სიძულვილიდან სიყვარულამდე ბევრია (თავი 9)
_რა გინდა, რატომ არ მანებებ თავს, გაბრაზებული შენ კი არა მე... _მასთან მისვლამდე ამის თქმას ვასწრებ მხოლოდ. უეცრად ბრუნდება, ხელს მკიდებს, უხეშად მისკენ მიზიდავს და მკოცნის. _ჯანდაბა, ჯანდაბა..._უკან ვიწევი და ტუჩებს ხელით ვიწმენდ. _არანორმალურო იდიოტო, ეს რატომ გააკეთე?! _ლილე! _გაჩუმდი, არც გაბედო რამის თქმა და მეორედ იგივეს გაკეთება, თორემ გეფიცები ჩემი ხელით მოგკლავ, რატი წერეთელო! _ლილე, მომისმინე... _რა უნდა მითხრა, რაა... ჯერაც არვიცი, რანაირად აღმოჩნდი ტბასთან, არვიცი რატომ მოაწყე სცენები, არვიცი რატომ მაკოცე. რა გინდა ჩემგან რატი? მითხარი ნატა მიყვარსო და მეც დაგიჯერე ახლა კი მოდიხარ და ეჭვიანობის სცენებს მიმართავ, რა გინდა, რატომ მეთამაშები გამუდმებით?_ვყვირი და თან ხელებს გულმკერდზე ვურტყავ, ჩემს შეჩერებას არც კი ცდილობს. ჩემი თვალებიდან ცრემლები უდიდესი სისწრაფით მოთქრიალებენ, ფეხები მეკეცება, ვგრძნობ ვეცემი და რატის პერანგს ვეჭიდები. ხელს მჭიდროდ მკიდებს, ჩემთან ერთად დაბლა იწევა, მიხუტებს და მეუბნება: _მაპატიე, ლილე, გთხოვ მაპატიე?! _რატომ მეთამაშები, რატომ? _ახლა უფრო დიდი ინტერვალებით, ხმადაბლა და ძალაგამოცლილი ველაპარაკები. _მოგატყუე, ნატა არ მიყვარს, ლილე, შენ მიყვარხარ, მხოლოდ შენ და არავინ სხვა. მაპატიე, რომ მოგატყუე?! _ამას ვიგებ და ცრემლები უფრო დიდი სისწრაფით მიტევენ, რატიც უფრო ძლიერად მიხუტებს. _ვერ გიტან, რატი წერეთელო, ყველაზე და ყველაფერზე მეტად ვერ გიტან!!! _ვეუბნები და ზურგზე ხელებს ვარტყავ. _მეც მიყვარხარ, ლილე, ყველაზე და ყველაფერზე მეტად მიყვარხარ!!! არასდროს დაივიწყო ეს! დილით არც ისე ნაცნობ გარემოში, არც ისე ნაცნობ საწოლში და ყველაზე სასიამოვნო სურნელში ვიღვიძებ. ვიღაცის გულისცემა მესმის, თვალებს ვახელ და რატის ვხედავ, თავი მის გულზე მიდევს, ჩემი ხელი უჭირავს და ტკბილად სძინავს. ვცდილობ არ გავაღვიძო, მაღლა, მისი ყელისკენ ვიწევი, მის სურნელს ხარბად ვისუნთქავ, თვალებს ვხუჭავ და ძილს ვიბრუნებ. რამდენიმე საათი ასე გვეძინა, გაღვიძებას არც მე ვფირქობდი და არც ის, სანამ სიზმარში წუხანდელ ეპიზოდებს არ ვნახულობ, სწრაფად ვახელ თვალებს, თავს სწრაფად ვწევ და ლოგინზე ვჯდები.ჩემი სხარტი მოძრაობებით რატის ვაღვიძებ. საწოლიდან წამოდგომას ვცდილობ, მაგრამ რატის ხელი მაჩერებს, რომელიც მარცხენა ხელზე მტკინვეულად მიჭერს: _გამიშვი! _ზურგშექცეული ვეუბნები. ვცდილობ ხმას არ ავუწიო და სიმშვიდე შევინარჩუნო. _არ წახვიდე! _გამიშვი, ხელი მეტკინა! _ლილე, არ წახვიდე! _ხელი მეტკინა! _ხელს ვატრიალებ და ვცდილობ გავაშვებინო, მალევე ვნებდები, თავს დაბლა ვხრი და თითქმის ჩურჩულით ვეუბნები. _მეტკინა. _ძლივს აცნობიერებს, თუ როგორ მიჭერს და ხელს მიშვებს. სწრაფად ვდგები და კარისკენ მივდივარ. ნახევრად ვაღებ, მაგრამ რატი თვალწინ მიჯახუნებს კარს და უკან მიდგება.არც კი ვტრიალდები და რამდენიმე წამი გაშეშებული ვუყურებ მის ხელს, რომელზეც დაჭიმული ძარღვები ჩანდა, ისე თითქოს საცაა გასკდებიან და სისხლად დაიღვრებიან. _გთხოვ, არ წახვიდე?! _უკნიდან უფრო და უფრო მიახლოვდება. ხელს ვკიდებ, ვცდილობ კარიდან ავაღებინო, მაგრამ წინააღმდეგობას მიწევს. ვბრუნდები, ჩვენს შორის მანძილს ვამცირებ, ვუახლოვდები, ორივე ხელს მხრებზე ვადებ, თითისწვერებზე ვიწევი, მის სუნთქვას და ხელს ვგრძნობ, რომელიც წელზე მეხება, გონია იგივეს გავაკეთებ, რაც თვითონ წინა ღამეს გამიკეთა. _არც კი იფიქრო! _ამას ვეუბნები, კარებს სწრაფად ვაღებ და ოთახიდან გამოვდივარ, ფეხზე სწრაფად ვიცვამ და სახლიდან გამოვდივარ. ოთხადან გამოსულს აღარ გამომკიდებია.რამაც დამამშვიდა, მაგრამ თან ამაღელვა. ბევრი აღარ მიფიქრია, ისე გავაჩერე ტაქსი და სახლში წამივედი. იმ დღეს სახლიდან არ გავსულვარ. მთელი დრო ვიწექი. ხან ვტიროდი, ხანაც ტირილისგან ცოტახნით ჩამთვლიმავდა ხოლმე. ღამით ტელეფონზე შეტყობინება მომდის რატისგან. „ჩემთან არ ხარ, მაგრამ ოთახში ისევ შენი სურნელი ტრიალებს. უზომოდ მიყვარხარ!“ გარეგნულად არ მეტყობა, მაგრამ ჩემს გულში ერთი აყალმაყალია, გულში ვბრაზობ მასზე, ვლანძღავ ათასი ცხოველის სახელს ვუწოდებ, მაგრამ ამ სახელებში უფრო ბევრი სიყვარულია, ვიდრე სიტყვა „მიყვარხარ“_ში. იცით? ხანდახან ვფიქრობ, რომ ეს სიტყვა გაუფასურდა და დღითიდღე უფრო უფასურდება, როგორც ლარის კურსი. ხუმრობა იქით იყოს და მგონი, მართლა ასეა. სადაც არ უნდა გაიხედო, ყველა ყველას სიყვარულს უხსნის, ფოტოს დადებ და ყველას უყვარხარ, მათი სიცოცხლე ხარ, გაღმერთებენ, ზურგს უკან კი უკანასკნელი სიტყვებით გლანძღავენ, გჭორავენ. სწორედ ეს აუფასურებს სიტყვა „მიყვარხარს“ და სიყვარულს. ეს უკარგავს მას თავის ხიბლს, აყალბებს, თან ისე აყალბებს, რომ ვიღაცას მართლა, რომ უყვარდე ვერ მიხვდები. თავად ამ სიტყვას, ძალიან იშვიათად ვხმარობ, საკუთარი დედისთვისაც კი არასდროს მითქვამს მიყვარხარ_თქო, რადგან ვფიქრობ, რომ რაც უფრო ხშირად გამოვიყენებ მას, მით უფრო შევამცირებ მის გულწრფელობას და სიყალბეს შევმატებ. სწორედ ამის მეშინია, არ მინდა ჩემმა ნათქვამმა „მიყვარხარ“ ძალა დაკარგოს. მეორე დღეს 5საათი ხდებოდა, რომ გავიღვიძე, ისიც წყურვილის გამო. ძილი მიყვარს, მაგრამ ჩემი თავისგანაც კი გამიკვირდა ამ დრომდე ძილი. მერე სისუსტე ვიგრძენი, ფეხზე ადგომა ვცადე, მაგრამ მალევე მივხვდი, რომ ცუდი აზრი იყო და ისევ საწოლში ჩავწექი. ტელეფონი ავიღე და დათოსთან დავრეკე: _დათთთ... _რა ხმა გაქვს, ლილე? _ცუდად და მარტო ვარ, ფეხზე ვერ ვგები, მოდი გთხოვ?! _კარგი, 15წუთში მანდ ვართ! _თ? დათო გესმის???? დათოო..._ტელეფონს მითიშავს. არც მეტი არც ნაკლები 15 წუთში კარებზე კაკუნი ისმის. ფეხზე ადგომის თავი ნამდვილად არ მაქვს, ამიტომ ტელეფონს ვიღებ და დათოს ვურეკავ; _ხო გითხარი ფეხზე ადგომის თავი არ მაქვს_თქო?! _და აბა მე რა ვქნა ახლა? _აუუ ფიქრიც კი მესიკვდილება. კაი დათო, წადი დავიძინებ და კარგად გავხდები. _გოგო რა გინდა ეხლა კარი შემოვამტვრიო? გამოდი მალე და გააღე კარი. _მიყვირის. ტელეფონს ვთიშავ. ამას მიჩვეული არ ვარ, ამიტომ გული ცრემლებთ ივსება და თვალებს უნაწილებს. ფეხზე ადგომას ვცდილობ, მაგრამ ვგრძნობ, რომ ეს მცდელობა კარგად არ ჩაივლის. ვდგავ ერთ, ორ, სამ და კიდე იმდენ ნაბიჯს, რაც კარამდე მისასვლელად მჭირდება. კარებს ვეყრდნობი და ბოლო ძალებს ვიკრებ, რომლებმაც ხელი გასაღებზე უნდა მომაკიდინონ და გამაწევინონ. ისინი არ მღალატობენ, კარებს ვაღებ და რატის ვხედავ, მაგრამ მგონი დათოა. კარგად ვერ ვარჩევ, თვალები მებინდება, ფეხებში ძალა მეცლება და სადღაც მივფრინავ. ბოლო რასაც ვგრძნობ, ის ხელია წელზე რომელიც რამდენჯერმე შემეხო და სურნელი, რომელიც არასდროს დამავიწყდება. ნაცნობ გარემოში და ნაცნობ საწოლში ვიღვიძებ და მალევე ვერკვევი სად ვარ. ერთადერთი უცნაური ბიჭია, რომელსაც თავი ჩემს ხელზე უდევს, ჩამუხლულია და არვიცი რაზე ფიქრობს. თვალებს კარგად ჯერ კიდევ ვერ ვახელ. _წ...ყა.ლ.ი _ძალაგამოცლილი ხმით ვამბობ, ან მხოლოდ ტუჩებს ვამოძრავებ, მაგრამ პატარა ხმაზეც კი ბიჭი თავს ზემოთ სწევს. დასიებული თვალევი უბრწყინდება. _ახლავე, პრინცესა! _წამოჯდომას ვცდილობ, მაგრამ უშედეგოდ. ბიჭი ფეხზე დგება და ჩემსკენ იწევა, ერთ ხელს მკიდებს, მეორეთი თავს მიჭერს და წყალს მასმევს. თვალებიდან გამოხედვას ვახერხებ და ახლა უკვე ნაკლებად ბუნდოვან რატის სახეს ვხედავ. უკან ვიხრები, რომ ისევ დავწვე, მისი ხელი თავიდან ისევ არ მშორდება. ცალ გვერდზე ვწვები, ორივე ხელს ლოყის ქვეშ ვათავსებ და თვალებს ვხუჭავ. _დიდი ხანი მეძინა? _38საათი. _სულ აქ იყავი? _უკეთესად ხარ? _არვიცი. ექიმი იყო? _კი და ალბათ ხვდები რაც მითხრა? _არვიცი. _მართლა არ იცი? _არა. _მეღადავები? _არა. _არ გშია? _არა. _კარგად ხარ? _არა. _სასწრაფო ხომ არ გამოვიძახო? _არა. _არას მეყი იცი რამე? _არა. _გეზიზღები? _არა. _უფრო და უფრო ვუწევ ხმას და ძილი მიხმობს. _გიყვარვარ? _მეკითხება, მაგრამ პასუხს ვერ იღებს, რადგან აღარ ვაპირებ თავს ძალა დავატანო, არა ვთქვა და ფრთებს ვშლი. _დათო. _ხო, რატი, რა ხდება? ხომ არ გაიღვიძა? _კი, ახლახანს ჩაეძინა ისევ. _ვაა, მადლობა ღმერთს. ექიმი მოვიდა დღეს? _კი, ლილეს ანკეტა უნახავს და რაღაცები შეუმოწმებია. _რამე სერიოზულია? _არა,მაგრამ გაფრთხილება უნდა. წესით არც უნდა ცეკვავდეს. _რატომ? ახლა არ მითხრა ისევ ფეხი? _ჰო, ჰო, ფეხი. _ნორმალურად ამიხსენი. _ნერვი აქვს დაზიანებული, შეტევები აქამდეც ქონია, მაგრამ ასეთი სერიოზული არ ყოფილა. დატვირთვა, რაც უფრო იზრდება მით უფრო სერიოზულია შეტევაც, ეს ქაჯი კიდე დღის უმეტეს ნაწილს ცეკვაში ატარებს. _არაფერი ადარდებს, მაგ გოგოს ცეკვის გარდა, სულ რომ დაიღუპოს თავი, მაინც იცეკვებს. _კი, მაგრამ ცოტაც და ცეკვას საერთოდ, რომ ვერ შეძლებს მაშინ რას იზამს? _არვიცი, ცოტა მოღონიერდეს და დაველაპარაკები. არგააბრაზო, თორემ დაგლეწავ, რატი. _არ გავაბრაზებ დაწყნარდი, ძმაო. _ხვალ დილით მოვალ, მანამდე ვერ მოვარხებ. თბილისში ჩამოვალ თუ არა მანდ მოვალ. _კაი, ძმა აბა მაგრად. არვიცი რამდენი საათის შემდეგ, მაგრამ მაინც ვიღვიძებ. _დიდი ხანია მძინავს? _რატი ჩემს წინ სკამზე ზის და რაღაცას კითხულობს. _არც ისე. ღამის 2 საათი ხდება. უკეთესად ხარ? _თვალები გავახილე, ალბათ კი. რატომ არ გძინავს? _წყალი დალიე და დაიძინე, ხვალ უკეთესად იქნები. _დაიძინე შენც. _არ მეძინება. _ეგ თვალები საპირისპიროს მიმტკიცებენ. წადი დაიძინე. _კარგი დავიძინებ. ფეხზე დგება, ჩემს პლედს სწევს და გვერდით მიწვება. _რატი, რა აკეთებ? _ვიძინებ. _შენზე ისევ გაბრაზებული ვარ, ახლა ჩხუბის თავი არ მაქვს, გაგიმართლა. _როცა ბრაზობ ყველაზე საყვარელი ხარ. _მეძინება, გაჩუმდი. _შუბლზე მკოცნის, თავს მაწევინებს და პარალელურად მეუბნება: _მოდი ჩემთან! _პასუხის გაცემას ვერ ვასწრებ, ისე ვიძირები მის ყელში, საოცარ სურნელთან ერთად. მეორე ხელს წელზე მადებს და ზურგზე მეფერება. _რატი... _დაიძინე!!!_პასუხს აღარ ვცემ და ვიძინებ. რა ტკბილია, ღმერთო ჩემო, რა გემრიელია ეს სუნი. ყველაფერს მივცემდი ოღონდ ამ სურნელს ყოველთვის ვგრძნობდე, ყოველ ღამე მისით გაბრუებული ვითიშებოდე და დილით მისივე სასიამოვნო სიმძაფრე მაღვიძებდეს. ჩემს ცხოვრებაში ერთ_ერთი საუკეთესო დილა, მისით გაჯერებული, როგორღაც გათენდა. კარგად გათენებულიც არ იყო, როცა გავიღვიძე, რატის ისევ ჩემს წელზე ედო ხელი, მე კი ისევ მის ყელში ვიყავი ჩაქსოვილი. ტუჩებით ოდნავ შევეხე მის სასიამოვნო კანს თავი ავწიე და დიდი ხანი ვუყურებდი მძინარეს. ისე ეძინა როგორც ანგელოზს, ჩემს ფრთიან ანგელოზს, მაგრამ მალევე გამოვერკვიე და გაბაცნობიერე, რომ ის ჩემი არ იყო, ან ვერ იყო. რადგან ამას მეთვითონ არ ვუშვებდი. ალბათ, ჩემი მიზეზები, მაინც მიზეზები იყო. ადამიანს როცა რამე გინდა, რაც არ უნდა მოხდეს, რისი შეწირვაც არ უნდა დაგჭირდეს, გააკეთებ, მაინც მიახწევ შენს მიზანს. მიზეზები კი უბრალოდ გვეხმარება, არ გავაკეთოთ ის, რაც არ გვინდა. ეს ის არ იყო, რაც არ მინდოდა, ეს იყო ის, რისაც მეშინოდა. მეშინოდა, რომ გული მეტკინებოდა და ახლაც მეშინია. საშინელი გრძნობაა შიში, სიმშვიდეს და მოსვენებას უკარგავს სულს. ძნელია ამ შიშს გაუმკლავდე, ისე რომ შენ, ან შენი საყვარელი ადამიანები არ დაზარალდნენ. უკვე კარგად იყო გათენებული თვალებდახუჭულმა რომ მითხრა: _დიდი ხანია მოყურებ? _რამდენიმე საათია. _ვაა, რატომ? _ვფიქრობდი. _ჩემზე? _არა, შენს საქციელებზე. _ჩემს გრძნობებზე? _შენი გრძნობების არ მჯერა. _თვალებს ახელს. _რატომ? _არვიცი. _და შენ? _რა მე? _რას გრძნობ? _ახლა შენი სუნამოს სუნს. _მოგწონს? _არი რაა..._ეღიმება. _კაი გაჩუქებ. _არ მინდა. _წამით გახარებული სახე, ვცდილობ არ შევიმჩნიო. _კაი. _რა ჰქვია? _მაგრამ მინდა და რა ვქნა? _გაჩუქებ_თქო ხო გითხარი. _რა ჰქვია_თქო. _თვალები დახუჭა, პასუხიაარც გაუცია. _დავიმახსოვრებ. _მეც დაგიმახსოვრე ჯერ ავტობუსში და მერე მანქანაში. კარებზე კაკუნი ისმის, რატი დგება და ოთხადიდან გადის. რამდენიმე წამში დათოსთან ერთად შემოდის. _ოჰჰ, მძინარა მზეთუნახავო, როგორ ხარ? _მეღიმება. _რავი უკეთესად, დათუჩა შენ? _არამიშავს. _აბა რას შვებით, რატი ხო არ დაელაპარაკე? _არა, არაფერი მითქვამს. _რა უნდა ეთქვა? _რა და შენი ამ მდგომარეობის მიზეზი, რომელიც მგონი თავადაც კარგად იცი. _მისმინე, თუ ფეხს გულიახმობ, ეს პირველი შემთხვევა იყო. _აქამდე? _აქამდე ერთი დღე მყოფნიდა. მთელი დღე მეძინა და მეორე დღეს კარგად ვხდებოდი ხოლმე. _ცეკვის დროს გტკივა? _ცოტა. _ლილე, არ შეიძლება ასე. ცეკვა საერთოდ, რომ აგიკრძალონ რას იზამ? _თავს მოვიკლავ რავი, სხვა რა უნდა ვქნა?! 1 საშინელ წელიწადს გავუძელი და სრულებით საკმარისი იყო. _ჰოდა, უნდა მოუფრთხილდე თავს. _დათო, მოცეკვავე ხარ და შენგან არ უნდა ვიგებდე ამას. როგორ დავზოგო თავი ცეკვის დროს. დროის გასაყვანად ხომ არ ვცეკვავ?! მე თუ არ ვისიამოვნე ცეკვით, რად მინდა?! _გასაგებია ლილე, მაგრამ რა უნდა ქნა? _მეკითხება რატი. _ჩემს საქმეს მეთვითონ მივხედავ. ცეკვას არ შევწყვეტ არასოდეს. ეს კარგად დაიმახსოვრეთ!!!!!! _ექიმთან მაინც დადიხარ? _რამდენჯერმე ვიყავი და დამიწყო ერთი ამბები: ეს არ ქნა, ის არ ქნა, ფეხი ზემოთ არ აწიო, მუხლი არ დაარტყა, სრულ ფეხში არ იცეკვო და მთელი სიტყვების რახა_რუხი. ერთი კარგი ლექცია წავუკითხე და წამოვედი. _ყოჩაღ!!! _მაქებს დათო და ტაშს მიკრავს, რაზეც მეღიმება, მიყურებს ვეღარ ითმენს, თვითონაც ეღიმება, ჩემსკენ იწევა, მეხუტება და მეუბნება: _ჩემი ყველაფერი ხარ შენ, რომ რამე დაგემართოს თავს არ ვიცოცხლებ... _აფერისტო! _წამიერად სახე ეცვლება, შემდეგ კიდე ეცვლება, ხელებს მთელი ძალით მიჭერს, ლამისაა გამჭყლიტოს. _მიყვარხარ უზომიდ, ხომ იცი არა? _თუ ხელს არ გამიშვებ სასუფეველში გაგიყოლებ. _ხელებს მიშვებს. _ყველგან გამოგყვები. _იღიმის ცხვირზე პატარა ბავშვივით თითს მისვამს და წასვლის შესახებ მამცნობს. რამდენიმე წუთში ვემშვიდობებით ერთმანეთს. ვცდილობდი რატიც გამეშვა, მაგრამ არ გამომივიდა. შემდეგ აბაზანის მიღება გადავწყვიტე. საათზე მეტი წყლის ქვეშ ვესვენე. ისე მსიამოვნებდა გამოსვლა არ მინდოდა, არც გამოვიდოდი რატის რამდენჯერმე შიშისგან, რომ არ დაეკაკუნებინა და არ მოვეკითხე. ცოტა მოვწესრიგდი და ისევ დავწექი, რადგან ძალის უკმარისობა ისევ ვიგრძენი. რატიმ საუზმე ოთახში მომართვა. ვისაუზმეთ და დავიძინე, ვუთხარი წასულიყო, მაგრამ თავისას არ იშლიდა. რამდენიმე საათის შემდეგ გავიღვიძე. ოთახში მიმოვიხედე, მაგრამ რატი ვერსად დავინახე.სასტუმრო ოთახში გასვლა დავაპირე, ოთახიდან გასულს რატის ლაპარაკის ხმა მომესმა. _გისმენ, რატა... _არ მცალია ახლა, ვერ გნახავ... _რა მნიშვნელობა აქვს,სად ვარ არ მცალია_თქო... _კაი მიდი, მეც. _ლილე, გაიღვიძე? _ჰო, რომ ვერ დაგინახე გამოვედი. _მოდი, ოთახში გაგიყვან. _არ მინდა, დავიღალე ამდენი წოლისგან. _მაშინ მოდი ფილმს ვუყუროთ. _არ მინდა. შენც შეგაწუხე, შენი საქმეები გაქვს ალბათ. _არა. მარტო არ დაგტოვებ. _რატი, ნინოს დავურეკავ და ვთხოვ ამოვიდეს. უარს არ მეტყვის. შენ შეგიძლია წახვიდე. _ლილე... _რატი, გთხოვ. _კარგი, კარგი, დარეკე ნინოსთან და რომ მოვა წავალ. ნინოსთან დავრეკე და მოსვლა ვთხოვე. რა თქმა უნდა, უარი არ მითხრა და ნახევარ საათში მოვიდა. არ მინდოდა რატი ენახა, მაგრამ სანამ არ მოვიდა, მანამდე ვერ „გავაგდე“. არასდროს დამავიწყდება ნინოს სახე, ჩემს სახლში რატი, რომ დაინახა. ცოტახანში რატიც წავიდა. _ამას აქ რა უნდოდა? _უი, მეც დამავიწყდა მეკითხა. გუშინწინ ცუდად გავხდი, ფეხზე ვერ ვდგებოდი. დათოსთან დავრეკე და რატი შემრჩა. 2დღეა სულ მძინავს, ესეც აქ იყო. შენ იმიტომ დაგირეკე, რომ წასულიყო. თან ნატა თხოვდა შეხვედრას და ჩემს გამო უარი უთხრა. _საიდან იცი? _შემთხვევით გავიგონე, რომ ელაპარაკებოდა. _ნატას კიდე უყვარს, ჰო? _მგონი. _და რატის? _არვიცი. ვფიქრობ კი. _მე შენზე უფრო მგონია ეგ ბიჭი შეყვარებული ვიდრე ნატაზე. ხანდახან ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, ნატა ეტენება და ზრდილობის გამო ვერაფერს ეუბნება. _ნუ სულელობ, ნინო. თან ჩვენი საქმე არაა. _თვალებზე გეტყობა, რომ გიყვარს ეგ ბიჭი. _ნინოოოო.... _ჰო, კაი კაი. _ხო დარჩები დღეს ჩემთან. _არაა პრობლემა. იმ ღამეს ჩემთან დარჩა. მეორე დღეს იმდენი ვიწუწუნე კიდე დავტოვე. მასთან თავს ყველაზე კარგად ვგრძნობ. ყველაზე თბილი და გულწრფელი ადამიანია ვისაც ვიცნობ. ეს გოგო არასდროს წყვეტს ჩემს გაოცებას თავისი ბრწყინვალე ხასიათებით. უზომოდ მიყვარს და უზომოდ ვაფასებ მას. 2 დღეში ფეხზე დამაყენა, ისე მივლიდა, როგორც საკუთარ შვილს. რამდენჯერმე დათოც ამოვიდა. კარგად გავერთეთ და ბევრი ვიცინეთ. რამდენიმე დღეში ფეხზე დავდექი და ჩემს ჩვეულებრივ ყოფა_ცხოვრებას დავუბრუნდი. ნელ_ნელა ზამთარი და ახალი წელიც გვიახლოვდებოდა. უკვე ვიწყებდი ფიქრს, როგორ დამესვენა და ვისთან ერთად, მაგრამ რას წარმოვიდგენდი თუ ასეთი რამ მოხდებოდა... "ს ი ძ უ ლ ვ ი ლ ი დ ა ნ ს ი ყ ვ ა რ უ ლ ა მ დ ე ბ ე ვ რ ი ა" მეცხრე თავით მოგესალმებით. იმედია მაქვს მოგეწონებათ, გამიზიარეთ თქვენი შთაბეჭდილებები. მეათე თავს კვირის ბოლომდე დავდებ და გპირდებით, რომ დიდი და ძალიან საინტერესო თავი იქნება. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.