შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

კონსტანტინოპოლი (თავი 13)


26-12-2018, 19:05
ავტორი lemongiirl
ნანახია 1 064

-ვშიშობ, რომ განშორება მოგვიწევს უფლისწულო აჰმედ... -და თან გადმოჰყვა ამ სიტყვებს დაუთვლელი მარგალიტი მისი თვალებიდან.
უფლისწული განრისხდა; გაგიჟდა; გადაირია; სასოწარკვეთილებას მიეცა. ჯერ ღრიალებდა, შემდეგ მუხლმოდრეკილი ევედრებოდა დარჩენას. ელისაბეტის სახეზე ცრემლების ნიშანიღა დარჩენილიყო მხოლოდ, თავი იმოდენ მტკიცედ ეჭირა არათუ ემოციას სიცოცხლის ნიშან-წყალს არ ამჟღავნებდნენ მისი ოკიანისფერი თვალები, ახლა ჩამქვრალ ვარსკვლავთა შუქურას, რომ დამსგავსებოდა უდიდესი სიცარიელით.
ეწადა უფლისწულს ჩასწვდომოდა მის სიტყვას, თუმცა კი ვერ მოჰგებოდა თავის გონებას. არ შეეძლო წარმოედგინა, რომ ბრძოლა, რომელმაც ასოდენ დიდი წარმატება მოუტანა, ფეხ ქვეშ გაუფინა ქალაქების დედოფალი-კონსტანტინოპოლი, მაინც წააგო. დამარცხდა უიარაღოდ, უმეომროდ, უსისხლოდ. წააგო საკუთარ გულთან. მიუხედავად მისი დიდძალი გამარჯვებისა, იმ გამარჯვების, რომელზეც მალე ლეგენდებს შეთხზავდნენ, რომელზედაც უამრავი პოეტი აამღერებდა საკრავს და მემატიანეები ოქროს წიგნში შეიტანდნენ. ის მაინც აგებდა, აგებდა ყველაზე სანუკვარსა და მნიშვნელოვანს-სიყვარულს;
სასოწარკვეთილების ტალღა, რომ ჩამოირეცხა განრისხებული უფლისწული გონებას ვერ მოგებოდა, ამიტომაც ელისაბეტის გამოკეტვა ბრძანა. იხმო რამოდენიმე მეომარი, რომელთაც ჭაბუკი თვალები ჭინკებითა და ომის გამარჯვებისაგან მოგვრილი სიხარულით ანთებოდათ და მათ უბრძანა საყვარლის დილეგში გამოკეტვა. უბრძანა მისთვის ედარაჯად, რომ არსად გაქცეულიყო.
ელისაბეტს არ გაჰკვირვებია, იცოდა მისი გული ახლა ათას ნაწილად იშლებოდა, იცოდა, უფლისწულს ეგონა, რომ მან უღალატა, თუმცაღა ასე არ ყოფილა, თავადაც სასოწარკვეთილების პიკს იყო და მაინც ყოველ წამს უღრღნიდა ფიქრი გონებას, „ეგებ არასწორს სჩადი?“, მაგრამ ვერ ბედავდა შეწინააღმდეგებას ბედისწერასთან. ამიტომ დამორჩილდა უფლისწულს და დილეგში ამოყო თავი. თუმცაღა საუბარი კი სჭირდებოდა მასთან, რადგან ყველაფერი აეხსნა. სურდა მისი გაეგო.
მოსაღამოვდა. ელისაბეტი კვლავ დილეგში იყო, შესცქეროდა ახლად ამობრწყინებულ ვარსკვლავებს და მათი ათასფერება ევლებოდა ბრინჯაოსფერ კანს გარშემო. თვალები იმოდენ აუღელდა წამიერად, ეგონა ცრემლებს გადმოყრიდა მისი ოკეანეები, თუმცაღა არ უწვიმია სევდის ნიაღვარი იმ საღამოს. ცხოვრებაში პირველად, იმოდენ უბედური ტრაგედიის შემდგომ სჯეროდა, რომ მომავალი რაღაც კარგს უქადდა და სწორედ ამიტომ იჯდა სულ განაბული. სწორედ ამიტომ გაეპო ბაგეები უფლისწულის დანახვისას და ზე წამოიჭრა საყვარელთან შესახვედრად.
-აჰმედ... -ბაგენი შეხსნა და ისოდენ ღიმილით დააჯილდოვა მეფის ვაჟი, წამიერად გაშეშდა იგი და მის წინ არსებულს, არნახულ სილამაზეს შეაჩერდა. მის უცხომიწელს, ქვეყნად უნახავ მარგალიტს, რომელიც მაინც და მაინც მის ხელში აღმოჩნდა და ასე იოლად უსხლტებოდა ხელიდან.
-ელისაბეტ!... -არაამქვეყნიური წუხილით წარმოსთქვა მისი სახელი, განშორების სევდა შევერცხლილმა ჭაბუკმა და საყვარლის პირდაპირ შეჩერდა. -ვგონებ, გძალმიძს ამიხსნა ყოველივე ის რაც მითხარი, ნუთუ... ნუთუ შენ აღარ გწადდის ჩვენი კავშირი?
ელისაბეტს სული ასტკივდა. გული ექავებოდა, იმდენად, რომ წამსვლელი იყო სხეულიდან ამოეკვეთა და გადაეგდო, რომ ეს საშინელი გრძნობა გაჰქარწ....ბოდა.
-უფლისწულო აჰმედ, -მოჩვენებითი სიმშვიდით წამოიწყო მან, მთვარის შუქის ნათება დაჰნათვოდა მათ სილუეტებს და მათ გამოსამშვიდობებელ მომენტს უცხო ელფერს სძენდა, ძოწისფერი სევდით, გიშრისფერი მწუხარებით და იუნინისფერი კურცხლებით, რომლებიც არცერთის თვალებს არა სტოვებდნენ. -თქვენ წასული იყავით იმ ჟამად, როდესაც ბიზანტიონის... კონსტანტინოპოლის ასაღებად იბრძოდით და მე შემიპყრო უსახელო სევდამ, არათუ მარტოობის, თქვენი დაკარგვის მეშინოდა და ვთხოვე უფალს, ეჩვენებინა ჩემთვის გზა იმისა, რომ თქვენთან ვყოფილიყავი უკანასკნელ ამოსუნთქვამდე, რომ ჩემი სიყვარული არ გაქარწ....ბულიყო უჟამოდ, უფალმა კი მაჩვენა გზა. ყური მიგდეთ, ვინაიდან ეს ყოველივე ფრიად საინტერესოა. საჭიროა განშორება მხოლოდ ხუთი ზამთრის განმავლობაში, ათვლილი დღევანდელობიდან, გაზაფხულის პირველ დღეს ბავშვი დაიბადება, რომელიც ხსნა იქნება თქვენი და იმავე დღეს, კუბო გამოვა სასახლიდან, რომლის მწუხარებაც, შვებასავით ჩამოგაწვებათ მხრებზე. მე ვერ ავხსნი იმ სასწაულს რაც ვიხილე, ვგონებ, არც მძალმიძს მოვლენების წინასწარი შეფასება, თუმცაღა, გვერდს ვერ ავუქცევ იმ ფაქტს, რომ მე ნათლად ვნახე ყოველივე ეს, ხუთი ზამთარი, გზას გაგვიხსნის ერთმანეთის საყოლებლად. ჰოდა, მივენდე ბედისწერას უფლისწულო, თქვენც ასე მოიქეცით.
მეფის ვაჟი გარინდული უსმენდა და როდესაც გოგომ საუბარი დაასრულა თავისი კოშკები მიაპყრო მას და თუმცა კი ნათლად დაინახა მის გამოხედვაში, ყოველ სიტყვას სიმართლეს ამბობდა, მაინც და მაინც, განშორების ტკივილით მოცულმა აამოძრავა ბაგენი და შეუძახა საყვარელს.
-კი მაგრამ, ახლა რა გვიშლის ხელს ერთად ყოფნაში?... მე ხომ კონსტანტინოპოლი ავიღე?! -სასოწარკვეთილების გამოძახილს ჰგავდა მისი წამოძახილი, თუმცა კი ელისაბეტს ესმოდა მისი და სევდიანი ღიმილი აჩუქა უკანასკნელად.
-უფლიწულო, გამიგია, რომ სიყვარული ტანჯვაზე და განშორებაზე მტკიცდება. -ჩაიჩურჩულა მან.
-მაშ, თქვენ გწამთ ამის? -გაიკვირვა მეფის ვაჟმა.
-მე იმის მწამს რაც ვნახე. -მტკიცედ უპასუხა გოგომ.
-მე კი იმის მწამს, რომ კონსტანტინოპოლზე გამარჯვებით, შენი გულიც სამუდამოდ მოვიგე და ჩვენი სიყვარულის თავისუფლებაც. ნუთუ არ გწადის გაიგო, რომ დედოფლის მოთხოვნა შევასრულე, მე ეს ბრძოლა მოვიგე, მან კი მშვიდად უნდა მიგიღოს სასახლეში, როგორც ჩემი დედოფალი. -აღმოხდა მას.
-მაგრამ, თქვენ არ გესმით უფლიწულო. მე ვერ ვიქნები იმ სასახლეში, რომელიც ჩემთვის ტკივილთან ასოცირდება. მე ვერ ვიქნები იმ ხალხის გარემოცვაში, ვინც წარსულ ტანჯვას ნათლად მაგრძნობინებს თითოეული წამის განმავლობაში, თქვენ კი ვერ მოშორდებით მას, ვინაიდან მხრებზე გაკისრიათი სიმძიმე დიდი, რომელცი თავად თქვენი ქვეყანაა.
-და მაინც, შენთვის ჩემი იქ ყოფნა საკმარისი არ აღმოჩნდა, არ გყვარებივარ ისე, როგორც მე მინდოდა, რომ გყვარებოდი. -ჩაიჩურჩულა სასოწარკვეთილმა უფლისწულმა და თავი დახარა, რათა მის თვალებში გამკრთალი მწუხარება არ დაენახა გოგოს.
-ტყუილია! -წამოიძახა გოგომ. -მე თქვენ მთელი ჩემი გულით მიყვარხართ, თუმცა კი იმ სასახლეში ჩემი ყოფნა გამანადგურებს, ეს თავგანწირვაა და რა აზრი აქვს სიყვარულს იმას, რომელშიც ერთი სულიერათ მკვდარია, მეორე კი უაზროდ ბედნიერი!
-მაშ, გგონიათ, რომ თქვენი უბედურების ჟამს მე ბედნიერი ვიქნები? -იწყინა უფლისწულმა.
-არა, მე მგონია, რომ ორივე გავუბედურდებით, თუ იმას არ გავაკეთებთ რაც მე გირჩიეთ.
-მაშ, საბოლოოდ, მაინც წასვლის მომხრე ხართ? გამოთხოვებისა და საშინელი ტანჯვის, რომელიც სულიერად დაგვასნეულებს ორთავეს?! -აღშფოთდა მეფის ვაჟი და სიბრაზით გაჰკრა ხელი იქვე მდგარ თასს.
-დიახ. -მტკიცედ მიუგო გოგომ, თუმცა არავინ იცის, რად დაუჯდა ეს სიტყვები. როგორ დაიფერფლა ტანჯვისაგან მისი სული იმ მომენტში და როგორ წყლულად ასტკივდა ჭრილობა აქამდის უქონელი.
-არ მოხდება ეს! ვიდრე მე ცოცხალი ვარ, შენ ვერ დამტოვებ შენი ნებით! -აღმოხდა უფლისწულს და იქაურობას გაეცალა. მიდიოდა და მთვარის შუქზე ელავდა მისი მოფრიალე ლაბადა, ისეთი დიდსულოვანი, მედიდური იყო მისი სილუეტი ენა წაერთვა უცხომიწელს. ვეღარც დაძახება შეჰკადრა და ვერც ამოტირება. იქვე ჩასრიალდა დანამულ მიწაზე, თავი ხელებში ჩარგო და თმები მხრებზე ჩამოიშალა. იცოდა, ეს მათი ბოლო შეხვერა იყო.
-ტირილს აპირებ? -გაისმა ხმა გვერდიდან და გოგომ თავი ასწია მხოლოდ, რათა დაენახა გვერდით მდგომი. ვინ იქნებოდა თუ არა ისკანდერი. უცრემლო თვალები კვლავ დახარა და გვერდით მდგომს გუნი არ ათხოვა.
-დამტოვე ისკანდერ. -ჩაიჩურჩულა და შემთხვევით ბაგედან დაცდენილი „ისკანდერი“ არ შეიმჩნია, არადა დაჰპირდა მთავარსარდალს, აწ სულ „ალექსანდრეს“ დაგიძახებო.
-თქვენი ლაპარაკი მოვისმინე. -სხვათაშორის აღნიშნა მთავარსარდალმა და წინ დაუდგა გოგოს. ჯერ თვალი მოავლო ღამის წყვდიდში მანათობელ მის ხატებას, შემდეგ მუხლი მოხარა და მიწაზე დადგა, სახე მის პირდაპირ შეაჩერა და ხელი ნიკაპქვეშ ამოუდო. შეკრთა უცხომიწელი და მაშინვე ეჭვნარევი მზერით შეაჩერდა მას. -დამშვიდდი, არაფერს გავნებ. -უთხრა ალექსანდრემ და მის თვალებში ჭვრეტა განაგრძო.
არასასიამოვნო გრძნობა დაეუფლა ელისაბეტს. ვერ იტანდა მის შეხებას, თავი გაატრიალა და მისი შეხებისაგან განთავისუფლდა. ფეხზე წამოიჭრა და დილეგის მეორე ბოლოში გადგა. ალექსანდრეც მას მიჰყვა.
-ნუთუ, ასე გაშინებს ჩემს გვერზე ყოფნა? -წარბი შეკრა მთავარსარდალმა.
-ალბათ, ყველაზე ბოლო რაც მაშინებს, შენ ხარ ალექსანდრე. -დაღლილი ხმით ამოილაპარაკა გოგომ, თუმცა ხმის შეუსაბამოდ მტკიცე თვალები მიანათა მთავარსარდალს. -აქ რა დაგრჩენია?
-გახსოვს, როდესაც სასახლეში მოხვედი, გითხარი, რომ სამ შანსს გაძლევდი. -ხმა დაიბოხა ალექსანდრემ და თვალები განვლილი დროის ნათებით აენთო. -პირველი შანსი მაშინ მოგეცი და გაქცევა შემოგთავაზე. -აღნიშნა და გაეღიმა. -შენ კი უარი მითხარი. ორი შანსი კი კვლავ გამოუყენებელი დაგრჩა, ვინაიდან თქვენს ლაპარაკს ყური მოვკარი, ვგონებ, გაქცევა და წასვლა გინდა. მართლაია, უფლისწულის ერთგული ვარ, თუმცა კი წარსული დროის ხათრით მეორე შანსს ახლა მოგცემ. გონივრულად გამოიყენე.
ალექსანდრემ ეს თქვა თუ არა დილეგს გაეცალა. ელისაბეტი ცოტა ხანს გაშეშებული იდგა, შემდეგ კი დაინახა. დილეგის საკეტი ძირს ეგდო, კარები კი ღია იყო. ერთ წამს დაფიქრდა, ღირდა თუ არა ამ ნაბიჯის გადადგმა, თუმცა მან უკვე იცოდა.
ამიტომ კარები ფართოდ გამოაღო და წავიდა.


------------------------
მინდა გამოგიტყდეთ, რომ შემდეგი თავი ისტორიის დასასრული იქნება!
მადლობას გიხდით ყველას, ვინც ამ მოგზაურობაში გამომყვა♥
მინდა იცოდეთ, რომ ყველანი შესანიშნავები ხართ!



№2  offline წევრი goddess

ძალიან კარგი იყო.ახლა გადავიკითხე თავიდან ბოლომდე და ძალიან მომეწონა.რაღაც განსხვავებული,არა თანამედროვე ეპოქა და გადმოცემას,აღწერას მშვენივრად ახერხებ heart_eyes და ედია ბოლო თავს დიდხანს არ დააგვიანებ heart_eyes

 


№3  offline მოდერი lemongiirl

goddess
ძალიან კარგი იყო.ახლა გადავიკითხე თავიდან ბოლომდე და ძალიან მომეწონა.რაღაც განსხვავებული,არა თანამედროვე ეპოქა და გადმოცემას,აღწერას მშვენივრად ახერხებ heart_eyes და ედია ბოლო თავს დიდხანს არ დააგვიანებ heart_eyes



მალობა ძალიან დიდი და ბოლო თავი უკვე აიტვირთა საიტზე❤️

მარტო სახლში
dzalian kargi iyo <3


დიდი მადლობა❤️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent