შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

საუკუნო სიყვარული.თავი 9.


16-01-2019, 11:14
ავტორი zia-maria
ნანახია 2 425

შუაღამე გადავიდა,სახურავზე კატების კნავილმა გამოაღვიძა და შეხტა, შეეშინდა.
-ეს კატა თუ მოვიხელთე ხელთ,ალბად შემომაკვდება.ჩაიბურდღუნა საბანი თავზე გადაიფარა და გვერდი იცვალა,შეეცადა ძილი გაეგრძელებინა,მაგრამ ვეღარ შეძლო,ვერ დაიძინა.ტელეფონი ნახა თუ რომელი საათი იყო ხუთი სრულდებოდა,ცოტა შესცივდა საბანში გაეხვია და თვალები დახუჭა სახლში გამეფებულ სიმშვიდეს უსმენდა.
-რა კარგია,ასეთი სიმშვიდე რომ იყოს სულ ამ სახლში.ერთი საათი იწვალა, წყალი მოუნდა ჭიქა ცარიელი დახვდა და წამოდგა,ოთახიდან გასულს დედის ოთახიდან გამოსულ მკრთალ შუქს შეხედა და იქით წავიდა,ფრთხილად შეაღო კარი და დაინახა დედა რომელიც ფეხებაკეცილი სავარძელში იჯდა და ფიქრებს წაეღო მისი გონება,მაინც იგრძნო შვილის მიახლოება და ჩურჩულით შეეკითხა.
-რატომ არ გძინავს შვილო.
-შენ რატომ არ გძინავს,რატომ არ დაწექი და არ დაისვენე,ასე როდემდე გაუძლებ დედა.
-ცას ვუყურებ,შეხედე მალე მზე ამოვა ჰორიზონტი გაიისფრდა,ცა მალე ლურჯი იქნება ღრმა ოკეანის ფერი.
-ვხედავ მალე გათენდება,ტკივილს გვერძე მივდებთ და ყველას თავს მოვაჩვენებთ რომ ცხოვრება ბედნიერად გრძელდება.მგონია რომ მარიონეტის როლს ვასრულებ და ეს მგუდავს,სული მეხუთება ამ სახლის კედლებში.
-შენც იყავი ის ვინც ხარ და ნურავინის მარიონეტი ნუ იქნები,მხოლოდ ოჯახის ღირსებაზე იფიქრე.
-დედა საით მიგყავს საუბარი,გინდა ისევ ვიკამათოთ?
-რატომ იცი შენს თავში ჩაკეტვა შვილო,მაგრამ შენ ბავშვობიდან ასეთი ხარ და დღემდე მოგყვება ეს ჩაკეტილობა.
-რის თქმას ცდილობ,მიდი მითხარი გისმენ ვისი გადაწყვეტილება იყო ის რაც გუშინ თქვი.
-ჩემი, მე გადავწყვიტე ასე რადგან პატარა ჩვენი ოჯახის წევრია,ჩვენი მკვიდრია და ჩვენი სისხლი აქვს.
-ბავშვი ჯერ-ჯერობით არავინის საკუთრება არ არის,ის ობოლია მას არც დედა ჰყავს და არც მამა,მაგრამ არსებობს კანონი და სწორედ ის კანონი გადაწყვიტრავს ვისთან დარჩება პატარა.
-რას ამბობ შვილო,ის ხომ ჩვენი ოჯახის სულ პატარა წევრია.
-დედა რომელიც ჰყავდა და დღეს აღარ ჰყავს,პატივი უნდა ვცეთ მის საბოლოო გადაწყვეტილებას რა თქმა უნდა ეს თუ გაინტერებს რას წერს და რაა მისი საბოლოო თხოვნა.დედა მაინტერესებს როდის გახდი ასეთი უგულო,შენ არ იყავი ცუდი ადამიანი,მაგრამ ვხედავ უკვე დაემსგავსე შენს ქმარს და თქვენ ორივემ თქვენი რომ გაიტანოთ ყველაფერზე ხართ წამსვლელები.მადლენი მათეს მიუბრუნდა და მშრალი სიტყვებით შეეკითხა.
-მე ვარ უგულო?
-ხარ დედა,ნუთუ ვერ ხვდები რომ შემს ქმარს ემსგავსები,ნუთუ დავიჯერი შენც შეგიძლია ისეთივე ბოროტების ჩადენა როგორც მას?
-არა,ნუ მიმადარებ მას,მე გურამის არ გვავარ.
-მალე გახდები მისი თანამძრახველი,თქვენ ორივე ერთნაირები ხართ ერთნაირი მიზნები გამოძრავებთ.დაიმახსოვრე,თქვენს მიერ ჩადენილი ბოროტება კიდევ ერთხელ შემოგიბრუნდებათ უკან ბუნერანგივით და არ გაიკვირვო,არ თქვა არ ვიყავი ამის ღირსიო.
-მათე................
-რას ერჩით სესილის და რატომ გადაემტერე,იმ დღემდე შემს შვილად მიგაჩნდა სანამ ბავშვის არსებობას გაიგებდი,მე შენი დედა ვარო ასე უთხარი მე თავად გავიგონე ეს სიტყვები,დღეს? დღეს რა მოხდა დედა,ამ რამდენიმე დღეში ასე ძალიან როგორ შეგზიზღდა,ნუთუ დავიჯერო ნიღაბით იდექი სესილის წინ? არა, არ ხარ შენ დედაჩემი რადგან მე ვეღარ ვცნობ ჩემს წყნარ დედიკოს.
-შენ მე ვერასოდეს ვერ გამიგებ,მინდა დავიძინო და ვეღარასოდეს გავიღვიძო.
-შემომხედე,გგონია მარტო შენ გტკივა? გგონია მარტო შენ დაკარგე სხეულის ნაწილი? ის ხომ ჩემი ძმა იყო და ნახევარი მხარე ჩამომივარდა,მეწვის უმისობა მაგრამ ვუძლებ და სხვას არ ვღეჭავ ჩემი ტკივილით.
-ბახვა აღარ არის,მაგრამ პატარა რომლის არსებობაც დღემდე არ ვიცოდით,უფალმა გამომიგზავნა და როგორ მეუბნები რომ ის დავთმო.
-არ ფიქრობ რომ ეგოისტურად იქცევი? გონდა სესილის წაართვა ბავშვი შენ რომ იგრძნო თავი კარგად,მაგრამ ის? დაფიქრებულხარ ის დაგითმობს პატარას?
-დამითმობს,თუ არ დამითმობს დავათმობინებ რადგან მას შეუძლია გათხოვდეს და ოჯახი შექმნას,შვილები გააჩინოს.მათე პატარას ადგილი ამ სახლშია,აქ არის მისი ადგილი და აქ უნდა გაიზარდოს.მათემ თვალებში ჩახედა დედას და უთხრა.
-ყოველთვოს ვამაყობდი შენით ბავშვობიდან და იცი რატომ? რომ მამას არ ჰგავდი,მაგრამ ვხედავ შენ მასზე უარესი ხარ დედა.
უცნაური განცდა დაეუფლა,ვერ მოახდინა მარჯვენა მკლავის ადაპტაცია რადგან მთელი მარჯვენა მხარე დაბრუჟებოდა, თითქოს სისხლის მოძრაობა შეუჩერდა რადგან ძარღვენში სისხლი შედედებულიყო,სახე დაემანჭა და შეეცადა გვერდი ეცვალა,მაგრამ სახე ღიმილმა დაუფარა როცა მის მკერდზე სესილის მშვიდი სუნთქვა იგრძნო,ჯერ გაოცებულმა შეხედა,დროში გაჩერდა მისი განცდებიც და სუნთქვაც,სულ დაავიწყდა დაბრუჟებული სხეული.მიხვდა ვერ შეძლებდა გვერდის მონაცვლებას,გაინძრეოდა და ერთმხარეს სესილის გააღვიძებდა და მეორე მხარეს ნატას.გახლართულია ორ ადამიანს შორის და გასაქცევს ვერ პოულობს,იქნებ მოეწონა კიდეც ეს რეალური პეიზაჟი და არც კი სცდილობს გაქცევას.არა,არა თავგზა აებნა და ისევ თვალები დახუჭა,იფიქრა თუ გავახელ თვალებს ყველაფერი გაქრება,მაგრამ არა სესილიმ ისევ ძალიან მიეკრა მის მკერდს და ძილი გააგრძელა.ისევ დაელოდა რამდენიმე წუთით და სესილიმ შეიღვიძა,თავი მოიმძინარა სესილიმ კი გაოცებულმა შეხედა ვითომ მძინარე ლუკას და ფრთხილად,ძალიან ფრთხილი კოცნა დაუტოვა ლოყაზე შემდეგ წამოდგა და ღიმილით შეხედა მძინარე ნატას და ისევ ლუკას შეავლო თვალი,მოუნდა ხელით მოფერებოდა მის სახეზე წამოზრდილ წვერს,მაგრამ ხელი უკან წაიღო და მის ოთახში შევიდა,მიმავალ სესილის ლუკამ თვალი გააყოლა და გაეღიმა.
-მელოდრამის ფილმში მერგო მცირე როლი,მაგრამ ჯერ-ჯერობით დუმილი უნდა გამოვიყენო.ნატამ გაიღვიძა დილის 8 საათზე და ლუკას შეხედა.
-ლუკაააა.
-მმმმმმ.
-ლუკა აქ იყავი მთელი ღამე?
-აქ ვიყავი შენს გვერდით მთელი ღამე პატარავ.
-მართლა?
-მართლა.
-მაშინ ადექი და რამე მომიმზადე.
-ნატა რა მოგვიდა საჭმელი დაგესიზმრა?
-მომშივდა.
-ჯერ ადრეა 8 საათი არ არის,დაიძინე კიდევ ცოტა თუნდაც 5 წუთი.
-ლუკა მშია და როგორ დავიძინო.
-გინდა ომელეტი გაგიკეთო?
-კი მინდა,შენ რომ იცი ისეთი.
-კარგი,არ იხმაურო სესილი არ გავაღვიძოთ.ორივე წამოდგა და ომელეტის კეთება დაიწყო ლუკამ სესილიც რომ დაადგა თავზე,ჯერ თვალი მოარიდა რძე ჩაისხა ჭიქაში და ნატასაც დაუსხა.
-დალიე,დილით რძე კარგია საყვარელო.ნატამაც გამოართვა რძით სავსე ჭიქა და ნელა-ნელა სვამდა,ლუკა კი ღიღინებდა ომელეტიც მიიტანა მაგიდასთან,სესილის შეხედა და უთხრა.
-კარგად გეძინა? სესილი გაფითრდა და შეეკითხა.
-რატომ მეკითხები?
-ისე გკითხე როგორ გეძინათქო,გუშინ რომ ნერვიულობდი.
-აააა,მადლობა კარგად მეძინა მაგრამ კისერი მტკივა.
-ცუდად გეძინა ალბად.
-არა,არ მეძინა ცუდად.
-მაშინ ბალიში არის მაგარი და უნდა გამოცვალო.
-ბალიში კი არა,შენი კუნთებია მაგარი.ჩაილაპარაკა სესილიმ და ლუკას შეხედა.
-რა თქვი?
-არა,არაფერი ეს ისე ჩემთვის ჩავილაპარაკე.
-ვიცი რომ შენთვის ჩაილაპარაკე,მაგრამ რა ეს ვერ გავიგონე.
-არაა აუცილებელი ყველაფერი გაიგონო ლუკა.უთხრა სესილიმ და თვალი ჩაუკრა,ლუკას კი გაეღიმა რადგან ძალიან კარგად გაიგონა მისი ნათქვამი რომელმაც გულიც კი აუფრიალა.კარზე ზარი იყო და სესილი ჭიქით ხელში წავიდა კარის გასაღებად,გააღო კარი და სახლში მათე შემოვიდა,ხელში უზარმაზარი დიდი დათუნია ეჭირა და ნატას უცქერდა,ახლოს მივიდა გაუღიმა და ცრემლიც კი მოერია.
-დილა მშვიდობის.
-მოდი მათე რძეს ვსვამთ,ჯამრთელობას ვუფრთხილდებით.
-ძალიან კარგია, ჯამრთელობაზე ყველამ უნდა ვიზრუნოთ.გამარჯობა პატარავ მე მათე ძია ვარ და მინდა ჩაგეხუტო.ნატამ ჯერ სესილის შეხედა და შემდეგ ლუკას და მათგან თანხმობის მიღების შემდეგ მიუახლოვდა მათეს,მათემ ხელში აიყვანა პატარა და გულში ჩაიკრა.
-მათე ომელეტი გვაქვს დილის საუზმედ,მიირთმევ ჩვენთან ერთად.კითხა სესილიმ.
-ომელეტი მეც მიყვარდა ბავშვობაში.
-ჰოდა მოდი,ცოტა ხნით დავბრუნდეთ ჩვენც იმ დროში რომელსაც ყოველთვის თბილად მოვიგონებთ.
-კარგი დავბრუნდეთ ბავშვობაში,იმ ჯადოსნურ დროში და მივირთვათ ომელეტი.
-ნატა საყვარელო კიდე დაგიმატო?შეეკითხა სესილი ნატას როცა მისი მოპრიალებული თეფშს შეხედა.
-არა,არ მინდა,მაგრამ ჩემს ოთახში მინდა გავიდე,შეიძლება?
-კი შეიძლება,წამოდი გამოვიცვალოთ და როგორც დაგპირდი სასეირნოდ წავიდეთ.ნატამ ხელი ჩაავლო სესილის და ორივე კისკისით გავიდა სამზარეულოდან,მათემ თვალი გააყოლა მათ და შემდეგ ლუკას შეხედა.
-წუხელ მთელი ღამე ვფიქრობდი ლუკა.
-რაზე ფიქრობდი,რამ არ დაგაძინა.
-ვფიქრობდი და მივხვდი,რომ ღამე ასე ბნელი არ არის როგორც ადამიანები.ამბობენ დრო წახდაო,მაგრამ არა,ასე არ არის,დრო არ წამხდარა ადამიანები წახდნენ თავიანთი ბნელი ფიქრებით და უგუნურობით.ლუკა არ დატოვო სესილი მარტო,არ მოდუნდეთ ყოველთვის ფხიზლად უნდა იყო როცა გძინავს მაშინაც კი და დაიმახსოვრე მეგობარო,მგელი პირისპირ არის საშიში ადამიანი კი ყოველი მხრიდან.
-მათე უკვე სერიოზულად მაშინებ,რატომ ამბობ ამ სიტყვებს.
-წინ ძალიან რთული ეტაპია გადასალახი და მარტო სესილის გაუჭირდება.
-ვიცი,მაგრამ მეც ვერ გავჩერდები დიდი ხნით,მე ხომ ჩემი საქმეები მაქვს.
-საქმეები მოიცდის,ახლა სესილის მარტო დატოვება არ შეიძლება.
-მითხარი რა მოხდა.
-მამაჩემმა განცხადება შეიტანა სესეილის მეურვეობა რომ წაართვას.
-ეს როგორ,თათას თხოვნა და ანდერძი არაფერს ნიშნავს? მან ხომ სესილის დაუტოვა ბავშვი,მილენა ყველაფერს გააკეთებს და არ დაუშვებს ნატა წაართვას სესილის მამაშენმა.
-დამიჯერე,ორივე ყველაფერზეა წამსვლელი რომ პირველივე სხდომაზე მოიგოს სასამართლო.
-დედაშენიც? ის ხომ სესილის მხარეზე იყო.
-ლუკა დედაჩემი ძალიან შეიცვალა სესილის მიმართ,რა ვქნათ ვუთხრათ სესილის?
-არა,ჯერ არ უთხრა არაფერი ისედაც დაბნეულია ბავშვის მოვლის არაფერი გაეგება.
-კარგი,იმედი მაქვს შენ აქ იქნები.
-ვერაფერს დაგპირდები,მაგრამ გადავრეკავ და გავიგებ კიდევ დროს რამდენს მომცემენ,როდემდე შევძლებ დარჩენას.
-კარგი,მე წავედი და თუ რამე აუცილებელი იქნება ტელეფონზე შემეხმიანე.
-კარგი,შეგეხმიანები.
-უკვე მიდიხარ?
-ჰო მივდივარ,გინდოდა რამე?
-მინდოდა კი,აქედან გადასვლა მინდა და იქნებ მაკლერი იცი რომ სასწრაფოდ სახლი შეგვირჩიოს.
-ამ სახლს ტოვებ?
-ვტოვებ,ამ სახლის ყოველი კუთხე ბახვას მაგონებს და არ შემიძლია აქ გავაგრძელო ცხოვრება ისე,თითქოს არაფერი არ მომხდარა.
-მე ვერ დაგაძალებ აქ ცხოვრებას,მაგრამ ეს სახლი ხომ ბახვამ შენთვის შეარჩია,საქორწილო საჩუქარი ამ სახლით გაგიკეთა.
-სწორედ ამიტომ ვერ გავჩერდები,არ შემიძლია.
-ლუკა შენთან ყოველთვოის მინდოდა შეგკითხოდი,მაგრამ საუბარი ყოველთვის სხვა თემაზე გადაგვქონდა და ვერასდროს შეგეკითხე.
-გისმენ მათე.
-შენ იცოდი ნატას შესახებ და რატომ არ გვითხარი არაფერი.
-მართალია ვიცოდი,ქალაქში ჩავდიოდი და ვნახულობდი.როცა რამე სჭირდებოდა მირეკავდა თათა და მეც მასთან მივდიოდი,ნატაც ძალიან ბევრჯერ მყავდა ჩემს სახლში მიყვანილი,მაგრამ ნუ გეწყინებათ,რომ არაფერი არ ვთქვი ეს ბახვას თხოვნა იყო.ორი წლის წინ შემთხვევით შევხვდით ერთმანეთს,ორივე თათას ბინის კარებთან მაგრამ სახლში არ შევედით,ბარში წავედით და მაშინ მითხრა,უფრო სწორად მთხოვა რომ თათასთვის და ბავშვისთვის დამეთმო მთელი ჩემი თავისუფალი დრო.
-არ შეეკითხე რა ხდებოდა?
-როცა ეს თხოვნა გამიმხილა ფერი არ ჰქონდა და ერთიანად კანკალებდა,თან მითხრა,მოვა დრო და ყველაფერს გაიგებო,მეც არ მივეძალე და ხშირად ვაკითხავდი თათას.
-წარსულს ვერ დავაბრუნებთ,რაც იყო იყო ახლა უფრო მნიშვნელოვანი პრობლემები გვაქვს წინ.
-რა ხდება,კიდევ რამე მოხდა? იკითხა სესილიმ და მათეს შეხედა.
-ჯერ არა,მაგრამ მალე მოხდება.თქვა მათემ და სესილის შეხედა.
-მათე მაშინებ,რა უნდა მოხდეს.
-ეს ნატას ეხება,ჩემები თხოულობემ ნატა როგორც მათი შვილიშვილი მათთან ერთად გაიზარდოს და..................
-და მამაშენს უნდა მეურვეობა ჩამომართვას?
-ხომ იცნობ მამაჩემს არ დათმობს ნატას ასე ადვილად.
-გგონია მე დავთმობ მას?
-დიდი ბრძოლა მოგვიწევს სესილი.
-უბრძოლველად არაფერი არ ხდება,სიცოცხლისთვის და არსებობისთვისაც გვიწევს ბრძოლა,ამიტომ მეც ვიბრძოლებ და თათას დანატოვარს არ დავთმობ თუნდაც სიცოცხლის დათმობა მომიწიოს.არა,ეს არ მოხდება,ამას არ დავუშვებ და ნატა ჩემთან დარჩება.
-დაწყნარდი,მეც და ყველა შენს გვერდით ვართ,ერთად ვიომებთ და ბოლომდე ერთმანეთის გვერდით ვიქნებით.
-მათე პატარა ჩემთან დატოვა თათამ და მე მას არ დავთმობ,უკან არ დავიხევ.
-დაწყნარდი და რაც არ უნდა მოხდეს,ჩვენ აქ ვართ.
-შენ შეგიძლია დაელაპარაკო მათ.
-გგონია არ დაველაპარაკე? გგონია არ მინდა ეს იდეა გამოვდევნო მათი თავებიდან? მაგრამ ვერ მივაღწიე შედეგს,მე მათ ვერაფერი ვერ შევასმინე.სახლში ზარი ხმა გაისმა და კარი ლუკამ გააღო,ყველა გაოცებული უცქერდა სახლში ქარიშხალივით შემოვარდნილ მილენას.
-რა მოხდა,რა სახე გაქვს კარგად ხარ?
-წყალი,წყალი მომაწოდეთ.ლუკამ წყალი მოუტანა მილენას და მანაც ერთი ამოსუნთქვით დაცალა ჭიქა,შემდეგ ღრმად ამოიოხრა და აკანკალებული ხმით თქვა.
-როდესაც თათამ მისი სქელი საქაღალდე გადმომცა მათი სიკვდილის წინა საღამოს,იქ იყო გასაღები და სეიფის კოდი,ის კოდი ხსნიდა ბანკში დაკავებულ კარადას,დღეს მე ის კარადა გავხსენი და იქ ვნახე ნატას და თათას ექვსი თვის წინ გაკეთებული ანალიზები და წერილი.
-მერე? ისე შეეკითხა ლუკამ არც შეუხედია მილენასათვის.
-არ ვიცი როგორ ვთქვა,მაგრამ...................
-მაგრამ რა მილენა. ადგილს ვერ პოულობდა სესილი და მილენას თვალებში უცქერდა,მაგრამ ლუკას ხმა ზარივით გაისმა მთელ სახლში.
-თათას ძალიან ცოტა დრო ჰქონდა დარჩენილი სიცოცხლის,მას სიმსივნე აღმოაჩნდა ერთი წლის უკან.
-შენ,შენ ესეც იცოდი?
-ვიცოდი,ვიცოდი სესილი და არ მითხრა,არ შემეკითხო რატომ არ გითხარი.ეს შენ და ყველას უნდა გაგეგოთ,მაგრამ არა ჩემგან.
-როდის გაიგე,დიდი ხანია რომ იცი?
-არა,არ არის დიდი ხანი,მეც აქ წამოსვლის წინა დღეებში მითხრა.შენ ჭირდებოდი მას და არა მარტო შენ,ჩვენ ყველა.
-მილენა წერილი იყოო,რა ეწერა წერილში.
-არ ვიცი,არ გამიხსნია მას შენი სახელი აწერია.
-არ შემიძლია წავიკითხო,შენ წაიკითხე.
ჩემო საყვარელო სესილი.
ვიცი ახლა როგორ ხარ,თავს ცუდად გრძნობ და გამორიცხულიც არ არის არ გეზიზღებოდე,არ გაგამტყუნებ და არც მიკვირს შენი რეაქციის,მაგრამ არ შემეძლო სხვაგვარად გამეკეთებინა.მე უნდა დამეცვა ჩემი შვილი,სულ ცოტაღა არის დარჩენილი ჩემს წასვლამდე და ჩათვალე ეს წერილი როგორც ჩემი უკანასკნელი თხოვნა,რომ შეიყვარო ნატა.სხვაგვარად რომ შეიძლებოდეს,შენ არასოდეს შეგაწუხებდი,მაგრამ არ შემიძლია.შენ კარგად იცი ყოველთვის განსაკუთრებულად მიყვარდი და ბოლომდე შევინარჩუნე ეს სიყვარული,ვიცი რომ შენც იგივეს გრძნობ ჩემს მიმართ,ამიტომ მინდა შენ მოგანდო ჩემი შვილი,ჩემი ერთადერთი საუნჯე და დარწმუნებული ვარ საუკეთესო დედა იქნები.მალე ქორწილი გაქვთ და მინდა ბახვასთან ერთად ბედნიერება გისურვო,ტკბილად დაბერდით ერთად და ბედნიერად.მიყვარხართ ორივე ძალიან,ძალიან.
,,თქვენი თათა''.
-ეს წერილი ექვსი თვის წინ არის დაწერილი.თქვა მილენამ.
-რაღაც უცნაურად მეჩვენება ეს წერილი.თქვა ლუკამ.
-მეც გეთანხმები ლუკა რადგან ამ წერილიდან ჩანს როგორ ძალიან იყო მინდობილი ბახვაზე და იცოდა რომ მისი სიცოცხლე ნელა-ნელა მოკლდებოდა.წერილში ორივეს დიდი სითბოთი და სიყვარულით მოგიხსენიებთ,აქ რაღაც სხვა იმალება,მაგრამ რა.
-სწორედ ეს უნდა ამოვხსნათ რაა,ჩვენს წინ დევს საიდუმლოებით სავსე სკივრი,რომელსაც ვერ ვხსნით და ვერ ვგებულობთ რა არის საიდუმლოს მთავარი შინაარსი.აღშფოთებული საუბრობდა ლუკა.
-ჩემი აზრით ეს წერილი ბახვასთან შეთანხმებით აქვს დაწერილი,როცა დარწმუნდა რომ სიმართლის გამხელა გარდაუვალი იყო.
-ასე ფიქრობ? დავიჯერო ორივემ გაითამაშა?
-კი ასეა,რადგან ბახვას ბოლო საუბარს თუ გავიხსენებ,მან მითხრა რაც არ უნდა მოხდეს ჩვენს ურთიერთობაში დაუფიქრებელი ნაბიჯი არ გადამედგა და არ შემეზიზღებინა,თან გაგებით მოვკიდებოდი ყველაფერს.
-რას გულისხმობდა არ შეეკითხე?
-ვკითხე,როგორ არ ვკითხე,ვთხოვე სიმართლე ეთქვა თუ რა უღრღნიდა გულს,მაგრამ მითხრა ყველაფერს მისი დრო აქვს და როცა ეს დრო მოვა აუცილებლად გაიგებო,მაგრამ თათამ რატომ არ მითხრა თავად ეს ყველაფერი,რატომ არ მითხრა ასეთი ავად თუ იყო.
-იმიტომ რომ ქორწილს დაელოდა,რომ თქვენთვის ხელი არ შეეშალა.ბევრჯერ,ძალიან ბევრჯერ ვთხოვე რომ დაგლაპარაკებოდათ,ვეტყვი,ვეტყვიო მაგრამ ისე წავიდა ვერაფერი ვერ გითხრა,ბახვამ კიდევ ვერ გაგიმხილა,არ ეყო სათქმელად ძალა.
-უნდა ეთქვა,როგორი ძნელი და რთული სათქმელიც არ უნდა ყოფილიყო,უნდა ეთქვა სიმართლე.
-შენ? შენ შეძლებდი გეთქვა სიმართლე მის ადგილზე რომ ყოფილიყავი? გადაწყვიტა უკანასკნელი დღეები აქ თქვენთან ერთად გაეტარებინა,მოვიდა და დაგიტოვა ყველაზე ძვირფასი რაც კი გააჩნდა.მოვიდა იმიტომ რომ თავად ეთქვა,მაგრამ ვიღაცამ არ დააცადა თქმა,რადგან ვერ მოასწრო რაც მოხდა თავადაც იცით.
-ლუკა რისი თქმა გინდა,ჩემმა ძმამ თათას არ შეხედა ასეთ მდგომარეობაში და არ დადგა მის გვერდით?
-არა,ცუდად გაიგე მათე ჩემი ნათქვამი.ბახვა ბოლომდე თათას გვერდით იყო და ის ძალიან ხშირად ჩამოდიოდა პარუზში,ხანდახან თვეში ორჯერაც კი ჩამოსულა.ყველა მნიშვნელოვან ანალიზზე მის გვერდით იყო და მისი ხელი ხელში ეჭირა,ამის მოწმე თავად მე ვარ.მათ აქ ჰყავდათ მტრები,თათას აქ დაბრუნება ვიღაცასთვის არ იყო სასარგებლო,ვიღაცას არ მოეწონა მისი დაბრუნება,არ უნდოდა მისი აქ ყოფნა და ისინი ერთმანეთის მსხვერპლნი გახდნენ.
-გავიგებ,სიმართლეს გავიგებ და ვინც არ უნდა იყოს არ ვაპატიებ.
-დარწმნებით ვერაფერს ვიტყვი,მაგრამ როგორც მე ვფიქრობ ვიცი შენც იგივეს ფიქრობ თუ ვინ დგას ამ ყველაფრის უკან.
-მეც შენსავით ვფიქრობ,მაგრამ დამამტკიცებელი საბუთი გვჭირდება ხელში ისე ვერაფერს ვერც ვიტყვით და ვერც ვიზამთ.
-არა,არა არაფერი არ თქვათ,თქვენც არ მოგწიოთ რამე.სადღაც დაუშვებს შეცდომას და გამოვიჭერთ. უთხრა მათეს მილენამ და ოთხივე ჩაფიქრდა.სესილი ფანჯარასთან მივიდა,ცრემლი მოიწმინდა და უკიდეგანო ცას ახედა,რა კრიალაა და რა სუფთა ლურჯი და ლივლივა,მაგრამ რამდენი სიბინძურეს დაჰყურებს მაღლიდან,რამდენი უსამართლობის მოწმე ხარ ცაო.ლუკა მიუახლოვდა,მხარზე ხელი დაადო და უთხრა.
-ვიცი ძნელია შენთვის ეს ყველაფერი,ეს იგივეა ჭრილობა რომ გაიხსნას და სისხლმა იწყოს დენა,მაგრამ სამწუხარო ისაა რომ რეალობას ვერ გავექცევით და ვერ დავემალებით.შენ დრომ,ვითარებამ და შენი ცხოვრების ბედმა აგირჩია შეებრძოლო ამ განსაცდელს და მჯერა,რომ გადალახავ.სწორედ შენში დაინახა თათამ მებრძოლი სული და ამიტომ აგირჩია შენ გაუწიო მას დედობა,არ მინდა არ ავღნიშნო ის ფაქტი რაც მათეს უთხარი,რომ მზად ხარ სიცოცხლეც გასწირო ამ პატარა არსების გამო და დავრწმუნდი,რომ ყველაფერი გამოგივა.
-ლუკა ნუთუ არსებობს ადამიანები,ვისაც თავისი სისხლის გემო უგრძვნიათ? მე ვიგრძენი და უნდა ვაღიარო,რომ ძალიან უსიამოვნო გემო დამიტივა.
-დამშვიდდი და მშვიდად მივუდგეთ საქმეს,მათე მართალია ჩვენ ყველა შენს გვერდით ვართ.
-მეშინია,უნდა ვაღიარო რომ მეშინია.
-არ შეგეშინდეს,მტერი ჩასაფრებულია და სწორედ ეს შიში არ უნდა შეგამჩნიოს მტერმა.
-შევეცდები ძლიერი ვიყო.
-არა,არ შეეცდები,დამპირდი რომ იქნები ძლიერი.
-რომ ვერ შევასრულო დანაპირები?
-შეასრულებ,რადგან მე არ დამპირდები,თათას დაჰპირდი.
-გპირდებით ყველას და თქვენთან ერთად თათას რომ ჩემში არსებულ ძალას მოვიკრებ და ძლიერი ვიქნები,მე მზად ვარ ვიბრძოლო და ამ ომიდან გამარჯვებული გამოვიდე.
-აი ასეთი გვჭირდები სესილი.უთხრა ლუკამ და გულში ჩაიკრა.



№1  offline წევრი mia miako 15

ძალიან კარგია.მომეწონა შეუდარებელი ხარ.სიტყვები არ მყოფნის ველი ახალ თავს❤❤❤❤

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent