კონსტანტინოპოლი (დასასრული)
სიმშვიდე სუფევდა კონსტანტინოპოლში. ქალაქების დედოფალი ზამთარ საბურველ შემოფარული ისე იწონებდა თავს, ისე ამაყად წამოეწია ცხვირი, ვერვინ იფიქრებდა ახლახანს აუოხრებია ოსმალების დიდძალ ჯარსო. ასეც იყო. უფლისწული აჰმედის გაურკვეველი მდგომარეობის გამო, მეომრების ყურადღება მოდუნდა და სწორედ მაშინ, როდესაც იფიქრეს კონსტანტინოპოლზე გავილაშქრეთო, როდესაც ეგონათ ქალაქების დედოფალი დააჩოქეს, წამოიწია იგი მთელი თავისი დიდებით და ზურგში ჩასცხო ხანჯალი ამაოხრებლებს. კონსტანტინოპოლზე გამარჯვება უფლისწულისთვის დროებითი ილუზია აღმოჩნდა და როდესაც ქალქის სადაავეები კვლავ ბიზანტიელებმა იგდეს ხელთ, არათუ იგი, სიყვარულიც წააგო. დამარცხდა ორმაგ ბრძოლაში ორივე მხრიდან და სასახლეში შერცხვენილი დაბრუნდა. თუმცა კი არ ადარდებდა აღარაფერი ქვეყანაზედ და ერთადერთი რაც ეწადა მისი უცხომიწელის დაბრუნება იყო. უცხომიწელის, რომელმაც დატოვა. ალექსანდრემ გაუშვა იგი. ელისაბეტი არასოდეს ყოფილა ისეთი, გალიაში, რომ გამოემწყვდიათ და პირველივე შესაძლებლობაზე გაფრინდა. ვერ გაძლებდა იქ, სადაც ოთხ კედელში იქნებოდა მოქცეული. იქ, სადაც ვერ გაშლიდა ფრთებს, სადაც თავისუფლებით ვერ დატკბებოდა. ჟამთა სვლას დაეტყვევებინა სასახლე. ზამთრის პირზე, გაზაფხულის შხაპუნა წვიმებმა შეიხნსა საკინძე და გულში ჩაიკრა ყინვისაგან გახევებული, გაქვავებული სასახლე და თიტქოს, კვირტების აყვავებასთან ერთად ბედნიერება მოეფინა სასახლის მკვიდრთ. არა იყო რა აჰმედის საშველი. ხმა დაიძრა სამეფოში გაგიჟებულაო მეფის ვაჟი, წუხანო დიდგვაროვნები, კონსტანტინოპოლის ომის წაგების შემდგომ გადასულა ჭკუიდან და ვერცერთი მკურნალი ვერ შველისო მის სნეულებას. გლოვობდა სასახლე დიდი ხნის განმავლობაში, დაკარგულ ვაჟს გლოვობდა. პირი, რომ აღარა ჰქონდა მიწისაკენ და თვალებით ცას აჰყურებდა მუდამ. მოუჯადოვებიაო იმ უცხომიწელ დიაცს ჩვენი უფლისწული და მისი შველა შეუძლებელიაო, ესღა უთხრეს სამეფო ოჯახს მკურნალებმა აიკრეს გუდა ნაბადი და გაეცალნენ იქაურობას. შავით შეიმოსა სასახლე და გარშემო მოთქმა გოდებას მოჰყვა ყოველი სულიერი, აღარა ჰყავდა მეფეს მემკვიდრე ძლიერი და რაღა ექნათ. დედა დედოფალი, მისი წყვდიადისფერი თვალებით შვილის სასთუმალთან ათენებდა, თუმცა კი ვერცერთხელ შეჰბედა საკუთარ თავს, ეღიარებინა, ყოველი რაც მოხდა მისი გულქვაობის ბრალი, რომ იყო და ამიტომ უცხომიწელს აბრალებდა ყოველივეს. მხოლოდ ალექსანდრემ იცოდა, ერთი სენი სჭირდა მეფის ვაჟს და მისი სახელი სიყვარული იყო. თუმცა არაფერს ამბობდა და დინჯად დააბოტებდა ცივ კედლებს შორის, სასახლის შთანთქმულ დიდებულების მოგონებებში. დრო გადიოდა, მდინარესავით მიჰქროდა ურჩად და ერთადერთი იმედი რჩებოდათ საყვარლებს უტყუარ ფიცად. *** ზაფხულის მწველი მზე ოქროსფერ ნათებას ჰფენდა გარემოს. კვირტებად დაღვრილი ყვავილოვანი ხეებიდან უხვად იფრქვეოდა მოტკბო სურნელება და ხვათქ ადენილ ქუჩებში, მომღიმართ ეგებებოდა. შორს, ამწვანებულ მდელოზე, ხეებიდ ჩრდილში აგებული საოცარი სახლიდან ხმაურით გამოვარდა პატარა გოგონა, მზისფერი, ოქროებად ავარვარებული კულულები უბრწყინავდა სინათლეზე. წითელი ბაგები შეეხსნა და ისეთ ხმაზე კისკიდებდა, ანგელოზთ საამური გალობა მორჩვენებოდა მხილავს. შეჰნატროდა გოგონას ბუნების ნაზი ყვავილობა, უცინოდა მზე და რჩრული იყო იგი, რათა ისეთ დროებას მოევლინა ქვეყანას, ზამთარზე მხოლოდ საზარელი მოგონებები თუ მოუკაკუნებდათ უფროსთ. გოგონას უკან აბანოზისფერ თმიანი დიაცი გამოჰყვა, ალიონისავით ცისფერი თვალებით შეჰყურებდა ქალიშვილს და ბაგე წითელნი უღიმოდა. ერთმანეთიდან მთვარესა და მზესავით განსხვავდებოდნენ და თვალის ერთი მოვლებით ვერც კი გაიფიქრებდით ორთავეს ერთი სისხლი, რომ უჩქეფდათ ძარღვებში. საოცარი შესახედაობის იყო ბალღი და ასაკით არა სცდებოდა ოთხ ზაფხულს. მდელოზე მოკისკისე დარბოდა და ყვავილებსა და პეპლებს ეალერსებოა. ბალღური, სუფთა თვალებით შეჰნათვოდა გარემოს და სილამაზის ისეთ ხატებას ხედავდა გადაფენილს მდელოებზე, ბადის სანუკვარი ოქროთი, რომ იყო დაწნული. დიაცმა შეიცადა დაღამებამდე, ადროვა ოქროს კულულებას თამაში და მოსაღამოვებულს, მთვარის პირველი სხივები, რომ იგემა მიდამომ, ხელი ჩაავლო შვილს და მასთან ერთად დაბრუნდა ქოხში. კონსტანტინოპოლის მიწებზე არსებობდნენ ორივენი. ხუთი წელი იყო უკვე ამ სახლში ბუდობდა, აქ მოევლინა ქვეყანას მისი ქალიშვილი, როდესაც მარტოობითა და ტკივილით გატანჯული იკლაკნებოდა და ებრძოდა გონის კარგვას. სწორედ მაშინ, შემოდგომის ნოტიო ჰაერი, რომ უბერავდა და თან დააკონწიალებდა მოშიშვლებული ხეების ერთადერთ საფარველს, გახუნებულ, დამბალ ფოთლებს, სწორედ მაშინ მისწვდა ყურთასმენას ბავშვის ტირილი და იცოდა, პირობა იყო იგი, მისი აღუწერელი სიყვარულისა. ჟამთასვლას მხოლოდ უფრო, რომ გაეძლიერებინა. მთვარის ბრწყინვალება დაჰნათვოდა ახალშობილს ზედ და უბოძა სახელი, ვითარცა მთვარის ბრწყინვალება - აისელ. ახლადშობილს გამორჩეული ნიშანი დაჰყოლოდა მშობელი მამისაგან და მისი თვალები, შავად აკიაფებული ირისები, კოშკებად ევლინებოდა ელისაბეტს. იცოდა, აისელი აჰმედის საჩუქარი იყო, რომელიც ხუთი წელისწადის მარტოობას გაუქარწ....ბდა და შეხვედრის წუთებს რაჰათლუჰუმივით დაატკბობდა. ელოდა ელისაბეტი, ელოდა ჰორიზონტზე მისი უფლისწულის გამოჩენას და ამ ლოდინს მალამოსავით ედებოდა აისელის ყოფა. *** გოდების დღე დამდგარიყო სასახლეში. ერთდროულად სიხარულისა და მწუხარების მომსწრე შეიქნა ყოველი სამეფოში მყოფი და უკვირდათ, ბედის წერის თამაშში ჩაბმულაო ამ სასახლის ყოფა. მწუხარება დაურთო ყოველ ბედნიერებას, უბედო ვარსკვლავზე აშენებულაო სამეფო ოჯახის წიგნი და ახლა იმკიან ყოველ ბოროტს რაც ჩაუდენიათო. დედოფალის სიკვდილს გლოვობდა ყოველი ერთისმხრივ, თუმცა კი, სიხარული უფრო დიდი ჰქონდათ იმჟამად. დედოფალს სიკვდილამდე ვაჟი გაუჩენიაო და ჭკუაშეშლილი უფლისწულის მაგიერ, ახლა მასზე ამყარებდა იმედებს მთელი სამეფო. მეფის პატივსაცემად, ვაჟს მეჰმედი უწოდეს თურმე და ერთპიროვნულად ტახტის მომავალ მემკვიდრედ დაასახელეს. დედოფალი კი მიწას მიაბარეს. მისი ბოროტება ჩაქრა ქვეყანაზედ და ბრწყინავდა მხოლოდ და მხოლოდ ახალი მემკვიდრით მოცული ბედნიერება გარემო. მკითხავები თავს იგიჟებდნენ, ყოველი აღტაცებული იყო. ბედნიერ ვარსკვლავზე დაბადებულაო პატარა მეჰმედი და იგი იქნებაო ჩვენი წინამძღვარი, რომელიც საზღვრებს გადაგვიშლისო და თვალუწვდენელ ტერიტორიებს შემოჰმატებსო სამეფოს. გაამთელებს და გააერთიანებსო ჩვენს მიწებს და ძმის მაგიერ, იგი დაიპყრობს, აუღებელს -კონსტანტინოპოლსო. ზარ-ზეიმი იყო გამართული სასახლეში და დარაბებიდან ოქროს მონეტებს ისროდნენ უხვად. დააცხრებოდნენ გლეხის ბავშვები მონექტებს. ჩამოატარებდნენ სასახლის ქალბატონები რძესა და ზეთს. ბედმა გაგვიღიმაო დღევანდელ დღეს, ჩვენი მხსნელი დაიბადაო და იყო ერთი ჟრიამული. შავი კუბო გამოიტანეს სასახლიდან, ბავშვის ტირილიც გაიხსნა და უმთავრესი, უდიდესი პასუხისმგებლობა ჩამოეხსნა მხრებიდან უფლისწულ აჰმედს. მხოლოდ ამის შემდეგ მოეგო გონს და საყვარლის ნათქვამი ყოველი სიტვა გაიხსენა გუნებაში და მხოლოდ მაშინ ეწვია ბედნიერების ანგელოზი უფლისწულს. მეფის ოთახში შეიჭრა და როგორც შეშლილს შეშვენის, სიტყვებარეულად უთხრა სათქმელი, დაითხოვა მბრძანებელმა იგი და არც მიუქცევი დიდად ყურადღება ჭკუიდან გადასული პირველი ვაჟისთვის. მთავარი იყო, მოევლინა ქვეყნიერებას მეჰმედი, რომელიც ისტორიას შეცვლიდა. და გაშორდა უფლისწული სასახლეს, რომელიც უბედურების კერა იყო მისთვის. მთავარი იყო მოევლინა ქვეყნიერებას მეჰმედი, რომელიც ისტორიას შეცვლიდა. *** არავინ იცის როდის შეხვდა აჰმედი ელისაბეტს და როდის გაიცნო საკუთარი ქალიშვილი. ცნობილი მხოლოდ ის არის, რომ კონსტანტინოპოლის მიწებზე მშვიდად და ბედნიერად იცხოვრეს წლები და მათი სიყვარული ხატებათ ჰყავდათ ადგილობრივებს. *** 1453 წლის 29 მაისს მეჰმედ მეორემ კონსტანტინოპოლი აიღო. მატიანეს არ შერჩენია ცნობები უფლისწული აჰმედის შესახებ, თუმცა კი, ხალხში დადიოდა მითმა-მოთქმა, უფლისწულმა მეჰმედმა საკუთარი ძმა გაიმეტაო და ამოუწყვიტავს მისი ოჯახი. მხოლოდ მისი პირველი ქალიშვილი, აისელი დაუნდიაო, ისეთი შეუფასებელი სილამაზის იყო ყმაწვილი ქალი, გულში ჩავარდნიაო მეფის ვაჟს. დაუსნეულებია მისი გული აისელს უარით და გულ გატეხილი ყოფილა მთელი ცხოვრება მეჰმედ მეორე. სატრფოსგან უარყოფილი. *** ლეგენდა ყოფილა სასახლის კედლებში, მთავარსარდალს შეჰყვარებიაო უცხომიწელი დიაცი. ასაკით პატარა ყოფილა მასზე და მეფის გული დაუპყრიაო დიაცს. მთვარესავით ბრწყინავდა მისი მშვენება და ტყვევდებოდაო ყოველი მხილველი. სასახლეში მოუყვანია მეჰმედს ეს დიაცი და მისი თვალის შევლებით ცოცხლობდაო მხოლოდ. მთავარსარდალს კი ისე ძლიერ ყვარებია უცხომიწელი, უარი უთქვამს ტიტულზე და მასთან ერთად გაქცეულაო შორს უწვდენელ მთებში. ისკანდერი რქმევია იმ მთავარსარდალს, დიაცს კი აისელი. --------------------- ესეც ისტორიის დასასრული. უკანასკნელი თავი. ძალიან დიდი მადლობა ყველას ვინც მთელი ამ ხნის განმავლობაში მოთმინებით ელოდა "კონსტანტინოპოლს" სიმართლე გითხრათ ვიცი, დასარედაქტირებელი, შეცდომებით და ცდომილებებით სავსე, ჩახლართული და გაურკვეველი ისტორიაა, მაგრამ მაინც ყველაზე მეტად მიყვარს. მიყვარს იმიტომ, რომ წერის დროს ელისაბეტი ვიყავი, აჰმედი ვიყავი, ისკანდერი ვიყავი, სასახლეც კი ვიყავი. იმდენად ვიყავი შეპყრობილი ამ ისტორიით, თითქმის სხვაზე ვერაფერზე ვფიქრობდი. ძალიან ვვამაყობ მისით!♥♥ ყველას უღრმესი მადლობა, რომ ამდენი ხანი გაუძელით და ბოლო წერტილამდე მოხვედით. ძალიან მიყვარხართ ყველანი♥ ახლა რამოდენიმე ფაქტი. მოქმედება ხდება ოსმალეთის იმპერიაში. კონსტანტინოპოლი იმიტომ ჰქვია, რომ სიმბოლურად აჰმედისა და ელისაბეტის სიყვარულს ედრებოდა კონსტანტინოპოლის ისტორია. ასევე, როდესაც აჰმედს ეგონა, რომ კონსტანტინოპოლი დაიპყრო, მაშინ ელისაბეტის გულიც დაიპყრო და როდესაც კონსტანტინოპოლის ომი წააგო და გამარჯვება ილუზია აღმოჩნდა, ასევე ილუზიად იქცა მისი და ელისაბეტის ბედნიერება. ელისაბეტის წარსული და ის რის გამოც ასე სძულს ოსმანთა იმპერია, უკავშირდება სისხლიან დაპყრობით ომებს, რომელსაც უხვად ატარებდნენ წარსულში და აუბედურებდნენ უამრავ პატარა ქალქ-სახელმწიფოებს. ერთ-ერთი მათგანი ელისაბეტის იყო. მინდა მჯეროდეს და დიდად პოზიტიურად ვარ განწყობილი იმის მიმართ, რომ ელისაბეტი და აჰმედი სიცოცხლის ბოლომდე ერთად იყვნენ. რაც შეეხება ისკანდერს, მას ელისაბეტი არასოდეს ყვარებია. ისინი ერთი მიწიდან მოდიოდნენ და მხოლოდ ახალგაზრდული გატაცება იყო ელისაბეტი, შემდეგ კი, მისი ნამდვილი და წრფელი სიყვარული აისელი აღმოჩნდა. ელისაბეტის და "წარსულის დემონების" შესახებ. იგი იტანჯებოდა წარსულში ნანახით, ვინაიდან მან საკუთარი თვალით ნახა შემოსევების დროს როგორ ამოწყვიტეს ოჯახები და თავად იყო მომსწრე უამრავი ადამიანის სიკვდილის. საკუთარ თავს ადანაშაულებდა იმაში, რომ ვერცერთს დაეხმარა და სწორედ მაშინ წარმოიშვა "წარსულის დემონები" ელისაბეტი ქრისტიანი იყო და სწორედ ამიტომ უწოდებს ოსმანებს ბარბაროსებს და ურჯულოებს. ასევე, გამოთხოვებისას ელისაბეტმა ხილვა ნახა და დაინახა შავი კუბო-რომლითაც დედოფალი გამოასვენეს. ბავშვის ტირილი - უფლისწული მეჰმედი და მხრებიდან მოხსნილი პასუხისმგებლობა - ანუ, აჰმედს შეეძლო სამეფოს დატოვება ვინაიდან ტახტის მემკვიდრეობაზე პრეტენზია არ ექნებოდა და მემკვიდრედ მეჰმედს ტოვებდა. -------------- და ბოლოს, თქვენი საყვარელი პერსონაჟი მაინტერესებს სამეულიდან?♥ |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.