შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

წარსულის კვალდაკვალ თავი 28


23-12-2018, 14:29
ავტორი katiusha
ნანახია 3 336

დემეტრე სახლის ვერანდაზე იდგა. ჩაბნელებულ ჰორიზონტს გაჰყურებდა და სიგარეტს ეწეოდა. ნაბიჯების ხმა რომ მოესმა ზურგსუკან არ მოუხედავს, არც გამოცნობა უცდია,ახლა მისთვის ყველა ერთი იყო,ყველა მოკეთე და თითოეულ მათგანთან საუბარი გაუჭირდებოდა.მაგრამ აუცილებელი იყო. გვერდით ამოუდგა დუდა,მანაც მოუკიდა სიგარეტს და ძლიერად მოქაჩა
-ძნელია არა..
-რა?-ვერ მიუხვდა შენგელია ნათქვამის არსს.
-უკუნეთ სიბნელეში სინათლის დანახვა..
-მაგრამ არა შეუძლებელი.
-მე ვერ შევძელი,უფრო სწორად თავის დროზე ვერ შევძელი.სწორედ ეს მანადგურებს და მკლავს.
-არ არსებობს შეუცდომელი ადამიანი. ყველას ჩვენი წილი ცოდვა გვაქვს სატარებელი ამ ქვეყნად.
-შენ ვერ გამიგე.
-არა,ცდები,იმაზე კარგად გაგიგე, ვიდრე ეს შეიძლება. შენ არ ხარ პირველი ვინც მსგავს სიტუაციაში იყო, დრო იყო მეც,ლევანიც და თორნიკეც ასე ვიყავით, გამხეცებულები და განადგურებულები და არავის არ ვუგდებდით ყურს.
-შენ ადამიანი სასიკვდილოდ არ გაგიმეტებია.
-რაც იყო იყო,მე ცოცხალი ვარ და მიტევება შემიძლია.პატიების უნარი დიდ რამეს ნიშნავს.
-ეს უფრო მეტად მანადგურებს..
-კარგი რაა ბექაურო. შენს ფსიქოლოგად ნუ მაქცევ ძალიან გთხოვ. ჩვენ ისეთი მტრობა და ისეთი ამბები გვაკავშირებდა ერთმანეთთან, ის რაც მაშინ მოხდა იმ ყველაფრის გამოძახილი იყო. არ დაგავიწყდეს რომ მეც არაერთი ცუდი რამე გამიკეთებია შენთვის.
-ანუ ამბობ რომ ის მიიღე,რაც დაიმსახურე.
-დაახლოებით..
-უცნაური ადამიანი ხარ.მაშინ როცა მე უნდა ვამბობდე ამას,შენ ამბობ და იბრალებ.
-შენი დის გამო. რომ იცოდე მისი ერთი გაღიმება რად მიღირს და რას ნიშნავს ჩემთვის,ამას არ იტყოდი..
-ძალიან გიყვარს?
-საკუთარ თავზე მეტად.მაშინ,როცა ის ტყვია მომხვდა,იცი რას ვნატრობდი? მისი საოცარი ღიმილის კიდევ ერთხელ,თუნდაც ერთხელ დანახვას.
-დიდებული ადამიანი აურჩევია ჩემს დას.ვერაფერს ვიტყვი.
-ადამიანებს არ ირჩევენ,პოულობენ, ღმერთი ქმნის მათ ერთმანეთისთვის. -უპასუხა შენგელიამ და ბოლომდე ჩასული სიგარეტი მოისროლა.
-შედი შიგნით,დაიძინე,ცივა აქ..
-შენც შემოდი..
-არა,აქ ვიქნები,ცუდი შეგრძნება მაქვს. მგონია რომ აქაც მოგვაგნებენ..
-დამიჯერე აქ ვერავინ მოვა, მითუმეტეს ასეთ თოვლში.
-მე მაინც დავრჩები.
-ჯანდაბა ბექაურო,შენი დასავით ჯიუტი ხარ.-გაბრაზდა დუდა.
-ისიც გაბრაზებს ხოლმე?-გაეღიმა ბიჭს.
-უფრო ჯიუტობს.რამეს რომ აიჩემებს,ვერაფრით გადავათქმევინებ ხოლმე.
-რას იზავ ასეთი გენი გვაქვს.
-მეც არ ვარ ნაკლები.მომიწევს სახლში შესვლაზე დაგითანხმო..
-იქნებ შეძლო კიდეც,რა იცი..
-ძალით მაინც შეგიყვან.სხვათაშორის ნიშნობაზე მოსვლაც მოგიწევს.
-ვერ დავბრუნდები,ჯერ ვერა.
-მოგიწევს,იმიტომ რომ ასეა საჭირო.
-თამარს არ დავუპატიჟებივარ.
-მე მისი კი არა,ჩემს ნიშნობაზე გეპატიჟები.-გაეცინა ბიჭს.-უნდა დამეხმარო ერთ კარგ გოგოს ხელი ვთხოვო,თორემ ისეთი უცნაურია, შეიძლება კიდევ დაცდა მთხოვოს და ამას ვეღარ გავუძლებ..
დუდამ ხელი გაუწოდა ბექაურს შერიგების და გარიგების ნიშნად.გვერდულად გამოხედა მანაც და თავის ძლიერი მარჯვენა შეაგება, ერთმანეთს ჩაეხუტნენ,მხარზე მეგობრულად დაარტყეს ხელი და ასე შევიდნენ შიგნით..
ასეა ცხოვრება,ასეთია განგება.. მტერი მოულოდნელად ხდება მოყვარე….
სოფოს არ ეძინა.მომხდარზე ფიქრობდა,ჯერ კიდევ ვერ დაეჯერებინა,რომ გუგამ ასე გაიმეტა ყველა და შემთხვევითობის წყალობით გადარჩნენ.ან განგების წყალობით...
კარი რომ გაიღო ჩუმად, შეეშინდა, მაგრამ სიბნელეში თორნიკეს ხმა მოისმა და ამოისუნთქა.
-მე ვარ,არ შეგეშინდეს..
-აქ რა გინდა?
-ჩუმად,არ გაიგონ აქ რომ ვარ,-გაეცინა და მისკენ დაიძრა.გვერდით მოუწვა გოგოს.თავი მკერდზე დაადო სოფომ და გაიტრუნა.
-როგორ ხარ?ხომ არაფერი გაწუხებს?
-არა მიშავს,ცოტა ფეხები მტკივა, მაგრამ გამივლის. ეს ნორმალურია ჩემს მდგომარეობაში.
-ექიმთან ხომ არ წავიდეთ?
-გაგიჟდი?ამ შუაღამისას და ასეთ ამინდში სად უნდა წავიდეთ? ვიცი რაც უნდა გავაკეთო.
-სოფ,რამდენიმე დღე ვარჯიში გაგიცდა და თან საკმაოდ ინერვიულე,მგონი მაქვს საფუძველი შეშფოთების.
-არაფერია,კარგად ვიქნები,ხომ გჯერა?
-მე კი მჯერა,მაგრამ მაინც მეშინია.
-იმის არ გეშინია,რომ ახლა დემეტრე შემოვიდეს და ერთად გვნახოს ასეთ სიტუაციაში?-გაეცინა გოგოს.
-არა,არც მეშინია,იმიტომ რომ ცუდს არაფერს ვაკეთებ და კიდევ მას ახლა ჩვენთვის არ სცალია,ის და დუდა ლაპარაკობენ,ერთმანეთში რაღაცეებს არკვევენ.
-ნეტავ ყველაფერი მოგვარდებოდეს და ყველაფერი კარგად იყოს. ძალიან დავიღალე უკვე ამ ყველაფრით.
-ნათლიაჩემი დაგვეხმარება,მისი იმედი მაქვს.
-ნეტავ თუ ჩავიდა თბილისში?
-ჩავიდოდა და დარწმუნებული ვარ უკვე ძებნაში გადასცემდა მათ.მე ის მადარდებს ჩვენ რა გვეშველება.
-რატომ ამბობ მაგას?
-არის ერთი დიდი პრობლემა,რამაც შეიძლება ხელი შეგვიშალოს ერთად ყოფნაში.
-მეგონა ყველაფერი მოვაგვარეთ..
-არა,ასე არაა,ეს ჩვენ გავარკვიეთ ერთმანეთში გრძნობები,თორემ მშობლებთან არაფერი მოგვიგვარებია,განსაკუთრებით მამაშენთან.რომ გაიგებს ვისი შვილი ვარ,არა მგონია დათანხმდეს რომ ჩემი ცოლი გახდე.
-უკვე ვნერვიულობ.მითხარი რა ხდება.
-წარსულს ერთი ცუდი თვისება აქვს სოფ.ის როდის იჩენს თავს ვერ გაიგებ. ეს ამბავი მამაჩემს და მამიდაშენს ეხება. ამას მე არ უნდა გიყვებოდე,მაგრამ მამიდაშენმა ნება დამრთო რომ მე გითხრა..
-ასე ახლოს იცნობ მას?
-ასე გამოვიდა. როცა სასოწარკვეთილი ვიყავი, ის იყო ადამიანი,რომელმაც ამ ქვეყნად დამაბრუნა..
-მითხარი..გისმენ.დაიწყე,ნუ აჭიანურებ.
-მოკლედ ყველაფერი დიდი ხნის უკან დაიწყო….-თორნიკემ შეისვენა და მოყოლა განაგრძო.ყურადღებით უსმენდა.სახე ეცვლებოდა სოფოს დროდადრო.ვერ ხვდებოდა მეტრეველი რას ფიქრობდა ის ან რა გადაწყვეტილებას მიიღებდა.ერთი რამ ზუსტად იცოდა,რა გადაწყვეტილებაც არ უნდა მიეღო მას,არაფრის დიდებით არ დანებდებოდა…
-არ მაინტერესებს რა იყო წარსულში მათ შორის,რას იტყვიან ისინი ან რას იტყვის ხალხი,მე ვიცი რომ შენ ხარ ჩემი აწმყოც და მომავალი და თუ ამას ვერ ან არ შეეგუებიან,მოუწევთ დამკარგონ.მე არ ვაპირებ შენს დათმობას.-გაუღიმა გოგომ
-ჩემო სოფო,ჩემო საყვარელო,-ბედნიერმა დაიჩურჩულა თორნიკემ და გოგოს ჩაეხუტა..
იმ ღამეს გაირკვა არა მხოლოდ წარსულის საიდუმლოებები,არამედ კიდევ ბევრი რამე დამალული.. შერიგდნენ დუდა და დემეტრე..ერთად ყოფნის და დაქორწინების გადაწყვეტილება მიიღეს თორნიკემ და სოფომ...რჩებოდა ბერდია და ლევანი.ახლა როცა ისინიც ერთმანეთის პირისპირ ისხდნენ,ისინიც გაარკვევდნენ ყველაფერს,მაგრამ უცნაური ის იყო რომ საუბარს ვერც ერთი იწყებდა. უფრო სწორად უცნაური კი არა უხერხული უფრო იყო. ძნელი გამოდგა მათთვის წარსულისთვის თვალის გასწორება. ვინ უფრო მეტად იყო ამ ამბავში დამნაშავე?ალბათ ორივე ერთნაირად.
-ყველაფერს წარმოვიდგენდი,მაგრამ ჩვენ თუ ასე შევრიგდებოდით მაგას ვერა.უფრო სწორედ ასეთ სიტუაციას.- მაინც დაასწრო ბერდიამ.
-მეტი რაღა უცნაურობა გინდა?ისევ იმ სიტუაციამ და იმან დაგვაახლოვა, ვინც მტრებად მოგვკიდა ერთმანეთს. -გაეცინა ქისტაურს.
-ხო,სწორი ნათქვანი ყოფილა რაც არ გკლავს გაძლიერებსო,მე კი ვიტყოდი ვინც არ გკლავს ის ცხოვრებას სხვა თვალით განახებს.
-იმდენად სხვა თვალით,რომ ყველანაირი შეხედულება გეცვლება ადამიანებზე?
-ზუსტად ასეა...ჩემთვის იცი რა არის ყველაზე რთული? ის რომ ამას ჩემი და ჩემზე ადრე მიხვდა.
-არ მიხვდა.შენი და ჭკვიანია და მან მოსმენა იცის.აი ყველაფერი რომ მოისმინა,იცი რა გააკეთა?მაინც შენი მხარე დაიჭირა,მიუხედავად იმისა,რომ ჩემთან იყო უკვე და სიგიჟემდე ვუყვარდი.პირველი რაც თქვა ის იყო რომ მე ორივეს გირჩევთ და დავამტკიცებ რომ ბერდია უდანაშაულოაო. აი ამიტომ შეგეშვი,ამიტომ დაგანებე თავი. მან ისეთი რაღაცეები გაარკვია,რაც მანამდე გამოძიებამ ვერ ან არ დაადგინა.
-ყოველთვის მჯეროდა რომ ნინია განსაკუთრებული იყო და აი დაამტკიცა კიდეც.ამის მოსმენა შვებას მგვრის,-გაეცინა არაბულს.
-ხოდა აბა როდის მოახერხებ და როდის შემოივლი ჩვენთან? გაუხარდება შენი ნახვა,არ იმჩნებს მაგრამ ვატყობ რომ გელის..ყოველი დაკაკუნებისას კარზე,იმ იმედით გამორბის რომ შენ იქნები.
-მე კი მედებს ვუცრუვებ ყოველთვის. მე მეტი არაფერი შემიძლია,მხოლოდ ეს.-ჩაილაპარაკა გულდაწყვეტილმა.
-ასე ნუ ამბობ.ყველაფერს ეშველება და ყველაფერი კარგად იქნება.აი ნახავ თუ არა.
-იმედი მაქვს. ისე ყოჩაღ შენ,-გაეცინა უცებ,ქისტაური ვერ მიხვდა მისი უცნაური ცვლილების მიზეზს.
-ნუ მიყურებ ასე.. კარგად ვიცი რა აუტანელი ხასიათი აქვს ჩემს დას და არა მგონია შენთან დიდად შეცვლილიყო.როგორ უძლებ ჰაა?
-ამის წამალი ვიპოვე,მაგრამ ვერ გაგიმხელ,-გაეცინა ქისტაურსაც.
-ბიჭია თუ გოგო?
-ბიჭი..
-გივაჟკაცია..
-შენ საიდან იცი?
-ეჰ ჩემო ლევან,ნეტავ იცოდე რამდენჯერ გამოგყოლილვართ უკან,რამდენჯერ მინდოდა მოსვლა და დალაპარაკება,მაგრამ ვერ გავბედე. ვერ შევძელი თქვენთვის თვალის გასწორება.პირველად რომ ექიმისგან გამოხვედით და სავარაუდოდ ახალი გაგებული გქონდათ ეს ამბავი,მაგასაც კი მოვესწარი.თქვენს ყველა სიხარულს ვიზიარებდი,მაგრამ შორიდან.
-აი თურმე რატომ მქონდა იმის შეგრძნება,რომ ვიღაც გვითვალთვალებდა. მე გუგა და მისი ხალხი მეგონა,თურმე შენ ყოფილხარ…-ჩაეღიმა ისევ ქისტაურს.
-როგორ ფიქრობ,ნინია მაპატიებს?
-ვფიქრობ უკვე გაპატია.აქედან რომ ჩავალთ მინდა რომ აუცილებლად მოხვიდე ჩვენთან და ერთმანეთს დაელაპარაკოთ.არ შეიძლება ოჯახის წევრები ასე შორს იყოთ ერთმანეთისგან..
-მოვალ,აუცილებლად მოვალ,მანამდე კი ეს საქმე უნდა დავასრულოთ,გუგა და მისი თანამზრახველები უნდა გავანადგუროთ.ვერ ჩავხედავ ჩემს დას თვალებში,თუ მეცოდინება რომ ის არაკაცი დაუსჯელი დადის..
-იმედია მალე დასრულდება ეს ყველაფერი,-ჩაილაპარაკა ლევანმა და გაჩუმდა.
********
რამდენი რამის მოტანა შეუძლია დილას და როგორი სიხარულის, ალბათ იქამდე ვერ მივხვდებით ამას, სანამ არ ვიგრძნობთ..
მზიანი დილა გათენდა.ბედნიერებაა როცა მზის სხივები ახალ თოვლზე თამაშს იწყებენ და სიცოცხლის ხალისს გიბრუნებენ…
მაგრამ მაინც დაარღვია ეს მშვენიერი დილა ხმაურმა. ხმა კი მაიკოს ოთახიდან გამოდიოდა.
-ნუ ყვირიხარ გიო,მოიცადე, მომისმინე და ყველაფერს აგიხსნი…
-არ უნდა გეთქვა?ასეთი რაღაც მოხდა და მეზობლებისგან უნდა ვიგებედე?-თავს ვერ თოკავდა გიგაური და ყვიროდა.
-დამშვიდდი მეთქი გეუბნები, მომისმიმე,-უყვირა ცოლმაც.
-ჩემს მოთმინებას ცდი მაიკო, გეფიცები ძალიან ცდი და ეს კარგად არ დამთავრდება.სადაცაა მოვალ და ყველაფერს ამიხსნი.
-მეც მაგას არ გეუბნები აგიხსნი თქო?მოიცა რას ნიშნავს მოვალ?სად ხარ?
-სად უნდა ვიყო?რა უცნაურად იქცევი?ყაზბეგში ვარ უკვე ამოვდივარ..
-გიო საყვარელო, რაც არ უნდა ნახო,იცოდე რომ საქმე არც ისე ცუდადაა როგორც გგონია.-დატკბა ქალი.
-სულ უფრო ვრწმუნდები რომ რაღაცას მიმალავ.
-კარგი ხო,რაღაცას მართლა გიმალავ, მაგრამ როცა გნახავ მაშინ გეტყვი.
-აი მოვედი უკვე,არ შეეგებები შენს ქმარს?
-მანდ არ ვართ გიო.
-აბა სად ხარ?მოიცა აქ რა მოხდა? ამდენი ნაკვალევი და ეს ჩამტვრეული ფანჯრები რას ნიშნავს?ა
-ვიღაცეები იყვნენ…
მაიკომ სათქმელი ვეღარ დაასრულა და ვერც გააგრძელა.ტელეფონის მეორე მხრიდან ქმრის გინების ხმა მოისმა და მერე აფეთქების გამაყრუებელი ხმა.
-გიოო.ხმა გამეცი გიო….მანდ რა მოხდა?ეს რა ხმებია? -აკივლდა მაიკო და სადაც დანარჩენები იყვნენ შეკრებილები იმ ოთახისკენ გამოვარდა.
-დედა რა ხდება?
-იქ რაღაც მოხდა შვილო.სახლში რაღაც აფეთქდა,-ვერ მშვიდდებოდა ქალი და ნერვიულობისგან ცახცახებდა.მეტრეველმა თითქმის ძალით ჩამოსვა სკამზე და ჰკითხა რა მოხდა.ყველაფერი აგვიხსენიო.
მოსმენილმა ყველა შოკში ჩააგდო. კარგს არც ერთი არ ფიქრობდა. სოფოც საშინელ დღეში ჩავარდა. სწრაფად მიიღო გადაწყვეტილება დემეტრე ბექაურმა.
-მეც მოვდივარ,-აედევნა თორნიკე.
-არა,შენ აქ დარჩები.არავინ ვიცით იქ რა ან ვინ დაგვხვდება,სოფო კი ორი საყვარელი ადამიანის დაკარგვას ვერ გადაიტანს.შენ მას სჭირდები.- შეაჩერა არაბულმა.ბიჭებს გადახედა და დემეტრეს აედევნა უკან.
-ყველაფერი კარგად იქნება,ყველაფერი კარგად იქნება,-ეხუტებოდა სოფოს დედა და ჩურჩულებდა თვალცრემლიანი.


არც თბილისში გათენებულა მშვიდობიანი დილა.როგორც კი ინათა ადრიანად ადგა რეზო და სამსახურში წასასვლელად მომზადება დაიწყო. დიდხანს რეკავდა მისი ტელეფონი, სანამ ის სააბაზანოში იყო. როგორც კი იქიდან გამოვიდა,მაშინვე დახედა ეკრანს და ამდენი გამოტოვებული ზარი რომ დაინახა ზეზვასგან,მიხვდა რაღაც მომხდარიყო და თვითონ გადაურეკა.
-სად ხარ რეზო?
-სახლში რა ხდება?
-სასწრაფოდ ტელევიზორი ჩართე.მერე კი სასტუმროში წამოდი. პულტს ეცა და საინფორმაციო ჩართო. თვალებში დაუბნელდა,როცა მისი სასტუმრო იცნო.
-აფეთქება მოხდა თბილისის ცენტრში, ბექაურების სასტუმროების ქსელის ერთ-ერთ სასტუმროში.დაღუპულია სამი,დაშავებული კი ოცდაათმდე ადამიანი.მაშველები ისევ ეძებენ სასტუმროს ნანგრევებში დაზარალებულებს.-ლაპარაკობდა წამყვანი.
თავზარი დაეცა და საწოლზე ჩამოჯდა,რომ არ დაცემულიყო.
ტელეფონის ზარზე შეხტა.
-ეს ჯერ დასაწყისია,შენი განადგურება უკვე დაიწყო ბექაურო.-მოისმა ზიზღნარევი სიცილი.
-მოგკლავ,ჩემი ხელით მოგკლავ.- იღრიალა რეზომ
-ნუ იმუქრები,არ ხარ ახლა ამ მდგომარეობაში.მგონი უკვე მოხვდი,რომ თამაშის წესებს მე ვადგენ..
-ნაბიჭ….ო,მაშინ უნდა მომეკალი. როგორ ვნანობ..
-მართალი ხარ უნდა მოგეკალი.მაგრამ ახლა გვიანია,ასე რომ ყურადღებით მომისმინე.მიზანში კიდევ ერთი ადგილია,ეს შეიძლება იყოს სასტუმრო, სახლი ან რომელიმე აგარაკი.მაგრამ რომელი ეგ შენ უნდა გამოიცნო.დრო ოცდაოთხი საათი გაქვს,მერე კი ისიც ისე აფეთქდება როგორც ეს.იქ მყოფები კი აუცილებლად დაიღუპებიან.ათვლა დაიწყო…
კავშირი გაწყდა,თვალებში დაუბნელდა რეზოს და გულზე ხელი იტაცა.სიმწრისგან ხელები იმდენად ძლიერად მომუშტა,რომ თითები ეტკინა.
-სოფოო.-იყვირა ბოლო ხმაზე. გაოცებული შემოვარდა ოთახში ქალი.
-რა ხდება რეზო?სახეზე ფერი არ გაქვს?-შეშინებული მიუჯდა გვერდით.
-გული..გული მაქვს ცუდად.. მტკივა სოფო.-ჩაეხუტა ცოლს ძლიერად. ისიც მოეხვია.უცნაური ეჩვენა ქმარი, მაგრამ ტელევიზორს რომ შეხედა მაშინ მიხვდა მისი ამ ქცევის მიზეზს.
-ეს ...ეს რა უბედურებაა? რა ხდება?
-საშინელება სოფო.საშინება. გული მაქვს ცუდად.
-მოიცადე ახლავე მოგხედავ.წნევას გაგიზომავ..
ქალმა საწოლზე დააწვინა ქმარი. წნევის აპარატი მოიტანა და წნევა გაუსინჯა. ძალიან მაღალი იყო. დამწევი საშუალებები დაალევინა. ძლივს იმორჩილებდა თვითონაც თითებს..როგორც კი უკეთ იგრძნო თავი,წამოდგა და მანქანის გასაღებს დასტაცა ხელი.უკან გაეკიდა გიგაურიც.მარტო არ გაგიშვებო, რეზო დაჯდა საჭესთან და გიჟივით დაძრა ადგილიდან.სოფომ მაშინვე საავადმყოფოში დარეკა.
-თამო სად ხარ?..უკვე გაიგე?.. ადგილზე ხარ.ძალიან კარგი,მეც მივდივარ. თამო..გამაგრდი გთხოვ..რაც შეიძლება მეტი ადამიანი უნდა გადავარჩინოთ…
-არ მცალია მეგობარო,გელოდები მოდიი.-უყვირა აბაშიძემ და ტელეფონი გათიშა…..
მორიგე იყო აფეთქების შესახებ რომ გაიგო და მაშინვე იქით გავრდა. პირველივე სასწრაფოს გაჰყვა. მიმღებში დაიბარა ყველა სასწრაფო იქ გამოუშვით.ყველა თავისუფალი ქირურგი,ანესთეზიოლოგი და ტრამვატოლიგი გამოიძახეთ და მიმღები გაანთავისუფლეთ, მძიმე პაციენტების მოლოდინში იყავითო..
ხელთათმანი მოირგო,პირველადი დახმარების ყუთი აიღო და ნანგრევებისკენ გავარდა.პირველივე უგონო პაციენტთან მივიდა,პულსი გაუსინჯა,გუგები შეუმოწმა.სხეული დაუთვალიერა.საშინელ დღეში იყო დაჟეჟილი და დასისხლიანებული. სასწრაფოს ექიმებს კისრის ფიქსატორი გამოართვა,კისერი დაუფიქსირა და საკაცეზე გადააყვანინა. მეორე პაციენტსაც მსგავსი დაზიანებები აღენიშნებოდა. პირიდან სისხლი გადმოასხა.მიხვდა რომ ეს ნეკნების დაზიანების ბრალი იყო და შინაგანი ორგანოები ჰქონდა დაზიანებული.
-ეს პაციენტი სასწრაფოა, გადაიყვანეთ. ირაკლი ამას მე მივხედავ,შენ წინა პაციენტს გაყევი, ვვარაუდობ,რომ თავის და ზურგის ტვინის სერიოზული დაზიანება აქვს…-დაუყვირა მეგობარს.
-მივდივარ,მაგრამ აქ ვინ დარჩება?- დაუყვირა იქიდან იმან და მაშველებს გახედა,რომლებმაც კიდევ ერთი უგონოდ მყოფი პაციენტი გამოიყვანეს.
-სოფოც მოდის და გვანცაც აქაა.წადი.-მიაძახა თამუნამ და სასწრაფოს მანქანაში ავიდა,სანამ კარი დაიხურებოდა გვანცას უთხრა.
-შენი იმედი მაქვს,არ დამაღალატო. მეტი აღარავინ არ უნდა დაიღუპოს…
-იმედს არ გაგიცრუებ დეიდა. მშვიდად წადი.-უპასუხა გოგომ და პირველადი დახმარების ყუთი გამოართვა თამუნას….
-გაიწიეთ,ხალხი გაარიდეთ აქაურობას,გამნაღმველები აქამდე სად არიან?ტერიტორია უნდა შემოწმდეს…-ყვიროდა მაისურაძე და პოლიციის ეკიპაჟებს განკარგულებას აძლევდა.
ყვითელი ლენტით შემოსაზღვრეს იქაურობა,ხალხი გამგელებული აწყდებოდა.ჟურნალისტებიც არ ცხრებოდნენ..ყველას აინტერესებდა რატომ ან ვის გამო მოხდა ეს.ვინ იყო დამნაშავე ამაში.იყვნენ თუ არა მათი ახლობლები დაშავებულევი ან ცოცხლები.
ბექაურის მანქანა რომ გაჩერდა,მაშინვე მისკენ გაექანენ და კითხვების კორიანტელი დააყარეს, მაგრამ გვერდი აუარა კაცმა გაჭირვებით და ყვითელი ლენტი გადაკვეთა. ნაცნობი გამომძიებელი რომ დაინახა მისკენ წავიდა და გამგელებულმა ჰკითხა.
-რა ხდება?რა გაარკვიეთ?
-აქ ყოფნა არ შეიძლება,დატოვეთ აქაურობა ბატონო რეზო.
-აქედან ვერ წავალ,როგორ წავიდე და როგორი მივატოვო ამდენი ხალხი? ეს როგორ უნდა მომხდარიყო? -ნერვიულობდა კაცი.
-დამშვიდდით და გვაცადეთ მუშაობა, ისედაც ასეთი არეულობაა.ჩემს დამხმარეს დავუძახებ და დაკითხვაზე წაგიყვანთ.მეც მერე მოვალ.
-ახლა აქედან არ გამიშვათ და გპირდებით ჩემი ფეხით მოვალ და ყველაფერს გეტყვით.ვერ მივატოვებ ამ ხალხს..
-მაშინ მაშველებს დაეხმარეთ ან რამე გააკეთეთ.მთავარია ხელი არ შეგვიშალოთ.
- კარგი,-რეზომ იქაურობას გადახედა და ცოლი დაინახა,რომელიც ნანგრევებიდან ვიღაცა კაცის ამოყვანას ცდილობდა.მისკენ გაიქცა, წარსული გაახსენდა.მათი გაცნობის დროს რომ ყაზბეგის სასტუმროში რომ ინციდენტი მოხდა.ახლაც კადრებივით გაურბინა ცხვირწინ იქ მომხდარმა. სოფოს გვერდით ჩაიცუცქა და ბეტონის ნატეხს დასწვდა.ფეხებზე დაცემული ჰქონდა კაცს და გადაადგილებას ვეღარ ახერხებდა. სოფომ უკან გაათრია და ფეხები გაუნთავისუფლა.დაჟეჟილი და მოტეხილი ჰქონდა ორივე. ტკივილისგან ყვიროდა და თავს ვერ აკონტროლებდა,უნებლიე მოძრაობებს აკეთებდა. სასწრაფომდე მიიყვანეს,საკაცეზე დააწვინეს და საავადმყოფოში გააგზავნეს…
ნაშუადღევს ყველა დაზარალებული უკვე საავადმყოფოში იყო გადაყვანილი,ტერიტორია კი დაცლილი ხალხისგან და მხოლოდ მეპატრონეები და გადარჩენილები, რომლებიც აფეთქებას გადარჩნენ. სასტუმროს მხოლოდ ერთი ნაწილი იყო აფეთქებული.
-აბა ბატონო რეზო,აქ საქმეს მოვრჩი.რას იზავთ წამოხვალთ განყოფილებაში?
-სოფოს რაღაცას ვეტყვი და მოვალ.-უპასუხა და ცოლისკენ დაიძრა..
*******
დაძაბული ჩაჰფრენოდა საჭეს დემეტრე და გზას გაჰყურებდა. ჩქარობდა,ნერვულობამაც აიტანა.ვერ ხვდებოდა რა უნდა მომხდარიყო იქ და რა უნდა აფეთქებულიყო.. გზა გაიწელა,ასე ეჩვენებოდა თორემ,სინამდვილეში ძალიან სწრაფად მიდიოდნენ..
-ცოტა ფრთხილად გთხოვ.ასე არ შეიძლება,ნუ ნერვიულობ..
-ბერდო,გული ცუდს მიგრძნობს,რაღაც ხდება,უფრო სწორად მოხდა და ეს ძალიან ცუდია.
-ისეთი ცუდი რა უნდა იყოს,რომ ვერ გავუძლოთ,ვერ მოვერიოთ.
-სიკვდილი ძმაო,სიკვდილს ვერ მოვერევით და ამის მეშინია..
-იმედი უნდა ვიქონიოთ იმის რომ იქ რასაც ვნახავთ არ გაგვანადგურებს..
გაჩუმდნენ და უკვე მათი აგარაკის აღმართს შეუდგნენ. რაც უფრო უახლოვდებოდნენ,მით უფრო ეკუმშებოდათ გული,მითუმეტეს რომ შორიდან რაც დაინახეს კარგს არაფერს უქადდათ-მათი სახლიდან ასული ბოლი. კიდევ უფრო ახლოს მივიდნენ და თვალებს არ დაუჯერეს. სახლი მიწასთან იყო გასწორებული.
მანქანიდან გადმოცვივდნენ და ყვირილით გავარდნენ სახლისკენ. რკინის ღია კარში გიორგის მანქანა დაინახეს.იარაღები გადატენეს და ნელა დაიძრნენ იქით.მანქანაში არავინ იყო.
-გიო...გიორგი ბიძიაა.-დაიყვირა დემეტრემ.-აქ ხარ?ხმა გამეცი..
-იმედი მაქვს სახლში არ ყოფილა აფეთქების დროს..-შეშინებულმა გახედა ბერდიამ.
ბექაურმა გადახედა და მობილური ამოიღო.ბიძის ნომერი აკრიფა. ტელეფონის ხმა საიდანღაც მოესმათ.მის ხმას გაყვნენ და თოვლში დაგდებულ ტელეფონს წააწყდნენ…
-შენ მეორე მხარეს წადი.მე აქეთ მოვძებნი.-უთხრა დემეტრემ და სახლის უკანა მხარისკენ დაიძრა. დიდი ხნის დაშორებულები არ იყვნენ,არაბულის ხმა რომ შემოესმა მას უყვიროდა..იქით გაიქცა შეშინებული,მაგრამ შვებით ამოისუნთქა როცა ბერდია დაინახა.
-ცოცხალია,-უთხრა მან და სახეზე თოვლი მოუსვა. ნელა გაახილა თვალები გიგაურმა და მასთან ჩაცუცქული დისშვილი და მეგობრის ვაჟი რომ დაინახა,ოდნავ შესამჩნევად გაიღიმა.
-რა მოხდა?
-ეს შენ უნდა გვითხრა რა მოხდა ბიძია.
-სახლში რომ შევდიოდი,რაღაც უცნაური ხმა გავიგე,საათის წიკწიკის. მაგიდაზე ბომბი დავინახე,წამებს ითვლიდა უკვე,გამოვიქეცი,მაგრამ აფეთქების ტალღამ აქ გადმომისროლა
-ხომ არაფერი გტკივა ბიძია?დაჭრილი ხო არ ხარ?
-თავი და ყურები მტკივა ცოტა,კიდევ ნეკნები.სხვა არაფერი,დამეხმარეთ წამოვდგე, მერე ჩემ ცოლ-შვილთან წამიყვანეთ და ყველაფერი მომიყევით,იცოდეთ არაფერი გამოგრჩეთ,თორემ ვერ გადამირჩებით...რა ამბებს ატრიალებთ თქვენ აქ?-მკაცრი იყო გიგაური.
-ახლავე,ახლავე წავალთ მაგრამ მანამდე საავადმყოფოში გავიაროთ.…უპასუხა დემეტრემ და ბერდიას გადახედა.
-არა,არ მინდა საავადმყოფო. სასწრაფოდ მათთან წამიყვანე.
-სხვა გზა არაა,-უთხრა მან და მხარქვეშ ამოუდგა.
-ერთ რამეს დამპირდი ბიძია,იქ ვინც არ უნდა ნახო და რაც არ უნდა გაიგო,მშვიდად მოისმენ და გადაწყვეტილებას მერე მიიღებ.
-ესეგი,იცი რომ სიგიჟეებს ჩავიდენ ხო?
-დარუნებული ვარ,მაგრამ ცხელ გულზე ნუ იმოქმედებ,პირადი გამოცდილებით გეუბნები ამას. ხომ იცი რამდენი სისულელე ჩავიდინე რომ არ ვუსმენდი ადამიანებს და ყველაფერს ისე ვაკეთებდი,ჩემ ჭკუაზე.
-ამას რას მოვესწარი.ჩემი დისშვილი თავის გამოცდილებას მიზიარებს. -ირონიულად ჩაეცინა გიგაურს და მანქანაში ჩაჯდა. ხმა აღარ ამოუღია,დემეტრე მიუჯდა საჭეს,გიორგის მანქანა კი ბერდიამ წამოიყვანა.
არ ეცნო არც გზა და არც ადგილი კაცს,მაგრამ ხმა არ ამოუღია.არაფერი უკითხავს.ფიქრობდა რომ მათი რომელი მეგობრის აგარაკზე მიდიოდნენ…
მანქანის ხმა რომ მოესმა,მაშინვე წამოხტა მაიკო და გარეთ გავარდა. დემეტრეს მხარზე დაყრდნობილი ქმარი რომ დაინახა,სახე გახსნა, როგორც იქნა გაიღიმა და მისკენ გაიქცა,ისე ძლიერად ჩაეხუტა, დაჟეჟილი ნეკნები ატკინა და სუსტად დაიკვნესა.
-მადლობა ღმერთს,..მადლობა ღმერთს ცოცხალი ხარ.როგორ შემაშინე, თან ტიროდა,თან ეხვეოდა ქალი.
-ასე შეგეშინდა?
-ძალიან,ძალიან შემეშინდა.შენ რომ რამე მოგსვლოდა,შენ რომ რამე დაგმართნოდა,რა უნდა მექნა? -შეშინებულმა ჰკითხა ქალმა.
-ხომ ხედავ არაფერი მიმივიდა? კარგად ვარ.-სახე დაუჭირა და ლოყაზე აკოცა გაწითლებულ ცოლს..
-მამა,-მოესმა გოგოს ხმა და ადგილზე გაშეშდა,თვალებგაფართოებულმა გაიხედა იქით,საიდანაც ხმა მოესმა. აივანზე სოფო იდგა,უცხო ბიჭის მკლავს ეყრდნობოდა და უღიმოდა თვალცრემლიანი.
-შვილო,-დაიჩურჩულა ოდნავ გასაგონი ხმით,-შვილო კარგად ხარ?-იყვირა მერე ადგილს მოსწყდა და მისკენ გაიქცა.ყველაფერი დაავიწყდა,არაფერი აღარ ახსოვდა არც ტკივილი და არც აფეთქება,შვილს ჩაეხუტა ძლიერად და არ უშვებდა.იქამდე სანამ სოფომ არ დაიწუწუნა გამჭყლიტე მამაო.
-ეს როგორ?როდის??რატომ არ მითხარით..მოიცადე ესენი ვინ არიან?ეს ბიჭი უფრო სწორად? გამოერკვა მერე და მათ მოავლო თვალი, მეტრეველს კი განმგმირავი მზერა დაასო.
-შიგნით შევიდეთ გიო,-მხარზე ხელი დაადო მაიკომ და ანიშნა გამომყევიო.
დაბნეული გაჰყვა და დანარჩენებიც უკან მიჰყვნენ.
ისევ იმ მაგიდის გარშემო ისხდნენ ისევ იგივე ადამიანები,ერთი განსხვავებით მაისურაძის მაგივრად აქ უკვე გიორგი გიგაური იჯდა.
-არ ვიცი რა ვიფიქრო ან რა ვთქვა.ყველაფერი ამერია თავში.ჩემთვის გაუგებარია რატომ ზიხართ ერთმანეთის მტრები ასე შეხმატკბილებულები აქ ან რატომ იყო სახლის ფანჯრები და კედლები დაცხრილული,რატომ ამაფთქეს მე და რატომ არაფერი ვიცოდი მე ჩემი შვილის გამოჯანრთელების შესახებ.- ცდილობდა მშვიდად ესაუბრა გიორგის და არ ეყვირა.
-ამ ყველაფერს თავისი ახსნა აქვს ბიძია,ხომ გითხარი რომ მოგესმინა ჩვენთვის?დასკვნების გამოტანისგან თავი შეიკავე. მე აგხსნი ყველაფერს.
-ჯერ ის მითხარი ეს ბიჭი ვინაა?რატომ ზის მის გვერდით ჩემი შვილი და რატომ აქვს ხელი მისთვის ჩაკიდებული.მას არ ვეკითხები,იმიტომ რომ შენ გაქვს ასახსნელი.
-არ ვიცი საიდან დავიწყო..
-ერთი წუთით დემეტრე.-ჩაერთო თორნიკე.-მოდი ჯერ ყველაფერი ავუხსნათ და მოვუყვეთ,რაც შეეხება ჩვენს გაცნობას,ამას მე ავიღებ ჩემს თავზე და მიგვიანებით ვილაპარაკოთ ბატონო გიორგი ოღონდ პირისპირ.
-რატომ?
-წარსულის გამო,-მოკლედ მოუჭრა ბიჭმა,დანარჩენებმა კი გადახედეს ეჭვის თვალით ამ ორს,მიხვდნენ კიდევ იყო რაღაც საიდუმლო, განსაკუთრებით დემეტრე დაინტერესდა, მაგრამ თავი მოთოკა და მოყოლა დაიწყო…
-თქვენ ნორმალურები ხართ საერთოდ?-იყვირა როცა დაასრულეს მოყოლა.-რას ფიქრობდით ან რაზე,როცა ამ საქმეს ჩემი და მამაშენის ზურგსუკან აკეთებდით და ვითომ აგვარებდით?რამე რომ მოგსვლოდათ?ან ამათ რომ ვერ მოესწროთ?ან შენ რამ გაფიქრებინა შვილო რომ ამხელა ძალაუფლევის მქონე და ასეთ არანორმალურ ადამიანებს აჯობებდი? შენ?შენ მაინც როგორ დამიმალე მაიკო რომ ჩემი შვილი გამოჯანმრთელდა?არ შეგეცოდე მაინც?ხომ იცოდი როგორ განვიცდიდი და ვიტანჯებოდი?
-მაპატიე,საყვარელო,მაგრამ ასე იყო საჭირო.დამშვიდდი გთხოვ..
-ნუ მამშვიდებ,-ისევ იყვირა.-ამათ უყურე ერთი,შექმნეს აქ ალიანსი და მოინდომეს გმირობა.თქვენ აი შენ და შენ..მიუბრუნდა დემეტრეს და ბერდიას.-როგორ იქცევით?ამათ თუ შეურიგდით თქვენმა დებმა რა დააშავეს?მათ ადგილზე წარმოგიდგენიათ თავი?იცით მაინც როგორ განიცდიან ძმების გარეშე ყოფნას?
-ვიცით და ისიც ვიცით რომ დავაშავეთ მათთან,მაგრამ ასე შორს ყოფნით უფრო დავიცავთ მათ.
-გეყოს ბერდია,გეყოს თავის გამართლება
-არ ვიმართლებ,-წყობიდან გამოვიდა ისიც.-იცი მაინც რას ნიშნავს საკუთარი დისგან,შენი სხეულის ნაწილისგან შორს ყოფნა და ოჯახიდან მოკვეთა? როცა მამის წინ ვერ მიდიხარ? იცი?გესმის რა რთული და აუტანელი ტკივილი გაქვს გულში და ვერ უძლებ,ნაწილებად იშლები? -გააფთრებულმა იყვირა ბერდიამ და სკამს წიხლი ჰკრა.ქისტაური მაშინვე წამოხტა და მხრებში მოჰკიდა ხელი
-რას აკეთებ?ახლა ამის დროა?
-სამწუხაროა,რომ ეს ყველაფერი ვიცი და იმაზე კარგად მესმის შენი,ვიდრე შენ წარმოგიდგენია ეს. -ტკივილნარევი ხმით უპასუხა გიორგიმ და ღონეგამოცლილი ჩამოჯდა სკამზე.ტკივილმა შეახსენა თავი და დაიკვნესა. მაიკო მაშინვე მასთან გაჩნდა,მის მუხლებთან ჩაიცუცქა და ქმარს ახედა.
-მართლა კარგად ხარ?
-არ ვარ კარგად.თავში ყველაფერი არეული მაქვს.ამდენი რამის ერთად გაგება, ალბათ ჭკუიდან გადავალ მალე.
-მე მაგას არ ვგულისხმობ.შენს ფიზიკურ მდგომარეობაზე გეკითხები.
-კარგად ვარ.ამასაც გადავიტან. საუბარი ტელეფონის ხმამ გააწყვეტინა,რეზო ურეკავდა.
-გისმენ სიძევ ბატონო.-ჩვეული რიხით უპასუხა,არ უნდოდა შეემჩნია რაც მოხდა.მაგრამ უცებ შეეცვალა სახე და ყველას სათითაოდ გადახედა. ხმა არ ამოუღია,ისე დაასრულა ბექაურმა საუბარი.დავალება მისცა მან.არ უთქვია მას რა შეემთხვა,ახლა ამის დრო არ იყო.ახლა დანარჩენებზე უნდა ეფიქრა.
-დუდა მოდი აქ,-დაუძახა მერე შენგელიას.დაბნეული მივიდა ბიჭი მასთან.
-თამარი სად არის?
-ნინიასთან.რა ხდება?
-ნინია სადაა?
-ჩემთან არიან სახლში.-მის მაგივრად უპასუხა ქისტაურმა.
-სასწრაფოდ თბილისში მიდიხართ მათთან და მარტო არ დატოვოთ არც ერთი.თქვენთან პილიცია მოვა და სახლს შეამოწმებენ.თამარი შენთან იყოს დუდა,გვერდიდან არც ერთი არ მოშორდეთ.
-რა ხდება ბიძია ამიხსენი.-ჩაერია დემეტრე.
-თბილისის სასტუმრო ააფეთქეს. საშინელება ხდება.რამდენიმე ადამიანი დაიღუპა,რამდენიმე მძიმედაა დაშავებული.
-ესეგი იმ ნაბი...მა უკვე მოქმედება დაიწყო.
-ასეა ბერდია.სადღაც ბომბი დევს,რომელიღაც ჩვენს სახლში ან დაწესებულებაში და აფეთქდება. ოცდაოთხი საათია დრო.ახლა უფრო ნაკლები.
-ჯაბდაბა,ჯანდაბა,-იღრიალა დემეტრემ.-მაინც შევაჩერებ.ან ორივე დავიღუპებით,ან ორივე გადავრჩებით მაგრამ მაინც შევაჩერებ.
-სისულელე არ ჩაიდინო,
-როგორ ვიყო მშვიდად თორნიკე როგორ?
-არც გეუბნები რომ დამშვიდდე,მაგრამ ხომ შეიძლება რომ ახლა დაჯდე და მშვიდად მოვიფიქროთ როგორ მოვიქცეთ.
-ჩვენ წავალთ მაშინ,რადგან ასეთი საშიში სიტუაციაა,შესაძლოა თითოეული წუთი გადამწყვეტი აღმოჩნდეს.
-წადი ლევან და იცოდე როგორც კი ჩახვალთ,მაშინვე დარეკეთ, ყველაფერი შეგვატყობინეთ.
-შენ არ მოდიხარ?
-არა,მე და ბატონ გიორგის სალაპარაკო გვაქვს.-მშვიდად გახედა მეტრეველმა.
-ხო,ეს სულ დამავიწყდა.ბერდია შენც წადი,სახლს და მშობლებს მიხედე.-უთხრა გიომ და დემეტრეს მიუბრუნდა,როცა და დანარჩენები გააცილა.
-შენ რას აპირებ?არ წახვალ მათთან?ძალიან სჭირდები?
-აქაც გჭირდებით.თან არ დაგავიწყდეს სადაც მამაჩემია,როგორ შეიძლება ის საქმე არ მოგვარდეს?
-არ შეიძლება მართალია. წამოდი,-მიმართა მკაცრად თორნიკეს და მეტრეველიც უკან აედევნა.
გარეთ გამოვიდნენ,აივნიდან თვალი მოავლო გიგაურმა გარემოს,დათოვლილი მთები მართლაც შესანიშნავი დასანახი იყო.
მოაჯირს დაეყრდნო და კითხვით სავსე მზერა დაასო სახეზე.
-აბა გისმენ.დაიწყე.
-მას შემდეგ რაც ჩემს სახელს და გვარს გაიგებთ, ჩემს ვინაობას, დიდი შანსია,რომ ასეთი მშვიდი აღარ იქნებით.მაგრამ თქვენსაც გავიგებ. იმიტომ რომ წარმოდგენა არ მაქვს მსგავს სიტუაციაში მე როგორ მოვიქცეოდი.შესაძლოა უარესადაც.
-ნუ აჭიანურებ,ამას მე გადავწყვიტავ როგორ მოვიქცევი.
-ჩვენ ერთმანეთთან ძალიან ცუდი წარსული გვაკავშირებს,მაგრამ ის რაც არის ახლა აწმყოში ყველაფერი შესანიშნავია.
-რა გამოცანებით მელაპარაკები?
-არ მჭირდებაგამოცანები.პირდაპირ გეტყვით სათქმელს,-მეტრეველმა შეისვენა და განაგრძო.-წლების უკან,მაშინ როცა მამაჩემი ახალგაზრდა და სულელი იყო,ალბათ ვერც იფიქრებდა რომ მისი საქციელი მისი შვილის ბედზე იქონიებდა გავლენას და დიდ პრობლემებს შეუქმნიდა.ტყუილად კი არ არის ნათქვამი მამის ცოდვებზე შვილები აგებენ პასუხსო.
-ვერ მივხვდი რა გინდა.
-ძნელი უნდა იყოს თქვენთვის იმის დაჯერება რომ რასაც გეტყვით, გულწრფელი ვარ და ცუდი განზრახვა არ მაქვს,მაგრამ მართლა ასეა.ჩემი გრძნობები თქვენი ქალიშვილის მიმართ ისეთივე სუფთა და გულწრფელია,როგორც ეს გაუკვალავი,თეთრი თოვლი..
-საქმეზე გადადი.-მკაცრად უთხრა კაცმა.
-აუცილებლად.მე უბრალოდ ამას იმიტომ გეუბნებით რომ მიხვდეთ ყველაფერს.ყოველ ადამიანს გააჩნია წარსული და ეს წარსული ზოგისთვის არც თუ ისე კარგი მოგონებებით არის დასამახსოვრებელი.ასეა მამაჩემის ცხოვრება და ასეა თქვენი დის ცხოვრება.
-რას ამბობ?
-ზაზა მეტრეველი გეცოდინებათ. გეცოდინებათ კი არა დარწმუნებული ვარ გახსოვთ კიდეც.იმაშიც ვარ დარწმუნებული რომ გძულთ და ვერ დამაჯერებთ საპირისპიროს.
-არ მინდა ვიფიქრო რომ შენ მისი შვილი ხარ.რა ჯანდაბა ხდება საერთოდ..
-ის რაც იქ გაიგე და მოგიყევით სიმართლეა.სიმართლეა ისიც რომ მე ის ადამიანი ვარ,ვინც ეჭვმიტანილი იყო თქვენი ქალიშვილის საქმეში. მე ვარ ის თორნიკე მეტრეველი ვისაც ასე გამწარებული ეძებდით.მე ვარ ის ადამიანი, ვინც ასე ძალიან გძულდათ და ვის მოკვლასაც ფიქრობდით. მაგამ გეფიცებით ასე არ იყო.სოფოს როგორ დავუშავებდი რამეს. მასზე წმინდა და მასზე სათუთი არავინ არ შემხვედრია ცხოვრებაში. ჩემთვის სინათლე იყო ის გვირაბის ბოლოს. იმას ვნანობ რომ ვერ მივუსწარი მაშინ და იმ არაკაცმა გუგამ ასეთ დღეში ჩააგდო.
-ერთი წუთით გაჩუმდი,-უყვირა გიორგიმ,უცებ საყელოში სწვდა და მაგრად დააბანჯღარა.-ჩემი შვილისგან რა გინდა?იმ არაკაცმა მამაშენმა მოგაგზავნა ხო? ასეა,ნამდვილად ასეა,ჩემს დას ვერაფერი დაკლო და ახლა ასე უნდა გაგვანადგუროს.
დემეტრე ფანჯრიდან უყურებდა მათ,დაიძაბა როცა ბიძამისი ასე მოიქცა.ერთ წამს იფიქრა მივალ გავაშველებო,მაგრამ მერე გაჩერდა. ეს საქმე მეტრეველის მოსაგვარებელი იყო და არა მისი. მან თავისი სათქმელი უკვე თქვა.
-მოიცადეთ,რას აკეთებთ?-ხელი გააშვებინა თორნიკემ.-ასე არაფერი გამოვა,გეუბნებით უნდა ვილაპარაკოთ,ყველაფერს აგიხსნით-თქო და თქვენ ამის საშუალებას არ მაძლევთ.
-რა უნდა ამიხსნა რა?ის რომ არაკაცი მამის არაკაცი შვილი ხარ?
-სიტყვები შეარჩიეთ ძალიან გთხოვთ.ნუ იტყვით ისეთ რამეს რაც მერე შეიძლება სანანებელი გაგიხდეთ.თქვენ გგონიათ არ ვიცი როგორი არაკაცი,მშიშარა და ლაჩარი ადამიანის შვილი ვარ?თქვენ გგონიათ არ ვიცი როგორია ის?უპრინციპო და სულელი ახალგაზრდა იყო,რომელმაც საყვარელ ქალს და მის სიყვარულს ფული და უზრუნველი ცხოვრება ამჯობინა და საბოლოოდ რა მიიღო? ამ მიტოვებით სოფომ მიიღო სარგებელი და არა მამაჩემმა.არც ერთს არ ვამტყუნებ ან ვამართლებ,რა უფლება მაქვს მე ისინი განვსაჯო, როცა მეც ცოდვილი ვარ? თქვენ,თქვენ არ ხართ ცოდვილი ბატონო გიორგი? ამ ამბავში თქვენც სუსტი აღმოჩნდით,ისევე როგორც სოფო,ისევე როგორც მამაჩემი. არ გაბედოთ და არ შემაწყვეტინოთ,-ხმას აუწია თორნიკემ,როცა მიხვდა რომ გიო პასუხის გაცემას აპირებდა.
-იცით თქვენი ბრალი რაშია? მიუხედავად იმისა რომ ახალგაზრდა და გამოუცდელი იყავით,მაინც უნდა გებრძოლათ და თქვენი და დაგეცვათ ხალხისგან და მშობლებისგან.ისევე როგორც თამუნა მოიქცა მაშინ,მისი ერთადერთი მეგობარი. ის რომ პატარა იყავით მხოლოდ საკუთარი უაუსურობის გამართლებაა.ისევე უნდა დასდგომოდით გვერდში როგორც რეზო ბექაური,რომელმაც მისი სუფთა გულის ისე ირწმუნა რომ,არც კი იცოდა მისი წარსული. სოფოს ბრალი იცი რაშია? დედაჩემს რომ უფლება მისცა მისთვის საყვარელი ადამიანი წაერთმია და არ იბრძოლა. რომ დედაჩემისნაირ უპრინციპო და უსინდისო ადამიანს დაუთმო ის. რა გიკვირთ?მათი შვილი ამას რომ გეუბნები?ეს რეალობაა და ამით ყველაზე მეტად მე ვიზარალე,იმიტომ რომ გამიმწარდა ბავშობაც და ახალგაზრდობაც. არანაირი ურთიერთობა არ მაქვს მათთან. იმიტომ რომ არსებობს სოფო და ის ჩემთვის ყველაფერია, ქალი,რომელმაც ცხოვრება სხვანაირად დამანახა და ცხოვრების მიზანი მაპოვნინა.რაც არ უნდა თქვათ,როგორი წინააღმდეგიც არ უნდა წახვიდე,ზუსტად ვიცი,რომ ისიც იმავეს გრძნობს და ფიქრობს,რასაც ახლა მე და ისიც ისევე მოიქცევა როგორც მე, აი ამით არ ჰგავს თქვენი ქალიშჳილი არც ერთს,ის ყველაზე მებრძოლი ადამიანია.ვიცი ჩვენი სიყვარულიც ისევე გაიმარჯვებს, როგორც სოფო გიგაურის და რეზო ბექაურის ლეგენდარული სიყვარული,და ახლა უკვე ნინია არაბული და ლევან ქისატური არიან ამის ნათელი მაგალითი.
-დაათავრე?-მშვიდად ჰკითხა გიორგიმ.
-არა,უამრავი რამე მინდა გითხრათ, მაგრამ თავს ვერ ვაბავ.
-კარგი.მაშინ რადგან აქამდე შენ ილაპარაკე და მე გისმენდი,ახლა მე ვილაპარაკებ და შენ მისმინე. ესეგი შენ უკვე იცი მამაშენის და ჩემი დის სიყვარულის,უფრო სწორად მამაშენის არაკაცობის ამბავი.
-დიახ ვიცი,ისიც ვიცი რომ მე ძმა მყავდა,რომელიც დაბადებიდან მალევე დაიღუპა.ეს თვითონ თქვენმა დამ მითხრა.მე მასთან მივედი და ყველაფერი მოვუყევი.მომისმინა და დაიჯერა ჩემი.
-მე ჩემი და არ ვარ.არ ვარ მასავით მიმტევებელი და კეთილი.ვერ დავხუჭავ ამ ყველაფერზე თვალს რადგან ვიცი რომ ეს არ იქნება სწორი. არ ვიყვირებ.არ გცემ,რადგან ვიცი აზრი არ აქვს.ჩემი ქალიშვილი სრულწლოვანი,ჩამოყალიბებული ადამიანია,ვიცი რომ მე რომ დავუშალო მაინც ჩემს საწინააღმდეგოდ მოიქცევა,ამიტომ მე შენ გეტყვი რომ უნდა დაანებო თავი,უნდა წახვიდე მისგან. არ გამოვა თქვენგან წყვილი.არ გამოვა გასაგებია?
-თქვენ ახლა მეუბნებით რომ მამაჩემივით მოვიქცე და მშიშარა თაგვივით სოროში დავიმალო?
-აბა რა გინდა?როგორ ფიქრობ მან რომ სიმართლე გაიგოს შენთან დარჩება?
-მან იცის სიმართლე და გადაწყვეტილებაც მიიღო.
-კარგი,მაშინ კიდევ გკითხავ.განა დამავიწყდება ოდესმე ის რაც მამაშენმა ჩემს დას გაუკეთა ან დედაშენი როგორ მოექცა?როგორ ფიქრობ ეს არ გაახსენდება სოფოს სულ ან მამაშენს?როგორ უნდა შეეგუონ ამას დემეტრე და თამარი?რეზო?გიფიქრია ამაზე?
გაჩუმდა მეტრეველი.ხმა ვერ ამოიღო.ან რა უნდა ეთქვა როცა გიორგი გიგაური თავისებურად
მართალი იყო,მაგრამ რა ექნა მასაც?უყვარდა და სიყვარული როდის ყოფილა ადვილი?სიძნელები ყოველთვის არსებობდა და მათი გადალახვის მერე მიაღწევდი იმას,რასაც ასე ელოდი ადამიანი-ბედნიერებას. თუმცა იქნებოდა კი მათი ბედნიერება სრულყოფილი?
-მართალი ხართ.არ იქნება ადვილი ჩვენი ერთად ყოფნა,მაგრამ შეუძლებელიც არაფერია.ხომ შეიძლება ჩვენ იმას მივაღწიოთ,რაც მათ ვერ შეძლეს.
-მომისმინე შვილო.ოცნება კარგია,მიტუმეტეს როცა ახალგაზრდა ხარ,სხვანაირი გეჩვენება ყველაფერი ადვილი და მარტივი,მაგრამ არაა ასე, ეს ცხოვრება ძალიან რთულია,ისეთი რაღაცეები შეიძლება მოხდეს,რასაც ვერასოდეს წარმოიდგენდი. მეც ვიყავი ახალგაზრდა და ვიცი რასაც ნიშნავს სისხლის დუღილი. მაგრამ არის ხანდახან შემთხვევები,როცა უბრალოდ უნდა ადგე და წახვიდე.
-არ ვფიქრობ რომ ჩემი წასვლა გამოსავალია,არ ვფიქრობ რომ ჩემი გაქცევით რამეს შევცვლი.თუ ოდნავ მაინც გჯერათ ჩემი,სადღაც გულის სიღრმეში,მაშინ წასვლას არ მთხოვთ,რადგან თქვენი ქალიშვილი ამ ქვეყნად ყველაზე მეტად მიყვარს და მისთვის ყველაფერს გავაკეთებ. ერთხელ უკვე გადავეფარე ტყვიას მის გამო, გუგას და სიკვდილს გამოვგლიჯე ხელიდან და ვერ შეძლებთ თქვენ დაგვაშოროთ, ამას არავის ჯიბრზე არ გეუბნებით,არც იმიტომ რომ შურისძიება მინდა. კი ბატონო იყო ამის დროც,როცა დედაჩემის გავლენით ისე ვიყავი მოშხამული,რომ მთელი თქვენი საგვარეულო მძულდა. მაგრამ ყველაფერი შეიცვალა, აბსოლიტურად სხვა მხრიდან დავინახე სიმართლე.თვალი ამეხილა და დედაჩემის ნამდვილი სახე გამოჩნდა.ნუ გგონიათ რომ მშვიდი ბავშვობა მქონდა ან ბედნიერი ვიყავი. ან მამაჩემი იყო ბედნიერი. შემიძლია თითზე ჩამოგითვალოთ ის დღეები,როცა ჩხუბის და ყვირილის ხმა არ მესმოდა ოჯახში. ამას იმიტომ გიყვებით,რომ არ გინდა გეგონოთ რომ თავს ვიმართლებ,ამას იმიტომ გეუბნებით რომ მინდა გაიგოთ არავინ არ ყოფილა ბედნიერი იმ ყველაფრის მერე.წარსულმა ყველას ცხოვრებაში დატოვა კვალი და თქვენ ცდილობთ რომ ახლა ამით ჩვენს ბედზეც იქონიოთ გავლენა.
-მესმის,მესმის რომ გიჭირს და ძნელი იქნება შენთვის სოფოს გარეშე ცხოვრება,მაგრამ ადამიანურად გთხოვ მისგან წადი,შორს დაიჭირე თავი,არასოდეს შევეგუები თქვენს ერთად ყოფნას,არც დავუშვებ და ნუ დაიწყებ ბრძოლას. ნუ ამაღებინებ ხელში იარაღს,თორემ გეფიცები არ მოვერიდები ამასაც..ახლა შიგნით შევალ,ჩემს ცოლ-შვილს წავიყვან და წავალთ.აქ დამთავრდება ის ყველაფერი,რასაც ჩემს ზურგსუკან აკეთებდით,თუ გინდა შეგიძლია დაემშვიდობო მას.ნებას გაძლევ.
გიგაური მისკენ მიბრუნდა,მერე სახლს გახედა,გარემოს მოავლო თვალი,მხარზე მეგობრულად დაარტყა ხელი,ამოიხვნეშა და კიბისკენ წავიდა.
-სადაც არ უნდა წაიყვანოთ,რაც არ უნდა გააკეთოთ,მაინც ვერ მაიძულებთ რომ მისგან წავიდე.უკვე ვთქვი ჩემი სათქმელი,არ ვაპირებ წარსულით მანიპულირებას და დანარჩენებისთვის რამის თქმას, ეს თქვენი საქმეა,ჩემი საქმე სოფოს გაბედნიერებაა და ამას აუცილებლად გავაკეთებ.
სიყვარულს არ ვირჩევთ ბატონო გიორგი.გვიყვარდება და მორჩა... მერე უკვე აღარაფერს აქვს აზრი. საკუთარ თავს ვეღარ ვეწინააღმდეგებით, საკუთარ გრძნობებს...
რამდენჯერ მიფიქრია, რატომ არ შემყვარებია ის ვინც ყველაფერს აკეთებდა ჩემთვის, საკუთარი თავი უმადურ და დაუნახავადაც კი ჩამითვლია,
მაგრამ ამ ყელაფერს უბრალოდ ვერ ახსნი. ვერ იტყვი რატომ გიყვარს ის და რატომ სწირავ მისთვის თავს, როცა იცი, რომ არ გიმსახურებს...
ალბათ სიყვარულიც სწორედ ესაა, როცა მისი ყველა ნაკლი იცი, მაგრამ მაინც გიყვარს…-მშვიდად უთხრა მანაც.
არსად წასულა,ისევ იმ ადგილზე იდგა თორნიკე და გარემოს ათვალიერებდა. ცდილობდა ყველაფერი გაეანალიზებინა და მოეფიქრებინა როგორ მოეგვარებინა კიდევ ერთი ახალი პრობლემა.
მარტო რომ დაბრუნდა კაცი,სოფომ შეშინებულმა შეხედა.მამის მკაცრ სახეს შეეჩეხა და მიხვდა რომ რაღაც რიგზე არ იყო.
-მამა თორნიკე სად არის?
-გარეთ.ნუ გეშინია არაფერი დამიშავებია. უბრალოდ ახლა ადექით,მოემზადეთ აქედან მივდივართ.
-რატომ მამა?ხომ აგიხსნა ყველაფერი? მინდოდა მეც მეთქვა, მაგრამ ხომ იცი რა მდგომარეობაშიც ვიყავი?
-მესმის შენი,მაგრამ მეც გამიგე. არსებობს სერიოზული მიზეზი,რის გამოც თქვენი ერთად ყოფნა არ შეიძლება და ეს დედაშენმა კარგად იცოდა,მაგრამ მაინც შეგიწყოთ ხელი.-მკაცრად გახედა მას..
-ჩემი შვილის კარგად ყოფნისთვის ეს ასე იყო საჭირო.შენ რომ გენახა,რას აკეთებდა ის ბიჭი მისთვის,ასე არ შემომხედავდი და არ მისაყვედურებდი. მე ჩემი თვალით დავინახე მათი სიყვარული.ეს არც ჩემთვის არ იყო ადვილი და ძალიან გთხოვთ ნუ დამიწყებ ახლა ამაზე ლაპარაკს.
-ის რაც გგონია რომ არ ვიცი,კარგად ვიცი მეც,და ის წარსული ჩვენც გვეხება,მაგრამ გვაქვს ბედნიერების უფლება.ორივეს გადახედა სოფომ
-ეს შენ არ გეხება.
-მეხება მამა,სწორედაც რომ მეხება,რადგან საქმე ჩემს ბედნიერებაშია. გასაგებია?-ხმას აუწია სოფომ
-გეყოფა მეთქი,მოემზადეთ, მივდივართ.
-ბიძია აქედან წასვლა საშიშია,სოფო მნიშვნელოვანი მოწმეა და საფრთხე ემუქრება,-ჩაერთო დემეტრემ
-შენ გაჩუმდი,ნუ ლაპარაკობ საერთოდ. როგორ არაფერი მითხარი? როგორ დამიმალე ეს?
-ასე იყო საჭირო.
-მე ჯერ კიდევ მაქვს იმხელა გავლენა, რომ ჩემი შვილი ვერ დავიცვა?როგორ შეიძლება რომ ვიღაც არაკაცებს ჩემი შვილი ჩავუგდო ხელში?
-იმ არაკაცმა კარგად იცის ჩვენი ყველა საიდუმლო ადგილი,საიდუმლო სამალავები და საერთოდ სუსტი წერტილები და რა გიკვირს რომ ადვილად მოგვერიოს?
-ნერვებს მიშლით უკვე, მოემზადეთ-მეთქი,-იღრიალა გიომ. მაიკო ადგილზე შეხტა,სოფომ თვალები დახუჭა რომ ცრემლები შეეჩერებინა.
მაინც თავისი გაიტანა,არაფრით არ დატოვა იქ არც ერთი. მკლავში ჩაჰკიდა შვილს ხელი და ცოტა უხეშად გამოიყვანა იქიდან. თორნიკე რომ დაინახა,ვეღარ შეიკავა თავი და ცრემლი წამოუვიდა. მამას ხელი გააშვებინა და მისკენ წავიდა. ორ ნაბიჯში გაჩნდა ბიჭი მასთან და ხელებში მოიმწყვდია. გიომ მისკენ გაიწია,მაგრამ დემეტრემ შეაჩერა.
-მანქანაში ჩაჯექი და აცადე დამშვიდობება,მე მოვიყვან სოფოს.
გიო და მაიკო მანქანში ჩასხდნენ.
ხელს არ უშვებდა თორნიკე,ძლიერად იხუტებდა და თმაზე ეფერებოდა.
-ხომ არ წახვალ ჩემგან?ხომ ერთად ვიქნებით?
-კი ვიქნებით,რაც არ უნდა იყოს,რაც არ უნდა მოხდეს არ დაგთმობ სოფო. ახლა გაგიშვებ იმიტომ რომ ის მამაშენია და მასაც აქვს უფლება,რომ რაღაცეები მოითხოვოს.არაფრით არ მოხდება ის რომ ერთად არ ვიყოთ. იცოდე რომ ძალიან,ძალიან მიყვარხარ, სიგიჟემდე,ჩემი სამყარო ხარ,ჩემი ყველაფერი.
-ჩვენ ვიცოდით რომ ასე იქნებოდა,ვიცოდით რომ შეგვეწინააღმდეგებოდნენ,მაგრამ ამასაც გავუძლებთ და გადავლახავთ,- გაუღიმა სოფომ,თითის წვერებზე აიწია და ლოყაზე აკოცა,კიდევ ერთხელ ჩაეხუტა და დემეტრეს შეხედა.მაშინვე დაიძრა მისკენ ბიჭი.ხელი მოჰკიდა და წაიყვანა.მაგრამ მეტრეველს მიაძახა გასამხნევებლად.
-როდის ყოფილა საყვარელ ადამიანთან ყოფნა ადვილი? თუ არ იბრძოლე ისე არაფერი გამოვა.მჯერა რომ აუცილებლად მოაგვარებთ ამ ყველაფერს და ერთად იქნებით.
გაუღიმა ბიჭმა,იმედი ისედაც არ დაუკარგავს,მაგრამ ახლა იცოდა რომ დემეტრე ბექაური თუ მხარს დაუჭერდა,კიდევ უფრო გაუადვილდებოდა ყველაფერი. ცოტა ხანს ისევ იმ ადგილას იდგა.იხსენებდა სოფოსთან შეხვედრის წუთებს და დროს.წამებს,რაც ერთად გაუტარებიათ და ეღიმებოდა. როგორი სხვანაირი იყო გოგო ძლიერიც,მამაციც,ჯიუტი,მიზანდასახული,მაგრამ ამავე დროს სუსტი და ქალური.დარწმუნებული იყო რომ ერთად იქნებოდნენ და სოფო თავისას მაინც გაიტანდა.არ დანებდებოდა.
კიდევ ერთხელ გადახედა გარემოს,ქისტაურის სახლის კარი საგულდაგულოდ გამოკეტა და მანქანის საჭეს მიუჯდა.თბილისში წამოვიდა.საქმეებსაც მივხედავ და თან ბიჭებსაც დავეხმარებიო…
*******



№1  offline წევრი დარინა

ვიფიქრე აჰა ეშველათ სოფოს და თორნიკეს მოაგვარეს ძლივს ურთიერთობამეთქი და კი გამოჩნდა გიორგი, ყველაზე მეტი ამ წყვილმა იტანჯა, მეგონა სოფო უფრო მეტად გაუწევდა წინააღმდეგობას მამამისს, კიდევ თორნიკემ უნდა იბრძოლოს თურმე, ჩემი ნინია და ლევანიი ესენი არიან ჩემი ზე წყვილი აი არაფერირომ აიტერესებთ და მათი ბედნიერების დასაცავად ყვრლაფერს აკეთებენ. მიყვარს ეს ისტორია და სულ ველოდები ახალ თავებს.

 


№2  offline წევრი katiusha

დარინა
ვიფიქრე აჰა ეშველათ სოფოს და თორნიკეს მოაგვარეს ძლივს ურთიერთობამეთქი და კი გამოჩნდა გიორგი, ყველაზე მეტი ამ წყვილმა იტანჯა, მეგონა სოფო უფრო მეტად გაუწევდა წინააღმდეგობას მამამისს, კიდევ თორნიკემ უნდა იბრძოლოს თურმე, ჩემი ნინია და ლევანიი ესენი არიან ჩემი ზე წყვილი აი არაფერირომ აიტერესებთ და მათი ბედნიერების დასაცავად ყვრლაფერს აკეთებენ. მიყვარს ეს ისტორია და სულ ველოდები ახალ თავებს.

წაჰყვა იმიტომ რომ იმ მომენტში ასე იყო საჭირო...შემდეგ თავში ნახავთ ყველაფერს..

გიოც მართალია თავისებურად.აბა დაფიქრდი განა ასე არ მოქცევა სწორი არ იყო მისი მხრიდან?

 


№3  offline აქტიური მკითხველი La-Na

როგორ გამიხარდა ახალი თავი❤❤არ გამკვირვებია გიოს ქმედება,ყველა ეგრე მკიქცეოდა და დარწმუნებული ვარ თორნიკეც,სწორედ მაგიტომ არ შეეწინააღმდეგა.ძალიან კარგი თავი იყო❤❤❤
--------------------
ლანა

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent