სიკეთეს ყოველთვის აფასებენ (სრულად)
დილის ხუთი საათი იყო, არ მეძინა. ფანჯარა გამოვაღე, სუფთა ჰაერისთვის... არადა გარეთ ისეთი სიცივე იყო, ხელები წამსვე გამიყინა. მაინც გავბედე და გავიხედე, რამოდენიმე წამი თვალებ დახუჭული ჩემთვის ვიდექი. შემდეგ კი ის დავინახე რაც მთელი ცხოვრება დამამახსოვრდა. ლამპიონების ნათებას გავაყოლე თვალი და ის დავინახე, ქუჩის მხვეტავი. ოთხად მოკეცილიყო და წინ-უკან ქანაობდა, დავაკვიდი მივხვდი რომ ესე სიცივის გამო იყო, შემდეგ წამოდგა და ქუჩას მისი დიდი ცოცლით გაუყვა. მთელი ღამე არ მძინებია, სულ ის ქალი მედგა წინ, გაყინული ხელებით და თხლად ჩაცმული... მეორე ღამით, დაღლილობა მომერია თუმცა მაღვიძარა დავაყენე და ხუთ საათზე ისევ გავიხედე გარეთ ოღონდ აივნიდან რათა უკეთ დამენახა. იმ ქილებს და ნაგვის გროვას კრეფდა რასაც ჩვენ ადამიანებს საერთოდ არ გვანაღვლებს, ერთს მეორე ემატება, მეორეს მესამე და ასე შემდეგ. წვიმდა... ის კი მაინც აგრძელენდა ხვეტას, არ ვიცი მომეჩვენა თუ არა მაგრამ დავინახე როგორ მოიწმინდა სახე, ხელით. ტიროდა? ვკითხე საკუთარ თავს, თან თვალები ამეწვა, მეც ტირილი მინდოდა. შემდეგ კი წვიმაში, ისევ გაუყვა ლამპიონებით განათებულ ქუჩას. დილით რომ გამეღვიძა, საშინელ ხასიათზე ვიყავი. უკვე დილაც აღარ იყო შუადღის ოთხი საათი გამხდარა, სწრაფად ჩავიცვი და მაღაზიაში წავედი. თბილი მანტო და წვრინმანები ვიყიდე, დაველოდე როდის დაღამდებოდა და ღამის ოთხზე იმ ადგილას დავტოვე ტანსაცმლის ჩანთა სადაც ქალი სულ მიდიოდა. ჩემი სახლის შესასვლელთან გავჩერდი და ერთი საათი დაველოდე როდის მოვიდოდა, ისეთი სიცივე იყო ძვლებშიც კი ატანდა. ბოლთას ვცემდი და ადგილზე ვერ ვისვენებდი, ბოლოს კი გამოჩდა. ვუყურებდი ხველებით როგორ მოდიოდა, ამოვეფარე ბოძს რომ არ დავენახე. დასუფთავება დაიწყო, რამოდენიმე წამში კი ჩანთაშეამჩნია, თვალების ცეცება დაიწყო. დავინახე როგორ ყოყმანობდა მე კი გულში ვიმეორებდი, მიდი აიღე გთხოვ! ბოლოს კი აიღო, შიგთავასი დაათვალიერა და ბედნიერმა თბილი მაისური გულზე მიიხუტა, ისეთი ბედნიერი ვიყავი სახლში ხტუნვა-ხტუნვით ავედი და მანამ ვიყურე ქალს სანამ, თვალი მივაწვდინე. მეორე დღეს საღამოს, ჩემი გაკეთებული ტკბილეული დიდ კონტეინერში ჩავაწყვე და მის მოსვლამდე ისეც იმ ადგას დავდე. პარკის დანახვისას ისევ არემარე დაათვალიერა, გამიხარდა ჩემი ნაჩუქარი პულავერი რომ დავინახე. დღეები გადიოდა, დღე ჩაგდებით კი ხან რა მიმქონდა ხან რა... შემდეგ კი რეალობას ჩავხედე თვალებში, ის არ იყო მხოლოდ ასეთ მდგომარეობაში, მას არ უჭირდა მხოლოდ ყინვაში გარეთ ყოფნა... ეჰ ჩენს თავს თქო ვფირობდი, მე როდესაც თბილად საწოლში ვწევარ, მძინავს და ოთახში სიცივის გამო ვწუწუნებდი ამ დროს ეს ქალი შუა ღამით დგებოდა და სამუშაოთ ადამიანების ნაჭამ-ნასვავებს ალაგებდა. ეხ ადამიანო... მხოლოდ ამით თქმა მოვახერხე. ღამით,თერმოსით ცხელი შოკოლადი უნდა დამეტოვებინა, პიჟამაზე ხალათი მოვიცვი და კიბეები ჩავირბინე. ადგილზე რომ მივედი ქაღალდის ყუთში ჩადებული, კიდევ ერთი ყუთი დამხვდა. განიკვირდა რა იყო? ზუსტად იმ ადგილას დაედოთ. გავხსენი, ნანახით კი გაოცებული დავრჩი... წითელი, ხელით ნაქსოვი თბილი, შარფი დამხვდა. ზევიდან კი პატარა წერილი " სიკეთეს, ყოველთვის აფასებენ. " ცრემლებ მორეულმა ავიარე კიბეები, თუმცა თვალი მაინც მოვკარი ქუჩის ბოლოში ცოცხს, რომელიც "შეუმჩნევლად" იმალებოდა. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.