შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

გიჟად შერაცხული თავი 5


1-01-2019, 21:33
ავტორი Mari S
ნანახია 1 011

ალბათ დედა ასეთი ბედნიერი არასდროს ყოფილა, მისთვის ჩემი სადმე წასვლა ყოველთვის რისკებთან იყო დაკავშირებული, ახლა კი, ახლა ყველაფერი სხვანაირადაა და თამარიც დიდი ენთუზიაზმით არჩევს საღამოსთვის კაბას, ეკატერინეც უსიტყვოდ ემორჩილება დედას და უკვე ერთი საათის გამზადებული ეკატერინე ელოდება ელენეს ზარს, ამ დროის განმავლობაში კი მშობლებმა თავისი ფუნქცია დაიბრუნეს და ეკატერინესაც რჩევებს აძლევენ:,, ბევრი არ დალიო” ,, უცხოებს არ ეცეკვო” ,, სახლში პირველამდე მოდი” ,,დამირეკე ხოლმე” ,, იცოდე როცა დაგირეკავ სულ უპასუხე ხოლმე “ …
ეკატერინეს მშველელიც მალე მოვიდა და დაიწყო ის რისიც ორივეს ასე ეშინოდა. ცვილებების.


ორი მარტოსული ადამიანი 300 კაციან წვეულებაზე, მაგრამ არც ერთი იმჩნევდა , რომ მათი ადგილი მანდ არ იყო, მთვრალ ხალხს შორის, რომლებიც გაუაზრებლად ფლანგავდნენ თავიანთ ენერგია, ზოგიც გააზრებულად და თავისი ცეკვით თავბრუს ახვევდნენ ერთმანეთს.
ელენემ მოჩვემებითი ბედნიერებით მეგობრები იპოვა და მათთან საუბარი გააბა, ეკატერინეს ყურადღებას არავინ აქცევდა. იგი თითქოს ჩრდილი იყო. აქეთ იქით დადიოდა გაუაზრებლად, თითქოს ვინმეს ეძებდეს, ის ამაზრზენი ხმა რომელიც გამაძლიერებლებით მთელ სხეულს უზანზარებდა ჩაახშო გონებაში და ახლა მარტო იყო დარჩენილი საკუთარ თავთან ბრბოში. კვლავ მოდის ფიქრები და პირველად გააზრებულად ეთანხმება საკუთარ თავს: აქედან უნდა წავიდეს!
ეკატერინე ძლივს აღწევს კარებს ამდენი ძებნის შემდეგ და როდესაც ჰგონია რომ თავი დააღწია ამ კოშმარს, წამში იმედი უცრუვდება. ეს მხოლოდ და მხოლოდ აივანზე გასასვლილია. ფრთხილად ჩაიხედა ქვემოთ და რას ხედავს? კლუბი საკმაოდ მაღალ სართულზეა, ნუთუ ისეთი გაფანტულია , რომ ვერც კი გაიაზრა როდის ამოვიდა ლიფტით.

სუფთა გრილი სიო თმებს აცეკვებს და სასიამოვნოდ ელამუნება სახეზე. ასეთი ნეტარება დიდი ხანია რაც არ უგვრძნია, ცაში მაღლა იგი თავისუფლებას გრძნობს, ეს ის მომენტია , როცა არაფრის ეშნია , არც მშობლების იმედგაცრუების, არც ექიმების, არც იმ დაწყევლილი საწოლის, რომელშიც ბოლო 7 წელი გატარა და არც წამლების, არც დაბმის სადამსჯელო სკამზე აგრესიულად მოპყრობისთვის… მას არ ეშინია და ეს აშინებს ზუსტად, მაგრამ ცაში, როდესაც მთელ თბილისს უყურებ ამასაც ვერ იაზრებს.

უაზროდ იღიმის და ერთდროულად ყველაფერს უყურებს, მხოლოდ წამიერად იგრძნო მისი სუნი, თვალებს აქეთ იქით აცეცებს, აივნის ბოლოს მხოლოდ რამდენიმე ადამიანია, ყველა სიგარეტს ეწევა და რაღაცაზე ხმამაღლა იცინიან. მიუხედავად იმისა რომ სახეზე არ ცნობს, გრძნობს ინტუიციით , რომ მათგან არც ერთია ის უცნობი. იდილია, ის ჰარმონია თითქოს შეესისხლხორცა ეკატერინეს და ახლა დანამდვილებით იცის, რომ ის უცნობი უბრალოდ სჭირდება. ახლა ეკატერინეს აღარაფერი სჭირდება, არც მშობლები, მეგობრები, ექიმები, ქმარი და შვილები, ღმერთი რომ ღმერთია ისიც აღარ სჭირდება, ახლა უცნობი ის ადამიანია ურომლისოდაც ვერ გაძლებს და ცხოცრებაში პირველად იზრუნებს საკუთარ თავზე და იპოვნის იმ უცნობს, რომელიც ჩუქნის იმედს მომავლისას.

დღეები დღეებს მიჰყვებოდა და ეკატერინეს იმედგაცრუება სულ უფრო და უფრო იზრდებოდა, გონება მუდამ გაფანტული ჰქონდა, კონცენტრაციის უნარი სულ წაერთვა, მისი აგრესია კი ისე მოიპარებოდა და ისე ისადგურებდა თავის ყოფილ ადგილს ეკატერინეს სულში, როგორც კატა მსხვერპლის დანახვისას.

ერთადერთი ადამიანი , რომელიც ითმენდა ეკატერინეს გამოხტომებს და პატიობდა ყველა მის უკმეხ ფრაზას ელენე იყო, თითონაც არ იცის რატომ, მეგობრები საკმაოდ ჰყავს, არც წლების მეგობრობა აკავშირებს მასთან. იქნებ ის გრძნობაა , რომელსაც სიბრალული ჰქვია და ეს აკავებს ეკატერინესთან. ელენეს ხომ ყველას გადარჩენის ამბიცია აქვს, თითქოს თავისი გულწრფელი გრძნობებით დაეხმარება და ამოიყვანს ჭაობიდან, მაგრამ თვითონ ეკატერინეს თუ არ უნდა შველა?!
მაშ, რას გახდება ელენე მხოლოდ თავისი წრფელი გრძნობებით??

ახალი წელი ახლოვდა, უკვე დეკემბერი დაიწყო და მთელი უნივერსიტეტი განეწყო საახალწლოდ. საზეიმოდ მორთეს შემოსასვლელი, დადგეს უზარმაზარი შვიდი ნაძვის ხე უნივერსიტეტის სხვადასხვა ნაწილში. ყველა საჩუქრებზე ლაპარაკობს, გეგმავენ ვის რა უნდა აჩუქონ და სად იყიდონ საუკეთესო სუვენირები.
ეკატერინესთვის მათი აღტაცება უცხოა, მისთვის ახალი წლის ერთადერთი საჩუქარი ის იყო ხოლმე , რომ ორი დღით სახლში დარჩენის უფლებას აძლევდნენ, შემდეგ კი ისევ უბრუნდებოდა ფსიქიატრიულ კლინიკას. არასდრის ჰქონია რამის მოლოდინი, სახლში ნაძვის ხესაც არ დგამდნენ, იმიტომ რომ შეიძლებოდა რამე დაეშავებინა ან საკუთარი თავისთვის ან სხვისთვის.

ელენეს დაჟინებული თხოვნით და ეკატერინეს მშობლებთან შეთანხმებით ახალ წელს მეგობრები ერთ მეტად საეჭვო კლუბში შეხვდებიან. საეჭვო იმიტომ რომ ამ კლუბში მოხვედრა საშინლად ძნელია, ისინი კი ვინც იყვნენ ხმას არ იღებენ, კონტრაქტისთვის ხელი აქვთ მოწერილი , რომ ყველაფერი რაც კლუბში დაინახეს ვარავის ეტყვიან, წინააღმდეგ შემთხვევაში კი ისეთ თანხას მოსთხოვენ, სული ეშმაკს რომ მიჰყიდონ ეგეც ვერ უშველით. ამ დაწესებულებაზე პირდაპირი მნიშვნელობით შეიძლება ითქვას რომ რაც კლუბში მოხდა, ის კლუბშივე დარჩება.

და აი ორი გამოუცდელი გოგო ხელს აწერს კონტრაქტს და შედიან ცოდვების თუ სამოთხის სამყაროში ეს მხოლოდ ადამიანზეა დამოკიდებული. ზოგისთვის ნეტარების ზენიტია აქ ყოფნა, ყველასგან და ყველაფრისგან იზოლაციის საშუალებაა, ზოგისთვის კი გარყვნილობის ზენიტი, თრობის და თავდავიწყების ამორალური გზების საშუალებით. გრძნობებს, რომლებიც აქ გეუფლება ,ხშირ შემთხვევაში ყველა მალავს, მაგრამ ზუსტად მაშინ მჟღავნდება ადამიანის მხეცური ბუნება, როდესაც არავინ უყურებს და აქ გამოაშკარავებს თავს ნამდვილი დემონს ადამიანის სულში ღრმად ჩაბუდებულს, რომელიც თავის ეფექტურ გამოსვლას ელის.
ადამიანი აქ იკმაყოფილებს ყველა თავის ბინძურ თუ სპეტაკ ფანტაზიას და რაც არ უნდა ლანძღო ეს ადგილი, მაინც მადლიერი დარჩები , რადგან მან გაჩუქა ის , რაც არავის შემოუთავაზებია: ოცნების რეალობაში მოყვანა ზედმეტი კითხვების გარეშე.
ორ მართლაც პატარა და გამოუცდელ გოგოს თვალები უშტერდება ასეთი ინტერიერის ნახვის შემდევ, უამრავი განათება ერთდროულად თვალს მოგჭრის, მაგრამ სკმარისია თვალი შეაჩვიო , რომ მიხვდები რამდენად უხდება და ჰარმონიულადაა ეს ფერები შეთანხმებული. უამრავი სარკე , უამრავი ფოსფორი და ბუმბული, საყვარელი რბილი დასაჯდომები, უამრავი სასმელი და უამრავი მოცეკვავე: ბიჭები, გოგოები, ყველანი შეუდარებელი ფორმებით, მეტად გამომწვევნი ,მიუწვდომელნი , ეგზოტიკურები და მათრობლები. მარტო მათი ყურება სიამოვნების მომგვრელია, მათი გრაციოზული და ამავდროულად სექსუალური მოძრაობა თავს დაგარკვინებდა და მათი დაუფლების მიზნით ყველაფერზე წამსვლელი გახდებოდი ადმიანი.
ელენე და ეკატერინე ნელი ნაბიჯებით დაუყვნენ კიბეებს და თვალს არ აშორებენ მეტად უცნაურ ნახატებს, ზოგზე ბიბლიური სცენებია გაცოცხლებული, ზოგზე კი პოსტიმრესიონისტული ნახატები, სურათები ქუჩების, ხალხის, ყველა შავ თეთრში. ასეთი ქაოსს ვერცერთ ადგილას ვერ ნახავდით, ასეთი შეთანხმება საერთოდ სასაცილოა, მაგრამ ის გარემო, ის დეკორაციები, რომლითაც გაფორმებულია დარბაზი ხმას ჩაგაგდებინებს და მიხვდები , რომ ეს ქაოსი რომ არა ეს კლუბიც თავის ატმოსფეროს დაკარგავდა, იმ ძალას , რომელიც მაგნიტივით გიზიდავს და არ გინდა ხელიდან გაუშვა, გინდა ბოლომდე დაეწაფო ამ გარემოს და ხვდები, რომ რამდენი ხანიც არ უნდა იყო აქ დრო მაინც სამყოფი არ იქნება, რომ ყველაფერი შეისწავლო, რომ ცნობისმოყვსრეობა დაიკმაყოფილო.
ყველანაირი ტიპის სიმღერა გაიჟღერებს აქ,ყველას გემოვნებას დააკმაყოფილებს და აქ ყოფნაც ასატანი ხდება ეკატერინესთვის, ელენე კი ბოლომდე მოხიბლულია ამ ადგილით, სასიამვნოდ გაოცებული დადის ორი პატარა ქალბატონი.
მათი სხეულები გაუცნობიერებლად აყვნენ სიმღერის რიტმს და ახლა უკვე თავდავიწყებით ცეკვავენ, იცინიან და ეკატერინე ამდენი წლის მერე შეჰხარის ცხოვრებას, სულ სხვათაშორის ელენეც, რომელსაც ყველასგან საიდუმლოდ გულზე ლოდი მოეშვა. ელენეს გულიც ვერ უძლებს იმ დარდს რაც აქამდე არა და არ აძლევს მოსვენების საშუალებას და უკვე ეს ორი გოგო მესამე მარტინის ჭიქას უღებს ბოლოს, სხეულები ხურს , მაგრამ გაჩერებას არც ფიქრობენ, საათი საათს მისდევს და ეს ორი გოგო ნირვანაშია.
ჰაერი ზედმეტად ჩაიხუთა, ოფლი წვეთ წვეთად ჩამოსდით შუბლზე, ეკატერინემ საპირფარეშოს მიაშურა, გულის ცემას თავში გრძნობს, ალკოჰოლის დოზა სისხლში ზენიტს აღწევს, გონებას უბინდავს, მაგრამ ჯერ არასდროს ასე არ ყოფილა ასე ფხიზელი, ახალ გრძნობდა სიცოცხლეს და არ რცხვენოდა საკუთარი თავის. სარკეში იყურება და თავისი თავი არ ეზიზღება, სახეზე წყალი შეისხა და წვეთები სახის ნაკვთებს იმეორებენ და ალბათ... ალბათ ეს ის მომენტია რასაც აქამდე ყოველთვის გრძნობდა, რასაც შინაგანი ხმა კარნახობდა, რასაც წამლები ახშობდა და მიხვდა, ბოლოს და ბოლოს მიხვდა, რომ სიცოცხლე მთავრდება იქ , სადაც იწყება ახალი ცხოვრება. ეკატერინემ უნდა გადალახოს ეს ბარიერი სიცოცხლეებს შორის, სამაყაროებს შორის და იგრძნოს ნამდვლი თავისუფლება, რასაც უკვე ვეღარაფერი შეაკავებს. ნელა მიემართება გარეთ, მიდის და უკანაც არ იხედება, ასეთი ბედნიერი არასდროს ყოფილა, ასეთი აღფრთოვანება ჯერ არ უგვრძნია.
რამდენი შესაძ;ებლობა აქვს, თვითონაც სიხარულით თავბრუ ესხმის: შეიძლია მანქანას გადაუხტეს, შეუძლია თავი დაიხრჩოს , ან უამრავი წამალი ერთდროულად დალიოს ან თუნდაც მისი საყვარელი არტერია გადაიჭრას. უკვე გონება ებინდება არც კი იცის რომელი აირჩიოს, მაგრამ მაინც კლასიკურ მეთოდს მიმართავს.
საპირფარეშოში შეიკეტა, კარაქის დანა ხელში უჭირავს და ბედნიერი თვალების წინ ატრიალებს, როგრო უნდა ვინმეს გაუზიაროს თავისი ბედნიერება, ჯერ ერთხელ გაატარა მაჯაზე დანა. წითელი სისხლი ნელა მოედინება, გრძნობს სითბოს რომელიც ორგანიზმს ტოვებს, ახლა მეორე ჭრილობა, მეორეს მესამე მოჰყვება, სისხლი უკვე კაბაზე მოედინება, საშინლად ეწვის მაჯა, მაგრამ ღიმილი სახეიდან არ შორდება, ნელ-ნელა გონებას ჰკარგადვს, წონასწორობა დაკარგა და იქვე ჩამოჯდა, თვალები დაუმძიმდა, გონება იავნანას უმღერის და სადაცაა დაიძნებს კიდეც და თავს მისცემს საუკუნო მყუდროებას, უკვე გამაყრუებელი სიმღერებიც კი სასიამოვნოდ ეჩვენება და მზადა... მართლა მზადააა სხვა სიცოცხლისთვის, როცა მყუდროებას ვიღაც ურღვებს, თალებს ძლივს ახელს და მხოლოდ ჩრდილს ხედავს, კიდევ ერთხელ უღიმის ეს ხომ სიკვდილის ანგელოზია და უნდა წაიყვანოს, მაგრამ გრძნობს იმ სუნს, იმ სუნს რომელმაც მოსვენება დაუკარგა, ვისაც ამდენი ხანი ეძებდა. თალებს სახელს მაგრამ გარჩევით ვერაფერს ხედავს. დაძაბა გონება, უნდა ბოლოჯერაც შეხედოს და ახლა მაინც დაიმახსოვროს მისი სახე მაგრამ არაფერი გამოსდის. ძალა უკვე ბოლომდე წაერთვა, სიცივის გარდა ვერაფერს გრძნობს და ბედნიერი ხვდება სიკვდილის, მაგრამ ვიღაც უკან ექაჩება. მოიხედა და ხედავს მშბლებს, ელენეს, ექიმებს, პაციენტებს, თავის უცნობს და მას, მას ვისაც მთელი გულით ვერ იტანს, უკან იხედება და თავის საძულველ მტერს ხედავს- თავის თავს.
თავი უსკდება, ჰმ სკვიდილი ასეთი ნამდვილად არ ეგონა, ეკატერინე თვალებს ახელს და კიდევ ბინდს ხედავს, მის გვერდზე ვიღაცა დგას და ლაპარაკობს, კვლავ ის სუნი, მომაჯადოვებელი ხმა. ჩუმადაა, არ უნდა მყუდროება დაარღვიოს, მალე მშობლებიც შემოდიან, სახეზე ერთდროუად რამოდენი ემოცია აქვთ გამოსახული , თუმცა ვერ არჩევს რომლებიც. თამარი უცნობს მადლობას უხდის, ისიც ტრიალდება და ეკატერინეც ძლივს დაინახავს მის სახეს, თვალი თვალში გაუყრიან ერთმანეთს და... და არაფერი! ხმას არცერთი არ იღებს, უცნობი მხოლოდ დამშვიდოების მიზნით თავს უკრავს თამარს და ალეკოს და გადის პალატიდან. ეკატერინე ხმას არ იღებს და გულდამძიმებული მშბლებს შეჰყურებს და ხვდება რამდენად დიდი შეცდომა დაუშვა
- ეკატერინე!!
-დე.. მაპატიე, მართლ არ მინდოდა შენი შეშნება,მმ არ მინდოდა თქვენი შეშინება, მაპატიე მამა
-რამდენჯერ უნდა გითხრა, რომ ალკოჰოლი არ დალიო, ხომ იცი როგრო მოქმედებს სიმთვრალე შენზე
-ვიცი დედა, ასეთი რამ მეორედ არ გამეორდება
- ის ბიჭი რომ არა... ღმერთო ძლივს დაგიბრუნეთ და კინაღამ დაგკარგეთ, ეკატერინე ასე ნუ მოგვექცევი
-მართლა მაპატიე დე, არ მინოდა, ხომ იცი როგრო მინდა ნორმალურად ცხოვრება.
- ვიცი, ამიტომ ნუღარ დალევს, ის ბიჭი რომ არა, ღმერთო- თამარი თავს ფიქრების გასაფანტად აქეთ იქით აქნევს და სიყვარულით შეჰყურებს თავის შვილს



დიდი პაუზის შემდეგ დავბრუნდი, ვიცი ამდენი ხანი დაკარგვა არ შეიძლება, მაგრამ უბრალოდ ძალიან ბევრი რაღაც მოხდა და უბრალოდ ახალი თავის დაწერისთვი ვერ მოვიცალე.
იმედია ახალი თავი მოგეწონებათ, ველი თქვენ კრიტიკას




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent