შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

წარსულის კვალდაკვალ თავი ,30


31-12-2018, 14:05
ავტორი katiusha
ნანახია 3 058

-არ გაინძრე,საყვარელო,ახლავე, ახლავე გიშველი,-მის წინ დაეშვაა მუხლებზე დემეტრე და სახეზე მოეფერა,თმა გადაუწია,-დამშვიდდი, არ ინერვიულო გთხოვ.
-წადი,ახლავე წადი აქედან, გთხოვ დემეტრე,-სევდიანად ჩაილაპარაკა გოგომ.ერთბაშად ყველა ტკივილი და წყენა დავიწყებოდა
-რას მეუბნები ახლა შენ?რომ წავიდე და დაგტოვო?ან ამ ყველაფრისგან გაგანთავისუფლებ,ან აქ დავასრულებ სიცოცხლეს,მაგრამ შენ უნდა გადარჩე, გადაგარჩენ.-დანა ამოიღო და ტანზე შემოხვეული სპეციალური ჟილეტის გაჭრას შეუდგა.
-ამის დედაც,არ გამოდის,-შეიკურთხა ბიჭმა,ხელები უკანკალებდა,მაგრამ ცდილობდა თავი ხელში აეყვანა.
-წადი გთხოვ დემეტრე,შენ რომ რამე მოგივიდეს, ვერ გადავიტან.-ტიროდა გოგო.
-მე ვერ გადავიტან შენ რომ რამე მოგივიდეს.-სახე დაუჭირა ბიჭმა და შუბლზე აკოცა.-ნუ გეშინია,მენდე…
საათი წუთებს ითვლიდა.სულბუფრო ნაკლები დრო რჩებოდა.
-ახლა ამ თოკებს ფრთხილად შევხსნი,შენ კი ადგები და აქედან წახვალ,ისე წახვალ,რომ უკან არ მობრუნდები.
-შენს გარეშე არსად არ წავალ,ხელები გაინთავისუფლა გოგომ და ბიჭს ძლიერად ჩაეხუტა.დემეტრემ წელზე მოხვია ხელები და მანაც ჩაიხუტა. მერე სხეულიდან ყველაფერი მოხსნა და გაანთავისუფლა.ხელით დაიჭირა ღილაკი და მოულოდნელად წამოაყენა სკამიდან გოგო.
-ეს რა ქენი დემე?-აღრიალდა გვანცა.
-ხომ გითხარი წადი თქო,-უყვირა ბიჭმა.
-არ წავალ.ადგილიდან არ გაინძრა გოგო.
-ამის დედაც,-დემეტრემ ეკრანს დახედა,ხუთი წუთი რჩებოდა აფეთქებამდე.-ოხ რა ჯიუტი ხარ გვანცა.ერთი რამე იცოდე.რაც არ უნდა მოხდეს,ყოველთვის მიყვარდი, მიყვარხარ და მეყვარები.ბოდიშს გიხდი იმ ყველაფრისთვის რაც დაგიშავე და რაც გაწყენინე. ცოცხალიც რომ არ დავრჩე, იმ ქვეყნად გავიყოლებ შენს სიყვარულს.მარადიული იქნება ჩემი გრძნობა შენდამი,-ადგილს მოსწყდა ბიჭი და დერეფანში გამოვარდა. კიბეებზე დაეშვა,გვერდით ჩაუქროლა მეტრეველს,პოლიციის ეკიპაჟებს და იქით გაიქცა,სადაც მოსახლეობა აღარ ცხოვრობდა.გარბოდა რაც ძალა და ღონე ჰქონდა,გარბოდა რომ საფრთხე აერიდებინა…
შეამჩნია თორნიკემ რომ რაღაც რიგზე ვერ იყო,უცებ გაანალიზა რაც ხდებოდა და უკან გაედევნა ყვირილით.იმ წუთას მოსულ მაისურაძის და რეზო ბექაურს ჩაუქროლა.გაოგნებულები დატოვა ხალხიც
-რა ხდება?-ჰკითხა თემურმა ერთ-ერთ პოლიციელს.
-მგონი წინ რომ მიდიოდა იმ ბიჭს ბომბი ეჭირა,ეს მეორე უკან მისდევდა დემეტრეს ძახილით.
-არა,არ არსებობს.- ქალის შეშინებული ხმა მოისმა და მანქანიდან სოფო გიგაური უფროსი გადმოვიდა.
-ახლავე მათთან წადით,დაედევნეთ,- ბრძანება მისცა მაისურაძემ განმაღმველებს.ისინიც ადგილს მოსწყდნენ და ბექაურის ნაკვალებს გაჰყვნენ.
-დემეტრეეე,ახლავე გადააგდე ეგ ბომბი ბიჭო,-ყვრილით მისდევდა მეტრეველი.
-არ მომიახლოვდე,დარჩი მანდ,-დაუყვირა იმან და უფრო მოუმატა სირბილს.გული ყელში ებჯინებოდა დაღლილობისგან,სული ეხუთებოდა,ალბათ დაეცემოდა კიდეც,მაგრამ გვანცა და ის ხალხი რომ ახსენდებოდა,ვინც საფრთხის ქვეშ იყო,ძალას აძლევდა,რომ მყარად დამდგარიყო ფეხზე და სვლა გაეგრძელებინა.თან ეკრანს დასცქეროდა.ბოლო წუთის ათვლა დაიწყო. ცოტაც და დასახლებულ პუნქტს გასცდებოდა.უკან მეტრეველის ყვირილი ესმოდა.
-ჯანდაბა,შე ჯიუტო მთიულო,გადააგდე ეგ ბომბი,დაშავდები.
პასუხი არ გაუცია.ბოლო ოცი წამის ათვლა დაიწყო….ათსაც ჩამოსცდა...გერგეთის სამებას ახედა, ღმერთო გვიშველეო,ჩაილაპარაკა, თვალები დახუჭა და ბომბს ხელი გაუშვა…
აფეთქბის ტალღამ უკან გადმოისროლა მეტრეველი. თვალებში მიწა შეეყარა,სანამ გონს მოეგო,ირგვლივ ყველაფერი ნისლში იყო გახვეული..
-დემეტრეეე,-იღრიალა და მიწას მუშტები დაუშინა,თვალებზე ცრემლი მოადგა.ძალა გამოცლილი იჯდა და მის სახელს იმეორებდა……
კარგად დაინახეს აფეთქება სასტუმროს წინ შეკრებილებმაც.
-შვილო,-დაიკივლა სოფომ და გულწასული მიწაზე დაეცა,დაიბნა ბექაურიც,ცოლის წინ მუხლებზე დაეშვა,მისი სხეული აიკრა და ჩაიხუტა.
-არაფერი მოუვა ჩვენს შვილს,ვიცი კარგად იქნება,ვიცი..-ეჩურჩულებოდა და ცდილობდა თავი ხელში ეყვანა..
კარგად დაინახა ცეცხლის უზარმაზარი ალი გვანცამ სასტუმორ ფოედან.თვალები დახუჭა,რომ ცრემლები შეეკავებინა, არ გამოუვიდა.ჩაიჩოქა და აღრიალდა.
-ჩემო სიყვარულო.ჩემო დემეტრე. ღმერთო ოღონდაც კარგად იყოს.გთხოვ უფალო,დაიფარე და ცოცხალი დამიბრუნე…
შუაღამისას კოშმარმა გამოაღვიძა თამარი,იკივლა და შეშინებული წამოჯდა საწოლში.
-რა მოხდა თამარ?-სინათლე აანთო დუდამ.
-რაღაც მოხდა დუდა,ვიღაც საფრთხეშია.ვიღაც დაშავდა. -ანერვიულდა გოგო.
-ყველაფერი კარგად იქნება,დამშვიდდი.არავის არაფერი მოუვა.დაიძინე,-შენგელია შეყვარებულს ჩაეხუტა და მისი დამშვიდება სცადა,დააწვინა და ჩაეხუტა,რომ დაწყნარებულიყო. მალე ჩაეძინა ისევ თამარს,მაგრამ შფოთავდა. მოუსვენრად იყო.ალბათ შინაგანად გრძნობდა საფრთხეს, რომელიც მის ძმას ელოდა…
*********
ერთადერთი ვინც იმ ღამეს მშვიდად იყო,ეს იყვნენ ნინია და ქისტაური. საახალწლო განწყობა საახალწლო ფილმების ყურებით განაგრძეს. მერე ნინიამ აიტეხა,მოდი ძველი ფოტოები დავათვალიეროთ და ალბომი გავაკეთოთ ჩვენი შვილისთვის,სადაც მისი ბებია-ბაბუები ერთად იქნებიანო და ლევანს ძველი ყუთი კარადის თავიდან ჩამოაღებინა. საძინებელში ისხდნენ და მშვიდად ათვალიერებდნენ ფოტოებს. თან უხსნიდა ლევანი ვინ ვინ იყო. ნინია მნიშვნელოვან და საუკეთესო ფოტოებს არჩევდა და გვერდით დებდა. უეცრად მისი ყურადღება ერთ-ერთმა ფოტომ მიიქცია. ხელში აიღო და ყურადღებით დააკვირდა.
-რა ხდება საყვარელო? -გაკვირვებულმა ჰკითხა ლევანმა.
-ესენი ვინ არიან?-ხელი დაადო ერთ-ერთ ახალგაზრდა კაცს ფოტოზე.
-ეს ბაბუაჩემია,დედაჩემის მამა,ეს კი დედაჩემია ხუთი წლის.
-უცნაურია,ეს ფოტო მეცნობა,სადღაც მაქვს ნანახი.მოიცადე გავიხსენო.
-რა სისულელეა ნინია?სად უნდა გქონდეს ნანახი?ალბათ აქ ნახე ადრე და აღარ გახსოვს.
-დამაცადე ერთი წუთით. -შავ-თეთრ,გახუნებულ ფოტოს დასცქეროდა გოგო.უეცრად სახე გაუნათდა,-ვიცნობ.ამათ ნამდვილად ვიცნობ ეს უფროსი დემეტრეა,ეს კი რეზო პატარაობაში.ეს ალბათ დათა ბიძიაა და მამამისი.-
-არ არსებობს,-წამოიყვირა ლევანმა.
-არ ვცდები ლევან,ნამდვილად ასეა..ეს ფოტო ნათლიაჩემის სახლში მაქვს ნანახი.დემეტრე ბაბუას განსაკუთრებით უყვარს.ადრე ამ ფოტოს ისტორიაც მოყვა,მაგრამ მაშინ არ მომისმენია,არ დავინტერესებულვარ. ნეტავ მომესმინა.მოდი წავიდეთ და ვკითხოთ საიდან იცნობს ბაბუაშენს და რა აკავშირებს შენს ოჯახთან.
-რომელი საათია ნინია,რა დროს ეგაა?-გაეცინა ლევანს.
-მართალი ხარ.უკვე გვიანია.მაგრამ ხვალ წავიდეთ.იქნებ გავარკვიოთ შენი მშობლების მკვლელობის მიზეზიც და მოტივიც…
-რაზე ფიქრობ ნინია?რა დროს ესაა როცა ასეთ მდგომარეობაში ხარ? ბავშვზეც იმოქმედებს ეს .
-ჩემი შვილი ჭკვიანია,დედიკოს სულ არ აწუხებს არაფერში.მე მგავს.
-შენ კი არა მე მგავს,მე ვიყავი მშვიდი და ახლაც ასეა,შენ გადარეული ხარ..
-აჰაა,ესეგი მე ვარ გადარეული?
-კი.ამქვეყნად ყველაზე საყვარელი და არანორმალურად ლამაზი გადარეული ქალი,ქალი რომელიც მე მეკუთვნის და რომელიც ჩემი სულის ნაწილია,- დაიხარა ლევანი და ტუჩებში აკოცა ცოლს.
-მაგიჟებ ქისტაურო,სულ უფრო მეტად მიყვარდები,რატომ ხარ ასეთი კარგი?
-მე კი არა შენ ხარ კარგი,შენ ხარ საოცარი ადამიანი.
ნინიას თვალები აუცრემლიანდა.
-თავს ვერაფერს ვუხერხებ.რაც ორსულად ვარ ყველაფერზე მეტირება,ეს ბედნიერების ცრემლებია.იმ ბედნიერების რომელიც მგონია რომ არასოდეს დასრულდება.
-ყოველთვის ასე იქნება,მთელი ცხოვრება და ჩვენი ლეგენდარული სიყვარულის შესახებ ჩვენს შვილებს,შვილიშვილებს და იმათ შვილებს მოვუყვებით.
-თაობიდან თაობას გადაეცემა ჩვენი ამბავი,-გაუღიმა ნინიამ.პასუხად ქმრისგანაც იგივე მიიღო.მერე დაიხარა ბიჭი,მაისური აუწია და წამოზრდილ მუცელზე აკოცა ცოლს….
მაინც ვერ მოისვენა ნინიამ.დილით ადრიანად გაიღვიძა,ქმარიც გააღვიძა და იმდენი ქნა რომ ბექაურებთან წააყვანინა თავი.
ბუზღუნით გაჰყვა ლევანი,მაგრამ განა რამეს გახდებოდა მასთან.ყველაზე ჯიუტი იყო გოგო და ამ მდგომარეობაში მითუმეტეს ვერ ეუბნებოდა უარს.
საუზმეს ახალი მორჩენილი იყო დემეტრე ბექაური.მისაღებში იჯდა ბუხრის წინ და საინფორმაციოს უყურებდა.მოახლემ რომ მოახსენა ნინია არაბული გესტუმრათო გაუკვირდა და გაუხარდა კიდეც. სთხოვა იქ მიეყვანა და რასაც ისურვებდა გოგო მოემზადებინათ.
-ჩემი გოგო,მოდი ჩაგეხუტო,რამდენი ხანია არ მოსულხარ აქ.ასე უნდა?რაც გათხოვდი სულ დაგვივიწყე.
-ოჯახი მყავს მისახედი ბაბუ,აღარ მაქვს თავისუფალი დრო.-გაუღიმა გოგომ.
-ამას თუ ვინმე ან რამე შეცვლიდა ვერ წარმოვიდგენდი.-მიუბრუნდა ლევანს მოხუცი და ხელი ჩამოართვა.-ყოჩაღ შენ და ყოჩაღ დუდას რომ ეს ორი ქაჯი მოათვინიერეთ.ბიჭებზე არანაკლებ პრობლემებს ქმნიდნენ ესენიც, -გაეცინა კაცს.
-ვიცი,ეგ უკვე მითხრა ზეზვამ.
-მოდი ჩამოჯექით,ვისაუბროთ. მომიყევით როგორ ხართ.რამეს მიირთმევთ?
-არაფერს ბაბუ,მხოლოდ წყალი მინდა.ჩვენ საქმე გვაქვს.-დაიწყო ნინიამ.
-აბა გისმენ,-უთხრა კაცმა,როცა მოახლეს დავალება მისცა.
-გუშინ ძველ ფოტოებს ვათვალიერებდი და შემთხვევით ამ ფოტოს წავაწყდი.აქ აღბეჭდილი ხალხი მეცნო და მერე მივხვდი რომ ეს ფოტო აქაც მაქვს ნანახი.-ნინიამ ჩანთიდან ფოტო ამოიღო და კაცს მიაწოდა. მან სათვალე მოირგო და ყურადღებით დააკვირდა.მერე ჩაეღიმა,ეტყობა რაღაც გაახსენდა და თქვა.
-თქვენ საიდან გაქვთ ეს ფოტო?
-ეს ქალი დედაჩემია და მამაკაცი,რომელსაც კალთაში უზის ბაბუაჩემი.-უპასუხა ლევანმა.
გაოცებულმა შეხედა კაცმა.
-უცნაურია ცხოვრება.წლების წინ,როცა ამ ფოტოს ვიღებდით ვერც კი წარმოვიდგენდით რომ დრო გავიდოდა და ლევან ქავთარაძის შვილიშვილი ჩემს წინ იჯდებოდა,ჩვენი ოჯახის სიძის ამპლუაში,-გაეცინა კაცს.
-ესეგი მართლაც თქვენ ხართ ამ ფოტოზე?
-მე ვარ შვილო მე,ეს რეზოა,ეს ცხონებული ნიკოლოზ ბურდული უფროსი,ეს კი დათა.
-რა გაკავშირებთ ერთმანეთთან? -კითხვების დასმას განაგრძობდა ლევანი,სულ უფრო იძაბებოდა.
-ერთმანეთი დიდი ხნის უკან გავიცანით.მაშინ მე და ნიკა უკვე წარმატებული ბიზნესმენები ვიყავით,ლევანი ჩვენი მარჯვენა ხელი იყო.ფინანსებს და ყველა მნიშვნელოვან გარიგებებს ის აწარმოევდა და კონტრაქტებს აფორმებდა იურიდიულად. სწორეს ის იყო ის ადამიანი,ვინც პირველი მიხვდა რომ ჩვენი მეგობარი და მეწილე ჩვენს ზურგს უკან ფარულ მოლაპარაკებებს აწარმოებდა და ჩვენს გაკოტრებას ცდილობდა… ის ადამიანი ჩვენ ბიზნესიდან გავაძევეთ,თავისი წილი მივეცით და დავშორდით,გვეგონა მშვიდობიანად, მაგრამ ასე არ აღმოჩნდა. მოგვიანებით სხვანაირად დაბრუნდა.-დემეტრე ბექაურმა შეისვენა,მერე კი მოყოლა განაგრძო..
-ბაბუაშენი და ჩვენ ოჯახებით დავახლოვდით,რადგან ერთი ასაკის შვილები გვყავდა ხშირად გვიწევდა ერთმანეთთან მათ გამო შეხვედრა. რაღაც დროის მერე მოულოდნელად გამოგვიცხადა რომ საქართველოდან მივდივარო,განცხადება დაწერა განთავისუფლების თაობაზე. უარი ვუთხარით.მისი გადარწმუნება ვცადეთ,მაგრამ არ გამიგვივიდა. მაინც წავიდა. ეს ფოტოც გამოსამშვიდობებელ ვახშამზეა გადაღებული. მას მერე წლები გავიდა.არ გვინახავს.ბევრი რამე შეიცვალა,შვილები გაიზარდნენ, ერთ დღეს მოულოდნელად გამოჩნდა, რაღაც საბუთები გადმომცა და მითხრა, როცა მიხვდები რომ შენს ოჯახს მნიშვნელოვანი საფრთხე ემუქრება,მხოლოდ მაშინ გამოიყენეო.შეცვლილი მეჩვენა,უფრო შეშინებული,მაგრამ არ იმჩნევდა. მეორე საღამოს გავიგეთ,რომ ავარიაში დაიღუპა,გამოძიებამ დაადგინა რომ ნასვამ მდგომარეობაში იჯდა საჭესთან. ამ ვერსიის დღემდე არ მჯერა..მის ოჯახს რა ბედი ეწია ამ დრემდე არ ვიცოდი. ახლა ვიცი.ვერ მოვძებნე.იმიტომ რომ სანამ მისი დაკრძალვის საკითხებს ვაგვარებდით,ნიკა და მისი მეუღლე დაიღუპნენ ავარიაში. საშინელ მდგომარეობაში აღმოვჩნდი.უამრავი პრობლემა დამატყდა თავს.ის საბუთებიც დამავიწყდა.გარკვეული პერიოდის მერე წავაწყდი შემთხვევით.ამ საბუთებს შეეძლო ის არაკაცი,ვინც ბაბუაშენი და ჩემი მეგობრის ოჯახი ამისთვის გაიმეტა, ციხეში გამოემწყვდია,მაგრამ დავაგვიანე,ის აქედან წავიდა,სახელი და გვარი შეიცვალა და წლები მოსკოვში ცხოვრობდა. ახლა დაბრუნდა და ჩემს ოჯახს ემუქრება.
-საბუთები ისევ თქვენ გაქვთ?-ჰკითხა ქისტაურმა.
-კი,ჩვენს სეიფშია.
-ახლა ვხვდები რატომ დახოცეს ჩემი მშობლები.მაგ საბუთებს ეძებდნენ. -თვალები აუცრემლიანდა ლევანს.
-დამშვიდდი საყვარელო,ახლა არ გაგიჟდე გთხოვ,-ხელზე ხელი მოუჭირა ნინიამ.
სანამ ბექაური რამეს მოიფიქრებდა ან რამეს იტყოდა,მანამდე მისმა ტელეფონმა დარეკა.შვილის ნომერი ამოიცნო და უპასუხა.
-გისმენ შვილო...რა მოხდაა?არააა..არ არსებობს.დემეტრე შვილოოო, -იღრიალა კაცმა და გულზე იტაცა ხელი…
********
არავისთვის ყოფილა კარგის მომტანი ახალი წელი,ისე ჩაიარა, რომ ვერც გაიგე,ვერ გაიგეს როგორ დადგა და როგორ იზეიმა არა მარტო საქართველომ,არამედ მთელმა მსოფლიომ.
უფროსი დემეტრე მარტივად გამოძვრა მდგომარეობიდან,გულის შეტევა არ ჰქონია,მალევე მოვიდა სასწრაფო და შესაბამისი ღონისძიებების გატარების მერე საავადმყოფოში გადაიყვანეს კაცი, სადაც რამდენიმე დღე დაჰყო…
საავადმყოფოში გაატარა ახალი წელი უმცროსმა სოფომაც. მისთვის დაუჯერებელი იყო დემეტრეს ამბავი. წამლების მიღებაზე და სამკურნალო პროცედურებზე უარი თქვა,რამაც უარყოფითი შედეგი გამოიღო და ისევ გართულდა მისი მდგომარეობა, სიარული გაუჭირდა.. ამაოდ ცდილობდნენ გიორგი და მაიკო მის გამხნევებას და გონზე მოყვანას. თან ისე იყო რომ თორნიკესაც არ აჩვენებდა გოგოს. პირველად რომ მიაკითხა საავადმყოფოში სოფოს, იარაღი ამოიღო და პირდაპირ შუბლზე მიაბჯინა
-ყველაფერი შენი ოჯახის გამო ხდება,თქვენ ხართ ყველაფრის მიზეზი და არ მოგცემ უფლებას ჩემი შვილიც გააუბედუროო.
-არ ვიტყვი მასზე უარს,შეგიძლიათ მესროლოთ.-ჯიუტად უპასუხა ბიჭმა.
ალბათ მართლა ისროდა კაცი, სოფოს რომ არ შეეჩერებინა.
-არ ისროლო მამა,ახლა მშვიდობით გაუშვი და გპირდები აღარ ვნახავ.-შეევედრა გოგო.
-არა,სოფო მე შენ არ დაგთმობ. ან ახლა მესვრის ან დათანხმდება ჩვენს ერთად ყოფნას
-თორნიკე გთხოვ გაჩერდი და წადი ახლა.ამის დრო არაა.ისედაც ხომ იცი რა სიტუაციაა?-ჩაერია ბერდია.
-წადი.აქ არაფერი გესაქმება.
-ჩემს პაციენტს ანერვიულებთ,ეს კი მასზე მოქმედებს,-მკაცრი იყო ირაკლი,-თან აქ საავადმყოფოა და რა დღეში ხართ?ვის გაუგია იარაღის ტრიალი და საქმეების გარჩევა?
-კარგი.წავალ.-დათმო მეტრეველმა.-მაგრამ არა სამუდამოდ...
აქ დასრულდა ეს ამბავი და მას მერე დღეები ისე გავიდა რომ სოფო აღარ უნახავს.მხოლოდ რამდენჯერმე მაიკოს დახმარებით შეძლო მასთან დალაპარაკება.რომელიც მისი ერთგული მეკავშირე გამხდარიყო.
ერთადერთი კარგი ამბავი ის იყო რომ ახალი წლის ღამეს დათა ციხიდან გამოუშვეს.მაისურაძემ დანაპირები შეასრულა და მოსამართლეს მისი უდანაშაულობის დამამტკიცებელი საბუთები წარუდგინა.. ახალი წლის ღამეს მხოლოდ ბურდულებს ეზეიმებოდათ.. მითუმეტეს რომ ანაც დაბრუნდა არდადაგებზე და ლიკამ გამოაცხადა მისი ორსულობის შესახებ.რაც ქმრისთვისაც სიუპრიზი იყო…
ბურდულების ოჯახი ერთად შეკრებილიყო, მოკრძალებულად აღნიშნავდა ამ ამბავს და ახალი წლის მოსვლას….
ლევან ქისტაურთან აღნიშნეს ახალი წელი არაბულებმა.პირველად დიდი ხნის განმავლობაში პატარა, მოკრძალებულ ბინაში მოიყარეს თავი. ნინიამ მოამზადა სადილები და გააწყო სუფრა. ღია ფერის საორსულო კაბაში გამოწყობილი დანარნარებდა ოთახიდან სამზარეულოში და პირიქით. უკან დასდევდა კესო, მაგრამ ჯიუტად ამბობდა უარს.თორმეტს რომ გადასცდა და გარეთ ფეიერვერკი შეწყდა,მაშინ დარეკეს კარზე ზარი.არავის ელოდა და შესაბამისად გაუკვირდა კიდეც. კარი ლევანმა გააღო.იცოდა ვინც მოვიდა. ტკბილეულით და საჩუქრებით დახუნძლული ბერდია არაბული იდგა ზღურბლზე და იღიმოდა. იმდენად არ ელოდა ნინია ძმის გამოჩენას,რომ დაიბნა,კიდევ უფრო დაიბნა როცა ყველაფერი მამამისს მიაწოდა და ლევანს მეგობრულად ჩაეხუტა.
-ხომ გითხარი არ დააგვიანო თორმეტამდე მოდი-თქო.?-ეხუმრა ლევანი.
-ვიფიქრე ცოტას მოვითმენ და ბარემ მეკვლედ მივალ,ჩემზე უკეთესი მეკვლე ქისტაურს არ ეყოლება-თქო,- გაიცინა ბიჭმა.
-აქ რა ხდება?-დაბნეულმა იკითხა ნინიამ
-რა ხდება და სტუმარი გვყავს ცოლო, სუფრაზე ერთი თეფში დაამატე.
-ახლა გავგიჟდები.ლევან ამიხსენი ეს როგორ?როდის?რანაირად?
-სიუპრიზი იყო,რომელიც შენთვის საახალწლოდ დავგეგმეთ.-უპასუხა ლევანმა და მერე ბერდიას მიუბრუნდა.-შემოდი რას დგახარ?
-არ ჩამეხუტები დაო?ვიცი საშინლად მოვიქეცი,პატიებას გთხოვ ჩემი საქციელისთვის.იმისთვის რომ ბრმა და ეგოისტი ვიყავი.
-მე დიდი ხნის უკან გაპატიე ძმაო,-თან იღიმოდა,თან ტიროდა ნინია.მისკენ მიდიოდა რომ ჩახუტებოდა.
-დაიწყო ახლა ამან.რა გააჩუმებს, -გაეღიმა ქისტაურს და სახლის კარი დახურა.
-შენ სულ ასე როგორ მეხუმრები ლევან.კარგი რაა.-გაიბუსხა ნინია.
-მიშველეთ ხალხოოო..
-დედი ასე არ შეიძლება,ის შენი ქმარია და მისიც უნდა გაიგო.-ჩაერთო კესო.
-მე თქვენი შვილი ვარ და მის მხარეს ხართ?
-დაო,შენ ხომ ჩემი და ხარ,მაგრამ გვერდით ისეთი ადამიანი გყავს,რომ არ ავღნიშნო ეს და არ გითხრა არ შემიძლია.
-რავიცი დრო იყო და ერთმანეთს ვერ იტანდით.ახლა გიყურებთ და ვფიქრობ რომ ნებისმიერ წუთს შეიცვლება რამე და ისევ ისე ერთმანეთის მტრები გახდებით.
-ნუ გეშინია საყვარელო,ყველაფერი კარგად იქნება.არაფერი აღარ შეიცვლება და თუ შეიცვლება უკეთესობისკენ.-უპასუხა ლევანმა,ცოლს ხელი მოხვია და ჩაიხუტა. მერე წინ გაუძღვა,სუფრასთან დასხდნენ და ახალი წელი და ახალბედა ოჯახი დალოცეს…
ნინიამ მაინც შეატყო ძმას უცნაურობა და ელოდა დროს როცა ამაზე ჰკითხავდა.მოგვიანებით როცა ზეზვა და ლევანი რაღაცეებზე საუბრობდნენ,გვერდით გაიყვანა ძმა და ინტერესით მიაჩერდა.
-აბა რა ხდება?
-რა უნდა ხდებოდეს ნინია?-გაიკვირვა ბიჭმა.
-შენ მე ვერაფერს გამომაპარებ,ხომ არ გავიწყდება მე ვინ ვარ.
-მართალია შენ ყველაზე ჭორიკანა და ყველაზე მაგარი გამომძიებელი ხარ. ფბიაის საუკეთესო აგენტი იქნებოდი.
-ბერდია არიდებ თავს ამ ყველაფერს. მაინც გათქმევინებ და დროზე მითხარი,ნუ აჭიანურებ.
-შეყვარებული ვარ.-მხოლოდ ეს თქვა ბიჭმა და სკამზე ჩამოჯდა და დასერიოზულდა უცებ.
-არაა,არ არსებობს,-ყბა ჩამოუვარდა ნინიას და სკამი გამოსწია,რომ არ დაცემულიყო.-ვინ არის?ვიცნობ?
-კარგი რაა ნინია,ისედაც ასეთი ამბებჯა ირგვლივ.ვერ ხედავ ბექაურებთან რა ხდება და რა დღეში არიან?ახლა ამასთან ჩემი სიყვარული და პრობლემები რა მოსატანია.
-ვიცი,მესმია და განვიცდი მათ ამბავს,მაგრამ ჩემი ძმა და მისი ბედნიერებაც მადარდებს. ჰაა,მეტყვი თუ არა ვინაა?
-ოღონდ დამპირდი რომ ჩვენ შორის დარჩება.
-ესეგი ნაცნობია.მიდი გელოდები.
-ანა..
-ვინ ანა?ჩვენი ანკა?
-ხო,ჩვენი ანკა,ანკა ბურდული.- გააჯავრა ძმამ.-დახურე პირი.ბუზი შეგიფრინდეს.
-ვერ ვიჯერებ,ეს როგორ?
-მეც არ ვიცი როდის ან როგორ.ერთ დღეს მოულოდნელად აღმოვაჩინე რომ მიყვარს
-მან იცის რომ გიყვარს?
-არა.
-რატომ?
-იმიტომ რიმ მშიშარა ვარ.
-ხოდა ახლა ადგები,წახვალ მასთან და ყველაფერს ეტყვი.
-არაა.
-კიი,
-არაა.
-კი.იცოდე ნუ მეჯიუტები.არ შეიძლება ჩემთვის ეს.
-როგორ იყენებ შენ მდგომარეობას.
-ახალი წელი ჯადოსნური ღამეა.ადექი და წადი მასთან.გამოუტყდი გრძნობებში.მერე თუ ისიც თანახმაა,დასტაცე ხელი და წამოიყვანე სახლში.
-ასე მარტივი არაა ნინია.
-მარტივია,ძალიან მარტივი.ეს უბრალოდ ჩვენ ვართულებთ ადამიანები ყველაფერს.-ამოიოხრა ნინიამ და ფანჯარაში გაუხედა.
გარეთ უკუნეთი ღამე იდგა და სულაც არ ჰგავდა ის ახალი წლის საოცარ ღამეს…..



№1  offline წევრი დარინა

მიყვარს ეს ისტორია თავისი პერსონაჟებიანად, აი წლის ბოლოს ახალი თავი რომ მოასწარი ეს გამიხარდააა, თან ისეთი ინტრიგით დაიწყე და დასრულეე ვერ გავიგეთ დემეტრე გადარჩა თუ დაიღუპაა იმედი მაქვს რომ არა. ჩემი საყვარელი ლევანი და ნინიაა ისეთი თბილები ტკბილები და საყვარლები არიან რომ ყველა კომენტარში ამას ვწერ. დამდეგს გილოცავ 2019 წელი შენთვის უამრავი წარმატების მომტანი ყოფილიყოს და უამრავი ახალი ისტორია გეჩუქებინოს ჩვენთვის

 


№2  offline წევრი katiusha

დარინა
მიყვარს ეს ისტორია თავისი პერსონაჟებიანად, აი წლის ბოლოს ახალი თავი რომ მოასწარი ეს გამიხარდააა, თან ისეთი ინტრიგით დაიწყე და დასრულეე ვერ გავიგეთ დემეტრე გადარჩა თუ დაიღუპაა იმედი მაქვს რომ არა. ჩემი საყვარელი ლევანი და ნინიაა ისეთი თბილები ტკბილები და საყვარლები არიან რომ ყველა კომენტარში ამას ვწერ. დამდეგს გილოცავ 2019 წელი შენთვის უამრავი წარმატების მომტანი ყოფილიყოს და უამრავი ახალი ისტორია გეჩუქებინოს ჩვენთვის

დიდი მადლობ ასაყვარელო,შენც გილოცავ,ყველაფერ საუკეთესოს გისურვებ.
მომდევნო თავი სავარაუდოდ ბოლოა და ყველაფერს გაიგებთ

დარინა
მიყვარს ეს ისტორია თავისი პერსონაჟებიანად, აი წლის ბოლოს ახალი თავი რომ მოასწარი ეს გამიხარდააა, თან ისეთი ინტრიგით დაიწყე და დასრულეე ვერ გავიგეთ დემეტრე გადარჩა თუ დაიღუპაა იმედი მაქვს რომ არა. ჩემი საყვარელი ლევანი და ნინიაა ისეთი თბილები ტკბილები და საყვარლები არიან რომ ყველა კომენტარში ამას ვწერ. დამდეგს გილოცავ 2019 წელი შენთვის უამრავი წარმატების მომტანი ყოფილიყოს და უამრავი ახალი ისტორია გეჩუქებინოს ჩვენთვის

დიდი მადლობ ასაყვარელო,შენც გილოცავ,ყველაფერ საუკეთესოს გისურვებ.
მომდევნო თავი სავარაუდოდ ბოლოა და ყველაფერს გაიგებთ

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent