შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მიენდე გრძნობებს...თავი 8


12-01-2019, 22:31
ავტორი katiusha
ნანახია 2 956

ნიკოლას მკერდზე ჩაეძინა.კაცს არაფრით არ მიეკარა ძილი.მკლავზე ეფერებოდა,მერე კი მისი თმა გადაიხვია თითზე და დიდხანს იყო ასე.იქამდე სანამ თვითონაც არ ჩაეძინა.. დილით ისევ კაცს გაეღვიძა პირველს.ტატიანა მასზე აღარ იყო ჩახუტებული,მაგრამ მისკენ იყო გადმობრუნებული.ხელები ლოყების ქვეშ ამოედო და საყვარლად ეძინა.თმა სახეზე ჩამოყროდა. გაეღიმა და თითით გადაუწია.მერე მისკენ მიიწია და ტუჩებზე ნაზად აკოცა.შეიშმუშნა გოგო და თვალები გაახილა.
-დილა მშვიდობისა,-გაუღიმა ბერიძემ.
-დილა მშვიდობისა,როგორ ხარ?
-კარგად,შენ?
-მეც.როგორ გეძინა?
-მშვიდად,ისე როგორც არასდროს.
-ხოო?ნეტავ რა არის ამის მიზეზი?-ჩაეღიმა კაცს.
-არ დავმალავ და პირდაპირ გეტყვი,შენ..
-სასიამოვნოა ამის მოსმენა.-ნიკოლამ მისი ხელი ხელში აიღო,თითები ერთმანეთში ახლართა და დახედა.
-იცი ახლა გავაანალიზე რომ ულამაზესი თითები გაქვს,იმის მიუხედავად რომ სახლში ამდენ საქმეს აკეთებ.
-კარგი გენეტიკა გვაქვს..-გაეცინა გოგოს.
-მაგას ვერ ვუარყოფ და ვერც იმას რომ ულამაზესი ქალიშვილები გყავთ.
-ესეგი ლამაზი ვარ?
-ეს აქამდე არ მითქვამს?მოიცა დავფიქრდე?ვერ ვიხსნებ,ესეგი არ მითქვამს…
-არც თქვენს გვარს დაეწუნება რამე,-გაეღიმა გოგოს,-ასეთი სიმპატიური მამაკაცები თუ გყავთ.
-ესეგი ლამაზი ბავშვები გვეყოლება..
ტატიანა შეხტა ამის გაგონებაზე და დაიძაბა,უცებ დასერიოზულდა
-ბავშვები?
-ხო,რატომ გაგიკვირდა?განა არ შეიძლება ასე მოხდეს?
-როგორ?როცა ჩვენი ოჯახი რაღაცის გამო შეიქმნა და არა სიყვარულით..
-ყველა ოჯახი რაღაცის ან ვიღაცის გამო იქმნება,სიყვარულიც რაღაცაა.. ემოციებზე აღმოცენებული და მერე ქცევებით გამტკიცებული…
-რომელ ემოციებზე და ქცევებზეა ლაპარაკი,როცა ერთმანეთს ნორმალურად არ ვიცნობთ.თითქმის არაფერი ვიცით და ასეთი განსხვავებულები ვართ…
-არც მთლად ასეა საქმე,მე გიცნობ შენ, ამოგიცანი.ძალიან საყვარელი, მებრძოლი და მამაცი გოგო ხარ.ჭკვიანი,ისეთი როგორ ცოლსაც ყველა მამაკაცი ისურვებდა.
-მაგრამ შენ ყველა არ ხარ...არ მინდა ყველას ჰგავდე.მინდა მათგან განსხვდებოდე და ჩემში მხოლოდ ლამაზ ქალს არ ხედავდე, რომელთანაც მარტო ერთი რამ უნდათ…
-გეშლება,მე ერთი რამ კი არა,შენი ყველაფერი მინდა,-თვალებში ჩახედა კაცმა და მისკენ მიიწია,-მე მაქსიმალისტი ვარ.ან ყველაფერი ან არაფერი,სანახევრო და სხვასთან გასაყოფი არაფერი მჭირდება.გოგოს წელზე მოხვია ხელი,ჰაერში ააფრიალა და სხეულზე ზემოდან გადაიწვინა.მისი თმები სახეზე დაეყარა,მაგრამ უარესად აღიგზნო და სურნელმა თავბრუ დაახვია.ტატიანას გაეცინა და ხელები მკერდზე დააწყო,ნიკაპით დაეყრდნო შეკრულ თითებს და ნიკოლას ახედა.
-ვფიქრობ ჯერ ცოტა ადრეა….
-ცუდად ვარ…ამოიხვნეშა ამირეჯიბმა.
-მაგის წამალი არსებობს.სხვა ქალთან წადი,რომელიც დაგაკმაყოფილებს
-უბედურება ისაა რომ რაც შენ გაგიცანი,სხვა ქალი აღარ მინდა და არც მათკენ გახედვა…
-მაშინ მოცდა მოგიწევს..
-მზად როდის იქნები…
-არ ვიცი...ტატიანამ ლოყაზე აკოცა,მისი სხეულიდან გადმობობღდა და საწოლიდან ადგა.
-გამექეცი ხოო?-გაეცინა კაცს.
-მშია..
-გამაგიჟებ შენ მე,სულ როგორ გშია…
-წავედი მე და ნახევარ საათში ქვემოთ გელოდები სამზარეულოში.
-ოჰ ტატიანა,-ამოიხვნეშა ნიკოლამ და ღიმილით გააყოლა თვალი გოგოს…
როგორც კი ნიკოლას ოთახის კარი გაიხურა ბერიძემ,მაშინვე ღრმად ჩაისუნთქა და მოეშვა.სასიამოვნო შეგრძნებები ისევ არ ტოვებდნენ,ისევ მუცელში დაფრინავდნენ პეპლები…
ტანსაცმელი გამოიცვალა,მოკლე შორტი და ტოპი ჩაიცვა,თმა კოსად შეიკრა და ქვემოთ ჩამოვიდა.წუხელ დატოვებული არეული მაგიდა უცებ აალაგა,დასვრილი ჭურჭელი ნიჟარაში ჩაალაგა. მუსიკა ჩართო ხმადაბალზე და მერე მაცივრიდან გუშინ მომზადებული სადილები გამოიღო.
მაგიდა გააწყო,თან ცეკვავდა და ტანს აყოლებდა.უკვე ყველაფერი მზად ჰქონდა და ქმრის დასაძახებლად მიდიოდა,როცა ის დაინახა.მოკლე შორტში და საზაფხულო მაისურში გამოწყობილი ნიკოლა კიბეზე ჩამოდიოდა,ჯერ კიდევ სველ თმას კი ხელით ისწორებდა.
-რა გჭირს?-ჰკითხა გაშეშებულ ტატიანას,როცა გვერდით ჩაუარა და გოგო ადგილიდან არ დაიძრა.
-არაფერი,-ამოილუღლუღა მან.
კაცს გაეცინა,რამდენიმე ნაბიჯი უკან გადადგა,წელზე მოხვია ხელი,ჰაერში ააფრიალა და ისე წაიყვანა სამზარეულოსკენ.
-რას აკეთებ?
-აბა შენ ისე იბნევი ჩემს დანახვაზე, რომ ადგილზე შეშდები და მე მინდა კიდევ ეს?ისედაც მშია.
-სულაც არა..თავის მართლება სცადა გოგომ.
-როგორ არა…
-საკუთარ თავზე დიდი წარმოდგენა ხომ არ გაქვს?-გაეცინა გოგოს.
-ისეთი წარმოდგენა მაქვს როგორსაც შენ მაქმნევინებ,-იატაკზე დაუშვა და წინ აესვეტა,წელზე მოხვია ხელი და სხუელზე აიკრა.
-დღეს რა გჭირს?-შეაჩერა ტატიანამ, როცა საკოცნელად გაიწია ისევ ნიკოლამ.
-არ ვიცი რა უნდა მჭირდეს?
-ასეთი აღგზნებული ჯერ არ მინახიხარ..
-ასეთ ფორმაში რომ გხედავ,როგორ გინდა მშვიდად ვიყო?თითქმის ყველაფერი გიჩანს…
-თითქმის და არა ყველაფერი, -ტატიანა ხელიდან დაუძვრა და მაგიდას მოუსკუპდა.-დღეს საჭმლით დაკმაყოფილდი..-უპასუხა და თეფშზე გადმოიღო ქათმის სალათი.
-ასე თუ გააგრძელე,შენ მე ჭკუიდან გადამიყვან,გამაგიჟებ.-მაგიდას მიუჯდა ნიკოლაც და ჭამა დაიწყო.
-არ გაგიჟდე ბატონო მერე,-შესცინა გოგომ.
-დღეს რა გეგმები გაქვს?-ჰკითხა ნიკოლამ,თან უკვე ილუკმებოდა.
-არ ვიცი.ჯერ სახლში ვიქნები, აქაურობას მივხედავ,მერე შეიძლება გავიდე.
-სად?ვისთან?
-რა დაკითხვაა?სად გავალ ეხლა ან ჩემებთან ან ნანკასთან.
-შენებთან გუშინ იყავი,ესეგი ნანკასთან მიდიხარ.
-ნუ ხო ზუსტად არ ვიცი,შეიძლება მაღაზიებშიც წავიდე…
-ანუ შოპინგის დღეა..
-დიახ..შენ სამსახურში არ მიდიხარ?
-ცოტას დავაგვიანებ.შენ არ მითხარი უფროსი ხარ და გამოიყენეო?ხოდა ვაგვიანებ…
-ესეგი მაინც ვახდენ შენზე და შენს ცხოვრებაზე გავლენას…
-თანაც როგორ.ჯერ იყო და ჩემი ცოლი გახდი.მერე ჩემს ფიქრებში შემოიჭერი, მერე სახლში შემომეჭერი,მერე კი გონებაში…
-შენს გულთან არ მომიღწევია ჯერ,-გაუცინა გოგომ
-მე თუ მოვაღწიე შენს გონებაში?ესაა მთავარი..-მიაჩერდა ბიჭი.
-ჭამას თუ მორჩი ავალაგებ.-თავის დაძვრენა სცადა ტატიანამ და წამოდგა,თეფში ნიჟარაში ჩადო და ონკანი მოუშვა.
-კარგი,ნუ გამცემ პასუხს,თუ არ გინდა, -ჩაილაპარაკა ამირეჯიბმა,წამოდგა და თავის თეფში აიღო.იფიქრა დავეხმარები და მაგიდას ავალაგებო.მიუახლოვდა გოგოს და ხელი გაიშვირა,რომ ნიჟარაში ჩაედო,მათ შორის პატარა ადგილი იყო დარჩენილი,უკან ედგა კაცი,სწორედ ამ დროს მოტრიალდა ტატიანა,წასული ეგონა და უცებ ცხვირით შეასკდა მის ძლიერ სხეულს..დაიკივლა და დაბნეულმა ახედა,მან კი მექანიკურად შემოხვია ხელები,რომ არ დაცემულიყო. სამაგიეროდ თეფშს გაუშვა ხელი და ხმაურით დაასკდა იატაკს,სწორედ ამან გამოაფხიზლა ორივე.
-წავალ ცოცხს მოვიტან და ავკრიფავ.-
-მგონი აჯობებს სამსახურში წახვიდე,რადგან უფრო მიმატებ საქმეებს,-გაეცინა გოგოს და პატარა კარადიდად ცოცხი გამოიღო.
-ესეც შეცვალე?-გაეცინა ნიკოლას
-ისევე როგორც ყველა სხვა დანარჩენი.-უპასუხა ტატიანამ და ნამსხვრევები ნაგავში ჩაყარა.
-მაშინ ხელს აღარ შეგიშლი,წავალ მე.
ტატიანა მარტო დარჩა და საქმიანობა განაგრძო.ნიკოლამ გამოიცვალა და წასასვლელად მოემზადა.სანამ გავიდოდა ცოლს შეუარა სამზარეულში და დაემშვიდობა.
-ბევრი დაგრჩა?-
-არა,მოვრჩი თითქმის.
-მე გავდივარ,თუ რამე დაგჭირდა დამირეკე,წამოვიღებ.ჰო მართლა,ეს დაგჭირდება.-საფულიდან ამოიღო და ბარათი დაუდო მაგიდაზე.-შენს სახელზეა.კოდიც ზედ აწერია.
-არ არის საჭირო,ფული მაქვს.თუ დამჭირდა ჩემებს ვერტყვი.
-არა,შენებს არ ეტყვი.მე შენი ქმარი ვარ და ვალდებული ვარ უზრუნველყოფილი იყო ყველაფრით…
-ნიკოლაა თავს უხერხულად ვგრძნობ..
-მორჩა,ნუღარ მელაპარაკები.-კაცმა ლოყაზე აკოცა და უცებ გავიდა სახლიდან,რომ ტატიანას კიდევ რამე არ ეთქვა..
ვერაფრით გაჩერდა სახლში, ყველაფერს რომ მორჩა,წყალი გადაივლო და ოთახში წამოწვა,ფილმს უყურა.მერე ესეც მობეზრდა და სოციალურ ქსელებში იძრომიალა.არც იქ იყო რამე საინტერესო და არც ქმარი ეხმიანებოდა. გაბრაზდა, ნერვები მოეშალა,ადგა და მოემზადა,ნანკასთან წავიდა.გოგო სახლში დახვდა დაქალს. იჭორავეს,იცინეს,ძველი ამბები გაიხსენეს.
-დასასვენებლად არ მიდიხართ?- ჰკითხა ნანკამ.
-არ ვიცი.ამ თემაზე არ გვიალაპარაკია,არც კი ვიცი საერთოდ ისვენებს თუ არა ზაფხულობით.ან რა უყვარს,სად დადის..-
-მერე ჰკითხე.ხელს რა გიშლის?
-არაფერი,უბრალოდ აქამდე არ გამხსენებია ეს.
-რა არ გაგახსენდა გოგო?უკვე ნახევარი ზაფხული გავიდა თითქმის,ჩვენ კი ამ დროს უკვე მობეზრებული გვქონდა ხოლმე დასვენება.
-დღეს საღამოს ვკითხავ ისე,ეგ კარგი გამახსენე.
-სხვა სიახლე არაფერია თქვენს ურთიერთობაში?
-კი,წუხელ ერთად გვეძინა.
-რააა?-თვალები გაუფართოვდა ნანკას,-და ამას მიმალავდი?
-არა,შენ რაც გაიფიქრე,ეგ არ მომხდარა,უბრალოდ ერთ საწოლში გვეძინა..
-სახეზე გეტყობა ძალიან მოგეწონა.
-არ დავმალავ და კიი,სასიამოვნო შეგრძნება იყო დილით რომ გავიღვიძე..
-გიყვარს,ნამდვილად გიყვარს.-აღფრთოვანებული იყო ნანკა და ხტუნვას მოჰყვა მის წინ.
-არ ვიცი ეს თუ სიყვარულია,მაშინ ასეა ნამდვილად..-თვალები უბრწყინავდა ტატიანას.
-რა მაგარია,ძალიან მაგარია მეგობარო.
-ხო მაგრამ მისი გრძნობების შესახებ არაფერი ვიცი.-მოიღუშა უცებ
-ვერაფერს ატყობ?
-ხან თბილია,ხან რაღაცნაირი უყურადღებო..ხან უხეში..
-მამაკაცები ასეთები არიან,ერთმანეთისგან დიდად არ განსხვავდებიან.ყველასთან ურთიერთობას ექნება უარყოფითი და დადებითი მხარეები,ზოგს მეტად,ზოგს ნაკლებად,უბრალოდ უნდა იპოვო ისეთი ვისაც შედარებით მეტი ექნება კარგი..შენი ნიკოლა კი იმდენად მამაკაცური და განსხვავებულია,არა მგონია ბევრი უარყოფითი ჰქონდეს.
-ჩვენ ერთმანეთი არ გვიძებნია და არც გვიპოვია..
-ხო,თქვენი ამბავი ცოტა სხვანაირი იყო,თქვენმა მშობლებმა იპოვეს ერთმანეთი და ისინი დაგეხმარნენ ცოტას.ანუ გარიგებით შექმენით ოჯახი.-სიცილი აუტყდა ნანკას.
-ნუ ამბობ ასე,სულაც არაა სასაცილო..-გაიბუსხა ტატიანა.
-კარგი,არ გამებუტო ახლა გთხოვ.მოდი მე ცივ ყავას გავაკეთებ და მერე ტორტი მივაყოლოთ. გემრიელი ვანილის ტორტი მაქვს.
-მე რომ მიყვარს ისეთი ხო?
-ზუსტად ასეთი.თითებს ჩააყოლებ.
ტატიანა უკან გაჰყვა დაქალს და სამზარეულოში სკამზე დასკუპდა, სანამ ის ყავას ამზადებდა.
-ისე ხომ არ გინდა შაბათ-კვირას სადმე გავიდეთ გასართობად?
-ჩვენ?
-არა,მე შენ,ნიკოლა და საბა.თუ გინდა ოჯახის წევრებიც წავიყვნოთ.
-საბაც?-ეშმაკურად ჩაუკრა თვალი გოგომ.
-ხო საბაც,ისიც უკვე ოჯახის ნათესავად ითვლება.
-ნათესავად ?როცა გინდა ნათესავია და როცა გინდა სიმპატიური მამაკაცი?
-ზუსტადაც რომ ასეა…
-ხოო?
-ხოო.-გაგულისებულმა უპასუხა გოგომ.
-კარგი,იყოს ეგრე,როგორც შენ გინდა,ვნახავ ერთი რამდენ ხანს გაძლებ და სადამდე არ აღიარებ რომ მოგწონს..
-გეყოფა და შენ ეს მითხარი დაელაპარაკები დღეს?
-დაველაპარაკები და გაგაგებინებ..-ტატიანას მობილურმა შეაწყვეტინათ საუბარი.ჩუმად უპასუხა გოგომ გვერდით ოთახიდან,მერე უცებ დაემშვიდობა მეგობარს და წავიდა….
****
მთელი დღე შეხვედრები ჰქონდა ნიკოლას.მითუმეტეს გვიან მივიდა სამსახურში და დაგროვილი საქმეები დაახვედრა მდივანმა.მერე მოლაპარაკებების დროც დაიწყო და პარტნიორებიც მოვიდნენ, შესაბამისად ვერ მოიცალა ცოლისთვის დაერეკა.არადა დაჰპირდა რომ აუცილებლად შეეხმიანებოდა,ან რათ უნდოდა დაპირება,ისედაც ყოველთვის როცა მოიცლიდა ურეკავდა.დღეს კი ვერაფრით მოახერხა და იცოდა რომ ტატიანა ნაწყენი დარჩებოდა.
საღამოს ბიჭებს უარი უთხრა ბარში წასვლაზე და პირდაპირ სახლისკენ წავიდა.ჩქარობდა,ისე თითქოს დიდი ხანი გასულიყო და არ ენახა. გზად ყვავილებიც კი იყიდა.არ დაურეკავს. ეგონა სახლში იქნებოდა. ყვავილებს რომ დაჰყურებდა გაახსენდა მათი პირველი შეხვედრა.მაშინ იძულებით აყიდინეს, ახლა კი სიხარულით იყიდა.რამდენი რამე შეიცვალა ამ თვეების განმავლობაში..
სახლის კარი თავისი გასაღებით გააღო და ბედნიერმა შეაბიჯა,იფიქრა ჩუმად მივეპარები და სიუპრიზს მოვუწყობო,მაგრამ არ გაუმართლდა მოლოდინი.ტატიანა სახლში არ დახვდა. გული დასწყდა,მობილური ამოიღო და დაურეკა.გამორთული ჰქონდა.ამან გადარია,ისეთი შეგრძნება დაეუფლა,თითქოს ვიღაც ყელში უჭერდა ხელებს და ახრჩობდა.
სხვა გზა არ ჰქონდა კარგზე ფიქრი დაიწყო.იქნებ მაღაზიებში სიარულს შეჰყვა ან იქნებ მეგობრებთან ერთადააო ინუგეშებდა თავს.ყვავილები მაგიდაზე დააწყო, ოთახში ავიდა,შხაპი მიიღო, ტანსაცმელი გამოიცვალა.კუჭმა შეახსენა თავი,მთელი დღე არაფერი ეჭამა,სამზარეულოში მაცივარზე პატარა,ფერადი ფურცელი დახვდა მიკრული.
„-შეიძლება გვიან დავბრუნდე.არ დამელოდო,საჭმელი გააცხელე და აუცილებლად ჭამე.
პ.ს.ვიცი რომ წინაზეც არ გიჭამია,ვერ გამომაპარებ“
ჩაეღიმა,სახლში არ იყო მაგრამ მაინც მასზე ზრუნავდა.ცოტა დამშვიდდა, ესეგი დაბრუნდებოდა
რომ დანაყრდა ტელევიზორის წინ წამოწვა და საინფორმაციო ჩართო. როდის ჩაეძინა არ ახსოვს, სამაგიეროდ რომ გაეღვიძა გვიანი იყო,ტატიანა კი არ ჩანდა.კიდევ ერთხელ დაურეკა,ისევ გათიშული ჰქონდა ტელეფონი.ვეღარ მოითმინა და ნანკას დაურეკა.
-ეს როგორ?შენთან არაა?
-არა,ხომ არ იცი სად წავიდა?
-არ ვიცი.ტელეფონმა დაურეკა.მეგონა შენ იყავი და აღარ ვკითხე.უცებ გამოვარდა.გახარებული ჩანდა..
-კარგი,ნანკა,აღარ მოგაწყენ,დაიძინე.
-ნიკოლა მშვიდობაა?
-იმედი მაქვს..
-დამირეკე აუცილებლად რომ გამოჩნდება.
-კარგი,ღამე მშვიდობისა ნანკა.
ეჭვიანობამ დარია ხელი და ერთიანად მოიცვა.ისეთი შეგრძნება დაეუფლა,თითქოს ვიღაცამ დანა დაარტყა და მარილს აყრიდნენ..
წინ და უკან დაბორიალობდა და ვერ გადაეწყვიტა დაერეკა თუ არა ბერიძესთან.ვერც ის სად უნდა წასულიყო და სად მოეძებნა.ქალაქში უმისამართოდ ხომ არ დაიწყებდა ხეტიალს.ეს თივის ზვინში ნემსის ძებნა იყო..
საბოლოოდ გადაწყვიტა და ტელეფონიც მოიმარჯვა ტატიანას ოჯახში დასარეკად,რომ კარი გაიღო და გოგო გამოჩნდა.ფრთხილად მიხურა კარი და ჩუმი ნაბიჯებით დაიძრა კიბეებისკენ.მაგრამ ნიკოლას მკაცრი ხმა მოესმა და ადგილზე გაშეშდა.
-სად იყავი?
-მეგობართან.
-რომელ მეგობართან იყავი ამ დრომდე?
-დაკითხვაზე ვარ?
-რომ გეკითხები მიპასუხე.
-ტელეფონი რატომ გაქვს გამორთული?
-დამიჯდა..
-თუ სპეციალურად გამორთე რომ ხელი არავის შეეშალა შენთვის.-იყვირა ნიკოლამ და მობილური კედელს შემოაფშხვნა. ტატიანამ თვალები დახუჭა და ყურებზე აიფარა ხელი.
-გაჩუმდი და ისეთი არაფერი არ თქვა რასაც მერე ინანებ.-მშვიდად უპასუხა გოგომ, მიბრუნდა და კიბისკენ დაიძრა...მოთინებიდან გამოვიდა ნიკოლა,გაგიჟდა,გადაირია,უკან გაეკიდა და ოთახთან დაეწია,ხელი მკლავში მოჰკიდა და თავისკენ მიაბრუნა..
-რომ გეკითხები მიპასუხე.-დაუბრიალა თვალები კაცმა.
-რაზე გიპასუხო?მთელი დღე არ გაგხსენებივარ,არ დაგირეკავს,არ მოგიწერია,მე კი როგორ ფიქრობ სახლში ვიჯდებოდი და დაგელოდებოდი?
-სახლში დაჯდომას არავინ გთხოვს,არც მინდა რომ დაჯდე.მიმაჩნია რომ ქალმა უნდა იმუშაოს,მაგრამ შენ მაინც ხომ შეგეძლო დაგერეკა?იქნებ მე ვერ მოვიცალე?-ცოტა მოლბა კაცი,მაგრამ ხელს მაინც არ უშვებდა.
-რა გინდა ადამიანო?რატომ ხარ ასე გაგიჟებული და გადარეული დღეს?რა გჭირს?მართლა დამაბნიე.ასეთი არასოდეს მინახიხარ.
-შენ ვერ გაიგებ,გესმის ვერა..სად იყავი?მიპასუხე.რატომ არ მეუბნები.დიტოს შეხვდი?-ორივე ხელი მხარში მოჰკიდა და მაგრად დააბანჯღარა.
-გამიშვი,მეტკინა.-დაიკნავლა ტატიანამ.
-მითხარი,-კედელზე ააკრა და ორივე ხელით წასასვლელი ჩაუკეტა.
-თუ ეს დაგამშვიდებს გეტყვი დიტოსთან არ ვყოფილვარ,არც არასოდეს მივცემ უფლებას მომიახლოვდეს.არც რამე ცუდი ჩამიდენია,მაგრამ ვერც იმას გეტყვი სად ვიყავი.უბრალოდ მენდე.-ტატიანამ ჯიქურ გაუსწორა თვალი და არაფრით აარიდა მზერა.
მართალია როცა ამბობენ რომ თვალები ყველაფერს ამბობს და იქ ყველაფრის წაკითხვა შეიძლებაო, ნამდვილად დაინახა ეს იქ ნიკოლამ,ხელები ჩამოუშვა,მიხვდა რომ ზედმეტი მოუვიდა და უხმოდ გადადგა თავისი ოთახისკენ ნაბიჯი.
-მაპატიე,-მხოლოდ ეს უთხრა და კარი ხმაურით მიაჯახუნა. დიდხანს ესმოდა ტატიანას იქიდან ხმაურის და მტვრევის ხმა,მაგრამ შესვლა ვერ გაბედა.თავის ოთახში შევიდა და ტანსაცმლიანი მიწვა საწოლზე…
მთელი ღამე არ დაუძინია ნიკოლას. კედლებს აწყდებოდა და ვერ ისვენებდა.საკუთარ თავზე ბრაზობდა რომ აწყენინა ტატიანას და მასში ეჭვი შეიტანა.არადა ყოველთვის მიაჩნდა რომ ეჭვიანობა სულმდაბალი ხალხის დამახასიათებელი რამ იყო.მაგრამ ახლა თვითონ იგივე დაემართა,არ ეკადრებოდა ამ ასაკის და ამხელა გამოცდილების მქონე კაცს ასე მოქცევა.გაბრაზებულმა ჯავრი სკამზე იყარა,ხელში აიღო კედელზე შემოახეთქა,მერე კი შეკრული მუშტი მოუქნია და იგივე გზას გაუყენა.ტკივილმა ცოტა გამოაფხიზლა.საწოლზე წამოწვა და ფიქრს მიეცა.ერთი სული ჰქონდა გათენებულიყო.როგორც კი ინათა,მანქანის გასაღებს დასტაცა ხელი და სახლიდან გავარდა.ცოტა ხანს იბოდიალა ქალაქში.სცხვენოდა სახლში მისვლა და ტატიანასთან შეხვედრა.კიდევ კარგი დღეს სამსახურში არ მიდიოდა,თორემ ნამდვილად ვერაფერს გამოაპარებდა ხალხს და არც უნდოდა აელაპარაკებინა.ისედაც ბევრს საუბრობდნენ მასზე და ტატიანაზე, თხზავდნენ ისტორიებს და ჭორებს.იქნებ სწორედ ამიტომ დაჯდა სახლში და იქნებ სწორედ ამიტომ არ გადიოდა გარეთ და მეგობრებთან?
რაც უფრო მეტს ფიქრობდა,მით უფრო მეტად უნდოდა გოგოსთვის გაეგო.მით უფრო ცდილობდა მის ადგილზე დაეყენებინა თავი.მართლაც და რა საშინელება ყოფილა მუდმივად ყურადღების ცენტრში ყოფნა და შებოჭვა…
გადაწყვეტილება მიიღო,სახლში წამოვიდა და რადაც არ უნდა დასჯდომოდა ტატიანასთვის ბოდიში მოეხადა,შეერიგებინა ის..
ისევ არ დახვდა სახლში და ისევ გაუკვირდა.ისევ დარია ხელი ფიქრებმა და ეჭვიანობამ,მაგრამ ყველანაირი ფიქრი უკუაგდო,ტატიანა არ მიღალატებს,მიზეზი აქვს ალბათ და ამიტომ აგვიანდება მოსვლაო…
მაცივრიდან ლუდი გამოიღო, ტელევიზორი ჩართო და ფეხბურთს ჩაუჯდა.ბედად დაძაბული თამაში იყო და ცოტა გადაიტანა ყურადღება..
საღამოს დაბრუნდა ტატა, შეშფოთებული და გადაღლილი სახე ჰქონდა.ნიკოლას არაფერი უკითხავს.მშვიდად იჯდა და ეკრანს მისჩერებოდა. ტანსაცმელი გამოიცვალა გოგომ,მერე ქვემოთ ჩამოვიდა,ცივი წვენი დაისხა და აივანზე განმარტოვდა.სარწეველა სკამში იჯდა და ჩამავალი მზის სხივებს ეფიცხებოდა.ვერ მოაცილა თვალი ნიკოლამ,ეკრანის მაგივრად ახლა მას უყურებდა.
-ჯანდაბა ნიკოლა,რა მშიშარა ხარ,მიდი და დაელაპარაკე.- შემოუძახა თავის თავს,მაგრამ ვერ გაბედა ადგომა.
უკვე საბოლოოდ რომ ჩავიდა მზე,მაშინ წამოდგა ტატიანა,ნიკოლა დაიძაბა.გვერდით ჩაუარა გოგომ,მაგრამ სანამ ბოლომდე გასცდა,ხელი ჩაავლო მკლავში და გააჩერა.
-მოიცადე,-არც კი შეუხედავს ისე უთხრა.სამაგიეროდ ტატიანამ დახედა ხელზე და შეჰკივლა.
-ეს რა არის?ღმერთო ჩემო,რა დღეში გაქვს ხელი ნიკოლა.
-შეეშვი,არაფერია.-გამოსტაცა და მისი დამალვა სცადა.არ გამოუვიდა. ტატიანამ პირველადი დახმარების ყუთი მოიტანა და ანტისეპტიკურ ხსნარში დაასველა სტერილური ბინტი.მის წინ ჩაიცუცქა,ხელი აიღო და დამუშავებას შეუდგა.შემხმარი სისხლი მოსწმინდა,თითები შეუმოწმა მოტეხილი ხომ არ არისო,რომ დარწმუნდა არ იყო,მალამო გადაუსვა და გადაუხვია.მთელი ეს დრო თვალი არ მოუშორებია გოგოსთვის.
-არ იყო საჭირო.-უთხრა როცა დაასრულა.
-რა გააკეთე?-ჰკითხა შეშინებულმა.
-არაფერი ისეთი.
-ვინმეს ეჩხუბე?
-კი,ჩემი ოთახის კედელს.
-სულაც არაა სახუმარო.ეს ხელი ძალიან მნიშვნელოვანია შენთვის,შენი საქმეებისთვის..
-შენზე მნიშვნელოვანი არაფერი და არანაირი საქმე არაა ტატიანა. -ხელები სახეზე მოჰკიდა და თვალებში ჩახედა.
-რა სისულელეა.-ხალიჩაზე ჩამოჯდა გოგო და მუხლები მოკეცა.გვერდით მიუჯდა ნიკოლაც.
-ასეა,ასე.საკუთარ თავს ვერ ვპატიობ წუხანდელ საქციელს.ცუდად მოვიქეცი. ასე არ უნდა მოვქცეულიყავი.არ უნდა მეყვირა შენთვის,არ მქონდა უფლება.
-დაივიწყე,არ მწყენია,შენ მიზეზი გქონდა.
-როგორი საოცარი გოგო ხარ,ისევ მე მამართლებ.-ჩაეღიმა კაცს.
-მეც მქონდა მიზეზი ასე მოვქცეულიყავი,მაგრამ უნდა გამეფრთხილებინე და მეთქვა სადაც ვიყავი,
-იცი როგორ ვინერვიულე?საშინლად. მეგონა წახვედი.მე კიდევ სახლში სულელი ბიჭივით მოვიჩქაროდი..
-ყვავილებიც მიყიდე..-გაიცინა ტატიანამ.
-ხო ყვავილები გიყიდე,მოვედი და არ დამხვდი.ეჭვიანობამ მომიარა,როცა ვერ დაგიკავშირდი...თავი ვერ მოვთოკე…
-მოდი დავივიწყოთ გუშინდელი.მოდი ყველაფერი წარსულს ჩავაბაროთ. აღარ მინდა ამაზე საუბარი.
-ესეგი მაპატიე.-თვალები გაუბრწყინდა ნიკოლას.
-საპატიებელი რა იყო ნიკო? ეს უბრალოდ კამათი იყო,რომელიც ყველა წყვილს შორის ხდება,-გაუღიმა გოგომ და ლოყაზე ჩამოუსვა ხელი,მოეფერა.
-რატომ ხარ ასეთი კარგი?-ხელზე ზემოდან თავის ხელი დაადო კაცმა,თვალები დახუჭა და სიამოვნებისგან გაინაბა.
-წამოდი რამე ვჭამოთ.არ გინდა?-გაუღიმა.
-სიმართლე გითხრა მთელი დღე არაფერი მიჭამია.
-ხოდა წამო.კარტოფილს შევწვავ უცებ. გავიგე გყვარებია..
-მართლა?ვინ გითხრა?-გაუკვირდა ბიჭს.
-მნიშვნელობა არ აქვს.გავიგე და მორჩა…
ნიკოლას ჭამა გაუჭირდა ნატკენი ხელით,უყურა,უყურა ტატიანამ როგორ იტანჯებოდა.მერე ადგა,გვერდით მიუჯდა,ჩანგალი გამოართვა და კარტოფილს დაარჭო.
-რას აკეთებ?
-ვცდილობ ჭამაში დაგეხმარო.
-პატარა ვარ?
-არა,მაგრამ არ შეგიძლია თვითონ ჭამა,მე გაჭმევ.
-აბა გააღე პირი,თვითმფრინავი მოფრინავსო,რომ არ გითქვამს? -გაიხუმრა ნიკოლამ და ორივეს სიცილი აუტყდა ცნობილ ფრაზაზე.
-გააღე პირი.მართლა გეუბნები. -გაბრაზდა ტატიანა როცა შეატყო,რომ ნიკოლა უარობდა.
-შენ რომ ვინმეს გადაეკიდები,- აბუზრუნდა და პირველი ლუკმა პირში ჩაიდო..
სანამ ტატიანა ალაგება,ნიკოლა სამზარეულოში იჯდა და ართობდა, სასაცილო ამბებს უყვებოდა.მერე რომანტიულ ფილმს უყურეს ერთად.ნიკოლა დივანზე წამოწვა,თავი კალთაში ჩაუდო და ასე იყვნენ. ხშირად ახედავდა ხოლმე გოგოს,რომელიც დროდადრო ტიროდა დაძაბულ მომენტებზე.ასეთ დროს ამირეჯიბი დასცინოდა,ის კი ბრაზდებოდა…
-ფილმიც დასრულდა,არ გეძინება?
-ცოტა კი.წავიდეთ დავიძინოთ..
საუბრით აუყვნენ კიბეს და ოთახთან შეჩერდნენ.ნიკოლამ ძილინებისა უსურვა და ოთახში შევიდა.არადა როგორ უნდოდა ამაღამ მის გვერდით დაეძინა,როგორ უნდოდა მისი სურნელი შეეგრძო კიდევ..
ფიქრები არ ჰქონდა დამთავრებული, რომ კარები გაიღო,უფრო სწორედ შემოგლიჯა ტატიანამ.მისკენ გამოიქცა,სხეულზე შეაფრინდა და ჩაეხუტა.
-ვერ შევძლებ ამაღამ მარტო დავიძინო,იცი დავფიქრდი და მივხვდი შენს გვერდით გაცილებით უკეთესი იყო.
-რას მიკეთებ ტატიანა?კონტროლს მაკარგვინებ..-ამოიოხრა ბიჭმა.
-მე უკვე დავკარგე საკუთარი თავის მართვის უნარი…
-მაშინ მორჩა,აღარაფერი გიშველის,-ხელში აიყვანა კაცმა,ფეხები წელზე შემოხვია გოგომ,ხელები კისერზე,ნიკოლამ კოცნა დაუწყო და საწოლისკენ დაიძრა,ნაზად დააწვინა და ზემოდან დახედა.
-იქნებ არ ღირდეს ტატიანა?კარგად დაფიქრდი.მე არ გაძალებ ხომ იცი?
-ეს დაძალება კი არა სურვილია, სურვილი, რომელსაც თავს ვერ ვაღწევ...მე შენ მართლა მინდიხარ ნიკოლა,ძალიან,ძალიან…
აღარაფერი უთქვამს კაცს,მისკენ დაიხარა და ზემოდან მოექცა,ტუჩებზე ნაზად აკოცა,მერე სახე დაუკოცნა,კისრისკენ ჩაჰყვა და ლავიწებამდე მიაღწია,მაისურის ქვეშ შეუცურა და მკერდზე შეეხო.ტატიანას სითამამე მაშინვე გაქრა. ვნების მოზღვავება იგრძნო.მუცელში სასიამოვნო გრძნობამ დაუარა,მთელი სხეული მოიცვა და ტვინამდე მიაღწია. მაისური გააძრო კაცმა და კიდევ ერთხელ ჩახედა თვალებში.გოგომ გაუღიმა და აგრძნობინა თანახმა ვარო.შუქი ჩააქრო ამირეჯიბმა, მხოლოდ მაგიდის ლამპა ანათებდა სუსტად,ჩაბნელებულ ოთახში კი ორი ვნებამორეული ადამიანის კვნესა ისმოდა.იმ ღამეს იქცნენ საბოლოოდ ერთ მთლიანობად ამირეჯიბი და ბერიძე,იმ ღამეს იქცნენ ნამდვილ ცოლ-ქმრად...



№1  offline წევრი დარინა

ჩემი ტკბილებიი მიყვარს ეს ისტორია ნიკოსთან და ტატასთან ერთად მიხარია რომ მათი ურთიერთობა წინ და წინ მიდის, პატარა ნიკო და ტატა მინდა მეეე, ძალიან ლამაზი წყვილია უხდებიან ერთმანეთს. მიხარია რომ დაბრუნდიი.

 


№2  offline წევრი katiusha

დიდი მადლობაა.მეც გილოცავთ ჩემო კარგებო.მრავალ ახალ წელს

 


№3  offline წევრი Crazy dreamer

ძალიან კარგი ისტორიაა...
ძალიან მომეწონა ეს თავი ველოდები შემდეგ თავს წარმატებებიი

 


№4  offline წევრი katiusha

დღეს დავდებ ახალ თავს

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent