სიძულვილიდან სიყვარულამდე ბევრია (თავი 13)
_როგორ ხარ? _არვიცი, ცოტა ვერ ვარ რაღაც. _რა გჭირს? _მოხვალ ჩემთან? _ტირი? _მოხვალ? _ახლავე. რამდენიმე წუთში კარზე კაკუნი ისმის, შემოსასვლელში გავდივარ, კარებს ვაღებ. რამდენიმე წამი ორივე კარების სხვადასხვა მხარეს ვდგავართ, ცრემლებს ვეღარ ვიკავებ, რაღაც რაოდენობა ერთდროულად წყდება წამწამებს და მთელი ძალით ჩემს წინ მდგომ დათოს ვეხუტები. დათოს გაოცება და ნერვიულობა ერთდროულად ეხატება სახეზე, თმაზე ხელს მისვამს და მამშვიდებს. ასე ვდგავართ რამდენიმე წამი, შემდეგ კი სახლში შევდივართ. დივანზე დაჯდომისკენ მიბიძგებს, ვჯდები, ხელებს ერთმანეთში ვათავსებ და ნერვიულობისგან არ ვაჩერებ. დათო ორივე ხელს მკიდებს და მეკითხება: _რატი? _თანხმობის ნიშნად თავს ვხრი. _რა მოხდა? _ვცდილობ რაიმე ვთქვა, მაგრამ როგორც კი პირს ვაღებ ცრემლები გაასმაგებული სიჩქარით მაწვებიან და ხმა მიწყდება. საბოლოოდ ხმას ვიღებ. _მეშინია! _რისი ჩემო საყვარელო, გამაგებინე ნორმალურად რა ხდება? _ჩემთან იყო, ტელეფონზე ვიღაცამ დაურეკა... _მერე? _არვიცი რა უთხრეს, მაგრამ უეცრად გაბრაზდა, მუშტებს კედელს ურტყავდა, ყვიროდა, არვიცი დათო რა ხდება, ვინ მიყვარს? საერთოდ არ ვიცნობ, არვიცი როგორია, რა ვქნა, კითხვაც კი მეშინია, ყველაფრის მეშინია უკვე! _შენ ხომ არ დაგიშავა რამე? _არა, შემეშინდა ხმა არ ამომიღია, არაფერი უთქვამს ისე გავარდა. _ლილე, მისმინე დათოს ცოტა რთული ოჯახი ჰყავს, მარტო მაგიტომ ცხოვრობს, კარგად მეც არვიცი, მაგრამ ის ასეთია. შენ უნდა გადაწყვიტო გიყვარდეს თუ არა ისეთი როგორიც არის. მისი შეცვლა ადვილი არ იქნება, შეგიძლია სცადო ან არ სცადო, არვიცი შენი გადასაწყვეტია. მაგრამ იცოდე ისეთი თბილი გული, როგორიც მას აქვს ძნელი დასანახია, მას არ შეუძლია სიყვარულის გამოხატვა, უხეშია, ხშირად ლაპარაკს სიჩუმე ურჩევნია, ურჩევნია ყველა გრძნობა და ემოცია გულში ჩაიკლას. ურჩევნია დაარტყას, ვიდრე საქმე სიტყვით მოაგვაროს. როდესაც უყვარს მისი ქცევები უკონტროლოა. ეს ადამიანი საბოლოოდ მას დარჩება ვინც მის ხელში დაჭერას შეძლებს, ვინც მასზე უსაზღვრო ძალაუფლებას მოიპოვებს, გააკონტროლებს მის ქცევებს და დაიმორჩილებს. სხვა შემთხვევაში მასთან ვერავინ იქნება. რატი ძლიერია, მაგრამ გვერდით მასზე ბევრად ძლიერი ჭირდება. შენ იმისიც კი გეშინია, რომ რაღაც ჰკითხო. თუ მასთან ყოფნა გინდა შენი შიში უნდა დასძლიო, სხვა შემთხვევაში გირჩევ რაც შეიძლება მალე დაივიწყო. _მიყვარს! _მაშინ იბრძოლე! _ვეხუტები და ჯერ კიდევ მის სიტყვებს ვაანალიზებ. _დავიწყება, რომ გადავწყვიტო რას იზამს? _წავა და თუ წავა არასდროს დაბრუნდება. თაკოს, რომ დაშორდა მითხრა ჩავთვალოთ ეგ გოგო ჩემს ცხორებაში არ არსებულაო. ეგ იყო და ეგ, იმის მერე თაკო არც კი უხსენებია. ყველანაირად წაშალა. _რატომ დაშორდნენ? _თაკომ ვერ გაუძლო. მან ბევრი რამ შეძლო, მაგრამ ბოლოს დაიღალა. შენც იცი, რომ სულ ჩხუბობდნენ. თაკო ბრაზობდა და ეგონა, რომ რატი უკან გაეკიდებოდა ყოველ ჯერზე, მაგრამ ის ჩერდებოდა და არაფერს აკეთებდა. გარდა გამონაკლისისა. _მე მახსოვს ერთი გამონაკლისი. _ერთი არა შენ ერთადერთი გამონაკლისი გახსოვს. _სერიოზულად? _ჰო. ეგეც შენი დამსახურებაა, რომ იცოდე. _რას გულისხმობ? _ეგ იმისთვის არ გაუკეთებია, რომ თაკო შემოერიგებინა... _აბა? _არვიცი, შენ გამო გამოგეკიდა. _კი მაგრამ ყველაფერს თაკოს ასმენინებდა. _იღიმის. _დამიჯერე თაკოს დარდი არ ქონია. _დამაბნიე დათო. _ვიცი, მეც დაბნეული ვიყავი, რომ მითხრა. მე კი არა თვითონაც ვერ ხვდებოდა რა გააკეთა და რატომ. _კარგი დავივიწყოთ, რაც იყო იყო. ახლა მითხარი რა უნდა ვქნა? _მე უკვე გითხარი, უნდა გადაწყვიტო გიყვარდეს თუ არა. ან ძლიერი ხარ ან სუსტი. _დათ, მადლობა. _ჩემო საყვარელო, თვალებზე გეტყობა როგორ ძალიან გიყვარს, სიმართლე გითხრა, ვერ ვხვდები რამ მოგხიბლა მასში, გარდა გარეგნობისა, მაგრამ გამიხარდება თუ ერთად იქნებით და მაგ ყინულს რაიმე გაადნობს. _გულს ვერ უბრძანებო, ხომ იცი? _ვიცი, ვიცი. _იღიმის, მეხუტება და მემშვიდობება. რამდენიმე წუთში ვაცილებ და სახლში მარტო ვრჩები, ჩემს ფიქრებთან ერთად. იმ საღამოს ბევრი ვიფიქრე, დათოს სიტყვები სულ თავში მიტრიალებდა, გადაწყვეტილების მიღებას ვცდილობდი. მთელი ღამე არ მიძინია. დილით რატისგან შეტყობინება მომდის. _დღეს შევხვდეთ? _მეძინება. _კარგი, შენთან მოვდივარ ერთად დავიძინოთ. _გაგიჟდი? _შენი ნახვა მინდა. _მე არა რატი, არ ამოხვიდე დღეს, დაგირეკავ მეთვითონ. _ნუ მაბრაზებ! _უნდა დავიძინო. _ჯერ კარს გამიღებ! _რაა? _გელოდები. _გაოცებული ვარ, თვალებს ვერ ვუჯერებ. როგორღაც გონს მოვდივარ, კარებს ვაღებ და მის მკაცრ მზერას ვეჯახები. ნაბიჯს დგამს და კარის ზღურბლს სცდება, მის მეორე ნაბიჯს წინ, ჩემი ნაბიჯი მოყვება უკან, შებრუნების გარეშე, ხელს კარებს კიდებს და კეტავს, კარები ხმაურიანად იკეტება. მისი მესამე ნაბიჯი წინ და ჩემი მეორე ნაბიჯი უკან. თვალს არ მაშორებს. რამდენიმე ნაბიჯში კედელს ვეყრდნობი. თვითონ კიდევ დგავს ნაბიჯს და ჩვენს შორის მანძილს მილიმეტრებამდე ამცირებს. თავს დაბლა სწევს. მისი ცხვირი ჩემსას ეხება. ერთ ხელს კედელს ადებს. თავს რამდენიმე გრადუსით ატრიალებს და უფრო წინ იწევა. ამჯერად მისი ლოყა ჩემსას ეხება, შუბლი კი შუბლს. ნელი მოძრაობებით მთელ სახეს უვლის, ბოლოს ტუჩებზე დგება ჯერი. მას სიბრაზე, მე კი შიში და გაურკვევლობა არ მშორდება სახიდან. თავს ერთ მხარეს აბრუნებს და საკმაოდ მშორდება, თავს მაღლა სწევს და რამდენიმე წამი სხვაგან იყურება. მისი მზერა უკან შეცვლილი მიბრუნდება. ამჯერად დამშვიდებული, თითქოს ამ რამდენიმე წამის განმავლობაში თავს დამშვიდებას აიძულებდა და ახლაც ამას სცდილობს. _რა გინდა ჩემგან? _ეს კითხვა უფრო მაოცებს. _რა? _რა გინდა ჩემგან? გინდა ახლოს ვიყო, მაგრამ არა შენთან? მაგას სცდილობ? _ამჯერად მე ვიხედები გვერდით და მზერას ფეხის ნაბიჯებს ვუწყობ, ხელის წელზე მოკიდებით მაჩერებს. არაფერს მტკენს, რაც მამშვიდებს და სითამამეს მმატებს. _როცა ჩემთან ხარ მეშინია. _რისი? _შენი მზერის, ქცევების, შეხების... _თავს ხრის და რამდენიმე წამში მიბრუნდება. _ჩემი გეშინია. _თუ კითხვას მისვამ, კი. _მისი ხელი ისევ ჩემს წელზეა. ტანით მიზიდული ვყავარ, თავი მისგან მოშორებით მაქვს უკან გადაწეული, რათა მისმა სიახლოვემ არ დამაბნიოს. _უნდა გეშინოდეს კიდეც. _მაშინ წადი და როდესაც გეტყვი არ მოხვიდე, აღარ მოხვიდე. როცა მეშინია, მინდა ახლოს იყო, მაგრამ არა ჩემთან, ამიტომ ახლა წადი და მეორედ ასე აღარ მოიქცე. _ახლა თუ წავალ აღარასოდეს მოვალ. _მაშინ მომეცი საშუალება არ მეშინოდეს, ოდნავადაც არ მეშინოდეს. _არვიცი რა უნდა გავაკეთო. _რა ურთიერთობა გვაქვს ახლა მე და შენ? _არვიცი. _არც მე, მოდი გაურკვევლობაში რომ არ ვიყოთ, საბოლოოდ ჩამოვყალიბდეთ, ოღონდ ხელს თუ გამიშვებ უფრო შევძლებთ. _მომწონს ასე, რომ ხარ. _მე კი კისერი მეტკინა უკვე. _ხელს მიშვებს. _მადლობა. ახლა კი გისმენ, რას წარმოვადგენ შენთვის. _შენ ჩემი ხარ! _ანუ? _ანუ ჩემი ხარ. _მეღიმება, ოღონდ სხვანაირად. _რატომ იღიმი? _გიყვარვარ? შენ ეს ბევჯერ გიკითხავს ჩემთვის, ახლა მე გისვამ იგივე კითხვას. _არცერთხელ გიპასუხია. _რატი, გიყვარვარ? _რაში გაინტერესებს? _ღიმილი ეპარება. _ნერვებზე თამაშობ? _რა შეიცვლება თუ გეტყვი კის, ან არას. _თუ მეტყვი არას შენ წახვალ და აღარ დაბრუნდები, როგორც მითხარი. _თუ ვიტყვი კის? _მე ვიბრძოლებ ჩვენთვის. _თუ გავჩუმდები? _წამიერად ვჩუმდები. _არვიცი. _მე ვიცი. _სახეზე კითხვის ნიშანი მეხატება. _გამექცევი, სადმე დაიმალები, თუ დაგიჭერ მეტყვი „გამიშვი“. _შეიძლება. _ვაწყვეტინებ. ახლა კი მიპასუხე, გიყვარვარ? _თავს დაბლა სწევს, შემდეგ თვალს თვალში მისწორებს. _მიყვარხარ! _მეღიმება, გულში პეპლები იწყებენ ფრენას. თავს გვერდით ვწევ. _დაიმახსოვრე ეს დღე, რადგან ამ სიტყვას ხშირად არ გეტყვი. _დავიძინოთ?... ოთახში გავდივართ. ჯერ მე მაწვენს, პლედს მაფარებს, შემდეგ საწოლს უვლის და მეორე მხრიდან წვება. მისკენ ვტრიალდები და თავს მის კისერში ვრგავ. _მინდა უკეთესად გაგიცნო. _ახლა? _ნებისმიერ დროს მოგისმენ, ოღონდ ახლა დავიძინოთ. _ხმაში ღიმილი მეპარება, თვითონაც იღიმის და შუბლზე მკოცნის. უკვე მოსაღამოვებული იყო, რომ გამეღვიძა. ჩემი თავის არ გამკვირვებია, მაგრამ რატისგან ამდენ ძილს არ ველოდი. საღამოს აგრილდა და ფანჯრიდან შემომავალმა ცივმა ჰაერმა გამომაღვიძა. რატის მიხუტებული ვყავდი, იბუზებოდა, მაგრამ პლედის თავისი ნაწილიც მე მეფარა. მეც კი მციოდა, ის კი ალბათ იყინებოდა. მისი მკლავებიდან თავი გავინთავუსფლე და ფანჯრისკენ წავედი, რათა დამეხურა. სიბნელე იყო, ოთახს მხოლოდ გარედან შემომავალი რამდენიმე სხივი ანათებდა. საწოლს შემოვუარე და ფანჯარა დავკეტე. ისევ დავწექი, რატი ოდნავ გამოფხიზლდა, მაგრამ ჯერკიდევ ძილ_ბურანში იყო. _დარჩები დღეს? _დავრჩე? _ნამძინარევი, ოდნავ ჩახლეჩილი ხმით მპასუხობს. _თუ გინდა დარჩი. _ვაა... _დივანზე დაიძინებ ოღონდ. _მეღიმება. _მეღადავები ჰო? _საწოლიდან ვდგები და კარებისკენ სიცილით მივდივარ. _წამო გარეთ გავიდეთ. _არ გეზარება? _არა, დავიღალე ამდენი ძილით. _კარგი, მაშინ ადექი და გადი ოთახიდან, რომ გამოვიცვალო. _არა იყოს. _ცალი წარბი ზემოთ მივარდება. _რატიი... _კარგი, კარგი. _სიცილით გადის. ოთახიდან უკვე გასულს ხმამაღლა ვაწევ ხმას. _წყალი დადგი ყავა დავლიოთ. _როგორც მიბრძანებთ, ქალბატონო! 15 წუთში ოთახიდან გამზადებული თეთრი ბოტასებით, მუქი ლურჯი, მაღალწელიანი ჯინსის შარვლით, თეთრი ტოპით და ლურჯი გრძელი ჟაკეტით გამოვდივარ. თმა ყურებზე გადაწეული და უკან გაშლილი მაქვს. მოკლედ მთლად კატასტროფას არ ვგავარ. ჩემი მაკიაჟი მხოლოდ ყავისფერი მატოვი ბლესკით შემოიფარგლება. სამზარეულოში შესვლისას რატის ვხედავ, რომელიც ადუღებულ წყალს ჭიქაში ასხავს. ჩემსკენ ზურგით დგას. _შენ არ გინდოდა? _უკან სწრაფად იხედება. რამდენჯერმე თავს ხან ზემოთ, ხან ქვემოთ სწევს. _საკაიფოდ გაცვია. _ჰოო, ყავა არ გინდოდა შენ? _ერთიც გვეყოფა. _სუ, რატი, ამ თემაზე მგონი ვილაპარაკეთ ჰოო?! _დროა მიეჩვიო. _არ მინდა მიჩვევა. _პატარა ბავშვივით ტუჩებს წინ ვწევ. თაროდან ჭიქას ვიღებ და ყავას ვამზადებ. _რატომ ჯიუტობ? _არ ვჯიუტობ, არ შემიძლია უბრალოდ, მირჩევნია სულ არ დავლიო მაშინ. _კარგი, როგორც გინდა. _ყავას ვაკეთებ, ჭიქას მაგიდაზე ვდგამ და რატის პირდაპირ სკამზე ვჯდები. რამდენიმე წუთი ორივე ჩუმად ვართ. ეს სიჩუმე სულაც არ მაღიზიანებს, რადგან ბედნიერი ვარ, რომ ჩემი გავიტანე. გვიან ვხვდები, რომ ეწყინა და დასაზუსტებლად ვეკითხები. _შენ რა გამებუტე? _თან ხმაში ღიმილი მეპარება. არაფერს მეუბნება. _ამხელა მთასავით კაცი გაიბუტე? _ვიცინი. _თუ მორჩი დალევას წავიდეთ. _კარგი, წავიდეთ. _ჯერ კიდევ ვიცინი. ორივე ჭიქას ვიღებ და ნიჟარაში ვდებ. სამზარეულოდან გავდივარ. ხელი კარებისკენ მიმაქვს. _შენ რა ეგრე მოდიხარ? _ჰო, რა იყო? _შეგცივდება. _არ შემცივდება, თბილია ეს ჟაკეტი. _იცოდე ჩემსას არ მოგცემ წუწუნს, რომ დაიწყებ. გადი ახლა. _ჩუმად ეღიმება, მაგრამ არ იმჩნევს. ქუჩაში ჩუმად დავდივართ. მგონი არცერთი ვაპირებთ ხმის ამოღებას. ასე განდეგილივით დგას ჩემგან მოშორებით და წინ იხედება. არადა მინდა, რომ ხელი ჩავკიდო, ან ხელი გადამხვიოს. რამდენჯერმე თვალი გამექცა მისკენ, მაგრამ თავს ვიკავებდი. ბოლოს ვეღარ მოვითმინე და გავჩერდი. რამდენიმე ნაბიჯი გადადგა, სანამ შამჩნია, რომ გვერდით აღარ მივყვებოდი, შემდეგ გაჩერდა და უკან გამოიხედა. ჩემთან მოვიდა და წინ დამიდგა. _რა არის? _გაწყენინე? _თავს ქვემოთ ხრის, ნიკაპზე ხელს ვკიდებ და თავს მაღლა ვაწევინებ. _მიპასუხე! _არა, უბრალოდ... _მივეჩვევი ნელ_ნელა. _არა მესმის შენი. _მივეჩვევი_თქო, შევრიგდით? _არა. _რატომ? _თუ მაკოცებ, იქნებ შევრიგდეთ კიდეც... _ეშმაკურად იღიმის. _ოჰჰ, ბატონო რატი, თქვენ ვინ ხართ, ვინც არ გიცნობთ?! _კოცნას აპირებ? _პასუხს არ ვცემ. თითისწვერებზე ვიწევი, მხრებზე ხელს ვკიდებ და ლოყაზე ვკოცნი. _რაა? _ანუ შევრიგდით? _არც იოცნებო! _წამის მეასედში ჩემს ტუჩებთან ჩნდება, ვასწრებ და თავს გვერდზე ვწევ. საჩვენებელ თითს ტუჩებზე ვადებ, ვიღიმი და ვეუბნები. _ოჰოო, არც იოცნებო!!! _მეცინება, თვითონ მშორდება და ხელებს დაბლა ყრის, სასოწარკვეთის ნიშნად, რაზეც ხარხარი მივარდება. რამდენიმე წამი გაოცებული მიყურებს, შემდეგ თავს ვეღარ იკავებს და თვითონაც იცინის. _მოდი ჩემთან. _ხელებს შლის და მიხუტებს. მისი გულისცემა მესმის. გზას ასე ვაგრძელებთ, ვიღიმით, ვჭიხვინებთ და ბევრს ვლაპარაკობთ რამდენიმე საათის განმავლობაში. _არ დავბრუნდეთ? _კი, დავიღალე ცოტა. _კარგი, სახლამდე მიგაცილებ და წავალ მე. _კარგი. _არც შემომთავაზო დარჩენა?! _მეცინება. _მე გითხარი თუ გინდა დარჩი_თქო. _კარგი, კარგი წამოდი წაგიყვანო. _რატი? _რა? _შენი სახელი არ მომწონს. _რას ერჩი? _მოფერებით ვერაფერს გეძახი, რატ არ გამოდის, არც მარტო „რა“ ან „ტი“. _რა ვქნა ახლა მე? _რამე სახელი უნდა მოგიფიქრო. _ცხოველი არა და რაც გინდა ის იყოს. _ორივეს გვეცინება. _აუ, რაა? _რავიცი, შენ მოიფიქრე. _აუ, რატის, რომ გარქმევდნენ ჩემზე რატომ არ იფიქრეს? _ისინი ჩემზეც არ ფიქრობდნენ, დიდი ამბავი შენ გამორჩენოდი. _ვის გულისხმობ? _კაი დაივიწყე. _არ მომიყვები რამეს? _ძალიან გაინტერესებს? _რა თქმა უნდა. _არ მინდა ჩემი დრამა თავს მოგახვიო. _დრამა გქონდა? _ბავშვობაში კი. _ახლა? _მეღიმება. _იმას ჯობია. _პასუხით მთლად კმაყოფილი არ ვარ. _მომიყვები მაგაზე? _არ მინდა. არ მიყვარს, როცა ვიღაცას ვეცოდები. _კარგი, როცა მოგინდება მაშინ მომიყევი, მე ყოველთვის მოგისმენ. _ამასობაში ჩემს სადარბაზოსთანაც მივედით. _მიდი ადი. _ღამე მშვიდობისა. _შენც. _ზურგს ვაქცევ და კიბეზე ავდივარ. მესამე საფეხურზე ვჩერდები და უკან ვბრუნდები. _რატი... _რა? _ჩამეხუტები? _სახეზე ღიმილი დასთამაშებს. _შენი აზრით? _მისკენ მივდივარ და საუკეთესო ადგილს ვიკავებ მთელ სამყაროში. ვგიჟდები ამ ადამიანზე, მის გულისცემაზე, ხმაზე, სუნთქვაზე. ყველაფერი მიყვარს მასში. ვეხუტები, მაგრამ ვერ ვძღები, ალბათ ვერც ვერასდროს დავკმაყოფილდები მისით. იმ ღამეს ტკბილად მეძინა. თითქოს ბედნიერებამ დამათრო და გამაბრუა, სახლში ავედი თუ არა, მაშინვე დავიძინე. სასწაულად ტკბილ სიზმრებს ვნახულობდი. მთელი ღამე არ ტოვებდა რატის სახე ჩემს ქვეცნობიერს. სულ თვალწინ მედგა და მეც სულ ვუღიმოდი. ეს არის ბედნიერება? თუ ესაა, მაშინ მისი მოპოვება ყველაზე ადვილია სამყაროში, ახლაღა ვაცნობიერებ, რა ცოტაა საჭირო მისთვის. დილით საოცარ ხასიათზე ვიღვიძებ, სარკეში ვიხედები და ჩემს განათებულ თვალებს ვაწყდები. ვემზადები და 1 საათში სახლიდან გავდივარ. ნინოს და ლანას უნდა შევხვდე. საჭორაო ბევრი დაგვიგროვდა. ერთმანეთს კაფეში შევხვდით, ბევრი ვილაპარაკეთ. ლანა უკეთესად გავიცანი, მის და ნიკას ურთიერთობასაც გადავავლე თვალი, საკმაოდ საყვარელი წყვილია, საყვარელი ისტორიით. ნინო და დათო ჩემთვის ყველაზე განსხვავებულები არიან. ორივემ სხვადასხვანაირი სიყვარული იცის და მათი შერწყმა, შეხამება რაღაც სასწაულს ქმნის. ბედნიერი ვარ ამ ოთხი ადამიანის ბედნიერებით. არ მინდოდა ნატაზე საუბარი, მაგრამ სიტყვამ მოიტანა და ნინოს რაღაცეები მასზე და მის დაქალზეც დასცდა. თაკო ცეკვაზე დაბრუნდა და ახლა ჩემს ბიჭთან ერთად, ერთ ანსამბლში მისი ორი ყოფილი ცეკვავს და ალბათ, ერთად გეგმავენ როგორ წამართვან. ნატას კარგად ვიცნობ და ვიცი, რომ ადვილად არაფერს თმობს, რაც აქამდე არ მაშინებდა, პირიქით მომწონდა კიდეც, მაგრამ ახლა ის ჩემს წინააღმდეგაა. საკუთარ თავს პირობა მივეცი, რომ არაფრის აღარ შემეშინდებოდა. პირობას ვასრულებდი, ნატასი არ მეშინოდა, უბრალოდ ამ ორის გაერთიანება მაეჭვებდა. უნივერსიტეტის გამო კვირაზე მეტი ცეკვაზე არ მივსულვარ. ახალი ამბის გაგების შემდეგ, სახლში რა გამაჩერებდა, ამიტომ მეორე დღეს ცეკვაზე წასვლა გადავწყვიტე. დილით უნივერსიტეტში საქმეები მოვილიე და სახლში ადრე დავბრუნდი. შხაპი მივიღე და გამზადება დავიწყე. მინდოდა ჩვეულებრივზე კარგად ვყოფილიყავი, ამიტომ მუხლს ქვევით, მაღალწელიანი შავ_თეთრი ქვედაბოლო, თეთრი ტოპი და ტყავის ქურთუკი ჩავიცვი. ნაწვიმი არ იყო, ამიტომ არჩევანი თეთრ ბოტასზე გავაკეთე. მაკიაჟიც იმაზე მეტი მქონდა ვიდრე ყოველდღიურად. ვერ ვხვდებოდი ასე რატომ ვიქცეოდი. საბოლოოდ ყველაფერი სიურპრიზის მოწყობის იდეას დავაბრალე, რომელიც ჩემ ცეკვაზე მისვლას გულისხმობდა. უკვე მზად ვიყავი. კარები გავაღე და ჩემს წინ მდგომი ბიჭი დავინახე. დაკაკუნებაც არ დასჭირდა და გაეცინა როცა, კარისკენ წამოსული ხელი ლამის სახეში მთხლიშა. ჯერ შემეშინდა, მერე მეც გამეცინა. _თქვენს სახელზე გზავნილია, ლილე ბრძანდებით? _დიახ. ვისგანაა? _გაკვირვებული ვჩანვარ. _არვიცი. აქ მოაწერეთ ხელი. _ხელი მოვაწერე და ამანათი გამოვართვი. ყუთით ხელში შევედი სახლში, ჩანთა იქვე მივაგდე და ყუთის გახსნას შევუდექი. სახელდახელოდ იყო შეფუთული. არავინ მაფიქრდებოდა ვისაც გამოგზავნა შეეძლო. ყუთში კიდევ ერთი შედარებით პატარა შინდისფერი ლამაზი კოლოფი იდო. გავხსენი თუ არა მუსიკა ჩაირთო და მოცეკვავე გოგო და ბიჭი ამოვარდნენ. ადრე ასეთი დედამ მაჩუქა, ღამით მისთვის, რომ არ მესმინა არ დავიძინებდი. ეს მისი გათანამედროვებული ვერსია იყო. ყუთში პატარა ბარათი იდო, რომელზეც „გამარჯობა, ლილე“ ეწერა. საბოლოოდ მაინც ვერ გავიგე ვინ გამოგზავნა. დიდი ყურადღება არ მიმიქცევია, თან ცეკვაზე ვაგვიანებდი, ამიტომ მალევე გავვარდი სახლიდან. მაინც დავაგვიანე. ყველანი დარბაზში იყვნენ შესულები. მუსიკა არ ყოფილა ჩართული, სავარაუდოდ, ლალი რაღაცაზე ესაუბრებოდა. გამოვიცვალე, თმები გავიკეთე და დარბაზში შევედი. სარეპეტიციო ფორმაც სხვა დღეებისგან განსხვავებული მეცვა. შავი შლაქსი შარვალი და შავი მოტკეცილი მაისური, ლამაზი და მცირე დეკოლტით. კარი, რომ შევაღე ჯერ კიდევ არ იყო მუსიკა ჩართული. ჩემი დანახვა ყველას გაუკვირდა. დათოს, ნიკას, ნინოს და რატის სახეზე ღიმილი აკვროდათ, რასაც ვერ ვიტყვი ნატაზე და თაკოზე. ლალის მივესალმე, თან ბოდიში მოვიხადე დაგვიანებისთვის და ტრენაჟზე დავდექი. მზერით და თავის დაკვრით თითქმის ყველას მივესალმე, ჩემთვის კარგებს კი ღიმილი ვაჩუქე. როგორც დამგვიანებელი დავისაჯე და ბავშვების ნაცვლად დარბაზის ცენტრში დავდექი, რატის პირდაპირ. მის წინ თაკო იდგა, უკან კი ნატა. ამის დანახვაზე ალბათ მიხვდით რასაც ვიფიქრებდი?! შემოეხვივნენ გოგოები, მოკლედ, თუ წავა უნდა გაუშვა რაა, რატომ უნდა ელოლიავო იმას ვინც შენგან წასვლა ამჯობინა, თავის დამცირებაა და მეტი არაფერი. საბედნიეროდ რატი თვალს არ მაშორებდა ტრენაჟის მსვლელობაში, შიგადაშიგ მეღიმებოდა ხოლმე. როგორც ჩანს არც ისე შეუმჩნევლად, რადგან ლალი მოვიდა. _რა ეშმაკურად უღიმით ერთმანეთს?! _დავიწვით. სულ ავწითლდი , თავი დავხარე და გავიცინე. _თქვენ გამომაპარებთ მე რამეს?! _არაფერი ხდება, მას! _ვატყუებ და ამაზე უფრო მეცინება. დიდი გრიგალი , ლალის სახით, ძლივს გადავიტანე. ტრენაჟიც დასრულდა და დარბაზის კარი გაიღო. ლაშა შემოვიდა დარცხვენილი სახით, გამეღიმა. ლალიმ დაინახა თუ არა ეგრევე მომმართა. _შენზე უარესებიც არიან ხო ხედავ?! _ლაშას თვალები ლალისგან ჩემზე გადმოვიდნენ და გაბრწყინდნენ. _ამ ერთხელ ვაპატიოთ, მას! _მეც გაღიმებულმა გავხედე. ჩემდა გასაკვირად მოვიდა და გადამკოცნა. _როგორ ხარ, დაკარგულო? _ღიმილი არ მშორდებოდა სახიდან. _შენგან დავიწყებული... _ორივეს გვეცინება და ვხვდებით, რომ დროა მოვრჩეთ ჭორაობას და ჩვენს ადგილებზე დავდგეთ. ასეც ვიქცევით. თვალთახედვა მანიშნებს, რომ რატისკენ არ უნდა გავიხედო და მისი მკვლელი თვალები არ უნდა დავინახო. არადა რა მოხდა ახლა ისეთი, რომ ეგ დამემსახურებინა. საბედნიეროდ თუ საუბედუროდ კარგ ხასიათზე ვარ, ამიტომ არ გავხედავ_თქო ვიფიქრე. თვითონაც ვეღარ შემომხედავდა ძაანაც რომ სდომოდა, რადგან ბიჭების ორი ხაზი წინ იდგა, გოგოები კი მათ ვედექით უკან. მუსიკა ჩაირთო და ტრენაჟის მეორე ნაწილი გავიარეთ. ჯერ_ჯერობით მშვიდობა იყო, დასვენების საშუალება არავის გვქონია, სანამ ცეკვებზე გადავიდოდით, გოგონები და ბიჭები განვცალკევდით. ლალი ჩვენ გვიხსნიდა რაღაცას, გიორგი (ლალის შვილი) კი ბიჭებს. ესეც დასრულდა და მოვიდა ჩემი პასუხის გების დროც. ვიცინი და ყველაფერს ძალიან ჩვეულებრივ გასართობად წარმოვიდგენ. აჭარული, თქვა ლალიმ. მთელმა აჭარულმა თვალწინ ჩამირბინა და შემახსენა, რომ აქ სოლო მქონდა, (ყველა ცეკვაში მაქვს პრინციპში, ცოტა შევიქებ თავს, ხო შეიძლება? ახლა მეღიმება, თქვენც გაიღიმეთ!) პატივცემულ რატისთან ერთად. (დამეხმარეთ, რომ რამე ზედმეტსახელი მოვუფიქრო ამ ბიჭს, არანაირ სიტყვათა შეთანხმებაში არ ჯდება კარგად, ახლაც ვიღიმი, თქვენც გაიღიმეთ და ზედმეტსახელზეც დაფიქრდით!!!) პირველი წუთი კარგი იყო, ვიღიმოდი. ბედნიერი ვიყავი იმით რასაც ვაკეთებდი, რადგან ეს იყო ის რასაც მთელი ჩემი ცხოვრება მივუძღვენი და არც ახლა ვწყვეტდი. მერე ნახაზიდან გამოვედი და სოლოსთვის მოვემზადე. რატი საპირისპირო მხარეს იდგა. სოლოც დაიწყო, ნახტომით შემოვიდა და ჩემს თვალწინ გაფრინდა. ნეტავ შორიდან შეგახედათ, რა საოცრად უხდება ცეკვა, მითუმეტეს აჭარული. მიწაზე დაბრუნდა და ჩვენი მზერაც საბოლოოდ შეხვდა ერთმანეთს. ღიმილს არ ვწყვეტდი, შეიძლება შინაგანად ვნერვიულობდი, მაგრამ არ მიყვარს როცა პირადი გრძნობები ცეკვაში გადმოაქვთ. ყოველთვის რაც არ უნდა ცუდად ვიყო, ჩემს საქმეს ბოლომდე ვაკეთებ. ერთადერთი გამონაკლისი სიბრაზეა, რადგან მხოლოდ ასეთ მდგომარეობაში ცეკვავს ადამიანი უკეთესად, სიბრაზე უხდება ცეკვას, რა თქმა უნდა, სანარნარო და ნაზ ცეკვებს არ ვგულისხმობ, ალბათ, მიმიხვდით. ვერ ვიტყვი რატი მიღიმოდა_თქო, მაგრამ არც სიბრაზეს აფრქვევდნენ მისი თვალები. სოლომ იმაზე კარგად ჩაიარა, ვიდრე წარმოვიდგენდი. ბოლოს ერთ მხარეს გამოვდივართ და რამდენიმე რვა ვისვენებთ. (ქართულ ცეკვაში ძირითადად არის რვიანები, ანუ რვა თვლა) სასაუბროდაც საშუალება მოგვეცა. _ესეიგი ვაპატიოთ არა? _მეღიმება. _ჰო, დღეს ყველას ყველაფერი ვაპატიოთ, კარგი? _დასასჯელი მაინც დაისჯება! _რამდენიმე ნაბიჯს დგავს და მშორდება. _ჩემს გარდაა... _ხმას ვუწევ, რომ გავაგონო, მაგრამ ან გაიგონა, ან არა... ძალიან გაბრაზებული არ იყო, იცით? შეიძლება მომეჩვენა, მაგრამ სულ სულ სულ პატარა ღიმილი მაინც დავინახე მის ტუჩთან. რა გამახარებდა დღეს ყველაზე მეტად, თუ არა ქართულის გავლა. ლალის "ბრძანება" და ჩემი ადგილზე დადგომა ერთი იყო. სხვები სკამებზე განლაგდნენ, ზოგი დაბლა დაჯდა. ფეხზე მხოლოდ მე და რატი ვრჩებოდით. ქართული ცეკვა საუკეთესოა, ქართულ კულტურაში. ადვილი არ არის ამ უმდიდრესი კულტურის ბრილიანტობა და კიდევ უფრო რთულია ეს ცეკვა შეასრულო, ყველაზე უარესადაც კი. ქართულის რიტმი, ჩემი გულისცემას ჰყვება ხოლმე და სწორედ ეს მაოცებს მასში. ცეკვის აზრი დიდია, მასში, როგორც სხვა ცეკვებში უზომოდ ბევრი სიყვარულია, მოკრძალებული, ყველანაირი ზედმეტობის გარეშე. გენიალურია ეს ცეკვა და ჩვენ, ქართველები, მართლა, უნდა ვამაყობდეთ მისით. კარგად გავიარეთ, როგორც მოცეკვავეები ამბობენ, სრულ ფეხში. არც ლალი ჩანდა უკმაყოფილო, ცეკვის დასრულებას ჯგუფელების აპლოდისმენტებიც მოჰყვა. ძალიან ბედნიერი ვიყავი და უკვე მეორედ დავამტკიცე ის, რომ ბედნიერებისთვის ძალიან ცოტაა საჭირო, ის ყველგან და ყველაფერშია. რამდენიმე ცეკვაც გავიარეთ და რეპეტიციას მოვრჩით. ჩანთა ავიღე და გასახდელისკენ წავედი. ოთახში შევდიოდი, როცა ვიღაცამ მაჯაზე მომკიდა ხელი და უკან დამაბრუნა. თაკო იყო. _ერთი წუთი. _გისმენ. _გავიგე შენ და რატი ერთად ხართ. _არასწორად გაგიგია. _მისმინე, ის ჩემი ყოფილია და მგონი, ტეხავს ერთად რომ ხართ. _ჯერ ერთი გასაგებად გითხარი, რომ ერთად არ ვართ, მეორეც შენს მერე კიდევ ერთის ყოფილია შენი ყოფილი, ამიტომ სანამ მე მეტყოდე რამეს შენ დაქალს უსაყვედურე. _სახეზე გაოცება ეტყობოდა. _და ჰო, კიდევ ერთი, რატის ცხოვრება შენით არ დასრულებულა, ამიტომ შორიდან ცოტა შეუფერებლად ჩანს შენი საქციელი. _აღარაფრის თქმა ვაცადე, ისე წამოვედი. მალე გამოვიცვალე და სარკესთან გამოვედი, თმების გასაკეთებლად. ჯერ კიდევ იქ ვიდექი ლაშა, რომ გამოვიდა. _წამოდი გაგიყვან. _კარგი, ერთი წუთი. _ტელეფონი ამოვიღე და რატის მივწერე. _მე ლაშასთან ერთად მივდივარ, არ გაბრაზდე, თაკომ რაღაც სულელობები მითხრა და ბევრს ნუღა ვალაპარაკებთ. _პასუხს აღარ დაველოდე ისე წამოვედი ლაშასთან ერთად. მანქანაში ვჯდებოდი, შეტყობინება რომ მივიღე. _სახლში არ ახვიდე, მოვალ. _დედაჩემთან უნდა წავიდე დღეს. _მე წაგიყვან. _კარგი. _აბა, რას შვებით, როგორ ხართ? _მეკითხება ლაშა. _თ? _მეღიმება. _არაგვიშავს. _ერთად ხართ? _მთლად ეგრეც ვერ ვიტყოდი, მარა რაღაც მაგდაგვარი. _მიხარია შენი ამბავი. _შენ რას შვრები? _რავი, ერთი კვირა ბათუმში ვიყავი ფესტივალზე. _ვაა, უნივერსიტეტიდან შენ გაგიშვეს? _ჰო, გამიმართლა. _აუ, მეც მინდოდა და დამავიწყდა ჩაწერა. კარგი იქნებოდა. _უკეთესიც შეიძლებოდა. _კარგი და ვინმე გოგო არ არის? მაგალითაც მე, რომ ვიცნობ ისეთი. _ეშმაკურად ვიღიმი. _რას მიმანიშნებ, ლილეე... _ისე კარგი ნათესავები მყავს, ხო იცი შენ... _სიცილს ძლივს ვიკავებ. _გიჟი ხარ! _გამაგიჟეს. _ამასობაში ჩემს კორპუსთანაც მივედით. _მადლობა, ლაშა, დიდი, დიდიიი... _კარგი რისი მადლობა. _არ გეგონოს გადამირჩი, საუბარს გავაგრძელებთ!!! _ეცინება. _როგორც იტყვით, ქალბატონო ლილიან! _თავი მაღლა ავწიე და ქალბატონობა შევიფერესავით, სიცილის პარალელურად. ხელი დავუქნიე და მანქანის კარი დავკეტე. ლაშა დაიძრა თუ არა, შავი მერსედესი დავინახე წარბშეკრული მძღოლით. მისკენ წავედი, კარებთან დავდექი და გაღება გადავწყვიტე, მაგრამ კარი ჩაკეტილი იყო, თავი გვერდზე გავაბრუნე და „ბრავო“_ს მთქმელი სახე მივიღე. ღილაკზე ხელი დააჭირა და კარის გაღება მეორედ ვცადე, გაიღო და მეც ჩავჯექი. მანქანა დაქოქა და სწრაფად მოწყდა ადგილს. ისე ჩქარა ატარებდა გული უკან მრჩებოდა. არაფერს ვიმჩნევდი და ამის გამო, სიჩქარეს უფრო უმატებდა, მაინტერესებდა სადამდე შეეძლო მის სიბრაზეს წასულიყო. გულში ვიცინოდი ნეტა სად მიდის, ისიც კი არ იცის დედაჩემი სად ცხოვრობს_მეთქი. სიჩქარეს ისე მოუმატა, დაშვებულს გადააჭარბა და პოლიციამაც არ დააყოვნა. გავჩერდით, ერთ_ერთმა პატივცემულმა და ჩემს მხსნელად გამოგზავნილმა პოლიციელმა საბუთები გამოართვა და როგორც ველოდი ჯარიმა გამოუწერა. წინ ვიხედებოდი, სახეზე ყველანაირი გამომეტყველება წაშლილი მქონდა, გულში კი ვხარხარებდი და ვამბობდი: „მეტის ღირსი ხარ, ეგ ერთი და სხვა მრავალი, რატი წერეთელო!“ და კიდე რაღაცებს ვბუტბუტებდი. რამდენიმე წუთში პოლიციისგანაც განვთავისუფლდით. მანქანა დაქოქა და ახლა უკვე დაშვებულ სიჩქარეზე ნელა განაგრძო სვლა, მალე სადღაცას გააჩერა და გადავიდა. მე მანქანაში ვიჯექი და მოგატყუებთ თუ გეტყვით, რომ გადასვლა მინდოდა. ლაშასთან ერთად ტბასთან, რომ დამადგა ის დღე გამახსენდა, მაშინაც ასე ვიყავით, ის გარეთ მე მანქანაში, როცა გადავედი კი თავადაც მოგეხსენებათ რა გააკეთა. მოთმინებით ველოდი როდის დაუბრუნდებოდა თავის ადგილს, მაგრამ სულაც არ ჩქარობდა. თურმე მე მელოდებოდა. ბოლოს ვეღარ მოითმინა, სწრაფად მოვარდა და კარები გააღო. _გადმოდი! _არა იყოს ვიჯდები ჩემთვის თბილად. _წინ ვიხდები და ოდნავ ვიღიმი. _გადმოდი_მეთქი. _ავხედე და თვალი თვალში გავუსწორე. ღიმილი მალევე გაქრა ჩემი სახიდან. _რომ არა? _გადმოხვალ თუ გადმოგიყვანო? _გადმომიყვანე! _გავეხუმრე, ან გამოვცადე, ის კი მაშინვე ქვემოთ ჩამოიწია, ერთი ხელი წელზე, მეორე კი ფეხებზე მომკიდა და ამწია. _ვაიმეე... _სიცილით ვკვდებოდი, მაგრამ ვერ ვიცინოდი. _არანორმალური ხარ რაა... _ყველა ჩვენ გვიყურებდა. ძლივს დამსვა, ეგრევე კაბის გასწორება დავიწყე, მერე ტოპი ჩამოვიწიე და თმები გადავიწიე. _რანაირად იქცევი, სულ გადაირიე? _ვეუბნები პარალელურად. მაჯაში ხელს მავლებს და მაგრად მიჭერს. გულში სასოწარკვეთით ვამბობ, „ისევ?“ _რანაირად იქცევი? _გამიშვი ხელი, თუ შეიძლება! _როცა გიშვებ და არ გტკენ, უარესს აკეთებ, ამიტომ ამჯერად არ გაგიშვებ, გეტკინება და გაიგებ მე როგორ მტკივა, როცა შენი ღიმილი ჩემსკენ არაა მომართული. _რატი, გამიშვი! _გტკივა? _როგორც ახლა მე მტკივა, თუ შენც ეგრე გტკივა ხოლმე, დამერწმუნე ბევრს არაფერს ვნიშნავ თურმე შენთვის. _ხელს უფრო მიჭერს. _ახლა, გაიგე? _არც ესაა საკმარისი. გინდა განახო, როგორ მინდა გტკიოდეს? _პასუხი არ გაუცია. მანქანისკენ წავედი, ჩანთა გავხსენი და დანა ამოვიღე, რომელიც დათომ მაჩუქა, თავდაცვისთვის, არასდროს დამჭირვებია მაგისთვის, მაგრამ ხშირად ვიყენებ ხოლმე სხვადასხვა რაღაცებში. რატისთან მივედი. _გინდა გაჩვენო? აი, ასე უნდა გეტკინოს... _დანას ვხსნი და ვენაზე ვისვამ. სისხლი წამის მეასედში თქრიალს იწყებს. მტკივა, თან ძალიან მტკივა, კბილებით ტუჩებს ვიჭამ და ჩემს წინ მყოფ რატის ვუყურებ, რომელიც გიჟივით მიყვირის და ხელს მიხვევს, კარგად არც მესმის რას მეუბნება, რადგან სადაცაა გავითიშები. ასეც ხდება, გადაჭრიდან რამდენიმე წუთის შემდეგ გონებას ვკარგავ. თვალებს პალატაში ვახელ. ხელი ჯერკიდევ მტკივა. ერთ მხარეს თავს ექთანი დამტრიალებს, მეორე მხარეს სკამზე კი რატის ზის თავჩარგული. _თავს როგორ გრძნობთ? _მეკითხება ექთანი, როგორც კი თვალებს ფართოდ ვახელ. რატი სწრაფად დგება და თვალს არ მაშორებს. _ნორმალურად, შეიძლება სახლში წავიდე? _დიახ, რა თქმა უნდა, ოღონდ ცოტახანი კიდევ იწექით, რომ ძალა მოიკრიბოთ. _არ მინდა, მადლობა. კარგად ვარ, წავალ. _კარგით. _ექთანი პალატიდან გადის. პლედს ვწევ და საწოლიდან ერთ ფეხს ვადგავ. მაშინვე რატი მორბის და ხელებს დასახმარებლად სწევს, მაგრამ ვაჩერებ. ფეხზე ვდგები და სისუსტის გამო ვიკეცები, რატი მაშინვე მიჭერს. ხელებს წელზე მკიდებს, მე კი მხრებზე ვეყრდნობი. საწოლზე მსვამს. _დაწექი ცოტა ხანიც. _არ მინდა. _ხელმეორედ ვდგები, ამჯერად საწოლს ვეყრდნობი. რატის ხელს ვგრძნობ წელზე. ერთი ხელით მის ხელს ვეხები და ჩემი წელიდან ვაღებინებ. ჩანთას ვიღებ და კედლების დახმარებით პალატიდან გავდივარ. უკან მომყვება, თავს მაინც დაცულად ვგრძნობ, რადგან ვიცი, რომ დაცემის უფლებას არ მომცემს. გარეთ გამოსულს, მანქანამდე მისვლაში კედლები ვეღარ მეხმარებიან, ამიტომ დამოუკიდებლად მიწევს სიარული. რამდენიმე ნაბიჯს ვდგავ, მაგრამ უეცრად ბარბაცს ვიწყებ, ხელს გვერდით ვწევ და რატის ხელს ვეყრდნობი. მეორე ხელს წელზე მკიდებს. გაბრაზების ძალა აღარ მაქვს, თავს გულზე ვადებ და მანქანამდე ასე მივყავარ. კარებს მიღებს და ჩაჯდომაში მეხმარება. სანამ კარებს დაკეტავს, ჩერდება და მიყურებს. _შემაშინე. _კარგია, ამიერიდან შენც გეცოდინება, რა არის შიში. _კარებს კეტავს და მანქანას უვლის. გზაში ხმა არცერთს ამოგვიღია. სახლამდე მივედით. გადმოსვლაში დამეხმარა. კიბეებს მივადექით. დავინახე თუ არა სახე დამემანჭა. უეცრად ხელში ამიტაცა და კიბეებზე დაიწყო ასვლა. უემოციოდ ავედით მესამე სართულზე, დაიღალა, ბოლოს უკვე ხმამაღა სუნთქავდა. მეცოდებოდა, მაგრამ არ ვიმჩნევდი, თავი მაინც სახლის კარებამდე მივაყვანინე. ჩემი ჩანთა გახსნა და გასაღების ძებნა დაიწყო. კარები გააღო და პირდაპირ საძინებლისკენ გამიძღვა. დავწექი, პლედი დამაფარა და დამშვიდობება სცადა. დაიძინეო მიბრძანა. ოთახიდან გამავალი მინდოდა გამეჩერებინა და მასთან ერთად დამეძინა, მაგრამ გადავწყვიტე ცოტა ენერვიულა. ერთი ღამე საკმარისი იქნებოდა, ამიტომ გავუშვი და მის გარეშე, მაგრამ მაინც ტკბილად დავიძინე. ,,ს ი ძ უ ლ ვ ი ლ ი დ ა ნ ს ი ყ ვ რ უ ლ ა მ დ ე ბ ე ვ რ ი ა" ესეც მეცამეტე თავი. იმედია მოგეწონებათ. ველოდები თქვენს კომენტარებს და კრიტიკას, როგორც ყოველთვის. ამ თავით გემშვიდობებით ცოტახნით, რადგან დაწერას, ალბათ, ვეღარ მოვახერხებ გადატვირთული გრაფიკის გამო. ძალიან მიყვარხართ!!! |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.