შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

უკანასკნელი ნატვრა (3თავი)


11-01-2019, 20:49
ავტორი Balu9
ნანახია 1 177

(მოკლედ ვინც კითხულობთ დააკომენტარეთ რო გავიგო თორე მგონია ტყულად ვდებ და აზრი არაქვს ჩემთვის გავაგრძელებ წერას <3)
3თავი
დილით ტელეფონის ზარმა გამაღვიძა 9 გამოტოვებული ზარი მქონდა ნაკოსგან.
-რახდება ნაკო რაამბავია ამ დილაუთენია.
-ნინ სწრაფად ჩაიცვი ჯავახას სახლში მივდივართ ბიჭებს უჩხუბიათ ერთი ამბებია.
-იკა როგორაა მაგანაც ხოარ იჩხუბა?ან შენ საიდან გაიგე.
-არაფერი არვიცი ვურეკავ და გამორთულიაქ. დროზე რა უკვე შენს სახლთან ვარ.
უცბად ტანსაცმელი ჩავიცვი თმები ავიწიე და გარეთ გავვარდი.
პირველივე ტაქსიში ჩავსხედით და სულ მალე ჯავახას სახლის წინ ვიყავით.მე და ნაკო სახეწაშლილები სახლში შევვარდით.იქაურობა სულ დალეწილი იყო აქაიქ სისხლის წვეთები ეტყობოდა ხალიჩას.
ხმაური რომელი ოთახიდანაც მოდიოდა იქ შევცვივდით და დავინახეთ როგორ ესეოდა ყველა ერთ წერტილს. ჩვენც იმ ადგილას მივედით და დასისხლიანებული ჩვენთვის უცნობი ბიჭი დავინახეთ რომელიც იატაკზე ეგდო და ძლივს მოძრაობდა.
-კიდევ გაიმეორებს წეღან რაც თქვა და ცოცხალს არ დავტოვებ მაგ ნაბიჭვარს. დაიღრიალა ოთახის კუთხეში მყოფმარომელსაც ზურგით იკა ეფარებოდა მეც მათკენ გავიწიე და ნაკოს ყვირილი გავიგე.
-იკაა ახლავე წამოდი თქვენ ხოარ გაგიჟდით. ადამიანი ისე სცემეს რო ფეხზე ვერ დგება ახლავე პოლიციაში ვრეკავ.
იკას შემოტრიალება და ჩემი გაოცება ერთი იყო კუთხეში გეგა ჰყავდათ მიმწყვდეული და ორი ბიჭი მას იჭერდა.გაშტერებული მას ვუყურებდი და საღად აზროვნების უნარი ვკარგავდი. ის მხეცს ჰგავდა რომელსაც სისხლი სწყუროდა და მსხვერპლისკენ მიიწევდა რომ როგორმე თავისი დაწყებული საქმე დაესრულებინა.
-ბიჭებო ნაკოს ტელეფონი გამოართვით და გოგოები ოთახიდან გაიყვანეთ გაისმა იკას ხმა.
-ახლა გაჩვენებთ როგორ უნდა ჩვენი ოთახიდან გაყვანა და ნაკომ ტელეფონი მოიმარჯვა მაგრამ ამდროს ვიღაც დაკუნთული ტიპი ეცა ხელში აიყვანა და თვალის დახამხამებაში ნაკო ოთახის გარეთ აღმოჩნდა.
-ხელი არ შემახოთ თორე სათითაოდ დაგაცლი თითებს ვუთხარი ჩემსკენ წამოსულ ბიჭს.
-ნინი გადი გაისმა ირაკლის ხმა,რომელიც ცდილობდა გეგას გაკავებას მაგრამ ამაოდ ის უცბად ხელთ დაუსხლტათ და პირდაპირ იმ ბიჭისკენ გაექანა.მეკი დრო ვიხელთე და მას წინ გადავუდექი. ამდენ ბიჭში დარჩენილმა ერთადერთმა გოგომ ამ მხეცის შეჩერება გადავწყვიტე.უფლებას არ მივცემდი არავის ადამიანი ჩემს თვალწინ მოეკლათ.
-სანამ მას დაარტყავ ჩემთვის დარტყმა მოგიწევს დავუყვირე როგორც შემეძლო.
-ეს გოგო მომაშორეთ დაიღრიალა და წინ წაწევა სცადა მაგრამ ამაოდ მას ისევ წინ გადავუდექი.
-მიდი არაკაცო ლაჩრულად მოიქეცი და გოგოს დაარტყი მერე კი ძირს დაგდებულ შენს მოწინააღმდეგეს ეცი რომელსაც ისედაც არაფრის თავი არაქვს მეტი რა შეგიძლია?! ან დაანებებ თავს ან არადა ვიდგებით მთელიდღე!
-ნინი! იკამ ჩემი შეჩერება სცადა მაგრამ ამაოდ მე ადგილიდან არ ვიძვროდი.
-მორჩა იკა შენ ხმას ნუიღებ!
-გამატარეთ ამის დედაც! დაიღრიალა გეგამ და ოთახიდან უკან მოუხედავად გავარდა.
მეკი გულდამშვიდებულმა ამოვისსუნთქე.
-ნინი ახლავე მოდიხარ ჩემთან ერთად! გაცოფებული იკა მკლავში ხელს მკიდებს და სულ მალე მე და ნაკო მის მანქაში გაცეცხლებულ ჩხუბს ვუსმენთ.
-ნინი შენ სულ გადაირიე რამე რომ დაეშავებინა შენთვის?
-ხომ ხედავ მთელი ვარ და ნუ ჩხუბობ რა ისედაც გული გამისკდა იმ ბიჭის წინ რო ვიდექი.
-მეორედ ჩემს დაუკითხავად არაფერს მოიმოქმედებ.
-ჰოარა ირაკლი? პოლიციაში უნდა დამერეკა და მერე ნახავდით. ყოჩაღ ნინი კარგად მოიქეცი.
-უუუჰ, ეს რაიყო გეფიცები მანიაკია რა. ვუთხარი და წინ მჯდომმა იკასკენ გავიწიე რათა ლოყაზე მეკოცნა.
-ოოჰ ნინი. როგორ შემაშინე.
-შენს გამო წამოვედით იდიოტო გავიგეთ ჩხუბიაო და შეგვეშინდა. გთხოვ აღარსად წახვიდე რა წამოდი სახლში.
მე და ნაკო კაიხანი ვეხვეწეთ მაგრამ ამაოდ მან ჩვენ სახლში დაგვტოვა და თვითონ სადღაც გაუჩინარდა.
-ახლა რავქნათ?
-რადა გავყვებით იქ სადაც წავა მიდი დაურეკე ჯავახიძეს ნაკო.
-ოხ ნინი ჩვენს სულ ესეთი რაღაცეები რატო გვემართება. მომეცი და დაველაპარაკები.ტელეფონი გავუწოდე და მათ საუბარს ყური ვუგდე.
- ნაკო ვარ როგორხარ? იკა შენთანაა?
ჯავაძიხის ხმა არმესმის ამიტომ ვცდილობ ნაკოს ვანიშნო რომ სპიკერზე ჩართოს.
-ნაკო დილით არ გნახე რაგინდა იკას თუ ეძებ დამშვიდდი ჩემთანაა.
-სადხართ?
-ნაკო დამშვიდდი ნინი შენც გეუბნები დარწმუნებულივარ გესმის ჩემი ხმა სახლში დარჩით და გეყოთ გმირობანას თამაში. თქვენთვისვე უკეთესი იქნება.
-ჯავახიძე ნუ მცდი სკოლის ბოლო დღე არ გამახსენებინო. იცოდე მარიამს ვეტყვი რო გიყვარს იმასაც მივაყოლებ რო დეგენერატი ხარ და ზედაც არ შემოგხედოს.
-ნინაჩკა ძვირფასო კაი რა
-ნინაჩკას მოგცემ დროზე ადგილსამყოფელი მითხარი.
-ადგილს ტელეფონზე მოგწერთ და იცოდეთ კრინტი ხმა არ დაძრათ მარიზე.
მალევე მივედით იმ ადგილას სადაც იკა იმყოფებოდა.ორსართულიანი სახლი იყო ლამაზი ეზოთი.
-ნინი ძალიან დიდი სახლია წადი შენ უკანა ეზო მოათვალიერე მეკი აქვე ვნახავ.
-რა ჭკვიანი ხარ ნაკო მე შემომტენა საშიში ადგილი და თვითონ აქვე დათვალიერება მოინდომა.კაი წავედი და იკას მოვკლავ სადაც არუნდა ვნახო.უკანა ეზოსკენ გავემართე სახლში შუქები ჩამქრალი იყო და იქაურობა სიბნელეს მოეცვა.
ოხ იკა მომინდომა ბიჭმა კაცობა დაეტია რაა სახლში და მოგვასვენე ჩვენც. ვფიქრობდი და თან წინ მივიწევდი.ამდროს კი ჩემი სხეული ვიღაცის სხეულს აეკრო.
ყვირილი დავაპირე მაგრამ უცნობის ხელი მაშინვე ჩემს პირზე გაჩნდა და საუბედუროდ მისი მკლავების საშუალებით სრულიად მასზე აკრული რამდენიმე წამით გაუნძრევლად ვიდექი. ვიგრძენი დაკუნთული ხელები და ნაცნობი მენთოლის სუნი.
-შენ რა კუდში დამდევ? ყურში მიჩურჩულადა სახეში შემომხედა.
მისი ხშირი სუნთქვა მესმოდა.იმის ძალაც კი არ მქონდა რომ თავი დამეღწია ისე ვყავდი დაჭერილი.
მისი თაფლისფერი თვალები და შავი თმა მეცნო. ჰო ჯანდაბა ახლა კი შენზე შურს იძიებს დილით გეგმა რომ ჩაუშალე ვიფიქრე და ფართხალი დავიწყე მაგრამ ამაოდ.
-ეხლა ლაპარაკის საშუალებას მოგცემ და არ იყვირო ესიც მხოლოს იმიტომ რომ კითხვაზე პასუხი გამცე. თავი დავუქნიე და ვიგრძენი როგორ მომშორდა ტუჩებიდან მისი ხელი.
-ხელები მომაშორე მტკივა ძლივს აღმომხდა.
-სხვის საქმეში რატომ ერევი? დილით როგორ გაბედე შენი საქციელი მიუღებელია ცუდი გოგო ხარ. ახლა დაისჯები! გაფრთხილებ თუ დაიყვირებ
-თუ დავიყვირებ რა? ისედაც მანიაკი ხარ და რაღაცას დამიშავებ ასერომ ნუმაშინებ შენი მოკლე ჭკუით გამიშვი ხელი არვაპირებ არც დაყვირებას და არც გაქცევას უტვინი მანიაკო!
-მამაცი გოგო ყოფილხარ უკვე მეორედ ამტკიცებ ამას. (სიცილი)მან ხელი უფრო მაგრად მომიჭირა წელზე.
-გამიშვი მტკივათქო!
-მთხოვე და გაგიშვებ ირონიულად შემომხედა და კვლავ ამათვალ ჩამათვალიერა.
-ჯანდაბა! ვიღაც მოდის ჩუმად იყავი იცოდე და არგაინძრე თუ კარგად მოიქცევი სასჯელს შეგიმსუბუქებ.
ბუჩქების უკან ვიმალებოდით მე კი კვლავ მის სხეულზე ვიყავი აყუდებული ძეგლივით.
ჰოო ფილმების ყურების დროს ბევრჯერ მითქვამს ნეტავ ვინმე სიმპათიური ბიჭი შემხვდეს და ისე ჩამიხუტოს რომ ჩემი გაშვება აღარ უნდოდესთქო. მაგრამ ნინი შენ ხომ იუღბლო ხარ მართალია ძალიან სიმპათიური კია გეგა ამას ვერდავუკარგავ ამ თაფლისფერთვალება მანიაკს მაგრამ ეს სულ სხვა სიტუაციაა ღმერთო მეხომ ეს არ მიგულისხმია ყველაფერი უკუღმა რატომ მემართება.
-ბიჭო გეგა სად წავიდა ტო
-წამოდი რა ირაკლი თავი დავანებოთ ხომ ხედავ ჭკუიდან გადავიდა.
-ჯავახ ძმაო დედამისი ეძებს და შემეცოდა ის ქალი ხომ ხედავ როგორ ტიროდა.
-ყოჩაღ იკა. ჩავიჩურჩულე და სიცილიც არ დააყოვნა ბიჭმა.
როგორც კი თვალს მიეფარნენ ბუჩქებიდან გამოვედით სახეში შემომხედა და მითხრა.
-პლაზაში უფრო სექსუალურად გამოიყურებოდი მოკლე შორტში და მოტკეცილ ზედაში.
კიდევ კაი ღამე იყო თორე შეამჩნევდა რომ პომიდორივით გავწითლდი. არ დავაყოვნე და მივახალე.
-ჯიბეში დანა მიდევს იცოდე ხელი გამიშვი შენზე უარესი მევარ მოგკლავ და მერე საფლავზე ჩემს მოტკეცილ ზედას გადაგდებ უზრდელო!
კვლავ ირონიული სახე უკვე ვხვდები ალბათ მთელი ცხოვრება ამ სახით მოძრაობს.
-არანაირი სექსუალურობა გაგეხუმრე . ბიჭივით იცმევ დიდი დიდი ძაღლი თუ შემოგხედავს ისიც ბრმა და შემთხვევით. არმჭირდები უბრალოდ ყურადღებას მიიქცევდა შენი უაზრო ყვირილი.
-ხოდა გამიშვი თუ აა დამავიწყდა სასჯელი უნდა მოვიხადო. ვეცადე ამაყდ მეთქვა.nt
-სასჯელზე სხვა დროს მოგაკითხავ. ახლა კი მთხოვე რომ გაგიშვა შენი დრო აღარ მაქ.
-მე არავის არაფერს არ ვთხოვ.
-მე გამონაკლისი ვიქნები ხელი კვლავ ძლიერად მომიჭირა მკლავზე.
-ჯანდაბა მტკივა!
-მთხოვე
-ჰოკარგი გთხოვ. აი აქ გაითელა ჩემი თავმოყვარეობა.
-მასე არა ნინი სახეში შემომხედე და წესივრად მთხოვე.
ისე გამოთქვა ჩემი სახელი ტანში გამაჟრჟოლა.ნუთუ ახსოვს?!
გამჭყლიტავს მალე თუ არვთხოვე საშველი არ დამადგება.სახეში შევხედე მაგრამ მის თვალებს მზერა ავარიდე ვერასოდეს ვერ ვუყურებ ადამიანს თვალებში თუ ძალიან ახლობელი არარის.
-გთხოვ გეგა გამიშვი.
-თვალებში შემომხედე.
-არშემიძლია და უკვე გთხოვე შენი პირობა დავაკმაყოფილე სახეში შემოგხედე და პირობას ნუ არღვევ.
აღელვებულმა მივაყარე. როგორც იქნა ხელი გამიშვა და მალევე სიბნელეში გაუჩინარდა მე კი მთელს ტანზე მისი მენთოლის სასიამოვნო სუნი ამყოლოდა.



№1  offline წევრი naniko mindia

Kargi istoria warmatebebi veli shemdegs tavs ❤️ ❤️
--------------------
lomidze

 


№2  offline წევრი mariam m.k

Dges daviwye kitxva da vfiqrob rom kargia shens wina istoriebsac gadavxede da vfiqrob unda gagrzelo istorias rom wer is unda dasrulo me vkitxulob da shens gverdit var danarchenshi warmatebebi kargia.

 


№3  offline წევრი Balu9

mariam m.k
Dges daviwye kitxva da vfiqrob rom kargia shens wina istoriebsac gadavxede da vfiqrob unda gagrzelo istorias rom wer is unda dasrulo me vkitxulob da shens gverdit var danarchenshi warmatebebi kargia.

აუცილებლად დავდებ <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent