე რა.. -მითხრა და ოთახი დატოვა.
მოვემზადე და სამსახურში წავედი. გზაში ლანამ ასჯერ დამირეკა გეგმა არ ჩაშალოვო. კი მეცოდება სანდრო ამისთვის მაგრამ...
-დილამშვიდობისა მარიამ.
-დილამშვიდობისა ბატონო ალექსანდრე, გნებავთ რამე?
-რა გჭირს შენ? -მკითხა გაკვირვებულმა.
-არაფერი, რა უნდა მჭირეს?
-რაღაც უხასიათოდ ხარ დღეს.
-იცით საქმე მაქვს, თუ რამე გნებავთ მითხარი.
-ყავა შემომიტანე და ანის და ანდრეას უთხარი შემოვიდნენ. -მითხრა და კაბინეტში შევიდა. შვებით ამოვისუნთქე ეს თამაში მომკლავს მე.
-შეიძლება შემოვიდე? -ანდრეას კაბინეტის კარზე დავაკაკუნე და ვიკითხე.
-მოდი მარიამ, რა ხდება?
-ალექსანდრე გიბარებს შენ და ანისაც, მანამდე კი ამ საბუთებზე მომიწერე ხელი.
-ხო მშვიდობაა? რა უნდა. -მითხრა, ხელი მოაწერა და ოთახი დავტოვეთ.
-ნახე და მას კითხე. -ვუპასუხე და ჩემს ადგილს დავუბრუნდი. ცოტახანში ანიმ და ანდრეამ კაბინეტი დატოვეს.
-მარ ალექსანდრე გიბარებს და ის საბუთები მინდა რაზეც ანდრეამ მოაწერა ხელი.
-აი გამომართვი -ფაილები ანის გადავეცი და სანდროსთან წავედი. კარზე დავაკაკუნე და თანხმობის შემდეგ შევედი.
-მარიამ დღეს საღამოს ვახშამზე ვართ მიწვეული, და მინდა ჩვენი კომპანიის სახელით შენც წამოხვიდე. -მითხრა და სავარძელს ზურგით მიეყრდნო.
-რა საჭირო?
-მე მინდა რომ წამოხვიდე, საღამოს რვისკენ გამოგივლი და წავიდეთ.
-არ წამოვალ! -გამახსენდა ლანას გეგმა და ვეცადე მკაცრად გამომსვლოდა. მან კი გაკვირვებულმა შემომხედა. -უფროსწორად.... ვერ წამოვალ.. იცით გოგონებს დავპირდი რომ...
-გამორიცხულია, დღეს ჩემთან ერთად წამოხვალ! -მანაც მკაცრად მიპასუხა.
-არა! არ გამოვა! -ვუთხარი თავგზააბნეულმა.
-მე მინდა და ასეც იქნება! -მითხრა და სავარძელიდან წამოდგა, ნელ-ნელა მომიახლოვდა, მე კი უკან დავიხიე. -ასე გეშინია ჩემი? მიპასუხე რატომ გამირბიხარ? -მკითხა და ინტერესით სავსე მზერა მომაპყრო.
-არ მეშინია... მე.. შენ....უფროსწორად თქვენ უბრალოდ ჩემი უფროსი ხართ ამიტომ არ შემიძლია სხვანაირად მოვიქცე.
-წუხელ რამე შეცდომა დავუშვი და არ მახსოვს? -მკითხა და უფრო ახლოს მოვიდა.
-არა არანაირი, უბრალოდ მგონია რომ მე ვიყავი ძალიან თამამი და ამიტომ შესაძლოა ზედმეტი გაფიქრებინეთ... ამისთვის ბოდიში...
-რა სისულელეებს ლაპარაკობ ვერ ვხვდები გარკვევით მესაუბრე.
-გასარკვევი არაფერია... მე გავალ ვიმუშავებ. -სწრაფად დავტოვე კაბინეტი... სასწრაფოდ გოგონებთან უნდა მესაუბრა თორემ დარწმუნებული ვარ უკან შევბრუნდებიდი და ყველაფერს ავურევდი. საპირფარეშოში ბევრნი იყვნენ ამიტომ ერთერთი საკონფერეციოს ოთახში შევედი....
-გავგიჟდები ლანა... ეს რა სისულელეს ვაკეთებ...
-ნუ ბოდიალობ, მითხარი რა რეაქცია ქინდა როცა შენგან უარი მოისმინა?
-მგონი გაბრაზდა... აშკარად არ ესიამოვნა....
-კარგი, ცოტა კიდევ აწვალე და მალე თვითონ გეტყვუს ყველაფერს.
-მგონი ცუდი აზრია, სულ არ გადაიფიქროს -ჩაერთო ლიზა.
-მეც მაგის მეშინია.
-ოოო კარგით რა... სულ გოგონები ვიტანჯებით ბიჭების გამო და ამ ერთხელ ჩვენც ვიხალისოთ. ვნახოთ რა გამოვა-სიცილით თქვა ლანამ.
-მერე მე რა საცდელი ბაჭია მნახე შენზე გეცადა. -ვუთხარი ცოტა ნაწყენმა.
-ვაიმეეე.... დამავიწყდა.... -იყვირა ლანამ.
-რა მოხდა? -ვკითხე შეშინებულმა.
-ერთ საათში ლუკას უნდა შევხვდე... წავედი გავიქეცი მოვემზადე აბა თქვენ იცით ჭკვიანად მარიამ. -თქვა ლანამ და ტელეფონი გათიშა.
-აუ ლიზა რა ვქნა შენ მაინც მირჩიე ვენდო ამ გიჟი აზრების დედიფალს? თუ ცოტა ჩემებური გავურიო სანდრისთან?
-ეცადე თავი არ დაკარგო. დანარჩენი კი შენ იცი , ხომ გიყვარს?
-მიყვარს? თან როგორ ის ხომ... -საუბარი ხმაურმა შემაწყვეტინა თითქოს ოთახში ვიღაც იყო. -ლიზ, საღამოს ვისაუბროთ კარგი? თორემ მგონი აქ კედლებსაც ყურები აქვთ.
-ვინმეა?
-არ ვიცი რაღაც ხმა გავიგე... კაი წავედი და საღამოს ჩვენს კაფეში შევხვდეთ ანისაც წამოვიყვან.. -ლიზას გავუთიშე ოთახს თვალი კიდევ ერთხელ მოვავლე, ისეთი შეგრძნება მქონდა თითქოს ვიღაც მისმენდა.ღრმად ჩავისუნთქე იმ იმედით რომ ეს სისულელე იყო და ოთახი დავტივე.



№1  offline წევრი დარინა

ათასჯერ დაწყებული ლაპარაკი არ დაანთავრებინა და ახლა აქეთ აწვალებს, რომ აეჭვიანოს კი ღირსია მაგრამ ჩემი სანდრო მეცოდება ტანჯვისთვის.

 


№2  offline აქტიური მკითხველი ანი ანი

ესეიგო რაა ჯერ ხო ძაან აგვიანებ... მერე კიდე ეა გოგო ყოველ წამს გოგოებთან საჭორაოდ რო გადის უკვეეე ძააალიან მოსაბეზრებელია... არ მიმაჩნია სწორად ყველას ყველაფერი უკაკლო -_-

 


№3  offline წევრი Shpliyvi

კარგი იყო მაგრამ ეცადე არ დააგვიანო რა... ალექსანდრესგან ველოდები მკაცრ და პირდაპირ ნაბიჯებს რომ ეს გოგოშკური მცდელობებს წერტილი დაუსვას! )) მთლადაც ნუ გამოაჩერჩეტებ ამ გოგოებს ოღონდ რა...

 


№4  offline აქტიური მკითხველი ანი ანი

Shpliyvi
კარგი იყო მაგრამ ეცადე არ დააგვიანო რა... ალექსანდრესგან ველოდები მკაცრ და პირდაპირ ნაბიჯებს რომ ეს გოგოშკური მცდელობებს წერტილი დაუსვას! )) მთლადაც ნუ გამოაჩერჩეტებ ამ გოგოებს ოღონდ რა...

სრულიად გეთანხმები

 


№5  offline მოდერი მარტო სახლში

dzalian kargi iyo. momewona <3 ase gaagrdzele

 


№6  offline წევრი LizzaBale

არ შეიძლება უფრო მალე დაიდოს ხოლმე?? :/ :/

 


№7  offline წევრი Shpliyvi

ხო მშვიდობა გაქვს .?? უკვე დიდი დრო გავიდა...

 


№8  offline წევრი დარინა

როგორ მომწონდა ეს ისტორია და რატომ აღარ აგრძელებ?

 


№9 სტუმარი anno123

საინტერესოა ძალიან)) იმედია გააგრძელებ heart_eyes blush

 


№10 სტუმარი სტუმარი მარი

გაგრძელება მინდა ????????????????❤️????

 


№11 სტუმარი რატომ არ

დარინა
ათასჯერ დაწყებული ლაპარაკი არ დაანთავრებინა და ახლა აქეთ აწვალებს, რომ აეჭვიანოს კი ღირსია მაგრამ ჩემი სანდრო მეცოდება ტანჯვისთვის.

 


№12 სტუმარი

რატომ აღარ გააგრძელე

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent