შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

კონსტანტინოპოლი (თავი 11)


6-12-2018, 23:05
ავტორი lemongiirl
ნანახია 1 173

იბრძოდნენ ყოველნი კონსტანტინოპოლს. დღეებით ადრე დაძრულა ხმა სამეფოში, ოქროს უბის უფლისწული უნდა ეწვიოსო ქალაქების დედოფალს, თან დიდძალი არმია მოყავს და დაუბარებია, გაიქცნენ სანამ მოასწრებენო.
არ შეურყევია ამ დანაბარებს თავმომწონედ გამოჭიმული დედაქალაქი, კონსტანტინოპოლი. პირი უქცევია ჯარისაკენ, გახიზნეს მთებში ქალები და ბავშვები, მამაკაცებმა კი, სულ ახლად დაკაცებულებმაც, წვერ მოუსვლელებმაც, ხმლები დაიჭირეს ხელში და დედაქალაქისათვის ბროძალაში უყვეს თავი.
იბრძოდა ყოველი და ზამთრის სუსხს ხვითქად ჩამოსული ოფლის მსხვილი წვეთები აძლებინებდათ. ისმოდა გარშემო ხმლების ლაწა-ლუწი, დაჭრილების ღრიალი, თუმც ყველაზე ხმამაღალი გარშემო, მაინც მიცვალებულთა დუმილი იყო და იმოდენს ამბობდა მათი გათეთრებული თვალის გუგები, ჭკუიდან იშლებოდნენ მხილველნი.
სამ დღეს გასტანა სისხლიანმა ომმა, დაუღალავად იბრძოდნენ ორივე მხარე. არ თმობდა პოზიციებს კონსტანტინოპოლი და არ ეშვებოდა მის სიდიდადეს წატანებული ოქროს უბე. რაღა ექნად, საგრძნობლად დაღლილი და გამოფიტული არმიები მხოლოდ მესამე დღეს მოასვენეს და ისე გაეყარნენ ერთმანეთს.
ბიზანტიის გული ეცემოდა და ხედავდა ყოველივეს უფლისწული. გახარებოდა? სად იყო სიხარულის დრო, შეაკვდა ხელებში მეომართა ნახევარი. რა პირით დაბრუნებულიყო უკან, როგორ განეცხადებინა მათი მშობლებისთვის, მათი ოჯახისთვის, რომ მხოლოდ და მხოლოდ მის სიყვარულს შეეწირა ამოდენ ვაჟკაცი. ქვეყნის დასაცავად დაუღალავად მშრომელი ახმახი.
მთავარსარდალი უფლისწულის გასაჭირს ხედავდა, აგიზგიზებულ კოცონთან მარტონი ისხდნენ. თვალი გაეშტერებინა ცეცლის ენებისთვის მეფის ვაჟს და თვალებში იმოდენ დიდი სევდა ედგა, გული შეუწუხდებოდა მხილველს.
-რას ჩაფიქრებულხარ, უფლისწულო? -სიტყვა შეჰკადრა ალექსანდრემ და თავად წინ დადებულ ხანჯალს დაუწყო ლესვა. მეფის ვაჟმა ცერად გადმოჰხედა, თითქოს სულ ახლახანს აღმოაჩინა მარტო, რომ არ იოყ და კვლავ კოცონს არგუნა მზერა.
-ომზე მეფიქრება ალექსანდრე, ომზე. -თავი გააქნია მეფის ვაჟმა.
მთავარსარდალმა ყური ათხოვა მეფის ვაჟს, ეგონა, გულის ნადებს გაუმხელდა. თუმც არ ჩქარობდა უფლისწული, შორეული ფიქრების მთვარის სინათლეზე გამობრწყინებას და მხოლოდ ალების ყურებას სჯერდებოდა. ამოდენ გარდაცვლილის, გადარჩენილის, დაჭრილის ყურებისას, მაშინ, როდესაც მის წინ აღმართულიყო ქალაქთა დედოფალი და მხოლოდ რამოდენიმე ნაბიჯი აშორებდა აუხდენელ ბედნიერებას, მაინც იმ ერთადერზე ეფიქრებოდა. მის სანუკვარ უცხომიწელზე. მის უცხომიწელზე.
ელისაბეტი იმ კარავში მძინარე დატოვა. მაშინ, როდესაც ბალღივით ძლიერ მიეჭირა ქუთუთოები ერთურთს, ოდნავ ბაგე შეხსნილი, მშვიდი და ამავე დროს, აღელვებული სახით ეძინა. შვიდი დღის მანძილზე პირველად ჩაძინებულის გაღვიძებას მოერიდა და მხოლოდ და მხოლოდ მცირე ხნით დაეკონა ბაგეებზე. შემდეგ კი ზურგი აქცია და წამოვიდა.
ო, რად დაუჯდა მისგან წამოსვლა უფლისწულს. ყოველ ნაბიჯზე ეგონა მიბრუნდებოდა, ხელს ჩაჰკიდებდა და მაგრად ჩაიკრავდა გულში, შემდეგ კი ქალაქების დედოფალში, კონსტანტინოპოლში მოიყვანდა, არა როგორც მტერს, არა როგორც მომდურნეს. არამედ მხოლოდ უგონოდ შეყვარებულ ქალს, რომელთან ერთადაც დასახლდებოდა და რომელთან ერთადაც დარჩენილ ცხოვრებას გაატარებდა.
ო, როგორი სანატრელი იყო მისი ეს ზმანება და მაინც, როგორ ჰმატებდა სიმძიმეს მხრებზე უფლისწულის ტიტული. დედოფალთან გაუთავებელი ომი, მეფის უმოქმედობა და ამოდენა სამეფო, თითოეული მაცხოვრებლით მას, რომ შეჰყურებდა. მხოლოდ და მხოლოდ აჰმედზე ამყარებდნენ იმედებს.
მთავარსარდალმა ერთხანს უცქირა მდუმარებით შემოსილ უფლიწულს, შემდეგ, როდესაც მიხვდა სიტყვის დამცდენი არ იყო, პირი იბრუნა ჩრდილოეთისკენ და ცხენების სადგომელისაკენ წავიდა სადაც რამოდენიმე პირტიტველა მეომარი კოცონთან დამჯდარიყო და ყელგახვრეტილ თასებში დასხმულ სასმელს აგემოვნებდა. მთავარსარდლის მიახლოებას ფეხზე ადგომით შეხვდნენ და წამოიშალნენ კოცონთან მსხდომნი. არა შეიმჩნია რა, მათი თავაზიანობა ალექსანდრემ და პირდაპირ იქვე დამდგარ პირუტყვს გაუსწორა მზერა.
-ყველაზე მარდი რომელია ამათგან?
-აღმოსავლეთის ცეცხლი, ყველაზე ნაქებარი და გამოწვრთნილია, მთავარსარდალო! -თავდახრილმა მოახსენა მათგან ერთ-ერთმა. ალექსანდრემ ბიჭი აათვალიერა და წარბები შეკრა.
-გაამზადეთ. -თავი დააქნია მთავარსარდალმა.
პირუტყვი შეკაზმეს და აღვირი გაუწოდეს ალექსანდრეს. მთავარსარდალმა ცხენის სათავეები ხელთ იღო და გაემართა კოცონისაკენ სადაც განმარტოებით იჯდა ჩაფირებული უფლისწული. მიუახლოვდა და მის ხატებას ნათლად დააკვირდა. გამოყვანილი სახის ნაკვთები და სამეფო სისხლის სილამაზე დასდევდა მეფის ვაჟს გვარში. იმოდენ თვალწარმტაცი იყო, ეულად მჯდომი, ცეცხლის ალებით შემოსილი, მთავარსარდალმა ერთი სევდიანად გააქნია თავი და მიუახლოვდა.
-უფლისწულო. -თავი მოიდრიკა მის წინაშე. მეფის ვაჟს არ აუხედავს, თავი დააქნია მდუმარედ. -თუ ახლავე წახვალთ, პირველი ნათებისას უკვე აქ ინებით. -უფლისწულის გაკვირვებულმა მზერამაც არ დააყოვნა ამის მოსმენის შემდგომ და ჯერ მთავარსარდალი შემდეგ კი პირუტყვი აათვალიერა მის გვერდში მდგომი, თავმომწონედ გამართული, წამიერად რომ შეიცნო უფლისწულის მზერა და თავი გააქნია ომახიანი ჭიხვინით.
-რას გულისხმობ ალექსანდრე? -დასჭექა მეფის ვაჟმა.
-ბანაკში, არ გაგიმხელთ მიზეზს, თუმცა უკვე ნათლად შესატყვისია გული დაგრჩენიათ იქ, და უგულოდ ამ ომს ვერ მოვიგებთ. თუ უფლისწულმა არ შეიგრძნო მთელი გულით გამარჯვება, მაშ, ჩვენ ხელქვეთს გვწადდის იგი?
-შემცდარხარ ალექსანდრე, მე გულიც და სულიც საბრძოლო ველისაკენ მიმიჩქარის. -თავი მოიტყუა უფლისწულმა და მთავარსარდალმაც აღარ დააყოვნა. მსუბუქად ჩაიცინა და იქაურობას გაეცალა. პირუტყვი მეფის ვაჟის გვერდში მდგომი დასტოვა.
იორჭოფა უფლიწულმა, უძალიანდებოდა სურვილებს, მაგრამ სძალმიძს კი საღ გონებას გულის უსასრულო სენის დაძლევა? არ იყო გასული დიდი დრო მთავარსარდლის გაუჩინარებიდან ცხენზე ამხედრდა უფლისწული, ერთი შესძახა „ჰერიო“ და ომახიანად, მკვერცხლად გაშორდა იქაურობას.
მიიწევდა აღმოსავლეთის ცეცხლი წინ და გული უხტოდა მასზე ამხედრებულ უფლისწულ აჰმედს. მიიჩქაროდა მისი გულისკენ, რომელიც ბრძოლის ველისგან მოშორებით, ბანაკის კარავში, მძინარი დატოვა.
მიქროდა და ეგებებოდა უცაბედად წამოსული წვიმა მას. დასტიროდა ზეცა შეყვარებულებს და ეთხოვებოდა მათ სიდიადეს, წუთიერი დუმილით. წამოიჭექებდა, გაიხსნებოდა ცა, გადმოჰყრიდა კურცხლებს, შემდეგ კვლავ დადუმდებოდა და გზას გაუხსნიდა უფლისწულს. მისი სატრფოსკენ მიმავალ გზას.
მიუახლოვდა თუ არა ბანაკს, გულმა სხვანაირად იწყო ფეთქვა, აღელდა ერთიანად. სხეულით გრძნობდა საყვარლის სიახლოვეს და არა ადარდებდა სხვა. კარავთან მივიდა და ომახიანი ჭიხვინით შეჩერდა აღმოსავლეთის ცეცხლი, იგრძნო მხედრის მოუსვენრობა. მკვირცხლად გადმოხტა გამოცდილი მხედარი ცხენიდან და შეაჭრა წამსვე კარავში. უკვე სული ეხუთებოდა მასთან სიახლოვისგან. ერთი სული ჰქონდა ეხილა მისი ოკიანისფერი თვალები და გულში ჩაეკრა მისი სიფრიფანა სხეული. აბანოზისფერ თმებზე ჩამოესვა ხელი.
როდის ჩასთვლიმა არ იცოდა, თუმცა ის კი ახსოვდა როგორ გამოიღვიძა ძილიდან აფორიაქებულმა. გული ისეთი სიჩქარიდ უცემდა, თითქოს ამოხტომას ლამობდა მისი სხეულიდან. არ იცოდა რა იყო ამის მიზეზი, თავბრუ დაეხვა და სიმშვიდის შესანარჩუნებლად საწოლის გვერდით მდგარ, წყლის თასს მიუბრუნდა. კანკალს ატანილი ხელიდან უცაბედად გაუსხლტა წყლით სავსე თასი და მიწაზე ხმაურით დაეხეთქა.
საწოლიდან წამოვარდა წინ და უკან სიარული დაიწყო, იმოდენ ჰყავდა ემოციებს შეპყრობილი, ეგონა გული გაუსკდებოდა. ცახცახმა აიტანა, თვალები აუწყლიანდა. რა ხდებოდა?
ყვირილი უნდოდა და ის იყო თავში ხელის შემორტყმას აპირებდა, თავს დატეხილი გაურკვევლობისაგან, რომ კარავში უფლისწული შემოიჭრა. სამი დღის განმავლობაში ზმანებად ელანდებოდა და ახლაც, მხოლოდ და მხოლოდ საკუთარი წარმოსახვის ნაყოფი ეგონა.
-მელანდები? -ამოიკნავლა საცოდავად. ვერც კი ხვდებოდა ეს ხმა მართლა თავად ამოუშვა პირიდან თუ არა. ხავილს უფრო გავდა. მასთან ერთად ცრემლებმაც უწყვეტლივ იწყეს დენა. მისი თავშესაფარი სჭირდებოდა.
უფლისწულმა არ უპასუხა. მანძილი მათ შორის ნაბიჯებში დაფარა და თავისი უცხომიწელი მკლავებში მოიმწყვდია. თმაზე ხელი ჩამოუსვა და ისე ძლიერად, ისე საოცრად დაეკონა ბაგეზე, ერთი კურცხალი თავადაც გადმოუგორდა დახუჭული თვალებიდან.
ეგონა შეიშლებოდა ეს ყოველივე სიზმარი, რომ ყოფილიყო. ეგონა ჭკუიდან გადავიდოდა ახლა მართლა მოლანდება რომ მდგარიყო მის წინ ამიტომ მის მკლავებს უხეშად მოშორდა და აკანკალებულმა ხელის გულით შეიწმინდა ცრემლები, რომლებიც მისი თვალებიდან დენას არ სწყვეტნდნენ.
-მითხარი აჰმედ, მითხარი, რომ აქ ხარ, რომ არ მელანდები. გთხოვ, მითხარი.
გული მოუკლა უფლისწულს მისი უცხომიწელის ასე ხილვამ და წამიერად ხმის გაღება ვერ შეძლო. შემდეგ კი კვლავ მიეჭრა ჩაიხუტა სუსტი სხეული და მის თმებში თავჩარგულმა ამოიხრიალა.
-არ გელანდები ელისაბეტ, მე აქ ვარ! შენს გვერდით ვარ უცხომიწელო. აქ ვარ!...
საყვარლის სხეულს გვერდიდან არ იშორებდა, თითქოს გული დაუბრუნდა სხეულსო და გოგოსთან განშორება ერთიანად აუჩეხავდა სხეულს. უნდოდა მანამ მოსიყვარულებოდა მას სანამ წასვლის ჟამი არ მოუკაკუნებდათ კარებზე. იცოდა ეს ელისაბეტმა, ხვდებოდა და მთელი სხეული უხურდა, მოსალოდნელი გამომშვიდობებისაგან. უნდოდა შეეგრძნო უფლისწული, თხემით ტერფამდე.
ამიტომაც შემოიძარცვა აბრეშუმის ქსოვილი სხეულიდან და უფლისწულსაც გააშორა იგი, მის ალერსში დალია ღამე და საბოლოოდ, პირველი სხივების დროს, როდესაც ერთ მთლიანობად იქცნენ, როდესაც ერთმანეთს სულიერად და ხორციელად შეერწყნენ ერთადერთმა ცრემლმა გაიკვლია გზა მის სახეზე და ეს ცრემლი, ეს ერთადერთი კურცხალი არათუ დარდის, ბედნიერებისა იყო.


--------
ესეც ახალი თავი!
რას ფიქრობთ, მოგეწონათ?
ისკანდერზე რას იტყვით?..
მადლობა თითეულ თქვენგანს! მაბედნიერებთ!♥




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent