შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

საუკუნო სიყვარული.თავი 6.


31-12-2018, 14:02
ავტორი zia-maria
ნანახია 2 838

-ჯერ კიდევ ვსუნთქავ,მაგრამ რა იქნება ხვალ,ზეგ და თუნდაც ერთი თვის შემდეგ.გონება დაითრგუნა,წამებს ვითვლი და რაღაც სიმყრალის სუნი მცემს.გვერძე გადადო საქაღალდე და სესილის დაურეკა,მაგრამ არ პასუხობს,ამიტომ შეშფოთდა და შეშინებულმა ლუკას ნომერზე გადარეკა.
-ლუკა სად ხარ,ისევ სესილისთან ხარ?
-არა,წუხელ წამოვედი იქედან,იქ მადლენი და მათე დავტოვე.რა ხდება მილენა,რატომ გაქვს შეშინებული ხმა.
-სესილის ვურეკავ და არ მპასუხობს,მეგონა ისევ იქ იყავი.
-კარგი,გასაგებია წავალ და გავიგებ რა ხდება.
-მეც გამოვდივარ და ადრე თუ მიხვიდე,დამირეკე გთხოვ.ლუკამ ტელეფონი გათიშა და როგორც იყო სახლში ისე წავიდა,გზიდან კი ისევ ცდილობდა დაკავშირებოდა სესილის.მივიდა,კარი გააღო და ბინაში სრული სიწყნარე გამეფებულიყო,ყური დაუგდო სიჩუმეს და წყლის ხმა შემოესმა,სააბაზანოსთან მივიდა და კარზე დააკაკუნა.
-სესილი,სესილი აქ ხარ?
-აქ ვარ,ბანაობაც არ დამაცადო.ლუკა გაბრაზებული გაბრუნდა და მილენას შეეჩეხა.
-როგორ არის,სად არის და კარგად თუ არის რატომ არ პასუხობს ზარებს.
-ნებივრობს გოგო სააბაზონოში და შენი ნერვიულობა მას საერთოდ არ ანაღვლებს.
-კარგად არის?
-მშვენივრად არის,მე მივდივარ მაგ უმადურთან არ დავრჩები.მილენამ გაბრაზებულმა შეაღო სააბაზონოს კარი,შეხედა სესილის და სიბრაზისგან ანთებულმა შეუტია.
-შენ ნორმალური ხარ? სად გაქვს ტელეფონი რომ გირეკავთ,არ უნდა იფიქრო რომ შენი უპასუხისმგებლობით სხვას გულს ტკენ? ლუკას როგორ ექცევი,რას ჰგავს შენი საქციელი სესილი იფიქრე და როცა ფიქრისგან დაიღლები,ეგებ მიხვდე რომ მარტო ვერ გაუმკლავდები შენს ტკივილს,მარტო ვერას გახდები.
-რა გაყვირებს,სული მოითქვი მილენა.
-რა უსუსური ხარ იქნებ დაფიქრდე,რომ ჩვენც გვეტკინა გული შენი ტკივილით.ნუ გაცივდები,შეეცადე ახლოს გყავდეს ის ადამიანები ვინც განიცდის შენს მდგომარეობას,მათ გარეშე სულში სიცარიელეს იგრძნობ.ნუ გააქრობ შენში მეგობრულ გრძნობნას,იყავი მადლიერი ყველას მიმართ და შენი მადლობა უბრალო ღიმილით გამოხატე,მაგრამ შენ ეს ერთი სიტყვა რომ თქვა ძალიან რთულია შენთვის,ვხედავ ყველაფერი კარგად გაქვს და თავადაც კარგად ხარ,თუ დაგჭირდე ნომერი იცი და შემეხმიანე.იმდენად გააბრაზა მილენა სესილის ამ უპასუხისმგებლობამ,რომ ისიც უკან მიყვა ლუკას და გულმოსულმა,სიბრაზით ანთებულმა გამოიკეტა კარი,სესილი კი სააბაზანოს კართან აწურული დატოვა.უეცრად გამოერკვა,ხალათი შემოიმცვა და მილენას დაედევნა,მაგრამ მილენამ ისე სწრაფად დატოვა სესილის სახლი,სესილიმ სიტყვის თქმაც კი ვერ მოასწრო.მილენა ისევ სახლში დაბრუნდა და ისევ თათას მიერ დატოვებულ ქაღალდებს მიუბრუნდა.
-ბანკის ქვითრები,ეს ბანკის წიგნაკი არის ნატას სახელზეა გადმოტანილი თათას ყველა თანხა.ეს ანდერძი და ეს ბოლო კი დაბადების მოწმობა.ეს გასაღები კი რისი არის,რა უნდა გეთქვა თათა ამ გასაღებით,რას აღებს ეს პატარა გასაღები.ოხ თავი მეტკინა,როგორ გამაბრაზე დღეს სესილი მაგრამ მაინც მომიწევს შეთან მოსვლა,გაჩუმებას აზრი არ აქვს.
-როგორ დავბრმავდით,როგორ ვიუარეთ ბახვას ურთიერთობა თათასთან.ნეტავ საერთოდ არ ამომეღო ხმა,ახლა რა ვთქვა,როგორ ვიმართლო თავი შენს წინაშე სესილი.სესილიზე ნაწყენმა და გაბრაზებულმა გეზი ისევ სესილის სახლისკენ აიღო და სესილის გაოცებას საზღვარი არ ჰქონდა,როცა კარი გააღო და იქ სულ სხვა მილენა დაინახა.
-რა სახე გაქვს,არ მითხრა რომ ისეთი რამ გაიგე შესაძლებელია ცამაც კი ფერი იცვალოს როცა მოისმენს.
-ვწუხვარ სესილი.მართლა ვწუხვარ,მაგრამ ყველა ერთად გავარკვევთ სიმართლეს.
-გისმენ მილენა,შენ ჩემთან არ მოხვიდოდი დღეს და არც ხვალ იმ ინციდენტის შემდეგ რაც აქ დილით მოხდა,ამიტომ აი აქ დავჯდები და მოგისმენ.ამჯერად კი კატეგორიულად მოვითხოვ ყველაფერის დეტალურად ახსნას.
-არ ვიცი საიდან დავიწყო,მაგრამ ეს აუცილებელია რომ უნდა დავიწყო მოყოლა და გეტყვი,რომ ქორწილის დღეს როცა მე შენს გვერდით ვიყავი თათა ჩემთან იყო სახლში.
-რაააააა?
-დამაფიცა,რომ არავინისთვის არაფერი არ მეთქვა.
-რატომ,რატომ გააკეთა ეს.
-მითხრა,რომ ასე უკეთესი იყო არა მხოლოდ მისთვის,ყველასათვის.ქორწილის მეორე დღეს,დილით მითხრა აუცილებელ შეხვედრაზე მიდიოდა და ერთ საათში დაბრუნდებოდა,მაგრამ აღარ დაბრუნდა ის გარდაიცვალა ჯერ კიდევ გაურკვეველ მდგომარეობაში.ძალიან,ძალიან მიჭირს ამის თქმა სესილი რაც ახლა უნდა გითხრა,მაგრამ თათა არ მოსულა მარტო,მას 9 წლის გოგონა ჰყავს ნატა.სესილი................
-კიდევ რა არის ისეთი რაც უნდა ვიცოდე.
-მომცა ერთი დიდი საქაღალდე და მითხრა,რომ ის საქაღალდე ინახავს მისი ცხოვრების ისტორიას.ასევე ბანკის წიგნაკი,რომელზედაც საკმაოდ დიდი თანხაა ნატას სახელზე და კიდევ სხვა მნიშვნელოვანი საბუთები,როგორც...................
-როგორც..............
-როგორც შენ გასახელებს ნატას მეურვედ.
-მეეეე? მე რატომ,მილენა რატომ მე.
-მითხრა,ნატას მეურვებას აიღებდი მას შემდეგ,მას თუ რამე დაემართებოდა.
-რატომ იყო დარწმუნებული,რომ მას რაღაც დაემართებოდა.
-მითხრა გარკვევით,რომ მის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრებოდა.
-რატომ,რატომ ემუქრებოიდა საფრთხე,მილენა რა ცხოვრებით ცხოვრობდა თათა.
-ამას გავიგებთ ნელა-ნელა,მაგრამ შენ უნდა აიღო ნატას მეურვეობა და ის შენთან უნდა იყოს. მე კი თქვენ უნდა დაგიცვათ ორივე და ყველაზე საინტერესო ის არის,რომ არ ვიცი ვისგან და რისგან უნდა დაგიცვათ.
-მილენა როგორ ფიქრობ,თათა მოკლეს?
-მას ეშინოდა სესილი და როგორც მივხვდი მისი შიში გამართლდა,ის მოკლეს.
-დაუჯერებელია,არ მჯერა.თათას,ჩემს თათას ჰყავს 9 წლის გოგონა და ეს არ ვიცი.მილენა ეს ყველაფერი კი ბახვამ იცოდა,მან ყველაფერი იცოდა.
-ის მთელი ეს დრო,მთელი ეს წლები ჩუმად იყო.არ ვიცი რატომ და რა მიზეზით გაჩუმდა თუ გააჩუმეს ეს ჯერ კიდევ გასარკვევია.ბავშვის შესახებ კი მეც ახლა გავიგე,როგორ ვთხოვე,რათასნაირად დავუსვი კითხვა მაგრამ ვერაფერი ვათქმევინე ბოლოს კი მითხრა.
-მილენა ვიცი რომ გაინტერესებს ყველა წვრილმანიც,მაგრამ ყველა შენს დასმულ კითხვას ეს საქაღალდე გასცემს პასუხს.
-რა სისულელეა ეს,მე ხომ არაფერი არ ვიცი ბავშვის არსებობის შესახებ და მთხოვს ვიყო ბავშვის მეურვე.
-დროა უკვე ისწავლო ბავშვთან ცხოვრება,ნატა ჯერ ძალიან პატარაა მას შენს მეტი და ჩვენს მეტი არავინი არ ჰყავს,მხოლოდ ჩვენ ვართ მისვის ძალიან ახლბლები და ეს გაითვალისწინე.თათამ იცოდა,დარწმუნებული იყო რომ მოკლავდნენ და ბავშვი ჩვენთან მოიყვანა ის ჩემთან არის სახლში და არ ვიცი რა ვუთხრა მას სესილი.ყოველ ჩემს შემოხედვაზე დედას თხოულობს,მე კი სიმართლის თქმა არ შემიძლია.
-მამამისთან წავიდეს,მე რა კავშირი მაქვს მასთან.მოიცადე,მილენა ვინ არის ბავშვის მამა.მილენა გესმის? ვინ არის მამა გოგონასი.
-სესილი შენ თავიდანვე მიხვდი და მართალიც ყოფილხარ .....................
-თქვი,ვინ არის ბავშვის მამა.
-ნატა........... ბახვას შვილია.სესილის მზერა გაუშეშდა,ყურები დაეხშო და აღარაფერი აღარ ესმოდა,მხოლოდ მილენას უცქერდა გამჭოლი მზერით და სუნთქვაც კი შეკვროდა.
-წადი,ახლავეს წადი ჩემი სახლიდან მილენა.მილენა უხმოდ ადგა და ატირებული გამოვიდა სახლიდან,გარეთ კი ლუკას შეხვდა.
-მილენა? რა მოხდა,ცუდად ხარ?
-შედი მასთან, მიხედე ცუდად ის არის მე გამომაგდო სახლიდან.
-რატომ?
-მიდი და ის აგიხსნის თავად.მილენა წავიდა და ლუკამ გაკვირვებულმა გააყოლა თვალი,შემდეგ კი სახლში შევიდა.
-სესილი რა მოხდა,რატომ ტიროდა მილენა ან შენ სად მიდიხარ ასე გამოწყობილი.
-სადაც მინდა იქ მივდივარ და როცა მინდა მაშინ დავბრუნდები.
-ერთად წავიდეთ,მარტო არსადაც არ წახვალ.
-ნუ მეხები,არც მინდა შეგხედო თვალებში მიყურებდი და მატყუილებდი.
-რას გულისხმობ,რას გატყუილებ ან საიდან მოიტანე რომ მე გატყუილებდი.
-ნუ იდებილებ თავს ლუკა.
-დაწყნარდი და ამიხსენი რას გულისხმობ.უყვირა ლუკამ სესილის და მკაცრად შეხედა.
-ბახვას და თათას საერთო შვილი ჰყავთ,მე თავიდანვე ვთქვი,რომ მათ საერთო ჰქონდათ რაღაც ძალიან მნიშვნელოვანი,მაგრამ თქვენ მე გიჟი გამომიყვანეთ.ლუკა უსმენდა სესილის და თანდათან სახეზე ფერი დაეკარგა,მილენა კი სახლში დაბრუნდა,მაგრამ კარებთან მისულმა შეჩერდა სუნთქვა დაიმშვიდა და სახლში ღიმილით შევიდა.
-დეიდა მილენა დედა ისევ არ მოიყვანე,ისევ მარტო დაბრუნდი? მიმატოვა,დედა აღარ მოვა ის ცუდმა ადამიანებმა წაიყვანეს.
-ვინ არის ცუდი ადამიანები ნატა.გაოცებულმა შეეკითხა პატარას და ნელა-ნელა მიუახლოვდა ატირებულს.
-დედას ყოველთვის ეშინოდა ცუდი ადამიანების და მეუბნებოდა,არასოდეს გაგიშვებ ხელს,მაგრამ თუ გავიგე საფრთხე გემუქრება საიმედო ადგილას წაგიყვან და იქ მოგხედავენ.
-სად დედა,ბავშვთა სახლში უნდა წამიყვანო და დამტოვო?
-არა,იქ არასოდეს მიგიყვან.შენ გყავს დეიდა და მასთან იქნები.ალბად თქვენ გგულისხმობდა მილენა დეიდა დედა.
-დაწყნარდი,იქ არ წახვალ და სულ აქ იქნები ჩვენთან საყვარელო.
-მართლა?
-მართლა,ახლა კი ეს ბოლომდე შეჭამე და მე აბაზანას გაგიმზადებ,ჯერ ადრეა მაგრამ დაწოლის წინ უნდა დაიბანო.კარგი?
-კარგი.დაეთანხმა ნატა მილენას და გემრიელად ჩაკბიჩა შოკოლადიანი პური.მილენა სააბაზანოში გავიდა და ტელეფონმა დარეკა და ნატამ უპასუხა.
-დედა,დედიკო როდის დაბრუნდები ძალიან მომენატრე დედა.
-ვინ არის,ვის ველაპარაკები? მოესმა პატარას მამაკაცის ხმა და ჯერ შეეშინდა,შემდეგ კი უპასუხა.
-მე ნატა ვარ,თათას შვილი.
-ვისი შვილი? ნატას შეეშინდა და ტელეფონი იქვე დააგდო,გაიქცა და თავის ოთახში ჩაიკეტა,მოგვიანებით გავიდა და იქ კი მოულოდნელად შეეჩეხა მწარე სიმართლეს,სადაც გაიგო დედის გარდაცვალება.მილენა სააბაზანოდან გამოვიდა და ნატა ვვერ დაინახა,მისი ოთახისკენ წავიდა მაგრამ კარზე ზარი იყო და იქით მიბრუნდა,კარი გააღო და თავდახრილი სესილი შერჩა ხელში.
-სესილი? აქ რას აკეთებ,რატომ მოხვედი.
-მოვედი,რადგან მინდა ვნახო პატარა.
-ნახავ,მაგრამ გთხოვ ნუ ეტყვი რომ თათა უკვე ჩვენთან ერთად აღარ არის და ის აღარასოდეს დაბრუნდება.
-რააააა? მილენა დეიდა სიმართლე დამიმალე?
-ნატა საყვარელო,ეს სესილი დეიდა არის.
-მითხარი,დედა გარდაიცვალა?
-მან იბრძოლა,მაგრამ ვერ შევძელო თავის გადარჩენა.
-იცოდა,დედამ იცოდა რომ ერთ დღეს მას მოაგნებდნენ ცუდი ადამიანები.
-ნატა დამშვიდდი ჩემო პატარა.
-მშვიდად ვარ,რადგან მითხრა უსაფრთხო ადგილზე წაგიყვან და ჩემს შემდეგ ისინი მოგხედავს,შვილივით შეგიყვარებს.სესილი ვერ უძლებდა ნატას სახეზე დადენილ ცრემლებს და თავადაც ყლაპავდა ცრემლს ჩუმად.უცქერდა ნატას და თითქოს მის წინ თოჯინა ჰყავდა,რომელსაც თმებს დაუვარცხნიდა და ნაწნავებს გაუკეთებდა,შემდეგ კი საწოლში მასთან ერთად დაიძინებდა.
-სესილი როგორ ხარ,გესმის ჩემი? ხელით შეეხო მხარზე მილენამ და შეაშინა მისმა ურეაქციობამ.
-არ ვიცი როგორ ვარ,მილენა ჯერ კიდევ შოკში ვარ და ვერ გამიგია ეს რაც ხდება,ნუთუ ყველაფერი სიმართლეა?
-სამწუხაროდ სიმართლეა,ახლა ხომ დარწმუნდი რომ ეს პატარა არაფერ შუაშია მომხდართან.
-გამარჯობა,როგორ ხართ ბატონო ვალერიან.
-მოდი,შემოდი ალექსანდრე გელოდებოდი.გაარკვიე რაც გითხარი,მართალი არის?
-გავარკვიე,გაგიკვირდებათ მაგრამ სიმართლეა,თქვენს შვილიშვილს შვილი ჰყავს.
-რაააა? ბადრის შვილი ჰყავს,ჩემს ბადრის?
-ჰყავს და მეც თქვენსავეთ გაკვირვებული დავრჩი,როცა ეს გავიგე
-ალექსანდრე დარწმუნებული ხარ?
-1000%-ით ბატონო ვალერიან ეს უკვე დამტკიცებულია და დნმ-ის ანალიზიც აღებული არის,პატარა ბადრის ქალიშვილია.
-შენ საიდან იცი ასე დარწმუნებით,რომ ეს ბადრის შვილია,თავად ბადრიმ გითხრა?
-არა,ბადრის არ უთქვამს.
-ალექსანდრე მინდა ამ ბავშვის შესახებ გაიგო ყველაფერი.
-სამი თვის წინ ბადრი მოვიდა ჩემთან და დახურული კონვერტი დამიტოვა,მისივე ხელმოწერით.
-შეეკითხე ეს რატომ გააკეთა?
-შევეკითხე,მაგრამ ბევრი არაფერი არ მითხრა,მხოლოდ ის რომ ცხოვრება სიურპრიზია და მინდა ეს კონვერტი შენთან ინახებოდეს.მეც აღარ ჩავეძიე,არ მქონდა უფლება მის პირად ცხოვრებაში ჩავრეულიყავი,მაგრამ მაინც ავნერვიულდი.ამ ბოლო დროს ბადრი სულ ანერვიულებული იყო,მოუსვენრად გადი-გამოდიოდა და ეს ემჩნეოდა კიდეც,ერთხელ ისიც კი მითხრა საიდუმლოდ რომ მამაჩემისგან თავი შორს დაიკავე,დიდად ნუ გაერევი მის საქმეებში.
-მართლა ასე გითხრა? ალექსანდრემ თავი დაუქნია ვალერიანს თანხმობის ნიშნად და მოხუცმა სიბრაზით ჩაილაპარაკა.
-ამ ყველაფრის უკან გურამი დგას,ოხ გურამ,ოხ გურამ რატომ არ დაიქცა ის დღე შენ რომ ამ სახლში შემოგათრიე.მოიცადე,შენ როგორ გაიგე ბავშვის შესახებ.შეხედა მოხუცმა გაოცებული თვალებით ალექსანდრეს.
-დღეს დილით დამიკავშირდა პარიზიდან ბადრის ერთ-ერთი ძალიან ახლო მეგობარი და მან მითხრა,რომ ბადრის მიუცია ჩემი ნომერი იქ ანდერძი ჰქონია დაწერილი და თავადაც ფიქრობს ჩამოსვლას ანდერძის წაკითხვასთან დაკავშირებით.
-ალექსანდრე ძალიან უცნაურია ეს ყველაფერი,ახლა რას ფიქრობ,რა იქნება შემდეგი ნაბიჯი,რა უნდა გააკეთო ან როდის გაიხსნება ანდერძი.
-ანდერძი წესით 40 დღის შემდეგ უნდა გაიხსნეს,მაგრამ გურამი დაჟინებულად მოითხოვს ახლავეს გაიხსნას,ეს თუ ყველას სურვილი იქნება მე გავხსნი ანდერძის,მანამდე კი ველოდები დაწვრილრებით ინფორმაციას პარიზიდან და გავიგებთ კდეც,თუ ბადრის პირადი ადვოკატი ვერ ჩამოვიდა,ინფორმაციას გადმომიგზავნის.
-ის უნდა ჩამოვიდეს,რომ გურამიმ შეცვლა ვერ შეძლოს ანდერძის.
-ვერ შეძლებს,ბატონო ვალერიან ეს დახურული ანდერძია არავინ არ იცის რა წერია ამ ანდერძში და ვის რას უტოვებს.ალექსანდრე წავიდა და მოხუცი საგონებელში ჩავარდა.
-შენ ხარ?
-მე ვარ,ვინმეს ელოდი სხვას?
-სესილის.
-სესილი აქ არ არის?
-არა,გაგიჟებული წავიდა და სად არ ვიცი.
-გაგიჟებული თუ იყო მარტო სად გაუშვი.
-არც გამიყოლა,არც მითხრა სად მიდიოდა კარი გაიჯახუნა და წავიდა.
-ლუკა მოხდა რამე ისეთი რაც უნდა ვიცოდე?
-რაც მოხდა იცი,დაკარგა ქმარი თავის საუკეთესო მეგობართან ერთად,ეს ინფორმაცია ვფიქრობ საკმარისია ცნობისმოყვარეობის დასაკმაყოფილებლად.
-კარგი,ნუ იცი ავარდები ხოლმე მე სულ სხვა რამ მინდა შეგეკითხო.
-თქვი,რა გინდა შემეკითხო.
-ცოტა ხნის წინ მილენას დავურეკე და პატარა გოგონამ მიპასუხა,მითხრა რომ ის თათას შვილია.შენ იცოდი,რომ თათას შვილი ჰყავდა?
-შენ რატომ განერვიულებს ეს თემა.
-არა,არ ვნერვიულობ უბრალოდ მოულოდნელი იყო.თან ისიც პარიზში ცხოვრობდა და იქნებ კიც ხვდებოდით ერთმანეთს.
-კი,შეხვედრით ბევრჯერ შევხვედრილვარ თათას არ მითხრა რომ რამე დავაშავე მასთან შეხვედრით.
-ლუკა რატომ არ თქვი არაფერი.
-რა უნდა მეთქვს,თან მე არ ვიცოდი ეს საიდუმლო თუ იყო,დალევ რამეს?
-დავლევ,დავთვრები და რომ გამოვიფხიზლებ იქნებ ყველაფერი სხვაგვარადაც კი იყოს.
-ნეტავ მართლა მასე იყოს.
-სესილი მალე მოვა? მართლა არაფერი გითხრა სად წავიდა?
-არაფერი არ ვიცი,მათე მხოლოდ ის ვიცი რომ სესილის ახლა ძალიან უნდა გვერდით დგომა და უნდა შეძლოს,უნდა გადალახოს ეს ტკივილი.
-მე არ ვიცი,არ ვიცი არაფერი ბავშვის შესახებ.
-მიეჩვევი და ისწავლი ნუ გაგიჟდები.
-შენ,შენ ხარ მზად შვილისთვის და შენთან იყოს.
-აზრზე მოდი,სესილი ყველა მნიშვნელოვან საბუთში შენი სახელი ფიგურირებს,ამის შეცვლა კი შეუძლებელია საყვარელო.
-შენთან იყოს,შენ გაზარდე და შენ იყავი ნატას დედა.
-მეეეეე?
-შენ,დიახ შენ.მე შემეკითხა ვინმემ? რატომ უნდა ავიღო ამხელა ვალდებულება.
-რომ მცოდნოდა,რომ ბადრი იყო ბავშვის მამა არ მოვკიდებდი ამ საქმეს ხელს,მაგრამ ახლა თქვენ მე დაგიცავთ, სესილი მე.
-შეუძლებელია მე წავიყვანო ეს ბავშვი,მილენა ეს შეუძლებელია და ამიტომ შენთან იქნება.
-მე მაქვს სხვა უამრავი საქმე და კარგი ნუ ვჩხუბობთ,არ გინდა წაიყვანო? კარგი,ხვალ დავრეკავ სააგენტოში მოვლიან და ბავშვს წაიყვანებენ და შენს სინდისზე იყოს ეს ყველაფერი.
-რააააა? არა,შენ ამას არ იზამ.
-ვიზამ,ძალიან კარგადაც ვიზამ.
-დაგავწყდა რა გთხოვა თათამ?
-არა,მთხოვა ამეღო თავის საქმე თუ რამე დაემართებოდა........
-და დაემართა.
-დიახ,როგორც ხედავ და ამიერიდან უნდა დაგიცვათ ორივე.
-ვისგან.
-იდეა არ მაქვს ვისგან.
-მშვენიერია,თათამ ყველაზე ძნელი საქმე მე დამიტოვა შენ გესმის ეს რას ნიშნავს?
-როგორც იქნა მიხვდი,რომ მთავარ როლში შენ ხარ.
-აღარ მინდა ვიჩხუბოთ,დღეს საკმარისია ჩვენი ჩხუბი სახლში მივდივარ,რომ კარგად დავფიქრდე.
-მიბრძანდი,ხვალ საღამოს 5 სთ-მდე დრო გაქვს იფიქრო.სესილიმ აწყლიანებული თვალებით შეხედა მილენას და უთხრა.
-ნუ გამიკეთებ ამას,მითხარი რომ სხვა გამოსავალი არსებობს.
-არანაირი,ეს არის ერთადერთი გზა და ძალიან ვწუხვარ.სესილი დაფიქრებულმა შეაღო სახლის კარი და იქ კი მათე და ლუკა დახვდა.
-აქ ხართ?
-ჩვენ აქ ვართ,შენ სად ხარ.
-აქ ვარ,ხომ მხედავთ დავბრუნდი.
-კარგი,მე წავედი და რომ დამშვიდდები მერე ვისაუბროთ.მათე წავიდა და ლუკა ადგილიდან არ იძვრის.
-შენთვის არ მოსულა წასვლის დრი?
-არ წავალ და ტყუილა ნუ იღლი ენას.
-ვერ გიტან,ლუკა ვერ გიტან.
-რატომ,რა დაგიშავე.
-იმიტომ,რომ იცოდი ბახვას ყველა საიდუმლო და რომ გთხოვე მითხარითქო არც მაშინ თქვი.
-სესილი გაიგე ბადრი და თათა მკვდრები არიან.
-მადლობა,რომ შემახსენე რადგან არ ვიცი როგორ შევეგუო იმ აზრს რომ ჩემი ქმარი და ჩემი საუკეთესო მეგობარი ერთად დაიღუპნენ.უნდა შევიზიზღო ორივე თუ უნდა ავუარო გვერდი ამ ყველაფერს და დავივიწყო რაც მოხდა.
-კარგი,შენ მართალი ხარ,შუაში კი ერთი პატარა და უსუსური არსებაა რომელიც სრულიად უცოდვილი,დაუცველი და უდანაშაულო არის,მას დაცვა სჭირდება და სითბო უნდა რომელიც დააკლდა დედისგან.გააგრძელე ცხოვრება,ვინ გაკონტროლებს და ვინ გიჭერს სესილი.
-აღარავინის აღარ მჯერა,მამაკაცი რომელიც ღმერთი მეგონა იყო ჩემთვის,მას ჩემს საუკეთესო მეგობართან შვილი ჰყავს,გგონია ადვილია ამ აზრთან შეგუება?
-ყველაფერი მზად არის?
-კი მამა,ყველაფერი მზად არის სესილიც მოვა, უკვე შევატყობინე.
-არც გაბედოს ის ამ სხდომაზე მოვიდეს.გაბრაზებულმა შეხედა გურამიმ მათეს.
-რატომ? ის ხომ ჩვენი ოჯახის წევრია.ის ბადრის,ჩვენი ბახვას ცოლია მამა მოგწონს ეს თუ არა ასეა და ასე დარჩება ბოლომდე.ამ წუთში ჩვენ მას ვჭირდებით გვერდში,როგორც ფსიქოლოგიურად ისე ეკონომიკურად.
-ეს დაივიწყე,ის უცხოა ჩვენი ოჯახისთვის.მხოლოდ ქორწილის დღე იყო მათი და იმ ერთი დღის გამო არ ვაპირებ ჩემი ოჯახის ქონება მას გავუყო.
-ერთი დღე იყვნენ ერთად თუ 1000 წელი,ამას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს.მამა გაიგე,რომ ის ხელმოწერილია შენს შვილთან და ისევე სრულფასოვანი წევრია ჩვენი ოჯახის,როგორც მე და როგორც შენ.ის ბახვას ცოლია დაქორწინებული თუ დაუქორწინებელი.
-ეს ქალი ჩემთვის არასოდეს არ არსებობდა.
-ბახვას უყვარდა სესილი და მე დარწმუნებული ვარ სესილის გამო ის სიცოცხლესაც კი გაწირავდა,რომ მას არ მოკლებოდა არაფერი.
-ბადრი, ჩემი ბახვა უკვე მკვდარია და ჩემი მემკვიდრეობა,ჩემი ქონება არ მინდა გავუყო იმ ქალს ვისი დანახვაც არ მსიამოვნებს.ეს ქალი დასრულდა ჩვენთვის,გზა ხსნილი აქვს და ვისაც უნდა მას დაუკავშიროს მისი ცხოვრება.მე აქ დავასრულე და სიტყვა აღარ მითხრა მასზე,არ მოგისმენ მათე.
-მალე,სულ მალე გაირკვევა ვისი ბრძანებითაა ბახვა მკვდარი და ვფიქრობ,ის დღე არ გათენდება შენთვის ნათელი ფერებით მამა.
-რას ბოდავ,ხვალ დასაფლავებაა და ფრთხილად უნდა იყო.
-რატომ,გეშინია შენც არ გაგასაღონ?
-შენთან არ შეიძლება სერიოზულ თემაზე საუბარი.
-ბატონო გურამ ეს კონვერტი თქვენს სახელზე მოიტანეს.
-მომეცი შვილო,ვინ მოიტანა.
-კურიერმა.
-რა არის,რატომ გაფითდდი მამა.
-არ ვიცი რა არის.თქვა გაოცებულმ გურამიმ და დიდი ყვითელი კონვერტი ხელში შეათამაშა,მათემ ხელიდან აართვა ოსტატურად კონვერტი მამას,გახსნა და ფერი დაეკარგა მასაც.
-რაო რა წერია,მათე რა ხდება.მოუსვენრობამ შეიპყრო გურამი.
-თავად წაიკითხე.გაუწოდა სიფრიფანა ქაღალდი რომელმაც მენაბდის ცხოვრება თავდაყირა დააყენა.
-დაბადების მოწმობა,ვისია ეს მოწმობა.
-წაიკითხე და ნუ ეძებ ვისია ეს მიწმობა,ის ნახე ვინ არის ბავშვის მამა.
-მშობლები,დედა-თათა მეტრეველი.
მამა-ბადრი მენაბდე.ეს შეუძლებელია,მათე მითხარი რომ ეს ცუდი ხუმრობაა.
-როგორც ვხედავ ამ ქაღალდზე რაც წერია სიმართლეა და ესე იგი შენთვის შეუძლებელი თურმე შესაძლებელია.შენ სესილისთვის არ გინდოდა ქონების გაყოფა,მაგრამ ვხედავ უკან დასახევი გზა არ გაქვს რადგან შენ ამ ბავშვის ბაბუა ხარ მამა.გურამიმ ხელებში ჩარგო თავი და მათეს ანიშნა გასულიყო,მთელი ღამე ვერ მოისვენა და სავარძელში ჩამჯდარმა გაათენა იმაზე ფიქრში,თუ საიდან და როგორ გამოჩნდა მის ცხოვრებაში ეს საზიზღარი არსება.
-არ გიძინია,მთელი ღამე აქ გაათენე? თავზე დაადგა მადლენი დილა ადრიან.
-დღეს მძიმე დღეა,დამამშვიდებელი მიიღე რომ დღეს მშვიდად იყო.
-არა უშავს,მე ხომ მიჩვეული ვარ ტკივილს.
-ერთად,ერთად გადავიტანთ ამ ტკივილს.
-გადავიტანთ,იმედია გადავიტანთ.
-ბესო მე სესილისთან მივდივარ შენც წამოხვალ?
-არა,მე დღეს ბევრი საქმე მაქვს,მაგრამ სასაფლაოზე მოვალ აუცილებლად.
-კარგი,მაშინ მე წავალ და იქ შევხვდებით ერთმანეთს.კარებისკენ წავიდა მილენა და კარზე ზარის ხმაც გაისმა.
-ნიცას ელოდები,ერთად მიდიხართ?
-არა,ნიცა იქ მოვა სესილისთან ვნახავ ვინ არის.
-შოთიკო? ტელეფონი ჩართული მაქვს,ხმა არ გამიგონია მირეკავდი? გაუკვირდა ბესოს მისი თანამშრომლის დანახვა.
-ბესო ბოდიშს გიხდით ორივეს გაუფრთხილებლად მოვედი,მაგრამ ეს ბრძანებაა რომ მილენას რამოდენიმე კითხვა დავუსვა.
-მილენას? მილენას რა კავშირი აქვს ბახვას სიკვდილთან.გაბრაზებულმა შეხედა ბესომ შოთიკოს.
-ბესო ნუ ყვირი და ნუ ბრაზობ,შოთიკოს დაავალეს და ის დავალებას ასრულებს.გისმენ,მკითხე რაც გაინტერესებს მე მზად ვარ.
-მილენა მართლა ცუდ მდგომარეობაში ვარ,მაგრამ რომ არ შევასრულო დავალება სამსახურს დავკარგავ.
-არა უშავს,დაწყნარდი და შენი საქმე გააკეთე.
-როგორც ცნობილია თქვენ ოთხი მეგობარი ბავშვობიდან ერთად მოდიხართ სესილი,ნიცა,თათა და თქვენ.
-დიახ,ჩვენი მეგობრობა ღრმა ბავშვობოდან მოდის,დღეს ბახვას დასაფლავებაა და იქ მივდივარ,მოგვიანებით რომ ვისაუბროთ შეიძლება?
-არ დაგაყოვნებ დიდი ხნით,ინფორმაცია შემოვიდა,რომ თათა მეტრეველი აქ იყო,თქვენს სახლში და კიდევ,ვერცხლისფერი ნისანი რომელშიც ორი ადამიანი ერთად დაიღუპა,გადაცვლილის საკუთრება იყო?
-კი, თათა აქ იყო.ის პარიზიდან ჩამოვიდა სესილის და ბადრის ქორწილის დღეს,მაგრამ მგზავრობით დაღლილმა ვერ შეძლო ქორწილში წამოსვლა,ამიტომ ის მათ ნახვას მეორე დღეს გეგმავდა.რაც შეეხება ვერცხლისფერ ნისანს,კი ის თათასი იყო.
-აქ როგორ მოხვდა იმ მანქანით.
-ის მანქანა არასოდეს გასულა ჩვენი ქვეყნის გარეთ,ის ჩვენთან იდგა და ხანდახან გამოგვყავდა გარეთ.
-მილენა შენს თვალებში გულწრფელობას ვკითხულობ და მართლა ცუდად ვგრძნობ თავს შენს წინაშე.
-შოთიკო მეც სახელმწიფო მოხელე ვარ,შენს ადგილზე მეც იგივეს გავაკეთებდი ასე რომ ნუ ნერვიულობ.
-იმ დილით იქნებ გაიხსენო,როცა სახლიდან გავიდა იქნებ გასვლის წინ თქვა სად მიდიოდა და რისთვის.
-გასახსენებელი არაფერია,არც ის რომ დავფარო მისი საიდუმლო,მითხრა მხოლოდ ის რომ ერთ საათში დაბრუნდებოდა,შემდეგ კი ოთხივე ერთად ვაპირებდით შეხვედრას,მაგრამ ეს შეხვედრა ვერ მოხერხდა და არც არასდროს შედგება.
-არც ბადრი ნებაბდე უხსენებია?
-არა,რაც შემდეგ გავიგე ეს ჩემთვისაც შოკი იყო.
-მარტო დაბრუნდა პარიზიდან?
-არა,თათა შვილთან ერთად დაბრუნდა.
-ბავშვი სად არის.
-ჩემთან არის,ჯერ კიდევ ძინავს.
-ვისთან დარჩება.
-ჯერ აქ არის,შემდეგ ვნახოთ.
-უნდა შევატყობინოთ სააგენტის,რომ წაიყვანონ ბავშვი ბავშვთა სახლში.
-არ არის საჭირო,ის დაცულია და მისი ადვოკატი მე ვარ,მას მე დავიცავ.
-მადლობა მილენა და კიდევ ერთხელ ბოდიში.
-არ არის ბოდიში საჭირო,ჩვენ გვესმის ერთმანეთის ენა,რადგან ერთ საქმეს ვემსახურებით.დავასრულეთ?
-დავასრულეთ.მილენამ კარებამდე მიაცილა შოთიკო და გასვლის წინ შოთიკომ უთხრა.
-დიდი ბრძოლა გიწევს და თუ გინდა გაიმარჯვო ძლიერი უნდა იყო,უფრო მტკიცე და მომთხოვნი.შოთიკო წავიდა და ბესომ მილენას შეხედა.
-გეფიცები,ამ წუთებისთვის პასუხს მოვთხოვ.
-ეს მათი საქმეა,შენთვისაც რომ დაევალებინათ ჩემი დაკითხვა უნდა შეგესრულებინა დავალება.ნუ ბრაზობ,იცი რომ ვერ უარყოფდა,მისი უარით ხომ სამუშაოს დაკარგავდა.
-ბატონო ვალერიან მოგეხმარებით.
-მარტო შევძლებ შვილო ჩავიცვა,წადი სხვა საქმეს მიხედე მხოლოდ უთხარი მათეს ჩემთან შემოვიდეს.
-ახლავეს ბატონო ვალერიან.მათე მალე მივიდა ბაბუასთან და უხმოდ ჩამოუჯდა საწოლზე.
-ვიცი რომ ძნელია,არა მარტო შენთვის ყველასთვის დღევანდელი დღე და შეეცადე დამშვიდდე შვილო.
-ბაბუ ვიცი დარწმუნებული ვარ ამ ყველაფერში გურამის ხელი არის გარეული.
-არა მგინია შვილო ასეთი ზნედაცემული იყოს,რომ თავისი შვილის მოკვლის ბრძანება გაეცა.
-არა,შვილის მოკვლის ბრძანებას არ გასცემდა,მაგრამ ვიცი მოს ბრძანების შესრულებაზე მოხდა გაუთვალისწინებელი რამ და ბახვა იმსხვერპლა.გეფიცები გამოვიძევ და არ მოვეშვები სანამ სიმართლეს არ დავამტკიცებ.მათეს ანთებული სანთებელასავეთ უელავდა თვალები, სადაც რისხვა და სიბრაზე ერთმანეთს ასკდებოდა.
-ყველაფერს მისი დრო აქვს,სიმართლე გაირკვევა.შესაძლებელია მე ვერ მოვესწრო,მაგრამ დიდი იმედი მაქვს შენ ყველაფერს ისე გააკეთებ როგორც საჭიროება მოითხოვს.
-ლუკა სად ხარ.
-შენ სად ხარ მილენა.
-გამოვედი სახლიდან და სესილისთან მივდივარ.
-მე აქ ვარ უკვე და ვიკამათეთ,არ უნდა დასაფლავებაზე წასვლა.
-კარგი,დარჩი მანდ და მოვალ სულ მალე.მალე მოვიდა მილენა და სახლში შესულმა თვალებით მოებნა სესილი,მაგრამ ვერ დაინახა.ლუკამ მიხვდა ვისაც ეძებდა და უთხრა.
-საძინებელშია არ გამოსულა დღეს იქედან.
-როგორაა,ისევ ისე არეულია?
-უფრო მშვიდადაა,მაგრამ ვფიქრობ რომ გულში იხვევს ტკივილს.
-სესილი გაუტეხელი და უდრეკი,ჩემზე უკეთ მას ვერავინი ვერ იცნობთ ლუკა მაგრამ შენც შეიცანი ის და მიხვდი,ტკივილს გულში იხვევს და ისე იქცევა რომ თითქოს მის გარშემო არ ხდება ეს ყველაფერი,წავედი დაველაპარაკები.
-გამძლეობას გისურვებ,გჭირდება რადგან ვიცი ნერვებს აგიწეწავს მისი ჯინიანობა.
-ეს მე მომანდე,ვიცი როგორ უნდა მივუდგე რომელი გვერდიდან.მილენამ თვალი ჩაუკრა ლუკას და სესილის საძინებელს მიახლოვდა,გაბედულად შევიდა და მიესალმა.
-როგორ ხარ საყვარელო.
-მშვენივრად ვარ,შენ როგორ ხარ.
-მე შენს გვერდით ვარ.
-გინდა მითხრა,ჩვენ ამ ტკივილსაც ერთად დავძლევთ.
-კარგია რომ გამიგე.მაშ ასე მზად ხარ?
-არ ვიცი,არ ვიცი მილენა უნდა წავიდე?
-უნდა წახიდე,ეს შენც იცი რომ აუცილებელია.წასვლამდე კი რაღაც უნდა გადმოგცე,რაღაც მნიშვნელოვანი.
-რა,რა უნდა გადმომცე კიდევ ახალია რამე? შეშინებული თვალებით შეხედა მელინას,მელინამ კი ჩანთა გახსნა და იქედან კონვერტი ამოიღო.
-აი ეს კონვერტი,რომელიც თათამ დაგიტოვა.
-მე არა,შენი სახელი აწერია.
-მე წავალ.თქვენ კი ისაუბრეთ და გარეთ დაგელოდებით.
-არა,აქ დარჩი ლუკა,თათა შენი მეგობარიც იყო,ისე როგორც ჩვენი.მილენა სესილის მიაჩერდა და კონვერტი გაუწოდა.
-ნუ მიყურებ მასეთი თვალებით,ზედ შენი სახელი აწერია.მილენამ ერთი ღრმად ამოიოხრა და კონვერტი გახსნა.იმ წუთში სესილი უმწეო,დაუცველი არსება იყო რადგან არ იცოდა რა ეწერა იმ ფურცელზე,კიდევ რა საიდუმლოს უნდა ახდოდა ფარდა.სული გაუყინა ფურცლის შრიალმა და დადგა მძიმე წუთები,სამივე დაიძაბა და სამივეს უჭირდა სუნთქვა.
-ჩემო საყვარელო დებო სესილი და მილენა.
წერილს კითხულობთ ცრემლიანი თვალებით,ეს ის წუთებია როცა მე თქვენს შორის აღარ ვარსებობ.წლებია ვიმალები და უკვე დროა ყველა ჩემს საიდუმლოს ფარდა აეხადოს.ვიცი,ახლა ერთმანეთს გაოცებულები უცქერთ,მაგრამ დამიჯერეთ სულ მოკლე ხანში გაიგებთ სიმართლეს.სესილი საყვარელო თვალებდახუჭული გიტოვებ იმ დიდ განძს,ვინც ჩემთვის ყველაზე ძვირფასია.არ გთხოვ რომ შეიყვარო,ამის თხოვნა მე შენთან არ მჭირდება რადგან დარწმუნებული ვარ ჩემი თხოვნის გარეშეც შეიყვარებ ამ პატარა არსებას.მხოლოდ გთხოვ უნდა იბრძოლო ბოლომდე მისთვის,რომ ბოლომდე და სამუდამოდ მას შენი დაერქვას.მილენა შენგან ვითხოვ,რომ ყოველი წერტილი კარგად გათვალო და არ შეუშინდე წინ აღმართულ რთულ მოვლენებს.საქმე რომ გაგიადვილო სულ ოდნავ მაინც გიტოვებ ყველა იმ იარღს,რომელიც სწორ გზაზე დაგაყენებს.უნდა ვამხილო ყველა ის ჩემთვის მტკივნეული წუთები,როცა მე მატკინეს და სულიერად გამანადგურეს,როცა ჩემზე ძალა იხმარეს და მას შემდეგ დამდევს შიში,შიში მუქარის და ვიცი ერთ დღეს ჩემი მზეც დაბნელდება.მინდა ყველამ აგოს პასუხი კანონის წინაშე,ვინც მე სიცოცხლე გამიმწარა.სულ მალე დიდ საიდუმლოს წინაშე აღმოჩნდებით,თუ ვინ დგას ამ ყველაფრის უკან და ვისი ბრძანებით მოხდება ერთ დღესაც ეს საშინელება რომ მე თქვენს შორის აღარ ვიქნები.მე თან მიმაქვს ჩემი გულით თქვენი უსაზღვრო სიყვარული,სხვას ნელა ნელა გაიგებთ რომ ჩემი ცხოვრების ისტორია სრულად შეისწავლოთ, ამ რამდენიმე წუთში ვერ ჩაატევთ ყველა ჩემს ტკივილს.მშვიდობით.მოულოდნელი და შემზარავი იყო სამივესთვის თათას მიერ დაწერილი თითოეული სიტყვა,ტკივილის შუა გულში ჩაიკარგა სესილი და თავად ტკივილმა შთანთქა საშინლად მტკივნეულმა სტროფებმა.ჩაითრია და მონუსხა თითოეულმა სიტყვამ,ის რაც უმნიშვნელო ეგონა იქნებოდა,ახლა მნიშვნელოვანი გახდა,მიხვდა რომ თათასთვის ის და მილენა მთელი სამყარო იყო და ამ სამყაროს ნაწილია პატარა ნატა.წარმოიდგინა თათას სახე და უნდოდა მის სულს ჩაღრმავებოდა,გაეგი ყველა სიტყვის თუ წინადადების საიდუმლო მაგრამ ეს შეუძლებელი იყო.სესილიმ გადააბიჯა ყოველგვარ სიამაყეს ადგა,ჩაიცვა და არაფლის მთქმელი თვალებით შეხედა ლუკას და მილენას.სამივემ შავი სათვალე მოირგი და სახლიდან გავიდნენ,მათე ნერვიულად გაჰყურებდა ეზოში შემოსასვლელ გზას და ვერ გაიგო როგორ დაუდგა გვერდით მამა,რომლის ხმამ ბოლომდე გამოაფხიზლა.
-კარგი გააკეთე რომ სესილის არ შეატყობინე.
-ვინ გითხრა,რომ არ შევატყობინე.
-რომ გეთქვა აქამდე მოვიდოდა,მაგრამ ის აქ არ არის.
-მოვა და შენ კარგი იქნება თუ გაიგებ,რომ სესილი არის და დარჩება ბახვას რჩეული.გურამი იდგა და პანაშვდს იღებდა უამრავი ადამიამისგან,მაგრამ უეცრად სიბრაზემ
მოიცვადა და სახეზე აწითლდდა მის ოჯახის წევრებს შორის სესილიც რომ შენიშნა.სესილიმ იგრძნო დაჯინებული მზერა და თავადაც იმ მხარეს გაიხედა რომელი მხარეც ეწვოდა,სათვალე მოიხსნა და უსათვალოდ გაუსწორა მზერა გურამის,გურამი მოულოდნელად დაიბნა და შეაშინა სესილის გამოხედვამ,თავი დახარა,თვალი აარიდა მაგრამ უეცრად შეხედა და საზარელი ღიმილი ესროლა სესილის რადგან სესილის წინ ორი ფორმიანი ორგანოს მუშაკი იდგა.
-სესილი იაკობაშვილი უნდა წამოგვყვეთ.
-რააა? სად,სად უნდა წამოგყვეთ.
-თქვენ დაპატიმრებული ხართ მეუღლის ბადრი მენაბდის და თქვენი მეგობრის თათა მეტრეველის მკვლელობაში.




კალენდარი დასრულდა.მინდა ახალი წელი იყოს ყველასათვის სიკეთის მომტანი,
ვიდრე გასული წელი. თითოეული თქვენთაგანის ცხოვრებას ჰქონოდეს ლამაზი ფერები, უფლისაგან წყალობა გქონდეთ წრფელი.ახალწელს გილოცავთ ჩემო კარგებო, გისურვებთ გქონდეთ ყველაფერი რაც არ იყიდება!სიყვარული,ჯანმრთელობა,ბედნიერება.ბედნიერი წელი დაგვიდგეს ყველას.



№1  offline წევრი Soposofi

Gilocaav aseve gisurveb yvelapers sauketesos am welshi????????male dagvibrundi axali tavit gamopxizlebuli :))

 


№2  offline მოდერი zia-maria

Soposofi
Gilocaav aseve gisurveb yvelapers sauketesos am welshi????????male dagvibrundi axali tavit gamopxizlebuli :))

heart_eyes გაიხარე საყვარელო,შევეცდები დიდი შუალედი არ გავაკეთო.
kissing_heart kissing_heart kissing_heart

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent