პარანორმალური. 4
*** უკვე ერთი საათია დავტრიალებ ქალაქში,რომელიც არც ისეთი პატარა აღმოჩნდა, როგორც მე ვფიქრობდი. ანამ რუკა დამიხატა, რადგან თვითონ დღეს ფორტეპიანოს გაკვეთილი აქვს და მისი სურვილის მიუხედავად ვერ წამომყვა. ვუყურებ ჩემს ხელში პატარა ფურცლის ნაგლეჯს და ვფიქრობ რა ჯანდაბას უნდა ნიშნავდეს ეს წრეები და იქსები? ამ რუკაზე თამაში გველი მახსენდება, თუმცა უფრო რთული ვერსია, სადაც ბევრი გველია. ისეთი გრძნობა მაქვს თითქოს კულტურულად მომიშორეს თავიდან "აი შენ შარადა და აწი თვითნ გაართვი თავი" ჯიბეში ვდებ ფურცელს და უფრო ძლიერ ვიხვევ შარფს ყელზე, რადგან უკვე აცივებას იწყებს. ვიყურები ირგვლივ : ქუჩები უცებ იწყებს დაცარიელებას. ანა რაღაცას ამბობდა ამის შესახებ, რაღაც კომენდანტის საათიო. რა სისულელეა. ვაგრძელებ სიარულს, თვალებით კი ვეძებ დაწყევლილ მეხუთე ქუჩას. უფრო მარტივი იქნებოდა მთელი წიგნი მომეყოლა ვიდრე აქ ვიყო. და ის იდეაც რომ უცნობ ქუჩებში საღამოს დავდივარ სულ არ მახარებს. ვხედავ მაღალ გოგონას, რომელსაც მაშინათვე ვცნობ. პეტრა მირბის და უსწრებს ავტობუსს, რომელიც სხვათაშორის ჩემიც უნდა იყოს თუმცა ის უკვე დაიძრა და გასცდა გაჩერებას. მზე უკვე გაქრა და ქუჩები მხოლოდ ლამპიონებით ნათთდება. თავს უცნაურად ვგრძნობ. ხალხი უკვე იშვიათად მხვდება გზაზე. ავტობუსები საერთოდ არ ჩანს. როდესაც იქით აქეთ სიარული მბეზრდება, ამომაქვს ტელეფონი და რატომღაც სულ არ მიკვირს რომ სიგნალს არ იჭერს. ქარი ქმნის ხარვეზებს. - ჯანდაბა - ვუშვებ პირიდან ორთქლს და ვიხედები ირგვლივ. როგორც ჩანს , ბოლო კაფეც აქრობს შუქს და აცხადებს იმას რომ ის უკვე დაკეტილია. ყავაც კი ვერ დავლიე, მიუხედავად იმისა რომ საშინელი სასმელია. გადავწყვიტე ცენტრალურ მოედანზე გავიდე და იქ დავუცადო ავტობუსს, ამიტომ ვუხვევ ერთ ჩიხში, იმ იმედით რომ გზას მოვჭრი , თუმცა ერთი ფრიად მნიშვნელოვანი ფაქტი ვერ გავითვალისწინე. ვბრუნდები და ვუსწრაფებ სიარულს. "ცუდი" როგორც დედამ მათ დაარქვა, ხალხი ყველა ქალაქშია. ზურგზე ჟრუანტელი მივლის, როდესაც მესმის მათი ნაბიჯების ხმა. არა, მათი საუბრის ხმა არ მესმის. მხოლოდ ნაბიჯების ხმა, რომელიც უფრო ხმამაღალი ხდება. პანიკაში ვვარდები. და ის ფაქტი რომ ღმერთმა იცის სად ვარ , სიტუაციას არ აუმჯობესებს. სწრაფად მივდივარ მიწისქვეშა გადასასვლელში და ხშირად ვაბრუნებ თავს უკან. ჩემთვის უცნობი ხალხის ჯგუფი ჩემს უკან მოდის და ახლა არანაირი ეჭვი არ დამრჩა რომ ისინი მე მომყვებიან. მშვენიერია. ჩემი ნაბიჯების ხმა ექოდ ისმის ტუნელში. ასე სწრაფად არასდროს არ მივლია, ჩემი ფეხები იძაბება, რის გამოც ვგრძნობ სიმძიმეს და ტკივილს. აქ ცუდი განათებაა , ამიტომაც მიწევს თვალების დაძაბვა და გზის გაგრძელება იმ იმედით რომ ვინმეს შევხვდები გზაში. ჯიბიდან ამომაქვს ხელები, ვაიგნორებ სიცივეს და ვიწყებ თავისუფლად მათ წინ და უკან მოძრაობას, რათა ეს დამეხმაროს უფრო სწრაფად სიარულში. ვიხედები უკან, სადაც არავინ არაა. გადავრჩი? ჩემს გულს არ აქვს საკმარისი ძალა, იმისათის რომ ასეთი ნერვული სიტუაცია გადაიტანოს, ამიტომ ვაღებ პირს და ღრმად სუნთქვას ვიწყებ. ვბრუნდები უკვე მთლიანი სხეულით და ზურგით სვლავ ვიწყებ. არავინ არაა. არავინ არ ჩამოსულა. თუმცა დარწმუნებული ვიყავი, რომ ისინი მომყვებოდნენ. ხელს ვკიდებ კედელს, ვუხვევ და ადგილზე ვშეშდები: ისინი ჩემსკენ მოდიან. მაგრამ, ჯანდაბა, როგორ? ისინი ჩემს უკან იყვნენ! ჩემი თვალი ნერვულად თამაშს იწყებს, როდესაც ვხვდები რომ მათ სწრაფად სიარული დაიწყეს და უკვე მშვენივრად მესმის მათი ხმა და სიცილი. საშინელი ხარხარი, რომელიც მთელს ტუნელში მოძრაობს და პირდაპირ ყურის ბარაბანში მირტყამს. შიშმა დაიპყრო ჩემი სხეული და ვფიქრობ სუნთქვაც კი მივატოვე. ისინი უკვე საკმაოდ ახლოს იყვნენ, ამიტომ, ბფიქრობ ადრენალინმა დაიწყო მისი როლის თამაში, გვიან მაგრამ დაიწყო... შემოვბრუნდი, მთელი თავდაჯერებულობით, რომ გაქცევას შევძლებდი, მაგრამ მაშინათვე ვეჯახები გულმკერდით ადამიანის მხარს, რომელიც კუთხიდან გამოვიდა. ჩემს თავში მილიარდი აზრი დაიბადა იმის შესახებ თუ როგორ მოვქცეულიყავი მაგრამ წესიერად ფეხებზეც ვერ ვიდექი, ამიტომაც ბევრს ვერ მივაღწევდი. ვწევ თავს და ვხვდები ჩემნაირ გაკვირვებულ მზერას. ვკრავ წარბებს და ნერვულად ვყლაპავ ნერწყვს: - დ-დილან? ბიჭმა აწია წარბები, მიყურებდა დაბნეული. მე თვითონაც კი ცუდად ვააანალიზებ მომხდარს: ჩემი მზერა დილანიდან, იმ ხალხის ჯგუფზე გადადის თუმცა შოკი ჩნდება ჩემს სახეზე როცა ისინი იქ არ არიან. ისინი არ არიან. თითქოს სადღაც გაქრნენ. ჩემს წინ ჩვეულებრივი, ცარიელი ტუნელია. - ჯანდაბა - ფრინდება ჩემი პირიდან. ვაიძულებ თავს მყარად დავდგე, როდესაც დილანი ადგილიდან იძვრის და სიარულს აგრძელებს: - ეი - ამდენი შესაძლებელი ადამიანიდან მაინცდამაინც რატომ შემხვდა ის? დილანი გაჩერდა და შემობრუნდა. და ჰო მშვენივრად ვნახე როგორ გადაატრიალა თვალები, რის შემდეგაც ისეთი სახის გამომეტყველებით შემომხედა თითქოს ჩემი არცისე დიდი ხანი აქ ცხოვრებით უკვე მოვახერხე და მისი გაღიზიანების წყაროდ ქცევა. თავს უხერხულად ვგრძნობ , მაგრამ ერთადერთი, რისი გაკეთებაც ახლა შემიძლია, იმისთვის რომ თავი უსაფრთხოდ ვიგრძნო ესაა: - შეიძლება შენთან ერთად წამოვიდე სახლში? - არც კი ვარ დარწმუნებული რომ ის სწორედ იქ მიდის მაგრამ როდესაც შენს გვერდით ვინმეა, გინდა არ გინდა თავს უსაფრთხოდ იგრძნობ. დილანის მზერაში წამიერად გაუგებრობას ვკითხულობ, მაგრამ მალევე ხდება სწორი და არანაირი გამომეტყველების მქონე, როგორც ადრე. ჩვენ ხომ პირველად ვსაუბრობთ, მიუხედავად იმისა რომ ბევრჯერ გვყავს ერთმანეთი ნანახი. უფრო სწორედ , ეს მე ვლაპარაკობ, ბიჭი კი არ მოდის კონტაქტში, ბრუნდება და მიდის. - დუმილი - თანხმობის ნიშანია? - ვაზუსტებ, რის გამოც ის როგორც იქნა წუწუნს მაინც იწყებს: - ღმერთო... - მისი პირველი სიტყვა ჩემი მიმართულებით, მიუხედავად იმისა რომ ის გაჟღენთილია სიბრაზით და გაღიზიანებით, მაგრამ მაინც მან უკვე დაიწყო ჩემთან საუბარი, ეს კი უკვე პროგრესია. იმის შემდეგ რაც სიცივისგან გაწითლებული ცხვირი მოვიფხანე, ხელებს ჯიბეში ვიწყობ. უკან ვიხედები და ვკრავ წარბებს, რადგან მართლაც არ მესმის მომხდარი. თან მივყვები დილანს, თვალებით კი ვეძებ კარს ან რამე გასასვლელს, რამეს მაინც სადაც ის ხალხი დაიმალებოდა. არ შეიძლებოდა ისინი მომჩვენებოდა. ან იქნებ, ჩემზე ესე გაციება მოქმედებს? რა ჯანდაბაა? დილანი იკეთებს ყურსასმენებს. ისევ გამოვდივართ ქუჩაზე და ვავსებ ფილტვებს სუფთა ჰაერით. შედარებით უკეთესად ვარ , მაგრამ შეგრძნება, თითქოს ვიღაც მითვალთვალებს, არ მტოვებს. ყურადღება გადამაქვს დილანზე და ვუყურებ მის ზურგს. მხარზე ბიჭს სპორტული ჩანთა უკეთია. გვერდით ვწევ თავს: - სპორტით ხარ დაკავებული? ბიჭს არ ესმის, ამიტომაც თითით ვეხები მის მხარს, რის გამოც ო'ბრაიანი ნერვებ მოშლილი აპაუზებს სიმღერას და მიყურებს. მეც არ ვიბნევი: -რომელ სპორტს მიჰყვები? - არცერთს - მპასუხობს მოკლედ, ფიქრობს რომ ამით საუბარი დამთავრდება, ამიტომ კვლავ რთავს მუსიკას, მე კი გამომაქვს მისი ყურიდან ერთი ყურსასმენი, რაზეც ის არანაირად არ რეაგირებს: - გეტყობა რომ რომელიღაც სპორტით ხარ დაკავებული - ვუხსნი. - რატომ არ შეგიძლია უბრალოდ გაჩუმდე ? -იმიტომ რომ თავს უხრხულად ვგრძნობ - ვიჩეჩავ მხრებს, რადგან ეს მართლაც ასეა. - გაიკეთე ყურსასმენები და მომშორდი - მეუხეშება. როგორც ჩანს, ერთერთი მათგანი არაა ვისაც საუბარი უყვარს. როგორც ჩანს ანა მართალი ყოფილა. -ისინი გამეხა - ვპასუხობ თუმცა ვიცი რომ მისთვის სულ ერთია. ვხედავ გაჩერებას მაგრამ ჩვენ გავდივართ მას: - ჩვენ ეს... - კვლავ ვკრავ ხელს მხარზე - გაჩერება გავიარეთ. - ავტობუსები უკვე არ დადიან- ამბობს წყნარად, რაც მაკვირვებს. ამომაქვს ტელეფონი. საღამოს ათი საათია. - ასე ადრე რატომ ატოვებენ სიარულს? - ვსვამ მორიგ შეკითხვას და დილანი, რომელიც ხვდება რომ მას არ მისცემენ მუსიკის წყნარად მოსმენის საშუალებას, ისხნის ყურსასმენებს და ჯიბეში იდებს ტელეფონთან ერთად, შემდეგ ისწორებს ქუდს და მძიმედ ისუნთქავს: - კომენდანტის საათის შესახებ გსმენია რამე? - მაშინ შენ რას აკეთებ აქ ,ასე გვიან? - და შენ? - ვარჯიშზე იყავი? - ჩვენ არ ვუსმენთ ერთმანეთს. არ მომწონს რომ კითხვაზე კითხვით მპასუხობს. ჩუმად ვართ . დილანი კბენს ჰუდის თასმას. მოიცა. ჩემამდე ახლა მოვიდა. - ანუ, სახლამდე ფეხით წავალთ? ბიჭი თავს მიქნევს: -აჰა. -ტყით? - ვეწევი მას და მის გვერდით მივდივარ. -ჰოო - წელავს სიტყვას და დაღლილად მიქნევს თავს. მე, ის და ქვეყნის დრო, რომლის განმავლობაშიც ჩუმად ვიქნებით. ვუხვევთ გზაზე, რომელიც ტყეში შედის. ლამპიონები ერთმანეთისგან შორსაა განლაგებული, ამიტომაც თითქმის სიბნელეში მივდივართ. და სიჩუმეში. როდესაც კიდევ ერთელ ლამპიონის გვერდით გავდივართ, ვამჩნევ რომ დილანის სახე ბრწყინავს. ვიღიმი: ესეიგი მართლა ვარჯიშიდან მოდის, რადგან მის სახეზე ოფლის წვეთებია, თმა კი ოდნავ სველია. ბიჭი ახველებს, ჩემი ცნობისმოყვარეობა კი ვერ ჩერდება: - ფაქტია რომ შენ და მაქსი ვერ უგებთ ერთმანეთს. დილანი უსწრაფებს სიარულს და მასწრებს. ნუ პასუხი გასაგებია და ეს ჩემი საბოლოო კრახია. დანარჩენი გზა კვლავ ჩუმად ვართ. და უკვე მეც არ ვცდილობ საუბრის წამოწყებას,რადგან მან არაფერ ნორმალურამდე არ მიმიყვანა ადრე. როდესაც დასახლებამდე მივედით საათზე უკვე თერთმეტი იყო. გასაკვირია. სულ არ ვგრძნობ თავს დაღლილად ამხელა გზის გამოვლის შემდეგ. პირიქით გავაგრძელებდი ჩვენს სეირნობას. მაგრამ ჩვენ უკვე ვუახლოვდებით ჩვენს სახლებს. ბიჭი იქექება ჯიბეში, ეძებს გასაღებს. ის უყურებს ავტომობილს, რომელიც მის ჭიშკართან დგას. დილანი ანელებს სვლას, კბენს გასაღებს და იყურება მისი სახლის ფანჯარისკენ. ჩერდება. მე ვაგრძელებ გზას თუმცა ვიხედები უკან: - ეუ - ვაიძულებ მას შემომხედოს. - მადლობა - ვიცი, რომ ის გაღიზიანებულია, მაგრამ მაინც მადლობელი ვარ რომ გადამარჩინა. ის რომ არ ყოფილიყო, უაზროდ ხეტიალს გავაგრძელებდი იმ იმედით რომ იმ ხალხს დავემალებოდი. დილანი ისუნთქავს, ამოაქვს ყურსასმენები ჯიბიდან და თავს მიქნევს, მიდის მისი სახლის მხარეს. არ შემიძლია არ გავიღიმო, სწრაფად მივრბივარ ჩემს ჭიშკრამდე, რათა საბოლოოდ აღმოვჩნდე სითბოში. ვასწრებ შევხედო ო'ბრაიანს, სანამ ის მიიხურავს კარს. შევდივარ სახლში და ვიწყებ მოსმენას. დედა და მამა საუბრობენ სამზარეულოში და მგონი იცინიან... ვწყვეტ ხელი არ შევუშალო მათ, ამიტომაც ჩუმად მივდივარ კიბესთან. მათბობს იმედი. იმედი რომ ჯერ კიდევ შესაძლებელია ყველაფერი ისე იყოს როგორც ადრე. შევრბივარ ოთახში, ვკეტავ კარებს და ვრთავ შუქს, ვაგდებ ჩანთას იატაკზე. უცნაურია მაგრამ ახლა ისევ ვგრძნობ დაღლილობას. ძალაუნებურად ვიყურები ფანჯრისკენ. ვხედავ კაცს დილანის ოთახში. ის დადის ოთახში და ათვალიერებს რაღაცეებს თაროზე, რის შემდეგაც კი უღიმის შემოსულ ბიჭს, რომელიც მის კარგ ხასიათს არ იზიარებს. ფანჯარასთან ახლოს მივედი. კაცი რაღაცას ლაპარაკობს აღფრთოვანებული. დილანი იხსნის სათვალეებს და დებს მათ მაგიდის კუთხეში , თვითონ კი ჯდება სკამზე, შლის ფეხებს , იწმენდს თვალებს და იწყებს პასუხის გაცემას. რაღაც მანიშნებს რომ მათი საუბარი არ ეწყობა. კაცის სახის გამომეტყველება იცვლება. დილანი ხელით კარებისკენ მიანიშნებს. ბიჭმა იცის რომ მე ვუყურებ. ის მხედავს. მაგრამ მე არ ვიმალები და არ ვცდილობ დავმალო ჩემი აქ ყოფნა. კაცი აქნევს თავს, იწმენდს კისერს, შემდეგ გადის ოთახიდან და კეტავს კარებს. ვკრავ წარბებს, ზუსტად ისე როგორც ო'ბრაიანი, რომელიც დგება და ხურავს ფანჯარას ფარდით. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.