პარანორმალური. 3
გოგონა მშვიდად იხეხავს კბილებს, ისწორებს თმას, რომელიც არეულია ძილის შემდეგ. მისი დასიებული თვალები უძილობას მოწმობენენ, დაბნეული მზერა კი იმას რომ გრიპი მაინც დაეუფლა მის ორგანიზმს. ჩარლი ისხამს ცივ წყალს სახეზე, იმ იმედით რომ თავს გამოღვიძებას აიძულებს. სწორდება,იყურება სარკეში. კრავს წარბებს,როცა სარკის ანარეკლში ამჩნევს დედას, რომელიც დგას კარებთან და უყურებს მას. ქალი დუმს, მისი თვალის გუგები კი გაჩერებულია და თითქოს იწყებენ გაფართოებას, სიბნელის ზემოქმედების გამო. - დე? - ჩარლი ახამხამებს თვალებს, აბრუნებს თავს და შეშდება, აღებს პირს. კარებთან არავინ არაა. სიცარიელეა. მხოლოდ დერეფნიდან შემომავალი სიბნელე. გოგონა დიდი ხანი იყურება კარებისკენ, არ ახამხამებს თვალებს, მაგრამ, როცა რწმუნდება რომ მას მოეჩვენა, აქნევს თავს და ისევ ბრუნდება სარკისკენ, ამ მომენტშივე მისი პირიდან გამოდის საცოდავი ჩუმი კივილი, რადგან დედა დგას მის უკან. მშვიდად ვახელ თვალებს, ვგრძნობ რომ დაღლილობამ არ დატოვა არც სხეული და არც გონება. თავის ტკივილი არსად არ წასულა და ჩემი ტვინის ტერორიზირებას აგრძელებს, ცივი ოფლი კი წვეთებად ჩამოდის შუბლიდან საფეთქლამდე. უცნაური სიზმარი იყო. არა, ეს არაა კოშმარი. ეს ცუდი წინათგრძნობაა. წამოვჯექი საწოლზე. ნაცრისფერი დილა მაღიზიანებს და დეპრესიაში მაგდებს. მე კი ჯერ ახალი გაღვიძებული ვარ. *** ბიჭი წუწუნებს, ცდილობს ხელი მოარტყას მაღვიძარას, რომელიც ყოველდღიურად ანადგურებს, მის იდეალურ დილას. თუმცა, რაზე ვლაპარაკობთ?.. ჯდება საწოლზე, საკმაოდ უცებ დგება ფეხზე, რის გამოც თავბრუ ეხვევა. ხელს ისვამს სახეზე, იღებს მაგიდიდან სათვალეს, რომელსაც ძლივს პოულობს დახუჭული თვალებით, რომლებიც უარს ამბობენ "გაღვიძებაზე" კბილებს შორის იჭერს სათვალეს და ფეხით აღებს კარებს, სადაც კიდია ტურნიკი. ბიჭი ზარმაცად წევს ერთ ხელს, შემდეგ მეორეს, მანამდე ასწრებს მუცლის მოფხანას დაკუჭული მაისურის ქვეშ, რის შემდეგაც, რკინაზე მოჭიდებული იწყებს, მისი ტანის ზიდვას. ყველა კუნთი უცებ დაიძაბა, აიძულა საბოლოოდ გაღვიძება. რამდენიმე ათეული აზიდვა და ის კვლავ დგამს ფეხს იატაკზე, წევს თავს საპირისპირო მხარეს, რის გამოც კისერი ხმას გამოსცემს. იკეთებს სათვალეს, აგდებს მზერას სარკის მხარეს, მიდის მაგიდასთან და იღებს ცარიელ ჭიქას. ჩერდება. მისი მზერა გადადის მეზობლის ფანჯარაზე. ბიჭი ძაბავს თვალებს, ხელებით ეყრდნობა მაგიდას, რის შემდეგაც აიძულებს თავს უკან დაიხიოს. გოგონა, თეთრ მაისურში უყურებს მას. ეს ახალი მეზობელი გოგო უცნაური ჩანს. ბიჭი კრავს წარბებს, ბრუნდება კარებთან წასვლას აპირებს, თუმცა კვლავ იხედება ფანჯრისკენ. ასე თუ გაგრძელდა, ბიჭი აგურით ამოაშენებს ფანჯარას. დილანი ვერ ხედავს გოგოს თვალებს, მაგრამ მან იცის, რომ ის უყურებს მას. ეს ანერვიულებს ბიჭს. მიდის კარებთან, ჩერდება. კვლავ იყურება უკან: მეზობლის ფანჯარაში სილუეტი მოჩანს. გოგონა, რომელიც ჩაცმულია სვიტერში და ჯინსებში, დარბის ოთახში, აგროვებს ჩანთაში საჭირო ნივთებს. ბიჭს გადააქვს მზერა, ცდილობს გაიგოს , როგორ მოახერხა გოგომ ასე უცებ ტანსაცმლის გამოცვლა, მაგრამ როდესაც ლოგიკურ პასუხს ვერ პოულობს, იწმენდს თვალებს და აგრძელებს სვლას. შეიძლება, ის უბრალოდ ჯერ კიდევ არაა გამოღვიძებული. *** გამოვრბივარ ოთახიდან, ვუყურებ მაჯის საათს. შეიძლება ავტობუსზე დავაგვიანო თუმცა დაზუსტებით ვერ ვიტყვი რომ ის სწორედ ახლა მოვა. ვჩერდები და ვათალიერებ ჩემს თავს დიდ სარკეში და როდესაც ვრწმუნდები რომ გაციებამ დიდად ვერ მოახდინა ზეგავლენა ჩემს შეხედულებაზე, ვბრუნდები. მოიცა. ისევ ვაბრუნებ თავს სარკისკენ. მომეჩვენა თითქოს იმ მომენტში როცა შემოვბრუნდი, ჩემი ანარეკლი უმოძრაოდ დარჩა. ვწევ ხელს,ანარეკლიც იგივეს აკეთებს. ვფიქრობ უძილობა და გრიპი ბოროტად მეხუმრებიან. მივდივარ კიბესთან. მესმის რაღაცის დაცემის ხმა. - ღმერთო ჩემო! - ვიკიდებ ხელს გულზე, ვიხრები, როცა ჭერიდან ჩამოდის სხვენში ამავალი კიბე. -სამწუხაროდ შეგეშალე- იცინის მამა და ქვევით ჩამოდის. გაღიზიანებული ვუყურებ მას: - რას ... - ვაიძულებ თავს გაჩერებას. თუ მე არ ვარ ხასიათზე, ეს იმის მიზეზი არაა რომ ყველას ვეკამათო. - კარგად ხარ? - წევს კიბეს და მიყურებს. ვიღიმი ძალით: - კი, უბრალოდ შემეშინდა - მივდივარ წინ და ვცდილობ გავექცე იმ საუბარს , რომელიც გუშინ ვერ დავამთავრეთ. - ჩარლი! - მისი ხმა მაიძულებს გავჩერდე. ვბრუნდები. - წარმატებები დღეს, საყვარელო- მანახებს აწეულ ცერა თითებს, ვისუნთქავ დამშვიდებული და ვპასუხობ იგივე ჟესტით. ვამჩნევ როგორ იდებს ჯიბეში პატარა გასაღებს. სხვენისაა? -დროებით - ვბრუნდები, ვაგრძელებ გზას. დედა უკვე თავქუდმოგლეჯილი დარბის სამზარეულოდან დერეფანში, აცარიელებს რძით სავსე ჭიქას, რის გამოც ტუჩზე რჩება თეთრი კვალი. ქალი საშინელ სახეს იღებს, როცა უყურებს ჭიქას : - რაღაც უცნაური გემო აქვს... ვიცინი, როცა მის გვერდით გავდივარ: - თქვა ქალმა, რომელიც ვადა გასულ რძეს სვამს. - ღმერთო ჩემო.. ვიცვამ ქურთუკს, მივანიშნებ ხელით მის ტუჩებზე, რის შემდეგაც გამოვდივარ გარეთ და ვუსწრაფებ სიარულს. არვიცი რატომ გამოვედი იგივე დროს, როცა გუშინ. ავტობუსი არ მოვა ამის გამო უფრო სწრაფად და არც მე არ ვაგვიანებ. თუმცა არის ერთი მიზეზი. პეტრა. ეს გოგო ძალიან მეგობრული მომეჩვენა, მისი განსხვავებული შეხედულება კი მიმზიდველი და სასიამოვნოა. მინდა რომ ახლოს გავიცნო ის, რადგან როგორც ვხვდები მარტო ჩვენ ვართ თანატოლები ამ დაკარგულ ადგილას. მაგრამ ჩემდა სამწუხაროდ ის არ დამხვდა გაჩერებაზე. ვწუწუნებ ცხვირ წინ , უკმაყოფილოდ ვიღებ ჩახვეულ ყურსასმენებს ჯიბიდან. რამდენიმე ცდა მათი გახსნისა კრახით სრულდება ამიტომაც მთელს მსოფლიოზე გაბრაზებული, სწრაფად ვწევ მათ სხვადასხვა მხარეს, იმ იმედით რომ სიტუაციას ასე ვუშველი. ყურსასმენი გაიხა. იმედგაცრუებული ვუყურებ, უკვე უვარგის კაბელებს, როცა ვერ ვპუოლობ ნაგვის ურნას გაჩერებაზე, ისევ ჯიბეში ვდებ მათ და იქვე ვტოვებ სიცივისგან გაწითლებულ ხელებს. ახლა, სიმღერების გარეშე, სამყარო კიდევ უფრო ნაცრისფერი მეჩვენება, ვიდრე ჩვეულებრივ. ვფიქრობდი რომ უკვე უარესი არაფერი არ მოხდებოდა, მაგრამ როცა გაჩერებაზე მოვიდა ჩემი ძვირფასი მეზობელუშკა, მივხვდი რომ სამყაროს ჩემს ზურგს უკან საიდუმლო გეგმა აქვს ჩემს წინააღმდეგ. ყურსასმენი რომ მქონოდა თავს ასე უხერხულად არ ვიგრძნობდი, რადგან დგომა ცარიელ გაჩერებაზე, მასთან ერთად და ჩუმად ყოფნა საშინელებაა. მინდება კაბელების ამოტანა და კისრის ირგვლივ შემოხვევა, რათა გონება დავკარგო. ეს უკეთესია ვიდრე სიჩუმის ატანა, რომელიც შეიქმნა შვენს შორის და თითქოს შექმნა სხვა სამყარო, ჩვენი რეალობისაგან ცალკე. ბიჭმა ფეხი ფეხზე გადადგა, ერთი ხელი მუქი ლურჯი ჯინსის ჯიბეში ედო, მეორეთი კი რთავდა სიმღერებს ფლეილისტში. ვაგრძელებ მის თვალიერებას , არცისე შესამჩნევად და ვხვდები რომ გამოიყურება ის არც ისე ცუდად. " სიმპათიურია" - გაიელვა ჩემს აზრებში , რის გამოც უფრო ძლიერ შევკარი მუშტი , ამით ფრჩხილები კანში შევიდა. რო შეხედავ ყველა ასეთია. ისეთი რამაა, წიგნების მაღაზიაში, თაროზე რომ ლამაზი ყდის მქონე წიგნი ნახო, რამდენიმე გვერდის წაკითხვის შემდეგ კი, მისი ჯანდაბამდე დაწვა მოისურვო. სახეზე მიჩნდება ღიმილი, როცა ჰორიზონტზე ავტობუსს ვხედავ. თუმცა, მაშინვე ვგრძნობ იმედგაცრუებას როცა ვხედავ როგორ გამოდის დასახლებიდან პეტრა. გოგონა არ ჩქარობს ჩემკენ თუმცა მიღიმის და ხელს მიქნევს. ავტობუსი ჩერდება და დილანი მიისწრაფის მისკენ. მეც არ ვდგავარ ადგილზე, თუმცა ვბრუნდები, მივდივარ ზურგით და თავს ვუქნევ პეტრას მისალმების მიზნით. მძღოლი როგორც ჩანს არ იცვლის მისი სახის გამომეტყველებას. იქნებ, ეს მისი განსაკუთრებული სტილია, უყუროს ყველას, როგორც გაკვირვებული თევზი? მიუხედავად ამისა ვესალმები მას, ის კი მიქნევს თავს. კარები იხურება, როცა ვბრუნდები სალონისკენ და ვაიძულებ თავს დავმალო გაკვირვება: ის სავსეა. ანუ ყველა ადგილი დაკავებულია ხალხით. მოხუცი ხალხით, რომლის ნახევარსაც ძინავს. "ან მოკვდნენ" - ამატებს ჩემი გონება. ახლა გასაგებია, რატომ ჩქარობდა დილანი ასე პირველი შემოსვლას. რათა ადგილი დაეკავებინა. ერთადერთი ცარიელი ადგილი. ვფიქრობ მან უკვე იცოდა, რომ ასეთი რამ ხდება. საინტერესოა სად მიდის ეს ხალხი და რატომ მაინცდამაინც დღეს? ვერაფერს ვერ მოვახერხებ. ვაგრძელებ სვლას და ვჩერდები კარებთან, ხელით ვეჭიდები ხელის მოსაკიდებელს და ვუყურებ მოხუცებს. ავტობუსი დაიძრა. *** დილანმა შეხედა ჩარლის და აწია ცალი წარბი. გოგონა ირყეოდა, როცა ავტობუსი არასწორ გზაზე დადიოდა. ბიჭმა გადახედა ცარიელ ავტობუსს და მერამდენედ დარწმუნდა, რომ მისი მეზობელი ცოტა უცნაურია. *** ანა სწრაფად შემოვიდა კაბინეტში , ზუსტად ლიტერატურის მასწავლებლის წინ. კაცმა მკაცრად შეხედა მას, გოგონამ კი ოდნავ გაუღიმა და თავი დაუქნია ბოდიშის ნიშნად, რის შემდეგაც ჩემსკენ წამოვიდა. - ჰეი - ჩაიჩურჩულა მასწავლებლის უკმაყოფილო მზერის ქვეშ, რომელიც თავის მაგიდასთან დაჯდა და დაიწყო ჟურნალის ფურცვლა. - ჰეი - ვკბეჩ ფანქარს - ეს ტიპი სულ ასეთი სიფათით დადის? - ეს მისტერ მონტეზია. დირექტორის შვილი - ამიხსნა, ამოიტანა წიგნი, რომლის სახელწოდებაც ხმამაღლა წავიკითხე: - ჰამლეტი. - აჰა, მას გავდივართ ახლა. - წანაკითხი მაქვს . - მართლა? - ანა საკმაოდ გააკვირვა ჩემმა პასუხმა. - მე - ნაკითხი გოგო ვარ - ვსწორდები და კმაყოფილად ვიღიმი. - ეს კარგია მაგრამ წიგნის ყიდვა მაინც მოგიწევს - ჩაიცინა გოგონამ - ჩვენი მასწავლებელი ელექტრონული წიგნების მომხრე არ არის. მხოლოდ ნამდვილი. - მოიძებნება ამ ქალაქში წიგნის მაღაზია? ანამ ჩაიცინა: - მოიძებნება, მხოლოდ ერთი. მეხუთე ქუჩაზე. - თქვენთან ყველა ქუჩა დანომრილია? - აჰა, მხოლოდ ამის , ცენტრალური მოედნის გარდა. ანამ მასწავლებლის სმენა დაიწყო მე კი იმაზე ფიქრი რომ ქალაქის დამმაარსებელს უბრალოდ ფანტაზია არ აქვს, სწორედ ამიტომ დანომრა ქუჩები . - გავიგე რომ კლასში ახალი გვყავს - მასწავლებლის სიტყვებმა დამატოვებინეს ჩემი აზრები - მისს ჯოზეფი არა? - აქ ვარ - ვწევ ხელს, ველი რომ მასწავლებელი შემომხედავს, მაგრამ ის მხოლოდ რაღაცას ლაპარაკობს ცხვირწინ. - მოხარული ვართ თქვენი მიღებით. იმედია ამ საცოდავი სკოლის უსაქმურებს შეემატებით. - ჩაიცინა კაცმა. ნუ ამ ადამიანს მისი შეხედულება აქვს ცხოვრებაზე. მომწონს ასეთი ხალხი. კი ისინი არიან ეგოისტები, ნარცისები, ხანდახან ბოროტებიც კი მაგრამ ისინი პიროვნებები არიან. ისინი არ გვანან ტიპიურ ხალხს რაც მიზიდავს. ასეთივეა მამაჩემი, თუმცა ის უფრო სიკეთისკენ იხრება. - იმედია წინასწარ გაგაფრთხილეს, რას გავდივართ ? - გააგრძელა კაცმა. - დიახ, "ჰამლეტი" - არ ვიბნევი და უცებ ვპასუხობ. - რამდენიმე გვერდი მაინც წაიკითხეთ? - ათვალიერებს კლასს - ამ თაობასთან ერთი თავის წაკითხვაზე საუბარიც კი ზედმეტია. - უკვე წავიკითხე მთლიანი წიგნი, სადღაც მეხუთე კლასში. ბინგო. კაცმა საბოლოოდ აწია ჩემზე თვალები და გამიღიმა: - ეს კარგია, მისს ჯოზეფ, ვფიქრობ ერთმანეთს კარგად გავუგებთ - თავს მიქნევს ბევრ ფურცელზე - ჯერ კი დაარიგეთ ეს ნამუეშევრები კლასში თან გადახედეთ მათ ქულებს რომ ყველა სულელზე შეგექმნათ შთაბეჭდილება ვისთანაც სწავლა მოგიწევთ. ვდგები და მივდივარ მასწავლებლის მაგიდასთან, ვიღებ ფურცლებს და მართლა მგონია რომ კლასში ბოდიშით და დებილებთან მოვხვდი. ჩემი აზრით თემის წერა ყველაზე ადვილია, მხოლოდ შენი აზრების წერაა საჭირო. ვიწყებ მერხებს შორის სიარულს, თან ვიძახი სახელებს, რადგან ჯერ არვიცი ყველა კლასელის ვინაობა. ამასობაში კი მისტერ მონტეზი ინიშნავს მათ ვინც არაა დღეს. ვიღაცას საერთოდ ერთი ქულა აქვს. ვინ შეიძლება ასეთი სულელი იყოს? მაქს მონტეზი. მოიცადეთ. ვკითხულობ კიდევ ერთხელ და კი ეს მაქსია. და კი მისი გვარი მონტეზია. და კი მას ერთიანი უწერია. ვაწოდებ მაქსს მის ფურცელს , ის კი სპეციალურად ეხება ჩემს ხელს, თან აზარტულად წევს წარბებს, რის გამოც მის სულელურ სახეზე ღებინება მინდება, მაგრამ კარგად აღზრდილი ადამიანი ვარ ამიტომ უბრალოდ ვიღიმი და კვლავ ვხრი მზერას ფურცლებზე. ჩემი მზერა ნათდება. ათი ქულა. ავდივარ თვალებით ზევით , რათა ვნახო ვის ეკუთვნის ფურცელი. ვწევ სახეს და თვალებით ვეძებ დილან ო'ბრაიანს. ვფიქრობ მასზე უნდა შევიცვალო აზრი. ბიჭი უყურებს კალამს, რომელსაც ხელში ატრიალებს, როდესაც ნაბიჯს ვდგამ წინ, მის მერხთან, თუმცა გაბრაზებული ვაღებ პირს,რადგან მაქსმა, რომელიც მიხვდა ვის ეკუთვნოდა ნამუშევარი, წამართვა ფურცელი და აილოკა ტუჩები: - ო'ბრაიან - შეხედა ბიჭს - ათი ქულა. ჩვენო ნაკითხო, მოდი გავიგოთ, რაზე წერ - უყურებს ფურცელს და იწყებს ხმამაღლა კითხვას - ჩემი აზრი ასეთია ... დაბნეული შევხედე მასწავლებელს, იმ იმედით რომ ის პედაგოგად მყოფი ადამიანი შეწყვეტს ამ ცირკს მაგრამ ის წყნარად სვამდა ყავას და იყურებოდა ჟურნლში, თან რაღაცას წერდა. მაქსი კი აგრძელებდა კითხვას , თან "ბინძურად" დასცინოდა დილანს. შევხედე ბიჭს. ის აგრძელებდა მისი კალმის თვალიერებას, თითქოს რაც ხდებოდა მას სულ არ ეხებოდა. პირადად მე არ მომეწონებოდა , ჩემი აზრების კითხვა ხმამაღლა რომ დაეწყოთ თან ხუმრობად გადაექციათ ყველაფერი და სიცილი დაეწყოთ. მე ძალიან მრცხვენია იმის თუ რას ვფიქრობ ამიტომ უბრალოდ მოვკლავდი მაქსს დილანის ადგილას, მაგრამ ბიჭი მშვიდადაა. ეს კი მაღიზიანებს. " ადექი და სახეში დაარტყი!" - ყვიროდა ჩემი გონება, სინამდვილეში კი ჩემი ტუჩები არც მოძრაობდა. მაქსმა დაასრულა კითხვა,რის შემდეგაც, როცა ნახა, რომ დილანის მხრიდან არანაირი რეაქცია არ მოჰყვა , მის საქციელს, დაკუჭა ფურცელი და ესროლა მას სახეში. ბიჭმა სათვალეებში აწია თვალები თუმცა მაშინათვე დახარა მზერა და მაგიდას მიაპყრო. მაქსს მოეწონა ასეთი რეაქცია. ეს ტიპი ბედნიერი ხდება იმით რომ მას არაფერი მოუვა მისი ცუდი საქმეების ჩადენისას. ეს კი ძალიან მაბრაზებს. დაკუჭული ფურცელი ვარდება იატაკზე, მაქსმა მომმართა: - საყვარელო, რატომ გაშეშდი? მასწავლებელი გიცდის როდის დაარიგებ - მიკრავს თვალს, როცა ვაგდებ მასზე მზერას. არ მომწონს ასეთი დამოკიდებულება ხალხის მიმართ. ვიკრავ დარჩენილ ფურცლებს გულმკერდზე, ვიხრები და ვიღებ ო'ბრაიანის დაკუჭულ ნამუშევარს. - რას აკეთებ? - დაცინვით მკითხა მაქსმა. ვაიგნორებ მის შეკითხვას, მივდივარ დილანის მერხთან, რომელიც აგრძელებს კალმის ყურებას. ვასწორებ ფურცელს და ვდებ მას ბიჭის მაგიდაზე, შემდეგ კი ვაგრძელებ დანარჩენების დარიგებას. არ ვარ კონფლიქტური მაგრამ არ ვაპირებ ასეთის მომხრე გავხდე. არაფრის კეთებასაც არ ვაპირებ. ვხედავ რომ მაქსი მიყურებს მაგრამ ვერ ვხვდები რაზე ფიქრობს ის. არ მაინტერესებს,რომ შეიძლება მისი მტერი გავხდე. თვალის ბოლოებით ვუყურებ დილანს და რაღაც აიძულებს ჩემს სხეულს დაძაბვას. ბიჭი მიაშტერდა მაქსს, რომელიც იმ დროისთის მიყურებს მე, შემდეგ კი ო'ბრაიანი აქნევს თავს და კვლავ იყურება ქვევით. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.