ცვლილება (თავი 3)
დილას უცხო ხმამ გამაღვიძა თვალები გავახილე და ადგილზე გავშეშდი... მან ირონიულად ჩაიცინა და ჩახლეჩილი ხმით თქვა -დემეტრე სალაპარაკო გვაქვს... ჩაახველა და დემეტრეს მის სიტყვებზე გამოეღვიძა, შევხედე და დემეტრეს სახეზე საშინელი გამომეტყველება დავინახე, არ ვიცი ახლა რას გააკეთებს მაგრამ ვხვდები კარგს რომ არაფერს აპირებს. მოულოდნელად წამოიწია და მკაცრი ტონით თქვა. -მე არაფერი მაქვს შენთან სალაპარაკო, გაეთრიე ჩემი სახლიდან. -შენი სახლიდან? ისევ ირონიულად ჩაიცინა. -სერიოზული საქმე მაქვს, იქნებ მაისური მაინც ჩაგეცვა? ისევ მან გააგრძელა საუბარი, დემეტრე მდგომარეობიდან გამოიყვანა, სწრაფად ადგა მაისური გადაიცვა და ოთახიდან გავიდა. რა თქმა უნდა ცნობისმოყვარეობა არ მასვენებდა მაგრამ არ მინდოდა ცუდად გამომსვლოდა და ოთახიდან გავსულიყავი, ამიტომ უბრალოდ საძინებელში დავრჩი, უცებ დემეტრეს ღრიალი რომ გავიგე, წამოვდექი და ჩაცმა დავიწყე, ამდენი მოთმინების უნარიც არ მაქვს, რომ მშვიდად დავლოდებოდი მას, ისე თითქოს არაფერი არ ხდებოდა უკვე გავდიოდი როცა კარი თვითონ შემოაღო და შემოვიდა. -მამაშენი სად არის? მან უეცრად დამიყვირა -წადი! მისი ნათქვამი ვერ მივხვდი რას ნიშნავდა და გაკვირვებულმა შევხედე მას. -უბრალოდ წადი ახლა აღარ დაიყვირა უბრალოდ მკაცრი ტონით თქვა, მისმა სიტყვებმა საშინლად მატკინა გული, მაგრამ ასე ვერ დავტოვებდი რადგან ზუსტად ვიცოდი რა მდგომარეობაში იყო, მამაჩემის გამო ასეთ მდგომარეობაში მეც არაერთხელ ვყოფილვარ. -მაპატიე მაგრამ არსად წავალ, მომწყინდა სუსტი და უმანკო გოგოს როლის თამაში. მისკენ წავედი და ხელები ნაზად მოვხვიე -პატარავ თმაზე გადამისვა ხელი -ბოდიში, უნდა წახვიდე ხელები მოვაშორე სხეულიდან -საერთოდ რატომ გენდობი და რატომ მჯერა რომ შენი მორიგი სათამაშო არ ვარ? ცრემლები მოვიწმინდე და ჩანთის ძებნა დავიწყე -ეგ არაფერ შუაშია დაიყვირა და ჩემკენ წამოვიდა -მაშინებ! როგორც იქნა ჩანთა ვიპოვე ქურთუკი ავიღე და წამოვედი, ვერ ვხვდები რას ნიშნავდა მისი საქციელი. ბებიასთან ასეთ მდგომარეობაში მისვლა არ მინდოდა, მრცხვენოდა მისი ამიტომ ანოსთან წავედი, მისი სახლი ძალიან ახლოს იყო და ფეხით გასეირნება ვამჯობინე, ქუჩის მეორე მხარეს უცნობი მამაკაცი იყო, თვალს არ მაშორებდა, რამდენიმე წუთი მეორე მხრიდან მაშტერდებოდა და შემდეგ ქუჩის მეორე მხარეს გადმოვიდა, შიშისგან კანკალი დავიწყე და ნაბიჯებს ავუსწრაფე, მაგრამ ვცდილობდი არ შემემჩნია, რომ უფრო დიდი ყურადღება არ გამომეწვია, ანოს სახლამდე სულ რამდენიმე წუთის გზა იყო დარჩენილი და მაქსიმალურად ვცდილობდი სწრაფად მევლო, როგორც იქნა სადარბაზოს მივუახლოვდი, მამაკაცი გაჩერდა და მიყურებდა სანამ ლიფტში არ შევიდოდი და თვალს არ მოვეფარებოდი. -ქეთა რა გჭირს? მკითხა ანომ როცა შეამჩნია როგორ ვკანკალებდი. -არაფერი უბრალოდ შემცივდა ანო ჩამეხუტა და ოთახში შემიყვანა -რამე მოხდა? ან სად იყავი სახლიდან რომ წახვედი? -არა არაფერი უბრალოდ მომენატრე, ვისვენებდი, მარტო ვიყავი რამდენიმე დღით სასტუმროში ეს ერთადერთი რამაა 17 წლის განვმალობაში რაც ანოს მოვატყუე, ანომ ყავა შემომიტანა და ლოგინი გამიშალა, უკვე ვწვებოდით კარის ხმა რომ გაისმა. -ანო კარს მე გავაღებ გავიხედე და დემეტრე იდგა, გარეთ გავედი რომ ანოს ვერ შევემჩნიე -აქ რა გინდა? ან საერთოდ როგორ მომაგენი? -პატარავ მაპატიე გთხოვ, დილას მამაჩემმა ისე გამაგიჟა, არ ვიცი რატომ გამოგაგდე. ის გულრწრფელი იყო, მართლა ეტყობოდა რომ წუხდა, მიყურებდა მე კი ხმას არ ვიღებდი, უცებ ჩამეხუტა, ძალიან ძლიერად ჩამეხუტა, გამეცინა და ხელები წელზე შემოვხვიე. -დემეტრე მთვრალი ხარ? -კი თავი დამიქნია და ყელში კოცნა დამიწყო -წავედით? ვკითხე მე ღიმილით -ხო ჩაიცვი და წავიდეთ -შემოდი ანოს მე ავუხსნი ვუთხარი და სახლში შევიყვანე, ოთახის კარი შევაღე შევედი და უკან დემეტრე შემომყვა, ანოს ყველაფერი ხელიდან გაუვარდა, მისი გამომეტყველება ისეთი სასაცილო იყო როცა დემეტრე დაინახა, ჩვენ ძლივს შევიკავეთ სიცილი, ანო კი ისევ საოცარი სახით უყურებდა დემეტრეს. -იქნებ ამიხსნა რა ხდება? -დრო რომ მქონდეს აუცილებლად აგიხსნიდი, მაგრამ ახლა მხოლოდ იმას გეტყვი რომ მართლა შემიყვარდა ვუთხარი ანოს და ბედნიერებისგან სიცილი დავიწყე, დემეტრემ ხელი წელზე შემომხვია და მის სხეულს მიმაჯაჭვა. -ანო იქნებ ჩანთა გადმოუგდო? ან თუ წინააღმდეგი არ ხარ არც ეს არ არის ცუდი საწოლი რომ გამოვიყენოთ უთხრა დემეტრემ ჩახლეჩილი და ბოხი ხმით, ეს თქვა თუ არა ფეხი ძლიერად დავადგი და ჩავჩურჩულე -მოკეტე ანომ ჩანთა დემეტრეს პირდაპირ თავში ესროლა, ხელში ამიტაცა და კარი გამოიხურა, რამდენიმე წამში ისევ შეაღო და ანოს უთხრა -მადლობა თავაზიანობისთვის მე სიცილს ვერ ვიკავებდი, ქუჩაში გავარდა, ხელში ვეჭირე და რაღაცეებს ყვიროდა სანამ მანქანამდე მივიდა -დამსვი და გასაღები მომეცი გაკვირვებულმა შემომხედა -მე არ ვიცი ტარება? -მთვრალი ხარ მომეცი გასაღები -და რო არ ვიცი სად არის? მითხრა და გაიღიმა -სხვა გზა არ მაქვს ვთქვი და პოლიციელისავით დავიწყე მისი გაჩხრეკვა, როგორც იქნა ვიპოვე გასაღები და მანქანაში ჩავსხედით. სახლში მივედით და დემეტრე პირდაპირ სააბაზანოში შევიდა, ორი წუთი არ იყო გასული ბოლო ხმაზე დაიყვირა -ქეეთაა! აბაზანის კარს მივუახლოვდი და ვუპასუხე -რა იყო? -შემო რა კარი შევაღე დემეტრემ ხელი მტაცა, სულ დამასველა ტანსაცმლიანად და კოცნა დამიწყო, ხან კისერში მკოცნიდა, ხან ყელში და ხან ტუჩებში, თან ნელ-ნელა მხდიდა. როგორც იქნა სააბაზანოდან გამოვედით საძინებელში და შევედით -აუ დემეტრე -ხო პატარავ -ტანსაცმელი მინდა დემეტრემ თავის მასური და შორტი მომცა, ორივეში ჩავარდი მაგრამ რაღაცნაირად კომფორტულად ვგრძნობდი მის ტანსაცმელში თავს -ქეთა, მაპატიე დილით რაც მოხდა, არ ვიცი ვინ ვიყავი ან რა როლებში შევიჭერი, უბრალოდ არ ვიცი, ბოდიში -დემეტრე, მთელი დილა ვფიქრობდი, ხშირად ვკარგავ საკუთარი თავის კონტროლს მამაჩემის გამო და არ შემეძლო არ მეპატიებინა, დღეს შემეშინდა, რადგან ვგრძნობ რომ ეს სიყვარული მნიშვნელოვანია და არ მინდა დავკარგო, ან ვინმემ დამაკარგვინოს, დილას ისეთი გრძნობა მქონდა თითქოს დავშორდით და სერიოზულად შემეშინდა, ხოდა მოდი უბრალოდ შევრიგდეთ უკანასკნელად, რომ არასდროს აღარ ვიჩხუბოთ მითუმეტეს ვიღაცეების გამო, დღეს უკვე იმდენჯერ მითხარი რომ შენთვის მეპატიებინა, დავიღალე ბოდიშის მოსმენით, ვგრძნობ იმას რაც არასდროს მიგრძვნია, არავისთან, სიყვარულს ვგრძნობ და შენ მავსებ მე, ისე თითქოს შენს გარეშე არ შემიძლია. იყავი ჩემთან საკუთარი თავი, იყავი ის ვინც ხარ, მეც მომბეზრდა უკვე უმანკო და სუსტი გოგოს როლის თამაში, შენთან მინდა ვიყო ის ვინც ვარ, მეტი არაფერი მჭირდება, მხოლოდ შენც საკმარისი ხარ რომ ბედნიერი ვიყო, მე შემეხე ისე როგორც ჯერ არავის შეხებიხარ, მომხვიე ხელები მთელს სხეულზე, გააკეთე ეს ისეთივე მღელვარებით როგორც პირველი შეხვედრისას. მაკოცე და მითხარი რომ შენც გიყვარვარ! არ ვიცი ამდენი ემოცია საიდან მქონდა უბრალოდ ამ ემოციებისგან მთლიანად დავიცალე, მომიახლოვდა და ძალიან ძლიერად მომაქცია მის ხელებში, მაკოცა, ისეთი ცხელი ტუჩები ქონდა, ის არავის გავდა, საუკეთესო იყო, არ მჯერა რომ ამას მე ვამბობ, მაგრამ მან თითქოს შემცვალა... -ეხა რაც გაქვს ჩაიცვი და რაღაცეები უნდა ვიყიდოთ მიდი მალე გაემზადე პატარაზე ვაკოცე და სიცილით გავიქეცი საძინებლისკენ -მოიცა დაიყვირა და გავხედე მას -აუ მიყვარხარ თქვა და გამომეკიდა ხელში ამიტაცა და საძინებლისკენ გაიქცა, რადგან სახლიდან ისე წამოვედი რომ არაფერი წამომიღია დემეტრეს დიდი ჯემპრი და დიდი შარვალი ჩავიცვი სარკეში ჩავიხედე და სიცილი ძლივს შევიკავე -ნახე პატარავ ნელ-ნელა უფრო და უფრო მემსგავსები ჩემკენ სიცილით წამოვიდა -მოკეტე რა -მართლა გიხდება მითხრა და ღიმილით შემომხედა ვერ ავღწერ რას ვგრძნობ როცა ასეთი თვალებით მიყურებს... მაღაზიაში წავედით, შევედით თუ არა მაშინვე ერთი წითელი კაბა მომეწონა და გავისინჯე -დემეტრე დავიყვირე შუა მაღაზიაში -რა იყო? მანაც არა ნაკლები ტონით მიპასუხა -მოდი დემეტრე მოვიდა ფარდა გადაწია და სიცილი დაიწყო -რა გაცინებს ვკითხე გაკვირვებულმა -წარმატებებს გისურვებ მაგ კაბით სრიალში -რა, რა სრიალში, სად მივდივართ? -ბაკურიანში ჩემ სასტუმოში სიხარულისგან დავიკივლე და დემეტრეს მოვეხვიე -ისე რო იცოდე მაგ კაბაში ულამაზესი ხარ, ტანსაცმელს მე მოგიტან თქვა და ღიმილით წავიდა, ისევ მისი ღიმილი... მისი მოტანილი ტანსაცმელი მოვიზომე და მოხუც ბებიას ვგავდი მაგრამ დემეტრეს უზარმაზარ შარვლებს მაინც ჯობდა, დემეტრემაც მოიზომა რაღაცეები და ყველაფერი ერთად იყიდა, უკვე ღამე იყო რომ წავედით, გზაში ჩამეძინა. დილით ულამაზეს ადგილას გავიღვიძე, ისეთ ოთახში ვიყავი როგორზეც სულ ვოცნებობდი გვერდით გავიღვიძე, დემეტრე სარკის წინ იდგა და იცვამდა, გამომხედა და საყვარლად ჩაიცინა -გაიღვიძე? -როგორც ხედავ ვუთხარი მე -მიდი ჩაიცვი შენი ტანსაცმელი გამზადებულია ვჭამოთ დაბლა და მერე სრიალი უნდა გასწავლო წამოვჯექი და გაბრაზებულმა ვუთხარი -სრიალი ძალიან კარგად ვიცი როცა მეორე მხარეს გავიხედე და წითელი ულამაზესი კაბა დავინახე სწრაფად წამოვდექი და ხტუნაობა დავიწყე დემეტრეს ჩავეხუტე და სიხარულისგან სიცილს ვერ ვაჩერებდი. -მოგწონს? -რა თქმა უნდა! მადლობა... ცინიკურად შემომხედა და ტუჩზე იკბინა, ჩემი ულამაზესი კაბა ჩავიცვი და საუზმეზე ჩავედით და აზიური სამზარეულო რომ დავინახე საბოლოოდ ავღფრთოვანდი -საიდან იცი რომ აზიური სამზარეულო მიყვარს? -არ არსებობს არაფერი ისეთი რაც შენზე არ ვიცი ლოყაზე მაკოცა და ხელი წელზე მომხვია. საუკეთესო საუზმის შემდეგ სასრიალოდ გავემზადეთ და წავედით, სიმართლე ისაა რომ მე სრიალის აზრზე არ ვარ დემეტრე კი ამაშიც საუკეთესოა ისევე როგორც ყველაფერში. მინდოდა თავი მომეჩვენებინა თითქოს კარგად ვსრიალებდი და ამიტომ ყველაზე დიდი სიმაღლიდან დავიწყე ჩამოსრიალება ისე დავიკივლე დემეტრე ჩემკენ გამოიქცა, სადაცაა წავიქცეოდი უცებ დემეტრეს ხელებში რომ მოვხვდი და ორივე ძირს აღმოვჩნდით, სიცილს ვერაფრით ვიკავებდით, ყველა ჩვენ გვიყურებდა -იცი მგონი ჯობს ავდგეთ თქვა დემეტრემ და მანიშნა ადექიო. როგორც იქნა ავდექით და ვამჯობინე სრიალი აღარ მეცადა თოვლში ვიჯექი და ვუყურებდი დემეტრე როგორ სრიალებდა უცებ თვალები დავხუჭე, სახეში დიდი ცივი გუნდა მომხვდა და დემეტრეს ხმამაღალ სიცილი გავიგე, გაყინული გუნდების სროლა მეც კარგად გამომდის ამიტომ დიდი ხანი ვგუნდაობდით, ბავშვობა გამახსენდა, გამახსენდა მე და დედა როგორ ვთამაშობდით თოვლში და ცრემლები წამომივიდა, დემეტრე ჩემკენ გამოიქცა და ჩამეხუტა, რომ დამინახა შეშინებულმა მკითხა -რა გჭირს? -არაფერი უბრალოდ თვალები ამეწვა ვუთხარი და გავიღიმე, არასდროს მიყვარდა სისუსტის აღიარება. -მგონი სახლში წასვლის დროა, თან უკვე მომენატრე... თქვა და ისევ ისე გაიღიმა როგორც ჩვევია, სასტუმროში დავბრუნდით, უკვე საღამო იყო, მე ცხელი დუში მივიღე, დიდი და სასიამოვნო დღის შემდეგ შხაპიც ძალიან მესიამოვნა, თმა გავიშრე და დემეტრეს შევუერთდი ლოგინში. მან როგორც ყოველთვის სასიამოვნოდ დაიწყო ჩემი გახდა, შემდეგ შიშველ სხეულზე მკოცნიდა, ყველაზე მეტად ის მომენტი მიყვარს ყელს რომ უახლოვდება ხოლმე... ისევ ისეთი სასიამოვნო იყო როგორც ყოველთვის, ყოველ ჯერზე უფრო მეტად უკეთესი ხდებოდა ეს, შემდეგ კი უბრალოდ ჩახუტებულებმა დავიძინეთ. დილით უცნაურმა გრძნობამ გამაღვიძა დემეტრე ცხვირზე მეფერებოდა -რას აკეთებ? -არასდროს მითქვამს რომ შენს ძალიან პატარა ცხვირზე ვგიჟდები? გავიცინე და ვაკოცე -წყალს გადავივლებ მოვალ და მერე ვისაუზმოთ ღიმილით დავუქნიე თავი და მისი ტელეფონი ავიღე რომ დრო გამეყვანა, ტელეფონში ვთამაშობდი უცებ მესიჯი მოვიდა ვიღაცისგან გავხსენი და მობილური ხელიდან გამივარდა... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.