შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

უკანასკნელი ნატვრა (4თავი)


13-01-2019, 19:18
ავტორი Balu9
ნანახია 972

4თავი
გუშინდელ დღეს რომ ვიხსენებ ისევ ტანში მაჟრიალებს. მძაფრსიუჟეტიან ფილს არაფრით არ ჩამოუვარდებოდა იმდენი რამ გადაგვხვდა თავს.დილით რომ გავიღვიძე ნაკო მედგა თავზე და მხიარული თვალებით მიყურებდა.
-ნინაჩკ დღეს გადავწყვიტე ფართი მოვაწყო ჩემთან სახლში.როგორი აზრია აბა? ერთხელ მეც მოვაწყობ თან სანდროს დავპატიჟებ და ჩვენი გეგმისთვის "დაკერე ბიჭი სანამ ეს ორი პირველყოფილი დაგასწრებს" რაღაცეებს ჩავაწყობ რომ გაჯობოთ და დაგანახოთ რომ არაფრის მაქნისები ხართ.
-ოჰოჰო როდის უნდა ისწავლო რო დილაუთენია ძილი არ დამიფრთხო. მიდი მოაწყე ეგ შენი ფართი და ნახავ რო ჩემი და იკას გარდა არავინ არ მოვა სიცილით ავხედე ნაკოს და პიჟამოებიანი საწოლიდან წამოვხტი.
-აუუ კაი რა ნინ ყველაფერს მუ მიშხამებ იკას ვეტყვი თავისი ძმაკაცები მოიყვანოს მეც დავურეკავ ბავშვებს და შენ ვისაც იცნობ იმათ რაგჭირს მასეთი წყალწაღებულები კიარვართ.
-ჰოკაი და იცოდე აი შენს წვეულებაზე გამომჟღავნდება გამარჯვებული და ეს მე ვიქნები სიცილით ვუთხარი და კარადაში ტანსაცმლის ძებნა დავიწყე. თეთრი კეტები, ჯინსის შარვალი,დიდი ზომის ნაცრისფერი ზედა ჩავიცვი და ნაკოს ვუთხარი ადექი იკას მივაკითხოთ ფართიზე ვუთხრათ დამერე სადმე დავსხდეთ თორემ მშია.
-აუ ნინ ჩემი ველოსიპედი გარეთ აყენია და შენიც გამოიყვანე ჩვენი "ლამბორჯინებით"მივაკითხოთ რა.
მალევე გავედით სახლიდან მე ჩემს ლურჯ ველოსიპედს მივაქროლებდი ისკი თავისით მომყვებოდა უკან და იკას სახლისკენ გვქონდა გეზი აღებული.მივედით თუარა მის სახლთან ველოსიპედები გარეთ დავტოვეთ და იკასთან შევცვივდით.
იკა კი ღიმილიანი სახით შემოგვეგება და შინ შეგვიპატიჟა.
-ჰა აბა ჩემო გიჟებო რატომ მოხვედით ჩემთან?
-რა აგვაქვს იმის უფლება რომ შენთან მოვიდეთ იკა?
-კი გაქვთ მაგრამ რამე მიზეზი იქნება თორე ესე ადრე აქ არ მოხვიდოდით.
-უიმეე რა უჟმურიხარ ირაკლი უთხრა ნაკომ და ხელი გაკრა.
-მოკლედ ირაკლი იცოდე არ დაგვცინო ეხლა რასაც გეტყვით.
-უკვე მეცინება ახლა რა გიჟობა მოიფიქრეთ?
-ნაკომ ფართის მოწყობა გადაწყვიტა და გთხოვთ ყველა შენს ძმაკაცს დაურეკე და უთხარი ფართის შესახებ ისიც მიაყოლე რომ მოვიდნენ.
-აუუუ ჩემი. სიცილი ატეხა ირაკლიმ.
-რა ფართი გოგოებო ხოარ გაგიჟდით რა სასაცილოები ხართ.
-ირაკლი ჩემო ბიძაშვილო ცოტა ტცინს მოუხმე ჩვენ გოგოებს მოვიყვანთ შენ ბიჭებს და დღეს ღამე იფიქრე იმ გეგმაზე. ვნახავთ რა კაციც ხარ მოზვერო!
-ოო ეგ სულ სხვა თემაა ლამაზი გოგოები მოიყვანეთ თქვენნაირი ფიცრები არ დამანახოთ.
-ვაიმე იკა ულტიმატუმებს ნუ გვიყენებ შენ ჩვენზე რას ამბობ თვითონ ლოქო ხარ.მართალია ცისფერი თვალები კი გაქვს და მაღალიხარ მაგრამ პირს რო დააღებ გოგოს კიარა ბიჭებს ეშინიათ ისეთ სისულელეებს როშავ ხოლმე.უთხრა ნაკომ და სახლში ბოდიალი დაიწყო.
-აუ იიკ მოვისაწ.... თავი და ვუთხარი. მიდი რაა სადმე გავიდეთ მაგრად მშია თან რამდენიხანია ერთად არ ვაგსულვართ.
-გოგოებო ეხლა უნდა გავიქცე ხომ გინდათ რომ ბიჭები მოვიყვანო თქვენს ფართიზე.
-ჩვენს არა იკა ნაკოს ფართიზე.
-ნუხო რამნიშვნელობააქ ხოგინდათ და მიდი მაცივარი გამოხსენით მანდვე იქნება დედაჩემის გაკეთებული გემრიელობები და აქ ჭამეთ გასაღებს მაგიდაზე გიტოვებთ დარწმუნებულივარ თქვენი ველოსიპედებით მოხვედით ამხელა 18 წლის გოგოები და ჩემი მიცილება არ გჭირდებათ არსად.ირაკლი მალევე დაგვემშვიდობა ჩვენ კი მისი მთელი მაცივარი ხელში ჩავიგდეთ და ცოტახანში დანაყრებულებმა იკას სახლი დავტოვეთ.გარეთ გავედით თუარა ჩვენს ველოსიპედებს შემოვასხედით და ნაკოს სახლისკენ გავეშურეთ რადგან ადგილი მოგვეწესრიგებინა საღამოსთვის.
გზაში წყნარად მივდიოდით ჩვენი "ლამბორჯინებით" ამდროს კი მთელი სიჩქარით უკნიდან მოტოციკლეტით ვიღაც მოდიოდა სულ რაღაც სანტიმეტრებით ამცდა თორემ გამიტანდა.
-ეე დარტყმულო წინ იყურე. დავუყვირე და ჩაფხუტ ჩამოფარებულ შავებში ჩაცმულ მოსიარულე მოტოციკლეტის მძღოლს გავხედე.
-სულ გაგიჟდა ეს ხალხი მხარი ამიბა ნაკომ.
-გეთანხმები ნაკო ველოსიპედით რო არვიყო დავეწეოდი და მივალეწავდი ზედ იმ ჩაფხუტს.
ნაკოსთან მივედით თუარა სახლი დავალაგეთ და საღამოსთვის გავემზადეთ.მის მარანში ჩავედით და მამამისის სასმელი ამოვიტანეთ რათქმაუნდა უნებართვოთ მაგრამ ვინ რას გაიგებდა ნაკოს მშობლები სოფელში იყვნენ წასულები.
დრო ისე გავიდა ამ სახლის ლაგებაში ვერც გავიგეთ როგორ გახდა 8 საათი. ჩვენ უკვე მზად ვიყავით გოგოებსაც დავურეკეთ და ბევრ ხალხს ველოდებოდით.
-ნაკო ამდენი სახლის ლაგებით ჩვენი თავები დაგვავიწყდა ასე ხოარ დავხვდებით სტუმრებს შეხედე რას ვგავართ წესივრად ჩავიცვათ თორე ჩამეშალა გეგმა სიცილით ვუთხარი მას.
-აუ რადებილები ვართ. წამოდი ჩემს ტანსაცმელს გათხოვებ ეხლა სახლში არ გაგიშვებ ნამდვილად. კიდევ კაი მე და ნაკოს ერთნაირი აღნაგობა გვქონდა და ერთმანეთის ტანსაცმელები ორივეს კარგად გვერგებოდა.ასე რომ ეს საკითხი ჩვენთვის პრობლემას არ წარმოადგენდა.
-მისმინე ნაკო მე კაბის ჩაცმას არვაპირებ ხოიცი არშემიძლია უბრალოდ რამეს ავარჩევ.
-ჰოო ვიცოდი ხითხითით მითხრა სად შენ და სად კაბა. მოდი და აარჩიე.
ნაკოს ტანსაცმელებში დავიკარგე იმდენიაქ ყოველდღე ახალახალი რო იცვა მაინც ვერ მოასწრებ ყველას ჩაცმას.
გადავხედე და თვალში დახეული ჯინსი მომხვდა. ხელი ვტაცე ახლა რამე ზედაც და სულ ესაა გავიფიქრე.
-აუ ნინ შეხედე რა ვიპოვე ეს მოუხდება მაგ შარვალსაც და შენც მითხრა და ბრეტელებიანი შინდისფერი ზედა გადმომიგდო რომელიც წესით ტანზე მომდგარი უნდა მქონოდა.
-კაი ამას ჩავიცმევ ისედაც მეზარებოდა ზედის არჩევა ამდენ ტანსაცმელში და მალევე ჩავიცვი, თმები ნაკომ ჩამომისწორა მსუბუქი მაკიაჟიც გამიკეთა (ჩვენი მსუბუქი მაკიაჟი: ბლესკი, პუდრი, თვალის ლაინერი რომელიც მკვეთრათ არგვისვია) და ვუალა. მზად ვიყავი. სარკეში ჩავიხედე და ცოტათი მაინც დავემსგავსე გოგოს მაგრამ ჩემი სტილი მაინც არ დამიკარჰავს დახეული ჯინსი და თეთრი კეტები ადგილზე იყო. ნაკომ კაბა ჩაიცვა რომელიც ნამდვილად უხდებოდა და აწეული თმებიც უფრო მიმზიდველს ხდიდა.სულ რამდენიმე წუთში კარებზე პირველი ზარის ხმა გაისმა.
-აუ ნინი ცოტა აღელვებულივარ იცი, ხომ ყველაფერი რრიგზეა?
-დაწყნარდი ნაკო და კარები გააღე თორე ხალხი გაიქცევა ამდენი ლოდინით.
სულ მალე უზარმაზარი ნაკადი სახლში შემოჭრა და იქაურობა ჩვენი თანატოლი ახალგაზრდებით გაივსო იმდენი ხალხი მოვიდა რამდენსაც არველოდით და ბევრი უცნობიც იყო.
ამდენ ხალხში იკას ვეძებდი. ბოლოს თვალი დივანთან მოვკარი თავის ძმაკაცებთან ერთად ვიღაც გოგოებს ელაპარაკებოდა ეს გოგოებიც კიდე კალთაში უხტებოდნენ აი შენი ფართიც ვიფიქრე და სკამზე ჩამოვჯექი.
ჰო ყველა თავისთვის ერთობოდა ნაკოს ვიღაც ბიჭი გამოეჭირა იკაც გოგოებთან იყო მეკიდევ სკამზე რამინდოდა?ავდექი და სამხარეულოში გავედი სასმლის ასაღებად ასევე იმ იმედით რომ ვინმე შემხვდებოდა.როდესაც სამზარეულოში შევედი ერთი წყვილი დავინახე, რომლებიც ერთმანეთსი ისე იყვნენ გადახლართულები რო მომკვდარიყავი ვერ გამოაცალკევებდი ისე კოცნიდნენ კინაღამ ერთმანეთი გადაყლაპეს.
-ფუ ამაზრზენები ჩავილაპარაკე ჩემთვის როდესაც ჭიქას ვიღებდი.
-ამაზრზენებიო ვიღაცამ ახსენა? სიცილით გადმომხედა საიდანღაც გამოჩენილმა ბიჭმა რომელიც ჩემს გვედით იდგა.
-ჰო მემეგონა ხმადაბლა ვთქვი თურმა ხმამაღმა მომსვლია.
-აქ რასაკეთებ ყველა იქითაა და ცეკვავს არ გინდა ჩვენც ვიცეკვოთ?
მკითხა უცნობმა ბიჭმა რომელიც თავისი მზერით ალბათ ყველა გოგოს გულს იპყრობდა.
ნამდვილად არ მინდოდა ეხლა ცეკვა მაგრამ ჩვენი გეგმა ამომიტივტივდა თავში და შემოთავაზებაზე დავთანხმდი სულ მალე ჩვენც ხალხთან ერთად ვცეკვავდით.
მან ხელი მომკიდა წელზე და ჩემი ახლოს მიზიდვა დააპირა მაგრამ შეხებისთანავე უკან გავიწიე და უკვე ცეკვისგან დაღლილმა და მისგან მობეზრებულმა ვუთხარი.
-ცოტახნით უნდა დაგტოვო.
-კაი რა სად მიდიხარ დარჩი ჩემთან არ ინანებ.
-იცი რას არ ვინანებ?თუ გაგეცლები და ცოტახნით დავისვენებ ამდენი ხალხისგან. ვუთხარი გადაჭრით.
-მომწონს უხეში გოგოები.
მისი თავი ნამდვილად არ მქონდა მოვშორდი და ცოტახნით გარეთ გავედი იქვე მდგარ სკამზე ჩამოვჯექი და სუფთა ჰაერით დავტკბი.იქამდე ვიყავი ჩემთვის სანამ საცნობი მოტოციკლეტი ჩვენს ეზოში არშემოვიდა.ძალიან ნაცნობი აღნაგობის მქონე ბიჭი გადმოვიდა და ჩაფხუტი მოიხსნა თუარა მოელვარე თვალებით ჩემსკენ წამოვიდა.
ჯანდაბა ეს ხომ გეგაა! გავიფიქრე და სულ უფრო მიახლოვდებოდა.
გვერდით მომიჯდა თუარა ნაცნობი მენთოლის სუნმა თავბრუ დამახვია.
სკამის კიდესკენ გავიწიე ისე რომ ხმას არვიღებდი თან ვკვდებოდი ინტერესით რატომ მომიჯდა გვერდით. ისიც ჩემსკენ მოიწია ბოლოს უკვე ნერვებმა რომ მიმტყუნა სკამიდან წამოვხტი გაბრაზებული და დავუყვირე.
-ზედმეტები მოგდის აქაც უნდა ამაგდო სკამიდან? პლაზაში არ გეყო ხო? რა კუდში დამყვები? ან აქ რა გინდა? დილით კინაღამ გამიტანე!
-კაი,კაი, გაჩერდი რაიყო. სიცილით მითხრა. ისე უხდებოდა სიცილი ბიჭს მისი ახლად ამოსული წვერი თაფლისფერ თვალები და დაკუნთული სხეული მიზანში არტყავდა და ალბათ ყველა გოგო ხელებში ადნებოდა.
-სკამიდან მე არ გაგდებ ყოველთვის შენი ნებით დგები,კუდში არდაგყვები და აქ იკამ დამპატიჟა მითხრა კაი გოგოები არიანო. დილით მომხდარ ინციდენტზე კი თუ ელი რომ ბოდიშს მოგიხდი სულ ტყუილად შენ თვითონ დადიოდი შუაგზაში და ჩემი ბრალი არიყო. ყველა იმ დასმულ კითხვაზე გამცა პასუხი რაც ორი წუთის წინ მივაყარე დღეს წინსვლააქ უბრალოდ ბოლოში ყველაფერი ჩააფლავა. სიმპათიურმა მანიაკმა.
-გიხდება გაშლილითმა და ზოგადად ბიჭს არ გავხარ დღეს სხვანაირად გამოიყურები მითხრა და სკამიდან ადგა.
ამან ეხლა კომპლიმენტი მითხრა თუ მე მესმის ყველაფერი უკუღმად.
-მანიაკი ხარ თუ ვინხარ? ნუ დამცინი რა! ვუთხარი და სახლისკენ გავემართე. ისიც გამომყვა და კარებში მისულებმა ყურში მიჩურჩულა.
-არ დაგცინი.
მისი ხმის გაგონებაზე ჟრუანტელმა დამიარა და როგორც კი უკან უნდა შევტრიალებულიყავი და გამეხედა გოგოების ნაკადი ჩვენსკენ წამოვიდა.
-გეეგ მოხვედი?
-წამოდი რა ჩვენთან.
მასაც მეტი რაუნდოდა წამებში გაყვა გოგოებს და თვალს მოეფარა.
როგორ ეკვრებიან ეს გოგოები რა ადამიანს ხოარ ამოასუნთქებენ ვუყურებდი მათ.ზედ ეხვეოდნენ ბუზებივით მერე ვიღაც კალთაში ჩაუხტა და კოცნა დაუწყო.
ფუ ახლა გული ამერევა ვთქვი და ნაკოსკენ გავემართე.იმდენი ხალხი ირეოდა ვერც ნაკო ვიპოვე და ვერც იკა.უცბად ცივი ხელის შეხება ვიგრძენი წელზე და შევტრიალდა ბიჭი რომელსაც ცოტახნისწინ ცეკვაზე უარი ვუთხარი ჩაწითლებული თვალებით მიყურებდა.
-წეღან ვერ მოვასწარი გაგცნობოდი მე მიშა ვარ შენი სახელიც მითხარი.
-ნინი მქვია მაგრამ თავიდამანებე.
-მეცეკვე!
-გიჟი ხარ თუ ვინხარ არმინდა შენთან ერთად ცეკვა წადი სხვას ეცეკვე.
ამდროს კი ორივე ხელი შემომხვია და მისკენ მიმიზიდა საზიზღარი ალკოჰოლის სუნი ასდიოდა ტუჩები ახლოს მოწია და ყელში კოცნა დააპირა მაგრამ ხელებიდან დავუსხლტი.
-თავი დამანებე! იმხელა დავიყვირე ყველა ჩვენსკენ შემოტრიალდა.
-მალე ჩემი გახდები მითხრა და მკლავში ხელი მაგრად მომიჭირა.
-ახლა გიჩვენებ სეირს. ვუთხარი.გამწარებული ჩემსკენ იწეოდა ბოლოს თავის დაღწევის მიზნით მაგიდასთან მდგარ შუშის ბოთლს დავწვდი და თავზე გადავამტვრიე. ყველა ვინც იქ იყო ჩვენსკენ მოტრიალდნენ და მოკლე კაბიანმა გოგოებმა წივილი ატეხეს.
ამ ბიჭმა წონასწორობა ვეღარ შეიკავა მაგიდას დაეჯახა და თავიდან სისხლი წასკდა. მისმა ძმაკაცებმა ჩემსკენ გამოიწიეს და სწორედ ამდროს გეგა მიახლოვდება ხელით ჩემს ხელს იღებს და გარეთ გავყავარ მეკი შიშისგან ვკანკალებ.
-გიჟი ხარ! მეუბნება სიცილით და მოტოციკლეტისკენ მანიშნებს. მეც ჩემდა უნებურად მისკენ მივდივარ ჩაფხუტს მაწვდის ვიფარებ და მის მოტოციკლეტზე თვალისდაუხამხამებლად ვჯდები.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent