შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შემოდგომის გოგო და ზამთრის ბიჭი (თავი 4)


2-12-2018, 20:29
ავტორი GirlWhoWritesBcsSheNeedsBreathe
ნანახია 1 397

ლილიანა
ლაზარეს დიდხანს აღარ დავლოდებივარ, სახლში დავბრუნდი და პირდაპირ ჩემ ოთახში შევიკეტე. ბევრი ვინერვიულე, იქნებ დრო ამერია? ან იქნებ სხვა პიცერიასთან მელოდებოდა? შეიძლება უბრალოდ მომატყუა... ან სასწრაფო საქმე გამოუჩნდა და ვეღარ მოახერხა მოსვლა.
ვიმედოვნებდი რომ სწორი პასუხი კითხვაზე, თუ რატომ არ მოვიდა ლაზარე ბოლო იყო. მისი ნომერიც არ მქონდა, ასე რომ ნუცას დავურეკე.
-გისმენ ლილიანა.
-ნუცა.. დღეს ლაზარეს უნდა შევხვედროდი, ჩემი დღიური უნდა მეთხოვებინა ფაქტებზე... ხომ ხვდები..
-ნუ ყოყმანობ, უკვე დამშორდა და არაა პრობლემა, შეხვდი თუ გინდა.
-დაგშორდა?!
-ხო. ორივემ ვიცოდით, რომ ეს დიდხანს არ გასტანდა.
-მაგის გამო არ დამირეკავს, მაგრამ ძალიან ვწუხვარ. შეგიძლია მისი ნომერი მომწერო? ან თუ გინდა შენ დაურეკე და გაიგე ხომ კარგადაა... არ მოსულა შეხვედრის ადგილას.
-ლაზარე ისეთი ტიპი არაა, რომელიც გადაგაგდებს ლილიანა.
-სწორედ მაგიტომ მაინტერესებს რა ხდება.
-ნომერს მოგწერ.
-მადლობა ნუცა.
ცოტახანში უკვე ლაზარეს ვურეკავდი, ოთხი ზარის შემდეგ მიპასუხა.
-ლაზარე!
-ლილიანა?
-კარგად ხარ?
-რა... ღმერთო ჩემო! უკვე შვიდი საათი დაიწყო... როგორ გადამავიწყდა. 5-ზე უნდა შეგხვედროდი და არც დაგიკავშირდი, რომ მეთქვა... ბოდიში... ბებია გამიხდა ცუდად და სასწრაფო გამოვიძახე, ახლა საავადმყოფოში ვართ.
-რას ამბობ ლაზარე? ახლა როგორაა?
-შედარებით უკეთესად. გამოფხიზლდა, მაგრამ ჯერ არ მიშვებენ პალატაში, ამბობენ, რომ დასვენება სჭირდება.
-რომელ საავადმყოფოში ხართ? ახლავე წამოვალ.
-არ არის საჭირო ლილიანა, მართლა. მადლობა და დიდი ბოდიში, რომ ასე გამოვიდა. ყველაფერი იმდენად მოულოდნელად მოხდა... ბებოს ვერ მივატოვებ.
-სად ხართთქო?
ნახევარ საათში უკვე ლაზარეს ვეძებდი საავადმყოფოს დერეფნებში და ძირს მჯდარი, კედელზე მიყუდებული ვიპოვე. თავი ხელებში ჩაერგო.
-ლაზარე. - დავუძახე ნაზად და ჩაწითლებული თვალებით ამომხედა.
-მაინც მოხვედი? - მკრთალად გაეღიმა მას.
-რა თქმა უნდა. გასაჭირის დროს ვინმე უნდა გედგას გვერდში. - მასთან ახლოს დავჯექი.
-მადლობა ლილიანა.
-შენი მშობლები სად არიან?
გაკვირვებულმა შემომხედა, ამოიოხრა და თავი ისევ ჩახარა.
-მოგატყუე. - ისე ჩუმად თქვა, ძლივს გავიგე.
-რა მომატყუე?
-გახსოვს რომ მკითხე, შენ ატყუებ მშობლებსო?
-კი...
-და რა გიპასუხე ისიც გახსოვს?
-ხანდახანო ასე არ მითხარი?
-ხოდა მოგატყუე.
-რა მომატყუე? ვერ მივხვდი, ამიხსენი.
-მშობლები არ მყავს.
გაოცებულმა ენა ჩავყლაპე და სიტყვის თქმაც ვერ მოვახერხე.
-ბაბუა და დედ-მამა ავარიაში დამეღუპნენ. ორი წლის წინ.
-მე... ძალიან ვწუხვარ ლაზარე.
მისკენ მივჩოჩდი, თავი მხარზე დავადებინე და თმებზე თამაში დავუწყე.
-ბოდიში, რომ მოგატყუე.
-არაუშავს. ყველაფერი კარგად იქნება, არ ინერვიულო.
ასე დაეძინა ლაზარეს ჩემ მხარზე და მეც შეძლებისდაგვარად გაუნძრევლად ვიჯექი, რომ არ გაეღვიძა.
ტელეფონის ხმაზე მას მაინც გაეღვიძა და მეც დავფრთხი. დედა მირეკავდა.
-ხო დედა..
-ბოლოს სახლიდან ისე გავარდი საავადმყოფოში მივდივარო მხოლოდ ეს მომაძახე. ნორმალური ხარ გოგო შენ? სად ხარ?
-ლაზარეს ბებია გაუხდა ცუდად და საავადმყოფოში მოვედი, მის გასამხნევებლად.
-როგორ არის ლაზარეს ბებია?
-სტაბილურად.
-სახლში მალე მოხვალ?
-ვეცდები. არ ინერვიულო დე, მეგობარს ვჭირდები, კარგი?
-კარგი, გელოდები იცოდე. - გამითიშა. ტელეფონი ჩანთაში დავაბრუნე.
-ლილიანა, წადი თუ გინდა. მე კარგად ვარ, ისედაც ბევრი გააკეთე ჩემთვის.
-არ მინდა წასვლა.
-ავდგები, ყავას მოვიტან ჩვენთვის და ექიმს შევეკითხები როგორ არის ბებო. ხომ კარგად იქნები?
-კი. დაგელოდები.
ლაზარე ათ წუთში დაბრუნდა და ყავა მომაწოდა.
-მადლობა.
-მიუხედავად იმისა, რომ ყავა მავნებელია, მაინც ძალიან მიყვარს. - თქვა ლაზარემ.
-უძველეს არაბულ კულტურაში იყო ერთადერთი კანონიერი გზა, რომ ქალი გაყროდა ქმარს: თუ მისი მეუღლე მას არ უზრუნველყოფდა საკმარისი ყავით. მგონი ასეთი ცოლი ვიქნები, ყავას თუ არ მომიტანს ქმარი, მას გავშორდები. - ვთქვი სიცილით და მასაც გაეცინა. - როგორ არის ბებიაშენი? - უცებ დავსერიოზულდი.
-ძინავს. მითხრეს, რომ გაიღვიძებს შეგიშვებთო.
-ძალიან კარგი.
კაი ხანი ჩუმად ვისხედით და ყავას ვსვავდით. სიჩუმე ლაზარემ დაარღვია.
-მომიყევი შენზე.
-მყავს კაპასი დედა და მამა, რომელიც მუდმივად სამსახურშია და სახლში ათასში ერთხელ ვხედავ. ერთი ბაბუა მყავს მამის მხრიდან. დედმამიშვილი არ მყავს. დედისერთა ვარ. ელენეს ხომ იცნობ? ეგ არის ჩემი საუკეთესო მეგობარი და ასევე მისი ძმაც - ნიკოლოზი. აბიტურიენტი ვარ და არ ვიცი მომავალში რას ვაპირებ. უკვე იცი, რომ ფაქტები მიყვარს და ცეკვა ჩემი ჰობია. სხვა არაფერია მოსაყოლი... მგონი.
-გვიანდება. მოდი სახლამდე მიგაცილებ კარგი? ისედაც დიდხანს იყავი აქ და მადლობა.
-მიცილება საჭირო არაა. ტელეფონი ჩართული მექნება და ნებისმიერ დროს შეგიძლია დამიკავშირდე რაიმე თუ დაგჭირდა, კარგი?
-კარგი. - ლაზარეს ნომერი ჩავაწერინე.
-მაგრამ ასე მარტო ვერ გაგიშვებ.
-ნუ ნერვიულობ, ახლავე ნიკას დავურეკავ და მიმიყვანს სახლამდე.
ნიკა კითხვების გარეშე მოვიდა საავადმყოფოსთან და მელოდებოდა, სანამ ლაზარეს დავემშვიდობებოდი.
-კინაღამ დამავიწყდა! აი ჩემი დღიური. აქ გქონდეს და წაიკითხე ხოლმე, არ მოიწყენ. კარგად ლაზარე.
-კარგად ლილიანა. - ერთმანეთს გადავეხვიეთ და გარეთ გამოვედი, ნიკას მანქანაში ჩავჯექი.
-საავადმყოფოში რა გინდოდა და რატომ გამოგაცილა კარამდე ნუცას შეყვარებულმა ლაზარემ, რატომ მიეცი მას შენი სახელგანთქმული ფაქტების დღიური, რომელზეც თითსაც არ მადებინებ და რატომ გადაეხვიეთ ერთმანეთს? - მანქანა დაძრა თუ არა კითხვები მომაყარა.
-ამოისუნთქე. საავადმყოფოში ლაზარეს ბებია წევს და ამიტომ ვიყავი. კარამდე არ ვიცი რატომ გამომაცილა, უბრალოდ ზრდილობის საკითხია და თან ნუცას შეყვარებული აღარ არის. ფაქტების დღიური მას იმიტომ მივეცი, რომ შენგან განსხვავებით აინტერესებს და გადახვევაც ზრდილობის "ჟესტი" იყო.
-ნუცა და ლაზარე შეყვარებულები აღარ არიან? - თვალები დაჭყიტა ნიკოლოზმა.
-სხვა ვერაფერი გაიგე? - გამეცინა. - არა, დღეს დაშორდნენ.
-ვაიმე რა მაგარია! სხვისი უბედურება არ მიხარია, ხომ იცი არ ვარ ბოროტი ადამიანი, მაგრამ მაინც ძალიან მაგარია, რადგან ახლა შანსი გამიჩნდა, რომ ნუცას თავი შევაყვარო. არამგონია ლაზარე წინააღმდეგი იყოს, კარგი ტიპი ჩანს. თანაც მგონი უკვე შენ ევასები..
-აი მანდ გაჩერდი და უბრალოდ სახლამდე მიმიყვანე!
-მაგრამ...
-ნიკა!!
-კარგი ხო...

ლაზარე
ლილიანამ რომ დამირეკა და მითხრა საავადმყოფოში მოვალო წამში განათდა ჩემი სამყარო. ძალიან გამიხარდა და კიდევ უფრო დავაფასე ეს ადამიანი. მისი ლაპარაკი, სახის ნაკვთები და სიარულის მანერა - უკვე ყველაფერს ვიზეპირებდი. საოცრად გამგები ადამიანი აღმოჩნდა ლილიანა.
როდესაც წავიდა მისი დღიურის თვალიერებას შევუდექი. ლამაზი ნაწერი ჰქონდა და ყველაფერი დაწვრილებით, კრეატიულად და სასიამოვნოდ ჩაეწერა დღიურში.
მალევე ბებიაჩემმა გაიღვიძა და ექთანმა პალატაში შემიყვანა, ბებომ გამიღიმა. მის საწოლთან ახლოს სკამი მივაჩოჩე და დავჯექი.
-როგორ მანერვიულე ბე, ასე აღარ მოიქცე! დიდხანს უნდა იცოცხლო, გესმის?
-მაპატიე, ლაზარე...
გამიკვირდა ბებომ რომ ხმა ამოიღო, მეგონა ისევ ჩუმად იქნებოდა. გაკვირვება წამში შეცვალა სიხარულის შეგრძნებას და ბებოს ჩავუხუტე, ლოყაზე ვაკოცე.
-მომენატრა ბებო შენთან ლაპარაკი. - ვუთხარი დახშული ხმით.
-არ შემეძლო.. არ შემეძლო ამხელა წნეხის ქვეშ ვყოფილიყავი და შენ გამემხნევებინე, საკუთარი თავი ვამჯობინე შენ თავს და ჩავიკეტე, ენა ჩავყლაპე. ბოდიში ლაზარე.
-ნუ იხდი ბოდიშს. ისინი რომ გარდაიცვალნენ, ეს ჩვენი ბრალი არაა.
-ნამდვილად არაა ჩვენი ბრალი, ბე. არავის ბრალია ეს... ღმერთმა მოინდომა ასე და წაიყვანა თავისთან საუკეთესო ადამიანები. გული კი დაგვწყვიტა ჩვენ და დაგვტოვა დამწუხრებულები, გვტანჯა... მაგრამ ყველაფერს იტანს ადამიანი. ჩვენც ავიტანეთ და გავძლიერდით. ბოდიშს შენ გიხდი, რომ ვერ გელაპარაკებოდი. ახლა სულ დაგელაპარაკები, მოგაწყენ იცოდე.. - გაეცინა ბებოს და მეც ავყევი.
-მიხარია, რომ უკეთ ხარ. მომაწყინე აწი რამდენიც გინდა.
-ექთანმა მითხრა ვიღაც გოგო იყო დერეფანში თქვენს შვილიშვილთან ერთად და ერთი საათის წინ წავიდაო... ეგაა ნუცა? ტელეფონზე რომ ელაპარაკებოდი ერთხელ, შემომესმა...
-არა ბე. - გამეღიმა. - ნუცას დავშორდი.
-რაო? რატომ ბებო?!
-სანერვიულო არაფერია. ეგ გოგო კიდევ ლილიანა იყო. გუშინ გავიცანი. ძალიან კარგი გოგოა. გაიგო, რომ ცუდად იყავი და მოვიდა.
-გამაცანი აქედან რომ გავალთ!
-აუცილებლად გაგაცნობ.
ბებოსთან ლაპარაკით გული მოვიოხე. როდესაც ჩაეძინა, სახლში წავედი, გამოვიცვალე, საჭმელი ვიყიდე და ისევ ბებოსთან დავბრუნდი. პალატაში, დივანზე "დავიდე ბინა". ღამეც იქ მეძინა.
გათენდა თუ არა ბებოს იოგურტი ვაჭამე და სკოლაში წავედი. ნუცა არ იყო. მთელი დღე კლასში ვიჯექი და არავის ვეკონტაქტებოდი.
სკოლის შემდეგ ლილიანას დავურეკე.
-ალო. - მიპასუხა ჩვეული, ლაღი ხმით.
-როგორ ხარ?
-კარგად. შენ როგორ ხარ? ბებო ხომ კარგადაა?
-მეც კარგად ვარ და ბებოც მშვენივრად გრძნობს თავს. დაგიმთავრდა სკოლა?
-კი ახლახანს გამოვედი კლასიდან!
-შენ სახლთან დაგხვდები და შეპირებულ პიცერიაში წავიდეთ, კარგი?
-ბებოს არ უნდა გაუარო საავადმყოფოში?
-დავრეკე და მას ჯერ კიდევ სძინავს, რომ გაიღვიძებს დამირეკავენ და წავალ. მანამდე დრო მაქვს.
-მაშინ კარგი. 5 წუთში სახლთან ვიქნები.
ლილიანას ლურჯი შარვალი, ვარდისფერი ჰუდი და თეთრი ბოტასები ეცვა, თმები კოსად აეწია და უბრალოდ, მაგრამ ულამაზესად გამოიყურებოდა.
-წავედით? - ვკითხე ღიმილით.
-წავედით.
-შენი დღიური წავიკითხე.
-როგორ მოგეწონა?
-ძალიან საინტერესო იყო და ლამაზი... შენსავით.
ლილიანა გაწითლდა და გაეღიმა. დღიური დავუბრუნე და ჩანთაში ჩაიდო.
-როგორი დღე გქონდა სკოლაში? - ვკითხე.
-ჩვეულებრივი, როგორც ყოველთვის. გავიგე, რომ... ნუცას დაშორდი. როგორ ხარ ამ საკითხთან დაკავშირებით?
-საიდან გაიგე? მე არ მითქვამს.
-შენი ნომრის გასაგებად ნუცას დავურეკე და მაგან მითხრა.
-ხოო.... გუშინ დავშორდი დილას.
-გინდა ლაპარაკი?
-თავს ცუდად არ ვგრძნობ. ის გავაკეთე, რაც უნდა გამეკეთებინა. მე ის არ მიყვარდა, ამით ტყუილად ვტკენდი. ასე ჯობს.
-მართალი ხარ.
-შენ? გყავს შეყვარებული?
-არა. თავისუფალი ვარ მთელი ჩემი ცხოვრებაა.
-გასაკვირია, რადგან ჩვენს ასაკში უმეტესობას შეყვარებული ჰყავს.
-როგორც ჩანს უმცირესობას მივეკუთვნები!
-ახლა უკვე მეც...
-სიმართლე გითხრა არ მშია, ასე რომ ერთ ნაჭერს შევჭამ მხოლოდ... - თქვა ლილიანამ, როდესაც პიცას ვუკვეთავდით.
-მეც. პეპერონი გინდა?
-კი.
მალევე მოგვიტანეს პიცა და გემრიელად დავიწყეთ მისი დაგემოვნება. ლილიანას ყურებას ვერ ვწყვეტდი. ძალიან საყვარელი იყო, როდესაც ჭამდა.
-ნუ მიყურებ! მგონია, რომ რაღაც მაქვს წასმული სახეზე და მრცხვენია! - სიცილით თქვა გოგონამ.
-ბოდიში, მიშტერება ვიცი, ხოლმე, მაგრამ მხოლოდ იმიტომ, რომ უბრალოდ ლამაზი ხარ.
-დღეში რამდენჯერ უნდა გამაწითლო?! - ვითომ მკაცრად იკითხა ლილიანამ.
-იმდენჯერ, რამდენჯერაც მომინდება. - ენა გამოვუყავი და ბოლო ლუკმაც შევჭამე.

_____________________________________

რაიმე შეცდომას თუ აღმოაჩენთ დააკომენტარეთ. მოგწონთ? ძალიან გთხოვთ ვრცელი კომენტარი დატოვეთ პერსონაჟებთან და ზოგადად შინაარსთან დაკავშირებით <3



№1  offline წევრი Maryam_

ძალიან საყვარლობა რამეა და
ნიკაშემიყვარდა ძალიან საყარელი ვინმეა:დდ
მაგის და ნუცას ისტორიაცჩააკვეხე მერე :დდ
ჰოდალაზარე და ლილიანა თავისთავად
ძალიანნ მომწონან <3 და კარგადერრა ვაფშე (საერთოდ არის სწორი კივიცი მაგრამ ასე კარგადჟღერს)
უიჰო კიდე ძალიან ადვილადდაახლოვე
კი კომუნიკაბელურები არიან მაგრამ
ისტორიასს არშეშვენის :დდდ
წარმატებები heart_eyes

 


№2  offline წევრი GirlWhoWritesBcsSheNeedsBreathe

Maryam_
ძალიან საყვარლობა რამეა და
ნიკაშემიყვარდა ძალიან საყარელი ვინმეა:დდ
მაგის და ნუცას ისტორიაცჩააკვეხე მერე :დდ
ჰოდალაზარე და ლილიანა თავისთავად
ძალიანნ მომწონან <3 და კარგადერრა ვაფშე (საერთოდ არის სწორი კივიცი მაგრამ ასე კარგადჟღერს)
უიჰო კიდე ძალიან ადვილადდაახლოვე
კი კომუნიკაბელურები არიან მაგრამ
ისტორიასს არშეშვენის :დდდ
წარმატებები heart_eyes

მადლობა, კომუნიკაბელურები არა უფრო სიყვარულის ნაპერწკლები

 


№3  offline წევრი salo_O

მეც შემოდგომის მოყვარული გოგოვარ და როდესაცც ამსათაურს თვალი მოვკარი და ძალიან დამაინტერესდა, დავიწყეე კითხვააა
და ისე ჩამითრიაა ერთი წაკითხვით წავიკითხე 4-ე თავი, მართლა ძალიან მომეწონაა დაა იმედიმაქ მალმალე დადებ და არგაგვაწვალებ მკითხველებს ????????????

 


№4  offline წევრი GirlWhoWritesBcsSheNeedsBreathe

salo_O
მეც შემოდგომის მოყვარული გოგოვარ და როდესაცც ამსათაურს თვალი მოვკარი და ძალიან დამაინტერესდა, დავიწყეე კითხვააა
და ისე ჩამითრიაა ერთი წაკითხვით წავიკითხე 4-ე თავი, მართლა ძალიან მომეწონაა დაა იმედიმაქ მალმალე დადებ და არგაგვაწვალებ მკითხველებს ????????????

madloba didi, skolis saqmeebze davrbivae es dgeebii da ver vaxerxebdi weras... vecdebi maqsimum zeg davdoo

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent