High school love!!!
დღეს კვირაა,16 სექტემბერია მე და ჩემი დაქალი საშოპინგოდ ვაპირებთ წასვლას ქალაქგარეთ,ხვალ ხომ სკოლაა,მე-12 კლასში გოგონებს უფრო მეტი მოთხოვნილებები აქვთ ამიტომ მინდა ყველაფერი საუკეთესო მქონდეს. ჯერ დილის 12 საათია,ქვემოთ ჩავდივარ სასაუზმოდ. -მირა,მოდი ისაუზმე. -მოვდივარ დედა. მაგიდასთან დავჯექი და ტკბილად მივირთვი დედას მიერ მომზადებული კექსები,ისეთი გემრიელი იყო. როცა უკვე დავამთავრე ტკბილი კექსების ჭამა ოთახში ავირბინე,ჩანთა ჩამოვიტანე დედას ფული გამოვართვი და სახლიდან გავედი. ტელეფონზე კამილა მირეკავს -მირა,მაპატიე დედა გამიხდა ავად და საავადმყოფოში ვარ,მოგიწევს უჩემოდ წახვიდე ქალაქგარეთ. -რაა?დედაშენს რა დაემართა?ახლა კარგად არის? -წუხელ არც მე და არც დედას არ დაგვიძინია,ცუდად იყო ძალიან,ახლა ცოტა უკეთესადაა. -კამილა,არაუშავს,დედასთან დარჩი,გამოჯანმრთელებას ვუსურვებ. -მადლობაა მირა. ძალიან მეწყინა და თან მეზარებოდა მარტო სშოპინგოდ წასვლა მაგრამ ხვალ სკოლაში ტანსაცმლის გარეშე,როგორ წავიდოდი? სადგურში გავედი და დიდ ავტობუსში ჩავჯექი,მეორე სართულზე ბოლო ადგილას. დაიძრა ავტობუსი,ძალიან ლამაზი იყო ყველაფერი,ცივი ნიავი სახეს მიკოცნიდა რაც დიდ სიამოვნებას მგვრიდა. აი, გამოვედით ბრიტანეთის უჩვეულო ქალაქიდან,ჩამოვედი ავტობუსიდან,ორ-სამ საათიანმა მგზავროვამ ძალიან დამღალა და გადავწყვიტე სანამ Cloths-ს ცენტრში შევიდოდი პარკში გამესეირნა,ძალიან ლამაზი იყო ლურჯი ზღვის ყურება. 15 წუთი ყველაფერი უჩვეულოდ ხდებოდა იქვე სკამზე ჩამოვჯექი,რაღაც ხმაური მომესმა გვერდით გავიხედე და ვხედავ რომ სამი ბიჭი მოდის. სამივე შევათვალიერე,ყველაზე მაღალი ქერაა, ცისფერთვალება,დაბალი შავგრემანია,ქათქათა კანი აქვს და მწვანე თვალები საახალწლო ნათურასავით უციმციმებს,აიი შუათანაა კი........... ყველასგან განსხვავებულია,თითქოს მისმა თვალებმა დამატყვევა.შავგრემანია,ოდნავ მუქი ფერის კანი აქვს და დიდი შავი ფერის თვალები.მეც ასეთი ვარ შავგრმანი მუქი ფერის კანით და დიდი შავი თვალებით. 23 ჩემი საყვარელი ციფრია და გადავწყვიტე ამ ბიჭისთვის 23 დამერქმია,მისი სახელი ხომ არვიცოდი,ძალიან მომეწონა ისეთი ჯერ არავინ მენახა,თვალებში მიყურებდა,დიდი ხნით შემდეგ კი გვერდი ამიარა და იმ ორ ბიჭთან ერთად გზიდან გადავიდა. ამოვიტანე ჩემი ყურსასმენი და სიმღერის მოსმენა დავიწყე,თან 23-ის ღრმა თვალებზე ვფიქრობდი,მინდოდა კიდევ ერთხელ მენახა,თუნდაც ერთხელ მაგრამ მენახა. თუმცა სად ვნახავდი მე ხომ ქალაქგარეთ ვიყავი ის არ იყო ბრიტანელი. წავედი Cloths-ცენტრში და ყოველგვარი დაფიქრების გარეშე ვიყიდე ტანსაცმელი,შემდეგგ კი ქალაქის შუაგულში ერთ-ერთ ცენტრში სასკოლო ნივთები. ავედი ავტობუსში და გავუდექი გრძელ გზას ბრიტანეთისკენ. მოსაღამოვდა,ძალიან დაღლილი და ძალა გამოცლილი შევედი სახლში,დედას ოთახში შევედი და ვაჩვენე ჩემი ახალი ტანსაცმელი და სასკოლო ნივთები,დედას მოეწონა. -ყველაფერი ძალიან ლამაზია,მთავარია ჩემს პრინცესას მოსწონდეს. -პრინცესას?დედა მე-12 კლასელი ვარ და პრინცესას მეძახი?გავიცინე მე. გაიცინა დედამაც. -აბა ვინხარ,დედიკოს პრინცესა ხარ ჩემო ლამაზოო.მაკოცა შუბლზე და მითხრა რომ ძალიან ვუყვარვარ,მეც ვუთხარი რომ ძალიან მიყვარდა.ავედი ოთახში და ჩავწექი ჩემს ბუჟუჟა საწოლში,თბილი იყო.გავიკეთე ყურსასმენი და ვფიქრობდი 23-ზე.ღმერთს ვთხოვე რომ კიდევ ერთხელ მენახა ამასობაში კი ჩამეძინა. აი,უკვე დილის 8 საათია,ავდექი სააბაზანოში შევედი ტანსაცმელი ჩავიცვიი და ქვემოთ ჩავედი. -საყვარელო,მოდი ისაუზმე. -დედა,არმშია,თან მეჩქარება.წავედი აბა.გადავკოცნე დედა და კამილასთან წავედი. კამილა მზად დამხვდა. -დედა როგორ არის? -კარგად არის.ვატყობ უჩემოდ კარგად გიშოპინგია,მომწონსს შენი ახალი ტანსაცმელი. -მადლობაა კამილა. გავუდექით გზასს სკოლისკენ მთელი გზა კამილას ვუყვებოდი 23-ზეე და თან ვუთხარი რომ ქერა ცისფერთვალება ბიჭი მას შეეფერებოდა,კამილა შავგრემანია მაგრამ მაინც. შევედით სკოლაში,გაადავკოცნე ყველა და ჩემს ადგილას დავჯექი,კამილა ჩემს გვერდით ზის,ისიც მომიჯდა. დაიწყო პირველი გაკვეთილი,მათემათიკა,მასწავლებელი მოგვესალმა,გამოგველაპარაკა და ბოლო ნახევარი საათი თავისუფალი მოგვცა. -ჰოო და კამილა რას გიყვებოდი.23-ს ისეთი თვალები ჰქონდა,თითქოს უჩვეულო მაგრამ განსაკუთრებული. -შენ რა ერთი ნახვით შეგიყვარდა? -შემიყვარდა?რა სისულელეა. -დილიდან იმ 23-ზე საუბრობ მირა და შეგიყვარდა აბა რა. -არვიცი.იქნებ აწი ვეღარც ვნახო. -თუ ბედიაა აუცილებად ნახავ,დამიჯერე. გავიდა პირველი გაკვეთილი. -მირა,ბუფეტში ჩამომყევი. -კამილა,გშია? -ჰოო მე სულ მშია.როგორ შენ არ გშია? -კი მეც მშია,წამო წავიდეთ. გარეთ გავედით თუ არა ყველა გოგოს სახე უბრწყინავს,ყველა იღიმის და ეჩურჩულება ერთმანეთს. -მირა რახდება? -არვიცი,მიდი კითხე ვინმეს. -რა სისულეა ვის რა უნდა ვკითხო.მშია წამოდი შევიდეთ. ცნობისმოყვარეობა მკლავდა მაგრამ შიმშილის გრძნობამ დაძლია. ბუფეტიდან რო გამოვედი ვეღარ მოვითმინე და ერთ გოგოს ვკითხე. -ხომ არიცი რახდება? -არიცი? -რომ არვიცი მაგიტო გეკიხითხები. ჩვენი საუბარი დაარღვია მესამე პირმა,ერთმა შურიანმა და ბოროტმა გოგომ ლენამ. -ოჰოომირა არსებობს ამ ქვეყნად ისეთი რამ რაც არიცი? -ლენა,შენი თავი არამაქვს რა. -მეგეტყვი რახდება. -ჩვენს პარალელურ კლასში ახალი მოსწავლეები შემოვიდნენ.სულ სამნი არიან. ამ ამბავს გაგებით არ მოვეკიდე,არც დავინეტერსებულვარ დიდად,ლენას ცინიკური მადლობა გადავუხადე და კლასში შევედი. გავიდა 6 გაკვეთილი სახლში წასვლის დრო იყო.გავიკეთე ყურსასმენები და კლასიდან გავედი.გოგონები ისევ ჩურჩულებდენ და იღიმოდნენ,ცალი ყურსასმენი მოვიხსენი და ერთმა გოგომ თქვა მოდის მოდისო.უკან მოვიხედე და რას ვხედავ.მოდის ის სამი ბიჭი ქერა ცისფერთვალებიანი,შავგრემანი მწვანეთვალება და ბიჭი რომელმაც ერთი შეხედვით დამამახსოვრა თავი ანუ----23.... პირი ღია დამრჩა ,მე და 23 ადრინდელივით ისევ დიდიხანი შევჩერებოდით ერთმანეთს.ისევ ამიარა გვერდით,არვიცი მომეჩვენა თუ არა მაგრამ როდესაც მისი სახე კედლებს მიეფარა ჩაიღიმა.არვიცი რატომ. ძალიან მიხაროდა მინდოდა მეხტუნა,ან მეცეკვა,ან მემღერა ან რამით გამომეხატა ჩემი სიხარული.კამილას ვეძებდი,ყვირილი მინდოდა,ღმერთს მადლობა ვუთხარიი რომ აწი მთელი წელიწადი შემეძლო მისი დანახვა. -მირა მეძებდი?ძალიან მაგარი რამ უნდა გითხრაა. -მეცც კამილა მეცც. -მირა ჯერ მეგეტყვიი. -კარგი დაგითმობბ... სამი ბიჭი გადმოვიდაა ერთი ცისფერთვალება ბიჭა ქერა ძალიან მომეწონა.კამილამ ამ ბიჭს 5 დაარქვა რადგან 5 მისი საყარელი ციფრია. -კამილა ეს ის სამი ბიჭია ქალაქგარეთ რომ შევხვდი. -რააა?????ანუ ამბობ რომ ის ბიჭიი 23-იაა? -ჰოო.23-იაა,ღმერთო რასაყვარელიაა. -ჰო სასწაულია ისევ რომ ნახე. -მირა ემოციები დამალე გთხოვ ხომ იცი შურიანები გაავრცელებენ ჭორებს. მე და კამილა გავუდექით გზას სახლისკენ და თან ვსაუბრობდით 5-ზე და 23-ზე. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.