როგორ შემიყვარდა კრიმინალი (დასასრული)
- გამარჯობა, პატარავ... - მამაკაცის თბილი , ხავერდოვანი ბარიტონი მისწვდა ნიას სმენას და იმავე წამს ნაცნობი სურნელიც შეიგრძნო . სურნელი თბილი იყო, ახლობელი და ძვირფასი, მაგრამ არა ის , რომელიც მის საყვარელ მამაკაცს ეკუთვნოდა. ქუთუთოები ნელა დააშორა ერთმანეთს ბურუსში მყოფმა გოგონამ და საწოლის გვერდით მჯდარ, თეთრ პერანგში გამოწყობილ მეტრეველს, რომელიც სითბოთი და სიყვარულით სავსე თვალებით უღიმოდა, მწვანე თვალები შეანათა. - გიო... - როგორ ხარ? - მისკენ დაიხარა მამაკაცი და შუბლზე ფრთხილად აკოცა. - უკეთ... ეხლა უკეთ -ავადმყოფობისგან დასუსტებული ხმით სვენებ-სვენებით მიუგო ნიამ და თბილად გაუღიმა - მაგრად შეგაშინე , ხო? - შემაშინე, ის სიტყვა არ არის, ნია... - ჰაერი ღრმად შეისუნთქა მამაკაცმა და სახე ძლიერად მოისრისა. შემდეგ რამდენიმე წამს უხმოდ აკვირდებოდა ქალს, ბოლოს თვალი თვალში გაუყარა ქალს და ისე ჰკითხა: - რა მოხდა? - არაფერი... - სახე შეეცვალა სანიკიძეს და ოდნავ მოარიდა მზერა. - არაფრის გამო მოაწყო ოთხმოცდაათიანები შენმა საყვარელმა? - ზიზღი და ირონია შეერია მეტრეველის ცივ ხმას. - არ მინდა ამაზე საუბარი. - დაბალი ხმით უპასუხა სანიკიძემ. - ნია! - მისი მზერის დაჭერა ცადა მამაკაცმა. - გთხოვ.. - მის გამო მოხდა, ხო? მისი და მისი დაუსრულებული კრიმინალური საქმეების... - ყბები დაეძაბა მეტრეველს და თვალებში სიძულვილის ბოროტი ნაპერწკალი ჩაუდგა. - მიპასუხე! - უბრალოდ, გთხოვ! - რას მთხოვ?- წარბები შეკრა მამაკაცმა. - არ მინდა ამაზე საუბარი.. და ეს ჩემი და ლუკას საქმეა... - ტონი გაიმტკიცა ნიამ და ამჯერად თვალი თვალში გაუყარა მამაკაცს - მარტო ჩემი და ლუკასი. - წარმოთქვა ხაზგასმით. მეტრეველმა ერთხანს უხმოდ უყურა ვეფხვივით შემართულ ქალს, ბოლოს ცივად ჩაეცინა. -ამის დედაც... როგორ იცავ საყვარელს? - დასაცავად აქვს საქმე?- ნერვიულობა შეეტყო ნიას და შიში ჩაუდგა ხმაში. - დამშვიდდი... - დინჯად მიუგო მეტრეველმა - ყველაფერი ზედმეტად სუფთად აქვს გაკეთებული. არც მე ჩავერევი, აქაც შეგიძლია წყნარად იყო.. მაგრამ არა შენს გამო,ნია.. შენს გამო არა. - ნინა? - თვალი გაუსწორა სანიკიძემ. - ხო , ნინა... - ყრუ ხმით დაუდასტურა მამაკაცმა. - გასაგებია. - ჩაილაპარაკა სანიკიძემ და შემდეგ რამდენიმე წამით სრული სიჩუმე ჩამოწვა პალატაში. ნიამ თვალი აარიდა მამაკაცს და ფანჯრის მიღმა ღამის თბილისის ცას გახედა. წამის შემდეგ ისევ გიორგის გაუსწორა თვალი ,რომელიც ძველებურ, გამჭოლ მზერას არ აცილებდა , თითქოს ამ მზერით მის სულს რენტგენში ატარებსო. - ნუ მიყურებ ეგრე... - თითქმის მუდარით თხოვა გოგონამ. - როგორ გიყურებ?- დინჯად , მისთვის თვალმოუშორებლად დაეკითხა მამაკაცი. - ისე როგორც, სასამართლო დარბაზში უყურებ ხოლმე ბრალდებულებს.. ისე როგორც შენს მტერს. - მე შენი მტერი არ ვარ. - მშვიდად მიუგო მეტრეველმა. - მტერივით კი მიყურებ... - ხმა გაუტყდა ქალს და ცრემლის თხელი ფენით დაენისლა თვალები. - სისულელეს ამბობ... ამის დედაც... - ჰაერი ღრმად შეისუნთქა გიორგიმ და სახე ორივე ხელით მოისრისა , შემდეგ ისევ გაუსწორა მზერა და სევდანარევი სითბოთი გაუღიმა - მე შენი მტერი არასოდეს ვიქნები, ნია... მაგრამ არც მეგობარი ვიქნები. ვერ ვიქნები.. - გიო... - ხო.. ესეა ეს ამბავი.. - ისე რომ ქალის თვალებისთვის არ მოუცილებია მზერა, სრულიად გაუაზრებლად დასწვდა მის სისტემამიერთებულ ხელს და ფრთხილად მიეფერა. შემდეგ ერთბაშად დასერიოზულდა. სულ სხვანაირი გაუხდა ქალისკენ მიმართული მზერა , რომელიც ცხადად იგრძნო ნიამ. ხელი ფრთხილი , მაგრამ მტკიცე მოძრაობით გაინთავისუფლა მისი თითებიდან და თვალი აარიდა. - ეს შეიძლება ჩვენი ბოლო შეხვედრაა... შეიძლება დღეს ბოლოჯერ ვხედავთ ერთმანეთს. - მეტრეველის დინჯმა და უჩვეულოდ მშვიდმა ბარიტონმა დაარღვია პალატაში გამეფებული რამდენიმე წამიანი თბილი სიჩუმე. ნათქვამი ბგერები უსიამოვნო აზრად დალაგდა ნიას გონებაში, მკერდში მწველ ტკივილად გარდაიქმნა და მისგან გამოწვეული ეკლიანი გორგალი გაჭირვებით გადააგორა უკან. - გასაგებია... - დაიჩურულა ძლივსგასაგონად და ამღვრეული თვალები ფრთხილად მიანათა მამაკაცს, რომელიც ერთხანს ისევ უსიტყვოდ აკვირდებოდა ქალს. შემდეგ დინჯად წამოდგა და ნელა დაიხარა ქალისაკენ. ისე ნაზად, ისე ფრთხილად აკოცა შუბლზე... თითქოს ფაიფურის ყოფილიყოს და ეშინოდა არ შემოტყდომოდა. თვალები ნელა გაახილა ნიამ. პალატაში აღარავინ იყო. იმავე წამს ღიად დარჩენილი ფანჯრიდან მონაბერი სიო შემოიჭრა, ოთახში შერჩენილი სურნელი აკრიფა და წვიმიან ქუჩებში თან გაიყოლა.. *** - გამარჯობა... ღუდუშაურის მიმღებში მჯდარმა ქერათმიანმა გოგონამ თავი ნელა ასწია და დაკვირვებით შეათვალიერა შავ ქურთუკში გამოწყობილი, თავს წამომდგარი მაღალი მამაკაცი, მაგიდის პრიალა ზედაპირს ორივე ხელით რომ ეყრდნობოდა და შავი თვალებით ბურღავდა. - გამარჯობა.. - ფართო ღიმილი გადაიკრა გოგონამ სახეზე. - ამ პაციენტის პალატის ნომერი მჭირდება- მართკუთხა ფორმის , პატარა ზომის ქაღალდი პრიალა ზედაპირზე გააცურა აბაშიძემ. ქალმა ქაღალდი აიღო, პაციენტის სახელს და გვარს დახედა და შემდეგ, ეჭვნარევი მზერით ამოხედა მამაკაცს. -თვქვენ მისი ნათესავი ხართ?- დაეკითხა ფრთხილი ხმით. - ნათესავი ვარ... - მშრალად დაუდასტურა ლუკამ. გოგონამ ერთხანს კიდევ უყურა ეჭვნარევი მზერით, შემდეგ გორგოლაჭებიანი სკამი ხრიგინით გააგორა უკან და წამოდგა. - თქვენი ნათესავი რეანიმაციულ განყოფილებაშია... ძალიან სუსტად და მძიმედ არის, ამიტომ ეცადეთ დიდ ხანს არ გაჩერდეთ... მაქსიმუმ, მხოლოდ ათი წუთი... - დაასრულა მონოლოგი ქალმა და მესამე სართულზე ერთ-ერთი კარის წინ შედგა, შემდეგ მთელი ტანით შემობრუნებულმა ძველებურად გამომცდელი მზერა მიაპყრო მამაკაცს. - ვინ ბრძანდებით პაციენტის? - ხომ გითხარით... ნათესავი ვარ - მოუჭრა აბაშიძემ და ეცადა კარი შეეღო. - მააინც.. ვინ ხართ მისი? - ჩაეძია ქალი და სრულიად უადგილოდ, თმის კულული კეკლუცი მოძრაობით დაიხვია თითზე. - მისი გარე ბიძაშვილი ვარ... გაწყობთ? - კარის სახელურს ხელი უშვა ლუკამ და ქალისკენ შემობრუნებულმა მთელი ძალისხმევის დაძაბვით მოახერხა ნერვების დამორჩილება და ხმისთვის დაბალი ტონის შენარჩუნება. მამაკაცის ყინულოვანი მზერით შეცბუნებულმა ქალმა ის ხელი კულულს რომლითაც აწვალებდა, უხერხული მოძრაობით ჩაჩურთა თეთრი ხალათის ჯიბეში და ერთი ნაბიჯით უკან დაიხია. - უბრალოდ გამიკვირდა.. მას მხოლოდ მამამისი აკითხავს.. მთელი თვეა აქ წევს და სხვა ნათესავები არ გამოჩენილან.. ძალიან გთხოვთ, მხოლოდ ათი წუთი.. ძალიან მძიმედ არის. - გაფრთხილება შეერია ქალის ხმას, მაგრამ აბაშიძე მას აღარ უსმენდა. აუჩქარებლად შეაღო პალატის კარი , ასეთივე მოძრაობით მოიხურა უკან და გაყინული მზერით დააკვირდა მამაკაცს, რომელმაც გაჭირვებით დააშორა ქუთუთოები ერთმანეთს და კართან მდგარი მაღალი, ნაცნობი სილუეტის დანახვაზე თვალებში შესამჩნევი შიში ჩაუდგა. ნაიარევი, ისედაც უფერული სახე კიდევ უფრო გაუფითრდა . ქალი არ აჭარბებდა: არაჯანსაღი ფიზიკური სხეული, სხვადასხვა აპარატების ეკრანებზე გამოსახული დაბალი სასიცოცხლო მაჩვენებლები, გულისცემის სუსტი და არეული რიტმი... ყველაფერი იმაზე მიუთითებდა, რომ პაციენტის სიცოცხლის დღეები, და შეიძლება, წუთებიც და წამებიც, უკვე დათვლილი იყო. - რაო, ნაბოზარო... სიკვდილის გეშინია?- გულგრილად დაეკითხა აბაშიძე, რომელსაც შეუმჩნეველი არ დარჩენია მისი რეაქცია და მის თვალებში ჩამდგარი შიშის ნაპერწკლები. - მეშინია... - სრული გულწრფელობით უპასუხა კაცმა. მისი ხმაც ისეთივე იყო, როგორც მისი ფიზიკური მდგომარეობა: სუსტი და გალეული. ლუკამ დინჯი ნაბიჯით გადაჭრა მანძილი საწოლამდე, სკამი ხმაურით გამოსწია და აუჩქარებლად ჩამოჯდა. - მე არ მომიკლავს... ის მე არ მომიკლავს... - გაჭირვებით მოწყდა მამაკაცის ათრთოლებულ ბაგეებს ძლივსგასაგონი ბგერები. - ვინ მოკლა?- ცივი, შავი თვალები გაუსწორა მის დამფრთხალ ცისფერ თვალებს ლუკამ. - ნიკამ... ნიკამ ესროლა. - ამოიხრიალა კაცმა. - რატომ? - გაიქცა და ესროლა. ნიკამ ესროლა... შეეშინდა იმ სირს.- იმავე ტონში ამოიხრიალა და თვალები მძიმედ დახუჭა. ეტყობოდა რომ ყოველი წარმოთქმული სიტყვა, სიცოცხლის უკანასკნელ ძალებს აკლებდა. შემდეგი რამდენიმე წამის განმავლობაში პალატაში სრული სიჩუმე ჩამოწვა. აბაშიძე გაყინულ მზერას არ აცილებდა საწოლზე მწოლ ფიგურას და ძნელი გამოსაცნობი იყო, თუ რას ფიქრობდა იმ მომენტში იგი. - მომიყევი , როგორ მოხდა. - მისმა ცივმა ხმამ დაარღვია ბოლოს სიჩუმე. კაცმა თვალები ნელა გაახილა და სახეზე უცნაური, თვითკმაყოფილი ღიმილი გადაიკრა. - დარწმუნებული ხარ რომ მოსმენა გინდა? - აქ კითხვებს დავსვამ მე.. შენ ილაპარაკებ. - ხმა კიდევ უფრო გაეყინა გაღიზიანებულს და მზერაში მეტი სიცივე ჩაუდგა - ეს იმ შემთხვევაში, თუ გინდა რომ შენი დედამოტყნული სიცოცხლის წამები გაიხანგრძლივო და ჯოჯოხეთის გზას დროზე ადრე არ დაადგე.. კაცი ცოტა ხანს დუმდა. ბოლოს თვალები დახუჭა და ისე ალაპარაკდა: - მე და ნიკა კლასელები ვიყავით... ბავშვობის მეგობრები. ნიკა პატარაობიდანვე ის იყო რაც, შემდეგ, დიდობაში... თავზეხელაღებული, უზნეო და სულ რაღაც ბინძურ ისტორიებში გახვეული ნაბი*ვარი... თვრამეტი წლის უკვე ჩამოყალიბებული ლუდომანი იყო... კაზინოდან კაზინოში დარბოდა... მთელ ფულს და რაც კი რამე ფასეული გააჩნდა, იქ ხარჯავდა... აგებდა, იგებდა... ფსონებს ზრდიდა და უფრო და უფრო სარისკო საქმეებზე მიდიოდა.. უფრო და უფრო დამოკიდებული ხდებოდა და მალე დოზის გაზრდის მოთხოვნილებას უკვე ჭკუიდან გადაჰყავდა. ჩვეულებრივი ნარკომანი იყო. ბოლოს უკვე ნამდვილ შეშლილს ჰგავდა, მაგრამ თავის დანებება აზრადაც არ მოდიოდა.. პირიქით. უფრო მეტი აზარტით ეტანებოდა ამ წყეულ საქმეს. ერთხელაც... ვიღაც ძალიან საშიში ტიპის ვალი დაიდო... ძალიან დიდი ვალი. დიდი ფულების პატრონი მამიკო კი ჰყავდა, მაგრამ არც იმდენად რომ ამხელა თანხის დაფარვა შეძლებოდათ. თანაც, ნიკას ოჯახში არავინ იცოდა მისი დამოკიდებულების შესახებ... ეს რომ ცოდნოდა, მამამისი ცოცხლად გაატყავებდა... მოკვლით ემუქრებოდნენ.. ისედაც შეშლილი სულ გადავიდა ჭკუიდან. ვეღარ აზროვნებდა... ადამიანს აღარ ჰგავდა. დღე და ღამე გიჟივით დარბოდა აქეთ-იქით გამოსავლის პოვნის იმედით, მაგრამ რა ჩემ ფეხებს გააწყობდა... იმდენად იყო დაშინებული, ღამე ძილსაც ვერ ახერხებდა... ყოველ კუთხეში ახობაძის გამოგზავნილი მკვლელი ელანდებოდა... - ახობაძის?- ცივი მზერა მიაბჯინა ლუკამ. - ხო... ესეთი გვარი ჰქონდა იმ ტიპს, ვისი ვალიც ნიკამ აიკიდა. მთელი ბანდა ჰყავდა ახობაძეს... თავზეხელაღებული მანიაკების და მკვლელების ბანდა. არავის არაფერს პატიობდნენ. პოლიციელი მამიკო კი არა მამაზეციერიც ვერ დაიფარავდა მათგან ვინმეს... ნიკას კიდევ ეშინოდა.. ძალიან ეშინოდა.. ეშინოდა არა... პირდაპირ ტ*აკის ცახცახში იყო ოცდაოთხი საათი.. და მაშინ... მაშინ, დაებადა თავში ის წყეული იდეა.. - აქ კაცმა საუბარი შეწყვიტა. თვალები გაჭირვებით გაახილა და შემპარავად გადახედა აბაშიძეს, რომელსაც სახე და მზერა ძველებურად გაყინული ჰქონდა, მაგრამ კისერზე დაბერილი ძარღვები და მძიმე სუნთქვა , რომლის დროსაც მკერდი მძიმედ აუდ-ჩაუდიოდა , უკიდურეს დაძაბულობაზე და მოწოლილ, გაჭირვებით შეკავებულ მძვინვარებაზე მიუთითებდა. კაცი ცოტა ხანს ისევ დუმდა. თითქოს წონიდა ღირდა თუ არა გაგრძელება. ბოლოს თავი ოდნავ შესამჩნევად გადააქნია და ინერციით განაგრძო: - შენ დასთან ჰქონდა ურთიერთობა... შეყვარებულები იყვნენ... ჯანდაბა... შენი და... ის ანგელოზი იყო. ნამდვილი ანგელოზი. ვერ ვხვდები და ვერასდროს გავიგებ, რა აჩერებდა ნიკასნაირ ჩამოყალიბებულ ნაბი*ვართან... მაგრამ , უყვარდა... ხო, უყვარდა... შენ დას უყვარდა ნიკა... იმ სირმა... არარაობამ... იმ ნაბი*ვარმა მოუსწრაფა სიცოცხლე. მეც მიყვარდა.. მეც მიყვარდა შენი და.. გეფიცები, მეც მიყვარდა. მთელი არსებით მიყვარდა... უბრალოდ, შეუძლებელი იყო ის გაგეცნო და არ გყვარებოდა. უბრალოდ ფულმა დამაბრმავა... წყეულმა ფულმა.. დამაბრმავა, დამახამა... დამახამა და ის შევწირე.. უდანაშაულო ანგელოზი. - მორჩი ტირადას! - ტალღებად მოვარდნილი რისხვისაგან ერთბაშად იფეთქა აბაშიძემ და რკინის ფეხებიანი სკამი ხმაურით მიანარცხა კედელს უკვე ნერვების პიკს გადაცდენილმა - შენი დედამოტყნული ცრემლები არავის აინტერესებს, ახვარო! მაგრამ აგონიაში ჩავარდნილი კაცი ვეღარაფერს ხედავდა და აღარაფერი ესმოდა. უაზრო , არაფრისმთქმელი მზერა უმისამართოდ გაეშტერებინა და ანგარიშმიუცემლად აგრძელებდა უკვე ბოდვაში გადასულ ლაპარაკს: - ხო, ის შევწირეთ... ის ვისთვისაც, სულსაც არ დაიშურებდნენ მშობლები და ძმა... არათუ თავიანთ ქონებას... გავიტაცეთ... ეს გატაცებაც არ იყო. თავისი ნებით წამოგყვა.. ნიკამ, უთხრა , რომ ცოლად მიყავდა. იქ წავიყვანეთ.... ჩემს სოფელში... მერე... მერე მოსაყოლიც აღარაფერია... მიხვდა... ყველაფერს მიხვდა და გაიქცა... გაქცევა სცადა... ნიკამ ტყვია დაადევნა და... მორჩა.. მანდ მორჩა. - კაცმა მაგრად მოხუჭა თვალები. ასე იყო რამდენიმე წამი და შემდეგ ისევ გაახილა. სახეგაფითრებულ აბაშიძეს გაუსწორა მზერა და ძლივსგასაგონი ხმით განაგრძო : - ჯანდაბა... ფული! დედამოტყნული ფულია, ყველაფრის თავი და თავი! სიყვარული?.. არა, სიყვარული არა... ფული ატრიალებს ამ სამყაროს... რა ხარ დღეს ფულის გარეშე? არაფერი! არარაობა... შენ... შენ არ გამოგიცდია ეს გრძნობა და არ იცი.. შენ არ იცი რა არის ჯიბეგახეული ხელოსნის ოჯახში რომ იბადები და არაფრის პერსპექტივა არა გაქვს... დაბადებიდანვე განწირული ხარ რომ ერთ წყეულ ადგილას დალპე... გარეთ კიდევ... გარეთ იმხელა სამყაროა... ამოუცნობი, უზარმაზარი , მრავალფეროვანი, უსაზღვრო სამყარო...- ოცნებით აენთო კაცს თვალები- და ფიქრობ შენთვის... რა იქნება ერთხელ მაინც გამოცადო რა გრძნობაა.. როცა დარდი შემოგაწვება.. დახედო რუკას და რამდენიმე საათში შეიცვალო კონტინენტი... გადაუფრინო ბიგბენს, ტრაფალგარზე გაისეირნო და მეორე წუთს ელისეის მინდვრებზე ჩამოჯდე... იცხოვრო ისე, თითქოს საზღვრები არ არსებობს... ჯანდაბა... აქ არის.. ის აქ არის... - მოულოდნელად მთელი გზნებით წამოიყვარა კაცმა და თვალის გუგები ავადმყოფურად გაუფართოვდა. იმავე წამს გულის ცემის მაჩვენებელმა ციფრებმა თავბრუდამხვევი სისწრაფით იწყეს ვარდნა ნულოვანი ნიშნულისაკენ.. კლაკნილმა ხაზმაც იცვალა ფორმა და წრფის სახე მიიღო, რასაც თან დაერთო უცვლელი, გაბმული , გულის გამაწვრილებელი წრიპინის ხმა. რამდენიმე წამის განმავლობაში იდგა აბაშიძე სრულიად გაყინული. საფეთქლებს პირდაპირ გუგუნი გაჰქონდათ, წამლების და სიკვდილის სუნით გაჟღენთილი ჰაერი კი გულს ურევდა. აქ აღარაფერი დარჩენოდა. ერთხელ შეავლო გულგრილი მზერა მიცვალებულს, რომელსაც ღიად დარჩენილი ცისფერი თვალები ჭერისთვის გაეშტერებინა და ასეთივე სრული გულგრილობით გამოიხურა პალატის კარი. *** საავადმყოფოდან გამოსულს დეკემბრის სუსხი და ღამის დედაქალაქი შეეგება. ახალი წლის შემობრძანებამდე რამდენიმე დღე რჩებოდა და ქალაქი საზეიმოდ მოერთოთ. სადღესასწაულოდ ციმციმებდა განათების ბოძებზე გაჭიმული უზარმაზარი დეკორაციები. ქუჩაში მოსიარულეთა ნაწილს საახალწლო განწყობა პირდაპირ სახეზე ეხატა , ზოგსაც აშკარად სულ ფეხებზე ეკიდა და ათასი საფიქრალით თუ სადარდებლით დატვირთული მძიმე ნაბიჯით მიუყვებოდა ქუჩას.. ქურთუკის ჯიბეში სიგარეტის კოლოფი მოიძია და ის იყო მანქანის კარს დასწვდა გასაღებად, ორი მანქანის იქით , საპარკინგე ზოლში ნაცნობ სილუეტს რომ მოკრა თვალი. ქალმაც გამოხედა. მსუბუქად გაუღიმა და ჯინსებში, ტყავის შავ ქურთუკსა და ბათინკებში გამოწყობილი, კუდად შეკრული თმისა და თეძოების გრაციოზული რხევით წამოვიდა მამაკაცისკენ. მის წინ შედგა და მსუბუქად გადაკოცნა. - როგორ ხარ?- ერთი ნაბიჯით უკან დაიხია თიკამ და თაფლისფერი თვალები შეანათა. - ნორმალურად... შენ? - მეც ნორმალურად... მამას სანახავად ვიყავი. - საავადმყოფოს შენობაზე ანიშნა ქალმა. - გასაგებია... - ნია როგორ არის? - თაფლისფერი თვალები შეანათა ალავიძემ და მოულოდნელად მოწოლილი ნერვიულობის დასაფარად ქურთუკის ჯიბეებს შეაფარა ხელები. - ნია სახლშია... უკვე სახლშია და რამდენიმე დღეში რეაბილიტაციას დავიწყებთ. - გასაგებია...ეს? - არათითზე წამოცმულ ოქროს რგოლზე მიანიშნა თიკამ. - ეს...ჯვარი დავიწერეთ.- მშვიდად მიუგო ლუკამ. - გილოცავ. - გულწრფელად გაუღიმა ქალმა და იმავე წამს თვალებზე მომდგარ ცრემლებს მთელი ძალისხმევის დაძაბვით არ მისცა უფლება უფრო შორს გაეტიათ. ყელში გაჩხერილი ეკლიანი ბურთიც, დიდი გაჭირვებით უკანვე ჩააბრუნა და მამაკაცს მშვიდად გაუსწორა თვალი. - შენ იმსახურებ ბედნიერებას, ლუკა...მართლა იმსახურებ. - ხო...იმედია - სახეზე მოისვა ორივე ხელი მამაკაცმა და ქალის თვალებს , რომლებსაც მაინც ემჩნეოდათ კარგად დაფარული სევდის კვალი, მზერა გაუსწორა - დასასრული რაღაც ახლის დასაწყისია, თიკა...და რავი...კიდევ იმდენი პიზდეცინტელექტუალური ფრაზა ვიცი... - გაეცინა მამაკაცს - დავიწყო? - არაა...არ არის საჭირო. - გაეცინა თიკასაც. შემდეგ ერთიანად დასერიოზულდა და დიდრონი, თაფლისფერი თვალები მამაკაცის შავ თვალებს შეანათა. - თავს გაუფრთხილდი, კარგი? - ვეცდები, და შენც .. შენც გაუფრთხილდი თავს... შენძრეულო გოგო. - თბილად გაუღიმა ლუკამ და სანამ რამეს მოიაზრებდა, იქამდე შემოეჭდო კისერზე წვრილი მკლავები...მამაკაცის კანიდან წამოსულმა სურნელმა სწრაფადვე იპოვა გზა რეცეპტორებისკენ. იმაზე ფიქრი რომ , ალბათ, ბოლოჯერ შეიგრძნობდა ამ სურნელს , ჯოჯოხეთურად მტკივნეულ აზრად დალაგდა ქალის გონებაში...გული აეწვა და მთელი არსებით მოუნდა ეტირა ..კი არ ეტირა, ეღრიალა იქამდე სანამ ძალა არ გამოეცლებოდა და ბოლომდე არ დაიცლებოდა...მომენტი, როცა ასე ძალიან გინდა რომ უბრალოდ დრო გააჩერო..გააჩერო ნანატრი წამი და აღარ მისცე უფლება სხვა წამებს დროის მსვლელობა განაგრძონ...როცა ასე ძალიან გინდა დარჩე...დარჩე სამუდამოდ და უბრალოდ ისუნთქო მის გვერდით...მაგრამ , არ გამოვა...უბრალოდ არ გამოვა და შეუძლებელია. მომენტი, როდესაც ერთი აღრიალება მთელ ქვეყანას ერჩივნა...დიდი გაჭირვებით, მაგრამ ისევ და ისევ შეძლო თავის მოთოკვა და ტირილ-ბღავილი ღამისთვის გადადო. ერთხელ კიდევ ღრმად, მთელი არსებით შეისუნთქა სურნელი , ჟანგბადზე აუცილებელი რომ გამხდარიყო მისი სიცოცხლისთვის...ისე შეისრუტა არომატი, თითქოს სასიცოხლო მარაგს ივსებს და მთელი დარჩენილი ცხოვრებისთვის ინახავსო..შემდეგ კი ერთბაშად მოცილდა მამაკაცს, ლოყაზე მსუბუქი კოცნით დაემშვიდობა და ოდნავ გატეხილი, მაგრამ მაინც თავაწეული და ჩვეული გრაციოზული ნაბიჯებით გაემართა თავისი მანქანისაკენ.. *** ნიამ ონკანი გადაკეტა და აბაზანის სარკეში დაკვირვებით შეათვალიერა საკუთარი თავი. გაფითრებული კანი, ჩაშავებული თვალის უპეები...კიდევ ერთხელ შეისხა წყალი და პირსაწმენდით შეიმშრალა სველი სახე...სწრაფად მოიწესრიგა თავი მსუბუქი მაკიაჟით და კარი შეაღო. - აბა? - მოუთმენლად დაეკითხა აბაზანის კართან დარაჯივით ატუზული ელენე, რომელსაც საკუთარ ენაზე ატიკტიკებული ანასტასია ეჭირა ხელში და მეგობარს გამომცდელად აკვირდებოდა. - კი. - მშვიდად მიუგო მომღიმარმა ნიამ. - ანუ? - წარბები მაღლა აზიდა ელენემ. - ანუ კი! რა გჭირს?- გაეცინა ნიას და ბავშვის გამოსართმევად გაიშვირა ხელები - ჩემი პატარა ანტიდეპრესანტი... ელენემ ფრთხილად გადასცა ბავშვი. შემდეგ, სიხარულისგან ერთი დაიკივლა მთელი თბილისის გასაგონად, ტაში შემოკრა და ბოლოს საფირმო საბალეტო ილეთი გააკეთა. - შენ ხო ნორმალური არა ხარ!- გაეცინა ნიას და პატარა ანასტასიას, რომელსაც წარმოდგენა არ ჰქონდა, რა უხაროდა დედამისს, მაგრამ მისი ბედნიერებით აჟიტირებული თვითონაც ხმამაღლა კისკისებდა, ლოყები გემრიელად დაუკოცნა- კაი გავედი, ელ.. -აუ, კაი მოიცა სად გახვედი? დარჩი რა... - აწუწუნდა ელენე და მავედრებელი თვალებით შეხედა მეგობარს. - არა , გავედი, თორემ გაგიჟდება ის.. ხვალ შემოგივლი, სამსახურის მერე! - ბავშვი დედას დაუბრუნა ნიამ, უკვე დერეფანში გასულმა მოისხა ჭაობისფერი თბილი პალტო, მეგობარი სწრაფად გადაკოცნა, ანასტასიას კიდევ ერთხელ ჩაუკოცნა ფუმფულა ლოყები და ლიფტში შესულმა მეასედ აწკრიალებულ ტელეფონს ჩასძახა: - მოვდივარ! სადარბაზოდან გარეთ გამოსულს თებერვლის ღამის სუსხი შეეგება და მობუზულ-შეციებული სწრაფად შეხტა ჯიპის თბილ სალონში. - სად ხარ ამდენ ხანს?- წარბებშეკრულმა , უკმაყოფილო სახე მიაგება აბაშიძემ ცოლს, როგორც კი ეს უკანასკნელი , სიცივისგან აწითლებული ცხვირით შეიჭრა სალონში და კარი ხმაურით მიიკეტა უკან. - და ეს უპასუხო ზარები... ხო, იცი რო ამ დროს ჭკუიდან გადავდივარ, არა? - აგრძელებდა უკმაყოფილო ტონით. პასუხად კი, სახეზე თბილი ხელების ნაზი შეხება და ტუჩებზე ვნებიანი კოცნა მიიღო. ლუკამ, ისე რომ , წარბები არ გაუხსნია, ძრავი ჩართო, ეზოს შემოსასვლელში უცერემონიოდ გაჩხერილ ემელს სიგნალი მისცა და როცა ამ უკანასკნელმა, გზა გაანთავისუფლა, მანქანა ჭავჭავაძის გამზირზე გადაიყვანა და პიკის საათებისთვის დამახასიათებელ აპოკალიფსურ საცობს შეუერთდა. - წავიდნენ გიო და ანუკი?- მისკენ არ გაუხედია ნიას , ისე ჰკითხა და თავის თითებს დახედა , ნერვიულად რომ ხლართავდა. რა ანერვიულებდა თვითონაც არ იცოდა და ამის გამო საშინლად ეშლებოდა ნერვები, ტირილიც უნდოდა. - ხო, წავიდნენ... რაღაც საქმეებს მოვრჩები და ჩვენც მოვხიოთ სადმე! ჯერ ლიზასთან დავაწვეთ პარიზში, და რავიცი , მერე ვნახოთ... - საჭისთვის თვალი არ მოუშორებია, ისე უთხრა და იმავე წამს , უეცრად, მოჩვენებასავით არსაიდან გამომხტარ ყვითელ მარშუტკას გაბმული სიგნალი მისცა გვარიანი გინების თანხლებით ,შემდეგ კი გაღიზიანებული სიგარეტის კოლოფს დასწვდა. -ლუკა… -რაო ჩემო პატარა? -არ მოწიო…-მშვიდად თხოვა ნიამ და ცხვირში შემძვრალი თამბაქოს უსიამოვნო სუნის გამო, გულისრევა მომენტალურად მოაწვა, სახე კი თავისით დაემანჭა- არ მოწიო რა...ჯანდაბა, გადააგდე ეგ საზიზღრობა...-ერთი ტონით აუწია ხმას და თვალებიც დაუკითხავად აემღვრა. - რას მიჭედავ ვერ გავიგე?- წარბები შეკრა აბაშიძემ , მერე კი მსუბუქად გაეცინა- ციკლი გაქვს? - არა და მინიმუმ ცხრა თვე აღარც მექნება... - რატო?- არ გაუაზრებია ნათქვამი მამაკაცს, ისე დასვა კითხვა. სიგარეტის ღერი ფანჯრიდან მოისროლა და მანქანა მესამე.ზოლში გადაიყვანა. -აბა თუ მიხვდები…-ამოილაპარაკა ნიამ და ნერვები კიდევ ერთხელ მოეშალა, ტუჩები თავისით რომ მოებრიცა სატირლად…დაუკითხავადვე ამღვრეული თვალებით შეხედა მამაკაცს, მისკენ რომ შემობრუნებულიყო და ისეთი გათიშული სახით დააკვირდა , თითქოს სამოუცნობიან განტოლებას ხსნისო...წამით გაითიშა აბაშიძე, დაფიქრდა, გაანალიზა...უკვე ცხადად მიღებული პასუხი გონებამ საბოლოოდ გაფილტრა მერე კი გულმაც იგრძნო...იგრძნო და მანამდე ნორმალურ რიტმში რომ ცემდა ისეთი წნევით იფეთქა მკერდში, შეაქანა აბაშიძეს და საბოლოოდ გამოაფხიზლა. -ანუ?-შეცვლილი ხმით დაეკითხა ქალს, შეკრული სუნთქვით, დაძაბული სხეულით და მტკივნეულად შეკუმშული გულით რომ ელოდებოდა მის პასუხს, რადგან ვერ მიხვდა, გაეხარდა თუ ეწყინა საყვარელ კაცს ახალი ამბავი. -ანუ ხოო...ორსულად ვარ…ხოო...- ამოილაპარაკა ხმადაბლა და ახლიდან მოწოლილი ცრემლების დასაფარად პატარა ბავშვივით აიფარა სახეზე ხელები. -და რა გატირებს…-მის ცრემლებზე, მომენტალურად დაიძაბა მამაკაცი და მკლავზე ჩავლებული თითებით ჩამოაწევინა სახიდან ხელი- შემომხედე! რა გატირებს? -ის მატირებს რომ ვერ გავიგე...გეწყინა? გაგიხარდა? ამოიღე ხმა…-ცრემლიანი თვალები შეანათა ნიამ და კიდევ უფრო ამოუჯდა გული. აბაშიძეს, ხმა აღარ ამოუღია, საჭე მოატრიალა,მანქანა დინჯად გადააყენა საპარკინგე ზოლში მერე კი მთელი ტანით შებრუნებული მაჯაზე დაწვდა ქალს. -მოდი ჩემთან! წამითაც აღარ უყოყმანია სანიკიძეს, მის მუხლებზე გადანაცვლებული მაშინვე საყვარელი მამაკაცის ძლიერ მკლავებში ჩაიკარგა , მჭიდროდ რომ შემოეხვივნენ და მთელი არსებით მიიხუტეს სხეულზე…არეული გულმუცელი დაუმშვიდეს, დააწყნარეს და ცხადად აგრძნობინეს რომ მათი პატრონიც ისევე იზიარებდა მის სიხარულს,ჯერ მხოლოდ ციცქნა წერტილის სახით რომ იჯდა მის მუცელში...ნელ-ნელა გაიზრდებოდა, ცხრა თვის შემდეგ კი დედას და მამას...აჩუქებდა უამრავ გატეხილ ღამეს, დაწყვეტილ ნერვებს, პირველ ღიმილს, შემდეგ სიცილს...პირველ კბილებს, პირველ ნაბიჯებს, პირველ ბგერებს ,პირველ სიტყვას და ყველაზე დიდ სიხარულს...წუთებს, რომლებიც არ მეორდება. ჭავჭავაძის გამზირზე მანქანების უზარმაზარი კოლონა გამაყრუებელი სიგნალების თანხლებით, ზანტად მიიწევდა წინ.აბაშიძის მანქანაში კი თითქოს დრო გაჩერდა,საერთოდ შეწყვიტა არსებობა და ყველაფერი არამატერიალური გახდა.არ ახსოვს, რამდენი ხანი იკრავდა საყვარელ ქალს გულში და რამდენი ხანი ეფერებოდა. სულაც ფეხებზე ეკიდა დრო , მდებარეობა, სივრცე...ყველაფერი... ყველაფერი, გარდა იმ ორი არსებისა, მთელი სინაზით მკლავებში რომ ჰყავდა მომწყვდეული და მისი სუნთქვისა და გულის ცემის მიზეზი რომ იყვნენ. სათითაოდ უკოცნიდა საყვარელ ქალს, ხელისგულებში მოქცეულ სახის თითოეულ ნაკვთს... კოცნიდა, იქამდე სანამ გული ოდნავ მაინც არ იჯერა და დასაშვებ ტემპს გადაცდენილი სუნთქვის დასაოკებლად შუბლით შუბლზე მიეყრდნო. - ჩემი სიცოცხლე ხარ . ჩემი სული. ჩემი ქალი. ამ დედამოტყნული ცხოვრების ყველაზე დიდი საჩუქარი… -მიყვარხარ…-მის ყელში ცხვირით შემძვრალმა სანიკიძემ ღრმად შეისუნთქა საყვარელი სურნელი, ჟანგბადზე საჭირო და აუცილებელი რომ გამხდარიყო მისი სიცოცხლისთვის... -შენ რომ იცოდე მე როგორ მიყვარხარ…- თმაზე ტუჩები ფრთხილად შეახო აბაშიძემ, მერე კი თითქოს რაღაც გაახსენდაო, მომენტალურად წარბები შეკრა და ფრთხილად ააწევინა ქალს თავი - და რა მეწყინა გოგო, შენ ხომ არ უბერავ? -ისე გაშტერდი…-ტუჩები დაბრიცა ნიამ. -ხო, გამოვშტერდი...გამოვშტერდი კი არა გამოვყ*ლევდი…-გაეცინა ლუკას-გამოვ....ვდი კი არა ეხლა გული გამისკდება...გული გამისკდება ს შვილი ვიყო…ჯანდაბა მამა ვხდები, ტოო!-წამოიყვირა აჟიტირებულმა და ჯერ კიდევ სიფრიფანა მუცელზე ფრთხილად მიეფერა.-აქ ხარ ბარტყო? ნეტა ბიჭი ხარ თუ გოგო...თუმცა რა მნიშვნელობა აქვს…ყველანაირ სქესსა და ყველანაირ ფორმაში მამას სიცოცხლე იქნები... ეჩურჩულებოდა ჯერ კიდევ არ დაბადებულ შვილს და სანიკიძის ათრთოლებული მკერდის და შეკრული სუნთქვის გამო არ გამოპარვია , მისი ხელმეორედ ატირება... -მომიწევს წუთში სამოცჯერ შენი ხასიათის ცვალებადობის ატანა?-თავი აწია და ბაგეები ნაზად დაუკოცნა ატირებულს. -მოგიწევს…-ამოიბურტყუნა ნიამ. -მარწყვზე, ჩინურ ქლიავზე და მსგავს სირობებზე სირბილები ღამის ოთხ სათზე? ჯანდაბა, დამენძრა...- გაეცინა ლუკას და წარმოდგენაზეც კი სახე დამანჭა. -ეგეთი ბანალური და სტანდარტული გგონივარ?- ტუჩები უკმაყოფილოდ დაბრიცა ნიამ და ჭინკებ ათამაშებული თვალებით გაუსწორა გამომწვევი მზერა - უარესებს მოვიფიქრებ...ერთიანად უნდა მოგიზღო, რაც სისხლი გამიშრე... -აბაროტი?-მას მიბაძა ლუკამ და ტუჩები დაბრიცა. -როგორც თავად აღნიშნე...-სახე ახლოს მიუტანა ნიამ და ზედ მის ბაგეებზე დაიჩურჩულა- დაგენძრა! -გაიძვერა…-კბილებში გამოცრა აბაშიძემ, მერე კი ბევრი აღარ უფიქრია კეფაზე მოხვეული თითებით მიიზიდა ქალის სახე და საყვარელ ბაგეებს ვნებით დააცხრა. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.