შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

კონსტანტინოპოლი (თავი 9)


23-11-2018, 14:19
ავტორი lemongiirl
ნანახია 1 105

განთიადი ჩუმი ნაბიჯებით შემოიპარა სასახლეში და მნათობი სფეროც ცის წვეროსაკენ გაცურდა. უფლისწულმა საყვარელს მიუალერსა და ოთახიდან გაუშვა. სიმშვიდე სუფევდა გარშემო, გარემოც ჩამდგარიყო და მდორე თვალებით შესცქეროდა მას, თითოეულ ნაბიჯს აკვირდებოდა და გამომცდელად ჩასჩერებოდა სულის წიაღში, იქ სადაც საბოლოოდ ადამიანთა მოდგმა ილევა.
უწყვეტი ჩანჩქერივით მოედინებოდა ფიქრები უფლისწულის გონებაში. თვალებს შორის ჩამჯდარი ნაოჭი, მის ახლად დაკაცებულ პირ-სახეს ბრძნულ ელფერს სძენდა, ვინაიდან ფიქრის შედეგია იგი. ულევი ფიქრის...
რაოდენ მართალიც არ უნდა ყოფილიყო უფლისწული, იცოდა მის უცხომიწელთან მაინც ცოდვებით დამძმებული წარსდგებოდა. დამნაშავე იქნებოდა და სიამაყით და სუფთა სულით ვერასოდეს შეხედავდა თვალებში. მარტო სტოვებდა მას, მდიდრულ სიმდაბლეში ამოვლებულს, წუმპეში, რომლისაგან თავის დაღწევაც თავადაც ისე სწადდა, ისე ძლიერად...
ის ხომ მას ტოვებდა,
ტოვებდა რათა საკუთარი ქვეყნის ბედობა დაეცვა,
რათა ხალხისთვის ებრძოლა,
ტოვებდა, რათა მოეკლა...
ომისთვის ტოვებდა.
უჩვეულოდ მდუმარე დღე კარგს არაფერს უქადდა სასახლეში მყოფთ, არც გოგოს მოსწონდა ეს მდუმარება, რომლის დროსაც ასე იოლად იპარებოდნენ წარსული ჭრილობები მის სხეულში და ხმაგაკმენდილს აწამებდნენ. ერჩივნა ჰანუმის კივილი მოესმინა, ხარჭების ტირილი, სიცილი, გოდება... სურდა ხმა გაეღო სახე ჩამომტირალ მონებს, ფერად სამოსში გამოწყობილ დიდგვაროვნებს.
სასახლე შეთქმულებას ამზადებდა მის წინააღმდეგ. იცოდა, მაგრამ ვერაფერს ახერხებდა. ცივ ფილებს მიყრდნობილი სასახლის უდიდესი დარბაზის სარკმლიდან გადაჰყურებდა ტალახისფერ ღრუბლებს და თავი ფიქრებში გადაეშვა. მთელი სხეულით გრძნობდა, რომ რაღაც საშინელი უახლოვდებოდა.
ჰანუმი ერთ მწკრივად დამდგართ დასტრიალებდა თავს და ელავდა მის თვალებში უთქმელი სიახლე, ოდეს თუ არ ეწადდა გაეგონა მისი პირიდან ნაჩქეფი სიტყვები, ახლა იმოდენ აინტერესებდა, რომ მოუსვენრად დაიწყო ადგილზე წრიალი.
ჰანუმმა განაცხადი გააკეთა.
აირია დარბაზი და ხარჭების ემოციებში აზელილ მყუდროებას ხაზი გადაესვა წამსვე. ზოგი ტიროდა, ზოგი იცინოდა, ზოგს შურდა, ზოგს უხაროდა. ყველას თავისი წარმოდგენა ჰქონდა და ყველა თავისებურად აღიქვამდა ახალ ამბავს.
გვიან გაანალიზა, რომ კივილი რომელიც გაიგონა და რომელმაც შესძრა მთელი დარბაზი საკუთარი პირიდან იყო. ეს კივილი, შურისძიების, იმედგაცრუების და ნდობის ტკივილი იყო. აუსრულებელი პირობების და გადაგვარებული ნდობის. ბაგეს დაცდენილი ცრემლები იყო, ტკივილის ამსახველი და სიმწრის ღრიალის შესაკავებლად ძლიერ მუშტებად შეკრა მტევნები.
გამოეყო გრძნობა აყოლილ ხარჭებს, გაკვირვებულ ჰანუმს და მდუმარე მონებს. გაარღვია ის უხილავი კედელი, რომელიც ასე ძლიერ იჭერდა მისგან შორს და გაიქცა. იცოდა სად მიდიოდა. სურდა მთელი თავისი სათქმელი მიეხალა უფლისწულისთვის, სურდა დაენახებინა რაოდენ უსუსურ მდგომარეობაში ჩააყენა იგი, რომ შემდეგ თავს ისევე დასტყდომოდა, როგორც გველეშაპი საშინელი წუმპედან ამოწვერილი. მთელს სასახლეს წყევლად მოვლინებოდა. სურდა, სურდა ენახა აჰმედს რად აქცია პირობის გატეხვით იგი.
-ელისაბეტ!
ნაცნობმა ხმამ გაჰკვეთა ჰაერი და სუნთქვაშეკრული მიბრუნდა გოგო მთავარსარდალისაკენ, რომელიც ამღვრეული ქალაქებით შესცქეროდა გოგოს. მისი დანახვა აღარ იწვევდა ემოციათა ნაკადს სხეულში, მისი დანახვა აღარას იწვევდა თუ არა ზიზღს და აწმყოს უქონლობას. მართალია, ისკანდერს ეჭიდებოდა ოდეს იგი ერთადერთი იყო ვინც წარსულის მზიან დღეებს გაახსენებდა, მის გონებააში აანთებდა ჩამუქებულ ოთახებს და იმ სატრფიალო მოგონებებს მზის შუქზე გამოიტანდა. თუმცა ახლა აღარ სჭირდებოდა ისკანდერი, აღარ სჭირდებოდა მისი გახსენება, ღამეული სიზმრები მასზე. წარსული წარსულში დარჩა, ოდეს მომავალი კვლავ წინ არის და ელის მას.
-ალექსანდრე. -სიმწრის ღიმილმა გადაურბინა სახეზე და გაბრაზებული სახის ნაკვთების მოთოკვას შეეცადა. აბრეშუმის შესამოსი მაგრად მოიქცია მუჭში და თავის ნაზი რხევით წინ ჩამოშლილი აბანოზისფერი თმა უკუაგდო.
მთავარსარდალს წამიერად მოვარდნილი ემოციების ჭავლისაგან გმინვა დასცდა პირიდან. გოგო მის წინაშე ელავდა. მისი ბრაზი იმოდენ მწველი იყო, სურდა ალები მოსდებოდა სხეულზე. ქარქაშზე იტაცა ხელი და მაგრად მოუჭირა, არ ეწადდა გრძნობების მის წინაშე გამოაშკარავება. ის ხომ, უფლისწულის ხარჭა იყო.
-საით გაგიწევია? -წარბი შეკრა მამაკაცმა და ჯმუხი ნიღაბი მოირგო სახეზე, იმ ტკივილის დასაფარად რასაც ახლა განიცდიდა.
-უფლისწულს უნდა ვეახლო. -ირონიულად მიუგდო გოგომ ორიოდ სიტყვა და გვერდში ამოუდგა. მისი სურნელი თავბრუს ახვევდა მთავარსარდალს და მხოლოდ წამიერად თვალები ძლიერ დახუჭა, მონატრებული სურნელება ღრმად შეისუნთქა და გონებაში დალუქა, არ სურდა ოდეს გაქცეოდა იქიდან. -თქვენის ნებართვით. -თავი დაუკრა ელისაბეტმა და გზა გააგრძელა. თვალი შეაყოლა მიმავალს ალექსანდრემ და გულის ტკივილი იგრძნო, იმოდენ დიდი და საშინელი ადგილზე ჩაიკცეცა და მკერდზე ხელები იტაცა.
ახლა უკვე ნათლად ხვდებოდა, უკანასკნელი სიმებიც გაწყვეტილიყო მათ შორის.

***
კარები ისეთი ძალით შეგლიჯა უფლისწული ტერასიდან გამოვარდა, გაკვირვება ჩაეღვარა თვალებში მისი დანახვისას და ტკივილი. ბურუსისფერი გახდნენ მისი კოშკები, მოწითალო ბურუსის, წითელი კი ტკივილის საყვარელი ფერია. მის წინ იდგა, ღვთაება. უცხომიწელი, მისი უცხომიწელი და უელავდა თვალები ბრაზითა და იმედგაცრუებით და იმოდენ ზიზღით შესცქეროდა მას, უფლისწულმა პირი იბრუნა მისგან და უკვე კარგად დაზუთხულ ტექსტს ბააგეები ჩურჩულით ააყოლა.
-აჰმედ! -მომთხოვნი ტონი ერია მის ხმაში. გზა გადაკვეთა მათ შორის და წინ ამოუდგა მეფის ვაჟს. წითელი ფერი ემოსა, ბაგენიც წითლად შეღებვოდა, იუნინისფერი თვალები საოცრად გამოჰკვეთოდა. ბრინჯაოსფერი კანი სიბრაზისგან ასწითლებოდა. უფლისწულმა დამნაშავესავით ჩახარა თავი, ვინაიდან არ ეწადდა მისთვის თვალის გასწორება. -უფლისწულო! -იმხელა ღვარძლით შესძახა დიაცმა შექანდა წამიერად მეფის ვაჟი და წონასწორობის დასაცავად კვლავ მას დაეყრდნო. ნანატრ სხეულზე შეხება ეკლებივით მოხვდა მის გულს. თვალები ძლიერ დახუჭა შემდეგ კი კვლავ გაახილა და ჩაშავებული კოშკებით მიაჩერდა.
-გისმენ. -მის ხმაში სიცივის გარევა სძალმიძდა უფლისწულს, თუმცა ვერა მოახერხა რა, სიმკაცრე წაგლეჯილმა ოდნავ ამღვრეული მზერა მის ირისებზე დაუშვა და იქ დაინახა ელისაბეტმა.
რა იდგებოდა მათ შორის ყველაზე მეტი, თუ არა კვლავ დედოფალი.
-ომში მიდიხარ აჰმედ! -გამოსცრა გოგომ და მისი დიდი ხელი თავისაში ჩაიბღუჯა. -ომში! -მის ხმას სიტკბოების ნოტები შეეპარა. -მე მტოვებ აჰმედ? -ხმამაღლა გაჟღერებული ყველაზე საშინელი აზრი ძლიერი დარტყმა აღმოჩნდა გოგოსთვის და ჰაერის უკმარისობის გამო ტერასას მიაშურა. შეაჩერდა მოფუსფუსე მეომრებს, სასახლის წინ, რომ იკრიბებოდნენ და მათი ჟინი იმოდენ ნათლად დაინახა გოგომ, შესძაგდა თითოეული მათგანი, ვინაიდან აჰმედის წართმევას ლამობდნენ.
უფლისწული მიუახლოვდა გოგოს და მის გვერდით დაიკავა ადგილი. თავადაც ველს გააჩერდა, არ ეწადდა გოგოს თვალებში ამოკითხული იმედგაცრუებისათვის თვალის გასწორება, თავს ისედაც უკანასკნელ მძორად ჰგრძნობდა, პირობის გატეხვის გამო.
-შენსა და ჩემს შორის, დადებულ პირობას შორის ყოველთვის იდგება რაღაც. ასე არაა? -ხმადაბლა ჩაილაპრაკა გოგომ, თითქოს თავში არეულ ფიქრებს მისცა გასაქანიო. უფლისწულისთვის არც შეუხედავს, ისე იგრძნო როგორ დააქნია მან თავი უხმოდ. -და ეს ყოველთვის შენი სახელმწიფო იქნება, რომელიც მე ასე მძაგს! ეს ყოველთვის დედოფალი იქნება, რომელიც ასე მძულს! მეფე იქნება, რომლის სიკვდილსაც ხილვებად ვხედავ სიზმარში! ეს ყოველთვის დაწყევლილი სასახლე იქნება, რომლის დანგრევა ზმანებად მეხატება ყოველ წამს! შენ ეს იცოდი აჰმედ და მაინც მომეცი პირობა არა?... -ხმა წართმეოდა უცომიწელს და მხოლოდ და მხოლოდ ხავილით შესჩიოდა საყვარელს. მეფის ვაჟმა კვლავ უხმოდ დაუქნია გოგოს თავი და ერთადერთი, ეული კურცხალი ჩამოუგორდა ლოყაზე. არ უნდოდა ამის შემჩნევა გოგოს, არ ეწადდა მისი სინანულის დანახვა.
-გამოსავალს მოგცემ აჰმედ, ოღონდ უნდა დამიჯერო... რადგან, ეს ბოლო შანსია შენი და ჩემი, ეს ბოლოა, მართლაც და უკანასკნელი, რომლის იქითაც არა იქნება წყვდიადის გარდა რაიმე.
-გამოსავალი არ არსებობს. -მკაცრად დასცდა მეფის ვაჟის ბაგეებს და მომუშტილი ხელი ღონიერად დასცა ტერასის მოჩუქურთმებულ მოაჯირს. თითქოს თავის უბედობას უსწორდებოდა, თუმც წყალს წაუღია მისნაირი უბედობაო წამით გაიფიქრა ელისაბეტმა და შემდეგ საკუთარი გამოსავალი გააჟღერა.
-თან წამიყვანე აჰმედ.

***
ბრდღვინავდა სასახლე, წრიალებდა ხალხი და ოვაციები ისმოდა გალავნის იქით. ელავდა ცივი ფილებით ნაშენები, ბარბაროსთა ბუდე. თავის გამოზრდილს ემშვიდობებოდა, აცნობიერებდა რა, რომ შეიძლება საკუთარი პირმშო აღარ დაჰბრუნებოდა და გრუხუნებდა სასახლე ყველაზე საშინელი დუმილით. ბრბოდ შეკრებილიყო ხალხი და ზოგი ყიჟინით, ზოგი ცრემლებით მიაცილებდა მეომართ. შეიშალაო უფლისწული, ფიქრობდნენ ზოგნი, ამ ზამთრის პირში საომრად წასვლა ვის გაუგიაო! გაუწყდება მეომართ ნახევრი და თავადაც ამ უაზრო ახირებას შეეწირება, დატოვებს სასახლეს უპატრონოდო. სასახლის კუთხეში მსხდარი მისანნი დიად გამარჯვებას უქადნენ მას და დაბერებულ ხელებს ჰაერში აქნევდნენ მასთან გამოსამშვიდობებლად.
წინ მიიდიოდა უფლისწული, გვერდში ორი მხედარი ამოსდგომოდა, ზურგს კი მეომართა ზღვასავით არმია უმაგრებდა. ცივი იყო ამინდი, ძვალ რბილში ატანდა ყინვა და თავიდანვე იცოდა ყოველივემ. შეეწირებოდა ამ ომს სასახლის შვილები და სტიროდა სასახლე, ყველაზე საშინელი დუმილით.


---------------
სალამი მეგობრებო!
ახალი თავით დაგიბრუნდით, რას ფიქრობთ?



უზადოა როგორც ყოველთვის❤ მიხარია აჰმედმა და ელისაბეტმა ერთმანეთს რომ გაუგეს :-) იმედია თან წაიყვანს ელისაბეტს თუ არადა შინ მშვიდობით მაინც დაბრუნდება.
ერთი რამ კიდევ. ორჯერ გეწერა სიტყვა ტერასა და რადგანაც შენ წერისას ძველი დროისთვის დაამახასიათებელ ლექსიკას იყენებ, სიტყვა ტერესა არ მოუხდა ისტორიას.ჯობდა აივანი დაგეწერა, თან მეფეთა დროს აივნები იყო და არა ტერასები.
წარმატებები შენ და აჰმედს ❤

 


№2  offline მოდერი lemongiirl

რუსკიმარუსია
უზადოა როგორც ყოველთვის❤ მიხარია აჰმედმა და ელისაბეტმა ერთმანეთს რომ გაუგეს :-) იმედია თან წაიყვანს ელისაბეტს თუ არადა შინ მშვიდობით მაინც დაბრუნდება.
ერთი რამ კიდევ. ორჯერ გეწერა სიტყვა ტერასა და რადგანაც შენ წერისას ძველი დროისთვის დაამახასიათებელ ლექსიკას იყენებ, სიტყვა ტერესა არ მოუხდა ისტორიას.ჯობდა აივანი დაგეწერა, თან მეფეთა დროს აივნები იყო და არა ტერასები.
წარმატებები შენ და აჰმედს ❤


უღრმესი მადლობა♥
შესწორებასაც შევიტან ახლო მომავალში♥

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent