წერილი შვილს (სრულად)
გამარჯობა შვილო. დღეს ერთი წელი გავიდა რაც გარდავიცვალე, ამ წერილს კი შენ გადმოგცენებ, ჩემს ერთადერთ სიმდიდრეს. ეხლა წერილს ვწერ და შენ გიყურებ, თვალებ ამღვრეულს, მუცელ გაბერილს როდესაც მუცლად მყოფ შვილს ეუბნები "ბებო კარგად იქნება" თავს იიმედებ და ამ წამს მიღიმი. მე კი ანგელოზებს ვხედავ შვილო, ისინი მე მეძახიან. განა წასვლა მინდა? არ მინდა. მაგრამ ყველაფერი უბრალოდ მინდაზე არ არის... იცი ამას როდის მივხვდი? მაშინ ორმოცი წლის წინ. მზიანი დღე იყო, მარტი. გაზაფხული და აყვავილების მოლოდინში ხეები ისე იყვნენ როგორც მე, მოლოდინში... ოცდაორი წლის ვიყავი, ერთი წლის განათხივარი. ექიმთან წავედი, მან კი იცი რა მითხრა? თქვენ შვილი ვერ გეყოლებათო. ცრემლებისგან ვიღვერობი საათები, დღეები და თვეებიც კი. თუმცა მამაშენის წყალობით ორ ახალგაზრდას ენთუზიაზმით აღსავსეებს ფარხმალი არ დაგვიყრია, ყველაფერი ვცადეთ თუმცა ათი წელი გავიდა მოლოდუნში. მოლოდინში რომ მე დედა გავხვდებოდი ან ვინმე მეტყოდა ნატალი რა ლამაზი ორსული ხარო! მამაშენი სამსახურში წავიდოდა თუ არა ჩვენ სახლთან პატარა სკვერს გავუყვებოდი და ვათვალიერებდი ორსულ ქალებს, ჩვილ ბავშვიან დედებს რომლებიც ბავშვის პატარა წამოტირებაზე იძაბებოდნენ და თავს ევლებოდნენ. განა ცუდი შურით მშურდა ძვირფასო? არა... შურს გააჩნია, უბრალოდ მინდოდა, მინდოდა მათ ადგილას მეც ვყოფილიყავი. ჩემს სხეულში ახალი სიცოცხლე დაბადებულიყო, მე ეს მთელი არსებით მინდოდა. ვუყურებდი მამაშენს რომელიც მისი მეგობრების პატარა შვილებს ეფერებოდა და წარმოვიდგენდი როგორი იქნებოდა ჩვენი შვილი მის ხელში. თუმცა შედეგს ვერ ვხედავდით... ადამიანი ყველაფერს ეჩვევაო შვილო ხომ გაგიგია? ტყუილია. მე ვერ შევეგუე ფაქტს რომ ვერასდროს გავხდებოდი დედა. თუმცა ჩემი ქმარი არ მაგრძნობინებდა იმას რომ უშვილო ქალი ვიყავი და ბავშვის ტირილი ვერასდროს გავგაღვიძებდა, ღამით. წვიმიანი დღე იყო როდესაც დამირეკეს, უხალისოდ ვუპასუხე, რადგან სახლის ლაგებით დაღლილი ახლად მიძინებული ვიყავი. მაშინ მამცნეს შენს შესახებ, მითხრეს რომ შვილად ასაყვანი ბავშვი გამოჩნდა. პირველ რიგში მამაშენს დავურეკე და მანამ არ მიგვძნია ის ბედნიერება რაც შენს არსებობას მაუწყებდა სანამ არ მოგიყვანდით. სამ დღეში პირველად გავიგონეთ შენი ტირილი ღამით. ჯერ გაოცებული წამოვფრინდით ორივე, შემდეგ კი გაგვახსენდა რომ ორივე მშობლები გავხვდით. ქერა ლამაზი თმა გქონდა, თვალებით ბედნიერებას ასხივებდი. შენი არსებობით პირველად ვიგრძენი მაშინ რომ ჩვენი სახლი ნამდვილად ოჯახს დაემსგავსა. პირველ მამა თქვი და არა დედა, არ მწყენია რადგან მამაშენის თვალებ ცრემლიანი სახე დავინახე თუმცა ორ დღეში დედაც დამიძახე, ჩემო გოგო მაშინაც არ მტკენდი გულს... შენთვის ამის თქმა, იმის რომ სხვა ქალმა გაგაჩინა არასდროს გვდომებია რადგან მე და მამას ყოველთვის საკუთარ შვილს მიგვაჩნდი, განა არ იყავი? რა აზრი აქვს შვილო ვინ გაგაჩინა, მთავარი ის იყო ვინ აგღზარდა. ოთხი დღის იყავი როდესაც პირველად ვაკოცე შენს პაწაწინა ხელებს. იცი შვილო რატომ გადავწყვიტე ამ ყველაფრის თქმა? არც მე ვიცი. ალბათ გულზე სიკვდილამე დიდი დარდი მედო, ჩვეენ ხომ ერთმანეთს არაფერს ვუმალავთ? როდესაც გავიგე რომ მალე შვილი გეყოლებოდა და შენს მუცელში სხვა სიცოცხლეც იყო ორმაგად ბედნიერი ვიყავი რადგან ჩემნაირად არ დაიტანჯებოდი. თუმცა შენ მე სიცოცხლე მაჩუქე, მე შენი წყალობით მეორედ დავიბადე. აპატიე შენს დედას, აპატიე ეს ამბავი შვილო... უნდა იცოდე რომ ღმერთმა შენი თავი მე მარგუნა, უშვილო ქალს დედობო შენით შეუვსო. მიყვარხარ ძვირფასო, ეს მუდამ გახსოვდეს. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.